რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„დე, ახალი ბოტასები მიყიდე, რა!“ – ეს მთხოვა მათემ

calendar ივლისი 15, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

11 თვის ასაკში ბავშვმა წითელა გადაიტანა, მაშინ ამ დაავადებამ თავი არ იჩინა. ჩვეულებრივად ჩაიარა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
15 წლის მათე ხარბედია, უკვე სამი წელია სიკვდილს ებრძვის. ის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, შეერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ვერ ხედავს, არ ესმის, ვერავის ცნობს…
11 თვის ასაკში ბავშვმა წითელა გადაიტანა, მაშინ ამ დაავადებამ თავი არ იჩინა. ჩვეულებრივად ჩაიარა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია. 
მათე ჯანმრთელად იზრდებოდა, დადიოდა სკოლაში, თამაშობდა თანატოლებთან, იყო მოუსვენარი და ენერგიული! სულ ვიღაცის დასახმარებლად მიიჩქაროდა, ხან შეშა მიჰქონდა მეზობელთან, ხან წყალი… ვინ იფიქრებდა, რომ სიცოცხლით სავსე ბავშვი ლოგინიდან ვერ ადგებოდა? 
მათეს დედასთან ამ ტრაგედიაზე საუბარი ძალიან რთული აღმოჩნდა. ნანა ცრემლებს ვერ იკავებდა… საუბრისას ტიროდა. არაფერია იმაზე საშინელი, უყურო შვილის ტანჯვას და  ვერ შველოდე. ღმერთმა დაიფაროს ყველა დედა  ბედის ასეთი უკუღმართობისგან…
– ნანა, იქნებ შეძლოთ და მოგვიყვეთ, როგორ დაემართა ეს ტრაგედია მათეს?
ნანა მეფარიშვილი: 12 წლის რომ გახდა, ადვილად იღლებოდა,  ერთხელ დაიკარგა, სახლს ვერ მიაგნო… გვეგონა გარდატეხის ასაკის ბრალი. დროთა განმავლობაში სიტყვები დაავიწყდა, წინადადებებს ვერ ადგენდა… ხოლო როდესაც წაიქცა და ვეღარ ადგა, განგაში ავტეხეთ. თავდაპირველად რევმატიზმებს ვმკურნალობდით, შემდგომ გულის პრობლემები გვეგონა, თუმცა მისი მდგომარეობა ყოველ დღე უარესდებოდა, დროთა განმავლობაში დაკარგა სმენა და მხედველობა… ახლა კი, მხოლოდ აპარატის მეშვეობით სუნთქავს, სხვა არაფერი შეუძლია. 
–  ბოლოს რა გითხრათ, თუ გახსოვთ?
ნანა მეფარიშვილი: რა თქმა უნდა, ეგ როგორ დამავიწყდებოდა?! მათე ყოველთვის ჭკვიანი იყო, ხვდებოდა რაც ემართებოდა. როდესაც ფეხები წაერთვა, მთხოვა მისი სურათი მეჩვენებინა, დახედა და თქვა: „ეჰ, მათე, მათე, საწყალო, რა მაგარი ბიჭი იყავი და ახლა რა გჭირს, ადექი ერთი გაიქეცი… დე, ეტლიდან რომ ავდგები, ახალი ბოტასებს ხომ მიყიდი?“ – ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები…
-მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, როგორ უძლებთ ამ ტანჯვას?
ნანა მეფარიშვილი: მე მათეს გარდა კიდევ სამი ბიჭი მყავს. კახა 20 წლისაა, ლევანი – 18-ის, ხოლო პატარა იოანე – 5-ის. იოანე მაკავშირებს ამ რეალობასთან. კახამ და ლევანმა სწავლას თავი დაანებეს, მეტი დრო რომ ჰქონდეთ სამსახურის საშოვნელად და დასახმარებლად. მათეს მამა, მხოლოდ ორჯერ დაინტერესდა შვილის მდგომარეობით… 
ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ, თუმცა დედაჩემს თავადაც სიმსივნე განუვითარდა, წამლებზე უარი თქვა, რომ მათეს არაფერი მოკლებოდა.  სამ თვეში დედაც გარდამეცვალა. თებერვალში მამაჩემს გულის შეტევა მოუვიდა, იმავე საავადმყოფოში დააწვინეს, სადაც მათე. მთელი დღეები სართულიდან-სართულზე დავრბოდი… ღმერთო, რა დავაშავე ასეთი?! 3 წელია მათე რეანიმაციაშია, რამდენიმე წუთით მიშვებენ ხოლმე მასთან. განა შეუძლია ადამიანს ამის გადატანა?!
-რით ცხოვრობთ? რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?
ნანა მეფარიშვილი: მათეს პენსია და სოციალური შემწეობა – ეს არის ჩვენი შემოსავალი. წამლების ნაწილს სახელმწიფო გვიფინანსებს, მკურნალობა უფასოა, მაგრამ ჰიგიენური საშუალებები ძალიან ძვირი გვიჯდება. მთელი პენსია ამაზე იხარჯება. ჩემი შვილის მდგომარეობა ურთულესია. ღმერთისა და კეთილი ადამიანების გარდა არავინ დამრჩა დამხმარე. ყველანაირი შესაძლებლობა ამოვწურეთ, აღარაფერი გაგვაჩნია… 
-ნანა, როგორც არ უნდა ჟღერდეს მაინც მსურს გკითხოთ. რაზე ოცნებობთ?
ნანა მეფარიშვილი: მათე რომ გონს მოვიდეს… ესაა ჩემი ერთადერთი ოცნება.
დედამ იცის, რომ ამ ავადმყოფობას შეუძლია მათეს სიცოცხლის შეიწიროს, მაგრამ მაინც აქვს იმედი, რომ უფლის ნებით და კეთილი ადამიანების დახმარებით სასწაული მოხდება და მის ბიჭს ჯანმრთელობა დაუბრუნდება. 
მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ შევამჩნიოთ ამ ადამიანების ტრაგედია. ერთად ვილოცოთ მნათესთვის!
ამჟამად ეს ოჯახი თბილისში ცხოვრობს, შეგიძლიათ თავად მოინახულოთ. მათი მისამართია: ვარკეთილი 3, 2 მ./რ., მე-2 კორპ., ბინა 176, ტელ.: 555786176
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მათე ხარბედია)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

ის, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ჩემი შვილის ჩახუტება და კოცნა – ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა!

„დედიკო, საყვარელო, ახალი ბოტასები მიყიდე რა…“ – ეს იყო საბრალო მათეს უკანასკნელი სიტყვები, სანამ ვერაგი ავადმყოფობა მას საწოლს მიაჯაჭვებდა. 

16 წლის მათე ხარბედია უკვე ოთხი წელია, რაც სიკვდილს ებრძვის. ის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული და ვერაფერს ხედავს, არაფერი ესმის, ვერავის ცნობს… 

მაგრამ… „შეუცნობელ არს გზანი უფლისანი“. ვინ იცოცხლებს და ვინ არა – ამას მხოლოდ ის წყვეტს! მისი მოსიყვარულე დედის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ერთად – ჩვენ ეს შევძელით, მეგობრებო!

ამ ოჯახისთვის თქვენი დახმარება მაცოცხლებელ სითხედ იქცა! როგორც იქნა, მათ იმ წამლების ყიდვა შეძლეს, რომელთა შეძენაც ოჯახს უბრალოდ არ შეეძლო. თქვენ მიერ შემოწირული თანხის ნაწილით მათესთვის დაუყოვნებლივ ვიყიდეთ წამლები, ჰიგიენური საშუალებები და პროდუქტები. 

ქედს ვიხრით თქვენს წინაშე, ძვირფასო მეგობრებო! მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგახართ! მადლობა მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის, მოსმენისა და მძიმე წუთებში დახმარების უნარისათვის! 

ინფორმაციას სიკვდილთან მებრძოლი მათესთვის გაწეული შემდგომი დახმარების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე.

– ნანა, რას ეტყოდით ამ ახალ წელს ყველა იმ უცნობ ადამიანს, რომლებიც თქვენ დაგეხმარნენ? 

ნანა: სულში ტკივილის დამალვა შეუძლებელია, ჩემი გული კი უწინდებურად ტირის… მაგრამ დღეს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, თანაგრძნობის ნამდვილი ძალა ვიგრძენი. მე მთელი ცხოვრება ჩემს შვილს მივუძღვენი. არც ერთი წუთი სიმშვიდე და მუდმივად სიკვდილთან ბრძოლა… თქვენს კეთილს გულს, თქვენს ყურადღებას შეუძლია, რომ ჩემს ბიჭუნას სიცოცხლე გაუხანგრძლივოს! უდიდესი მადლობა ყველას! მე უფალს შევავედრებ თქვენს შვილებს, რათა მათ ცხოვრებაში არასდროს ნახონ  მწუხარება და ავადმყოფობა! ის, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ჩემი შვილის ჩახუტება და კოცნა – ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა!

– ნანა, ის ადამიანები თუ გახსოვთ, ვინც თქვენ პირადად დაგეხმარათ? ან იქნებ დღემდე გეხმარებიან? 

ნანა: არც კი ვიცი, როგორ ავხსნა… სტატიაში წერდით, რომ მათესთვის საფენები ჰაერივით მჭირდებოდა! პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე ვიღაცამ კარზე დარეკა. გავიხედე – არავინაა! ზღურბლზე კი საფენების შეკვრა დევს! და უკვე რამდენიმე თვეა, ასე გრძელდება! საფენები კართან სწორედ მაშინ ჩნდებიან, როდესაც ძალიან გვჭირდება! თუ ჩვენს სტატიას ის ღვთისნიერი ადამიანი კითხულობს, ვინც ამ კეთილ საქმეს სჩადის – დაე, ღმერთმა მას ათასჯერ მეტი მისცეს! 

ამასობაში, მათე სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებს და მაშასადამე, შეგიძლიათ შეძლებისდაგვარად გააგრძელოთ მისი დახმარება! 

აი, უკვე მერამდენედ ვაკეთებთ კეთილ საქმეს უფლისა და გაჭირვებული ხალხისთვის! გვჯერა, რომ ღმერთი ამ ოჯახს მარტო არ დატოვებს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება, თქვენი სახით. უფალს ხომ მხოლოდ ის სურს, რომ ჩვენ მფარველი ანგელოზები გავხდეთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა თავად არ შეუძლია! ჩვენთვის და მთელი საქართველოსთვის ხომ არ არსებობენ ცნება „სხვისი შვილები და დედები“?!

და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, წაიკითხეთ ჩვენი პოსტები. მაშინ მიხვდებით, რა არის ნამდვილი ტკივილი და გაჭირვება! ასეთი პრობლემების მქონე ადამიანების დანახვისას ვაცნობიერებთ, რომ ისღა დაგვრჩენია, უფალს ყოველდღიური საზრდოსათვის მადლობა გადავუხადოთ და ვთხოვოთ, გაჭირვებულთა დახმარების ძალა მოგვცეს.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა! 

მაგრამ ამ ოჯახის პრობლემები არ მთავრდება, არამედ მხოლოდ ახლა იწყება! განაგრძეთ ამ ოჯახის დახმარება! თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000 ან

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: მათე ხარბედია). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/480-kharbedia

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 სექ 06
მედიკამენტები
300.00₾
2019 სექ 06
პამპერსები
48.00₾
2019 სექ 06
პროდუქტები
398.60₾
2019 სექ 06
პამპერსები
272.00₾
2019 სექ 06
ნაწილების საწინააღმდეგო რგოლი
45.00₾
2019 სექ 13
მედიკამენტები
319.49₾
2019 სექ 13
მედიკამენტები
521.80₾
2019 ოქტ 02
მედიკამენტები შინმოვლის პროგრამისთვის
1220.97₾
2019 ნოე 08
პროდუქტები
388.70₾
2019 ნოე 08
პამპერსები
170.20₾
2019 ნოე 08
მედიკამენტები
239.50₾
2019 დეკ 05
ეტლი სოგომონოვისთვის
500.00₾
2019 დეკ 09
ეტლი მარშავასთვის
498.00₾
2019 დეკ 09
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾
2020 იან 01
ტექნიკა ნათელაშვილებისთვის
1000.00₾
2020 იან 01
პროდუქტები
330.80₾
2020 იან 01
პამპერსები
36.89₾
2020 იან 01
მედიკამენტები კოშაძესთვის
303.00₾
2020 მარ 13
პროდუქტები
145.00₾
2020 აგვ 25
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾

სულ ხარჯები:

6897.95₾

დარჩა:

9.95₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
02.11.2020 09:36:43
₾10.00
გვანცა კეღოშვილი
11.02.2020 20:00:00
₾1.00
ნოზაძე გიორგი
28.01.2020 20:00:00
₾1.00
არუთინოვა ჟანა
26.01.2020 20:00:00
₾0.50
ირაკლი ყაჭეიშვილი
16.01.2020 20:00:00
₾10.00
მარიამ გაბუნია
13.01.2020 20:00:00
₾16.90
ბენდელიანი ვერა
12.01.2020 20:00:00
₾15.00
ნინო მუმლაძე
10.01.2020 20:00:00
₾3.00
თუმანიშვილი შალვა
09.01.2020 20:00:00
₾1.00
ბექიშვილი ნინო
09.01.2020 20:00:00
₾5.00
დავით კანკავა
09.01.2020 20:00:00
₾10.00
თამარი ღარიბაშვილი
09.01.2020 20:00:00
₾50.00
კეთილი გული
09.01.2020 17:34:18
₾2.00
კეთილი გული
09.01.2020 11:45:34
₾10.00
მარია შუაქრიშვილი
08.01.2020 20:00:00
₾15.00
ხელაძე კახა
08.01.2020 20:00:00
₾5.00
ბექიშვილი ნინო
23.12.2019 20:00:00
₾20.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
16.12.2019 20:00:00
₾1.00
ზექალაშვილი ნინო
12.12.2019 20:00:00
₾3.00
გელა ივანიძე
12.12.2019 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾6,907.90

560 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾6,907.90

560 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება