ის უვლის ავადმყოფ დედას! ყოველდღე უცვლის საფენებს, თეთრეულს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან ცუდად გრძნობს თავს. „დედა – ჩემი ცხოვრების აზრია!“ – ამბობს სერგო. ოთხი თვეა ევგენია შლიმონოვა ასეთ უძლურ მდგომარეობაში იმყოფება. 70 წლის ქალს ინსულტი დაემართა. თუმცა ევგენიას ჯანმრთელობის პრობლემები მანამდეც ჰქონდა – მოხუცი ვერ ხედავს და ყურთ არ ესმის, მხოლოდ შვილს ცნობს შეხებით.
დედა-შვილი ნათესავის სახლის ერთ ოთახში არიან მოთავსებულნი, თბებიან ელექტრო ღუმლით, რომელზეც ასევე სადილს ამზადებენ. დაბალჭერიანი ოთახი იმდენად პატარაა, რომ მასში მხოლოდ ორი საწოლი, სავარძელი, პატარა მაგიდა და მომცრო ზომის კარადა ჩაეტია. გასასვლელად ვიწრო ადგილია დარჩენილი.
აი ასეთ პირობებში ვაჟი უვლის თავის დედას. თვითონ სერგოს კი არა საკმარისი კვების შედეგად ქრონიკული ანემია განუვითარდა, ასევე მას არითმია და თირკმელის უკმარისობა აქვს.
– სერგო, თქვენ გიჭირთ მოხუცის მოვლა. როგორ პოულობთ ამისთვის ძალას?
– სხვაგვარად არ შემიძლია! ხანდახან ისე სუსტად ვარ, ვერ ვდგები, ხოხვით მაინც მივდივარ დედასთან, ვაძლევ წამალს. მას ხომ მხოლოდ ჩემი იმედი აქვს! თუ მე არ დავეხმარები ის მოკვდება! მე ამას არ დავუშვებ!
ყველაზე ძალიან სერგოს მედიკამენტების უკმარისობა აწუხებს. ევგენიისთვის წამლების გარეშე დარჩენა არც ერთი დღე არ შეიძლება! სერგომ გამოიტანა რამდენიმე თვის სოციალური დახმარება და შეიძინა მედიკამენტები ორი თვის კურსის ჩასატარებლად. რა მოელის დედას ორი თვის შემდეგ, ამაზე ფიქრიც კი აშინებს სერგოს!
– სერგო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის?
– რა თქმა უნდა მივმართე, მაგრამ რა აზრი აქვს? ის მედიკამენტები, რომელიც დედას სჭირდება სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. ერთჯერადი დახმარებაც კი არ მოგვცეს!
– არჩევნებზე თუ იყავით? დეპუტატს თუ მიმართეთ?
– ყოველთვის დავდივარ არჩევნებზე და დეპუტატთან შეხვედრებზე. ჩვენი მაჟორიტარი რიმა ბერაძეა. ის კარგი ადამიანია, იგი გაგებით მოეკიდა ჩვენს პრობლემას. თუმცა გვითხრა, რომ სახელმწიფო პროგრამა, მაგალითად, სარეცხი მანქანის შესაძენად არ არის გათვალისწინებული. ერთი რომ დღესასწაულებზე არ გვივიწყებენ, პროდუქტებს გვაძლევენ.
მეგობრებო, დავეხმაროთ ამ მოხუც ქალს! არ დავუშვათ, რომ დედა-შვილმა ბოლო იმედი დაკარგოს!
ევგენიას ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, ჰიგიენის საშუალებები, საკვები პროდუქტები!
წინაპრები გვასწავლიდნენ: უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულს, რადგანაც კეთილდღეობა ჩადენილი სიკეთისთვის ჯილდოა. რა სიბრძნეა ჩადებული ამ სიტყვებში!
გვერწმუნეთ, ყველაზე მცირე დახმარებაც კი მნიშვნელოვანია დედა-შვილისთვის!
ფონდის ანგარიში GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ევგენია შლიმონოვა) შესაძლებელია ასევე გადარიცხვა პირდაპირ საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/ ან ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay – აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი.