ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემი ძმა ძირს ეცემა და თითქოს, კვდება!

calendar ნოემბერი 2, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ამ სიტყვებით შემოგვეგება თამარი (10 წლის) – პატარა, ლამაზი გოგონა მოწყენილი თვალებით. „იცით, ის მთლიანად შავდება… მე კი ისე მეშინია, გავრბივარ, შორეულ კუთხეში ვიკუნტები და ვტირი… ოღონდ დედას არ უთხრათ, კარგი? თქვენ ხომ კეთილი ხართ?! დედამ თქვა, რომ თქვენ ჩვენს დასახმარებლად მოხვიდოდით!“ – გულუბრყვილოდ მიყურებს თვალებში ბავშვი…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

შენგელიების ოჯახში სამწუხარო სურათი დაგვხვდა… ოჯახში შვიდი ბავშვია: საბა (6 წლის), ნიკა (7 წლის), თამარი (10 წლის), ზირანი (13 წლის) და ლევანი (16 წლის) – მშივრები, ძველმანებში გამოწყობილები… მათი უმცროსი ძმა, გელა (4 წლის) ეპილეფსიით იტანჯება, ხოლო ყველაზე პატარა, თემური (11 თვის) მუდმივად ხელში უჭირავს მზრუნველ დედას, ნანას (39 წლის) – შვილის ავადმყოფობის გამო დაღლილ და გულგატეხილ, მშვენიერ ქართველ ქალს. ყველა მათგანი და ასევე, ოჯახის მამა, ზვიადი (50 წლის) ორ პაწაწინა, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს, საშინელ პირობებში…

„ვაიმე, ვაიმე! – მწარედ ქვითინებს ნანა. – ყველაფერს გავუძლებდი, ნებისმიერ სირთულეს, ჩემი ბიჭი, გელა, ჯანმრთელი რომ იყოს! მიმოიხედეთ გარშემო! ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს, მათხოვრები ვართ! თუმცა, შიმშილს როგორღაც შევეგუებოდით, რომ არა ეს საშინელი დაავადება!“

ნანა და ზვიადი წელებზე ფეხს იდგამენ და უკანასკნელი ძალებით ცდილობენ, ერთმანეთზე პატარა შვილები ფეხზე დააყენონ… გელა ექიმებთან დაჰყავთ… მაგრამ მარტო, ისინი თავს ვერ გაართმევენ! დღეს მათ ძალიან სჭირდებათ კეთილი თანამემამულეების, დიდსულოვანი ქართველი ერის, ჩვენი და თქვენი დახმარება, მეგობრებო!

– ნანა, თუ შეიძლება, თქვენი შვილის, გელას შესახებ მოგიყევით. რა სჭირს მას?

ნანა: დიახ, მას ხშირად ემართება საშინელი შეტევები… ძირს ეცემა, შავდება და კრუნჩხვებისგან იკლაკნება. ეს უბრალოდ საშინელებაა!..

– ის დაბადებიდან ავად არის?

ნანა: არა, გელა სრულიად ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი სახლი არ გვაქვს, ჩვენ ხშირად გვიწევდა საცხოვრებლის შეცვლა. ერთხელ, როდესაც პირველ სართულს ვალაგებდი, ხოლო ბავშვები მეორეზე თამაშობდნენ, ის აივნიდან გარე კიბეზე გადმოვარდა… არც კი ვიცი, როგორ შეიძლება, ეს მომხდარიყო. მაშინ ის 2 წლის იყო. ძალიან შევშინდით, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა. ორი კვირის შემდეგ, დილის ხუთ საათზე, მას პირველი შეტევა დაემართა… ღმერთო, რა საშინელება იყო… (ტირის.) ბავშვი, – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, – ჩემ თვალწინ კვდებოდა. ახლა, ეს მას სხვადასხვა სიხშირით ემართება – ზოგჯერ, თვეში ერთხელ, ზოგჯერ – დღეში სამჯერაც. ექიმები დაზუსტებით ვერაფერს მეუბნებიან. დიახ, ეს ეპილეფსიაა… მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა მოვიქცეთ? შევძლებთ თუ არა მის განკურნებას?  უცნობია! მთელ იმედებს უფალზე ვამყარებთ!

– რა არის ყველაზე რთული ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში?

ნანა: ყველაზე რთული ის არის, რომ არასდროს იცი, როდის დაემართება მორიგი შეტევა… მუდმივი შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. ბავშვებსაც ძალიან ეშინიათ და ძმის გამო, ძალიან ღელავენ. მე კი, ჩემს შვილს ვერაფრით ვეხმარები… 

ნანა, რა რჩევებს მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

ნანა:ერთადერთი, რასაც ვურჩევდი – მოთმინება იქონიეთ! ჩვენს შვილებს ჩვენ ძალიან ვჭირდებით. მათ ჩვენს გარეშე არ შეუძლიათ. ბავშვები აუცილებლად უნდა გრძნობდნენ ჩვენს სიყვარულს და უნდა ესმოდეთ, რომ შეუძლიათ, ჩვენი იმედი ჰქონდეთ. 

– რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა? კერძოდ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

ნანა: რა თქმა უნდა, მთავარი ახლა ჩემი გელას ჯანმრთელობაა. მას მუდმივად სჭირდება წამლები, გამოკვლევები, ექიმების კონსულტაცია. ეს ყველაფერი დიდძალ თანხებს მოითხოვს… ჩვენ კი ფული ყველაზე ელემენტარულისთვისაც არ გვაქვს…

იმის გამო, რომ საკუთარი სახლი არ გვაქვს, იძულებულები ვართ, საცხოვრებელი ხშირ-ხშირად ვიცვალოთ. ჩვენ, უბრალოდ, საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. ახლა, მაგალითად, 9 კაცი ორ პაწაწინა ოთახში ვართ შეყუჟული.  არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხი მანქანა, არც გაზქურა… უმცროსებს მუდმივად სჭირდებათ საფენები, მე კი მათ შესაძენად ფული არ მაქვს…

რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი? რაზე ცხოვრობთ?

ნანა:მხოლოდ სოციალური დახმარება – 660 ლარი. სხვა არანაირი შეღავათი. თქვენც კარგად იცით, სოფელში უმუშევრობაა. ჩემი ქმარი დამატებითი შემოსავლისთვის ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, ჯართსაც კი აგროვებს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, როდესაც ოჯახში ამდენი ბავშვია.

– მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

ნანა: კარტოფილი, კარტოფილი და კიდევ ერთხელ, კარტოფილი. მათ დიდი ხანია, დაავიწყდათ, რა არის ხორცი, ხილი, ბოსტნეული, ყველი. უკვე არც აღარაფერს ითხოვენ. იციან, რომ ფული არ გვაქვს.

– რატომ აღმოჩნდით ნაქირავებ ბინაში?

ნანა: ჩემი ქმარი 10 წლის იყო, როდესაც მათი სახლი დაიწვადა მშობლებთან და დასთან ერთად, ის ქუჩაში აღმოჩნდა. მამამთილი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, დედამთილი კი 15 წლის წინ, სიმსივნით… მისი და გათხოვილია, მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს და მასაც ძალიან უჭირს…

თქვენი ოჯახი? მშობლები ან ნათესავები ვერაფრით გეხმარებიან?

ნანა:უი, რას ამბობთ… დედაჩემს ჩიყვი აქვს და ძალიან ავად არის. მამა უმუშევარი დარჩა, და-ძმას კი თავი ძლივს გააქვს. მე სამი დისშვილი მყავს და ყველას ძალიან, ძალიან უჭირს…

თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

ნანა:მე თვითონ სამეგრელოში გავიზარდე, მერე კი, მთელი ოჯახით, თბილისში გადმოვედით სამუშაოდ. უფრო სწორედ, ლილოში. ჩემი მომავალი მეუღლე იქ გავიცანი, მაშინვე მომეწონა. სულ ერთი კვირა ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი მან ხელი მთხოვა. მეც მყისიერად დავთანხმდი. მაშინ მეგონა, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო… და იცით, არც ვნანობ. ამდენი გასაჭირისა და უბედურების გამოვლის შემდეგ, ჩვენი ოჯახი უფრო გამყარდა და ერთმანეთს ყველანაირად მხარში ვუდგავართ.

იქნებ დაწვრილებით მოგვიყვეთ, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი, როდესაც ოჯახი შექმენით?

ნანა: იცით, ახალგაზრდობაში ყველაფერს ცისარტყელას ფერებში ხედავ. სიმდიდრისკენ არასდროს ვილტვოდი. როგორც ყველას, მეც მშვიდი ოჯახური ცხოვრება და ბევრი შვილი მინდოდა… ჩემი ქმარი მაშინ ლილოში მუშაობდა; მერე, მაღაზია დაიხურა და მას შემდეგ, ასე გამოვეკიდეთ ჰაერს, მუდმივი შემოსავლის გარეშე. უფალმა არაჩვეულებრივი შვილები გვაჩუქა, მაგრამ ჩემი ბიჭის, გელას ავადმყოფობა თავს მოულოდნელად დაგვატყდა და ძალიან გაგვირთულა მდგომარეობა.

გულწრფელად თანავუგრძნობთ თქვენს მწუხარებას.დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ნანა:დიახ, მუდმივად თხოვნა და განცხადებების წერა მიწევს… მაგრამ უშედეგოდ. ერთი წლის წინ, მაგალითად, ჩემი გოგონა, თამარი, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ველოსიპედით სეირნობისას მას მოპედი დაეჯახა. შედეგად, ფეხის მოტეხილობა, ოპერაცია… ახლა მას განმეორებითი ქირურგიული ჩარევა სჭირდება, რომ მანამდე ჩადგმული ფირფიტა ამოუღონ, მაგრამ დაფინანსებაზე უარი გვითხრეს. ბავშვი იტანჯება… როდესაც ცივა – მას ფეხი სტკივა, მე კი არ ვიცი, დახმარებისთვის ვის მივმართო…

რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ნანა:მხოლოდ უფალში! ეკლესიაში ადრე უფრო ხშირად დავდიოდით, მაგრამ ახლა, პატარებთან ერთად, ამის გაკეთება რთულია; თუმცა, სახლში სანთელს ყოველთვის ვანთებ და უფალს ჩემი სიტყვებით მივმართავ, ჩემი გელასთვის ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ყველა ჩემი შვილისთვის, კეთილდღეობას ვთხოვ.

უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

ნანა:იცით, მჯერა. სხვაგვარად უბრალოდ არც მოგმართავდით! თქვენს „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტებს სულ ვკითხულობ. თქვენ იმდენ გაჭირვებულს ეხმარებით! უფალი შეგეწიოთ! სიკეთე ხომ უკვალოდ არ ქრება… თქვენ ნათელი მაგალითი და მტკიცებულება ხართ იმისა, რომ ქართველი ერი გასაჭირში ჩავარდნილი მოძმის დასახმარებლად ყოველთვის მზად არის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა. თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ! 

მოდით, თქვენს შვილებზე ვისაუბროთ. მოგვიყევით, სკოლაში და საბავშვო ბაღში თუ დადიან?

ნანა:თემური ჯერ სულ ციცქნაა, 11 თვის. გელა, კი იცით, რომ არ ლაპარაკობს. ავადმყოფობის გამო, ბაღში არ დადის. ვაიდა, იქ დაემართოს შეტევა? უფროსები – საბა (6 წლის), ნიკა (7 წლის), თამარი (10 წლის), ზირანი (13 წლის) და ლევანი (16 წლის), რა თქმა უნდა, სკოლაში დადიან და სხვათა შორის, კარგადაც სწავლობენ. თითოეული მათგანი თავისებურად ნიჭიერია: ნიკა კარგად ხატავს, თამარი ფრიადოსანია და დიდ იმედებს იძლევა… ერთი ეგაა, შარშან მათ მთელი სემესტრის გამოტოვება მოუწიათ. სკოლის ნოუთბუქები მალე გაფუჭდა, კომპიუტერი კი არ გვაქვს…

თუ შეიძლება, მათაც გავესაუბრები. თამარ, შენ ერთადერთი გოგო ხარ, ექვსი ძმა გყავს. როგორია მათთან ერთად ცხოვრება? არ ჩხუბობთ?

თამარი (10 წლის):არაა! რას ამბობთ?! მე იმდენი დამცველი მყავს! ჩემს წყენინებას ვერავინ ვერასდროს გაბედავს! განსაკუთრებით ლევანი (16 წლის) – ის ყველაზე ძლიერი და გამბედავი მყავს, მე მისით ისე ვამაყობ… იცით, ის ჯარისკაცი იქნება, სამშობლოს დამცველი!

მართალია, ლევან? გადაწყვეტილება უკვე მიიღე?

ლევანი (16 წლის): დიახ, სკოლის შემდეგ ჯარში მივდივარ, მერე კი – ვნახოთ… ახლა მეთერთმეტე კლასში ვარ. ჯერ, კიდევ ერთი წელი დამრჩა.

თქვენ, ბიჭებო? საბა, ნიკა, ზირან, უკვე გადაწყვიტეთ, სად წახვალთ სასწავლებლად სკოლის დასრულების შემდეგ?

საბა (6 წლის):მეც ჯარისკაცი ვიქნები, როგორც ჩემი უფროსი ძმა!

ნიკა (7 წლის):მეც!

ზირანი (13 წლის):მე კი მინდა, ექიმი ვიყო! ისეთ წამალს ვიპოვი, ჩემს ძმას, გელას რომ განკურნავს…

დათამარი რა პროფესიით იმუშავებს?

თამარი:მინდა, პოლიციელი გავხდე და დამნაშავეები დავიჭირო!

რა საინტერესო არჩევანია! მაშინვე აშკარაა, რომ ექვსი ძმა გყავს! დედას თუ ეხმარები, ქალბატონო მომავალო გამომძიებელო?

თამარი: რა თქმა უნდა! დედას ძალიან უჭირს, პატარა თემურს მუდმივად რწევა სჭირდება, გელა კი ავადაა. ვცდილობ, დავგავო კიდეც და ჭურჭელიც დავრეცხო. მე ხომ უკვე საკმაოდ დიდი ვარ! ერთი ეგაა, როდესაც გელა ძირს ეცემა, შავდება და კანკალი ეწყება, ძალიან მეშინია… ის თითქოს კვდება! გავრბივარ და ვტირი, ოღონდ ისე, რომ დედამ არ დაინახოს…

გემრიელი საჭმელებიდან რის ჭამა გიყვართ?

„ძეხვის!“ – ერთხმად მპასუხობენ საბა, ნიკა და თამარი.

საბა:ის ისეთი გემრიელია! ზოგჯერ, დედა პატარა ნაჭერს ყიდულობს და ყველას გვინაწილებს… მაგრამ მას მაღაზიაში ვალი აქვს და პურის გარდა, უკვე აღარაფერს გვაძლევენ…

ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?

საბა:ძეხვზე!

ნიკა: მე – ნამცხვრებზე, და კიდევ, ველოსიპედზე…

ზირანი:რა ნამცხვრები?! ჩვენ კომპიუტერი გვჭირდება, თორემ სკოლას ისევ დახურავენ და ჩვენ გაკვეთილების გარეშე დავრჩებით!

თამარი: მე კი მინდა, გელა ძირს აღარ ეცემოდეს, აღარ კანკალებდეს… (ძლივს გასაგონად წარმოთქვა გოგონამ და თვალები დახარა.) კიდევ, პლანშეტზე ვოცნებობ, სულ ცოტათი…

– მოდით, დედასაც ვკითხოთ, რაზე ოცნებობს?

ნანა: მე მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ყველა ჩემი შვილი ჯანმრთელი იყოს, რომ მე და ჩემმა ქმარმა მათი ფეხზე დაყენება შევძლოთ! მიუხედავად ყველაფრისა…

– თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

ნანა: ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერი ვიქნებით… ჩემი შვილები მუდმივად ცუდად იკვებებიან, საფენებს ვერ ვყიდულობთ… საკმარისი საწოლები არ გვაქვს, ბავშვებს ერთმანეთზე სძინავთ, ტანსაცმელი გროვად გვიყრია, იმიტომ რომ კარადა არ გაქვს… ტექნიკაზე აღარაფერს ვიტყვი… 9 კაცის, 7 ბავშვის ტანსაცმლის ხელით რეცხვა ნამდვილი კოშმარია. სარეცხი მანქანა უბრალოდ სასიცოცხლოდ გვჭირდება. არც მაცივარი გვაქვს, არც ტელევიზორი… საჭმელს პატარა გაზის ბალონზე ვაკეთებ… ბავშვებს კი, სწავლისთვის, კომპიუტერი სჭირდებათ…

ვიცი, რომ თქვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. ყველა მათგანი გულისხმიერი და გულმოწყალე ადამიანია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჭირი მათ გულგრილს არ დატოვებს და ჩემსა და ჩემი შვილების ტკივილს ისინი გულთან ახლოს მიიტანენ!..

***

მეგობრებო, შენგელიების ოჯახი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. მათ ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი დახმარებას და თანადგომა. შვიდი ბავშვი მუდმივად ცუდად იკვებება, ძველმანებში ჩაცმული დადის. მათ არ აქვთ სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა, არ აქვთ უბრალოდ ნორმალური ბავშვობა; მაგრამ ჩვენ ხომ მშვენივრად ვიცით, რომ ბავშვები – ჩვენი ქვეყნის მომავალია!

გელას (4 წლის) ეპილეფსია აქვს. პატარას მუდმივად ესაჭიროება წამლები, მკურნალობა და ექიმების კონსულტაციები.

შენგელიების ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტები, საფენები, საწოლები, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბავშვებს კი არ აქვთ კომპიუტერი და შესაბამისად, არც ონლაინ-გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა.

შენგელიების მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მათი მისამართია: დედოფლისწყარო, თავისუფლების ქ. №63

ან დაურეკეთ საბრალო ნანას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 555 24 25 21

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: შენგელიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით შენგელიების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი მულტფილმებით

ასე უწოდეს პატარა საბამ და ნიკამ ფონდის საჩუქარს. „ოდესმე ასეთი უზარმაზარი ტელევიზორი გინახავთ? მას ვერც კი ჩაეხუტები! და მასში ყველაზე საინტერესო მულტფილმებს აჩვენებენ! ისეთებს კი არა, როგორც ჩვეულებრივში, არამედ ლამაზს და მხიარულს!“ – პატარა ნიკა ბედნიერებისგან ანათებს და სურს, რომ მისი სიხარული ჩვენც გავიზიაროთ! სწორედ ეს არის ბედნიერება! ბედნიერებას თავისი სახე აქვს და ეს სახე ერთი წლის თემურს, 5 წლის გელას, 6 წლის საბას, 7 წლის ნიკას, 10 წლის თამარს, 13 წლის ზირანს და 16 წლის ლევანს ეკუთვნის.

მათი დედა, ნანა, სიხარულით ლამის დახტოდა, როდესაც ჩვენ მას სარეცხი მანქანა ვაჩუქეთ. ზამთარში, შვიდი ბავშვის ტანსაცმლის ცივ წყალში რეცხვა ნამდვილი საშინელებაა!

ახლა ყველაფერს თანმიმდევრულად მოგიყვებით; ახლა მადლიერება მიიღეთ და იცოდეთ, რომ ეს თქვენი დამსახურებაა – თქვენი კეთილი და უფლის წინაშე გახსნილი გულების დამსახურება!

ოთხი თვის წინ, როდესაც ჩვენმა ფონდმა ეს ოჯახი მოინახულა, იქ იმედგაცრუება სუფევდა. ცას ღრუბლები თითქოს სწორედ მათი სახლის თავზე მოეფინა, რომელიც ისედაც ძლივს იდგა და სადაცაა დაიშლებოდა. სასოწარკვეთილებისაგან, ოჯახის დედამ, ნანამ, დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართა; მისი გულშემზარავი ამბავი კი ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ:

(https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/647-shengelia/)

შენგელიების ოჯახში შვიდი ბავშვი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე უფროსი, ლევანი, 16 წლის არის, ყველაზე უმცროსს, თემურს კი ერთი წელი სულ ახლახან შეუსრულდა. ოჯახში, ასევე, სნეული ბავშვია – ხუთი წლის გელა ეპილეფსიით იტანჯება; მას ხშირი შეტევები აქვს; ბიჭი შავდება, ძირს ეცემა და კრუნჩხვები ეწყება. მას წამლები, ექიმებთან ვიზიტი და პროცედურები სჭირდება, მაგრამ ოჯახს ამ ყველაფრის ფული არ აქვს. ნანა და მისი მეუღლე როგორღაც შვილების გამოკვებას ცდილობენ. მათი ერთადერთი შემოსავალი  სოციალური დახმარებაა, მაგრამ ეს თანხა მათ არც წამლებზე ჰყოფნით და არც საკვებზე. არადა, მათ ბინის ფულიც გადასახდელი აქვთ: სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ მათი პირადი კუთხე არ არის. ამ სახლს ისინი ქირაობენ, რადგან ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია.

თქვენ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, მთელი ეს თვეები ჩვენ გვერდით იდექით და შენგელიების ოჯახის დახმარებას ცდილობდით. მათ დასახმარებლად, თქვენი სიკეთის წყალობით, ჩვენ შესაბამისი თანხების შეგროვება შევძელით. ჩვენი ფონდი მთელი გულით გიხდით მადლობას ყველას, ვინც შენგელიების ოჯახის გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩა და ვინც მათ ერთხელ მაინც დაურეკა ან დახმარების ხელი გაუწოდა! უღრმესი მადლობა ყველას!

ნანა, რა სასიამოვნოა, მომღიმარს რომ გხედავთ! თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?

ნანა: ცალსახად შეიცვალა! ყველზე მთავარი კი ის არის, რომ ახლა ჩვენ სარეცხი  მანქანა გვაქვს. დღემდე არ მჯერა, რომ ნივთების ხელით რეცხვით აღარ დავიტანჯები. მეზობლები სულ თანამიგრძნობდნენ, უკვირდათ, ცივ წყალში როგორ ვრეცხავდი. მიწევდა! განა არჩევანი მქონდა? მე ოჯახი მყავს, შვიდი შვილი; თანაც, ერთ-ერთი მათგანი ერთი წლის არის, მეორე კი სნეულია.

სამაგიეროდ, ახლა მხოლოდ სარეცხი მანქანა კი არა, ტელევიზორიც გვაქვს, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ, – ბავშვები მისით აღფრთოვანებულები არიან და მას შეჰხარიან! ერთი წუთითაც კი არ თიშავენ; მულტფილმებს და გასართობ პროგრამებს უყურებენ… თქვენი ფონდის წყალობით, ჩემი შვილებისთვის სახლში საცხოვრებელი პირობების შექმნა შევძელი. არც კი ვიცი, თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე როგორ ვიცხოვრებდით. ჩვენ სახლში ერთი ნაჭერი პურიც კი არ გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შვილებზე ვფიქრობდით – ჯერ ისინი უნდა დაგვეპურებინა. მაგრამ რით? როდესაც სურსათი მოგვიტანეთ, ბავშვებმა ჭამით გული იჯერეს! თვალებზე ცრემლებიც კი მომადგა. რა უნდა იყოს მშობლისთვის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე დანაყრებული შვილების დანახვა?  მადლობა თქვენს ფონდს და ყველა კეთილ ადამიანს იმისთვის, რომ არ მიგვატოვეთ!

– რას ეტყოდით მათ?

ნანა: უღრმესი მადლობა ყველას! თქვენ ჩვენ სიცოცხლე დაგვიბრუნეთ და დაგვეხმარეთ იმის დაჯერებაში, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. ყოველ ჯერზე, როდესაც ვრეცხავ, ან როდესაც ჩემი შვილები ტელევიზორს უყურებენ და ხარობენ, მე ყველა მათგანი მახსენდება, ვინც ჩვენ დაგვეხმარა და ვინც ჩვენი ოჯახის პრობლემების მიმართ გულგრილი არ დარჩა! მათი მადლობელიც ვარ, ვინც ჩვენი ამბის წაკითხვის შემდეგ, თუნდაც ორიოდე წუთი, ჩვენს ოჯახზე ფიქრობდა. იცოდეთ, მეგობრებო, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს! უფალმა დაგლოცოთ!

– ნანა, ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით?

ნანა: მე ყველას და თითოეული ადამიანის მადლობელი ვარ! მაგრამ ერთ წყვილს მაინც აღვნიშნავდი. ისინი თბილისიდან ჩამოვიდნენ და ძალიან ბევრი საჭმელი ჩამოგვიტანეს. ქალმა მიამბო, რომ ჩვენი ამბავი სოციალურ ქსელებში წაიკითხა. მან და მისმა მეგობრებმა ფული შეაგროვეს, რომ ჩვენთვის საკვები ეყიდათ, რადგან ჩვენი დახმარება სურდათ. ეს ზუსტად ახალი წლის წინა დღეებში მოხდა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სადღესასწაულოდ საჭმელი გვეყიდა და არც კი ვიცოდით, ახალ წელს როგორ შევხვდებოდით… და სწორედ წინა დღეს, ჩვენთან ეს კეთილი ხალხი მოვიდა და იმდენი საჭმელი მოგვიტანა… თითქოს ისინი თავად უფალმა გამოგზავნა ჩვენთან. როგორ შეიძლება, ამის შემდეგ სასწაულების არ ირწმუნო?

რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა და დახმარება პირადად თქვენთვის?

ნანა: ეს ჩემთვის ყველაფერია! თქვენ მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობის თქმით არასდროს დავიღლები! იმის ცოდნა, რომ მარტო არ ხარ და შენი პრობლემები სხვასაც ადარდებს – ეს ჩემი ოჯახისთვის და პირადად ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ხალხის მხრიდან საყრდენი ვიგრძენით. ეს გვეხმარება თავი დაცულად ვიგრძნოთ.

– გვიხარია, რომ ახალი მეგობრები გამოგიჩნდათ! ნანა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა ჩვენს პოსტს რაიმე გამოხმაურება?

ნანა: არა, საერთოდ არანაირი რეაქცია არ ყოფილა! ჩვენ თითქოს არც ვარსებობთ!

ნანა, ნება მიბოძეთ, თქვენს შვილებსაც გავესაუბრო. აბა, ბავშვებო, ვის რომელი საჩუქარი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

ნიკა: მე ყველაფერი მომეწონა!მაგრამ განსაკუთრებით – ტელევიზორი. სულ მულტფილმებს ვუყურებ და მგონია, რომ არასდროს მომბეზრდება!

საბა: მეც არ მომბეზრდება!

ზირანი: ასეთი დიდი ტელევიზორი არასდროს მინახავს. ის უბრალოდ უზარმაზარია!

თამარი: მე მულტფილმების ყურება მიყვარს. ასევე, გასართობი და მუსიკალური გადაცემებიც მომწონს, მაგრამ იცით, ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გამიხარდა, რომელიც დედას აჩუქეთ. ის ადრე ხელით რეცხავდა, თანაც ცივ წყალში. ძალიან მეცოდებოდა! ამის გამო, ის ხშირად სევდიანი იყო, მაგრამ ახლა იღიმის.

– ბავშვებო, ტელევიზორის გამო არ ჩხუბობთ ხოლმე, ვინ რას უნდა უყუროს?

ლევან: არა, არ ვჩხუბობთ. დედამ მაშინვე გვითხრა, რომ ერთმანეთის სურვილების გაგება და დათმობა უნდა ვისწავლოთ. მე, მაგალითად, რაგბის ყურება უყვარს, მაგრამ თუ ჩემი ძმები და დაიკო მულტფილმებს უყურებენ, მე მათ არ ვაწუხებ. როგორც უფროსმა – უნდა დავუთმო. ისინი ხომ ჯერ კიდევ პატარები არიან?!

– ნანა, თქვენ შესანიშნავი და მოსიყვარულე შვილები ჰყავთ! ძალიან გაგიმართლათ! თქვენს ოჯახში რაიმე გადაუჭრელი პრობლემა ხომ არ დარჩა? იქნებ კიდევ შეგვიძლია რამით დახმარება?

ნანა: მადლობელი ვარ იმისთვის, რაც ყველა ამ კეთილმა ადამიანმა ჩვენთვის გააკეთა. კიდევ რაღაცის თხოვნა ძალიან მეუხერხულება, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ახალი პრობლემა გაგვიჩნდა. ნაქირავები ბინის მფლობელი სხვაგან გადასვლას გვთხოვს. არც კი ვიცით, რა ვქნათ, სად წავიდეთ. ისედაც მათხოვრებივით ვცხოვრობთ და ახლა სახლიდანაც გვაგდებენ. თავადაც ხედავთ, რომ ამას სახლსაც კი ვერ კი უწოდებ – ორი ოთახია, რომელშიც ცხრა კაცი ვცხოვრობთ; მაგრამ ჩვენ ამაზე უკეთესის ფული არც გვაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ.

***

ჩვენო ძვირფასო მეგობრებო! ყველას დიდი მადლობა, ვინც შენგელიების ოჯახი მარტო არ დატოვა. ყოველ ჩვენგანს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენი გასაჭირი ზოგჯერ ისეთი საშინელი არ არის, როგორიც სხვების. ყველა ჩვენგანისთვის ასეთ რთულ დროს, ჩვენ გულგრილები არ უნდა დავრჩეთ. თუკი შენგელიების ოჯახის მხარდაჭერა და მათთვის დახმარების ხელის გაწოდება შეგიძლიათ, გადადგით ეს ნაბიჯი – დაურეკეთ მათ, ჰკითხეთ, რამე ხომ არ სჭირდებათ. ოჯახში შვიდი ბავშვია, საბრალო გელას კი წამლები, ექიმებთან ვიზიტი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ბავშვები ჩვენი მომავალია, ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავალი. მოდით, გავაგრძელოთ შენგელიების ოჯახის დახმარება! რადგან მათ თუ დღეს ჩვენ დავეხმარებით, ხვალ შეიძლება ვინმე ჩვენ დაგვეხმაროს!

შეგიძლიათ ნანას თავად დაუკავშირდეთ. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 555 24 25 21.

მისამართი: დედოფლისწყარო, თავისუფლების ქ. 63.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შენგელიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 11
პროდუქტები
250.08₾
2021 იან 14
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1065.00₾
2021 იან 25
პროდუქტები
100.00₾
2021 იან 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
310.00₾
2021 თებ 25
პროდუქტები
109.00₾
2021 მარ 19
პროდუქტები
99.99₾

სულ ხარჯები:

1934.07₾

დარჩა:

0.85₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2021 13:02:40
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.03.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2021 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.03.2021 11:43:33
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2021 06:19:25
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2021 09:09:22
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2021 17:20:09
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2021 20:00:00
₾6.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2021 20:00:00
₾1.80
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2021 20:00:00
₾15.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2021 20:00:00
₾49.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2021 20:00:00
₾13.00

შემოწირულია:

₾1,934.92

128 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,934.92

128 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება