ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შვილის ავადმყოფობის ცქერა ძალიან მძიმე ყოფილა

calendar თებერვალი 28, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ღმერთმა აშოროს ყველას ის მდგომარეობა, როდესაც შვილი დახმარებას გთხოვს და ვერ ეხმარები.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ღმერთმა აშოროს  ყველას ის მდგომარეობა, როდესაც შვილი დახმარებას გთხოვს და ვერ ეხმარები. ასეთ მდგომარეობაშია ირა ხერგიანი. ის 83 წლის სათნო ბებიაა, მისი სული სიმშვიდეს ითხოვს, მაგრამ ირამ 40 წლის შვილს უნდა მოუაროს. მატრონას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. 
მოხუც დედასთან საუბარი ძალიან გაგვიჭირდა. ჩურჩულით საუბრობდა და სულ თავის შვილს დასდევდა, რომელიც არცერთი წამით არ გაჩერებულა…
– ირა, მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ირა: სვანეთში ვცხოვრობდით, მესტიაში. გვიან გავთხოვდი. ძალიან მინდოდა ოჯახი და შვილები. როდესაც მატრონა გამიჩნდა, მაშინ მივხვდი თუ რა იყო ნამდვილი ბედნიერება! ის უსაყვარლესი ბავშვი იყო, ყველასგან გამორჩეული – კეთილი, თავაზიანი!  17 წლის იყო როცა მას ხასიათი შეეცვალა. აგრესიული გახდა. უხეშად გვპასუხობდა, რამდენჯერმე ხელითაც შეგვეხო. უფროს დებსაც არ ინდობდა… წალენჯიხაში გადავედით საცხოვრებლად, მესტიიდან თბილისში სამკურნალოდ მისი ტარება ძალიან გაგვიჭირდა. შარშან მეუღლე გარდაიცვალა. მეტწილად მატრონასთან მარტო ვრჩები, იმის ძალა კი, მის ვერაგ დაავადებას ვებრძოლო, თითქმის აღარ შემწევს. იცით, როგორ მეშინია? მატრონასი კი არა, საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ შენმა საკუთარმა შვილმა, შეიძლება ტკივილი მოგაყენოს.  შეიძლება დაგარტყას, და ვერც მიხვდეს, რა ჩაიდინა… ღმერთო რა საშინელებაა…
– თუ გნებავთ შევწყვიტოთ საუბარი.
ირა: არა, იყოს, დავმშვიდდები ნელ-ნელა. ხალხმა უნდა იცოდეს, რა დაუნდობელია ხანდახან ცხოვრება. ყველაზე ძნელი კი ისაა, რომ როდესაც მატრონა აცნობიერებს თავის მდგომარეობას, მემუდარება დავეხმარო. როცა ავი სული შორდება, ძალიან განიცდის, რომ გულს მტკენს. ყოველი შეტევის შემდეგ, მიხსნის თუ რამდენად ვუყვარვარ. წარმოგიდგენიათ, როგორი ბრძოლები აქვს? ჩემზე ხელს აღმართავს, ამ დროს კი ტირის: „ დედა არ მინდა შეგაშინო, მომეცი წამალი! გეხვეწები წამალი დამალევინე! იცი, როგორ მიყვარხარ, ამას მე არ ვაკეთებ“ საიდან მოვუტანო წამალი? საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს!
– რა წამლები სჭირდება? ან რა არის თქვენი საარსებო წყარო? რით იკვებებით?
ირა: დამამშვიდებელი უნდა…რაღაც ძვირადღირებული! როგორ ვუყიდო არ ვიცი. ყველაზე ძნელია, როცა საჭმელს ვერ ვუმზადებ. ოთახებში დადის და რასაც იპოვის პირში იყრის, ხან უმ ბრინჯს ღეჭავს, ხან სიმინდს ან მაკარონს. როცა ვუშლი, უფრო აგრესიული ხდება და შეიძლება მეც მიკბინოს… ღმერთო, ღმერთო, ამქვეყნად ყველა ბავშვს სულიერი სიმშვიდე მიეცი. კვირაში ერთხელ ფსიქიატრიულ კლინიკაში ვაწვენთ.  როცა მისი მდგომარეობა უმართავი ხდება.
– ირა, რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ? როგორ შეგიმსუბუქოთ ტანჯვა?
ირა: გეხვეწებით დამეხმარეთ პროდუქტით, წამლებით… იქნებ სახურავის შეკეთებაშიც დამეხმაროთ როგორმე. წვიმასა და ქარიან ამინდში, მატრონას ძალიან ეშინია, ტირის ოთახში წყალი რომ ჩამოდის და ხის ნაფოტები ცვივა. მეშინია, ერთ  დღეს, სახლი თავზე არ დამენგრეს.
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ირა ხერგიანისა და მისი შვილის დასახმარებლად. ამ საბრალო მოხუცი ქალის გაჭირვებაში მიტოვება დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში უფლისა და საკუთარი სინდისის წინაშე! 
ოჯახს სჭირდება საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, საწოლი და საოჯახო ტექნიკა. იქნებ შევძლოთ და სახლის გადახურვაშიც დაეხმაროთ?
დაურეკეთ ან მოინახულეთ ირა და თავად იხილავთ მის სავალალო მდგომარეობას. მისი ტელეფონის ნომერია: 551 07 41 14. მისამართი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ლია.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. 
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ირა ხერგიანი) 
ვებგვერდის საშუალებით:
სწრაფი გადახდის ტერმინალებით:
 nova technology, tbcpay и expresspay 
მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. 
ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/gy2gus).
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ საბრალო მოხუცსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

ახლა, სიკვდილიც აღარ მაშინებს!

უბედური, მოხუცი ქალისა და მისი სულით ავადმყოფი გოგონას, მატრონას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ერქვა: „შვილისავადმყოფობისცქერაძალიანმძიმეყოფილა“. ამ ისტორიამ ყველას თავზარი დასცა. 84 წლის მოხუცი, ირა ხერგიანი, 40 წლის ქალიშვილს უვლის, რომელიც 17 წლის ასაკიდან ავად არის და ექიმებს მისი დაავადების დიაგნოზის დასმაც კი არ შეუძლიათ. ის შეშლილია და საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფთ!

რომ არა ჩვენი მხარდაჭერა, მსოფლიოში ყველაზე უბედური დედა-შვილი პანდემიას ვერ გადაიტანდა და უბრალოდ, შიმშილით მოკვდებოდა.

როდესაც ჩვენმა თანამშრომლებმა წამლები და პროდუქტები მიიტანეს, საწყალი ირა ბებო ვერც კი იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მას ეკუთვნოდა. მან ტირილი დაიწყო… თავისი დაბერებული, გამომშრალი ხელებით, ჩვენს თანამშრომლებს ეფერებოდა და იმეორებდა: „უფალი ყველაფერს ხედავს, უფალმა ყველაფერი იცის… ეს მან გამოგგზავნათ ჩემთან!“

ირა ბებო, თქვენთან პირველად რომ მოვედით, გვითხარით, რომ არ გჯეროდათ, ვინმე თქვენით თუ დაინტერესდებოდა. ახლა გჯერათ? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ირა: ეჰ, ძვირფასებო, არც კი ვიცი, უთქვენოდ, რა მეშველებოდა… მე თქვენ წამლები და საჭმელი გთხოვეთ. გახსოვთ, გიყვებოდით, რომ დამამშვიდებლების გარეშე, ჩემი გოგონა ხელით მეხება, მცემს, თვითონ კი ტირის და ამბობს: „დედა, არ მინდა, ეს მე არ ვარ“… ახლა კი, დაწყნარდა! თითქოს ერთი აბია, მაგრამ როგორი ხსნაა?!

ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იმ ადამიანების სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

ირა: უკვე დავბერდი, სახელებს ვეღარ ვიმახსოვრებ… ერთი ბიჭი იყო მოსული, იმდენი კარტოფილი მოგვიტანა!.. ჩემს მატრონას ისე უხაროდა! მეკითხებიან, ვინ ხართ, რომელი ფონდიდან, მე კი მოხუცი ვარ, არ მახსოვს. ვამბობ, რომ ყველაზე კეთილი ფონდი! ყველაზე კეთილი ადამიანებით!

– ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ, ან რამით თუ დაგეხმარნენ?

ირა: არა. ჩვენ მათთვის არ ვარსებობთ, საყვარელო. რომ მოენდომებინათ, ჩვენით თქვენამდეც დაინტერესდებოდნენ. რამდენჯერ ვთხოვე სახურავის შეკეთება… წვიმის ან ქარის დროს მატრონას ძალიან ეშინია, ყვირის და ტირის. წყალი სახლში იღვრება და ხის ნაფოტები ძირს იყრება… ვშიშობ, ერთ მშვენიერ დღეს ის ბანქოს სახლივით დაიშლება.

თქვენი გრძნობების შესახებ მოგვიყევით.

ირა: აი, ვზივარ და ვტირი… უკვე რამდენი წელია, ცრემლების გარდა, სხვა არანაირი გრძნობა აღარ დამრჩა… აი, ახლაც, ცრემლებად ვიღვრები. მაგრამ ეს სხვა ცრემლებია. სიხარულის ცრემლები. ხომ გესმით? ოჰ, დავბერდი, გაუგებარ რაღაცებს ვამბობ. მაგრამ დიდი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ!

საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

ირა:ოჰ,ჩემო კარგო! აი, ნახეთ, ძველის ნაცვლად, როგორი მაცივარი მოგვიტანეს! არც კი ვიცოდი, ასეთები თუ არსებობდა! უთოც მოგვიტანეს! ალბათ იკითხავთ, რად უნდა მოხუც ქალს უთო? ახლოს მოიწიეთ, ყურში გეტყვით! (ირამ ხელი ტუჩებთან მიიტანა). იცით, მატრონა ხანდახან პატარა ბავშვივითაა. ვერ გრძნობს, როდის უნდა მოისაქმოს. ხშირად მიწევს მისი საცვლების რეცხვა. ზოგჯერ, გაშრობას ვერ ასწრებს. ჰოდა, გავაუთოებ და ჩემი საწყალი გოგოც კარგად იქნება!

პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

ირა: ეს არის გრძნობა, რომ უფალი კვლავ ჩემთანაა! რომ მას არ მივუტოვებივარ! რომ რწმენა და იმედი არ უნდა დავკარგო! და იცით, ყოველთვის მეშინოდა, რომ როდესაც უფალი წამიყვანდა, ჩემი მატრონა მარტო დარჩებოდა, რომ მასზე არავინ იზრუნებდა. ახლა კი დავინახე, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში! უფალმა ყველა ჯანმრთელად გამყოფოთ!

– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ,რომ დაგეხმარონ?

ირა: ოჰ, არც კი ვიცი… თავხედობად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ შეიძლება, ჩემი გოგონასთვის საწოლი გთხოვოთ? კომფორტული, რბილი… იგი ხშირად წევს და ნაფოტების გამო, მერე ძვლები სტკივა…. მართლა შეიძლება?

ჩვენ აუცილებლად დავწერთ ამის შესახებ!

ირა: და კიდევ, აუცილებლად დაწერეთ, რომ მე ყველასთვის ვილოცებ, ღმერთს შევევედრები, რომ მან თქვენს შვილებს ყველა ავადმყოფობა აშოროს! რომ ყველაფერი სამართლიანად მოგეცეთ… ვთხოვ, რომ მშობლებზე შვილები ზრუნავდნენ და არა პირიქით! ახლა, ყველანი ჩემი შვილები ხართ! ჩემი საუნჯე!

***

მეგობრებო, აი, კიდევ ერთი სასწაული! თქვენ იმ ადამიანებს დაეხმარეთ, რომელთა არსებობაც ყველამ დაივიწყა! რომლებიც ამქვეყნად სრულიად მარტონი იყვნენ… დედა-შვილი, რომლებიც არც კი ჩანდნენ! მათი ტანჯვა და ტირილი არავის ესმოდა! მაგრამ თქვენ გაიგეთ და დაეხმარეთ! ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მოგცეთ!  

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთსდაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ხერგიანების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაცhttps://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/556-khergiani/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მაი 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
240.00₾
2020 ივნ 05
მაცივარი
540.00₾
2020 ივნ 09
მედიკამენტები
197.14₾
2020 ივნ 24
უთო
50.00₾
2020 ივლ 14
პროდუქტები
160.00₾

სულ ხარჯები:

1187.14₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2021 15:54:09
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2020 12:36:27
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2020 06:07:11
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.04.2020 22:38:29
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2020 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾1,187.04

125 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,187.04

125 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება