ექვსი წლის ულამაზესი ქართველი გოგონა, ნიტა, თითქმის უსინათლოა და ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში, შავ-თეთრი სილუეტების გარდა, ვერაფერს ხედავს! ამ ლამაზ ქართულ თვალებს შეხედე, მეგობარო, შენ გჯერა ამის? მაგრამ დიდია უფალი! ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით ამ ულამაზეს გოგონას ცნობილმა თურქულმა კლინიკამ სრული განკურნების გარანტია მისცა! რა ბედნიერებაა! მალე ოპერაცია ჩაუტარდება!.. მაგრამ… ფულია საჭირო! რა თქმა უნდა, ნიტას ამ პრობლემის პირისპირ მარტოს არ მივატოვებთ. მაგრამ ძალიან, ძალიან ცოტა დრო რჩება. ოპერაციის დრო მოახლოვდა!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ეს ანგელოზი 6 წლის ნიტაა. როდესაც გოგონა დაიბადა და თვალები პირველად გაახილა, ყველას თვალი მოსჭრა მისი ზღვისფერი თვალების სილამაზემ. მისი დიდრონი თვალები ისევე ლივლივებდნენ, როგორც ზაფხულის ზღვის ტალღები გარიჟრაჟზე. მაგრამ, ჰოი, მუხთალო ცხოვრებავ! ცოტა ხანში თავზარდამცემი ინფორმაცია შეიტყო ბავშვის ოჯახმა.
თვალის ნერვის თანდაყოლილი ატროფია აღმოაჩნდა ბავშვს. მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ 0,02%-ია, მარჯვენაში კი – 0,04%. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია! უფულობის გამო შეჭირვებულმა ოჯახმა ბავშვს ვერც სათანადო მკურნალობა, ვერც ოპერაცია ვერ ჩაუტარა. ეს ანგელოზი გოგონა მდიდარი ოჯახის შვილი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაშინვე საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში გადააფრენდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ნიტას არ გაუმართლა და მის მშობლებს უჭირთ.
ამ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, სხვის სახლში ცხოვრობენ დროებით. მაგრამ ნიტას ერთ რამეში გაუმართლა – ღირსეული ადამიანები არიან მისი დედ-მამა, პატიოსანი შრომით გამომუშავებული ფულით ჭამენ პურს და შვილებსაც ღირსეულ ადამიანებად ზრდიან. სამწუხაროდ, დღეს უკვე იშვიათია ადამიანის კეთილსინდისიერება. უბედურება ისაა, რომ ნიტა დღის სინათლეზე საერთოდ ვერაფერს ხედავს. მზის შუქზე თვალებიდან ცრემლები სდის და ბავშვს, არათუ რამის დანახვა, თვალების გახელაც კი არ შეუძლია. ეს ხომ ჯოჯოხეთური წამებაა!
ბავშვის საბრალო დედა ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებს, რომ იქნებ, სასწაული მოხდეს და ბავშვის მხედველობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ექვსი წლის ულამაზესი ქართველი გოგონა, ნიტა, თითქმის უსინათლოა და ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში, შავ–თეთრი სილუეტების გარდა, ვერაფერს ხედავს! ამ ლამაზ ქართულ თვალებს შეხედე, მეგობარო, შენ გჯერა ამის? მაგრამ დიდია უფალი! ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით ამ ულამაზეს გოგონას ცნობილმა თურქულმა კლინიკამ სრული განკურნების გარანტია მისცა! რა ბედნიერებაა! მალე ოპერაცია ჩაუტარდება!.. მაგრამ… ფულია საჭირო! რა თქმა უნდა, ნიტას ამ პრობლემის პირისპირ მარტოს არ მივატოვებთ. მაგრამ ძალიან, ძალიან ცოტა დრო რჩება. ოპერაციის დრო მოახლოვდა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს ანგელოზი 6 წლის ნიტაა. როდესაც გოგონა დაიბადა და თვალები პირველად გაახილა, ყველას თვალი მოსჭრა მისი ზღვისფერი თვალების სილამაზემ. მისი დიდრონი თვალები ისევე ლივლივებდნენ, როგორც ზაფხულის ზღვის ტალღები გარიჟრაჟზე. მაგრამ, ჰოი, მუხთალო ცხოვრებავ! ცოტა ხანში თავზარდამცემი ინფორმაცია შეიტყო ბავშვის ოჯახმა.
თვალის ნერვის თანდაყოლილი ატროფია აღმოაჩნდა ბავშვს. მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ 0,02%-ია, მარჯვენაში კი – 0,04%. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია! უფულობის გამო შეჭირვებულმა ოჯახმა ბავშვს ვერც სათანადო მკურნალობა, ვერც ოპერაცია ვერ ჩაუტარა. ეს ანგელოზი გოგონა მდიდარი ოჯახის შვილი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაშინვე საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში გადააფრენდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ნიტას არ გაუმართლა და მის მშობლებს უჭირთ.
ამ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, სხვის სახლში ცხოვრობენ დროებით. მაგრამ ნიტას ერთ რამეში გაუმართლა – ღირსეული ადამიანები არიან მისი დედ-მამა, პატიოსანი შრომით გამომუშავებული ფულით ჭამენ პურს და შვილებსაც ღირსეულ ადამიანებად ზრდიან. სამწუხაროდ, დღეს უკვე იშვიათია ადამიანის კეთილსინდისიერება. უბედურება ისაა, რომ ნიტა დღის სინათლეზე საერთოდ ვერაფერს ხედავს. მზის შუქზე თვალებიდან ცრემლები სდის და ბავშვს, არათუ რამის დანახვა, თვალების გახელაც კი არ შეუძლია. ეს ხომ ჯოჯოხეთური წამებაა!
ბავშვის საბრალო დედა ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებს, რომ იქნებ, სასწაული მოხდეს და ბავშვის მხედველობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს.
„შვილო, ეს მაისური რა ფერის არის? – აკანკალებული ხმით ეკითხება საბრალო დედა. ქალის გული ამოვარდნას ლამობს, სანამ მოისმენს შვილის პასუხს. – არ ვიცი დედა, რა ფერისაა, ვერ ვხედავ“. უკვე წლებია, გოგონა ყოველ დილით ამ პასუხს სცემს დედას და ამ დროს ორივეს სიმწრის ცრემლები სდით თვალებიდან.
წელს ნიტამ სკოლაში უნდა დაიწყოს სიარული. გოგონა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ… მაგრამ, ხომ წარმოგიდგენიათ, უსინათლო ბავშვისთვის როგორი ტანჯვა იქნება ეს? რამხელა სტრესი იქნება მისთვის?
ნიტას ურთულესი ოპერაცია სჭირდება. უნდა მოხდეს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. სამწუხაროდ, საქართველოში ექიმები უარს ამბობენ ამ ოპერაციის გაკეთებაზე. საკუთარი თავის იმედი არ აქვთ თუ იმას ფიქრობენ, რომ შედეგიანი არ იქნება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მოგვინდია, ჩვენო ძვირფასო მკითხველო. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ საზღვარგარეთ სამმა სხვადასხვა კლინიკამ დაადასტურა, რომ ამ ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია. მეტიც, ისინი ოჯახს აძლევენ იმის იმედს, რომ ამ ოპერაციის შემდეგ წყვდიადი გაქრება ნიტას თვალებიდან. ოპერაციის ღირებულება, გამოკვლევების ჩათვლით, 9 000 დოლარი არის.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ ოპერაციას ვერ აფინანსებს. ბავშვის დედის თქმით, მიზეზი ისაა, რომ ქართველი ექიმები ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო დასკვნას არ წერენ. ღმერთო, ამ ქვეყანაში რაზე უნდა იდარდოს უფრო მეტად ადამიანმა, ავად რომ არ გახდეს, თუ იმაზე, რომ კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ექიმი შეხვდეს?
რა ქნას საბრალო დედამ? შვილს საზღვარგარეთ ოპერაცია როგორ გაუკეთოს? არადა, ძალიან ცოტა დრო რჩება. თუ ბავშვს ღეროვანი უჯრედები სასწრაფოდ არ გადაუნერგეს, შესაძლოა მერე უკვე ძალიან გვიანი იყოს.
უსინათლო ბავშვი ცდილობს ფურცელზე გადაიტანოს ფერადი სამყარო, რომელსაც საკუთარ წარმოსახვაში ხედავს და არა თვალებით. ღმერთო, ღმერთო, მხოლოდ ამ ერთ წინადადებაშიც კი რამხელა დრამაა!..
მარიამი, დედა (33 წლის): „ღვთისნიერო ადამიანებო, როგორც დედა, გემუდარებით, არ გამწიროთ, არ გაწიროთ ჩემი უიღბლო ვარსკვლავზე დაბადებული გოგონა. მას ხომ არაფერი დაუშავებია. ის ხომ ანგელოზად მოევლინა ამ სამყაროს. სამყარო კი მას ცუდად მოექცა… ძალიან ცუდად. მსურს, ჩემმა შვილმა მზის სხივები დაინახოს, ფერადი ყვავილები, თავისი სამშობლოს მთები, მინდვრები. მე ხომ სიმდიდრეს არ ვითხოვ ამ ცხოვრებისგან. მზად ვარ, ჩემს გოგონასთან ერთად ქოხში ვიცხოვრო, ოღონდ ის ხედავდეს მთვარეს და ვარსკვლავებს“.
კეთილო ადამიანებო, გამწარებული დედის ვედრება კლდეებსაც კი აატირებს. ფონდში დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი დახმარებით ნიტა ამ სამყაროს დაინახავს. მხედველობა რომ დაუბრუნდება, სარკეში ჩახედვის ნაცვლად, პირველ რიგში ზღვის სანახავად წაიყვანს დედიკო. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბავშვმა გაიგოს, მისი თვალები სინამდვილეში რა ფერია…
გახსოვდეთ: დრო ძალიან ცოტა დარჩა.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის მეორე შესახვევი (№11-ის მიმდებარე ტერიტორია).
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: თევდორაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
2724.20₾დარჩა:
9951.60₾შემოწირულია:
1073 დონორი
დასრულებული!
ფონდი
მიიღე მონაწილეობა