რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გაიცანით: გია ბერიძე (52 წლის) – ერთი შეხედვით, ახალგაზრდა, საკმაოდ ჯანმრთელი მამაკაცი… მაგრამ გარეგნობა მატყუარაა. მისი მკერდი შუაზეა გადახერხილი და მის გულს წამლების გარეშე მუშაობა არ სურს. ერთი დღე წამლების გარეშე და – ეს აღსასრულია! ადამიანისთვის, რომელიც მზად იყო, ჩვენთვის სიცოცხლე გაეღო და გაუცნობიერებლად, ასობით, შესაძლოა, ათასობით სიცოცხლეც კი გადაარჩინა, ეს ნაძრახი სიკვდილია. განა ასე არ არის, მეგობრებო?!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270გაიცანით: გია ბერიძე (52 წლის) – ერთი შეხედვით, ახალგაზრდა, საკმაოდ ჯანმრთელი მამაკაცი… მაგრამ გარეგნობა მატყუარაა. მისი მკერდი შუაზეა გადახერხილი და მის გულს წამლების გარეშე მუშაობა არ სურს. ერთი დღე წამლების გარეშე და – ეს აღსასრულია! ადამიანისთვის, რომელიც მზად იყო, ჩვენთვის სიცოცხლე გაეღო და გაუცნობიერებლად, ასობით, შესაძლოა, ათასობით სიცოცხლეც კი გადაარჩინა, ეს ნაძრახი სიკვდილია. განა ასე არ არის, მეგობრებო?!
იგი იბრძოდა, შიმშილობდა, ღამეს მიწაზე ათენებდა, მკერდს ტყვიას უშვერდა იმის გამო, რომ ჩვენ და ჩვენს შვილებს თავს ზემოთ მშვიდობიანი, უღრუბლო ზეცა გვქონოდა… მან მოახერხა, რომ ცოცხალი და ერთი შეხედვით, ჯანმრთელი დაბრუნებულიყო, მაგრამ გული… მან მას უღალატა და უარი თქვა სიცოცხლის გაგრძელებაზე.
გვამების მთები, სნაიპერის ტყვიების წუილი და შუბლზე მიბჯენილი პისტოლეტის ლულა… ღმერთმა ნურავის ანახოს და მით უფრო, გამოაცდევინოს მსგავსი! აი, გია ბერიძემ კი ეს ყველაფერი საკუთარი თვალებით ნახა. არა მხოლოდ ნახა, არამედ მონაწილეობაც მიიღო და გადარჩა ამ ჯოჯოხეთში დედამიწაზე… ახლა კი,სიკვდილი მას აქ, ამ მშვიდობიან დროს, პირდაპირ ჩვენ გვერდით ემუქრება, მეგობრებო.
– გია, ამჟამად, რა არის თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა?
გია: ის, რომ მე ნებისმიერ დროს შეიძლება, მოვკვდე… იცით, ყოველდღიურად, ბევრჯერ ჩამიხედავს სიკვდილისათვის თვალებში. ჩემთვის ეს უცხო არ არის, მაგრამ იმ დროს, ჩემი სიცოცხლე მხოლოდ უფლის ნებაზე იყო დამოკიდებული. ახლა კი, მე მთლიანად წამლებზე ვარ დამოკიდებული და დამიჯერეთ, ეს სნაიპერის გასროლაზე ბევრად უფრო საშიშია. გასროლა გადარჩენის შესაძლებლობას გიტოვებს და მას ყოველ წუთს არ ელოდები. აქ კი… როდესაც წამლების მორიგი ქილა იცლება და ვიაზრებ, რომ ახლის ყიდვის ფული არ მაქვს, სიკვდილის შიში მიპყრობს. ავადმყოფი გულიც მღალატობს: ნერვიულობის ნიადაგზე არითმია მიძლიერდება და საავადმყოფოში ვხვდები.
– სნაიპერის გასროლა? თქვენ იბრძოდით?
გია: შსს-ში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც აფხაზეთში არეულობა დაიწყო და იქ გამაგზავნეს. იქ ბევრი საშინელება ვნახე… ეს არ იყო ომი, როდესაც ჯარი ჯარის წინააღმდეგ მიდის. ეს იყო ძარცვა, ხოცვა-ჟლეტა, განადგურება… და გაურკვეველი იყო, ვინ იბრძოდა. იქ ბევრი დაჯგუფება და დაქირავებული ჯარისკაცი იყო, ყველა თითქმის ერთ ფორმაში: ვინ მტერი იყო, ვინ მოყვარე – ვერ გაარკვევდი. სისხლის მდინარე და უდანაშაულო ხალხთა გვამები მთებად… იქ წელიწად-ნახევარი გავატარე და ყველაფერი რომ მოგიყვეთ, ვფიქრობ, საუბარი ძალიან გაგვიგრძელდება.
– გთხოვთ, მოგვიყევით რამე, გია…
გია: ჩვენები პატარა სოფლებს აფარებდნენ თავს. ვშიმშილობდით, წყალიც კი არ გვქონდა… ლიმონისა და ფორთოხლის წვენით ვიბანდით. ერთ მოხუც ქალბატონს, მადლობის ნიშნად, ჩემთვის რძე მოჰქონდა, რადგან ის და მისი მეუღლე სიკვდილს გადავარჩინე. მათ ძალოვნები დაესხნენ თავს, მე კი ისინი ავტომატის ჯარით დავაფრთხე; მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ისინი მაინც მოკლეს. როდესაც ყვირილზე მივირბინე, უკვე გვიანი იყო. ორივე საკუთარ საწოლებში დახვრიტეს. პირი ორივეს ღია ჰქონდა, კბილები კი – დაძრობილი… ხომ ხვდებით? ისინი ოქროს კბილების გამო დახვრიტეს!
ერთხელ, ჩემთან პატარა ბიჭმა მოირბინა; მომიყვა, რომ ვიღაც ადამიანები დაინახა, რომლებიც სოხუმის აეროდრომის დასაჯდომ ზოლზე „რაღაც მრგვალ ნივთებს“ დებდნენ. ვიცოდი, თვითმფრინავი უნდა მოფრენილიყო, სამასი 18 წლის ახალწვეულით… რა თქმა უნდა, მაშინვე იქით გავიქეცი. როგორც ჩანს, ჩქარობდნენ, არამზადები! ნაღმები მიწით დაფარული არ იყო და მხოლოდ 6 ცალი იყო… დაშვების ზუსტი დრო არ ვიცოდი და ნელ-ნელა მათი ამოთხრა დავიწყე… ძალიან მეშინოდა, ამას პირველად ვაკეთებდი… თვითმფრინავი ზუსტად 20 წუთის შემდეგ დაჯდა მას შემდეგ, რაც ბოლო ნაღმი ამოვთხარე და შვებით ამოვისუნთქე… კიდევ კარგი, ბიჭმა გააცნობიერა, რომ თავისიანებისთვის უნდა ეცნობებინა და ჩემთვის თქმა მოასწრო… ეს ნაღმები 300 ბავშვის სიცოცხლეს შეიწირავდა, რომლებიც სკოლის მერხებიდან ომში წამოიყვანეს…
– თქვენ საკუთარ სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებდით!..
გია: გარდაუვალ სიკვდილს ბევრჯერ გადავურჩი და ამისთვის, უფლის მადლობელი ვარ. სნაიპერის ტყვიასაც არაერთხელ ჩაუწუილია ჩემს ყურთან. ერთხელ, მომხვდა კიდეც… მაგრამ ეგ არაფერი.
ორი დღეღამე ტყვეობაში გავატარე და არა უბრალოდ ტყვეობაში. იცით, რა არის „რუსული რულეტი“? რევოლვერის დოლში ერთი ტყვია დევს. დოლს ატრიალებენ და იარაღს შუბლზე გადებენ – გაისვრის, თუ არ გაისვრის? ამ ორი დღე-ღამის მანძილზე, ლულა შუბლზე ერთი ორმოცდაათჯერ მაინც მომადეს… და რევოლვერს არ გაუსვრია! არც ერთხელ!
– თქვენ უფალს უყვარხართ, გია… მორწმუნე ადამიანი ხართ? რისი გწამთ?
გია: მე მართლმადიდებელიქრისტიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ტაძარში სიარული იკრძალებოდა, მე მოვინათლე და მშობლებმა ქრისტიანული წესები ჩამინერგეს. მამაჩემი ორჯერ დააპატიმრეს კიდეც, ეკლესიაში სიარულის გამო… ვიცი, რომ მხოლოდ უფლის რწმენამ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე იქ, აფხაზეთის ტყეებსა და მინდვრებში…
– ომში, საერთოდ, როგორ აღმოჩნდით?
გია: 1991 წლიდან შსს-ში ვმუშაობდი. ზოგადად, სპორტსმენი ვარ. პროფესიონალური კრივით დაკავებული, სპორტის ოსტატი, სსრკ-ს ნაკრების წევრი ვიყავი… ნაკრებთან ერთად მოვინახულე ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა… სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, ერთი წუთიც კი არ მქონდა თავისუფალი დრო. ქართული ხალხური ცეკვებით და კრივით ვიყავი დაკავებული, ვარჯიშებს შორის ვიხლიჩებოდი… ალბათ იცით, რომ ქართული ცეკვები სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. სკოლის შემდეგ, გამომცემლობაში დავიწყე მუშაობა. დედა იქ მუშაობდა, მამა კი ტრანსპორტის ინჟინერი იყო, ძალიან მოაზროვნე და განათლებული ადამიანი. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მე ღირსეულად აღვეზარდე. მამა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, აი, დედა კი, წლინახევრის წინ დავკარგე. ჩემთვის ესეც მძიმე დარტყმა გახდა. 18 წლის ასაკში ჯარში წამიყვანეს, სპორტულ ქვედანაყოფში, შემდეგ კი… შემდეგ სუკ-ის ხელმძღვანელმა გამომიძახა. იმ დროს, ისინი სპორტსმენებს ეძებდნენ და მათ პოლიციაში სამსახურს სთავაზობდნენ. ოჰ, როგორ არ მინდოდა… მაგრამ უარის თქმა არ შეიძლებოდა. ასე გავხდი ოპერატიული თანამშრომელი. მერე ომი… ჯერ არეულობები სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში. მიჭირს გახსენება, ჩემ თვალწინ იმდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა…
– გია, რა მოხდა ომის შემდეგ?
გია: სად აღარ ვმუშაობდი…უსაფრთხოების ორგანიზაციაში, მშენებლობაზე, პატარკაციშვილის დაცვაში – მის გარდაცვალებამდე, ბაზარში, ავტობუსის კონტროლიორად, მაგრამ იქიდან მალევე წამოვედი – უსამართლობა ვერ ავიტანე. ჩემ თვალწინ აჯარიმებდნენ მოხუცებს და 16 წლის ბავშვებს. ბოლო წვეთი ის გახდა, რომ ჩემ თვალწინ მღვდელი დააჯარიმეს!
2011 წელს გულის შეტევა დამემართა. მწვავე ტკივილი ვიგრძენი. მადლობა მეზობლებს! სწრაფად გამოიძახეს სასწრაფო და თავიანთი ხელით მიმიყვანეს საკაცით მანქანამდე… გონება არ დამიკარგავს. მახსოვს, როგორ მიჰქროდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ექიმები კი ერთმანეთში საუბრობდნენ: „ვერ მივიყვანთ…“ მათი ისეთი მადლიერი ვარ, სამ წუთში მიმაქანეს საავადმყოფომდე! გული გამიჩერდა, სტენტი ჩამიდგეს. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, ჩემთვის დატვირთვები უკუნაჩვენებია, მაგრამ მაინც ვმუშაობდი დაცვის თანამშრომლად, ღამის ცვლაში, დღისით კი ბავშვებს ვწვრთნიდი… ოჯახი როგორმე ხომ უნდა მერჩინა?!
– დაოჯახებული ხართ?
გია: ახლა სრულიად მარტო ვცხოვრობ.არავინ მყავს, ვინც, როგორც იტყვიან, ჭიქით წყალს მომაწვდის. ჩემი პირველი ცოლი, ეკა, სიმსივნით გარდაიცვალა. დაავადება ბოლო სტადიაზე აღმოუჩინეს, ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს და ის ერთ თვეში უკვე აღარ იყო… საკმაოდ ახალგაზრდა წავიდა, 45 წლის ასაკში. ჩვენ ზრდასრული ქალიშვილი გვყავს, მარიამი, 27 წლის და შვილიშვილი, დემეტრე – ის 2 წლისაა. ისე მოხდა, რომ მასთან ურთიერთობა იშვიათად მაქვს, სამწუხაროდ. ის უმუშევარია, განქორწინებული, ჯერჯერობით მეგობართან ერთად ცხოვრობს და სამსახურს ეძებს. მეორე ცოლს 4 წლის წინ გავშორდი. მან ყოფა-ცხოვრების სიმძიმეს, უსახსრობას ვერ გაუძლო და მიმატოვა. ჩვენ საერთო ვაჟი გვყავს, გიორგი, 14 წლის. არაჩვეულებრივი ბიჭია… ცეკვებით და კრივით არის დაკავებული, როგორც მე, მის ასაკში. სამწუხაროდ, ის შორს ცხოვრობს… თვეში მხოლოდ ერთხელ მნახულობს, პროდუქტების შეძენასა და მოტანაში მეხმარება, ხანდახან ღამის გასათევადაც რჩება…
– თუ შეიძლება, თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით.
გია: ჩემი პირველი, აწ გარდაცვლილი მეუღლე, ეკა, ქორწინებამდე სულ რაღაც 2-3-ჯერ მყავს ნანახი. მაშინ მე დაცვაში ვმუშაობდი, ის – ბანკში. იქ გამოძახებაზე გაგვგზავნეს და ასე გავიცანით ერთმანეთი… მერწმუნეთ, არშიყობა მეხერხება! მისი სამუშაო ადგილი მისივე სიმაღლის ვარდებით იყო გავსებული. მას ძალიან მკაცრი დედა ჰყავდა, არსად უშვებდა, მარტო სახლი – სამსახური… ის მაშინვე დამთანხმდა, როგორც კი ხელი ვთხოვე. მაგრამ, როგორც ამბობენ, როცა სიღარიბე კარიდან შემოდის სიყვარული ფანჯრიდან ხტება. მაპატიეთ, არ მინდა წვრილმანებში ჩაძიება …
– თქვენ საერთოდ არავინ გეხმარებათ? მაგალითად, ნათესავები?
გია: ნათესავები არ მყავს, მყავს შორეული ნათესავები, რომლებთან ურთიერთობა საერთოდ არ მაქვს. თანაც, ხომ იცით, ყველას თავისი საზრუნავი აქვს. ახლა არავის ულხინს.
– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ?
გია: შემომხედეთ, ვარ სპორტსმენი, სამხედრო. გარეგნულად – ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ღონიერი მამაკაცი. ჩემი შემხედვარე, ვერავინ იეჭვებს, რომ მკერდი შუაზე მაქვს გადახერხილი და მავთულით გაკერილი. არადა, გული ძალიან ოხერი რამ არის… გგონია, რომ ყველაფერი რიგზეა და მთლიანობაში, ჯანმრთელი ხარ; რომ თავი გაართვი და ყველა საზრუნავი, საშინელება, გასაჭირი უკან მოიტოვე. ის კი ერთ მშვენიერ მომენტში, უბრალოდ მუშაობას წყვეტს, ვერ ერევა იმ ყველაფერს, რისი გადატანაც მოუწია…
– გია, ამჟამად, თქვენი გული კარდიოსტიმულატორის წყალობით მუშაობს. როდის გაგიკეთდათ ოპერაცია და რა შედეგები მოჰყვა მას?
გია: შარშან ძალიან ცუდად გავხდი, ვიხრჩობოდი და ექიმთან ჩემით წავედი. კლინიკიდან აღარ გამომიშვეს. მითხრეს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მოვმკვდარიყავი. უამრავი გამოკვლევა ჩამიტარეს, მექანიკური სარქველი ჩამიყენეს, პლასტმასის აორტა, სამი შუნტი, მაგრამ გულის ამუშავება მაინც ვერ შეძლეს, ამიტომ მექანიკური კარდიოსტიმულატორი ჩამიდგეს. ეს ამ მასშტაბის პირველი ოპერაციაა, რომელიც ამიერკავკასიაში განხორციელდა. საბედნიეროდ, მან წარმატებით ჩაიარა და ექიმების დიდად მადლობელი ვარ. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსა…
– და მკურნალობა, ან წამლები, რომლებიც, ამჟამად, თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? სახელმწიფო მათ არ აფინანსებს?
გია: მე სოციალურად დაუცველი ვეტერანი ვარ. ბევრი რამ დაფინანსდა ადგილობრივი მმართველობის, მერიის მიერ, მაგრამ მე ყველა რესურსი ამოვწურე. მითხრეს: „ლიმიტი ამოწურულია“. ჩემი ცხოვრების ლიმიტი? მე ხომ ამ წამლების გარეშე მოვკვდები?! არ მინდა, უმადური გამოვჩნდე, ხელისუფლებამ ჩემთვის მართლაც ბევრი გააკეთა, მაგალითად, ეს ბინა მიყიდა…
– მართლა? თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა ვითარებაში მიიღეთ ის?
გია: ჩვენმაშინ ყოფილი სკოლის შენობაში ვცხოვრობდით… იქ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი აფარებდა თავს, მეზობლად, მოპირდაპირე სახლში კი, სალომე ზურაბიშვილი ცხოვრობდა, რომელიც დღე-დღეზე პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. ჩვენ უსაფრთხოების მიზნით გადაგვასახლეს. მე ეს ბინა მომცეს, 23 კვადრატული მეტრი, გარეუბანში, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ, საკუთარი კუთხე მაინც მაქვს. არ ვწუწუნებ, მაგრამ ერთადერთი პრობლემა – ცხელი წყლის უქონლობაა. გამათბობელი გაფუჭდა, მე კი გაჭირვებით ვაცხელებ და სათლები სააბაზანოში ძლივს დამაქვს.
– ახლა რაზე ცხოვრობთ, რა შემოსავალი გაქვთ?
გია:პენსია – 120 ლარი, ამას დამატებული 22 ლარი, როგორც ვეტერანის და კიდევ, სოციალური შემწეობა, ჯამში 200 ლარი.
– და ეს რაზე გყოფნით?
გია: ზამთარში კომუნალურ გადასხადებზეც კი არ მყოფნის… კარტოფილზე და ნახევარფაბრიკატებზე. სხვა არაფერზე. წამლები კი თვეში 400-500 ლარი ჯდება.
– ამჟამად, კონკრეტულად რა დახმარება გჭირდებათ?
გია: წამლები. წამლები და გამოკვლევა. ეს არც ჯანმრთელობისთვის და არც სამკურნალოდ, არამედ იმისთვის, რომ ვიცოცხლო! საჭმელზე უარის თქმა შემიძლია, მაგრამ წამლები ჰაერივით მჭირდება! მე ისე არ მინდა სიკვდილი…
და ცხელი წყლის პრობლემის მოგვარებაშიც თუ დამეხმარებოდით, უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნებოდა. გამაცხელებელი გაფუჭდა, მე კი გაზზე გაცხელებული წყლის სათლის ზიდვის თავი არ მაქვს.
– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?
გია: რა თქმა უნდა. ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა. თქვენი ფონდი ამის ნათელი მაგალითია. სწორედ თქვენი წყალობით, სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთის შესახებ იგებენ და დახმარების შესაძლებლობა ეძლევათ. ხომ ხედავთ, მე სრულიად მარტო ვარ. შვილი შორს არის, დამლაპარაკებელი არავინ მყავს…
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
გია: ჩემი ოცნებაა – ჩემი ბიჭი გაზრდილი ვნახო და მის შვილებს მოვუარო… მეტი არაფერი მინდა. ის ჯერ კიდევ ბავშვია. არ მინდა ისე წავიდე, არ დავრწმუნდე, რომ ის მყარად დგას ფეხზე და ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვა. მე სხვა არაფერზე ვოცნებობ…
***
მეგობრებო, ჩვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად სამშობლოსათვის, ჩვენი მშვიდი, უღრუბლო ცხოვრებისათვის იბრძოდა. იგი მზად იყო, ჩვენთვის სიცოცხლე დაეთმო. ახლა კი ის დახმარებას ითხოვს; გვთხოვს, რომ მივცეთ ამქვეყნად ცხოვრებისა და თავისი შვილის ფეხზე დაყენების შესაძლებლობა.
გია ბერიძე – ნამდვილი გმირია. ის ნამდვილად იმსახურებს თანაგრძნობას და დახმარებას. ის ხომ ტყვიას მკერდს უყოყმანოდ უშვერდა?! ახლა ჩვენ, ყველანი, უბრალოდ ვალდებულები ვართ, გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.
გიას ესაჭიროება წამლები. მისთვის ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელია. მათ გარეშე ის მყისიერად მოკვდება! არადა, მას ისე უნდა შვილის ფეხზე დაყენება და შვილიშვილებით გახარება. დაგვეთანხმებით, ის ამას იმსახურებს!
დაურეკეთ მას, გაამხნევეთ იგი და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ.: 599 91 48 08.
ან მოინახულეთ მისამართზე: თბილისი, აფრიკა, ბ. ჭიჭინაძის ქ. №12, ბ. 51
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ გია ბერიძის გასაჭირისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გია ბერიძე).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გიასაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
ჩემიგულიკვლავძგერსდაესყველაფერიპატრიოტიქართველიხალხისდამსახურებაა!
გია ბერიძემ (52 წლის) – ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანმა, მძიმე და ხიფათით სავსე ცხოვრება გამოიარა. ის დაქორწინებული ორჯერ იყო; მას ორი შვილი ჰყავს, მაგრამ მათ იშვიათად ნახულობს. ერთი შეხედვით, გია ჯანმრთელი და ძლიერი კაცი ჩანს, თუმცა გარეგნობამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. გულის შეტევის შემდეგ, მის გულს ძვირადღირებული წამლების გარეშე ძგერა აღარ შეუძლია.
გია ბერიძის გულშემზარავი ამბავი დავწერეთ პოსტში – „სნაიპერის ტყვიამ ვერაფერი დააკლო!.. მაგრამ ერთი პაწაწინა აბის უქონლობამ – შეიძლება მოკლას!“ (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/637-beridze/)
„ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამქვეყნად ამდენი კეთილი ადამიანი არსებობდა! ყოველდღე ვლოცულობ მათი ჯანმრთელობისთვის, ვინც მე დამეხმარა და გვერდში დამიდგა. თქვენ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ და ამით ნამდვილი სასწაული მოახდინეთ!“
მეგობრებო, თქვენი წყალობით, გია ბერიძემ მომავლის რწმენა კვლავ დაიბრუნა. თქვენი სიკეთის წყალობით, მან ცხოვრების გაგრძელებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლის ძალა იპოვა! ახლა, ის მარტო აღარ არის და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა! „მე ყველა თქვენგანის უზომოდ მადლიერი ვარ! თქვენ მე გარდაუვალი სიკვდილისაგან მიხსენით! უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება!»
– მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
გია:შეიცვალა?!თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ! პატარა ბინაში, სრულიად მარტო ვცხოვრობდი და მთლიანად წამლებზე ვიყავი დამოკიდებული. წყლის მომწოდებელიც კი არავინ მყავდა. არ ვიცოდი, ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა…
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, კეთილმა ადამიანებმა დარეკვა დაიწყეს, ჩემი ჯანმრთელობით და პრობლემებით დაინტერესდნენ, ზოგიერთმა ფულიც კი გადმორიცხა. ფონდის თანამშრომლებმა ის წამლები მომიტანეს, რომელთა გარეშეც ვერ გადავრჩებოდი. მე თქვენი ყურადღებით და თანადგომით ვიყავი გარშემორტყმული! თქვენ მე სასოწარკვეთილების უფსკრულიდან ამომიყვანეთ და იმედი მაჩუქეთ. ყოველ დილას, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, მხოლოდ თქვენი წყალობით ვპოულობ ძალას, რომ ცხოვრება გავაგრძელო…
თქვენ მე საოცარი საჩუქრები გამიკეთეთ! თქვენთან შეხვედრამდე, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ტელევიზორი მექნებოდა, მით უმეტეს, ასეთი დიდი.
განსაკუთრებული მადლობა გამათბობელი ქვაბისთვის! სიტყვებით ვერ აღვწერ, ეს საჩუქარი როგორ გამიხარდა! ადრე, ცხელი წყალი ფუფუნებად მეჩვენებოდა, მაგრამ თქვენ ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ მე უფრო მყუდროდ მეცხოვრა.
მაგრამ რაც მთავარია – თქვენ მე ის წამლები მომიტანეთ, რომლებიც ასე ძალიან მჭირდება! თქვენი წყალობით, პირველად, დიდი ხნის მანძილზე, თავი უდარდელად და ბედნიერად ვიგრძენი, რადგან იმაზე ფიქრი აღარ მიწევს, ხვალ წამალი საიდან მოვიტანო. მადლობა ღმერთს, რომ თქვენთან გამომგზავნა!
– გია, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც თქვენ დაგეხმარათ?
გია: ყველაზე მეტად ერთი წყვილი დამამახსოვრდა, რომლებმაც ჩემს ანგარიშზე 100 ლარი გადმორიცხეს. ქალს ნინა ყურაშვილი ერქვა. წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხო ადამიანებმა ასეთი დახმარება გამიწიეს! დღემდე სითბოთი ვიხსენებ… სამწუხაროდ, იმ ადამიანთა უმეტესობის სახელები აღარ მახსოვს, ვინც დამეხმარა… თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრმა დამირეკა და ბევრმა დამიჭირა მხარი. ფულიც არაერთხელ გადმომირიცხეს, ვიღაცისგან 30 ლარიც მივიღე. თითოეული ნაჩუქარი თეთრისთვის მადლობას გიხდით, რადგან ეს ფული მე გადარჩენაში დამეხმარა. ფინანსური დახმარების გარდა, მე მორალური დახმარებაც მივიღე. კეთილი ადამიანები ჩემი პრობლემების შესახებ მეკითხებოდნენ, ცდილობდნენ, ყველანაირად გვერდში დამდგომოდნენ. ამან მომავლის რწმენა ჩამისახა, რადგან ვგრძნობდი, რომ მარტო აღარ ვიყავი. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც დრო დამითმო, დამეხმარა და გვერდში დამიდგა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ჩემთვის რას ნიშნავს!
– ჩვენი პოსტის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რამით? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ?
გია: არა, არა… საერთოდ არაფრით დამხმარებიან… საქმე იმაშია, რომ ყოველ სოციალურად დაუცველ ადამიანს თავისი ლიმიტი აქვს. მე ეს ლიმიტი ამოვწურე… წარსულში, მთავრობა ჩემს ძვირადღირებულ ოპერაციებს და წამლების უზარმაზარ ხარჯებს აფინანსებდა. სახელმწიფომ ჩემთვის ისედაც ბევრი გააკეთა, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ ამის შემდეგ, იძულებული ვარ, დამოუკიდებლად გავუმკლავდე…
– გია, ამ დროისთვის, წამლები საკმარისად გაქვთ? ისინი ხომ თქვენთვის ასეთი აუცილებელია…
გია: მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ამაზე არ ვდარდობ. თქვენი ფონდის თანამშრომლებმა ყველა საჭირო წამალი მომიტანეს, რაც რაღაც დროის განმავლობაში მეყოფა. გარდა ამისა, წნევის საზომი აპარატიც მაჩუქეს. ეს ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი საჩუქარი აღმოჩნდა! ასეთი დახმარებისთვის დიდად მადლობელი ვარ!
– თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით...
გია:ჩემი ემოციების სიტყვებით აღწერა ძალიან მიჭირს… დიდი ხანია, მსგავსი არაფერი განმიცდია. თქვენ მე ცხოვრება გამილამაზეთ! ადრე, ყოველი დღე ომს ჰგავდა. წამლების ფულს ძლივს ვშოულობდი, ყოველდღე მეშინოდა, რომ გული გამიჩერდებოდა. ჩემს ავადმყოფობას ცხოვრებისთვის შეუფერებელი პირობებიც ამწვავებდა. მე ცხელი წყალიც კი არ მქონდა! არ ვიცი, სად ვპოულობდი ძალას, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. თავად ღმერთმა გამომიგზავნა ასეთი დახმარება! სიტყვებით ვერ აღვწერ, რა სიხარული განვიცადე, როდესაც ტელევიზორი, გამათბობელი ქვაბი და წამლები მომიტანეთ! გაოცებული ვარ, რომ ასეთ რთულ დროს, ხალხმა ჩემი მხარდაჭერა ასე შეძლო!
– რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
გია:იცით, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე დამეხმარებოდით… ამან სიცოცხლე გადამირჩინა. ახლა, ვიცი, რომ გარს არაჩვეულებრივი, კეთილი ხალხი მახვევია, რომლებიც დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან. ჩემ შესახებ პოსტი რომ არ გამოგექვეყნებინათ, არ ვიცი, ახლა რას ვიზამდი… შეიძლება ხალხი, რომელიც დამეხმარა, ვერც კი ხვდება, ეს ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მადლობელი ვარ მათი! და რამდენად მადლობელი ვართ თქვენი იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ! ეს ნამდვილად ფასდაუდებელია!
– გია, გვითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?
გია: მე თქვენი ისედაც ყველაფრისთვის მადლობელი ვარ! ბედნიერი ვარ, რომ უფალმა თქვენი თავი გამომიგზავნა. ერთადერთი, რაც მაწუხებს – ჩემი ქოხის საცხოვრებელი პირობებია. ფანჯრები არ მაქვს, მათ გარეშე – სუნთქვა მიჭირს, აბაზანას კი შეკეთება სჭირდება. ამასთან, ვშიშობ, რომ მალე ელექტროენერგიასაც გამითიშავენ. ასეთ დროს, მასზე უზარმაზარი ფასებია… მაგრამ ეს პრობლემები ვერაფრით შეედრება იმ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაშიც ასე დამეხმარეთ! არ დავიღლები იმის განმეორებით, თუ რამდენად მადლიერი ვარ თქვენი! თქვენ ჩემდამი უდიდესი ყურადღება გამოიჩინეთ და ფასდაუდებელი დახმარება გამიწიეთ!
* * *
ძვირფასო მეგობრებო, გია ბერიძის – ომის ვეტერანის პრობლემები არ დასრულებულა. გიას ნებისმიერი დახმარება და ყურადღება გაახარებს! მოდით, მას ყველა ერთად დავეხმაროთ, რადგან გიას ეს ძალიან სჭირდება! დაურეკეთ მას, გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით, მოუყევით რამე კარგი, ან უბრალოდ სტუმრად ეწვიეთ. გია თითოეულ თქვენგანს სიხარულით მიიღებს!
მისი მისამართია: თბილისი, აფრიკა, ბ. ჭიჭინაძის ქ. 12, ბინა 51
ტელ: 599 91 48 08.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენ FB პოსტებზეგადაიტანეთ, ან უმჯობესია, ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთსდაეხმარეთ.
მათ პრობლემებთანშედარებით,ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: გია ბერიძე).
სულ ხარჯები:
3048.53₾დარჩა:
0.36₾