ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„დედა, გეხვეწები არ მიმატოვო!“

calendar მარტი 6, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

«როდესაც სკოლიდან ვბრუნდები და ქუჩაში „სასწრაფოს“ სირენის ხმა მესმის, ისე მგონია, რომ დედაჩემი კვლავ ცუდად გახდა და შეიძლება ცოცხალი არ დამხვდეს…“.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
«როდესაც სკოლიდან ვბრუნდები და ქუჩაში  „სასწრაფოს“ სირენის ხმა მესმის, ისე მგონია, რომ დედაჩემი კვლავ ცუდად გახდა და შეიძლება ცოცხალი არ დამხვდეს…“. 
ეს სიტყვები 11 წლის რამაზს ეკუთვნის, რომელსაც დედის მეტი ამ ქვეყნად არავინ ჰყავს და ამიტომაც ძლიერ  განიცდის მის სავალალო მდგომარეობას. 
მაია კანაშვილი დიდ და ბედნიერ ოჯახზე ოცნებობდა, თუმცა ბედის უკუღმართობის გამო მისი ცხოვრება დაღმავალი გზით წარიმართა.   დღეს 46 წლის მაია და მისი 11 წლის შვილი II ჯგუფის ინვალიდები არიან. ისინი ცხოვრობენ ბარაკის ტიპის შენობაში, სადაც აუტანელი პირობებია. მათ სანახევროდ შიათ, არ აქვთ თბილი ტანსაცმელი, ვერ ყიდულობენ მედიკამენტებს, ეშინიათ ხვალინდელი დღის დადგომის.
       საქმე ის არის, რომ მაიას ხშირად ემართება ასთმური შეტევები. ხანდახან იგი  დღეში ორჯერ ან სამჯერ იძახებს სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ქალს სული ეხუთება, აუტყდება ქოშინი, არ ჰყოფნის ჰაერი, ეზოში გარბის და მომატებული არტერიული წნევის შედეგად მიწას ენარცხება. პატარა რამაზი უყურებს ასეთ სცენებს, ტირის და ნერვიულობის ნიადაგზე ისიც ცუდად ხდება. დედა-შვილი ასეთ მდგომარეობაში „სასწრაფოს“ მოსვლამდე იმყოფება. მადლობა ღმერთს, რომ „სასწრაფო დახმარება“ ჩვენს ქვეყანაში უფასოა! 
     ჩვენ მოვინახულეთ მაია კანაშვილი და ვთხოვეთ ესაუბრა მისი ოჯახის პრობლემების შესახებ: 
    -მაია, ამჟამად როგორაა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? 
   მაია: ამ მომენტში, როგორც ხედავთ, სუნთქვა არ მიჭირს, მაგრამ რა იქნება ხვალ? სულ შიშში ვარ. ქრონიკული ასთმის გარდა მაწუხებს შაქრის დიაბეტი და გულის უკმარისობა. ჩემს შვილსაც ასთმა აწუხებს. მადლობა ღმერთს, მას ჩემსავით ძლიერი შეტევები არ აქვს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, რამაზსაც ქრონიკული ასთმა განუვითარდება. 
     -რამ გამოიწვია ეს დაავადებები?
      მაია:  ნერვიულობამ, მოუწყობელმა ცხოვრებამ, გამუდმებულმა შიშმა, საშინელმა საცხოვრებელმა პირობებმა. ძალიან განვიცდი რამაზის მდგომარეობას, რადგან ბავშვი უზომოდ ნერვიულობს და სკოლაში წასვლის წინ მეუბნება: „დედა, გეხვეწები არ მიმატოვო!“. მე რომ რამე დამემართოს, ჩემს შვილს რა ეშველება? ვინ მიხედავს? ვინ მოუვლის? ვინ გაუწვდის ლუკმაპურს? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს და გული მიკვდება…
           – მაია, მოგვიყევით თქვენს შესახებ?
           მაია: მეუღლესთან არ მქონდა ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული. როდესაც გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, სახლიდან გამაგდო და მას მერე არ მქონია  მასთან კონტაქტი. დღემდე ვერ გამიგია თუ რატომ არ მიმიღო დედამ ან ნათესავებმა. მამაჩემი 19 წლის წინ გარდაიცვალა და ის რომ ყოფილიყო ცოცხალი, ჩემი ბედი სხვანაირად წარიმართებოდა. 
         – სად წადით მას შემდეგ, რაც ქმარმა გაგადოთ სახლიდან?
         მაია: ბინას ვქირაობდი და დამლაგებლად ვმუშაობდი. რამაზის დაბადების შემდეგ ვერ გადავიხადე ქირის ფული და აღმოვჩნდი ქუჩაში შვილთან ერთად. ხშირად პარკში ვათენებდით ღამეს…
       -ეს რა შენობაა სადავ ცხოვრობთ? 
      მაია: ეს 6 კვ. მეტრის საცხოვრებელი ნაცნობებმა დამითმეს დროებით. საშინელი პირობები და სივიწროვეა აქ, მაგრამ ვინ ჩივის? ქუჩაში ღამის თენებას ხომ სჯობს?! 
      -დახმარებისთვის ვის მიმართეთ?
      მაია: მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ვწერ ყოველ წელს განცხადებას ბინის მიღების თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. წელიწადში ორჯერ გამგეობა მაძლევს წამლების საყიდელ თანხას.  ჯერ 150 ლარი იყო, ახლა 100 ლარი გახადეს. 
      -რით ირჩენთ თავს?
      მაია: სოციალური დახმარება და პენსია – ეს არის ჩვენი შემოსავალი. ფული წამლებზე გვეხარჯება, საჭმლისთვის ძალიან ცოტა გვრჩება, ამას ემატება ელექტროენერგიის გადასახადი, სადღაც 50 ლარი თვეში. ელექტროღუმელი რომ არ ჩავრთო ზამთარში, გავიყინებით. ერთი თვის წინ საბანი დამეწვა. ვრეცხავდი ეზოში და ვხედავ კარებიდან კვამლი გამოდის. თურმე ბავშვს  ჩაეძინა, საბანი ჩამოცურდა და ელექტროღუმელს გადაეფარა… მადლობა ღმერთს, გადავრჩი. 
    -მაია,  გაქვთ სანუკვარი ოცნება? 
    მაია: ჩემი ოცნება ის არის, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი იყოს და არ იშიმშილოს, ისწავლოს და კარგი ადამიანი დადგეს… თუმცა მაქვს კიდევ ერთი ოცნება. ხედავთ კედელზე ფანდური რომ ჰკიდია? ეს სათამაშოა. მე კი ნამდვილზე ვოცნებობ. ჩემს ბავშვობას გამახსენებს, უდარდელ დღეებს და როდესაც ძალიან გამიჭირდება, დავუკრავ და ვიმღერებ,  ეს დამეხმარება, რომ სასოწარკვეთას არ მივეცე? მე ხომ შვილს უნდა მოვუარო?! 
          -რამაზ, შენ რაზე ოცნებობ? 
          რამაზი (11 წლის): სახლზე…. მინდა რომ თბილი სახლი მქონდეს და დედიკო არ იყოს ავად. 
           -რომელ კლასში დადიხარ?
              რამაზი: მე-6 კლასში ვარ. მიყვარს ტექნიკური საგნები. ვოცნებობ  „ნოუთბუკზე“. 
              -ტანსაცმელს ვინ ყიდულობს შენთვის?
             რამაზი: არავინ, დედა ნახულობს ან უცხო ადამიანები გვაძლევენ… 
             მეგობრებო, აი ასეთ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ეს ოჯახი. 2 წლის წინ, მათ დასახმარებლად ჩვენ გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია. შემოწირული თანხით ჩვენ დედა-შვილს შევუძინეთ საწოლი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები. ახლა ისინი კვლავ თქვენს დახმარებას საჭიროებენ. განსაკუთრებით მათ წამლების ფული ესაჭიროებათ. შემოუერთდით ჩვენს ახალ საქველმოქმედო აქციას და გაუწოდეთ მაიას და მის ბიჭუნას დახმარების ხელი.
        თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მაია კანაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
გახსოვდეთ, ჭეშმარიტი სიკეთე გულიდან მოდის!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ივნ 19
მედიკამენტები შინმოვლის პროგრამისთვის
300.00₾
2019 ივლ 15
პურის საცხობი
320.00₾
2019 ივლ 15
მედიკამენტები
428.48₾
2019 ივლ 15
პროდუქტები
239.30₾
2019 ოქტ 08
პროდუქტები
192.30₾
2019 ოქტ 08
მედიკამენტები
96.74₾

სულ ხარჯები:

1576.82₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.11.2019 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2019 10:41:05
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2019 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2019 06:54:27
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.07.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2019 12:52:28
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.05.2019 18:52:59
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2019 08:36:24
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.03.2019 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2019 09:10:20
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.03.2019 08:14:41
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.03.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.03.2019 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.03.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.03.2019 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,576.56

143 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,576.56

143 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება