რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

წაიყვანე შენი ურჩხული და მოშორდი ჩვენი სახლიდან!

calendar სექტემბერი 16, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

კრუნჩხვებისგან მას ხელ-ფეხი ეგრიხება და რომ არ მოსტყდეს, დედა შვილს მთელი ძალით იჭერს და გულში იხუტებს. ასე ჯდომა საათობით შეუძლიათ! დედა ვაჟს არწევს და ცდილობს, მისი კვნესა-ტირილი სიმღერით დაამშვიდოს, მაგრამ ხშირად – არ გამოსდის. მერე, დედაც ტირილს იწყებს… ის გრძნობს, როგორ იტანჯება მისი შვილი, გრძნობს მის ტკივილს… მაგრამ დახმარება არაფრით შეუძლია! წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც შენს სისხლსა და ხორცს, შენი ცხოვრების სიყვარულს მუდმივად მომაკვდავს და საშინელ ტანჯვაში ხედავ?!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

კრუნჩხვებისგან მას ხელ-ფეხი ეგრიხება და რომ არ მოსტყდეს, დედა შვილს მთელი ძალით იჭერს და გულში იხუტებს. ასე ჯდომა საათობით შეუძლიათ! დედა ვაჟს არწევს და ცდილობს, მისი კვნესა-ტირილი სიმღერით დაამშვიდოს, მაგრამ ხშირად – არ გამოსდის. მერე, დედაც ტირილს იწყებს… ის გრძნობს, როგორ იტანჯება მისი შვილი, გრძნობს მის ტკივილს… მაგრამ დახმარება არაფრით შეუძლია! წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც შენს სისხლსა და ხორცს, შენი ცხოვრების სიყვარულს მუდმივად მომაკვდავს და საშინელ ტანჯვაში ხედავ?!

ჯონი ავადმყოფი დაიბადა, ძალიან ავადმყოფი… ძლივს გადარჩა. დედას – მაიას, რთული ორსულობა ჰქონდა, მაგრამ მას ექიმთან არ უშვებდნენ. 

„ისეთი ზარმაცი ხარ, ოღონდაც სახლის საქმეები არ აკეთო და რაღაც დაავადებებს იგონებ… ექიმებზე უკეთ ვიცით, როგორ მოგიყვანოთჭკუაზე! მიდი, აიღე ცოცხი და დაგავე!!!“ – საბრალო, ორსულ გოგონას ეუბნებოდა ქმრის ბებია; ის კი, – მეუღლე რომ არ გაებრაზებინა, – ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც „ღირსეულ“ რძალს შეშვენის. 

მასთან საუბარი თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა… მისი 11 წლის ვაჟი, – ჯონი ყვიროდა და ტიროდა; ხან ხელებიდან უსხლტებოდა დედას, ხან ხელში აყვანას ითხოვდა, ხანაც ისეთ რაღაცებს აკეთებდა, სიტყვებით რომ ვერ აღწერ. ეს ისეთი დაუსრულებელი საშინელება იყო, რომ ჩვენ თვითონაც გაქცევა და ტირილი მოგვინდა. 

– მაია, ბავშვის დაავადების შესახებ როდის შეიტყვეთ – ორსულობისას თუ მისი დაბადების შემდგომ?

მაია: რთული ორსულობა მქონდა – ექიმმა წოლითი რეჟიმი გამომიწერა, მე კი დაჯდომაც არ შემეძლო… ყველაფრის კეთება მე მიწევდა სახლში. ის ავადმყოფი დაიბადა… ნაადრევად. რეანიმაციიდან 1 თვე არ წერდნენ. ქმრის ოჯახს ბავშვის მიღება არ სურდა! სახლში რომ მივედით, შვილთან ერთად, ოთახიდან გამოსვლას მიკრძალავდნენ, ბავშვს საკვებს არ ყიდულობდნენ. „ჩვენმა თვალებმა არ დაგინახოთ! მოაშორე ეს ურჩხული აქედან! მას უფლება არ აქვს, ჩვენი ოჯახის წევრი იყოს!“ … ჩუმჩუმად, მეზობლებს ვთხოვდი ხოლმე რძის ნაწარმს და ავადმყოფ ჩვილს სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ, წყალწყალა ფაფებს ვაჭმევდი

– მაია, კი მაგრამ, მხარს არავინ გიჭერდათ? თქვენი მეუღლე რას ამბობდა?

მაია: ჩემი ქმარი ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევდა. თითქოს, არც კი ვარსებობდით. როდესაც ჯონის შეტევები გახშირდა და ტირილი ხმამაღალი გახდა, ჩვენ უბრალოდ სახლიდან გამოგვაძევეს. სოფელში წავედი, მშობლებთან. მათ ავადმყოფი შვილიშვილი დიდი სიყვარულით მიიღეს, მაგრამ სოფელში დარჩენა ჯონის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. მას შეტევები ძალიან გაუხშირდა, სასწრაფო კი ყოველთვის ვერ ახერხებდა მოსვლას. 

2016 წელს ჯონის სიცხემ აუწია და ჩვენ მაშინვე თბილისში ჩამოგვიყვანეს სასწრაფო მანქანით. ჩემი საბრალო ბიჭი, სულ მთლად იწვოდა! იგი რეანიმაციაში დააწვინეს, მე კი მითხრეს: „დედიკო, სჯობს, სახლში წახვიდეთ, მას აქ არაერთი დღის გატარება მოუწევს. ძალიან ცუდად არის, შეიძლება არც კი გადარჩეს…“

ამ სიტყვებისგან ცუდად გავხდი, იატაკზე დავვარდი და ვეღარ ვდგებოდი. 4 თვე „ვიცხოვრე“ სკამზე, რეანიმაციის გვერდით. წასასვლელი არსად მქონდა… არც ფული მქონდა, რომ მისთვის საკვები და საფენები მეყიდა. საავადმყოფოს გვერდით მდებარე მაღაზიის დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. დღისით შვილის გვერდით ვიყავი, საღამოს სამუშაოდ მივდიოდი, ღამე კი რეანიმაციის გვერდით, სკამზე მეძინა. არ მაგდებდნენ და ამისთვის მათი მადლობელი ვარ. 

– მაია, მთელი ეს დრო სრულიად მარტო იყავით? 

მაია: ჩემთან უფალი იყო! მე კი შვილის გვერდით ვიყავი… და დიახ, ჩვენ არავის ვაინტერესებდით. კეთილი ადამიანები – სხვა, ასევე მძიმედ ავადმყოფი შვილების დედები ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავდნენ, ხან სადილს მაჭმევდნენ, ხან საფენებით მეხმარებოდნენ. ხანდახან, თავიანთ სახლებშიც კი მეპატიჟებოდნენ, რომ მებანავა. აი, ასე ვიცხოვრეთ 4 თვე საავადმყოფოში. გამოწერის შემდეგ, ბავშვის სოფელში წაყვანა ამიკრძალეს. 

– რატომ აგიკრძალეს? 

მაია: ექიმებმა მითხრეს, რომ თუ საავადმყოფოს მახლობლად, ან სასწრაფო დახმარებიდან 10 წუთის სავალ მანძილზე არ ვიცხოვრებდი, ბავშვი შემდგომ შეტევას უბრალოდ ვეღარ გადაიტანდა. ჰოდა, თბილისში დავრჩით. დროებით, ბავშვთა ჰოსპისმა „ციცინათელამ“ შეგვიკედლა და ისეთი გახარებული ვიყავი! 24 საათის მანძილზე შემეძლო, შვილის გვერდით ვყოფილიყავი! იქვე მასწავლეს, როგორ გამომეცვალა მილები ყელში. არ შემეძლო, ვტიროდი, მეგონა, რომ ვტკენდი, მაგრამ მერე ვისწავლე. ჰოსპისში 2 კვირაზე მეტს ვერ გავჩერდებოდით, ამიტომ საცხოვრებლად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადავედით. იქ 6 თვე ვიცხოვრეთ. მეზობლებს ძალიან აწუხებდათ ბავშვის ტირილი და იძულებული გავხდით, სხვა თავშესაფარი გვეძება! წარმოიდგინეთ, როგორია ავადმყოფ ბავშვთან ერთად ღამის გასათევი ადგილის ძებნა!..

– ბავშვის მამა ერთხელაც არ დაინტერესებულა ჯონის მდგომარეობით? 

მაია:ჯონი რეანიმაცია რომ იწვა და ექიმებმა – მისი დღეები დათვლილიაო, ვთხოვე, მოსულიყო და შვილს გამომშვიდობებოდა. მოვიდა. როდესაც დაგვინახა, რა მდგომარეობაში ვიყავით, პატიება გვთხოვა, ბავშვს ჩაეხუტა და თქვა, რომ მასზე იზრუნებდა… მაგრამ გადიოდა დღეები, ის კი არ ჩანდა… მერე მითხრეს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – ხიდიდან გადახტა. იქნებ შვილის სანახავად მოსვლა არ უნდა მეთხოვა? არ ვიცი…

– მაია, თუ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ბედნიერი იყავით? 

მაია: ალბათ, ბავშვობაში, მაგრამ აღარც კი მახსოვს. ჯონიმდე რა იყო – მეხსიერებაში აღარაფერი დამრჩა.

– მოგვიყევით, ზუგდიდში როგორ აღმოჩნდით?

მაია: მითხრეს, რომ თავშესაფარში ჩვენი ყოფნის დრო იწურებოდა, რომ თავშესაფრის მომსახურებებით სარგებლობის უფლება არ მქონდა და ნაქირავებ ბინაში უნდა გადავსულიყავი. ავტირდი… კი მაგრამ, როგორ? როგორ გადავიხადო ბინის ქირა? შვილი ვის დავუტოვო, რომ სამსახური ვიპოვო? 

სრულიად უცნობმა გოგონამ დამინახა და მითხრა, რომ შემეძლო დროებით ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში მეცხოვრა, სადაც ის ახლა არ ცხოვრობს. იმავე დღეს ჩავალაგე ჩემი ნივთები და აქ გადმოვედით. სოფელში, მშობლებთან ვერ წავალ – ეს იგივეა, შვილი საკუთარი ხელით მივართვა სიკვდილს!

– ამ დროისთვის, თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? 

მაია: ჩემი მთავარი თხოვნაა – ზონდები! სტაციონალური მილები! მე ისინი ყოველ დღე უნდა ვუცვალო, უფულობის გამო კი მათი რეცხვა მიწევს! ღმერთო, რა უბედურებაა… ისინი ერთჯერადი გამოყენებისაა, გესმით? ბავშვის ჯანრმთელობას საფრთხის ქვეშ ვაგდებ. ყოველ ჯერზე ვლოცულობ, რომ რაღაც ინფექცია არ შეიჭრას. ძალიან გვჭირდება საფენები, ბავშვთა კვება, ალბათ ბლენდერიც, წამლები… მორჩა! სულ ესაა! მილები, საფენები, წამლები და კვება. მე სხვა არაფერი მჭირდება! ოღონდაც ჯონი იყოს კარგად. კარგად როგორ? ხომ ხედავთ, როგორ ცუდადაა… მინდა, რომ უარესად არ გახდეს.

მეგობრებო, იყავით ღვთისნიერნი და გაიღეთ მოწყალება ამ უბედური დედისა და მისი მრავალტანჯული შვილის მიმართ! დაეხმარეთ მათ, რითიც შეძლებთ! აქციეთ მათი არსებობა ცხოვრებად! მათ აბსოლუტურად ყველაფერი სჭირდებათ – წამლები, საკვები პროდუქტები, სპეციალური ზონდები, მილები. უფალი სიკეთისთვის მადლობას გადაგიხდით! 

   ჩვენ, ფონდში, დარწმუნებულები ვართ, რომ უფლისთვის შეუძლებელი არაფერია. ის აუცილებლად გაუწვდის თავის კეთილ ხელს თითოეულ ტანჯულ ადამიანს! იქნებ, დროებით, ვინმემ ამ საბრალოებს საცხოვრებელი შესთავაზოს? ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ! სასწაული ხომ ყველანაირი არსებობს?! შეუძლებელი არაფერია მისთვის, ვინც ჩვენ შეგვქმნა! 

ამ გმირი დედის უბედურება ჩვენც მოგვეცა, რომ გული ჩვენც გვეტკინოს და მასში სამუდამოდ დაიმკვიდროს უფალმა!

შეგიძლიათ, მაიას თავად დაუკავშირდეთ. ის უსაყვარლესი ქალია და რომ დაელაპარაკებით, ამაში თვითონაც დარწმუნდებით! მისი საკონტაქტო ტელეფონია: 571 04 75 48 (მაია) 

მისამართი: ზუგდიდი, ჩალიჩავას ქუჩა №76.

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:მაია მარშანია)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

სამი რამარასდროს ბრუნდება უკან – დრო, სიტყვა და შესაძლებლობა. ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს, შეარჩიეთ კეთილი სიტყვები და არ გაუშვათ ხელიდან კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა!

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,მაიას და ჯონისაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

ბედნიერება ჩემი შვილის თვალებშია!..

დაე, ღმერთმა ეს ყველა ქართველ დედას ყოველ წამს განაცდევინოს…

„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად გაგვიმარტივეთ ცხოვრება მე და ჩემს საბრალო ჯონის!“ – მაია მარშანია ისევ თვალცრემლიანი გვეგებება, მაგრამ ამჯერად, თქვენი სიკეთის, გულისხმიერების და ერთიანი ძალისხმევის წყალობით, ეს ბედნიერების ცრემლებია, მეგობრებო!

სულ ცოტა ხნის წინ, პოსტში „წაიყვანე შენი ურჩხული და მოშორდი ჩვენი სახლიდან!“ ჩვენ დედა-შვილის საშინელი ამბავი მოგიყევით:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/625-marshania/

მთელი 11 წელია, ჯონის სიცოცხლე ძაფზე ჰკიდია და ის საშინელი შეტევებით იტანჯება, ხოლო მისი ახალგაზრდა დედა, მაია, რომელიც სრულიად მარტო დარჩა შვილის საშინელი დაავადების პირისპირ, სრულ სიღარიბეში, მამაცურად იბრძვის მისი სიცოცხლისათვის… რა თქმა უნდა, ასეთი მწუხარება გულგრილს ვერავის დატოვებდა!

ავადმყოფი შვილის დაბადების ჯვარი საზიდად ზოგჯერ მეტისმეტად მძიმეა, მაგრამ შეიძლება, გვერდით ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, ვინც მას აიღებს და შენთან ერთად წაიღებს. და მისი ტარება ბევრად ადვილი გახდება… ასეც მოხდა! თქვენი წყალობით, მაია მარშანიამ თავისი მძიმე ჯვრის ტარების ძალა და გამბედაობა დაიბრუნა! პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, უბედურმა დედამ შვება და სიხარულის გემო იგრძნო!

–  როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

მაია: უდაოდ უკეთესობისკენ! მეორე სუნთქვა გამეხსნა. როდესაც თქვენს ფონდს მივმართე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რეაგირებას ასე სწრაფად მოახდენდით. თქვენ ადამიანების ცხოვრებას ცვლით და მათ იმედს აძლევთ, მაგრამ რაც მთავარია – მათ ახალ მეგობრებს ჩუქნით. თქვენ იმდენი რამ გვაჩუქეთ! წამლები, ზონდები, საფენები, ბლენდერი, ტელევიზორი მოგვიტანეთ… სიხარულისგან ტირილი მინდოდა! თქვენმა ნაჩუქარმა ბლენდერმა ცხოვრება ისე გამიმარტივა! ყოველდღე, ჯონისთვის წვნიანების და თხევადი საჭმლის კეთება მიწევს, მისთვის სხვა არაფერი შეიძლება. ბლენდერის გარეშე, ხელით კეთება, უკიდურესად რთული იყო. და თქვენი ნაჩუქარი  ტელევიზორი?! ჩემს ბიჭს ახლა მულტფილმების ყურება შეუძლია.

გარდა ამისა, თქვენმა ფონდმა თეთრეულის ნაკრები მოგვიტანა. მანამდე, საკუთარი არაფერი მქონდა. და ჭურჭელი?! ტაფა, სამი ქვაბი… თქვენ იმდენი რამ გვაჩუქეთ!

მაგრამ რაც მთავარია – ახლა, ჯონისთვის წამლებისა და სამედიცინო ნივთების დიდი მარაგი მაქვს. რაღაც გარკვეული დრო შემიძლია, ამაზე არ ვიდარდო. მახარებს იმის ცოდნა, რომ ქვეყნად ამდენი გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანია! როდესაც შვილს მარტო ზრდი, რომელიც ასევე მძიმედ არის ავად, როდესაც გვერდით არავინ გყავს, ვისაც შეუძლია, მხარი დაგიჭიროს და დახმარების ხელი გამოგიწოდოს… ეს ძალიან რთულია! მაგრამ ახლა მე ვიცი, რომ მარტო აღარ ვარ! თქვენ მე სასწაული მაჩუქეთ!

ჯონი თავს როგორ გრძნობს?

მაია: ჩემი ბიჭი ისეთი ხალისიანი გახდა, თითქოს დამშვიდდა კიდეც. ახლა, ის ყოველდღე მულტფილმებს უყურებს ტელევიზორში. გულს უხარია, როდესაც ვხედავ, როგორ უყურებს ტელევიზორის ეკრანს საკუთარი თვალებით და მულტფილმის გმირებს თვალს როგორ ადევნებს! თუ ჩემი ბიჭი ბედნიერია, მაშინ მეც ბედნიერი ვიქნები!

ჩვენი პოსტის შემდეგ, ვინმემ პირადად თუ დაგირეკათ?

მაია: მუდმივად რეკავენ სრულიად უცხო ადამიანები. მეკითხებიან, აინტერესებთ, რამე ხომ არ გვჭირდება, ჯონი როგორ არის… და იცით, უცხო ხალხის ყურადღება, მათი ზრუნვა – ბევრს ნიშნავს! თქვენ, ყველანი, დამეხმარეთ, რომ მომავალს იმედით ვუყურო.

ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ?

მაია: არ მინდა, ვინმე გამორჩეულად დავასახელო, რადგან ყველა ის ადამიანი, ვინც დარეკა და ვინც დღემდე რეკავს, ჩვენდამი ძალიან კეთილია! მაგრამ რადგან მაინც კითხულობთ, მინდა, თეა მეგრელიშვილი გამოვყო. ის ძალიან ხშირად რეკავს, ყურადღების გარეშე არასდროს გვტოვებს და შეძლებისდაგვარად გვეხმარება.  ისიც ვიცი, რომ თეა ჩვენს შესახებ მეგობრებსაც მოუყვა, რომ ჩვენი დახმარება მათაც შესძლებოდათ. სოფია დამამახსოვრდა. ის თეას მეგობარია და ასევე, ხშირად რეკავს და გვეხმარება, როგორც შეუძლია. ასევე, დავითი – თქვენი ფონდის თანამშრომელი. ზოგიერთი წამალი და სამედიცინო ნივთი ჩვენს ქალაქში არ არის და ბატონი დავითი მათ თბილისიდან გვიგზავნიდა. ისე უხერხულად ვარ, ყველას შეწუხება რომ მიწევს, მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს. და მადლობელი ვარ, რომ ხალხი მხარში დამიდგა!

– სირთულეებთან გამკლავების ძალას რა გაძლევთ?

მაია: ჩემი ბიჭი! მხოლოდ ის იყო და არის ჩემი სტიმული, რომ არ დავნებდე და წინ ვიარო. მას თვალებში ვუყურებ და ვხვდები, რომ საკუთარ თავს მოდუნების უფლებას ვერ მივცემ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი ვერ იცოცხლებდა და უარესისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. მაგრამ ჩვენ ვიბრძოდით! მერე კი, რაღაც მომენტში, მაინც მოვდუნდი. მივხვდი, რომ ასე მეტი აღარ შემეძლო, რადგან გვერდით არავინ მყავდა, ვისაც დავეყრდნობოდი. ჩვენ სრულიად მარტო ვიყავით – მე და ჩემი ჯონი. სასოწარკვეთის მომენტში, თქვენს ფონდს მივწერე და ახლა, მე ბევრი ახალი მეგობარი და ბრძოლის გაგრძელების სურვილი შევიძინე!

–  ჩვენს პუბლიკაციას ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის გამოხმაურება თუ მოჰყვა?

მაია:სამწუხაროდ, არა. არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. არავის განსჯას არ დავიწყებ, რადგან შეიძლება, უბრალოდ პოსტი არ უნახავთ, ან რამე სხვა… მაგრამ ფაქტია, რომ – არა, არ დაურეკავთ.

მაია, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

მაია:სიტყვებით ვერ აღვწერ, ეს ყველაფერი ჩემთვის რამდენს ნიშნავს! საქმე ფინანსურ და მატერიალურ დახმარებაშიც არ არის… ელემენტარული მხარდაჭერის, გაგებისა და თანაგრძნობა სიტყვები – ზოგჯერ, ეს ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ცხოვრების გაგრძელებაში გვეხმარებიან. დღეს, ღმერთმა თქვენი ფონდი და ეს კეთილი ხალხი გამომიგზავნა და მე ბედნიერი ვარ!

ახლა როგორ ცხოვრობთ? რა გადაუჭრელი პრობლემები დაგრჩათ?

მაია:პრობლემები შემცირდა. თქვენმა ფონდმა ჩემი ცხოვრება ბევრად გაამარტივა, მაგრამ პრობლემები არსად გამქრალან. მე და ჯონი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. როგორ გავაგრძელო ქირის გადახდა, სად წავიდე შვილთან ერთად – არც კი ვიცი. მე არ ვმუშაობ, რადგან მუდამ შვილთან ყოფნა და მასზე ზრუნვა მიწევს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ექთანი ვიქირაო, მაგრამ მასაც ხომ უნდა ვუხადო?! მაგრამ სად ვიშოვო ზედმეტი თანხა, როდესად მთელი ფული ბინაზე, კვებაზე და წამლებზე იხარჯება?

რას ეტყოდით ყველა იმ ადამიანს, ვინც თანხების შეგროვებაში დაგვეხმარა?

მაია:მინდა მათ უდიდესი მადლობა ვუთხრა! თქვენი ყურადღების, დახმარების, თანადგომისა და გულისხმიერების წყალობით, მე გულს არ ვიტეხ და წინ მივდივარ. ღმერთი ყველაფერს ხედავს! სიკეთე, ბედნიერება და სითბო, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ, დაე, ორმაგი ძალებით დაგბრუნებოდეთ! ტყუილად არ ამბობენ, რომ სიკეთე ყოველთვის ასმაგად ბრუნდება!

***

ძვირფასო მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც მაია მარშანია გასაჭირში არ დატოვა. ის საკუთარი შვილის ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის იბრძვის. როგორც ნამდვილი დედა, ის პირველ რიგში თავის შვილზე ფიქრობს!

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთჯერადი დახმარება მათ ცხოვრებას სრულად ვერ შეცვლის. პატარა ჯონის მუდმივად სჭირდება საფენები, სხვადასხვა წამალი და სამედიცინო ნივთი, ასევე, თქვენი ყურადღება და მონაწილეობა! ბავშვები ხომ ჩვენი მომავალია, ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავალი!

მოდით, გავაგრძელოთ მარშანიების ოჯახის დახმარება!

და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენ FB პოსტებზეგადაიტანეთ, ან უმჯობესია, ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთსდაეხმარეთ.

მათ პრობლემებთანშედარებით,ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, გააგრძელეთამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარშანიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 სექ 24
მედიკამენტები
276.82₾
2020 სექ 28
ბლენდერი
120.00₾
2020 სექ 28
სამედიცინო მასალები
100.00₾
2020 ოქტ 05
სამედიცინო მასალები
284.75₾
2020 ოქტ 19
მედიკამენტები
501.61₾
2020 ოქტ 20
სამედიცინო მასალები
215.00₾
2020 ოქტ 29
ტელევიზორი
375.00₾
2020 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
1610.00₾
2020 დეკ 09
ჭურჭელი
215.00₾
2020 დეკ 09
თეთრეული
380.00₾
2020 დეკ 16
ბავშვთა კვება
58.28₾
2020 დეკ 25
მედიკამენტები
439.36₾
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
420.00₾
2021 იან 14
პროდუქტები
300.00₾
2021 იან 29
სარეცხი მანქანა
680.00₾
2021 იან 29
პამპერსები
390.96₾
2021 იან 29
პამპერსები მელაძეებისთვის
152.00₾
2021 იან 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
420.00₾
2021 თებ 02
სამედიცინო მასალა
472.40₾
2021 თებ 26
ფონდის ზედნადები ხარჯები
330.00₾
2021 მარ 18
პლანშეტი ამირანაშვილებისთვის
550.00₾
2021 მარ 25
მედიკამენტები ბერიძეებისთვის
322.74₾
2021 მარ 25
პროდუქტები მელაძეებისთვის
149.92₾
2021 მარ 31
მედიკამენტები,პამპერსები
404.08₾
2021 აპრ 06
სამედიცინო მასალები
234.00₾
2021 აპრ 06
გაზქურა მაზიაშვილისთვის
470.00₾
2021 აპრ 20
მედიკამენტები ქაჯაიასთვის
199.20₾
2021 აპრ 28
მედიკამენტები ბერიძეებისთვის
181.06₾
2021 აპრ 28
მედიკამენტები მელაძესთვის
148.92₾
2021 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
470.00₾
2021 მაი 14
პამპერსი, მედიკამენტები, ბავშთა კვება
495.67₾
2021 მაი 21
მედიკამენტები გია ბერიძესთვის
180.00₾
2021 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
155.00₾
2021 ივნ 16
მედიკამენტები მელაძეებისთვის
120.00₾
2021 ივნ 16
მედიკამენტები ბერიძეებისთვის
179.98₾
2021 ივლ 08
მედიკამენტები ბერიძეებისთვის
359.95₾
2021 ივლ 27
მედიკამენტები
399.73₾
2021 აგვ 16
პამპერსები მელაძეებისთვის
199.73₾
2021 აგვ 17
პლანშეტი ჩხვიმიანებისთვის
893.00₾
2021 აგვ 17
საკანცელარიო ნივთები ამირანაშვილებისთვის
203.85₾
2021 აგვ 24
მედიკამენტები
93.42₾
2021 აგვ 24
პროდუქტები ამირანაშვილებისთვის
245.00₾
2021 აგვ 31
მედიკამენტები მელაძეებისთვის
200.00₾
2021 სექ 09
პროდუქტები
350.04₾
2021 ოქტ 22
სამედიცინო მასალები
196.40₾
2021 ოქტ 29
მედიკამენტები,პამპერსები
495.39₾
2021 ოქტ 29
მედიკამენტები ბერიძეებისთვის
199.24₾
2021 დეკ 10
მედიკამენტები,პამპერსები
670.91₾
2021 დეკ 23
სამედიცინო მასალები
200.20₾
2022 იან 26
სამედიცინო მასალები
188.00₾
2022 მარ 01
მედიკამენტები,პამპერსები
436.45₾
2022 მარ 22
სამედიცინო მასალები
282.00₾

სულ ხარჯები:

17615.06₾

დატოვა:

0.57₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ი/მ ნანა ოქროაშვილი
19.03.2022 20:00:00
₾30.00
კაკაჩია მანანა
18.03.2022 20:00:00
₾2.00
გოგილაშვილი სალომე
17.03.2022 20:00:00
₾50.00
გოგილაშვილი სალომე
17.03.2022 20:00:00
₾100.00
თინათინ კალასონია
08.03.2022 20:00:00
₾100.00
ნინო პაპკიაური
28.02.2022 20:00:00
₾1.00
ცაგარეიშვილი ნოდარი
28.02.2022 20:00:00
₾20.00
ტერმინალი
28.02.2022 20:00:00
₾98.00
დავით ჩინჩალაძე
13.02.2022 02:17:46
₾1.00
სოლომონიძე მაიკო
09.02.2022 10:49:00
₾5.00
ელოშვილი თინათინ
09.02.2022 10:48:00
₾4.00
გელაშვილი მაია
09.02.2022 10:48:00
₾20.00
გაბისკირია ნათია
09.02.2022 10:46:00
₾5.00
გადრანი მირზა
09.02.2022 10:46:00
₾20.00
ბერიძე თინათინ
09.02.2022 10:45:00
₾3.00
შორენა ჯაშიაშვილი
09.02.2022 10:44:00
₾10.00
ბერიძე თინათინ
09.02.2022 10:44:00
₾3.00
გუჯაბიძე თინათინ
09.02.2022 10:34:00
₾5.00
მუმლაძე ლევან
08.02.2022 13:30:00
₾20.00
კედელაშვილი ანნა
08.02.2022 13:29:00
₾10.00

შემოწირულია:

₾17,615.63

1311 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾17,615.63

1311 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება