რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„დეიდა, შარშან ზამთარში ზაფხულის ტანსაცმლით დავდიოდი სკოლაში და ვიყინებოდი. მალე ისევ ზამთარი მოვა. ძალიან მეშინია. ვეღარ გავუძლებ ამ ყინვას. სიცივე და შიმშილი მომკლავს. დეიდა, არ მინდა სიკვდილი! სიცოცხლე მინდა!“ — ხუციძეების ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები შიმშილით სიკვდილისთვის არიან განწირული. კეთილო ადამიანებო, პატარა ანგელოზებს მხოლოდ თქვენი იმედი აქვთ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბარბარეს ერთადერთი „თბილი“ ტანსაცმელი ეს ძველი ჟაკეტია
ეს 12 წლის ბარბარეა. შეხედეთ, ბავშვს ორი ზომით დიდი, ძველი ჟაკეტი აცვია. ვიღაცამ ნაგავსაყრელზე მოისროლა, ბარბარესთვის კი ეს ჟაკეტი ერთადერთი „თბილი“ ტანსაცმელია, რომლითაც ზამთარს უნდა შეხვდეს.
ატირებული ბავშვი კორესპონდენტთან ცრემლებს მალავს
როდესაც ბარბარემ ფონდის კორესპონდენტთან თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო, ბავშვს ხმა გაებზარა, შემდეგ კი ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა. „რატომ ვარ ასეთი ასეთი უბედური?“ — ეს კითხვა დაუსვა ბავშვმა ფონდის კორესპონდენტს, მაგრამ პასუხიც თავად გასცა თავისივე შეკითხვას: „ღატაკ ოჯახში დავიბადე. ესაა ჩემი ერთადერთი „დანაშაული“. ამ სიტყვების თქმისას გოგონას თვალები რომ დაგენახათ, თქვენც ცხარე ცრემლებით ატირდებოდით.
ნახევრად სარდაფში, ამ ბნელ კედლებში ცხოვრობს ხუციძეების ოჯახი, სადაც არც იატაკია და კედლები ნესტისგან დამპალია. საბრალო ბავშვების ერთადერთი თავშესაფარი ეს სოროა. ოთახში კედლები ისეთი სველია, რომ საბრალო ბავშვები „გასათბობად“ ქუჩაში გადიან.
ეს 5 წლის ზუკაა. თვალებბრიალა ბავშვს გამომეტყველებაზე ეტყობა, რომ სიცოცხლით სავსეა, მაგრამ უღიმღამო ცხოვრება ცდილობს, რომ მასში ყველანაირი სიხალისე ჩაკლას და ბავშვობა წართვას.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანის გამოკითხვა რომ ჩატარდეს, თუ რომელია საუკეთესო წლები ადამიანის ცხოვრებაში, ყველა დაუფიქრებლად იტყვის, რომ ეს ბავშვობის წლებია. ამ წყეულმა სიღატაკემ კი რამდენ ქართველ ბავშვს წაართვა ბავშვობა. ამ წყეულმა უფულობამ რამდენი ახალგაზრდა გოგონა ნაადრევად დააბერა. ამ წყეულმა შიმშილმა რამდენ დედას გაუშრო მკერდში რძე და თავის პატარებს ვეღარ კვებავენ. როგორ უძლებს დედამიწა ამდენი ბავშვის ცრემლს და მაინც აგრძელებს ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო?!
შეხედეთ ამ „ფანჯრებს“. პოლიეთილენის პარკი ააფარა მარტოხელა დედამ, რომ შვილები სიცივისგან დაეცვა. რა ქნას უბედურმა დედამ? რა შეუძლია გააკეთოს მარტოხელა დედამ, როცა არც სახლი აქვს, არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, არც მედიკამენტი და, რაც ყველაზე საშინელებაა, როცა იცის, რომ მსოფლიოს 8 მილიარდი ადამიანიდან ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება ისეთი, რომელსაც მასზე და მის შვილებზე გული შესტკივა. 12 წლის გოგონა რკინის გისოსებიდან და პოლიეთილენის „ფანჯრიდან“ იყურება გარეთ და თვალებით შველას სთხოვს გამვლელებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არავის ესმის გოგონას ტკივილი.
რამხელა სევდა და ტკივილია ამ ანგელოზების თვალებში
5 წლის ბავშვი შიმშილისა და სიცივისგან დაუძლურებულია
ზუკა (5 წლის): „დღეს ქუჩაში დავინახე, რომ საცხობში ჩემს ტოლ ბიჭს ხაჭაპური უყიდა დედამისმა. გავიფიქრე, ნეტავ, ოდესმე ჩემს დედიკოსაც შეეძლოს, რომ საცხობში ცხელი ხაჭაპური მიყიდოს. ხმელი პურიც კი სანატრელი მაქვს. საცხობების წინ ავივლი და ჩავივლი ხოლმე. აბა, თუ გამოიცნობ, დეიდა, რატომ ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ იქიდან გამოსული გემრიელი სუნები მსიამოვნებს. მაგ დროს წარმოვიდგენ ხოლმე, ვითომ ცხელ ხაჭაპურს ან ლობიანს ვჭამ. ხორცი მხოლოდ ერთხელ ვჭამე სხვის სახლში და ახლაც მახსოვს ის გემო. იმის მერე აღარასდროს მიჭამია. მხოლოდ ჩემს ოცნებებში ვჭამ ხორციან საჭმელებს და ცხელ წვნიანს“.
ამ დაჟანგებულ რკინის „საწოლზე“ სძინავთ ბავშვებს
ბედის ირონიაა, რომ ბავშვები ძილის დროსაც კი იტანჯებიან. ძილი ხომ უფასოა? ძილს ხომ ყიდვა არ სჭირდება? მაგრამ, არა! ცდებით! თურმე ტკბილ ძილსაც „ყიდვა“ სჭირდება. დღის ბოლოს სიცივისა და შიმშილისგან დაუძლურებული პატარები ცდილობენ, მალე დაიძინონ, რომ შიმშილი ვეღარ იგრძნონ. მუხთალი ცხოვრება კი ნორმალურ ძილსაც ვერ იმეტებს ამ ანგელოზებისთვის. ეს ჟანგიანი რკინის „საწოლი“ ბავშვების ერთადერთი მოსასვენებელი ადგილია. ეს ლეიბი კი ისეთი ძველი და დალაქავებულია, რომ ქუჩის ძაღლიც კი არ დაწვება მასზე. მაგრამ რა ქნან ბავშვებმა, იატაკზე დაიძინონ??? შეიძლება დაეძინათ კიდეც, მაგრამ იატაკიც კი არ არის დაგებული მათ საცხოვრებელში.
გოგონა ამ ძველი და დახეული ჩანთით დადის სკოლაში
ბარბარე (12 წლის): „ბავშვები ზოგჯერ დამცინიან. მე კი ვპასუხობ, რომ მოვა დრო და მეც მექნება ახალი ჩანთა და ახალი ტანსაცმელი, მაგრამ ამას მხოლოდ ცარიელი სიტყვებით ვეუბნები. გულში კი ვიცი, რომ დედა ვერასდროს შეძლებს, სკოლის ჩანთა მიყიდოს. შარშან მთელი ზამთარი ზაფხულის ტანსაცმლით გავატარე. სიცივისგან ვლურჯდებოდი და გონებას ვკარგავდი. ფეხსაცმელში წყალი შემდიოდა. სახლიდან ჩანთით სხვა წინდა მიმქონდა ხოლმე და სკოლის საპირფარეშოში ვიცვლიდი სველ წინდებს“.
საბრალო დედამ ეს 200 გრამი მაკარონი უნდა გაუნაწილოს ბავშვებს
ეს 11 წლის ვანოა. ბიჭი დღეს ძალიან ბედნიერია, რადგან 11 წლის განმავლობაში დღეს პირველად არ აცვია ძველი მაისური. ერთმა კეთილმა ადამიანმა ბიჭუნას ეს თბილი ჯემპრი აჩუქა. ვანო ზამთარს ამ ჯემპრით შეხვდება, თუმცა ქურთუკის გარეშე.
ამ პირქუშ და ყინულივით ცივ ოთახში გაატარებენ ბავშვები ზამთარს. შეხედეთ, კედლები ნესტისგან იშლება!
საბრალო გოგონა ამ „ძონძებში“ ეძებს ზამთრისთვის თბილ ჯემპრს. სამწუხაროდ, ვერაფერი ნახა
შეხედეთ დედის თვალებს! ყველა სათქმელს ამბობს. ღმერთო, რამხელა ტკივილია ამ თვალებში ასახული. საბრალო ქალი სრულიად მარტოა ამ სამყაროში და ვინ იცის, როგორი ცეცხლი ანთია ახლა მის გულში.
ფანჯარასთან დგას. თუმცა გარეთ არ იყურება. რადგან არავის ელის… იცის, რომ სრულიად მარტოა ამ სამყაროში.
ნუთუ ასეთ ცხოვრებას იმსახურებს ეს მწვანეთვალება ანგელოზი?
მამისგან მიტოვებული ბავშვები ასე საწყლად არიან მიყუდებული დანგრეულ კედელს. მათი საყრდენი, წესით, მამა უნდა იყოს. მათ კი ზურგს მხოლოდ ეს კედელი უმაგრებს. ადამიანზე სასტიკი ცხოველი ამ სამყაროში არ მოიძებნება. გველიც კი არ მიატოვებს საკუთარ შვილებს და შენ, ადამიანო, რომელიც უფალმა თავის ხატად შეგქმნა დედამიწაზე, რატომ ხარ ასეთი უგულო, რატომ?!
„ეკლესია ჩემი და ღმერთის სახლია“ — სწორედ ეს სიტყვები წერია ამ ნახატზე. ეს 12 წლის ბარბარეს შესრულებული ნახატია და ეს სიტყვებიც თავად დააწერა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.
თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და პირადად გაუწიოთ დახმარება, მათი მისამართია: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ალვანი.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ხუციძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
2257.12₾დარჩა:
0₾