ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემი მამიკო – ყველაზე, ყველაზე!..

calendar ოქტომბერი 26, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

სამი წლის, ფეხშიშველი საბა გაყინულ, ბეტონის იატაკზე, ჩვენთან შესახვედრად გამოიქცა…
სიყვარულის საოცარი ისტორია, მხიარული ბიჭუნა საბა და მშვენიერი გოგონა, ანა – სულ ეს არის ქაჯაიების ოჯახის მთელი სიმდიდრე. მაგრამ სამაგიეროდ, რა ძლიერები არიან ისინი სულითა და უფლის რწმენით!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

სამი წლის, ფეხშიშველი საბაგაყინულ, ბეტონის იატაკზე, ჩვენთან შესახვედრად გამოიქცა…

სიყვარულის საოცარი ისტორია, მხიარული ბიჭუნა საბა და მშვენიერი გოგონა, ანა – სულ ეს არის ქაჯაიების ოჯახის მთელი სიმდიდრე. მაგრამ სამაგიეროდ, რა ძლიერები არიან ისინი სულითა და უფლის რწმენით! 

მთელი მისი ცხოვრება – ბრძოლაა და ის დანებებას არ აპირებს! 

მეგობრებო, გაიცანით! გია ქაჯაია (55 წლის) დაბადებიდან ცერებრალური დამბლით იტანჯება. საშინელი ბედისწერაა, ხომ ასეა? მაგრამ მძიმე სენის მიუხედავად, გიამ შეძლო, შეექმნა ოჯახი და ახლა, მას ორი მშვენიერი შვილი – 3 წლის საბა და 14 წლის ანა, ასევე, არაჩვეულებრივი მეუღლე – მარი (40 წლის) ჰყავს, რომლებიც მას უბრალოდ აღმერთებენ. „მამაჩემი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში!“ – მტკიცედ აცხადებს მისი ქალიშვილი, ანა.

„სულზე მნიშვნელოვანი არაფერია, – ამბობს მარი (40 წლის). – გიას მეუღლე რომ გავხდი, ერთხელაც არ მინანია, პირიქით, ეს ღვთის კურთხევაა. მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ, რადგან ჩემ გვერდით ასეთი მადლმოფენილი, გულისხმიერი და ყოველმხრივ განათლებული ადამიანია!“

გია 55 წლისაა, გადაადგილება მხოლოდ დამხმარე ეტლის საშუალებით შეუძლია, საუბარი უჭირს, მაგრამ არ წყვეტს გეგმების დასახვას და იმაზე ფიქრს, როგორ ამოიყვანოს ოჯახი სიღარიბიდან. მას ხომ ორი ანგელოზი, ორი შვილი ჰყავს და ის უბრალოდ ვალდებულია, მათთვის ღირსეული მომავალი უზრუნველჰყოს. ამისთვის, მას დამხმარე ეტლი სჭირდება, ოღონდ – თანამედროვე, რომ გადაადგილება დახმარების გარეშე შეძლოს. 

თანამემამულეების სიკეთისა და გულისხმიერების იმედად, ჩვენ მისმა ძვირფასმა მეუღლემ, მარიმ მოგვმართა. საქართველო ხომ დიდი გულის მქონე ადამიანთა ქვეყანაა და ახლობელს აქ გასაჭირში არასდროს ტოვებენ!

– მარი, თუ შეიძლება, თქვენი მეუღლის შესახებ მოგვიყევით. დაბადებიდან არის ავად?

მარი: დიახ, მას ცერებრალური დამბლა აქვს, მაგრამ ამას მის გონებრივ შესაძლებლობებზე არანაირად არ უმოქმედია. მას გადაადგილებისა და მოძრაობის პრობლემა აქვს, რაც ასაკის მატებასთან ერთად, კიდევ უფრო გაუარესდა. დამხმარე ეტლის გარეშე მისთვის იგივეა, რაც ხელების გარეშე ყოფნა. ფაქტობრივად, ის სახლშია გამოკეტილი და არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, სიცოცხლე რამით მაინც გაიხალისოს, მაგრამ იგი ძალიან განათლებული, ყოველმხრივ განვითარებული და სულიერად მდიდარი ადამიანია. 

– ამ წუთას, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება? 

მარი: ჩემი მეუღლე დაბადებიდან შშმ პირია, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მიეღო განათლება, სრულყოფილი ცხოვრებით ეცხოვრა და ემუშავა კიდეც! მეგობართან, ზაზა სიხარულიძესთან ერთად, ისინი ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარნენ, რომლებიც ისეთივე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორც ჩემი გია. სამწუხაროდ, ზაზა 5 წლის წინ გარდაიცვალა; ასაკის მატებასთან ერთად კი, ჩემი ქმრის მდგომარეობა გაუარესდა. იმისათვის, რომ მან სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს, გიას ახალი ელექტრო ეტლი სჭირდება, ჩვენ კი მისი შეძენის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს…

– მარი, მოგვიყევით, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი? შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამდენად დიდი სიყვარული და სითბოა თქვენ შორის!

მარი: (უხერხულად) მე მართლაც დიდი სიყვარულით გავთხოვდი და უფლის მადლიერი ვარ, რომ ისეთი შესანიშნავი ადამიანი გამომიგზავნა, როგორიც გიაა. იცით, როდესაც ასეთ მდიდარ სულიერ სამყაროს აწყდები, ფიზიკურ ნაკლოვანებებს საერთოდ ვეღარ ამჩნევ. ამ სახლში, მომვლელად სამუშაოდ, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მოვედი. იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი სპეციალობით სამსახური ვერსად ვიშოვე; გიას მშობლები კი უკვე მოხუცები იყვნენ და მასზე ზრუნვის ძალა აღარ შესწევდათ. მე მას ისე მივეჩვიე, მასთან ყოველთვის ისეთი საინტერესო იყო!.. ჩვენი ქორწილის შემდეგ, გიას დედამ თქვა, რომ შვილის გამო ახლა მშვიდად იყო, რომ ის ახლა საიმედო ხელშია!

– როგორ მოეკიდა თქვენს არჩევანს თქვენი ოჯახი? 

მარი: ჩემი მშობლები და ძმა ძალიან მორწმუნე ხალხია. მათ ეს უფლის კურთხევად მიიღეს!

– მშობლები ან ნათესავები თუ გეხმარებიან?

მარი:მშობლები მოხუცები არიან, სოფელში ცხოვრობენ, სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი… შეძლებისდაგვარად, პროდუქტებით თუ გვეხმარებიან. თქვენც კარგად იცით, როგორია სოფელში ცხოვრება. გიას ძმა ჰყავს, დავითი. ისიც ცდილობს, გვერდში დაგვიდგეს, მაგრამ მასაც ოჯახი ჰყავს, ორი ბიჭი! ნეტავ როგორმე თვითონ დადგნენ ფეხზე. ჩემი ქმრის მშობლების ძალიან მადლიერი ვარ. მისი მამა, მელენტი, ინჟინერ-მშენებელი იყო. სწორედ მისი წყალობით გვაქვს ეს ბინა. სანამ მამამთილი ცოცხალი იყო, ყველაფერი კარგად გვქონდა. სამწუხაროდ, ის 9 წლის წინ გარდაიცვალა; მას მთელი ცხოვრება ასთმა აწუხებდა. გარდაცვალებამდე, ბოლო დღეებშიც კი მოახერხა ტელევიზორის ყიდვა და მე და მეუღლეს გვაჩუქა. დედამთილი სულ ახლახან გარდაიცვალა! ღმერთმა ნათელში ამყოფოს! არაჩვეულებრივი ქალი იყო.

– ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის, ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად? 

მარი:სოციალური დახმარების მისაღებად ქულები არ გვეყო, წარმოგიდგენიათ? მიმოიხედეთ გარშემო! შეხედეთ, როგორ ვცხოვრობთ! ბეტონის იატაკი, ფანჯრებზე გაკრული ცელოფნის პარკები… მაგრამ როგორც ჩანს, სოციალურმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ნორმალური არსებობისთვის ეს საკმარისია… განცხადება ხელახლა დავწერე და იქნებ, ახლა მაინც დაგვინიშნონ დახმარება. 

– მარი, რისი გწამთ?

მარი:ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. ეკლესიაში ადრე ხშირად დავდიოდი, ახლა კი, პატარას გამო, აღარ გამომდის. თუმცა, სახლში მუდმივად ვლოცულობ. ამქვეყნად, ყველაფერი მხოლოდ ღვთის წყალობით ხდება და რწმენის გარეშე, სიცოცხლე აზრს კარგავს. 

– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

მარი:რა თქმა უნდა! ხანდახან, გიას ეტლი პირდაპირ შუა გზაზე გაგვფუჭებია, მაგრამ გამოჩენილან ახალგაზრდები, რომლებსაც სახლში, ხელში აყვანილი მოუყვანიათ! 

– თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით.

მარი:ანა ჩვენი სიამაყე და სიხარულია! უკვე მე-9 კლასში სწავლობს. ისეთი მიზანდასახული და სერიოზულია… ყველაზე მეტად, უცხო ენების სწავლა უყვარს. მისთვის მამა იდეალურია! ის მისგან იმხელა სულიერ მხარდაჭერას გრძნობს… 

– ანა, იქნებ, შენ შესახებ მოგვიყვე? უკვე საკმაოდ დიდი ხარ. გადაწყვიტე, რა პროფესიას აირჩევ?

ანა (14 წლის): სიმართლე გითხრათ, პროფესიაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი; მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ უცხო ენებს ვისწავლი! ძალიან მომწონს კორეული ენა, მათი კულტურა ჩვენგან ძალიან განსხვავდება… და ეს ისეთი საინტერესოა! კორეაში წასვლა და იქ სწავლა ჩემი ოცნებაა! 

– აქ, ახლა რაზე ოცნებობ?

ანა: ძალიან მინდა კომპიუტერი. სოფელში, ბიძაჩემს ნოუთბუქი აქვს. დისტანციურ სწავლებაზე რომ გადაგვიყვანეს, მომიწია, მისთვის მიმემართა და მეთხოვა… თანაც, ინტერნეტში იმდენი საინტერესო რამეა!..

– კიდევ, რის კეთება გიყვარს?

ანა: კითხვა მიყვარს, ასევე, ნაჭრის თოჯინების კეთება, ან ქსოვა და ქარგვა, დედასთან ერთად.

დედამ მითხრა, რომ ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს და ჩვენი ოჯახის სახელით, მინდა მათ სიკეთისა და მადლიერების მარცვალი ვაჩუქო, ოღონდ მისამართი არ ვიცი. შეგიძლიათ, ამაში რომ დამეხმაროთ?

კიდევ, ახლახან, მეგობარმა წიგნი მაჩუქა – „ხუთი ნაბიჯი განშორებიდან“, რომლის წაკითხვაზეც ვოცნებობდი, ეს ჩემთვის საუცხოო საჩუქარია. თქვენ წაგიკითხავთ?

– არა, მაგრამ შენს რეკომენდაციას აუცილებლად გავითვალისწინებ. შენი უმცროსი ძმის შესახებ მოგვიყვები? 

ანა:ო-ო-ო, ის ისეთი მაგარი ბიჭია! ჯერ არ ლაპარაკობს, მაგრამ უკვე ცდილობს, ჩემი უცხო ენაზე ნათქვამი ფრაზების გამეორებას. მაგალითად, გუშინ მამასთან თამაშით დაიღალა და ამბობს: «Oh, my God!» („ღმერთო ჩემო!“ ინგლ.) ისეთი სასაცილოა… (ბედნიერად იღიმის.)

– და რა უყვარს? ყველაზე ხშირად, რას ითხოვს?

ანა:მანქანებს! მარტო ეგ აინტერესებს. ხანდახან მუსიკალურ მულტფილმებს უყურებს, მაგალითად, „ჟირაფი ჟოზე“. ასევე, ძალიან უყვარს ყველანაირი ვაფლი, ორცხობილა… 

– რას უსურვებდი საქართველოს ყველა ბავშვს, ანა?

ანა:პირველ რიგში, მიზანსწრაფვას, რომ დასახული მიზნისთვის ყოველთვის მიეღწიოთ… და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას და ბევრზე-ბევრ სიხარულს! 

– შენ აუცილებლად მიაღწევ ყველა შენს მიზანს, ანა! მარი, თქვენ ამბობდით, რომ ეს ბინა თქვენს ოჯახს ეკუთვნის…

მარი: დიახ. მადლობა ღმერთს, მამამთილმა ყიდვა მოასწრო, თორემ უსახლკაროდ დავრჩებოდით! მაგრამ აქ კაპიტალური რემონტია საჭირო, მხოლოდ კოსმეტიკური არ კმარა. ფანჯრები ჩასასმელია, იატაკი დასაგებია, მოკლედ დიდი ფულია საჭირო. მაგრამ საიდან მოვიტანოთ? ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ჩემი ქმრის პენსიაა. სხვა დანარჩენში, ჩემი მშობლების და გიას ძმის იმედი გვაქვს. ასეთ პირობებში რომ ვცხოვრობთ, ანა ძალიან კომპლექსდება, ერიდება მეგობრების სახლში მოყვანა… გიას თანამედროვე ეტლი რომ ჰქონდე, ყველაფერი შეიცვლებოდა. მას გრანდიოზული გეგმები აქვს!

– მაინც რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში ეტლი? 

მარი: ყველაფერს! უპირველეს ყოვლისა, ჩემს მეუღლეს ძალიან სტკივა წელი, იმიტომ რომ ძველ ეტლში შეუძლებელია ხერხემლის სწორად დაფიქსირება. ის მოძრაობაში შეზღუდულია, მისი დახმარება სახლშიც კი მიწევს. მე და ჩემი გოგონა ხელსაქმით ვართ დაკავებულები, ვქარგავთ, ქურთუკებს ვქსოვთ, ჩანთებს ვწნით, ანა კი ნაჭრის თოჯინებს აკეთებს და მძივებით რთავს. ამ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, რომ საკუთარი შემოსავლის წყარო გვქონდეს და ამ სავალალო მდგომარეობასთავი დავაღწიოთ. გია ძალიან აქტიურია, მას შეუძლია ჩვენი ნაკეთობები იქ გაყიდოს, სადაც ბევრი ხალხი, ტურისტი დადის. 

მშვენიერი იქნებოდა პანდუსის გაკეთება, რომ გიამ ბინაში შემოსვლა სხვისი დახმარების გარეშე შეძლოს. ახალგაზრდა აღარ ვარ და ეტლს უკვე პირველ სართულზეც კი ვეღარ ვეზიდები…

– რაიმე სურვილი ხომ არ გაქვთ?

მარი:ღმერთო, რა უხერხულია დახმარების თხოვნა… მაგრამ ოჯახის გამო… ძალიან მინდა სარეცხი მანქანა. ეს ჩემს ცხოვრებას ბევრად გაამარტივებდა. საბა სულ მთლად პატარაა, სულ თვალყურის დევნება სჭირდება, გიას დამოუკიდებლად ჭამა და ჩაცმა არ შეუძლია, სახლში უამრავი საქმეა და მეც უფრო და უფრო მიჭირს ოჯახის ნივთების ხელით რეცხვა. 

– ჩვენი ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ?

მარი: თქვენ გიორგის ძმა, დავითი დაგიკავშირდათ. მას კი კეთილმა ხალხმა ურჩია; უთხრეს, რომ თქვენ ნამდვილად ეხმარებით ადამიანებს. 

მერწმუნეთ, რომ არა უკიდურესი საჭიროება, მე თქვენ არასდროს მოგმართავდით. ჩვენს ქვეყანაში ისედაც ბევრი გაჭირვებულია. მე და გიას ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს; ისინი, როგორმე, ფეხზე უნდა დავაყენოთ, როგორღაც უნდა ვიცხოვროთ. ჩვენი შემოსავალი კი არაფრისთვის გვყოფნის! ჩვენი ყველაზე დიდი ოცნებაა, მე და მეუღლემ ფულის გამომუშავება შევძლოთ და შვილებს ყველაფერში არ ვზღუდავდეთ. მთელ ჩვენს იმედებს თქვენს ფონდზე და თქვენს კეთილ მეგობრებზე ვამყარებთ. თქვენ ხომ უკვე ამდენი გაახარეთ?!

თქვენ ღვთისმოსაწონ საქმეებს აკეთებთ და უფალი აუცილებლად დაგაჯილდოვებთ! 

***

მეგობრებო, გია ქაჯაიას ოჯახს ძალიან უჭირს და მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი – შშმ პირთა პენსიაა და რა თქმა უნდა, ეს მწირი თანხა ბავშვების ნორმალურად გამოსაკვებადაც კი არ კმარა.

გია ქაჯაია დაბადებიდან საშინელი სენის, ცერებრალური დამბლის მძევალია, მაგრამ ის მას არ ეგუება და იბრძვის ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მას ორი სრულიად ჯანმრთელი, ნიჭიერი და არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს – საბა (3 წლის) და ანა (14 წლის); და გია მათთვის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაზე ოცნებობს. მისი ამ საკითხში დახმარება ჩვენ ძალგვიძს, მეგობრებო!

გიას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ელექტრო ეტლი შშმ პირთათვის. მისი დახმარებით, ის და მისი მეუღლე – მარი, ოჯახის უზრუნველყოფას შეძლებენ. გარდა ამისა, პანდუსი და სარეცხი მანქანა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა მათ ყოფა-ცხოვრებას.

დაურეკეთ მარის, გაამხნევეთ იგი და ხვალინდელი დღის იმედი ჩაუსახეთ გულში:599 032 355

ან ეწვიეთ ოჯახს მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას IIIკვარტალი, კორპ. 6ბ, ბინა 1

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ქაჯაიებისოჯახისგასაჭირისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომთქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულებაგიორგი ქაჯაია). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,გიორგი ქაჯაიას ოჯახსაცგავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
190.00₾
2021 მარ 19
სარეცხი მანქანა
630.00₾
2021 აპრ 06
პროდუქტები
199.55₾

სულ ხარჯები:

1019.55₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.04.2021 20:00:00
₾6.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.01.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.01.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.11.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.11.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.11.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.11.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.11.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.11.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2020 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾1,019.50

94 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,019.50

94 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება