რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
სიცივისგან გაყინულმა ობოლმა ბავშვებმა ეს ნესტიანი შეშა ნახეს და სახლში მიაქვთ, რომ ღუმელი დაანთონ. სანამ მამა ცოცხალი იყო, მას მიჰქონდა სახლში შეშა და დილით, სკოლაში წასვლის წინ, ბავშვებს თბილ ღუმელს ახვედრებდა. საყვარელი მამიკოს დაღუპვის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა გულიშვილების ოჯახში. ლაღი ბავშვობა თითქოს ერთ წამში გაქრა და ახლა ეს პატარა ანგელოზებიც მძიმე ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ. კეთილო ადამიანებო, ალბათ, თავად დარწმუნდით, რომ ეს კეთილშობილი ბავშვები ნამდვილად შეასრულებენ თავიანთ სიტყვას და როდესაც გაიზრდებიან, გვერდში დაუდგებიან შეჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ახლა ამ პატარა ანგელოზებს თავად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ბავშვები დანგრეულ სახლში ცხოვრობენ და ნატრობენ, რომ გაზის გამათბობელი ჰქონდეთ. ობოლ ბავშვებს დამტვრეულ საწოლზე სძინავთ და ლოგინში გადაბრუნებაც კი არ შეუძლიათ, რათა საწოლი საბოლოოდ არ ჩაიმტვრეს. უმამოდ დარჩენილ ბავშვებს ფეხსაცმელში წყალი შესდით და გემრიელი ვახშმის ნაცვლად, ჩაის სვამენ და ხმელი პურის ნატეხს ატანენ. ზამთრის ყინვიან ქარს კი ოთახშიც ვერ „ემალებიან“, რადგან გატეხილი ფანჯრები და ძველი ხის კარი, რომელიც ნორმალურად არც იხურება, ყინვასა და ქარს ბავშვების ოთახში „ეპატიჟება“. თითქოს მთელმა სამყარომ პირი შეკრა ობლების წინააღმდეგ. ვინ იცის, ალბათ, ბავშვების საბრალო მამა საფლავში ბრუნავს, მისი შვილები ასეთ გასაჭირში რომ არიან. მაგრამ, არა! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! უმამოდ დარჩენილი პატარა ანგელოზების ერთადერთი იმედი მხოლოდ თქვენ ხართ, კეთილო ადამიანებო!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„მამიკო გარდამეცვალა და ასე მგონია, მთელი სამყარო მჩაგრავს“ – 12 წლის ნათიას და 10 წლის გაბრიელის ცხოვრება დაობლების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. პატარა ანგელოზები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. გავუწოდოთ დახმარების ხელი ობოლ ბავშვებს და უფალი ჩვენს სიკეთეს არასოდეს დაივიწყებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სიცივისგან გაყინულმა ობოლმა ბავშვებმა ეს ნესტიანი შეშა ნახეს და სახლში მიაქვთ, რომ ღუმელი დაანთონ. სანამ მამა ცოცხალი იყო, მას მიჰქონდა სახლში შეშა და დილით, სკოლაში წასვლის წინ, ბავშვებს თბილ ღუმელს ახვედრებდა. საყვარელი მამიკოს დაღუპვის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა გულიშვილების ოჯახში. ლაღი ბავშვობა თითქოს ერთ წამში გაქრა და ახლა ეს პატარა ანგელოზებიც მძიმე ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ.
შეხედეთ, რამხელა შიში, მარტოობა და უიმედობა ჩანს დაობლებული გოგონას თვალებში
აი, ასეთი ბედნიერი იყო ბავშვი საყვარელ მამიკოსთან ერთად. შეხედეთ, რამდენი ვარსკვლავი ანთია ერთდროულად ნათიას თვალებში
ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უკანასკნელი ფოტო გადაიღო მამიკოსთან ჩახუტებულმა ბავშვმა. ახლა კი დაობლებული გოგონა ასე მარტო ზის სკამზე. აღარ ელოდება საყვარელ მამიკოს, რადგან იცის, რომ ის აღარასდროს, აღარასდროს დაბრუნდება…
ზამთარში ბავშვი სარეცხს ყინულივით ცივ წყალში რეცხავს. ნათიას ისე გაეყინა პატარა ხელები, რომ საბრალო გოგონა თითებს ვეღარ გრძნობს
სანამ ნათია სარეცხს რეცხავს, გაბრიელი ბაღში სამუშაოდ წავიდა. გონიერმა ბიჭუნამ იცის, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ერთადერთი „მამაკაცი“ ის არის და ამიტომ ათი წლის ბავშვი ცდილობს, ყველაფერში დაეხმაროს დაიკოს და დაქვრივებულ საბრალო დედას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა სტრესიდან.
შეხედეთ ბიჭუნას თვალებს და მაშინვე მიხვდებით, რომ ბავშვს სული სტკივა… გაბრიელი სწორედ იმ ასაკშია, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება მამის მზრუნველობა. მუხთალმა ცხოვრებამ კი სწორედ ახლა წაართვა ბავშვს მამა და თანაც სამუდამოდ… მას შემდეგ გაბრიელის სახეზე ღიმილი აღარავის უნახავს.
შეხედეთ, როგორი ბედნიერია გაბრიელი მამასთან ერთად. ღმერთო, რამხელა უსამართლობაა ამ მამა–შვილის დაშორება. რატომ? რატომ? რატომ ექცევა ზოგჯერ ცხოვრება პატარა ანგელოზებს ასე უსამართლოდ? სწორედ მაშინ ჩასცემს ზურგში ლახვარს, როდესაც მათ „ფრთები“ ეზრდებათ და მამების დახმარება სჭირდებათ, ფრენა რომ ისწავლონ. დიახ, სწორედ ამ დროს აჭრის ცხოვრება ამ ანგელოზებს ფრთებს.
ბავშვი ისევ იმ ადგილას ზის, სადაც ყოველ საღამოს ელოდებოდა მამის დაბრუნებას. მამის გარდაცვალების შემდეგ გაბრიელი მაინც მიდის და ამ ადგილზე საათობით ზის. თუმცა მისი თვალები გზას აღარ გაჰყურებს, როგორც ადრე. აღარც ადამიანების ნაბიჯის ხმაზე გადის ჭიშკართან, როგორც ამას ადრე აკეთებდა, როდესაც მამიკოს ნაბიჯების ხმას ამოიცნობდა ხოლმე. ახლა ბავშვს ძირს აქვს დახრილი თვალები, რადგან იცის, რომ მისი თვალები ვეღარასდროს დაინახავენ საყვარელი მამიკოს სახეს. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!
აი, ამ საშინელ სახლში ცხოვრობენ პატარა ანგელოზები. თუმცა ამას სახლიც არ ჰქვია!
ეს ფანჯრები საუკუნის წინანდელია. ხეს უკვე ჭია გაუჩნდა, მინები კი ჩამტვრეულია. ეს „ფანჯრები“ შეაჩერებს ყინვასა და ქარს?! ღმერთო, როგორ უნდა გაატარონ ზამთარი ამ პატარა ანგელოზებმა, როდესაც შეშაც კი აღარ აქვთ?!
ასე ძირს ყრია ნივთები და ტანსაცმელი გულიშვილების სახლში, რადგან საბრალო ოჯახს არც კარადა აქვს და არც კომოდი
ეს ნანგრევები ბავშვების „სახლია“
შეხედეთ, საბრალო გოგონამ სკამზე დაალაგა თავისი და ძამიკოს ტანსაცმელი. რასაც ამ სკამზე ხედავთ, ამ ტანსაცმლის გარდა, ბავშვებს სხვა არაფერი აქვთ. უკვე ძალიან აცივდა. გოგონას კი არც ქურთუკი აქვს, არც თბილი ფეხსაცმელი და არც თბილი ჯემპრები. საბრალო ბავშვს, სკოლაში მიმავალს, გუბეებში ფეხი უსველდება და მთელი დღის განმავლობაში სველი წინდით ზის გაკვეთილებზე. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
სიცივისგან გაყინული გოგონას გული სიკეთით არის გამთბარი. ბავშვი, რომელიც თავად იყინება, მიუსაფარ ლეკვებზე ზრუნავს და ამ ხის კარადაში „სახლი“ მოუწყო მათ.
შეხედეთ, ლეკვებმაც კი იგრძნეს, რომ გოგონამ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა და მადლიერი თვალებით უყურებენ. არადა, მადლიერება სწორედ ის უნარია, რომელიც ადამიანებში ყველაზე ნაკლებად არის განვითარებული.
გულიშვილების სახლში მხოლოდ ეს 3 ნატეხი ხმელი პურია. გაბრიელს შედარებით ნაკლებად ძველი პური შეხვდა, თუმცა ბავშვმა თავისთვის ვერ გაიმეტა და საყვარელ დაიკოს გაუწოდა.
შიმშილისგან დაუძლურებული პატარა ანგელოზი დღის ბოლოს ცხელ ჩაის სვამს და პურს ატანს, ყველისა და კარაქის გარეშე. ბავშვს შიმშილისგან მუცელი სტკივა, მაგრამ დედიკოს არაფერს ეუბნება…
ნათია (12 წლის): ძალიან მიყვარს ტკბილეული და გემრიელი საჭმელი, მაგრამ, რაც მამიკო გარდაიცვალა, იმის მერე სახლში გემრიელი საჭმელი აღარ გვქონია. დედიკო ვერ მუშაობს იმის გამო, რომ მე და ჩემს ძამიკოს მარტოს ვერ გვტოვებს, თუმცა მუხლჩაუხრელად მუშაობს ბაღებში, ჩვენ რომ მშივრები არ ვიყოთ. სეტყვამ კი მოსავალი გაანადგურა ბაღში. დედიკოს და ჩემი ძმის ნაწვალები სულ განადგურდა. თითქოს ბუნებაც გრძნობს, მამა რომ აღარ მყავს და ისიც მჩაგრავს“.
გაბრიელსაც ძალიან შია და ხმელი პურის ნატეხს ისე ჭამს საბრალო ბავშვი, თითქოს შემწვარი ქათმის ბარკალი იყოს. ღმერთო, მსოფლიოში არცერთი ბავშვი არ იმსახურებს, რომ მშიერი და გაყინული დაწვეს დასაძინებლად.
საბრალო გოგონას სკოლაშიც და ბაღში მუშაობის დროსაც ერთი და იგივე სამოსი აცვია.
უკანასკნელი შეშაც გათავდა. ხვალიდან რა ეშველებათ ბავშვებს ამ ყინვაში?
აი, ასე გამოიყურება ბავშვი, რომელიც გაჭირვებულ ოჯახში ცხოვრობს. ღმერთო, რამხელა ტკივილია მის თვალებში. სულის ტკივილი… უთქმელი ტკივილი…
დაქვრივებული ქალი შვილებთან ერთადაა. დედობა ხომ ყველაზე წმინდა რამ არის. დედებს შვილების გამო მთების გადადგმაც კი შეუძლიათ. მაგრამ, იმავდროულად, დედები ყველაზე სუსტები ხდებიან მაშინ, როცა შვილების ჩამქრალ თვალებს ხედავენ და ვერაფრით ეხმარებიან.
დაობლებულმა და–ძმამ მაგრად ჩასჭიდეს ერთურთს ხელები და პირობა დადეს, რომ გასაჭირში არასდროს მიატოვებენ ერთმანეთს. მამის გარეშე დარჩენილმა ბავშვებმა მამის ხსოვნას შეჰფიცეს, რომ მუდამ ღირსეულად ატარებენ მის გვარს, დაიცავენ სამშობლოს და გასაჭირში მყოფ ადამიანებს.
კეთილო ადამიანებო, ალბათ, თავად დარწმუნდით, რომ ეს კეთილშობილი ბავშვები ნამდვილად შეასრულებენ თავიანთ სიტყვას და როდესაც გაიზრდებიან, გვერდში დაუდგებიან შეჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ახლა ამ პატარა ანგელოზებს თავად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ბავშვები დანგრეულ სახლში ცხოვრობენ და ნატრობენ, რომ გაზის გამათბობელი ჰქონდეთ. ობოლ ბავშვებს დამტვრეულ საწოლზე სძინავთ და ლოგინში გადაბრუნებაც კი არ შეუძლიათ, რათა საწოლი საბოლოოდ არ ჩაიმტვრეს. უმამოდ დარჩენილ ბავშვებს ფეხსაცმელში წყალი შესდით და გემრიელი ვახშმის ნაცვლად, ჩაის სვამენ და ხმელი პურის ნატეხს ატანენ. ზამთრის ყინვიან ქარს კი ოთახშიც ვერ „ემალებიან“, რადგან გატეხილი ფანჯრები და ძველი ხის კარი, რომელიც ნორმალურად არც იხურება, ყინვასა და ქარს ბავშვების ოთახში „ეპატიჟება“. თითქოს მთელმა სამყარომ პირი შეკრა ობლების წინააღმდეგ. ვინ იცის, ალბათ, ბავშვების საბრალო მამა საფლავში ბრუნავს, მისი შვილები ასეთ გასაჭირში რომ არიან. მაგრამ, არა! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! უმამოდ დარჩენილი პატარა ანგელოზების ერთადერთი იმედი მხოლოდ თქვენ ხართ, კეთილო ადამიანებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქიწნისი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: გულიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: