რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ყველა მშობელი დამეთანხმება: საკუთარი შვილის ავადმყოფობაზე უარესი არაფერია ამქვეყნად. გაუსაძლისია, უყურო იმას, თუ როგორ იტანჯება შენი პატარა და დახმარება არ შეგეძლოს. ძალიან გთხოვთ, დაეხმაროთ, შეისმინოთ სულის ძახილი დედისა, რომელიც დახმარებას ითხოვს, რადგან დედაშვილობაზე უფრო ძლიერი კავშირი არ არსებობს ამქვეყნად. გვერდს ნუ აუვლით. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება. თქვენი მონაწილეობა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. დავეხმაროთ ახალგაზრდა, მოსიყვარულე ოჯახს! მოდი, ლაზარეს ცხოვრებაში სასწაული ერთად მოვახდინოთ, რომ საკუთარი ფეხით გაიაროს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ჰოი, საშინელებავ! ორი წლის ციცქნა ლაზარეს ტერფმრუდობა აქვს. თუ არ დავეხმარებით, რომ ძვირადღირებული და რთული ოპერაცია რაც შეიძლება მალე ჩაუტარდეს, ეს ულამაზესი ბავშვი ხეიბრად დარჩება! „ხეიბარი“ კი, ალბათ, ყველაზე საშინელი სიტყვაა ამქვეყნად!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ალბათ, საშინელი, გაუსაძლისი ტკივილის გარეშე, რომელთან შეგუებაც შეუძლებელია, პატარა ლაზარეს ცხოვრების ერთ დღესაც კი არ ჩაუვლია! ყოველი ნაბიჯი სირთულეს წარმოადგენს! ბავშვი თითებზე დგამს მარჯვენა ფეხს, მარცხენას კი — გვერდულად, საშინლად კოჭლობს და სწრაფად იღლება. ბიჭს აქვს თანდაყოლილი ტერფმრუდობა. ბავშვის დაავადება ოჯახისთვის ნამდვილი შოკი იყო, რადგან ექოსკოპიის დროს ვერავინ ვერაფერი შენიშნა.
ასე გამოიყურებოდა ბავშვის ფეხები, როცა დაიბადა. ტერფი მთლიანად იყო მობრეცილი. ორი თვის ასაკში ლაზარეს პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ!
ახლა ლაზარე ორი წლისაა და, უბრალოდ, წარმოიდგინეთ: ბავშვს ნახევარი ცხოვრება თაბაშირში აქვს გატარებული!
ნინო, დედა (20 წლის): „დაიტანჯა ჩემი შვილი. გული მტკივა, რომ ვუყურებ. ექიმების ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებდით. ბავშვს ფეხები თაბაშირში ჰქონდა მთელი წელი. შეუძლებელი იყო მისი დაბანა ან ფეხსაცმლის ჩაცმა. მაგრამ, როგორც კი თაბაშირი მოიხსნა, ტერფები ისევ გაუმრუდდა. დღითი დღე უარესდება მდგომარეობა. ჩემს შვილს უკვე სიარული უჭირს, მასაჟი არ შველის. ექიმები ამბობენ, რომ ოპერაცია აუცილებელია. მაგრამ ჩვენ ძვირადღირებული მკურნალობის საფასურის გადახდის საშუალება არ გვაქვს. ბავშვს რომ დავხმარებოდით, ყველაფერი გავყიდეთ, რაც კი გაგვაჩნდა: ძროხები, ღორები, მიწის ნაკვეთი. ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს“.
ოპერაციამდე აუცილებელია ფეხების მაქსიმალურად გასწორება თაბაშირის დახმარებით. ბავშვს ეტაპობრივად, 12-ჯერ უნდა დაადონ თაბაშირი. ყოველ ჯერზე მინიმუმ 10 დღის განმავლობაში უნდა ატაროს. მაგრამ ოჯახს არც ამის საშუალება არ აქვს. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ლაზარე განწირულია? რა თქმა უნდა, არა! ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ ოჯახს დავეხმაროთ.
თუკი ყოველი თქვენგანი, ვინც ამ ტექსტს წაიკითხავთ, ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობას გაიღებს, მკურნალობისთვის საჭირო თანხა დღესვე იქნება შეგროვებული!
მორიგი მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის დროს ბიჭს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა — თავის ქალის დეფორმაციის საწყისი ეტაპი. თავი სიგრძეში იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ტვინის ნორმალურ განვითარებას. სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა ოპერაცია არის. დრო არ ითმენს, ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება!
წარმოიდგინეთ, როგორ გრძნობენ თავს ყოველდღე ლაზარეს დედ–მამა. მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ იმის გამო, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და სასწაულის იმედი აქვთ. ისინი მთელ დროსა და ენერგიას უთმობენ ბავშვის მოვლას. უმცროს შვილსაც სჭირდება ყურადღება — ბაკური მხოლოდ ერთი წლისაა. ოჯახში მუშაობს მხოლოდ მამამთილი. მას შემდეგ, რაც მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ლაზარეს მკურნალობა შეწყდა. დავეხმაროთ ახალგაზრდა, მოსიყვარულე ოჯახს! მოდი, ლაზარეს ცხოვრებაში სასწაული ერთად მოვახდინოთ, რომ საკუთარი ფეხით გაიაროს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ყველა მშობელი დამეთანხმება: საკუთარი შვილის ავადმყოფობაზე უარესი არაფერია ამქვეყნად. გაუსაძლისია, უყურო იმას, თუ როგორ იტანჯება შენი პატარა და დახმარება არ შეგეძლოს. ძალიან გთხოვთ, დაეხმაროთ, შეისმინოთ სულის ძახილი დედისა, რომელიც დახმარებას ითხოვს, რადგან დედაშვილობაზე უფრო ძლიერი კავშირი არ არსებობს ამქვეყნად. გვერდს ნუ აუვლით. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება. თქვენი მონაწილეობა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: წალენჯიხა, სარიას ქ. 62.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ცინცაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1293.12₾დარჩა:
2495.31₾