ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გმირი მამა, შვილების გადარჩენას გვთხოვს!

calendar დეკემბერი 25, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ოლეგ შაინიძე არის მარტოხელა მამა, ის უვლის 14 წლის მარიამსა და 10 წლის საბას

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მეგობრებო, დარწმუნებულები
ვართ, რომ ასეთ ამბავს იშვიათად თუ გაიგებთ. ოლეგ შაინიძე არის მარტოხელა მამა, ის
უვლის 14 წლის მარიამსა და 10 წლის საბას, რომელსაც აქვს ბავშვთა ცერებრალური დამბლა
და ეპილეპსია. ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები!

-ოლეგ, როგორ
მოხდა რომ თქვენ მარტო დარჩით? სად არის თქვენი მეუღლე?

ოლეგი: იცით,
ძნელია შვილს ასეთ მდგომარეობაში უყურო… ძნელია როცა გულყრები ეწყება და არ იცი გადარჩება
თუ არა… ყველა ვერ უძლებს ასეთ დიდ განსაცდელს. საბას დიაგნოზმა მასზე ძლიერად იმოქმედა.
იმდენად, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 2 წლის განმავლობაში მე მას ვუვლიდი,
როგორც ჩემს მესამე შვილს. ვიცი, რომ ახლაც ვერ გრძნობს თავს კარგად, დახმარება მასაც
სჭირდება. მიხარია, რომ მარიამს აქვს დედასთან კონტაქტი. გთხოვთ, ნუ ვისაუბრებთ ამაზე,
რადგანაც შესაძლოა ბევრმა მას ვერ გაუგოს და განკიცხოს, მე კი ეს არ მსურს. ყველაზე
მეტად იცით რაზე მწყდება გული, რომ მშობლებმა და ნათესავებმა მხარი არ დაუჭირეს ჩემს
ცოლს.

-ოლეგ, თქვენს
ბავშვებზე მოგვიყევით.

ოლეგი: მარიამი
14 წლისაა, ის მე-9 კლასში სწავლობს. მას ძალიან უყვარს კითხვა. ყოველ საღამოს, გაკვეთილებს
რომ მოამზადებს, საბას წიგნებს უკითხავს. საბას ძალიან სიამოვნებს მისი მოსმენა. საკმარისია
ერთხელ ნახოთ ეს იდილია, მიხვდებით, რომ საბასთვის დაიკო ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია!
 საბას აპრილში 11 წლის გახდება. ჩვენ ის განსაკუთრებულად
გვიყვარს, მისი ღიმილი მაძლევს ძალას, რომ სიცოცხლე გავაგრძელო და არ დავნებდე!

-როდის გახდა
ცნობილი საბას დიაგნოზი?

ოლეგი: ის 1 წლის
იყო, როდესაც ექიმებმა გვითხრეს დაავადების შესახებ.  ყოველი მშობლისთვის განსაკუთრებულად მძიმე გადასატანია
შვილის უბედურება, ხოლო ჩემი ცოლის იმდროინდელი მდგომარეობა ენით აღუწერელია.

-თქვენი ცოლის
მშობლებზე არ ბრაზობთ? მათი მხარდაჭერით შესაძლოა იგი თქვენსა და თქვენი შვილების გვერდზე
ახლაც ყოფილიყო.

ოლეგი: ყოველ
ადამიანს თავისი სიმართლე გააჩნია და არ შეიძლება ადამიანებზე საუბარი მაშინ, როდესაც
ჩვენ მათ არც კი ვიცნობთ. ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს უფლის სიტყვები: „ ვინც
თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა“ .

-სახელმწიფოსგან
რაიმე სახის დახმარებას იღებთ?

ოლეგი: დიახ,
სოციალურ დახმარებასა და ჩემი საბას პენსიას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბინის ქირას
ვიხდი, ჩემი არაფერი გამაჩნია…  ბავშვებს
საკვები სჭირდებათ, სითბო, მარიამს სასკოლო ნივთები… სამსახურის მუდმივ ძიებაში ვარ,
მაგრამ ვერ ვიპოვე ისეთი, რომ ჩემს საბას არ მოვაკლო ყურადღება, რადგანაც მასზე ზრუნვა
მუდმივად არის საჭირო. ერთხანს ვიფიქრე ბავშვებს რომ დავაძინებდი ღამე მემუშავა დარაჯად
ან სადმე… მაგრამ რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ ისე დავსუსტდი, ჩემი საბა ხელში ვეღარ
ავიყვანე და ამიტომ შევეშვი.

-ჩვენს მკითხველს
რას ეტყოდით?  პირველ რიგში რა გესაჭიროებათ?

ოლეგი: არაფერი
გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებულად მჭირდება საბასთვის სპეციალური ეტლი ბანაობისთვის,
სხვაგვარად ჩვენთვის ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. სახლში არ მაქვს სამზარეულო
და ჭურჭლის გასარეცხად გარეთ, სიცივეში მიწევს გასვლა. ზამთრის სიცივეს რთულად ვუმკლავდებით
და გამიხარდება თუ ჩემი შვილები სითბოში იქნებიან. თქვენ აკეთებთ დიად საქმეს. მცირედი
დახმარებაც კი ჩვენთვის არის სტიმული იმისა, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება და გვწამდეს
კეთილი ადამიანებისა.

ჩვენ
მარიამთანაც გვსურდა გასაუბრება. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ის მამიკოს მიუჯდა გვერდით
და ყურადღებით გვისმენდა, მაგრამ როდესაც საუბარი დედაზე დავიწყეთ ის ადგა და თვალცრემლიანი
გაიქცა.

მეგობრებო,
ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მარტოდ დარჩენილ, გმირ მამას და დავანახოთ მას, რომ ის მარტო
არაა. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ პატარა საბას, რომ მან უკეთ იგრძნოს თავი და მივცეთ
მარიამს მაგალითი და საშუალება დაეხმაროს მომავალში სხვა ადამიანებს. უფალს სურს არასდროს
დავივიწყოთ ადამიანები, ვინც დახმარებას მოელის!

მეგობრებო,
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას ოლეგ შაინიძის და მისი შვილების დასახმარებლად.
ფონდი არ შემოიფარგლება ერთჯერადი დახმარებით. ქართველებმა უნდა იცხოვრონ ისე, როგორც
შეეფერება ყველაზე ამაყ ერს.

ყველაზე
მეტად მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საყოფაცხოვრებო
ტექნიკა და ტანსაცმელი! დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ახლობლები არიან!
დაუკავშირდით მათ, ჰკითხეთ თუ რა ესაჭიროებათ, გაამხნევეთ ოლეგი და უთხარით, რომ მარტო
არაა და რომ თქვენ, კეთილი ადამიანები, მათ არ მიატოვებთ. ეს მისთვის უმნიშვნელოვანესია!

თქვენ
შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ ისინი. მათი საკონტაქტო ნომერია: 514 01 48 48 ოლეგი. მისამართი:
ბათუმი, კოხტა გორის ქუჩა N31

აუცილებლად
გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ გმირი მამის შესახებ!

მეგობრებო,
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს. თუ გსმენიათ ადამიანის შესახებ, რომელსაც სჭირდება დახმარება,
მოგვწერეთ მისი პრობლემების შესახებ  მეილზე:
office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის
ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000
– დანიშნულება (ოლეგ შაინიძე)

საიტიდან:

სწრაფი გადახდის
ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.

 (ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის
სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).

პატარა საბას სიხარული, ასმაგად დაგიბრუნდებათ

       ეძიებდეთ და ჰპოოთ… ითხოვდით და მოგეცეს თქუენ… ეს ბიბლიური ჭეშმარიტებანი, რომელსაც ოლეგი თავის ლოცვებში, ყოველ საღამოს, ავადმყოფი შვილის სასთუმალთან, წარმოსთქვამდა, ძალას ჰმატებდა საბრალო მამას, ვაჟკაცურად რომ დახვედროდა ყოველ მომდევნო დღეს. დღეს, როცა მისი სისხლი და ხორცი, 11 წლის საბა ისევ გაიღვიძებს და ვერ შეძლებს მამას რომ ჩაეხუტოს, სირბილით გაჰყვეს თავის დას, ახალი დღისა და მზის შესახვედრად…
ყოველდღიურად, 11 წლის მანძილზე… ეძიებდეთ და ჰპოოთ…  ითხოვდით და მოგეცეს თქუენ…
– სწორედ ეს სიტყვები და ჩემი რწმენა მაძლევს ძალას. არ იფიქროთ, რომ ძალას იმისა, რომ მოვუარო საბას – ამის ძალა, მე არასდროს გამომელევა!!! ძალებს, არ დავნებდე ასეთ ცხოვრებას და ჩვენს უიმედო ყოფას.
და აი, შეისმინა ლოცვა ჩვენი უფალმა. ვეღარ გვცნობენ, იმდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ჩერნოვეცკის ფონდში მიმართვის, შემდეგ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენს გასაჭირს გვერდი არ აუარა  – ესაა სიტყვები, მამის, რომელიც მარტო ზრდის თავის შვილს, საბას, რომელსაც ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, და არაჩვეულებრივ, 14 წლის, მარიამს, ოლეგის თვალებში გულწრფელი მადლიერებით ანათებს.
– ბატონო ოლეგ, გთხოვთ, მოგვიყევით, მაინც რა მოხდა?
ოლეგი: ახლა, საკუთარი ჭერი გვაქვს, ხეტიალი და უცხო ხალხთან თავშესაფრის ძებნა, აღარ გვჭირდება! ჩვენს ნათესავს დაუმთავრებელი სახლი ჰქონდა, დიდი ხანი მთავაზობდა იქ გადასვლასა და ცხოვრებას ბავშვებთან ერთად. მაგრამ იქ, მხოლოდ შიშველი კედლები  და კარ-ფანჯარა იყო. ნათესავს არ ჰქონდა, რემონტის დასრულების შესაძლებლობა, მე – მითუმეტეს… ჩვენ ხომ მხოლოდ საბას პენსიითა და სოციალური დახმარებით ვარსებობთ.
იმ თანხით, რომელიც ფონდის მეგობრებმა, საბასთვის და ჩვენი ოჯახისთვის შეაგროვეს ჩვენ მოვახერხეთ, სახლის მოწესრიგება საცხოვრებლად კეთილმოწყობა და ახლა, ბოლოს და ბოლოს, ქირით აღარ ვცხოვრობთ. ახლა მარიამს ცალკე, საკუთარი ოთახი აქვს, მე და საბა კი მეორეშიც ვეტევით მშვენივრად –  მისი მარტო დატოვება მაინც შეუძლებელია.
და რაც მთავარია, საბა ახლა ბედნიერია! მას საკუთარი სახლის გარდა, საკუთარი ეზოც აქვს, სადაც საათობით ზის და მზეს შეჰხარის.
– სახლში, კონკრეტულად, რის გაკეთება შეძელით?
ოლეგი: სამშენებლო მასალა ვიყიდეთ, კედლები შიგნიდანაც და გარედანაც გავლესეთ და პენოპლასტით შევფუთეთ, მეტნაკლებად მოვაწყვეთ ოთახები, და რაც მთავარია სააბაზანო. საბას დაბანა ძალიან ძნელია, იძულებული ვიყავი, წყალი ქვაბით გამეცხელებინა, ბავშვი კალთაში ჩამესვა და წყალი ზემოდან ხაპით დამესხა. სხვა რა უნდა ქნა, როდესაც არ გაქვს არც ცხელი წყალი და არც შხაპი?
         ახლა კი, თქვენი დამსახურებით, ერთიც გვაქვს და მეორეც. სააბაზანოში კაფელი გავაკარით, ცხელი წყლის ავზი, შხაპი, და ნიჟარა დავაყენეთ.

 

         და კიდევ, ახლა, მე ჭურჭლის სარეცხი მანქანა მაქვს! იცით ჭურჭლის რეცხვა როგორ არ მიყვარს?! თანაც ამისთვის, დრო არასოდეს მრჩება – საბას მარტოს ვერ ვტოვებ და კიდევ უამრავი საქმე მაქვს. ახლა კი, ჩემი საქმე, ჭურჭლის რეცხვა, მანქანამ გადაიბარა.
– გვითხრით, ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ვინმემ დაგირეკათ, ან იქნებ, პირადად მოვიდნენ და რაიმე დახმარება გაგიწიეს?
ოლეგი: რას ამბობთ, რა თქმა უნდა! იმდენი ახალი მეგობარი შევიძინეთ! უბრალო ხალხს, პროდუქტი და საჩუქრები მოჰქონდათ საბასთვის, მარიამსაც არ ივიწყებდნენ…
სამშენებლო კომპანია „ორბის“ წარმომადგენლები მოსული იყვნენ, გადმოგვცეს 600 ლარი და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით რჩევებიც მოგვცეს, ამითაც დაგვეხმარნენ. ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეთ!
მარტში, კიდევ ერთი კომპანიის თანამშრომლებმა მოგვიტანეს 500 ლარი და უამრავი პროდუქტი.
კიდევ რამდენი უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი მოვიდა! ყველას სახელებიც კი ვერ დავიმახსოვრე. მაპატიეთ! მაგრამ ჩემი სიხარული და ბედნიერება იმდენად უსაზღვრო იყო, რომ არ მქონდა არაფრის დამახსოვრების თავი…
მოჰქონდათ პროდუქტი, ტანსაცმელი, ფულადი თანხები, საპონი და სარეცხი ფხვნილიც კი. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა მადლიერებას განვიცდი თითოეული მათგანის მიმართ. ჩემი შვილების ბედნიერება, ასმაგად დაუბრუნდებათ მათ!
კიდევ ერთმა ემიგრანტების ოჯახმა, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, ფული გადმოგვირიცხა. მათი სახელებიც კი არ ვიცი – თანხა გამოატანეს ნათესავს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. თქვა, რომ როდესაც, ემიგრანტებმა ჩვენი ამბავი ინტერნეტიდან შეიტყვეს, გადაწყვიტეს დაგვხმარებოდნენ ისე, რომ თავიანთი სახელები არ გაემხილათ… წმინდანები არიან…
– ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა სტატიას? იქნებ იყო მოსული ვინმე, იკითხეს, რით შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?
ოლეგი: არა, არავინ არ მოსულა. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებამ მთლად დაგვივიწყა, მაგრამ დიდად არც გვანებივრებენ. ერთხელ დაგვეხმარნენ ეტლით, საბასთვის – ბათუმის მერიამ თანხა გამოჰყო, რომლითაც ეტლი შევიძინეთ. ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი დახმარებაა. საბას ახლა სეირნობა შეუძლია, გარეთ სწორედ ამ ეტლით გამყავს.
– ბატონო ოლეგ, მაპატიეთ, შესაძლოა მტკივნეულ თემას ვეხები, მაგრამ თუ შეიძლება, მაინც გკითხავთ – თქვენი მეუღლე არ შეგეხმიანათ, ან იქნებ დაგირეკათ მაინც?
ოლეგი: მე არა, მაგრამ მარიამს ესაუბრა, და იცის, რომ ახლა საკუთარ სახლში ვცხოვრობთ. სულაც არ ვუბრაზდები ნანას, რომ წავიდა, და შვილები მიატოვა… ვიცი, რომ ისინი უყვარს, მაგრამ თავად, ავადმყოფი და სუსტი ადამიანია… ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმ სასწაულზე, რომელიც ჩვენს ოჯახს შეემთხვა, და არ მინდა, დავუბრუნდე სევდიან და მტკივნეულ თემას. მე მიყვარს ჩემი შვილების დედა და გულში ბოღმა არ ჩამიდია. ჯანმრთელი იყოს, და თუ კი შეძლებს, ბედნიერიც…
– კი ბატონო… მოდით, ისევ კარგს დავუბრუნდეთ. რას ნიშნავს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ოლეგი: სიტყვებით ამას ვერ ავღწერ. ალბათ იმ მადლიერებას, რომელსაც მე ვგრძნობ, ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს. ძალიან გვიჭირდა… მე ხომ, მუშაობას თითქმის ვერ ვახერხებ. საბას მუდმივად სჭირდება მოვლა. ერთხელ ვცადე, ღამით რომ მემუშავა, გამომეყენებინა ის დრო, ბავშვებს როდესაც სძინავთ, მაგრამ დიდხანს ვერ გავუძელი – უძილო ღამის შემდეგ, დღისით საბას ხელით ტარება, შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთხელაც, საბა კინაღამ გამივარდა ხელიდან… ღამის სამსახურისთვის თავის დანებება მომიწია. ძიძა კი, თავადაც ხვდებით, ჩვენთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა.
ნაქირავები ბინები? უზარმაზარი ხარჯები, რომელსაც  მთელი ჩვენი მიზერული შემოსავალი მიჰქონდა. ახლა კი, ეს ფული ბავშვებს ხმარდება, საბას მკურნალობასა და წამლებზე…
– იქნებ, თქვენი შვილის ნაცვლად, თქვენ გვიამბოთ მის ემოციებზე? 
ოლეგი: ეს ყველაფერი, თქვენს ფონდში მიმართვა, ჩვენი ოჯახის შესახებ, სტატიის გამოქვეყნება – საბასთვის იყო გაკეთებული. ის უმწეოა, დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, თუმცა მე ვცდილობ, რომ მისი კუნთები არ მოდუნდეს, იღლიებში  ხელამოდებული,  ოთახში რომ გავატარო. მაგრამ, მაშინვე ზედ მეკიდება და მთხოვს, რომ ისევ დავსვა.
მასაც, რა თქმა უნდა, სიგიჟემდე უხარია და ბედნიერია, რომ ახლა საკუთარი სახლი გვაქვს და ეზო, ფართო ოთახები და სააბაზანო. ახარებს ხალხის ყურადღება, როდესაც ჩვენი ახალი მეგობრები გვირეკავენ, ან მოდიან მათ სწორედ საბასთან სურთ საუბარი, უბნებიან კეთილ სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ საბა პასუხს გამართულად ვერ სცემს, მისი ღიმილი ყველაფრის მთქმელია. ნეტავ განახათ, რა ღიმილი აქვს!  ყველაფერს ანათებს გარშემო! სწორედ ის არის ჩემი სიცოცხლის აზრი!
– და მარიამი რას ამბობს?
ოლეგი: ოოო… მარიამს ახლა, ცალკე, საკუთარი ოთახი აქვს. გოგოსთვის ხომ აუცილებელია, საკუთარი ოთახი რომ ჰქონდეს. ეს მისი სამყაროა, სადაც მას, ჩვენი შეშვება არ სურს. იქ მეცადინეობს, ხატავს, კითხულობს, ეს მისი პატარა სამყაროა. მეც ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი გოგონა ბედნიერია.
– მარიამ, გვითხარი როგორ მოეწყვე?
მარიამი(14 წლის): გმადლობთ, ძალიან კარგად. საკუთარი ოთახი, არასდროს მქონია, ახლა კი – მაქვს, საკუთარი საწოლიც და სამეცადინო ადგილიც. აქ შემიძლია, ჩემი მეგობრები დავპატიჟო, ერთმანეთს ვესაუბროთ და საიდუმლოები გავანდოთ. 
– საჩუქრებიდან, ყველაზე მეტად რა გაგიხარდა? 
მარიამი(14 წლის): ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მამიკოს არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა, მე ერთადერთი მანდილოსანი ვარ ოჯახში და ეგ საქმე ჩემი გასაკეთებელი იყო. ახლა, მე და მამა, გადარჩენილები ვართ და ნიჟარაში ჩალაგებულ, გასარეცხ ჭურჭელზე დარდი აღარ გვიწევს.
ძალიან დიდი მადლობა, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის თქვენ, და ჩვენმა ახალმა მეგობრებმა გააკეთეთ, საჭმლისთვის, ტანსაცმლისთვისა და საჩუქრებისთვის… იმისთვის, რომ ამხელა ყურადღება დაგვითმეთ და უკეთესობისკენ შეცვალეთ ჩემი, მამას და საბას ცხოვრება.
– როგორ ფიქრობ, საბა რას მეტყოდა?
მარიამი(14 წლის): ზუსტად ვიცი, რომ ჩაგეხუტებოდათ, და გთხოვდათ, რომ ყველას უდიდესი მადლობა გადასცეთ! მისთვის იმის შესაძლებლობა, რომ იჯდეს ეზოში, და არა ოთხ კედელს შუა, ძალიან ბევრს ნიშნავს.
– შენ და საბას კიდევ რაიმე გჭირდებათ? ჩვენს მკითხველებს, შეუძლიათ კიდევ რამით რომ დაგეხმარონ?
მარიამი(14 წლის): თუ შეიძლება, მინდა კომპიუტერი გთხოვოთ. ვიცი, რომ ყველა ძალიან დაგვეხმარა და სწორედ მათი დამსახურებით შევძელით ამ სახლის გარემონტება. ამიტომაც, ძალიან მერიდება კიდევ რამე რომ გთხოვოთ. მაგრამ სკოლის პროგრამას ძალიან ჩამოვრჩი იმის გამო, რომ არ მაქვს კომპიუტერი ახლა ხომ გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩემს მეგობრებთან მიწევს წასვლა, გაკვეთილებს რომ დავესწრო და ვიმეცადინო.
– ვფიქრობ, შენი ეს სურვილი, შესმენილი იქნება და ასრულდება. ბატონო ოლეგ, თქვენ რას იტყვით,   კიდევ რაიმე გადაუჭრელი პრობლემა თუ დაგრჩათ?
ოლეგი: ერთადერთი, რის თხოვნასაც გავბედავდი, არის საწოლი, საბასთვის. ერთ საწოლში გვძინავს და მისთვის, ეს ძალიან მოუხერხებელია.

სხვა ყველაფერს, უკვე თავადაც ვუმკლავდები. თქვენ მე, ამოსუნთქვის, საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრებისა და ქირის ფულის დაზოგვის შესაძლებლობა მომეცით. მაჩვენეთ გზა, რომელსაც შემიძლია, უკვე თავად რომ მივყვე. და რაც მთავარია! კიდევ, თქვენი დამსახურებით, ჩვენს ოჯახს უამრავი ახალი მეგობარი ჰყავს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გვერდში ბოლომდე იქნებიან. მხოლოდ ერთს ვიტყვი:
ჩემმა ქართველმა თანამემამულეებმა და თქვენმა ფონდმა, ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეთ!
—-
      და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უბრალოდ  დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს, ყველა თქვენი პრობლემა დაგავიწყდებათ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
        ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია!.. აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს, და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
      სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები ჯერ არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე –  შანსია, თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ! 
           მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შაინიძეების ოჯახი)
       სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
       ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
0901 200 270 – 1 ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.
      ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მარ 03
პამპერსები
193.50₾
2020 მარ 03
ჭურჭლის სარეცხი მანქანა
670.00₾
2020 მარ 03
სამშენებლო მასალა
1293.68₾
2020 მარ 17
გაზის გამათბობელი
288.64₾
2020 აპრ 20
პროდუქტები
179.33₾
2020 აპრ 20
ფონდის ზედნადები ხარჯები
800.00₾
2020 მაი 13
პროდუქტები
189.16₾
2020 მაი 21
პროდუქტები
69.56₾
2020 მაი 25
პამპერსები
209.00₾
2020 ივნ 05
პროდუქტები
142.88₾

სულ ხარჯები:

4035.75₾

დარჩა:

0.49₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.06.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.06.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.06.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2020 07:14:07
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2020 11:01:24
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2020 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾4,036.24

245 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,036.24

245 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება