ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჯერ ისევ ბავშვია… და რამდენი ტანჯვის გავლა უწევს

calendar აგვისტო 7, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დედისერთა ბიჭი, 10 წლის გიგი, საშინელ ტკივილებს უძლებს… უბედური დედა სულ მარტო დარჩა, მძიმე ავადმყოფი შვილით ხელში – ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია… დედისთვის. მხეც მამას ჯერ მისი მოკვლა უნდოდა, მერე ორივე მიატოვა…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
დედისერთა ბიჭი, 10 წლის გიგი, საშინელ ტკივილებს უძლებს… უბედური დედა სულ მარტო დარჩა, მძიმე ავადმყოფი შვილით ხელში – ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია… დედისთვის. მხეც მამას ჯერ მისი მოკვლა უნდოდა, მერე ორივე მიატოვა…  
„გიგი არის ბავშვი, რომელიც საკუთარი შვილივით შეგიყვარდებათ! გესმით? ფანჯრის მიღმა მუსიკა ჩაირთო – ეს მისი ერთადერთი ბედნიერებაა“, – დედა, ჟანა ენგოიანი (41 წლის), გიგის ეტლთან დაიხარა და შვილს თავზე მოეფერა. 
თითქოს პასუხად უნდა მოესმინა: „დედიკო, დედიკო…“, – მაგრამ გიგის არც საუბარი შეუძლია, არც სიარული, არც დამოუკიდებლად ჭამა… წამლები, ნემსები, გამოკვლევები – ასეთია 10 წლის ბავშვის ცხოვრება. 

დედა არ ნებდება! მას სჯერა ღმერთის და შვილის გამო ყველაფერს გააკეთებს! და მას ახლა ძალიან სჭირდება თქვენი დახმრება! 

   
უბედური დედის ცხოვრება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – შვილი ფეხზე უნდა დააყენოს. დედის მოსიყვარულე გულში ჯერ კიდევ ღვივის უფლის სასწაულის მოლოდინი და იმედი, რომ მისი შვილი შეძლებს საკუთარი ფეხით გავლას და ოდესმე სანუკვარ სიტყვასაც წარმოთქვამს: „დედიკო…!“
– ჟანა, შეგიძლიათ, გიგის დიაგნოზზე დეტალურად მოგვიყვეთ? როდის გაიგეთ, რომ თქვენს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? 

ჟანა: ჩემს შვილს ბავშვთა ცერებრალური დამბლა, მიკროცეფალია და მხედველობის ნერვის ატროფია აქვს. გიგი ვერ დადის, ამიტომ ხელში აყვანილის ტარება მიწევს ან სასეირნო ეტლით დამყავს. არ შეუძლია საუბარი, დამოუკიდებლად ჭამა…
იმის შესახებ, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ დაიბადებოდა, ჯერ კიდევ ორსულობის მეექვსე თვეში შევიტყვე, თუმცა არ შემშინებია. ორსულობის შეწყვეტაზე ფიქრიც კი არ გამივლია თავში; მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლე სულ სხვა აზრზე იყო. კატეგორიულად მომთხოვა ბავშვის მოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში განქორწინებით დამემუქრა. მაგრამ ეს ხომ ჩემი შვილია?! ჩემი სხეულის ნაწილი! მტკიცედ გადავწყვიტე –  დაე, იყოს ასე! მე თვითონ გავზრდი ჩემს შვილს, როგორიც არ უნდა იყოს ის! ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ გრძნობდეს, რომ ვიღაცას უყვარს! ჩემი შვილი ჩემი ერთადერთი სიხარულია ცხოვრებაში. როგორ? როგორ უნდა მეთქვა მასზე უარი? მე ხომ მას გულთან ვატარებდი, ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდა…
– ექიმები რას ამბობდნენ? რა პროგნოზებს აკეთებდნენ? 

ჟანა: თბილისის მერიისა და სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსების წყალობით, ერთი წლის წინ, შევძელით გიგისთვის თავის ტვინის ტომოგრაფია გადაგვეღო. საკმაოდ ძვირი დაჯდა – 800 ლარი. ჩვენით ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდით, ამიტომ დახმარებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას! მერიისა და რაიონის ადმინისტრაციის ყველა იმ თანამშრომლის წინაშე ვიხრი ქედს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პრობლემა და გადაწყვიტა – ამ ბიჭუნას დახმარება სჭირდება! 
ტომოგრაფიის შემდეგ, ექიმებმა იმედი მომცეს, რომ ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს გიგის მდგომარეობა; მაგრამ ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან აუცილებელი კონსულტაციების, შემდგომ კი სრული გამოკვლევების გარეშე, ვერავინ შეძლებს, ოპერაციისა და მკურნალობის შესახებ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. მსგავსი კონსულტაციები ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ ჩვენ ამის ფული არ გვაქვს… 
გთხოვთ, დედას გულს ნუ მატკენთ! დაგვეხმარეთ, დავიძრათ „მკვდარი წერტილიდან“ და როგორმე დავიწყოთ ჩემი შვილის გამოკვლევა. უფალი დიდია! იქნებ რამე გაირკვეს… იქნებ მართლა მოხდეს სასწაული და თქვენც ამ სასწაულის მონაწილეები გახდეთ?! იქნებ ჩემმა ბიჭმა ბოლოს და ბოლოს ჩემთვის სანუკვარი სიტყვა თქვას  – „დედა“ და პირველი ნაბიჯებიც გადადგას?!
ნახეთ, შეხედეთ, როგორ გვიღიმის! დარწმუნებული ვარ, გიგის ყველაფერი ესმის, მაგრამ სამწუხაროდ ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს. 
– ჟანა, რა არის ყველაზე რთული ასეთი დაავადებების მქონე ბავშვის აღზრდაში? 

ყველაზე რთული მისი ხელით ტარებაა, რადგან გიგის სიარული არ შეუძლია; თუმცა ახერხებს და სახლში ზურგზე ხოხიალით გადაადგილდება. ამას ისეთი სიამოვნებით აკეთებს, როგორც ჩანს, ამ დროს თავს დამოუკიდებლად გრძნობს; მაგრამ თქვენც კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი იატაკი, ამის გამო კი მთელი ზურგის კანი გადაყვლეფილი აქვს… ამიტომ აკრძალვა მიწევს, მაგრამ არ მიჯერებს!
არ ვიტყოდი, რომ მისი მოვლა ძნელია. უფრო რთული იმის ყურება და მოსმენაა, როგორ იტანჯება გიგი. ღამით მისი ყვირილისგან იღვიძებ და აცნობიერებ, რომ შვილის დახმარება საერთოდ არაფრით შეგიძლია! ღმერთო, რა მტკივნეულია საკუთარი უმწეობის გააზრება… 
– ჟანა, გვითხარით, კონკრეტულად რა ტიპის დახმარება გჭირდებათ თქვენ და გიგის? რა მისცემს მას ფეხზე დადგომის საშუალებას?

ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან კონსულტაციები. მათი დასკვნის შემდეგ, შესაძლებელი იქნება კლინიკა „ავერსში“ გიგის სრული გამოკვლევის საკითხზე საუბარი, რაზეც ვოცნებობ! თუ ნევროლოგი და ნეიროქირურგი დადებით შეფასებას გააკეთებენ, მერე უნდა დავიწყოთ კომპლექსური დიაგნოსტიკა – თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), ელექტრონეიროგრაფია. ლოგოპედთან და ორთოპედთანაც უნდა მივიდეთ!
მაგრამ ეს ყველაფერი, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, ძალიან ძვირი ჯდება. მე ფული იმაზე ძლივს მყოფნის, რომ შვილისთვის ჰიგიენური საფენები და ელემენტარული საკვები ვიყიდო…
ამიტომაც მოგმართეთ დახმარების თხოვნით. თქვენს გარეშე თავს ვერ გავართმევ!
– მთავრობას რატომ არ სთხოვთ დახმარებას? ერთხელ ხომ უკვე დაგეხმარნენ? 

დიახ. როგორც უკვე გითხარით, მთავრობა სამი წლის წინ დაგვეხმარა, როცა გიგი წავიყვანეთ და სრული ტომოგრაფია გავუკეთეთ. ჩვენ ეხლაც მივმართეთ რაიონის გამგეობას დაფინანსების თხოვნით, მაგრამ უარი მოგვივიდა. უარყოფითი პასუხი იმით ახსნეს, რომ ამ ეტაპზე, პანდემიის გამო, სახელმწიფოს ბიუჯეტში ფული არ აქვს. 
მერიამ წამლები და სამი შეკვრა ჰიგიენური საფენი გადმოგვცა, ალბათ დროებით მაინც რომ დამენებებინა მათთვის თავი… მაგრამ მარაგი მალევე ამოგვეწურა! მხოლოდ ერთი თვე გვეყო, ხელმეორედ თხოვნა კი მხოლოდ მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. არც წამლები მოგვაწოდეს სრულად… გიგის ღამე ძალიან ცუდად სძინავს, ძალიან აწუხებს კუნთების ტკივილი… უძილობისთვის წვეთების ყიდვა მიწევს, რომელიც 30 ლარი ღირს. 
მაგრამ! უკვე სექტემბრიდან გიგი ადრეული განვითარების ცენტრში ივლის, სადაც სხეულის მასაჟს გაუკეთებენ. ამავე ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის აქვთ გასართობი და სავარჯიშო პროგრამებიც. მთლიანობაში, ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი სარეაბილიტაციო კურსის დაწყებას!
– რითი ცხოვრობთ, შემოსავალი რამდენი გაქვთ? 

ოჯახში ოთხნი ვართ: მე, გიგი, დედაჩემი (59 წლის) და ჩემი სტუდენტი ძმა, რომელიც უფასოზე სწავლობს. სოციალური დახმარება გვაქვს 220 ლარის ოდენობით, ამას ემატება გიგის ინვალიდობის პენსია – 250 ლარი და ჯამში, ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი 470 ლარი გამოდის; მაგრამ ჩემი შვილის პენსიის გარკვეული ნაწილის აღება წინასწარ მომიწია, რომ მისთვის ინვალიდის სავარძელი და გასასეირნებელი ეტლი მეყიდა. გიგი ძალიან გამხდარია, ეტლშიც ამიტომ ეტევა და ასე ვასეირნებთ ხოლმე სუფთა ჰაერზე. საბრალო ბავშვს სეირნობა ძალიან უყვარს. ეტლის გარეშე ვერაფერს გავხდებოდით – თვითონ სიარული არ შეუძლია… 
ჰოდა, ახლა პენსიის მხოლოდ ნახევარს ვიღებთ. თანხის უმეტესი ნაწილი წამლების ყიდვაში გვეხარჯება, მარტო შვილისთვის არა, დედაჩემისთვისაც – მას მძიმე ფორმის დიაბეტი აქვს. დედასაც ძალიან უჭირს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წამლები. რაც მისთვის გამოგვიწერა ექიმმა, ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ ყველაზე იაფიანის ყიდვა გვიწევს. 
– ჟანა, მუშაობის დაწყება არ გიცდიათ? 
ბავშვის გაჩენის მერე აღარ მიმუშავია, რადგან მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დედაჩემი უკვე ასაკშია და მარტო ვერ გაუკლავდება. გიგი უნდა აიყვანო, გადასვა, დედა კი ისეთ მდგომარეობაშია, ჯოხსაც ვერ აწევს… ეხლა ნახევარგანაკვეთიანი სამსახური შემომთავაზეს დამლაგებლად. კვირაში ერთხელ მომიწევს გასვლა და ანაზღაურება – თვეში 100 ლარიო. მესმის, ზოგისთვის ეს ხელფასი სასაცილოა, მაგრამ ჩვენთვის – მთელი ქონებაა. არც კი ვიცი, რა გავაკეთო… 
ასეთ ცხოვრებაზე არასდროს მიოცნებია, მაგრამ საკუთარი შვილისთვის… ღმერთო, საკუთარი შვილისთვის ყველაფერს ავიტან! 
– აბა, რაზე ოცნებობდით? 

იცით, არასდროს მიოცნებია გათხოვებაზე და შვილებზე. წარმატების მიღწევა, ფულის შოვნა, ოჯახის უზრუნველყოფა მინდოდა… ადრეული ასაკიდან დავიწყე მუშაობა, რადგან ძალიან ღარიბები ვიყავით! მამამ დედა ოთხი შვილით ხელში მიატოვა. ოჯახში მე ყველაზე უფროსი ვარ და შესაბამისად, დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობდი დანარჩენების,  ჩვენი დიდ ოჯახის წინაშე. დედას უნდა დავხმარებოდი, ამიტომაც წავედი და მუშაობა დავიწყე. 
დიდი გეგმები მქონდა. საზღვარგარეთ სასწავლებლად მინდოდა წასვლა, მერე კარგ სამსახურსაც ვიშოვიდი… მაგრამ ყველა ნაბიჯზე სირთულეებს ვაწყდებოდი, დრო კი მირბოდა… დედას მარტო ვერ ვტოვებდი, საბოლოოდ კი ვერსადაც ვერ წავედი. 
დაახლოებით 29 წლის ვიყავი, მომავალი ქმარი რომ გავიცანი. უფრო სწორედ, ერთმანეთი გაგვაცნეს. რამდენიმე თვეში დაქორწინება გადავწყვიტეთ. ნეტა იცოდეთ, როგორ ვოცნებობდი შვილზე! თან სირთულეებმაც ისე დამღალეს… მეგონა, აი, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემი საყრდენი გახდება მეთქი. მაგრამ მანაც ისევე მიმატოვა, როგორც მამამ…
– ჟანა, ეს ბინა თქვენია? 

 რას ამბობთ?! საკუთარი ბინა ჩვენთვის მხოლოდ ოცნებაა… რომელსაც, როგორც ჩანს, ახდენა არ უწერია… ამ ბინას მერია გვიფინანსებს, თუმცა ქირის ღირებულებას სრულად არ იხდიან და 50 ლარის დამატება ჩვენ გვიწევს. ჩვენთვის ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა, მაგრამ რას იზამ? ქირის ფასი 300 ლარია, ჩვენ თვითონ ვერანაირად გადავიხდიდით. მართლა ძალიან მადლობელი ვარ მთავრობის, დახმარებისთვის.
– რამდენი ოთახი გაქვთ? გიგის აქვს საკუთარი საძინებელი? 

აქ ორი ოთახია, ყველას თავისი საწოლი აქვს, თუმცა გიგი მარტო ვერ იძინებს – ხან უძილობა აწუხებს, ხანაც რაღაცის ეშინია და ვერც გვეუბნება, რისი… მასთან დედაჩემს სძინავს. თანაც ჩემი შვილი ხშირად იღვიძებს და კუნთების ტკივილისგან ყვირის. ღმერთმა ნუ ქნას, ზედმეტად გამოძრავდეს, თორე ლოგინიდან გადმოვარდება! 
– მესმის, რომ გიგი სრულყოფილად ვერ მოძრაობს, მაგრამ ალბათ არის რაღაც, რისი კეთებაც ძალიან უყვარს, არა? 

დიახ! გიგი საოცრად მუსიკალურია. ჯანრმთელობასთან პრობლემები რომ არ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, ან მოცეკვავე გახდებოდა, ან მომღერალი! როგორც კი მუსიკის ხმას იგებს, მაშინვე ტაქტში რხევას იწყებს, თითქოს ცეკვავს და მხიარულად ღმუის, თითქოს მღერის. ჩემი მზეა ეს! ნეტა ნახოთ, სიხარულისგან როგორ ანათებს! 
მუსიკას ჩემ ტელეფონზე უსმენს ხოლმე, ან ჩვენ ძველ ტელევიზორზე, რომელსაც ხმა თითქმის არ აქვს…
 
– იქნებ ჩვენი მკითხველები მაგაშიც დაგეხმარონ… 

ოჰ, რა მშვენიერი იქნებოდა, ახალი ტელევიზორის ყიდვაში რომ დაგვეხმარონ! წარმომიდგენია, გიგის როგორ გაუხარდება! მისთვის ეს უდიდესი ბედნიერება იქნებოდა! 
 – ჟანა, რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც თქვენსავით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა? 

მინდა ძალა, დიდი ძალა ვუსურვო. ღმერთმა გააძლიეროს მათი რწმენა და იმედი! არასოდეს დანებდეთ! 
და კიდევ… არასდროს! დაიმახსოვრეთ, არასდროს არ ეჩხუბოთ და არასდროს გადმოანთხიოთ თქვენი რისხვა და მწუხარება თქვენ შვილზე, იმიტომ რომ ის არაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა! ბავშვი ყოველთვის უნდა გრძნობდეს თქვენს სიყვარულს… 
–გჯერათ უცხო ადამიანების სიკეთის? 

მჯერა, რადგან თქვენ ეხლა ჩემ წინ ზიხართ! ერთხელ თქვენი ფონდის სტატია ვნახე ფეისბუქზე. არც კი დავფიქრებულვარ, ისე მოგწერეთ და აი, თქვენ აქ ხართ! ვიცი, რამდენ ოჯახს დაეხმარეთ. და მე იმედის სხივი ჩამესახა გულში… იმაზე ფიქრი შემომეპარა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი საყრდენები და მხარდამჭერები გახდებიან… იცით, ჩვენ ძალიან დავიღალეთ მარტოობით და საკუთარი უმწეობაც ძალიან გვაშინებს… 
—-
მეგობრებო, ჟანა – ნამდვილი გმირი დედაა! იგი არ შედრკა და თვალებში ჩახედა შიშს. მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აწევს ნაზ, ქალურ მხრებზე; ახლა კი მას ძალიან უჭირს და ჩვენგან მხარდაჭერას და დახმარებას ნამდვილად საჭიროებს. 
ოჯახს უკიდურესად ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები პატარა გიგისთვის, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ყველაზე მთავარი – ბავშვის გამოკვლევა! ნუთუ მათ ბედის ამარა მივატოვებთ? საწყალი ჟანას ადგილზე ხომ ნერბისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს?! ჩვენი ამოცანაა – დავანახოთ მას, რომ არაფერია საშიში, როცა გვერდით კეთილი ხალხი გიდგას!
გიგის და მისი უბედური დედას ძალიან სჭირდება თქვენი თანადგომა, მეგობრებო!  ისინი სრულიად მარტონი არიან ამ სასტიკ სამყაროში და ჩვენ გარდა, სხვას ვერავის სთხოვენ დახმარებას! 
თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს და ვიცით, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა დიდი გულით! მოდით, ეს ყველას დავუმტკიცოთ!  
დაურეკეთ ჟანას, გაამხნევეთ და ხვალინდელი დღის იმედი ჩაუსახეთ გულში. ტელეფონი: 555-52-31-71 ჟანა ენგოიანი 
ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, სამგორის რაიონი, აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქ. 29.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ენგოიანების ოჯახსა და მათ პრობლემებზე შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ჟანა ენგოიანი)
ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ჟანას და გიგისაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

თქვენ ჩემს შვილს სიხარული აჩუქეთ და ეს ფასდაუდებელია!

„ჩემი ბიჭი ბევრად აქტიური გახდა, ყოველთვის კარგ განწყობაზეა და ეს თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის წყალობითაა!“ – მადლიერების სიტყვებით და ბედნიერი ღიმილით გვეგებება დედა, ჟანა. – „მალე შემოდით და ნახეთ, როგორ შეიცვალა ჩემი გიგი!“

განა 11 წლის ბიჭს, რომელსაც მიკროცეფალიისა და ცერებრული დამბლის ურთულესი დიაგნოზი აქვს, ბედნიერებისთვის ბევრი რამ სჭირდება? როგორც აღმოჩნდა, ახალი ტელევიზორი სრულიად საკმარისია მისი და მისი საბრალო დედის განწყობის ასამაღლებლად, რომელიც შვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის სულ მარტო იბრძვის. მათი სევდიანი ამბავი ახლახან მოგიყევით პოსტში: „ჯერ ისევ ბავშვია… და რამდენი ტანჯვის გავლა უწევს“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/610-engoyan

„გიგი ნამდვილი მუსიკოსი გვყავს! როცა ბედნიერია, ქვაბების სახურავებით რახარუხი გააქვს… როგორც მედოლეს. საჩუქრების მიიღება სწორედ ასე აღნიშნა. აბა, ახლა წარმოიდგინეთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ახალმა, დიდმა ტელევიზორმა! მუსიკის გარეშე დღე არ გადის! როცა მას ასეთ ხასიათზე ვხედავ, სიხარულისგან ტირილი მინდება…“ – სიხარულის ცრემლებს ძლივს იკავებს დედა, ჟანა.

საქართველოში ყველაზე თბილი, კეთილი და მზრუნველი ხალხი ცხოვრობს! აქ ყველა ერთმანეთს ეხმარება. ჟანა და გიგი თქვენს გულწრფელ მხარდაჭერას ნამდვილად გრძნობენ და იციან, რომ მარტონი აღარ არიან! მათ ახლა სულ სხვა განწყობა აქვთ და ამ მძიმე სენთან საბრძოლველად ძალაც შეემატათ.   

„ქვეყნად კეთილი ხალხი ჯერ არ გადაშენებულა“, – გვეუბნება მადლიერების გრძნობით აცრემლებული ჟანა. – „ვიცოდი, რომ ფონდი ხალხს ეხმარება; ბევრი სხვადასხვა ამბავი წამიკითხავს და მინახავს, მაგრამ როცა შენ და შენი შვილი ამ ამბის მონაწილეები თავად ხართ, ემოციებს ძლივს ერევი. წერილი კი მოგწერეთ, მაგრამ არ ვიცოდი, ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა.

და უცებ, გარკვეული დროის შემდეგ, გვირეკავენ და გვეკითხებიან, რა სახის ტექნიკა გჭირდებათო. რა თქმა უნდა, ტელევიზორი მეთქი. ჩვენი იმდენი წელი ვამუშავეთ, რომ უკვე დაძველდა… ეკრანი წარამარა შავდებოდა და ცუდი ხმა ჰქონდა, გიგისთვის კი ხმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

500 ლარის საფენებიც გვაჩუქეს. ეს ძალიან დიდი დახმარებაა, რადგან ისინი სულ ძვირდება, გიგის კი დღეში, ყველაზე ცოტა, ექვსი ცალი სჭირდება.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თანხა გადმორიცხა და ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო. თქვენ მე ძალა და გამბედაობა შემძინეთ და უკეთესი მომავლის რწმენა განმიმტკიცეთ. ჩემი შვილის ბედნიერება ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე დიდი განძია. თქვენ მას სწორედ ეს ემოციები აჩუქეთ.

(ჟანა ძალიან ღელავს; ჩერდება და სულს ითქვამს).

– გიგი არაჩვეულებრივი ბიჭია. თავის დიდ სიხარულს როგორ გამოხატავს?

ჟანა: მთელი გულით იცინის, შინაურებს გვეხუტება და უნდა, რომ მოგვეფეროს. საჩუქრებს ვაჩვენებდით და ვეკითხებოდით: „მოგწონს?“, ის კი თავს გვიქნევდა, აქტიურ ინტერესს იჩენდა. როცა ასეთ განწყობაზე ვხედავ, ბედნიერებისგან ტირილი მინდა, ჭკუიდან ვიშლები.

ჩემს ბიჭს ძალიან უყვარს სურათების გადაღება. როცა ფონდის თანამშრომელი, დავითი, პოსტისთვის სურათების გადასაღებად მოვიდა, ჩემმა შვილმა ის მაშინვე იცნო და ძალიან გაუხარდა. დიდი სიამოვნებით პოზირებდა, თავს აბრუნებდა.

როცა ბედნიერია, ქვაბების სახურავების რახუნი უყვარს. დიახ, სამზარეულომდე მიხოხავს, სახურავებს იპარავს და არახუნებს. საჩუქრების მიღებაც ასე აღნიშნა.

როგორც დასარტყამ ინსტრუმენტებს, ისე იყენებს, არა?

ჟანა: დიახ, ჩვენი მუსიკოსი და კომპოზიტორია. სახურავებს ვერ ვართმევთ, სანამ თვითონ არ გადაწყვეტს, რომ მოგვცეს. აბა, ახლა წარმოიდგინეთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ახალმა, დიდმა ტელევიზორმა! ჩემი შვილი დილიდანვე მანიშნებს, რომ მუსიკა უნდა ჩავრთო. სწრაფ, რიტმულ სიმღერებს ვურთავ, როგორიც მას მოსწონს. უცხოურ სიმღერებზე გიჟდება; კლუბური, ხმაურიანი მუსიკაც ძალიან იტაცებს. გიგი ქანაობას იწყებს, მოძრაობს, ტაშს უკრავს… ჟურნალის მაგიდაზე ვსვამთ ხოლმე.

ახალ ტელევიზორს ძალიან კარგი ხმა აქვს და ჩემს ბიჭს ისე უხარია! მისი საყვარელი მულტფილმია „გოჭი პეპა“. წარმოიდგინეთ, თან დიდ ეკრანზე! ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მოგცეთ! არც ერთი სერია არ გამოუტოვებია, პრესონაჟებთანაც თავისებურად ურთიერთობს.

პლაზმური ტელევიზორი კედელზე ისეთ სიმაღლეზე დავკიდეთ, რომ გიგი ვერ მისწვდეს, ზედ რომ არ დაეცეს. გიგი ძალიან მსუბუქია – მხოლოდ 18კგ. და 300 გრამს იწონის. თავიდან ტელევიზორის ახალ ადგილს ვერ ეგუებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.

გიგის გამოკვლევებთან დაკავშირებით რა ხდება?

ჟანა: ჩერნოვეცკის ფონდმა „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევა – ნეიროქირურგთან და ნევროლოგთან ვიზიტი დაგვიფინანსა.

იმედი მაქვს, რომ გიგის მდგომარეობაში შეიძლება სერიოზული წინსვლა იყოს. საფუძველი გვაქვს ასე ვიფიქროთ – ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩემი ბიჭი ძალიან აქტიური გახდა, ცოცვით გადაადგილდება, კედელს მოჭიდებულს შეუძლია სხვა ოთახამდე მიაღწიოს. როცა მასში ასეთი ცვლილებები შევნიშნე, უფრო დიდი ბინა ვიქირავეთ (იმ თანხით, რასაც მერია გვაძლევს). აქ უფრო დიდი ფართია და ვხედავ, ბავშვი როგორ იცვლება, უფრო გახსნილი ხდება… პროგრესი გვაქვს! გიგის ბებიამ, მარინამ, მას ბევრი რამ ასწავლა – ჯდომა, ხელში ნივთების ჭერა; მუდამ ზღაპრებს უკითხავს. გიგიც ყველაფერს ითვისებს, მაგრამ წინ რომ წავიდეთ და გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, ფინანსებია საჭირო. ასეთ თანხებს მარტო ვერაფრით გავწვდებოდით. ჩვენი ოჯახი უზომოდ მადლიერია ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მხარდასაჭერად თქვენ სწორედ ყველაზე რთულ დროს მოდიხართ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაიმე სახის დახმარება თუ შემოგთავაზათ ან პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ინტერესი თუ გამოიჩინა?

ჟანა: ახალი არაფერია. ჩემი შვილის მონაცემები ბაზაში უკვე აქვთ. იციან, რომ ის პირველი ჯგუფის შშმ პირია, ვითარება მათთვის ცნობილია. წელიწადში ერთხელ შემიძლია დახმარება რაიონის ადმინისტრაციას ვთხოვო, მაგრამ უნდა ავირჩიო, რა ვითხოვო: საფენების სამი-ოთხი შეკვრა, 150 ლარი თუ წამლები (თან ახსნა განმარტებაც უნდა დავწერო და სამედიცინო ცნობაც უნდა წარვუდგინო). რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, როცა საფენებიც მოუციათ და წამლებიც, მაგრამ სამწუხაროდ შარშან, 2020 წელს, მსგავსი არაფერი მომხდარა.

არადა, საფენები მუდმივად გვჭირდება, რადგან გიგი იატაკზე ძალიან დიდ დროს ატარებს და ცივდება. ჩვენ ხომ ბინას არ ვათბობთ… ელექტრო გამათბობელს ვიყენებთ, მაგრამ იშვიათად.

თქვენ საფენებით საკმაოდ დიდი ხნით უზრუნველგვყავით – ნაჩუქარი მარაგიდან ორ-ნახევარი შეკვრა ჯერ კიდევ დაგვრჩა.

დღესდღეობით რა გჭირდებათ?

ჟანა: თხოვნა ძალიან მეუხერხულება. ფონდმა ჩვენთვის უკვე იმდენი გააკეთა… მაგრამ თუ შესაძლებელია, იქნებ სპეციალური, გორგოლაჭებიანი ყავარჯნები მოგვაწოდოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. მსგავსი მოწყობილობა ინსულტგადატანილი ზრდასრულებისთვის არსებობს, მაგრამ გიგი მის გამოყენებას ვერ შეძლებს.

თუ მოხერხდება – სარეცხი მანქანა. ჩვენი უკვე სულს ღაფავს, ძველია და დაჟანგული. ხშირად ვრეცხავთ, გიგის თეთრეულს და ტანსაცმელს ხშირად ვუცვლით. ზამთარში კომბოსტოსავით ჩაცმული დადის, რადგან სახლში ცივა, ის კი მთელ დროს იატაკზე ატარებს… და რა თქმა უნდა, საფენებიც გვჭირდება.

სანამ ჩემი ბიჭი დამოუკიდებლად სიარულს არ ისწავლის (რისი მოლოდინიც მაქვს და უფლის იმედად ვარ!) საბავშვო ეტლით სასეირნოდ გამყავს ხოლმე. იცით, ჩემი ბიჭი მთელ რაიონში ძალიან უყვართ. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კი მის მიმართ ყურადღება გასამმაგდა. როცა ქუჩაში ვსეირნობთ, ხან ერთი მეზობელი ჩაგვივლის სიტყვებით: „გიგი, ინტერნეტში გნახე!“, ხან მეორე – „ბიჭო, უკვე ცნობილი ხარ!“ ქალი, რომელიც ტკბილეულს ყიდის, თავისთან გვიხმობს და კანფეტებს აწვდის: „თქვენი გიგის შესახებ ამბავი გავიგე“. სხვათა შორის, ის ქალი გიგის სიმპათიაა… ჩემს შვილს ისე სიამოვნებს! მისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავს მარტო არ გრძნობდეს. ეს ფრთებს ასხამს. არა, ჩვენი ხალხი მაინც ყველაზე თბილი, კეთილი და საუკეთესოა. საქართველოში ყველა ერთმანეთს ეხმარება.

ძალიან სასიამოვნოა თქვენგან სიყვარულით სავსე სიტყვების მოსმენა და იმის ცოდნა, რომ იმედით და საბრძოლველი ენერგიით ხართ სავსე.

ჟანა: თქვენ მე ძალა მომეცით! და ახლა საახალწლო განწყობაც მაქვს! ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ჯანმრთელი ბავშვების ცხოვრებისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ სიხარულისთვის ადგილი ჩვენთანაცაა. გიგის დღესასწაულები ისევე უყვარს, როგორც სხვა ბავშვებს. ლამაზად მორთული ნაძვის ხე აქვს, განათებით. სათამაშო მუსიკალური მიკროფონი ვაჩუქე და აღფრთოვანებულია. ახალი წლის ღამეს არც გიგის უნდა დაძინება, სანამ ფეიერვერკებს არ ნახავს.

მინდა ახალ წელს ყველა მკითხველს ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო.

***

მეგობრებო, ხომ ხედავთ, რა ძალა აქვს კეთილ საქმეებს? ეს ძლიერ ტალღას ჰყავს – ყურადღებით და გიგის პრობლემებში ჩართულობით თქვენ გიგის დედას, ჟანას იმედი ჩაუსახეთ. ის გულწრფელ მხარდაჭერას გრძნობს, ახლა სულ სხვანაირი განწყობა აქვს და შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლადაც მზად არის. ამას გიგიც გრძნობს! ბავშვები მშობლების განწყობას ყოველთვის ხვდებიან და გრძნობენ.

ჩვენ მათ შუა გზაზე მარტო ხომ არ მივატოვებთ? მარტო პრობლემების, საჭიროებების და განცდების წინაშე. მით უმეტეს, როცა ვიცით, რა სჭირდება ამ ოჯახს – საფენები, სარეცხი მანქანა, ყავარჯნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ მათ დავეხმარებით. საქართველოში ყველა ერთმანეთს ეხმარება.

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ენგოიანების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/610-engoyan/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აგვ 25
გამოკვლევა
110.00₾
2020 ოქტ 30
პამპერსები
241.06₾
2020 ოქტ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
340.00₾
2020 ნოე 27
პამპერსები
259.20₾
2020 ნოე 27
ტელევიზორი
650.00₾
2021 იან 25
პამპერსები
89.82₾
2021 ივნ 15
პამპერსები
268.86₾

სულ ხარჯები:

1958.94₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.05.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.05.2021 20:00:00
₾125.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.05.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.05.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.05.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2021 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2021 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.01.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.10.2020 20:00:00
₾9.93
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2020 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾1,958.90

158 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,958.90

158 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება