რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გიო, შვილი: „ფონდისმეგობრებისდამსახურებითმამაჩემიგამოჯანმრთელდა! ისფეხზედადგადაჩემთვისესუდიდესიბედნიერებაა! ადრეკიმეუბნებოდა, სასწაულებიარხდებაო!“ 

calendar ივნისი 22, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ალექსი ცხენზე იჯდა, გახელებულმა ხარმა კი უკნიდან ძლიერად დაარტყა და გადმოაგდო. გაცოფებული პირუტყვი გამეტებით ისროდა მას იქეთ-აქეთ, ფეხქვეშ თელავდა და ძვლებს უმტვრედა! ჯანმრთელი, შრომისმოყვარე კაცი, სულ რამდენიმე წუთში ხეიბრად იქცა. კიდევ კარგი, ცოცხალი მაინც გადარჩა! დაუზიანდა ხერხემალი, ფილტვები, მენჯის ძვალი. მწოლიარე ავადმყოფად იქცა, რომელსაც დამოუკიდებლად საპირფარეშოში გასვლაც კი არ შეეძლო. ალექსი იხრჩობოდა, ლაპარაკიც კი არ შეეძლო. მისი ოჯახი კი — თვალებბრიალა ვაჟი გიო და გულკეთილი მეუღლე ქეთი — დარდობდნენ და არ იცოდნენ, მკურნალობისთვის თანხა სად ეშოვნათ. გინდათ გაიგოთ, ამჟამად ალექსი როგორ გრძნობს თავს? მაშინ მოგვყევით! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების დახმარებით მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. აბა, თუ გამოიცნობთ, ახლა სად მივდივართ? არა, ალექსის საწოლთან კი არა, ახლა სამსახურში უნდა ვესტუმროთ მას.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება… ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!

 „ოჯახის მარჩენალი ვიყავი, ახლა კი ხეიბარი ვარ! ახლა, ვინ აჭმევს და ვინ ჩააცვამს მათ? შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით, ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის ხიდზე დავდივართ ყოველდღე და ჩვენზე საერთოდ არაფერია დამოკიდებული!

 „ხარი ნაჭრის თოჯინასავით მათამაშებდა, კინაღამ გამთელა ფეხქვეშ“

ალექსი: ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო. როგორც ყოველთვის, მინდორში წავედი. თურმე საშინელი განსაცდელი მელოდა წინ. გადარეული ხარი სრულიად მოულოდნელად დამესხა თავს. პირუტყვმა ცხენიდან გადმომაგდო და ჰაერში მათამაშებდა, ჩემს გათელვას ლამობდა თავისი უზარმაზარი ჩლიქებით. მეორედ დავიბადე იმ დღეს.

— ალბათ, არავის ეგონა, რომ გადარჩებოდით?

ალექსი: საშინელება იყო. ვერც გავაცნობიერე, იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. საავადმყოფოში არც კი ეჯერათ, რომ ცოცხალი გადავრჩი. ფილტვი გახლეჩილი მქონდა, ნეკნები დამტვრეული, ხერხემალიც დამიზიანდა. არც კი ვიცი, რამდენი ლიტრი სითხე ამოიღეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სასიკვდილო დაზიანებები არ მქონდა, უკვე ორი წელია, აღარ ვვარგივარ ადამიანად. რამდენიმე ნაბიჯს რომ გადავდგამ, სული მეხუთება, ზურგი საშინლად მტკივა. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ მუშაობა აღარ შემიძლია.

 „ორი ნაბიჯის გადადგმა, ორი წინადადების გადაბმა არ შემიძლია, სული მეხუთება… წამლები კი ძალიან ძვირი ღირს“

— ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ოჯახი საარსებო სახსრების გარეშე დარჩა?

ალექსი: დიახ! არც კი ვიცი, დღეს ვინ იტანჯება უფრო მეტად. ხანდახან ვფიქრობ, რომ დავაღალატე მათ. თავდაუზოგავად ვშრომობდი, სანამ შემეძლო, ულუკმაპუროდ რომ არ დარჩენილიყო ჩემი ცოლ-შვილი. ჩვენ ხომ არაფერი გაგვაჩნია ამქვეყნად, ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს.

— ეს სახლი? ქირას იხდით?

ალექსი: არა! საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. არც სახლი გვაქვს, არც ჩაწერის მისამართი. ეს ახლობლის სახლია, დროებით შეგვიფარა. მეზობლები გვეხმარებიან ხანდახან, გვაწვდიან საჭმელს. შეშაც მეზობელმა მოგვცა ზამთარში. მხოლოდ მისი დამსახურებაა, რომ არ გავიყინეთ. ჰოდა, ვცხოვრობთ ასე. აქ ყველაფერი სხვისია…

 „ეს სახლი მეგობარს ეკუთვნის, მან შეგვიფარა“

გიორგი: ყველაფერი არა! ერთი რამ ჩემი არის! წამოდი, გაჩვენებ! ეს ვაჟაა! ხომ საყვარელია? შეხედე რა პატარაა და ერთი წუთით არ მშორდება. ძალიან მიყვარს, ჩემი მეგობარიც არის და სათამაშოც!

 „ეს კნუტი არის ჩემი მეგობარიც და სათამაშოც!“

— სხვა სათამაშოები არ გაქვს?

გიორგი: მამა ველოსიპედის ყიდვას შემპირდა. ფულს ერთად ვაგროვებდით, მერე კი იმ საძაგელმა ხარმა კინაღამ მოკლა! ველოსიპედის ფული დედას მივეცი, წამლები რომ ეყიდა მისთვის. ასე დავრჩი ველოსიპედის გარეშე, ვაჟასთან ერთად!

 „მამა ველოსიპედის ყიდვას შემპირდა, მაგრამ მთელი ფული, რაც გადავდეთ, დედას მივეცი, წამლები რომ ეყიდა მამაჩემისთვის“

— გვითხარით, ტანჯვას რა შეგიმსუბუქებთ?

ალექსი: აუცილებელია მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. ხელი ჩავიქნიე, ექიმებმა რეაბილიტაციის მიახლოებითი ღირებულება რომ მითხრეს. მკურნალობაზე უფრო მარტივი სიკვდილია. არავინ მყავს, დახმარება რომ ვთხოვო. მშობლები არ გვყავს, ნათესავებს თავადაც უჭირთ. არავინ არის ვალდებული, ვინმეს რამე უწილადოს. სოციალურ შემწეობასაც კი ვერ ვიღებდით. მისამართს ვერ ვუთითებდით. ახლა გვითხრეს, რომ ჩაგვერიცხება, ვითომ… ვნახოთ…

 „მამაჩემი ოდესმე გამოკეთდება, მე კი ჯერჯერობით დედას ვეხმარები სახლში“

— თქვენი საარსებო წყარო რა არის?

ალექსი: მძიმე ჯაფა მთლიანად ჩემს მეუღლეს, ქეთევანს დააწვა მხრებზე. ვენახებში მუშაობს ხოლმე. კაპიკებს უხდიან, რომლითაც ვყიდულობთ საჭმელს და წამლებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მეზობლები რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით. ღმერთო! როგორ ვუმუხთლე ჩემს ოჯახს… ახლა ჩვენი ერთადერთი იმედი თქვენა ხართ!

მამამ დანაპირები ვერ აასრულა, გიორგის ველოსიპედი ვერ უყიდა და ახლა ძალიან დარდობს.

— ხომ იცით, მთელი საქართველო კითხულობს ჩვენს პოსტებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარება ბევრს მოუნდება. 

ალექსი: ვიცი და ამიტომაც მოგმართეთ თქვენ. სახელმწიფოსგან რას უნდა ველოდო? სოციალური შემწეობაც კი შეგვიწყვიტეს. წამლებითა და საკვებით დახმარებას რომ ვითხოვ, როგორც დამშეულ ძაღლს, წელიწადში ერთხელ სამას ლარს მომიგდებენ ხოლმე და ჰგონიათ, რომ ეს საკმარისია. სამასი ლარი ჩემს წამლებს და საფენებსაც კი არ ჰყოფნის. ღმერთო, რა სირცხვილია, ახალგაზრდა კაცს ამაზე საუბარი რომ მიწევს. მაგრამ, თუ დამეხმარებით, რეაბილიტაცია რომ ჩავიტარო, კვლავ სრულფასოვანი ადამიანი თუ გავხდები, ჩემი ოჯახის შენახვას თავადაც შევძლებ! სხვებსაც კი დავეხმარები.

ბავშვს დამტვრეულ საწოლზე სძინავს… 

— ქეთევან, თქვენს მეუღლეს ერიდება და იქნებ, თქვენ გვითხრათ, რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?

ქეთევანი: მეც მერიდება თხოვნა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გვჭირდება, რა თქმა უნდა. სარეცხი მანქანა გაგვიფუჭდა, არც მაცივარი მუშაობს. გორგისთვის ველოსიპედიც ძალიან გვინდა. მამამისი დანაპირებს ყოველთვის უსრულებდა, ახლა კი ძალიან განიცდის, რომ საჩუქრის გარეშე დატოვა. გარდა ამისა, დამტვრეულ ტახტზე სძინავს. მისი გამოცვლაც თუ მოხერხდება, ძალიან კარგი იქნება.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ალექსის ისტორია არა მხოლოდ სასწაულებრივი გადარჩენის ისტორია გახლავთ, ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სიკეთისა და სიყვარულის არსებობას. მძიმე ჟამს მოყვასის თანადგომა შეიძლება გახდეს სინათლის სხივი, რომელიც ადამიანს უკუნეთ სიბნელეში გაუკვლევს გზას. გაუწოდეთ მათ დახმარების ხელი, კეთილი საქმე გააკეთეთ და შესაძლოა, სასწაულის მონაწილე გახდეთ ადამიანის ცხოვრებაში.

მოდით, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ალექსი დიმიტრიშვილის ოჯახს. რადგან, სხვებს როცა ვეხმარებით, საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით ღმერთს.

ალექსი და მისი ოჯახი მადლობელია იმისთვის, რომ მიეცათ მეორე შანსი. სწამთ, რომ ღვთის წყალობა ჩვენს ცხოვრებაში სწორედ სიკეთეს მოაქვს. მართლმადიდებლური წესით კი სწორედ მოყვასის დახმარება არის რწმენის ერთ-ერთი მთავარი არსი. როდესაც შეჭირვებულებს ვუწვდით დახმარების ხელს, გარდა ამისა, ჩვენს რწმენას ვამტკიცებთ და ვასრულებთ ქრისტეს მცნებებს.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი თელავი, ნინოშვილის ქ. № 5.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: დიმიტრიშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

გიო, შვილი: „ფონდის მეგობრების დამსახურებით მამაჩემი გამოჯანმრთელდა! ის ფეხზე დადგა და ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა! ადრე კი მეუბნებოდა, სასწაულები არ ხდებაო!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

გიო, შვილი: „ფონდის მეგობრების დამსახურებით ჩემი მამიკო გამოჯანმრთელდა! ის ფეხზე დადგა და ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა! ადრე კი მეუბნებოდა, სასწაულები არ ხდებაო!“

ალექსი ცხენზე იჯდა, გახელებულმა ხარმა კი უკნიდან ძლიერად დაარტყა და გადმოაგდო. გაცოფებული პირუტყვი გამეტებით ისროდა მას იქეთ-აქეთ, ფეხქვეშ თელავდა და ძვლებს უმტვრედა! ჯანმრთელი, შრომისმოყვარე კაცი, სულ რამდენიმე წუთში ხეიბრად იქცა. კიდევ კარგი, ცოცხალი მაინც გადარჩა! დაუზიანდა ხერხემალი, ფილტვები, მენჯის ძვალი. მწოლიარე ავადმყოფად იქცა, რომელსაც დამოუკიდებლად საპირფარეშოში გასვლაც კი არ შეეძლო. ალექსი იხრჩობოდა, ლაპარაკიც კი არ შეეძლო. მისი ოჯახი კი — თვალებბრიალა ვაჟი გიო და გულკეთილი მეუღლე ქეთი — დარდობდნენ და არ იცოდნენ, მკურნალობისთვის თანხა სად ეშოვნათ.

გინდათ გაიგოთ, ამჟამად ალექსი როგორ გრძნობს თავს? მაშინ მოგვყევით! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების დახმარებით მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. აბა, თუ გამოიცნობთ, ახლა სად მივდივართ? არა, ალექსის საწოლთან კი არა, ახლა სამსახურში უნდა ვესტუმროთ მას.

ალექსიმ ფერმაში დაიწყო მუშაობა დღეში რამდენიმე საათით

ალექსი, თვალებს არ ვუჯერებ! ღმერთო, რა კარგია! არა მხოლოდ გამოკეთდით, არამედ უკვე მუშაობაც კი დაიწყეთ!

ალექსი: რატომ არ უჯერებთ? (იცინის.) თქვენი წამლები და მკურნალობა ძალიან მომიხდა. ექვსი თვეა, წამლებს ვიღებ და ორთაჭალის ბალნეოლოგიურ კლინიკაში ორი სარეაბილიტაციო კურსი გავიარე. ხალხის დამსახურებაა, ფეხზე რომ დავდექი!

კლინიკაში სხვადასხვა პროცედურა ჩამიტარდა — ნემსები, ტალახით შეფუთვა, წყლის და მანუალური მასაჟი… რამდენიმე წამლის მიღება უკვე შევწყვიტე, დანარჩენის მიღებას ახლაც ვაგრძელებ. ჩერნოვეცკის ფონდი ზრუნავს, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი მქონდეს. პირველად ივლისში შევძელი სახლიდან გასვლა. ახლა კი მაშინ გავდივარ, როცა მომინდება. ექიმმა მითხრა, რომ ცოტა ხანს მუშაობა შემიძლია და მეც დავიწყე. უკვე ორი თვეა, ფერმაში ვმუშაობ დღეში რამდენიმე საათით.

შეიძლება, შიგნით შევიხედო? თან მაჩვენებთ, რას საქმიანობთ.

ალექსი: რა თქმა უნდა, შეიძლება, მობრძანდით! საქონელი მშიერია, დროა, ღორებს, ძროხებსა და ხარებს ვაჭამო. ძალიან ხმამაღლა ბღავიან, არ შეგეშინდეთ.

ალექსი: „ექიმმა მუშაობის უფლება მომცა და უკვე ორი თვეა, აქ ვარ“.

საშინელი ხმაურია! ასეთი ველური ღრიალი არასდროს მსმენია! კი მაგრამ, ალექს, არ გეშინიათ, ამ ხარებს რომ აჭმევთ?

ალექსი: არა, ის კოშმარი თანდათან მავიწყდება. წარსულის ტრაგედიით რამდენ ხანს უნდა ვიცხოვრო? დამღალა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. აქ, სამსახურში, კარგად ვგრძნობ თავს, საქმეს ვაკეთებ. პირიქით, ცხოველების ღრიალი ყურადღების გადატანაში მეხმარება. ახლა სადგომების დასუფთავებას დავასრულებ და სახლში წავიდეთ. ჩემს შვილს, გიოს, ეს გოჭი ძალიან შეუყვარდა და პეპა დაარქვა.

დედიკოც და გიოც აღარ დარდობენ მამიკოს გამო და კარგ ხასიათზე არიან

ალექსის სახლი მანქანით 15 წუთის სავალზეა. გაღიმებული ქეთი კარებთან გვეგებება, ბედნიერი გიო კი მაშინვე ჩვენთან საუბარს იწყებს: „ჩემი საყვარელი გოჭი, პეპა თუ ნახე? მიყვარს მამიკოსთან ერთად ფერმაში სიარული. ხომ ხედავ, საწოლი დალაგებულია, დღისით აქ აღარავინ წევს. ჩემი მამიკო დადის და თვითონ აკეთებს ყველაფერს. მინდა, შენ და შენს თანამშრომელს ჩაგეხუტოთ. თქვენ ხომ ჩემს მამიკოს დაეხმარეთ. გინდათ, მისი წამლები გაჩვენოთ? მამას უთხრეს, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა მიიღოს. აი, ამას ტანზე ისვამს, ამას სვამს, ამას კი პირში ისხურებს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, წამლები საერთოდ რომ აღარ დასჭირდეს. მაგრამ, რადგან უკეთ გრძნობს თავს, ჩვენც ძალიან გვიხარია.

ახლა, ჩემს კნუტს გაჩვენებთ, ვაჟას. ვაჟა სად არის? რა თქმა უნდა, იქ არის, სადაც სითბოა — გამათბობელთან ზის“.

ალექსი უკვე ექვსი თვეა წამლებს ღებს, ბალნეოლოგიურ კლინიკაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახლა ბევრად უკეთ გრძნობს თავს!

ალექსი: „მინდა, ხალხს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ სანამ საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, ჩემს ოჯახს დაეხმარნენ: ახალი გაზის გამათბობელი, ტელევიზორი, ბავშვის ტახტი, ველოსიპედი. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი. ყველა სხვადასხვაგვარად გვეხმარებოდა: გერმანიიდან მედიკამენტები გამომიგზავნეს, ფონდის ზოგიერთმა მეგობარმა კი ჩვენი კომუნალური გადასახადი დაფარა“.

სანამ ალექსი საწოლს იყო მიჯაჭვული, ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები მის ოჯახზე ზრუნავდნენ: გამათბობელი, ტელევიზორი, ტახტი და კიდევ ბევრი რამ აჩუქეს

გიო: „ახლა ტახტზე მძინავს, თბილია და კომფორტული. მომწონს. დღისით კი აქ თამაშიც შემიძლია. მოდით, ფიშკებით სამაგიდო თამაშს ვითამაშებ თქვენს თანამშრომელთან ერთად. თამაშს პირდაპირ ტახტზე დავდებთ“.

გიოს ახალ ტახტზე სძინავს. როდესაც ვესტუმრეთ, ფიშკებით სამაგიდო თამაში ითამაშა ჩვენს თანამშრომელთან ერთად

ქეთი, მეუღლე: „ჩვენი ოჯახის ბედნიერებისთვის ფონდის მეგობრებს მადლობას ვუხდით! ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ფეხზე დგას. ჩვენი ძვირფასი, როგორ ვღელავდით და გვეშინოდა მის გამო. მე და ჩემი შვილი განადგურებულები ვიყავით. თავად ალექსიც როგორ ნერვიულობდა! მაგრამ თქვენი დახმარებით ამ საშინელებას თავი დავაღწიეთ, რამხელა წინსვლა გვაქვს! მარტო როგორ შევძლებდი მეუღლის დახმარებას, ამ ავადმყოფობისთვის რომ თავი დაეღწია? ახალი წელი მოდის, როგორც ჩვენს ოჯახში უკეთესობისკენ შეიცვალა ნელ-ნელა ყველაფერი, დაე, ყველა ოჯახში მშვიდობა, კეთილდღეობა და ჰარმონია სუფევდეს. ჩემო ძვირფასებო, ამ ახალ წელს ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას! ჩვენს ქვეყნაში ბედნიერ და მშვიდობიან ცხოვრებას, ყოველგვარ სიკეთეს გისურვებთ ყველას!“

ახლა გიო ოჯახის სარჩენად დროებითი სამუშაოს ძებნით კი არა, ჩვეულებრივი ბიჭური საქმეებით არის დაკავებული: ტელევიზორს უყურებს, ველოსიპედით სეირნობს

ალექსი: როგორც იქნა, გიომ ჩემი ავადმყოფობიდან თავის ბიჭურ საქმეებზე გადაიტანა ყურადღება.

რას საქმიანობს?

ალექსი: იცით, დედამისი სკოლაში რომ დაიბარეს? გოგონებმა იჩხუბეს მის გამო. უკვე სასიყვარულო წერილებს სწერენ.

ჩვენი გიო გოგონებს მოსწონთ!

ოჰ, ყოჩაღ, გიო!

გიო: მე არაფერ შუაში ვარ. არ ვიცოდი, რომ შევუყვარდი.

მას შემდეგ, რაც გიოს ზაფხულში ველოსიპედი აჩუქეს, ხელს არ უშვებს

ქეთი, ჩვენი პროექტის შემდეგ სახელმწიფოსგან თუ მიიღეთ რამე დახმარება?

ქეთი: ისიც კარგია, რომ 350 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობის ჩარიცხვა აღდგა. სანამ ჩემი მეუღლე ავად იყო, მე კი საავადმყოფოებში დავრბოდი, ამ საკითხის მოგვარების საშუალება არ მქონდა. კარგია, რომ თავად იზრუნა თელავის მერიამ. უფასო სასადილოს სიაშიც ჩაგვწერეს, მაგრამ, ალბათ, ახალი წლის მერე იქნება რამე. ჯერჯერობით არავინ შგვხმიანებია.

ალექს, ვიცით, რომ დიდი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ წამლები და კიდევ დიდი დრო დაგჭირდებათ, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდეთ. შეგიძლიათ, ჩერნოვეცკის ფონდის დახმარების იმედი გქონდეთ. თქვენი გამოჯანმრთელებისთვის კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია?

ალექსი: ხართან მომხდარი ამბის შემდეგ გამიჩნდა ხერხემლის თიაქარი. ოპერაციის გარეშეც შესაძლებელია მკურნალობა, მაგრამ მანუალური თერაპევტის დახმარება დამჭირდება; ძალიან დამეხმარებოდა.

მეგობრებო, ხედავთ, რა საოცარი შედეგი მოაქვს თქვენს დახმარებას! ამ ოჯახის გახარებისთვის დიდ მადლობას გიხდით! ამჟამად, დარჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად, ალექსის სჭირდება მანუალური თერაპევტის დახმარება.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

    • – საქართველოს ბანკი

GE64BG0000000470458000

    • – თი ბი სი ბანკი

GE15TB7194336080100003

    • – ლიბერთი ბანკი

GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: დიმიტრიშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ: მედეა

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
30.07.2024
ექიმის კონსულტაცია
80.00₾
30.07.2024
სარეაბილიტაციო კურსი
5133.00₾
20.08.2024
ტელევიზორი
450.00₾
30.08.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
4845.00₾
16.10.2024
დივანი
600.00₾
30.10.2024
პროდუქტები
399.96₾
05.11.2024
რეაბილიტაცია
990.00₾
23.10.2024
პროდუქტები
397.62₾
14.11.2024
სამშენებლო მასალები
749.00₾
19.11.2024
მედიკამენტები
41.29₾
19.11.2024
მედიკამენტები
87.64₾
19.11.2024
მედიკამენტები
147.56₾
24.12.2024
სამედიცინო მომსახურება
800.00₾
14.01.2025
პროდუქტები
399.94₾
17.01.2025
მედიკამენტები
117.86₾
07.02.2025
მედიკამენტები
60.70₾
26.02.2025
პროდუქტები
399.72₾

სულ ხარჯები:

15699.29₾

დარჩა:

8684.74₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2025 09:14:28
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.01.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.01.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.01.2025 10:53:20
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.10.2024 09:55:16
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.10.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 09:40:36
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.08.2024 13:38:51
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2024 10:15:05
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.08.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.08.2024 09:52:55
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.08.2024 09:12:19
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.08.2024 09:12:04
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2024 10:18:09
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.07.2024 09:53:32
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.07.2024 05:57:53
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2024 23:55:13
₾20.00

შემოწირულია:

₾24,384.03

1172 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾24,384.03

1172 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება