ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები თავს ბედნიერად გრძნობენ. არც კი გვინდა გავიხსენოთ ის რთული პერიოდი, რომელიც მათ გამოიარეს. პირიქით, გვინდა ვისაუბროთ ამ ბავშვების წარმატებების შესახებ და ღმერთს მადლობა ვუთხრათ, რომ გვაქვს საშუალება გავახაროთ ისინი და არ მოვაკლოთ ზრუნვა-პატრონობა!
ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ყველაზე უფროს აღსაზრდელს – ამიკო ვერულიძეს, 11 აგვისტოს 15 წელი შეუსრულდება! მოგეხსენებათ, ეს ის ასაკია, როდესაც მოზარდი მომავალი პროფესიის არჩევაზე ფიქრობს. ჩვენმა ამიკომ კი უკვე გააკეთა არჩევანი. კულინარია – სწორედ ეს არის მისი მოწოდება! ამიკო ოცნებობს, რომ გახდეს მზარეული და ოცნების რეალობაში მოყვანის მიზნით, სექტემბერში იგი სწავლას განაგრძობს ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“.
გვიხარია, რომ ჩვენი ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან! ამაში, რა თქმა უნდა, თითოეული აღმზრდელის დიდი დამსახურებაა, რამეთუ ისინი არ აკლებენ მათ ყურადღებას, სითბოს, მზრუნველობას…
ჩვენთან ბავშვები უკვე მიეჩვივნენ, რომ მათი დაბადების დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება, ამიტომ ამიკოც მოუთმენლად ელის 11 აგვისტოს დადგომას, რომელიც აუცილებლად დღესასწაულად იქცევა და სიურპრიზებით დაგვირგვინდება!
მეგობრებო, ამიკო ოცნებობს კულინარიული რეცეპტების წიგნზე! ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი, რომ მის ამ ოცნებას რეალობად აქცევთ და გაახარებთ ჩვენს აღსაზრდელს!
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ამიკო ვერულიძე), ან ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილ ადამიანს ქველმოქმედება სიხარულს ანიჭებს!