ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დაუსრულებელი უბედურება!!! ჯერ ერთი შვილი დაეღუპათ, ცოტა ხნის წინ კი ვერაგმა სიკვდილმა მეორე, გაზრდილი ვაჟიც წაართვა. ტკივილისგან პარალიზებული მამა, მისი გულმოკლული მეუღლე და დამწვარი სახლი! ჯანელიძეების ოჯახში გლოვის ზარი არ ჩერდება

calendar იანვარი 8, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

აი, ასეთი საყვარელი და ტკბილი ბავშვები მოუვლინა უფალმა ჯანელიძეების ოჯახს. დედის, ელიზას, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა კი, გერონტი, ყველგან სიამაყით ამბობდა: „მე ორ ვაჟკაც შვილს ვუზრდი ჩემს სამშობლოს“. მართლაც, წლები გადიოდა, ბიჭები სულ უფრო კარგი შესახედაობის ხდებოდნენ და, რაც მთავარია, აბაშის რაიონში ყველამ იცოდა, როგორი ზრდილობიანი და თავაზიანი ძმები იზრდებოდნენ ჯანელიძეების ოჯახში. ადამიანების უმეტესობა სიკეთით იყო განწყობილი ამ კეთილი ოჯახის მიმართ. მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის უსაზღვრო სიყვარულის და მათი ბედნიერი ცხოვრების შურდა. ბოროტი ადამიანების ავმა თვალმა და ღვარძლმა ბოლოს მაინც გამოიღო შედეგი და… ძალიან მძიმეა ამ სიტყვების წერა, მაგრამ ამ ვაჟკაცებიდან დღეს არცერთი არ არის ცოცხალი. განგრენა და ღვიძლის ციროზი — ამ ორმა ვერაგმა დაავადებამ ძმების სიცოცხლე შეიწირა და მას შემდეგ თითოეული გათენებული დღე ჯოჯოხეთად არის ქცეული საბრალო მშობლებისთვის. საბრალო დედა ასე იხუტებს გულში გარდაცვლილი შვილების ბავშვობის ფოტოებს. მგლოვიარე ქალს გული შუაზე აქვს გაგლეჯილი. ვერავინ, ვერავინ გაიგებს უბედური დედის გულში როგორი მწველი ცეცხლი გიზგიზებს. ელიზას სული სტკივა, მაგრამ ამ ტკივილს მხოლოდ შვილმკვდარი დედები თუ გაიგებენ. სხვა ვერავინ…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დაუსრულებელი უბედურება!!! ჯერ ერთი შვილი დაეღუპათ, ცოტა ხნის წინ კი ვერაგმა სიკვდილმა მეორე, გაზრდილი ვაჟიც წაართვა. ტკივილისგან პარალიზებული მამა, მისი გულმოკლული მეუღლე და დამწვარი სახლი! ჯანელიძეების ოჯახში გლოვის ზარი არ ჩერდება

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს ჯანელიძეების ოჯახია. ოჯახი, სადაც წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა და გლოვის ზარი არ ჩერდება დღემდე. ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ცხარე ცრემლებით აგატირებთ.

აი, ასე გაუნძრევლად წევს გერონტი ბაბუა ლოგინში და მისი მზერა ერთ წერტილს მისჩერებია. ასე გადის წუთები, საათები, დღეეები…

გერონტი ბაბუა კი ისევ ამ ერთ წერტილს უყურებს და თვალებიდან ცრემლი სდის. მრავალი წლის წინ, როდესაც ოჯახი შექმნა, ოცნებობდა, რომ ვაჟი ჰყოლოდა. უფალმა ეს ოცნება აუსრულა და ციდან დედამიწაზე ორი ვაჟი გამოუგზავნა.

აი, ასეთი საყვარელი და ტკბილი ბავშვები მოუვლინა უფალმა ჯანელიძეების ოჯახს. დედის, ელიზას, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა კი, გერონტი, ყველგან სიამაყით ამბობდა: „მე ორ ვაჟკაც შვილს ვუზრდი ჩემს სამშობლოს“. მართლაც, წლები გადიოდა, ბიჭები სულ უფრო კარგი შესახედაობის ხდებოდნენ და, რაც მთავარია, აბაშის რაიონში ყველამ იცოდა, როგორი ზრდილობიანი და თავაზიანი ძმები იზრდებოდნენ ჯანელიძეების ოჯახში. ადამიანების უმეტესობა სიკეთით იყო განწყობილი ამ კეთილი ოჯახის მიმართ. მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის უსაზღვრო სიყვარულის და მათი ბედნიერი ცხოვრების შურდა.

ბოროტი ადამიანების ავმა თვალმა და ღვარძლმა ბოლოს მაინც გამოიღო შედეგი და… ძალიან მძიმეა ამ სიტყვების წერა, მაგრამ ამ ვაჟკაცებიდან დღეს არცერთი არ არის ცოცხალი. განგრენა და ღვიძლის ციროზი — ამ ორმა ვერაგმა დაავადებამ ძმების სიცოცხლე შეიწირა და მას შემდეგ თითოეული გათენებული დღე ჯოჯოხეთად არის ქცეული საბრალო მშობლებისთვის.

საბრალო დედა ასე იხუტებს გულში გარდაცვლილი შვილების ბავშვობის ფოტოებს. მგლოვიარე ქალს გული შუაზე აქვს გაგლეჯილი. ვერავინ, ვერავინ გაიგებს უბედური დედის გულში როგორი მწველი ცეცხლი გიზგიზებს. ელიზას სული სტკივა, მაგრამ ამ ტკივილს მხოლოდ შვილმკვდარი დედები თუ გაიგებენ. სხვა ვერავინ…

რაც შეეხება გერონტის, შვილების გარდაცვალების შემდეგ კაცი, ფაქტობრივად, პარალიზებულია ნერვიულობის გამო. ასე, საკუთარი ხელით აჭმევს ქალი საყვარელ მეუღლეს.

თითქოს ვიღაცამ დაწყევლა ჯანელიძეების ოჯახი. ერთი უბედურება დასრულებული არ არის, მეორე იწყება. დიახ, გლოვის ზარი არ ჩერდება, არ ჩერდება… გლოვის ზარი გაუჩერებლად რეკავს ჯანელიძეების ოჯახში.

ასეთ საშინელ ხანძარში ჩაიწვა სახლი, რომლის აშენებასაც ცოლ-ქმარმა მთელი ახალგაზრდობა შეალია. დიახ, ჯანელიძეების სახლი, თავის მრავალწლიან მოგონებებთან ერთად, ფერფლად იქცა. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

ხანძრის შემდეგ შვილმკვდარი მოხუცები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩნენ. თუმცა, კეთილი ადამიანების დახმარების შედეგად, ახლა მოხუც ცოლ-ქმარს აქვს თავშესაფარი, რაშიც ადგილობრივმა თვითმმართველობამაც შეიტანა თავისი წვლილი. მაგრამ ეს მინიმუმია.

მხოლოდ კედლებია ამოშენებული და ისიც არ არის დასრულებული, ბლოკი მოჩანს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა საშინელება იქნება ამ ცივ, ბნელ კედლებში ცხოვრება და თანაც ზამთრის ყინვაში. აქ არც სითბოა, არც სველი წერტილები, გადახურულიც კი არ არის სახლი.

ამ ქვის კედლებში სიცივისგან კანკალებენ საბრალო ცოლ-ქმარი. მათ მხოლოდ ერთი რამ „ათბობთ“ — ორი გარდაცვლილი ვაჟის ფოტოების ჩახუტება. გერონტი ბაბუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. შვილების გარდაცვალების შემდეგ საბრალო კაცი „ცოცხალი მკვდარია“.

შვილების გარდაცვალებით გამოწვეული სტრესი იმდენად მძიმე აღმოჩნდა მშობლებისთვის, რომ მას შემდეგ თვეში 400 ლარის მედიკამენტები ესაჭიროებათ. საბრალო მამას ფილტვებსა და გულში სითხე აქვს ჩამდგარი. ასევე გულის უკმარისობა აქვს და დღეში რამდენჯერმე შეტევა ემართება.

ელიზა ბებოს კი მწვავე ჰიპერტენზია ანუ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს. საბრალო დედას წამითაც არ ტოვებს გარდაცვლილ შვილებზე ფიქრი.

ავადმყოფი ქალი ცდილობს, დაუძლურებულ და ლოგინად ჩავარდნილ ქმარს არ აგრძნობინოს, რომ ავად არის. „აი, ასე, ყოველდღე საკუთარი ხელით ვასმევ წყალს, ვაძლევ მედიკამენტებს, საკვებს და ა.შ.“

გერონტი ბაბუას მაღალი სიცხე აქვს. ბნელ, ნესტიან და ყინულივით ცივ ოთახში წოლის გამო კი მისი გამოჯანმრთელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რკინის ჟანგიან, ზამბარებიან საწოლზე სძინავს, ზურგის ტკივილი აწუხებს. ლოგინში გადაბრუნებაც კი არ შეუძლია საბრალო კაცს.

ხანძარს ერთი ნივთიც კი არ გადაურჩა. საბრალო ცოლ-ქმარს რაც ეცვათ, მხოლოდ იმ ერთი წყვილი ტანსაცმლის „იმედად“ დარჩნენ ამქვეყნად. ეს ტელევიზორი ჯანელიძეების სახლში ერთადერთი „ტექნიკაა“და ისიც გაფუჭებული. ესეც ბედის ირონიაა…

ასე საცოდავად, კედელზე აყუდებული, მარტო დარჩენილი ჯოხი ელოდება მოხუცს, როდის ადგება ლოგინიდან.

ეს კი ერთადერთი „კარადაა“ ამ ოჯახში. იმდენად არის დაზიანებული, რომ ფარდებია ჩამოფარებული თაროების ადგილას. ნუთუ ამ ოჯახმა ასეთი სიბერე დაიმსახურა?

საბრალო მოხუცი შვილების დაღუპვის შემდეგ მხოლოდ სუნთქავს, მკვდარია მისი გული. და მართლაც, როგორ გადაიტანენ ცივ ზამთარს საბრალო ცოლ-ქმარი ისეთ „სახლში“, სადაც მხოლოდ კედლებია ამოშენებული?..

 კეთილო ადამიანებო, ღმერთმა ნუ ქნას, ერთ დილას ამ საშინელ ბლოკის კედლებში სიცივისგან გაყინული საბრალო მოხუცების ცხედრები აღმოვაჩინოთ. ჩვენთვის ერთი ლარი არაფერს ნიშნავს. მაგრამ ჩვენ მიერ შეგროვებული თითო ლარი ბევრს ნიშნავს ჯანელიძეების ოჯახისთვის. შვილმკვდარი მოხუცები იმსახურებენ, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მაინც ისე გაატარონ, როგორც ადამიანს შეეფერება.

ეს ჯანელიძეების სახლია, რომელიც ხანძარმა ფერფლად აქცია. ნასახლარის სიახლოვეს კი ეს ხე სასწაულებრივად გადაურჩა ცეცხლს. უფლის სასწაულის გარეშე ხომ ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. შესაძლოა, სწორედ ეს ხეა სიმბოლო ახალი სიცოცხლის, იმედების, სიყვარულისა და, რაც მთავარია, რწმენის! დიახ, იმის რწმენისა, რომ კეთილი ადამიანების გულისხმიერება ყველა შეჭირვებულს შესწვდება.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარანი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ჯანელიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.01.2025 10:21:08
₾10.00

შემოწირულია:

₾10.00

1 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾10.00

1 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება