ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

წამი, ტკივილის გარეშე…

calendar მაისი 12, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ძნელია უყურო ადამიანის ცრემლებს, მაგრამ რა საშინელი საყურებელია ტანჯვისგან დაუძლურებული, შენზე შეჩერებული მზერა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
  ძნელია უყურო ადამიანის ცრემლებს, მაგრამ რა საშინელი საყურებელია ტანჯვისგან დაუძლურებული, შენზე შეჩერებული მზერა! როგორ გიჭირს იმ „ღიმილის“ აღქმა, როდესაც იცი, რომ ეს შენთვის, რის ვაივაგლახით, შენ რომ არ დაგღალოს, შენ რომ არ დაგძაბოს, ისეთი ძალდატანებითი „ღიმილია“. ამ „ღიმილით“ ცდილობს მრავალი წელია ჯულიეტა კოშაძე იმ ადამიანების ოდნავ მაინც დამშვიდებას, ვისთვისაც მისი ტკივილი სულერთი არაა.
 ჯულიეტა კოშაძე 16 წელია, საშინელი ტკივილებისგან იტანჯება; არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ შველის, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. მხოლოდ 61 წლისაა, მაგრამ ის ლოგინსაა მიჯაჭვული. ცხოვრობს ქალიშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ნახევრად დანგრეული, ერთსართულიანი საკუთარი სახლის ერთ ოთახში, დანარჩენი ოთახები საცხოვრებლად გამოუსადეგარია. როგორც კი მის საცხოვრებელში შეხვალთ, იგრძნობა გასაცოდავებული ყოფა, უსახსრობა.
 ერთადერთი სიმდიდრე, რაც ამ ოჯახს გააჩნია, კედელზე ჩამოკიდებული ხატებია – „ როდესაც მეტი აღარ შემიძლია, ვუყურებ ჩემს ხატებს. უფალს, ყველა წმინდანს ვთხოვ დახმარებას და ტკივილიც თითქოს წამით მიყუჩდება ხოლმე“, – ამბობს ქალბატონი ჯულიეტა. ჩვენ გავესაუბრეთ მას იმ სირთულეებზე, რომლებიც ამდენი წელია სულ თან სდევს და თავს არ ანებებს: 
– ქალბატონო ჯულიეტა, როგორ მიიღეთ ეს ტრამვა, რომელიც უკვე ამდენი წელია არ გაძლევთ სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას?
 ჯულიეტა კოშაძე: 16 წლის წინ გადმოვვარდი მეორე სართულიდან, ექიმებმა ჩემი გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ სერიოზულად დამიზიანდა ხერხემალი და იმ დღიდან ვარ ასე მიჯაჭვული ერთ ადგილს, არაფერი არ მიყუჩებს ტკივილებს.   
– ვინ ზრუნავს თქვენზე?
ჯულიეტა კოშაძე: ვცხოვრობ ქალიშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. ჩემი მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ყველაფერს ჩემი გოგონა მიკეთებს, არ მცილდება თავიდან.
– რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?
ჯულიეტა კოშაძე: ჩემი ქალიშვილი ვერ ახერხებს მუშაობას, მე მარტო ვერ მტოვებს, არაფრის გაკეთება არ შემიძლია დამოუკიდებლად. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი პენსიაა.  ეს გვყოფნის ელემენტალურ საკვებზე, მედიკამენტებზე და ძლივს ვიხდით კომუნალურ გადასახადს. სხვა არაფერი და არავინ არ გაგვაჩნია ამ ქვეყნად.
– თუ გეხმარებათ თქვენი საარჩევნო უბნის დეპუტატი ან ქალაქის მერია?
ჯულიეტა კოშაძე: სოციალური მომსახურების სააგენტო გვეხმარება წამლებით, ქალაქ თბილისის მერიამ დააფინანსა ხერხემლის კომპიუტერული გამოკვლევა.
– როგორ გეხმარებათ ჩვენი ფონდი?
ჯულიეტა კოშაძე: ძალიან მადლიერი ვარ ფონდის! თქვენი თანამშრომლები ხშირად დადიან ჩემთან, მამარაგებენ მედიკამენტებით, ექიმები მეთვალყურეობას მიწევენ, აკვირდებიან რამდენად სწორად მიმდინარეობს მკურნალობა. ღმერთმა გაგახაროთ, თქვენ რომ არ მყავდეთ, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა.
– რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ამ  ეტაპზე?
ჯულიეტა კოშაძე: ძალიან მჭირდება მედიკამენტები, საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, საბავშვო ტანსაცმელი.
– ოცნებობთ რამეზე?
ჯულიეტა კოშაძე: ვნატრობ, ეგებ რაიმე მეშველოს და აღარ მქონდეს ეს გაუსაძლისი ტკივილები, ძალა აღარ მყოფნის გავუძლო. რაც მთავარია, ჩემი შვილი და შვილიშვილები იყვნენ ჯანმრთელად და ბედნიერად. იცით, თურმე, მეტი არასდროს არაფერი უნდა ინატრო ადამიანმა. ჯანმრთელობა და ბედნიერება, სხვა ყველაფერი სისულელეა!
– რის იმედი გაქვთ?
ჯულიეტა კოშაძე: ღმერთის იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების იმედი მაქვს, მათ ხომ ღმერთი მიგზავნის. თქვენ ხომ არასდროს არ მიგიტოვებივართ, არასდროს გულგრილი არ დარჩენილხართ ჩემი გასაჭირის მიმართ. თქვენ ხართ ჩემი ერთადერთი იმედი.
ჩვენ გვგონია, რომ ბევრი არაფერი არ შეგვიძლია, ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ შევცვლით რამეს, მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს ერთი ტკბილი სიტყვით, ყურადღებით, გვერდში დგომით შეგვწევს იმის ძალა, რომ ჯულიეტა კოშაძეს შევუმსუბუქოთ ეს გატანჯული ცხოვრება. ის ძალიან დაღალა ტკივილმა, გასაჭირმა, უსუსურობამ, უიმედობამ. მას სჭიდება მედიკამენტები, საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი.
მეგობრებო, გთხოვთ დავეხმაროთ ქალბატონ ჯულიეტას, არ დავტოვოთ ის მარტო თავის გასაჭირთან, ჩვენ შეგვიძლია მას შევუმსუბუქოთ ტკივილი. მოდით ერთად დავეხმაროთ მათ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა. ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერია: GE15TB7194336080100003 или  GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ჯულიეტა კოშაძე). თანხის გადარიცხვა ხდება ჩვენი საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
დახმარება ყველას შეგვიძლია, უბრალოდ, უნდა კარგად მოვინდომოთ! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 დეკ 25
მედიკამენტები
65.78₾

სულ ხარჯები:

65.78₾

დარჩა:

0.22₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2019 16:17:13
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2019 13:06:58
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2019 20:22:15
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2019 04:31:48
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2019 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.05.2019 08:42:16
₾3.00

შემოწირულია:

₾66.00

8 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾66.00

8 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება