ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გოდაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია!

calendar მარტი 26, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მათ სახლში აუტანელმა უიმედობამ დაიდო ბინა. დაობებული კედლები, ჟანგიანი საწოლები, ძველი ტანსაცმლი…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მათ სახლში აუტანელმა უიმედობამ დაიდო
ბინა. დაობებული კედლები, ჟანგიანი საწოლები, ძველი ტანსაცმლი… ოჯახში ხუთი წევრია
სოფიკო, მისი მეუღლე და სამი არაჩვეულებრივი შვილი: 9 წლის ნათია, 7 წლის თამარი და
5 წლის გაბრიელი.

სოფია: მამა ადრე გარდამეცვალა და ვაჟამ
მისი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში. ისეთი კარგი ადამიანია.

– ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით?

სოფია: ვცხოვრობდით ისე, როგორც ქართველი
ოჯახების უმეტესობა ცხოვრობს. არასდროს ვყოფილვართ მდიდრები. მაგრამ, ღმერთის წყალობით,
მშივრები არ ვყოფილვართ! ვაჟა ძალიან ბევრს შრომობდა, მაგრამ შარშან ფეხი დაიზიანა.
ამის გამო, ნორმალურად ვეღარ დადის.

– ვხედავ, ბავშვები არ შორდებიან, მამა
ძალიან უყვართ, არა?

სოფიკო: დიახ, ის უყვართ ყველაზე მეტად.
როდესაც მუშაობდა, თითქმის ვერ ნახულობდნენ. ახლა კი სულ სახლშია და პატარებს უხარიათ.
ჯერ ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი არსებობა მამის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

– ვინმე გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

სოფიკო: ვაჟას არ ყავს მშობლები. დედაჩემი
კი ძალიან მოხუცია და თავად დახმარება სჭირდება! სამწუხაროდ იშვიათად ვნახულობ. არ
მაქვს გზის ფული.

– ეს ძველი სახლი ვისია?

სოფიკო: მშობლებისგან მემკვიდრეობით
ერგო ჩემს მეუღლეს! გვეგონა რომ რომ გავარემონტებთ, ფულს შევაგროვებთ, საწოლებსა და
კარადას შევიძენთ. მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა ჩვენი ერთადერთი ოცნებაა – ბავშვები
არ დარჩნენ მშივრები! ხედავთ იმ ნივთების გროვას ოთახის კუთხეში? აღარ ვიცი, როგორ
დავაწყო… ლამაზად დავალაგებ, მეორე დღეს კი ისევ არეულია და ყველგან ყრია. წვიმა
რომ დაასველებს, ადგილიც არ მაქვს, რომ დავფინო და გავაშრო. როგორ მოვიქცე?  მირჩიეთ რამე? ვინმე კარადას თუ მომცემს, ამ ნივთებს
შევაწყობ და აღარ იქნება ასეთი არეულობა.

– ადგილობრივ მმართველობას მიმართეთ
დახმარებისთვის?

სოფია: დიახ, მივმართეთ. ერთი წლის
წინ სარეცხი მანქანა გვაჩუქეს, ახლა კი მაცივარიც მოგვიტანეს. ვერ ვიტყვი, რომ ყურადღებას
არ გვაქცევენ. მაგრამ ისიც ვიცი , რომ გაჭირვებული ოჯახი ძალიან ბევრია.

– ხსნას რაში ხედავთ? მორწმუნე ხართ?

სოფია: მე და ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი
ქრისტიანები ვართ და შვილებსაც ასე ვზრდით. უყვართ ადამიანები, ბოროტები არ არიან.
შეუძლიათ  უკანასკნელი ლუკმა პური მშიერს გაუყონ.
კნუტი იპოვეს სადღაც და სახლში მოიყვანეს. ჩვენ დედ- მამა მაინც გვყავს, ეს საბრალო
კი სულ მარტოაო!

– რა კეთილი ბავშვები ხართ, შეიძლება
გაგესაუბროთ? როგორ ხართ?

ნათია: კარგად, თქვენ?

– მომიყევით, ყველაზე მეტად ვინ გიყვართ
და რატომ?

ნათია: მე დედა მიყვარს და გაბრიელი,
თამარი კი ხანდახან მაბრაზებს.

თამარი: მე კი ყველა მიყვარს, ყველაზე
მეტად  კი მამიკო!

– რომელია შენი საყვარელი სათამაშო?

ნათია: მე არ მაქვს სათამაშოები. ყველა
თამარის ვაჩუქე, მე კი კნუტს ვეთამაშები.

თამარი: როდის მაჩუქე? ჩვენ არ გვაქვს
სათამაშოები! მე დამალობანას თამაში მიყვარს ყველაზე მეტად!

– რომელი ზღაპრები იცით?

ნათია: დედიკო გვიყვებოდა ადრე, გრძელთმიან
პრინცესაზე.

თამარი: მე არ მიყვარს ზღაპრები, სიმღერების
მოსმენა უფრო მიყვარს.

–  ოცნებობ, რომ მომღერალი გახდე. გამოვიცანი?

თამარი: ვერ გამოიცანით, ექიმი გავხდები.

ნათია: არ ვიცი. მასწავლებლები ყველას
უყვარს. მეც მინდა რომ ყველას ვუყვარდე და ალბათ მასწავლებელი ვიქნები.

– რა სათამაშოებზე ოცნებობთ?

ნათია: მე პლანშეტი მინდა. იქ ხატვაც
შეიძლება და წიგნების კითხვაც.

თამარი: მე კი ბარბი, თავისი სახლითა
და ბევრი ტანსაცმლით!

– შენი საყვარელი საჭმელი რომელია?

ნათია: ერთხელ დედიკომ ხაჭაპური გამოაცხო!
ისეთი გემრიელი იყო!

თამარი: მე ვაფლი

– ძალიან ყოჩაღი გოგონები ხართ! თქვენ
რაზე ოცნებობთ, სოფია?

სოფია: ვოცნებობ, რომ ბავშვებმა აღარ
იშიმშილონ, მეუღლემ რომ თავი უკეთესად იგრძნოს და აქტიური ცხოვრებით იცხოვროს.

– რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგემართათ?

სოფია: ჩვენს სოფელში, ერთ ოჯახს დაეხმარეთ.
მასწავლეს, თქვენთვის დახმარება როგორ მეთხოვა და ჩემმა მეგობარმა მოგწერათ.

– მერწმუნეთ, თქვენი ოჯახის შესახებ,
თითქმის მთელი საქართველო შეიტყობს! გინდათ გაიცნოთ ფონდის მეგობრები?

სოფია: გამიხარდებოდა კეთილი ადამიანების
გაცნობა.

– ბევრ დროს აღარ წაგართმევთ, ბოლო
კითხვა მაქვს: რა რჩევას მისცემდით  ჩვენს მკითხველებს?

სოფია: არასდროს დანებდეთ! მაშინაც
კი, როცა ძალიან გიჭირთ, როცა გგონიათ, რომ თვენს სახლში ეშმაკმა დაიდო ბინა. არ დანებდეთ
და ილოცეთ, რათა ყველაფერი ცუდი დასრულდეს. ყველაფერ ცუდს ყოველთვის დასასრული აქვს.

– ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

სოფია: საწოლები, თეთრეული, ლეიბები…
ჩვენი სულ დალპა და გადასაყრელია. ძალიან გვჭირდება პროდუქტი, ბავშვები ნორმალურ ტანსაცმელზე
ოცნებობენ.

– ეჭვიც არ მეპარება, თქვენი ოცნებები
აუცილებლად ასრულდება! რაც მთავარია, თქვენი ოჯახი ბევრ ახალ მეგობარს შეიძენს. საქართველო
ხომ ერთი დიდი და მოსიყვარულე ოჯახია.

——————-

მეგობრებო, როგორც ხედავთ, გოდაძეების
ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, საწოლები და ლოგინები, ბავშვებს კიტანსაცმელი
და ფეხსაცმელი.

გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ
მათ და მივცეთ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს
და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ სოფიას, ჰკითხეთ რა სჭირდება,
გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: კასპის რაიონი, სოფელი
ხოვლე. ტელეფონის ნომერი: Тел: 557 17 69 41

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს
საქველმოქმედო აქციას  გოდაძეების ოჯახის დასახმარებლად.
როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას
არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“
ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია,
რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ
იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.
გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ
ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს,
თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს
დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ
მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003,
GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: გოდაძეების ოჯახი)
ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA,
TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში
„ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ
ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ახლა ზუსტად ვიცი – სასწაულები ხდება!

 -მე და თამრო მთელი ღამე ჩურჩულით ვლოცულობდით: ნეტა, ველოსიპედი იყოს, ნეტა, ველოსიპედი იყოს… და მოხდა სასწაული – თქვენ ის მოიტანეთ! – ხუთი წლის გაბრიელი სიხარულით დახტის სანატრელი ველოსიპედის გარშემო. 

 ნეტავ, მისი თვალები განახათ, როდესაც, ერთი კვირის წინ, მისი ოცნება მანქანიდან გადმოვიღეთ! ჭყლოპინისა და აღტაცების ნაცვლად, გაბრიელი ატირდა! “რამხელაა, რამხელაა“, – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ბიჭუნამ და ტყავის სავარძელს გულის ფანცქალით შეავლო ხელი…

დიახ, სასწაულები ხდება და ამ სასწაულებს ჩვენ ვახდენთ, ჩვენო ერთგულო მეგობრებო! ჩვენ უკვე იმდენ გაჭირვებულ ადამიანს ვაჩუქეთ ბედნიერება! ამჯერად კი, ჩვენმა მხარდაჭერამ და სიყვარულმა გოდაძეების სახლის კარიც გააღო.

 ამ დიდი და მეგობრული ოჯახის ნაცრისფერი, უსიხარულო დღეების შესახებ მოგიყევით პუბლიკაციაში – “გოდაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია!” https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/565-godadze

 სამი შვილის სასოწარკვეთილი მშობლები – 38 წლის სოფიკო და 61 წლის ვაჟა გოდაძე დახმარებას ითხოვდნენ. მათი შვილები აუტანელ სიღარიბეში იზრდებოდნენ: დამპალი კედლები, დაჟანგული საწოლები, დახეული ტანსაცმელი, ნესტი… ოჯახის თავი, მთელი ცხოვრება, მძიმე შრომით ცდილობდა ერთი ნაჭერი პურის შოვნას. მისი წყალობით, როგორღაც გაჰქონდათ თავები, მაგრამ ერთი წლის წინ, ვაჟამ ფეხი მოიტეხა და ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. 

და აი, მას შემდეგ, რაც ჩვენ გოდაძეების ოჯახის შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ, სასწაული მოხდა! ამ ადამიანების უბედურების შესახებ ფონდის მეგობრებმა შეიტყვეს და 9 წლის ნათიას, 7 წლის თამარის (თამრო), 5 წლის გაბრიელისა და მათი მშობლების ოცნებები რეალობად იქცა! 

 – ბავშვები თქვენი საჩუქრებით ვერ ძღებიან! ჩვენ სახლში ბედნიერებამ დაისადგურა! ველოსიპედი კი ნამდვილ სასწაულად იქცა! ნათიას, თამროს და გაბრიელს ის ქუჩაშიც კი არ გააქვთ – ეშინიათ, არ დაიკაწროს. პატარებისთვის ის ცოტა მაღალია და სულ ყირავდება. თქვენი საჩუქარი რომ არ გააფუჭონ, ჯერ ოთახში სწავლობენ ტარებას. მხოლოდ თქვენი ფოტო-გადაღებისთვის გაბედეს მისი გარეთ გამოტანა. 

და საწოლები?! ბავშვებმა მათ კიდევ ერთი გამოყენება მოუძებნეს: დღისით ის ბატუტია, ღამით კი, წესისამებრ, საწოლი. როგორც იქნა, ჩემს შვილებს ნორმალურად შეუძლიათ დაძინება! აქამდე, სამივეს ერთ, რკინის, ძველ, მორყეულ საწოლზე ეძინა. 

– სოფიკო, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

– პირველ რიგში, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა სამყაროს მიმართ! ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ყველაფერი არ დაკარგულა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ სხვა ადამიანებსაც ვჭირდებით, რომლებიც ჩვენზე ფიქრობენ და გვერდში გვიდგანან რთულ მომენტებში! მადლობა თქვენი ამისთვის! ეს თქვენი დამსახურებაა! 

ჩვენთან იმდენი ადამიანი მოვიდა, საჩუქრებით! ბავშვებისთვის პროდუქტები, ტანსაცმელი მოჰქონდათ… სხვადასხვა რეგიონიდან და სოფლიდან ჩამოდიოდნენ. ღმერთი მათ აუცილებლად გადაუხდის მადლობას სიკეთისა და მზრუნველობისთვის, ჩვენ კი ვლოცულობთ და უფალს ვევედრებით, რომ ჩვენს ახალ მეგობრებს ასმაგად მიუზღოს მათი წყალობისთვის! 

– ყველაზე მეტად ვინდაგამახსოვრდათ? მათისახელები თუ გახსოვთ?

– განსაკუთრებით გორის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი – ქეთინო დამამახსოვრდა. ისეთი ხალისიანები იყვნენ, ჩემს პატარებს ისე ახარებდნენ! თითქმის მთელი დღე ჩვენთან ერთად გაატარეს. ჩვენს სახლში იმდენი კისკისი ისმოდა! ბავშვები თამაშობდნენ, მღეროდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ლექსს მოყვებოდა. ქეთინო კი, მათი ტოლივით იცინოდა და ერთობოდა! ის ისეთი პოზიტიური და სიცოცხლით სავსეა! ღმერთმა ყველა დალოცოს!

ისინი ახალი წლის დღეებში მოვიდნენ და იმდენი საჩუქარი მოგვიტანეს! საკვები, ტანსაცმელი, სხვადასხვა სახატავი მასალა: ფანქრები, გასაფერადებლები, ალბომები… მათთან განშორება ძალიან სამწუხარო იყო… მაგრამ ჩვენ ისინი გვახსოვს და იმ დღეს, ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ მოგონებად, გულში ვინახავთ.

– სოფიკო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?

– არა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენი წელია, ჩვენ მათ ერთადერთი თხოვნით მივმართავთ – სახლის სახურავი შეგვიკეთონ, მაგრამ ამაოდ. გვეგონა, თქვენი სტატიის მერე მაინც გაეღვიძებოდათ სინდისი, მაგრამ სამწუხაროდ… იქნებ ამ პუბლიკაციის შემდეგ შეიცვალოს რამე, არ ვიცი… 

იცით, ფეისბუქის პოსტს დეპუტატი, სოფიო კილაძე გამოეხმაურა და ანგარიშზე 100 ლარი გადმოგვირიცხა! პირადად ჩვენ, მასთან ურთიერთობა არ გვქონია – მისმა წარმომადგენელმა დაგვირეკა, გვაცნობა გადმორიცხვის შესახებ და ქალბატონი სოფიოსგან, კეთილი სიტყვები გადმოგვცა! ისეთი ბედნიერი ვიყავი! ასჯერ ვთხოვე, ჩვენი ოჯახის სახელით, მისთვის მადლობა გადაეხადა და საუკეთესო სურვილები გადაეცა. 

– სოფიკო, პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

– მათ ჩვენ მომავლის იმედი ჩაგვისახეს გულებში და გვაგრძნობინეს, რომ ჩვენს ოჯახს მარტო არ უწევს გასაჭირთან გამკლავება… ბავშვებმა კი სასწაულის ირწმუნეს! არადა, ჯერ კიდევ გუშინ, ისინი რბილ საწოლებზე, ტანსაცმლის კომოდზე ოცნებასაც კი ვერ გაბედავდნენ, ველოსიპედზე ხომ საერთოდ… ბავშვები ხომ მშვენივრად ხედავენ, რა მდგომარეობაშია მათი ოჯახი; ხედავენ რომ ფული საჭმლისთვისაც კი არ გვაქვს… 

ახლა კი – სასწაული მოხდა! ყველა მათი ოცნება რეალობად იქცა! და ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ! 

გაბრიელი (5 წლის): უკვე ვეღარ ვითმენ! შეიძლება, ჩაგეხუტოთ? მადლობა, მადლობა, მადლობა! რა მაგარია – ჩვენ ახლა საკუთრი ველოსიპედი გვაქვს! აღარ მოგვიწევს სხვისი ხვეწნა, რომ გვათხოვონ! აი, ვისწავლი კარგად ტარებას და მეზობლებთან ერთად, რბოლას მოვაწყობ!

– საჩუქრებიდან კიდევ რა მოგეწონა, გაბრიელ? 

გაბრიელი (5 წლის): საწოლები! დასაძინებლად – რბილია და სახტუნაოდ – მაღლა ხტები! 

– სახტუნაოდ? შენ რა, მათზე ხტუნაობ

გაბრიელი (5 წლის): არ გეწყინოთ, მაგრამ კი… როგორც ბატუტზე… ისეთი სახალისოა! 

თამრო (7 წლის): ნუ გეშინიათ, არ გავაფუჭებთ. ძალიან ფრთხილად ვხტუნაობთ. დედაც სულ გვეუბნება: „ფრთხილად, ქვეშაგები არ გააფუჭოთ!“, ხოდა ვცდილობთ, რომ ფრთხილად ვიყოთ… 

იცით, კიდევ რა მოგვეწონა? პატარა კომოდი მოგვიტანეს და ახლა ჩვენი ყველა ტანსაცმელი ლამაზად არის უჯრებში ჩალაგებული და ერთ გროვად აღარ ყრია კუთხეებში. გოგოებს ხომ ყველაფერი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეთ, ლამაზად?! ბიჭებსაც!

– ძალიან გვიხარია, ასე რომ გასიამოვნეთ და ყველაფრით კმაყოფილები რომ ხართ! ნათია, ჩუმად რატომ ზიხარ?

ნათია (9 წლის)თამრო და გაბრიელი იმდენს რატრატებენ, ერთ სიტყვას ვერ ჩააკვეხებს კაცი. მინდოდა, ყველასთვის მადლობა მეთქვა, ჩვენზე და დედაზე ასე რომ იზრუნეს. ახლა მას სარეცხი მანქანა აქვს და მისთვის ბევრად მარტივი იქნება, რადგან აქამდე, ჭის გაყინულ წყალში, ხელით უწევდა რეცხვა.

– დარწმუნებული ვარ, დღეიდან, ცხოვრებაში მხოლოდ სიხარულით სავსე წუთები გექნებათ, რადგან ახლა ამდენი ერთგული მეგობარი გყავთ!

– სოფიკო, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ,რომ დაგეხმარონ?

– არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება და შემიძლია თუ არა, კიდევ რამე გთხოვოთ; მითუმეტეს, ამ საკითხით ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაკავდეს; მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, კვლავაც, დაზიანებული სახურავია. წვიმის დროს სახლშიც თქეშია. ერთი ოთახით სარგებლობა საერთოდ არ შეგვიძლია, იქ ნამდვილი წყალდიდობა ხდება ხოლმე. მეორე ოთახში ვჭამთ და გვძინავს, საწოლები და სასადილო მაგიდა კუთხეებში მოვათავსეთ, წყალი რომ არ დაესხას… 

ამაზე საუბარი მეუხერხულება, მაგრამ იქნებ ვინმემ შეძლოს ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარება?

სხვა დანარჩენზე კი, ვეცდებით, თავად ვიზრუნოთ. თქვენ მთავარი გააკეთეთ – დაგვიბრუნეთ სიკეთისა და ადამიანების რწმენა! ახლა ჩვენ ვიცით – სასწაულები ხდება! 

—-

და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ ბევრი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე -შანსია,რომ თქვენც ყოველთვის ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:გოდაძეების ოჯახი

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც, ბმულზე:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/565-godadze

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივნ 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
460.00₾
2020 ივლ 02
საწოლი
600.00₾
2020 ივლ 02
პროდუქტები
460.00₾
2020 ივლ 23
ველოსიპედი
250.00₾
2020 აგვ 03
კომოდი
240.00₾
2020 აგვ 06
ჩაიდანი
65.00₾
2020 აგვ 11
პროდუქტები
230.00₾

სულ ხარჯები:

2305.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.05.2020 13:25:16
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.05.2020 09:27:09
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.04.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.04.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2020 08:39:02
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2020 19:54:36
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2020 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾2,305.00

144 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,305.00

144 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება