რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ფეხზე დადგომას თუ შევძლებ, ჩემი ოცნებაა, მონაზვნად აღვიკვეცო“ – ირმას ტრაგიკული ცხოვრება სულს აგიფორიაქებთ. ერთ დროს ბედნიერი გოგონა, ახლა, ლოგინს არის მიჯაჭვული ბნელ ოთახში და დახმარებას სთხოვს ხალხს, მონასტრამდე თავის ფეხით მისვლა რომ შეძლოს.

calendar სექტემბერი 15, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ხუთ კვადრატულ მეტრში, ბნელ ოთახში, ჟანგიან საწოლს მიჯაჭვულია ირმა და იტანჯება… ქალს არც ქმარი, არც შვილები ჰყავს. დედ-მამაც დაეღუპა. დიახ, ასე სრულიად მარტოა საბრალო ქალი და საწოლიდან ადგომა წყლის დასალევადაც კი არ შეუძლია. ირმა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა, საყვარელი დედის გარდაცვალებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ ვერაგი დაავადება განუვითარდა. ქალს გადაადგილების პრობლემები ჯერ კიდევ 2009 წლიდან შეექმნა. თუმცა, უფულობის გამო, ექიმთან ვერ მივიდა. საბრალო ირმას ჯანმრთელობის მდგომარეობა დედის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. 2019 წელს კი, საბრალო ქალს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა. 

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ფეხზე დადგომას თუ შევძლებ, ჩემი ოცნებაა, მონაზვნად აღვიკვეცო“ – ირმას ტრაგიკული ცხოვრება სულს აგიფორიაქებთ. ერთ დროს ბედნიერი გოგონა, ახლა, ლოგინს არის მიჯაჭვული ბნელ ოთახში და დახმარებას სთხოვს ხალხს, მონასტრამდე თავის ფეხით მისვლა რომ შეძლოს.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მარტოხელა ქალი ბნელ ოთახში, ჟანგიან საწოლს არის მიჯაჭვული

ხუთ კვადრატულ მეტრში, ბნელ ოთახში, ჟანგიან საწოლს მიჯაჭვულია ირმა და იტანჯება… ქალს არც ქმარი, არც შვილები ჰყავს. დედ-მამაც დაეღუპა. დიახ, ასე სრულიად მარტოა საბრალო ქალი და საწოლიდან ადგომა წყლის დასალევადაც კი არ შეუძლია. ირმა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა, საყვარელი დედის გარდაცვალებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ ვერაგი დაავადება განუვითარდა. ქალს გადაადგილების პრობლემები ჯერ კიდევ 2009 წლიდან შეექმნა. თუმცა, უფულობის გამო, ექიმთან ვერ მივიდა. საბრალო ირმას ჯანმრთელობის მდგომარეობა დედის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. 2019 წელს კი, საბრალო ქალს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა.

ჭამის დროსაც კი არ შეუძლია საწოლზე წამოჯდომა

შეხედეთ, საბრალო ქალს! ჭამის დროსაც კი არ შეუძლია ლოგინზე წამოჯდომა. ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ რა საშინელებაა, მწოლიარე მდგომარეობაში საკვების მიღება. ზოგჯერ ლუკმა გადაუცდება საბრალო მარტოხელა ქალს და წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავს. სპეციალური სამედიცინო საწოლი რომ ჰქონოდა ირმას, არც ნაწოლები გაუჩნდებოდა და ჭამის დროსაც შეძლებდა წამოჯდომას. ახლა კი, ამ ჟანგიან,  საუკუნეზე მეტი წლოვანების საწოლზე წევს ქალი, სრულიად პარალიზებული.

ეს ჟანგიანი საწოლი საუკუნეზე მეტი ხნისაა

ირმას სრულიად პარალიზებული აქვს ორივე კიდური

საბრალო ქალს ერთადერთი ოცნება აქვს: ფეხზე დადგომა შეძლოს, რომ მონასტერში წავიდეს და მონაზვნად აღიკვეცოს. დიახ, ქალი გამოუტყდა ფონდის კორესპონდენტს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან სურს მონაზვნად აღკვეცა. ერთი საინტერესო ისტორიაც გაიხსენა თავისი წარსულიდან.

ირმა (55 წლის): ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, როდესაც ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ვიყავი, როდესაც ვოცნებობდი, რომ მყოლოდა ბევრი შვილი, ერთ-ერთმა ბერმა შემომხედა და ასეთი სიტყვები მითხრა: „შენ მონაზვნად აღიკვეცები და შენი სახელი იქნება „დედა ანა“. მაშინ, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მე მონაზვნად აღკვეცის სურვილი ოდესმე მექნებოდა, რადგან ძალიან აქტიური და სიცოცხლით სავსე გოგო ვიყავი. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უფლის მსახური ვიყო. მაგრამ, მონასტერში როგორ წავიდე, მონაზვნად როგორ აღვიკვეცო, როდესაც ამ საწოლიდან წამოდგომაც კი არ შემიძლია“ – ეს სიტყვები წარმოთქვა საბრალო ქალმა, ამოიოხრა და საწოლის წინ, კედლებზე გაკრულ ხატებს შეხედა ცრემლმორეულმა.

ირმას საწოლის წინ ეს ხატებია. მხოლოდ ლოცვა აძლიერებს ქალს

იმისთვის, რომ ირმა ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, საჭიროა ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, რომელიც საზღვარგარეთ კეთდება და ძალიან ძვირადღირებული ოპერაცია არის. საბრალო ქალი იმდენად მორიდებულია, რომ ფონდის კორესპონდენტს ეს სიტყვები უთხრა: „შვილო, უცხო ადამიანებს ასეთი ძვირადღირებული ოპერაციისთვის დახმარებას ვერ ვთხოვ, მაგრამ, მცირედი დახმარება მაინც რომ გაიღონ, მასაჟის კურსს ჩავიტარებ და იქნებ, ყავარჯნების მეშვეობით გადაადგილება მაინც შევძლო. მონასტრამდე მიმაღწევინა, შვილო, ესაა ჩემი ერთადერთი ოცნება. თუ ლოგინიდან წამოდგომას ვერ შევძლებ, ისე მოვკვდები, რომ ამ ოცნებას საფლავში ჩავიყოლებ.“

ნუთუ ამას „ჭერი“ ჰქვია. ოთახში ისევე წვიმს, როგორც გარეთ

წვიმის წყალი ამ ტაშტში გროვდება

აი, ამ ტაშტში გროვდება, ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი. შემდეგ კი, გარეთ ღვრიან კეთილი მეზობლები. როგორც შეუძლიათ, ცდილობენ დახმარება გაუწიონ საბრალო ქალს მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც შეჭირვებულად ცხოვრობენ.

ირმას სამყაროსთან კონტაქტი ხდება მხოლოდ ამ ძველი ფანჯრის მეშვეობით

დიახ, სამწუხაროდ, ირმა კონტაქტს ამყარებს სამყაროსთან სწორედ ამ საუკუნოვანი ხის ფანჯრის მეშვეობით. ვერც ზაფხულის მცხუნვარე სხივებით თბება ქალი და ვერც სურამის ლამაზ ბუნებაში სეირნობს ზამთრის თოვლში. მხოლოდ ამ პატარა ფანჯრიდან ხედავს ბუნდოვნად, თუ როგორ იცვლება წელიწადის დროები მის მიღმა.

ძველი ხის კარიდან და ფანჯრებიდან ზამთარში ყინვა შედის ოთახში

ირმას მშობლები

საწოლს მიჯაჭვულ ქალს, საყვარელი მშობლები ერთი წუთითაც კი არ ავიწყდება. მადლიერება ხომ, ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭია. ბევრი უმადური შვილი არსებობს, სამწუხაროდ. თვალებზე მომდგარი ცრემლებით ირმა იხსენებს, თუ როგორი ლაღი ბავშვობა ჰქონდა, როდესაც მისი მშობლები ცოცხლები იყვნენ. ქალი იმდენად საინტერესო მოსაუბრეა, რომ ფონდის კორესპონდენტმა მომავალ მონაზონს ჰკითხა, რა რჩევას მისცემდა ახალგაზრდებს. ქალმა გაიღიმა, თვალებში სიკეთის ვარსკვლავები აუკიაფდა და მშვიდად მიუგო: „ვინც ოცნებობთ რომ შვილები გყავდეთ, არ დაუშვათ, დედად გახდომაში რაიმემ ხელი რომ შეგიშალოთ. ოღონდ, ღირსეული დედობა გაუწიეთ თქვენს შვილებს. მაგრამ თქვენ, ვინც გარკვეული მიზეზების გამო დედა ვერ გახდებით, სასოწარკვეთას არ მიეცეთ, დაფიქრდით, იქნებ სულიერ სიმშვიდეს მაშინ იგრძნობთ, თუ დარჩენილ ცხოვრებას მიუძღვენით უფალს.“

სოფელში პატარა ბავშვებმაც კი იციან, რომ ამ ძველი ხის ღობის მიღმა, საწოლს არის მიჯაჭვული მარტოხელა კეთილი ქალი. ზოგ ბავშვს კანფეტი მიაქვს, ზოგს ხილი, ზოგს კი ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური. დახმარების სურვილს გამოხატავენ ასე ბავშვები. უფალმა დალოცოს ისინი და მათი ოჯახები. კეთილო ადამიანებო, ახლა კი დროა, ამ ღობეს გასცდეს საბრალო ქალის ამბავი. დაე, მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ ჩვენს სიახლოვეს, ლოგინს მიჯაჭვულია ერთი კეთილი ქალი, რომელიც მონაზვნობაზე ოცნებობს. მისი ამ ოცნების ასრულება კი, კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი დახმარებით არის შესაძლებელი. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედით, შესაძლებელია, რომ საბრალო ქალი ფეხზე დადგეს და მერე… მერე კი ვინ იცის, იქნებ, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ, როდესაც მდელოზე იები აყვავდებიან, მონასტრის ჭიშკართან შავებში ჩაცმული დედაო შევნიშნოთ, რომელიც დაგვლოცავს და გვეტყვის: „მე ირმა ვიყავი, შენი დახმარებით კი, „დედა ანა“ ვარ და უფალს ვემსახურები.“

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სურამი, რუსიას ქ. №31.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: მოსესიანების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
18.09.2024
საწოლი
1100.00₾
12.11.2024
სამედიცინო აღჭურვილობა
115.00₾

სულ ხარჯები:

1215.00₾

დარჩა:

58.29₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
30.10.2024 13:16:28
₾20.00
კეთილი გული
23.10.2024 01:36:03
₾30.00
ჭელიძე თამარი
18.10.2024 22:14:29
₾20.00
მურადიშვილი ზურაბ
13.10.2024 23:35:42
₾3.00
კეთილი გული
14.10.2024 00:54:48
₾100.00
მახაჭაძე ასმათ
08.10.2024 00:00:00
₾5.00
მაჭარაძე თამაზ
08.10.2024 00:00:00
₾1.00
თეთრაძე ლევან
08.10.2024 00:00:00
₾30.00
თევზაძე თამილა
08.10.2024 00:00:00
₾50.00
ტუნაძე თემო
04.10.2024 09:27:32
₾5.00
ნიკოლაი პავლოვ
05.10.2024 00:00:00
₾10.00
კეთილი გული
01.10.2024 11:39:56
₾20.00
კოხრეიძე გალაქტიონ
29.09.2024 10:29:46
₾5.00
ნიკოლოზ დვალიშვილი
29.09.2024 00:00:00
₾10.00
კეთილი გული
27.09.2024 22:11:45
₾100.00
ანესიან ანაიტ
26.09.2024 09:51:16
₾10.00
ი/მ ლეილა გიორგაშვილი
26.09.2024 00:00:00
₾19.00
გრიგალაშვილი ნინო
26.09.2024 09:45:56
₾3.00
დავით ბედიანიძე
25.09.2024 00:00:00
₾15.00
აკაკი ჩიხლაძე
25.09.2024 00:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾1,273.29

75 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,273.29

75 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება