ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, დღეს საჭმელს შევჭამთ? ძალიან მშია…

calendar იანვარი 18, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გულსაკლავად კითხულობს 5 წლის ანანო და დედას კალთაზე ექაჩება. „მეც, მეც მინდა ჭამა! დედა, პური მაინც თუ გვაქვს?“ – კვერს უკრავს უმცროსი ძამიკო, შოთიკო (3 წლის). „მოითმინე, ჩემო სიხარულო, იქნებ მეზობელმა მოგვიტანოს რამე“, – ალერსიანად პასუხობს დედა, გვანცა (29 წლის) და ბავშვებს თავზე ეფერება. „მაცივარი სულ მოცარიელებულია, მათ ვერაფრით ვაწყნარებ, ისევ მეზობლებისთვის მომიწევს თხოვნა, – ჩვენკენ ტრიალდება და თითქოს თავს იმართლებსო, სევდიანად გვიხსნის ახალგაზრდა ქალი. ზურგი ვაქციე, ცრემლები და დაბნეულობა რომ დამემალა.
„ღმერთო, ნებისმიერ ტანჯვას ავიტან, ოღონდ ჩემი შვილების შიმშილს არ ვხედავდე! – მწარედ ტირის საბრალო, ახალგაზრდა ქალი. – ადრე, თავი რაღაცნაირად მაინც გაგვქონდა, ახლა კი ვერც სამსახურს იშოვი, არც ტრანსპორტი მუშაობს… ზოგჯერ, დღე ისე გადის, ბავშვები ცარიელ ჩაისა და პურზე არიან!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ამ ხელმოკლე, ქართულ ოჯახში, სამი შიმშილითა და სიღარიბით გაწამებული ბავშვი იზრდება: ანანო (5 წლის), შოთიკო (3 წლის) და ნატა (1 წლისა და 6 თვის). მათ საშინელ შენობაში ცხოვრება უწევთ, რომელიც სახლს საერთოდ არ ჰგავს! აქ ისე ცივა, როგორც ქუჩაში, კედლები იშლება, იატაკზე კი ბეტონის საფარია!

სრულ სასოწარკვეთილებამდე მისულმა გვანცამ ჩვენს ფონდს იმ იმედით მიმართა, რომ სულგრძელი ქართველი ერი მოძმეს გასაჭირში არასდროს მიატოვებს.  

გვანცა, თუ შეიძლება, გვითხარით, რამ გაიძულათ, ჩვენთვის მოგემართათ?

გვანცა: ჩვენს რთულ, ფინანსურ მდგომარეობას უკვე დიდი ხანია, ვეღარ ვუმკლავდებით. ოთხი წლის წინ, ოჯახური პრობლემების გამო, ჩემი მშობლების სახლიდან აქ გადმოვედით. თავიდან გვეგონა, რომ სიღარიბის დაძლევას შევძლებდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ადგილს, სადაც ახლა ვცხოვრობთ, სახლს ვერ დავარქმევ. ეს უბრალოდ ბეტონის კედლებია; მაგრამ მადლობა ღმერთს, აქ ჩემმა მაზლმა შეგვიკედლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა ბავშვებით ხელში, ქუჩაში აღმოვჩნდებოდით.

პანდემიასთან ერთად, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. შვილების გამოკვებას ძლივსღა ვახერხებთ. არის დღეები, როდესაც ისინი საერთოდ შიმშილობენ და მაცივარშიც არაფერია. ჩემმა მეუღლემ წერა-კითხვა არ იცის. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა და განათლების მიღების შესაძლებლობა მისთვის არ არსებობდა, თუმცა, ჩვენი შვილების გამო ის ყველაფერს აკეთებს. როგორც კი თუნდაც უმნიშვნელო საქმე ჩნდება მტვირთავად, მაშინვე ხელს ჰკიდებს… მაგრამ ხომ გესმით, შეუძლებელია, რომ ეს სამ პატარა ბავშვს ეყოს.

ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ?

გვანცა:ერთხელ, ჩემმა მეგობარმა თქვენი ფონდის შესახებ მიამბო. მაშინვე თქვენს ვებ-გვერდზე შემოვედი და გავხევდი. ვერ დავიჯერე, რომ ამდენ ხალხს ეხმარებით! ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენი კეთილი და მზრუნველი ადამიანი არსებობს; მაგრამ რომ დავინახე, რას აკეთებთ, ხალხს როგორ ეხმარებით, ჩემში იმედმა კვლავ გაიღვიძა, რომ შეიძლება, ჩემს შვილებსაც დაეხმარონ!

დიდი ხანია, რაც ასეთ რთულ მდგომარეობაში იმყოფებით?

გვანცა:იცით, 4 წლის წინ, რუსთავში ვცხოვრობდით, ჩემს მშობლებთან. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ, ჩემი ძმა დაქორწინდა და ბინაში ყველა ერთად უკვე ვეღარ ვეტეოდით. არ მინდოდა, ჩემი ოჯახის გამო, ჩემს ძმასა და დედაჩემს შორის განხეთქილება მომხდარიყო, ამიტომ საცხოვრებლად აქ გადმოვედით. ჩვენ იოსების ძმამ შეგვიკედლა, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერები ვართ და მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს ვიხდით. 

სანამ დედაჩემთან ერთად ვცხოვრობდით, ჩემს შვილებს თბილი სახლი და სუფრაზე საჭმელი ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადმოვედით, ჩემმა ანგელოზებმა ბავშვობა დაკარგეს. მათ ცხოვრებაში სიხარული თითქმის აღარ დარჩა. მათაც ჩემსავით ეშინიათ, რომ ხვალ საჭმელი აღარაფერი გვექნება. იმ წუთის გახსენებაც კი  მეშინია და მრცხვენია, როდესაც იმდენად გაგვიჭირდა, რომ უფროსი გოგონასთვის (გვანცა ცრემლებს ძლივს იკავებს) თმის შეჭრა მოგვიწია. ვუთხარით, რომ ოჯახისთვის ასე იყო საჭირო. ღმერთო, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა თმა ჰქონდა!

სახელმწიფოსგან დახმარებას თუ იღებთ?

გვანცა:დიახ, ჩვენ სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ და სოციალურ დახმარებას ვიღებთ, რითიც საკვებისა და ყველაზე აუცილებელი ნივთების, მაგალითად, საფენების ყიდვას თუ ვახერხებთ. გადასახადების გადახდა უფრო და უფრო გვიჭირს. ბავშვებისთვის ტანსაცმელსაც კი ვერ ვყიდულობთ. როგორც წესი, მეზობლები ან უბრალოდ, კეთილი ადამიანები გვეხმარებიან. ყოველი ნივთისთვის მათი ისეთი მადლიერი ვარ! ახლა ზამთარიც დადგა და ბავშვებს სახლშიც კი ძალიან სცივათ. ნეტავ, ავად არ გახდნენ!

ვინ გეხმარებათ? იქნებ ნათესავები ან მეგობრები?

გვანცა:პანდემიამდე, დედაჩემი გვეხმარებოდა. ყოველთვის მოჰქონდა მაკარონი, ბრინჯი, ყველა საჭირო ნივთი; მაგრამ ახლა, რუსთავიდან აქ ჩამოსვლა შეუძლებელია, ასე რომ მისი მხარდაჭერის გარეშე დავრჩით. ბავშვებსაც ძალიან ენატრებათ… მაგრამ ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ჩვენზე ყოველთვის ფიქრობს. რამე ხორციანს თუ გააკეთებს, შეძლებისდაგვარად, ერთი ნაჭერი ჩემი ანგელოზებისთვისაც მოაქვს. ის რომ არა, ბავშვებს ხორცის გემო დიდი ხნის წინ დაავიწყდებოდათ. (გვანცა ცრემლიანი თვალებით საუბრობს).

აქ ჩემი ქმრის ძმამ შემოგვიშვა და ჩვენ მისი უზომოდ მადლიერები ვართ. ის რომ არა, არც კი ვიცი, რას ვიზამდით. ვერ წარმომიდგენია, რაიმე ფართის დასაქირავებელ ფულს საიდან მოვიტანდით.

სად ცხოვრობთ? თქვენი საცხოვრებელი პირობები აღგვიწერეთ.

გვანცა:ჩვენ პატარა მინაშენში ვცხოვრობთ. საითაც არ გაიხედები – ყველგან ბეტონია. ცოტა ხნის წინ, ძმამ არ მოინდომა, რომ მთავარი კარით გვესარგებლა და გვთხოვა, რომ ცალკე შესასვლელი გვქონოდა, ამიტომ, ჩემს მეუღლეს ერთი კედლის ამომტვრევა და მასში კარის ჩასმა მოუწია, რომელიც მეზობელმა მოგვიტანა და ძალიან თხელია. ასეთს, როგორც წესი, შენობის შიგნით, ოთახებს შორის იყენებენ, ასე რომ, იმაზე მეტად აცივდა, ვიდრე უწინ. ფანჯრებიც ძალიან თხელია, ტემპერატურა გარეთაც თითქმის იგივეა, რაც შიგნით.

ტექნიკაც გაფუჭებულია, სარეცხი მანქანა არ მუშაობს, ასე რომ იქ უბრალოდ ნივთებს ვაწყობ და შემდეგ, ხელით ვრეცხავ. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, ღუმელია. ის თითქმის არ ათბობს და სახლში სითბოს შენარჩუნება სულ უფრო და უფრო გვიჭირს… ადრე, ბავშვებს ტელევიზორის ყურება უყვარდათ, მაგრამ ისიც გაფუჭდა, ძალიან ძველი იყო.

თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა როგორია?

გვანცა:ისინი ავად ხდებიან, სულ სურდო და ხველება აწუხებთ. შარშან, დაახლოებით დეკემბერში, მთელი ჩვენი ოჯახი ავად გახდა, ყველას 40-მდე ტემპერატურა ჰქონდა და ყველანი სასწრაფო დახმარების მანქანით წაგვიყვანეს. ღმერთო! ის დღე არასდროს დამავიწყდება, როდესაც მე ერთ პალატაში ვიწექი, ჩემი უფროსი გოგონა კი მეორეში. მასთან დასარეკად ტელეფონი მომცეს, ის კი ყურმილში ტიროდა და მეუბნებოდა: „დედა, ვკვდები, მიშველე!“ (გვანცა ცრემლებს უკვე ვეღარ იკავებს.)

ჩემი პატარა… ის ისეთი განსაკუთრებულია… ბევრ ზრდასრულზე უკეთ ესმის ყველაფერი… ისე ცუდად იყო, სიკვდილი უნდოდა! ღმერთო, ამას მეორედ ნუღარ გადაატანინებ! ჩვენი გადმოსვლის შემდეგ, ძალიან შეიცვალა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ამბობს კიდეც, რომ აღმზრდელისთვის გამარჯობის თქმა რცხვენია. ანანო რატომღაც დარწმუნებულია, რომ ის ყველაზე ცუდია… ჩემი გოგონა…

ახლა, ჩემი ჯანმრთელობაც ვერ არის მთლად სასურველ დონეზე. გული უფრო და უფრო ხშირად მტკივა, სუნთქვის უკმარისობა მაქვს. ანანოს, შარშანდელი ფილტვების ანთების შემდეგ, იმუნიტეტი დაუქვეითდა და უფრო ხშირად ავადმყოფობს. გამოკვლევები მარტო მე კი არა, ანანოსაც სჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით, თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევთ… არც ის ვიცი, როდის შევძლებთ…

თუ შეიძლება, მოგვიყევით, რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი? რაზე გყოფნით?

გვანცა: ჩვენ სოციალური დახმარება გვაქვს – თვეში 450 ლარი. ზოგჯერ, მეუღლეს შეიძლება გაუმართლოს და მაღაზიისთვის ან აფთიაქისთვის მანქანის ჩამოტვირთვა დაავალონ, მაგრამ ძირითადად, ამაში ფულს არ იღებს. ასე ვალებს ვფარავთ. აი, ახლაც, აფთიაქში 50 ლარის ვალი ჯერ კიდევ დაგვრჩა.

ასე რომ, 450 ლარი საჭმელზე – წიწიბურაზე, მაკარონზე, პურზე – და საფენებზე თუ გვყოფნის… და რა თქმა უნდა, კომუნალურ მომსახურებაზე. ზოგჯერ, ელექტროენერგიის გადასახადი 50 ლარი გამოდის.

– როგორ იკვებებიან თქვენი შვილები?

გვანცა: ვცდილობ, მათ ყველაფერი გავუკეთო, რაც ორგანიზმს სჭირდება. ძირითადად, წვნიანებს, ბორშჩს, ფაფებს ვუმზადებ. საბავშვო ბაღი ბავშვებისთვის ბურღულს და ცოტა საჭმელს გვაძლევს, ჩვენს მდგომარეობაში კი ესეც დიდი დახმარებაა. პურს თავად ვაცხობ. ფქვილის ყიდვა უფრო იაფია, ვიდრე მზა პროდუქტის. თან, ბავშვებსაც მოსწონთ. მათ ხორცი და თევზი ძალიან უყვართ, მაგრამ ხომ გესმით, ამის ფული საერთოდ არ გვაქვს.

ჩემი შუათანა ბიჭი სულ იოგურტს მთხოვს. ის მას „ბუტიტი“-ს ეძახის. ამბობს: „დედა, ბუტიტი მიყიდე“. მაგრამ მას რომ ვუყიდო, დანარჩენები? ასე რომ, არც ამით გამომდის მათი გახარება. არც ტკბილეულის ფული გვაქვს, ხანდახან საწუწნ კანფეტებს თუ ვიყიდი და ეგაა…

– მათ რას უსურვებთ?

გვანცა:მინდა, მათ ჯანმრთელობა და თბილი, მყუდრო სახლი ჰქონდეთ. ამისთვის ყველაფერს გავიღებ. იცით, როდესაც ანანო სულ რაღაც 3 წლის იყო, უზარმაზარი, ლამაზი სახლი დაინახა და ისტერიკა დაეწყო. მისი დამშვიდება ვერ მოვახერხეთ, ნევროპათოლოგთანაც კი მივიყვანეთ. ექიმი შეძრწუნებული იყო, ვერ იჯერებდა, რომ სამი წლის ბავშვს ნერვებთან დაკავშირებული ასეთი პრობლემები ჰქონდა. წამლების დანიშვნაც კი მოუწია (გვანცა სულ მთლად გაფითრდა). გესმით, რა ფაქიზი სული აქვს? 3 წლის ასაკშიც კი ესმოდა, რომ ჩვენი ოჯახი სხვებისგან განსხვავდება, რომ ჩვენ ცუდ პირობებში ვცხოვრობთ…

მეუღლე როგორ გაიცანით?

გვანცა:დაახლოებით რვა წლის წინ, ჩემმა მეგობარმა ამ სოფლის ბიჭზე იქორწინა, ამიტომ ქორწილში ჩამოვედი. ერთმანეთი აქ გავიცანით, შეგვიყვარდა…ის ისეთი თავაზიანი და მზრუნველი იყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ის ყოველთვის მუშაობდა. იოსები ძალიან შრომისმოყვარეა. დავქორწინდით, საცხოვრებლად თბილისში გადავედით. პირველი ორი წელი შვილი არ გვყავდა, მაგრამ შემდეგ, უფალმა ანანო გვაჩუქა. არაფერი გვაკლდა, მაგრამ როდესაც მეტი შვილი შეგვეძინა, იოსებმა კი სამსახური დაკარგა, მაშინ ძალიან გაგვიჭირდა. 

ხალხის სიკეთის თუ გჯერათ?

გვანცა: როგორ არ უნდა მჯეროდეს, თუ ეს ის არის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში, გვშველის და ბედნიერ წუთებს გვჩუქნის.

მახსოვს, ერთხელ, ერთმა კაცმა ჩვენი ოჯახის შესახებ შეიტყო. მოვიდა და რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი, ლიმონათის შეკვრა და ცოტაოდენი ხორციც კი გვაჩუქა. ბავშვებს წვნიანი გავუკეთე. რა ბედნიერები იყვნენ! იმ დროისთვის, მათ უკვე დიდი ხანია, მსგავსი არაფერი ეჭამათ. იმ ადამიანის ისეთი მადლობელი ვარ… სულ რაღაც ერთი თვის წინ კი საჭმელი საერთოდ გაგვითავდა, არაფერი გვქონდა, ბავშვები მთელი დღე მშივრები იყვნენ. ჩემმა მეზობელმა ჩაისთვის პური და კარაქი მოგვცა… ამის შემდეგ, ხალხის სიკეთის როგორ არ უნდა გჯეროდეს?!

ხომ არ გინდათ, ჩვენს მკითხველებს მიმართოთ?

გვანცა:მჯერა, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ. მჯერა, რომ მათ ჩვენი დახმარება შეუძლიათ. ყოველდღე ვხედავ, თქვენს ვებ-გვერდზე ხალხი ჩვენნაირ ოჯახებს როგორ ეხმარება. ეს მაძლევს იმედს, რომ ჩემი შვილებიც განიცდიან ბედნიერებას იმ ყურადღების გამო, რასაც თქვენ ჩუქნით!  

ჩვენ თქვენი მადლობელი უკვე იმის გამო ვართ, რომ ყურადღება მოგვაქციეთ, მოხვედით, მოგვისმინეთ… ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

თუ შეიძლება, მინდა, ბავშვებსაც გავესაუბრო

ანანო, დედამ შენზე ბევრი გვიამბო. შენ ისეთი ჭკვიანი ხარ! მითხარი, რაზე ოცნებობ?

ანანო (5 წლის): დიდ, ლამაზ სახლზე ვოცნებობ! საბავშვო ბაღში ხშირად იცინიან, ამბობენ, რომ მე ქვის სახლში ვცხოვრობ, მაგრამ ეს ხომ დროებითია, არა? დედა ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერი გვექნება, ოღონდ ჯერ არ იცის, როდის… მაგრამ დავიცდი.

გავიგე, რომ საბავშვო ბაღში დადიხარ. მოგწონს?

ანანო: საბავშვო ბაღი მიყვარს, იქ ყოველთვის ვმხიარულობთ და ვთამაშობთ. მასწავლებელი უკვე კითხვას გვასწავლის. მე ჯერ არ ვიცი, მაგრამ მალე ვისწავლო. მართლა! სწავლა მიყვარს. მასწავლებელი ამბობს, რომ ყველაფერს სწრაფად ვითვისებ!

ბაღში მეგობრები თუ გყავს?

ანანო: დიახ, ბევრი მეგობარი მყავს! ჩვენ სულ დედა-შვილობანას ვთამაშობ. მე უკვე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ზოგჯერ, ნატასაც ვუვლი, ხელში ამყავს. ის ისეთი პატარაა, მაგრამ მისი ხელში დაჭერა უკვე საერთოდ აღარ მეშინია.

რის კეთება გიყვარს?

ანანო: ძალიან მიყვარს ტელევიზორის ყურება, აი, ისეთის, wi-fi-ით. ჩვენ ტელევიზორი არ გვაქვს, მაგრამ ჩემს მეგობარს აქვს… კიდევ, ცეკვა მიყვარს, „ტიკ-ტოკიც“ მიყვარს. როგორც კი მუსიკა ირთვება, მაშინვე ვცეკვავ, როგორც მაშინ, ქორწილში! ძალიან სახალისო იყო!

უკვე იცი, თოვლის ბაბუასგან რა გინდა?

ანანო: ძალიან მინდა ბარბი და ტელევიზორი. ჩემს მეგობრებს ბარბი აქვთ და ახალ წელს, მათ კიდევ აჩუქებენ. მერე, მათთან თამაში მეც მინდა.

– შოთიკო, შენ რა გინდა?

შოთიკო (3 წლის): მე ბევრზე ბევრი ტკბილეული მინდა! მიყვარს კანფეტები და ბუტიტი (იოგურტი), ისეთი გემრიელია. მაგრამ დედას დიდი ხანია, აღარ უყიდია.

***

მეგობრებო, ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ გაჭირვებულ ხალხს არ დავეხმაროთ! მოდით, ვილოცოთ ამ ოჯახისთვის, ყველამ ერთად შევთხოვოთ უფალს, რომ ამ ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს!

გადასარჩენად, მათ პატარა ოჯახს ძალიან სჭირდება: საკვები, სამედიცინო გამოკვლევა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი ახლობლები არიან!

ყველაფერი ღმერთზე და ჩვენს მოწყალებაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, მათ თავად ეწვიოთ და პირადად დაეხმაროთ.

დაურეკეთ გვანცას, გაიგეთ ოჯახის საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ მას, უთხარით, რომ ის მარტო არ არის და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შინდისი. ტელეფონი:  599 70 08 52.

მეგობრებო, მარხვაშვილების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არ არის. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ეს დედამიწაზე ყველაზე ამაყ ერს – ქართველებს შეეფერება!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ.

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარხვაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, მარხვაშვილებისოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

დე, „ბუტიტის“ მთელი ყუთი მაქვს!

შოთიკო: „დეეე, ანანო ისევ ვიდეოს მიღებს! ყველაფერს იღებს, რასაც ვაკეთებ.“

ანანო: „ტიკტოკისთვისაა, – ყველა გაგიცნობს.“

შოთიკო: „ყველა ნახავს, როგორ ვჭამ „ბუტიტის“? არ მინდა!“

ანანო: „აბა, პლანშეტით ვის გადავუღო? დე, მაშინ შენ გადაგიღებ!“

გვანცა: „ოჰ, მოიცა, კაცო! მზად არ ვარ. თმა მაქვს მოსაწესრიგებელი.“

ანანო: „მაშინ თქვენ გადაგიღებთ!“ (კამერას ჩვენკენ ატრიალებს.)

ძვირფასო მეგობრებო, მარხვაშვილების ოჯახში, თქვენი წყალობით, პატარა ტიკტოკერი გაჩნდა. ხედავთ, როგორი გამოსადეგი ყოფილა ახალი პლანშეტი? ახლა ანანოს და შოთიკოს ბავშვებისთვის შესაფერისი აზრები გაუჩნდათ: როგორ გაერთონ, რა ითამაშონ, მშობლებს გემრიელი რა შეუკვეთონ? თქვენ მათი პატარა თავები ზედმეტი ფიქრებისგან, პატარა გულები კი შიშისგან გაათავისუფლეთ. არადა, იყო დრო, ბავშვები დედ-მამას მოსვენებას არ აძლევდნენ კითხვებით: „ხომ არ მოვკვდებით? მართლა ძალიან ცუდად არის ყველაფერი?“ მშობლები სიმწრისგან ლამის ჭკუიდან გადადიოდნენ.

მადლობა ღმერთს, ანანო და შოთიკო მსგავს კითხვებს აღარ სვამენ! დიდი მადლობა თქვენ, რადგან ამ ხალხისთვის, რაც შეგეძლოთ, ყველაფერი სულითა და გულით გაიღეთ. 

გვანცა: იმდენი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, იმდენი სიახლე გვაქვს… (იღიმის.) დიდი ხანია გელოდებით; ერთი სული მაქვს, გაგიზიაროთ. პირველ რიგში, მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ყურადღების ცენტრში პირველად ვართ. ძალიან ბევრმა დაგვირეკა, ბევრი გვესტუმრა და მეც და ჩემს შვილებსაც პირადად გაგვეცნო… პანდემიის მიუხედავად, სამყარო მაშინვე გამოცოცხლდა და გაგვეხსნა. აღტაცებისგან გონს ჯერაც ვერ მოვსულვარ!  დიდი მადლობა თქვენ, თქვენს მთელ კოლექტივს და მათ, ვინც ჩვენი ამბავი, საკუთარი პრობლემების მიუხედავად, გულთან ახლოს მიიტანა. არადა, პრობლემები ყველას გვაქვს, განსაკუთრებით კი ახლა, როცა საქართველოში ცხოვრება ასე გაჭირდა. 

ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილი გადატრიალება მოხდა! ახლა ბავშვებს საჭმელი, ტკბილეული, სათამაშოები, საწოლები და ტელევიზორი აქვთ, მე კი სარეცხ მანქანას შევხარი.  

„რა საინტერესო სათამაშო აქვს დედას. მასთან თამაში მეც მინდა. შიგნით რა შევდო?“

უამრავი კეთილი, გულისხმიერი და ღვთისმოშიში ადამიანი გავიცანი. ყველა განსხვავებულია, მაგრამ ჩემთვის ყველა თანაბრად ფასობს. ზოგს დავუახლოვდი კიდეც. სანამ თქვენთან დაკავშირებას გადავწყვეტდი, სასოწარკვეთილი ვიყავი. პანდემიის შემდეგ დაკარგულები, დაბნეულები ვიყავით და მთელი სიჩქარით უფსკრულისკენ მივექანებოდით. საშინელება იყო! მტერსაც არ ვუსურვებ… იყო დღეები, როცა ბავშვებს ცარიელ პურს და ჩაის ვაძლევდი. რა თქმა უნდა, დროდადრო მეზობლებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ სულ კარებისკენ ყურება, ლოდინი და თხოვნა უბრალოდ შეუძლებელია. ყველას თავისი პრობლემები აქვს… მიხარია, რომ დაგიკავშირდით და ხალხისთვის ჩემი ვედრების მიწვდენაში დამეხმარეთ. საოცარი რამ მოხდა!

როცა ჩვენი ამბავი სხვადასხვა ხალხმა, მათ შორის, ჩვენმა ნათესავებმაც წაიკითხეს, თითქოს ახალი თვალით შემოგვხედეს. ქუჩა-ქუჩა ხომ არ დაიწყებ სიარულს და ყვირილს, რომ დახმარება გჭირდება, არა?! ყველას ვერც მოუყვები და ალბათ არც არის საჭირო, რადგან ვისთვისაც სულ ერთი არ ხარ, ის ისედაც მოგიკითხავს, დაგიკავშირდება, დაინტერესდება… დაკარგულმა ნათესავებმაც კი დაიწყეს რეკვა: „მართლა ასე გიჭირთ?“ – უკვირდათ, დარდისგან როგორ გავხდი და დავილიე…

„ეს ჩვენი საერთო პლანშეტია, მაგრამ მასში მე უფრო კარგად ვერკვევი, ვიდრე შოთიკო… კარგი, კარგი, ეჭიროს…“

უცნობებს ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული მოჰქონდათ – ის ყველაფერი, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით… და მივხვდი, რომ ძალიან ვცდებოდი, როცა ჩუმად ვიყავი და საკუთარი გაჭირვების მრცხვენოდა. ისევ ჩემს შვილებს დავაკელი. დახმარება, პირველ რიგში, მათ სჭირდებოდათ. მათი ნაზი სულები სიხარულით აივსნენ და ზარებივით აჟღარუნდნენ, როცა სითბო და ყურადღება იგრძნეს. ადამიანმა უკან-უკან არ უნდა იყურო: „რას იტყვიან? ჩვენზე რას იფიქრებენ? დახმარებას რომ ვითხოვთ, ხომ არ გაგვკიცხავენ?“ ღვთისნიერი ხალხი სიღარიბის გამო არ განიკითხავს, არც თქვენი მკითხველები განიკითხავენ. დიახ, ღარიბები ვიყავით და ამაში სასირცხვილო არაფერია. თუ დახმარება გჭირდება, ხალხს გული უნდა გაუხსნა.

ღმერთია მოწმე, უზომოდ მიხარია, რომ თქვენთან მოვედი. ჩემს შვილებს ახლა ის აქვთ, რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდნენ. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ოცნებები გვიხდება; ხოლო მას, ვინც განიკითხავს, ნამდვილი გაჭირვება და სიღატაკე ალბათ არასდროს განუცდია… თუმცა ამ ხალხმა შეიძლება დროთა განმავლობაში გააცნობიეროს, რომ შვილები და მათი სურვილები, საჭიროებები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ნებისმიერი მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– ახალი მეგობრებიდან ვინმეს ხომ არ გამოყოფდით?

გვანცა: თითოეული მკითხველის მადლიერი ვარ. ყველაფრისთვის! ვინმეს გამოყოფა მართლა ძალიან მიჭირს, – ჩვენთვის ყოველი ადამიანი უფლის სასწაულია… თუმცა არის ერთი ადამიანი, რომლის შესახებაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო. მას ნათია ჰქვია – აერობიკის მასწავლებელია. უკვე დიდი ხანია ჩვენ გვერდითაა; ჩვენი ცხოვრებით, პრობლემებით და საზრუნავით ცხოვრობს. ოჯახის წევრივითაა. ბავშვები ძალიან უყვარს. სულ ცდილობს მათ რამე გემრიელი მოუტანოს, ბავშვებს თავზე დაფოფინებს… ნათია მათაც ძალიან უყვართ. როგორც კი მისი ზარის ხმას იგებენ, გიჟებივით უხარიათ. ერთხელ ნათიამ ხელების დასაბანი ნიჟარა მოგვიტანა. ძალიან კეთილი და თბილი გოგოა… და ახლა საკუთარი სახანძრო ბრიგადაც გყავს. დიახ, დიახ!

– ეგ როგორ მოხდა?

გვანცა: მადლობა ღმერთს, ერთმანეთი მშვიდობიან პირობებში გავიცანით და არა ხანძრის დროს! (იცინის.) მაგრამ ამ ხალხს დავპირდი, რომ მათ სახელებს და გვარებს არ დავასახელებდი. თბილისელი ბიჭები არიან, სახანძრო ჯგუფი, ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი გმირები. ყოველდღე სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძვიან. თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაგვირეკეს და გვკითხეს, ყველაზე მეტად რა გვჭირდებოდა. ვუთხარი, რომ ბავშვები ტელევიზორზე ოცნებობდნენ. ძველი ტელევიზორი ძველი გაყვანილობის გამო გადაიწვა. ეს თხოვნაც იმიტომ გავუჟღერე, რომ მთხოვეს არ მომრიდებოდა და პირდაპირ მეთქვა… და წარმოგიდგენიათ, გარკვეული დროის შემდეგ მოვიდნენ და ახალთახალი, Wi-Fi­-იანი ტელევიზორი მოგვიტანეს?! ანანო ზუსტად ასეთზე ოცნებობდა! 

„ მთელი ჭურჭელი უნდა ჩავაწყო ახალ კარადაში. ფრთხილად ვიქნები დედიკო, ნუ ნერვიულობ“

როგორც აღმოჩნდა, ასეთ სასწაულებს ბიჭები ყოველ წელს სჩადიან: გაჭირვებულ ოჯახებს ირჩევენ და მათთვის ყველაზე საჭირო ნივთს ყიდულობენ. თან ეს ყველაფერი ყოველგვარი აფიშირების გარეშე. წმინდა ხალხია! მთელმა ოჯახმა გადავუხადეთ მადლობა, მე კი მათი კეთილი სახეები და გულწრფელი საუბარი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, არ გამიბრაზდეთ, რომ თქვენზე ვსაუბრობ. როგორც დაგპირდით, სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ემოციები როგორ შევიკავო?! ყველამ უნდა იცოდეს და ყველას უნდა სჯეროდეს, რომ უანგარო დახმარება არსებობს!

„ახლა კი პლანშეტი დამიბრუნე!“

  სიკეთის გაკეთება გაჭირვებულ ადამიანსაც კი შეუძლია. ერთმა გოგონამ დამირეკა დასავლეთ საქართველოდან, – თამუნა ერქვა, – რომ ჩემთვის სიტყვებით მაინც დაეჭირა მხარი. ბოდიში მომიხადა, ფულის გადმორიცხვა არ შემიძლიაო, მაგრამ ბევრი კეთილი და საჭირო სიტყვა მითხრა. მისმა მზრუნველმა ხმამ და თანადგომამ ძალიან გამამხნევა. როცა ცუდად ხარ, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს…

მართალია! საინტერესოა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ დაგირეკეს? ხომ არ მოსულან? მათ მხოლოდ თანადგომის სიტყვების თქმა არ შეშვენით…

გვანცა: სოციალური სამსახურიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბავშვების საცხოვრებელი პირობების სანახავად მოვიდოდნენ. თავიდან ძალიან შემეშინდა; ვიფიქრე, სიღარიბის გამო შვილებს წამართმევენ-მეთქი. ორი ქალი მოვიდა, ბავშვებს გაესაუბრნენ, სახლი დაათვალიერეს, რაღაც ჩაიწერეს… მათგან გავიგე, რომ თურმე, ყოველწლიურად, 300 ლარიანი დახმარება მეკუთვნის, როგორც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან დედას; მაგრამ მხოლოდ წელიწადში ერთხელ და ისიც – კონკრეტული საჭიროებებისთვის.  ამ ინფორმაციისთვის მათი მადლობელი ვარ, რადგან არ ვიცოდი. თქვენი პოსტის წყალობით, ჩვენ შესახებ რაიონის გამგეობის თავმჯდომარემაც შეიტყო და დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ.

− ანუ როცა ვირი ხეზე ავა… არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია…

გვანცა: ჰო, რა ვიცი… ცნობილი ადგილობრივი ტელევიზიიდანაც გვესტუმრნენ. ერთი სიტყვით, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სიცოცხლემ დუღილი დაიწყო.

− გვანცა, ჩვენი მიმდინარე პოსტი იმის შესაძლებლობაა, რომ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ და უთხრათ, რას ნიშნავს თქვენთვის მათი დახმარება და მხარდაჭერა.

გვანცა: ეს არისსინათლე გვირაბის ბოლოს! იმდენი ემოცია და მადლიერებაა ჩემში, ვერც კი წარმოიდგენთ… თუმცა არა! ალბათ სწორედ თქვენ – მგრძნობიარე, მზრუნველი ადამიანები შეძლებთ გაიგოთ, თუ რას ვგრძნობ. იცით, გარეგნულადაც კი შევიცვალე. სხვანაირად გამოვიყურები და თავსაც სულ სხვანაირად ვგრძნობ. თითქოს ახალი ძალა, იმედი, თავდაჯერება და ადამიანთა სიკეთის რწმენა შემემატა. ჩემთვის, ჩემი ქმრისთვის და შვილებისთვის სიცოცხლემ ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ვოცნებობ, რომ ოდესმე მეც შევძლო იმ ხალხის დახმარება, ვინც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩვენ ვიყავით თქვენი პოსტის გამოქვეყნებამდე.

„ და ეს საჩუქარი რისთვის მოიტანეს, დე?“

– დე, ამ „ბლონდერს“ დღეს ჩავრთავთ?
– ეს ბლენდერია, ანანო.

– კარგი, ჰო… ჩავრთავთ?

− მხოლოდ უფროსები რატომ ვლაპარაკობთ? ანანო, მოდი ჩვენთან, გავისაუბროთ. შენი საჩუქრები მოიტანე და გვაჩვენე…

ანანო: დეიდა, ტელევიზორს ვერ მოვიტან, მაგრამ პლანშეტის მოტანა შემიძლია. ტიკტოკი გაქვს?

უი, იცი, არა!..

ანანო: ტიკტოკში თამაში, დედაჩემის არ იყოს, არც შენ იცი, არა? პლანშეტი გჭირდება. ზუსტად ისეთი, როგორიც მე მაქვს და ისწავლი. პლანშეტი ძალიან მინდოდა. სხვა გოგოებს ჰქონდათ და… მასზე მულტფილმების ყურება და ტიკტოკში თამაში შეიძლება.

ტიკტოკერი ანანო

ყველაზე ძალიან მულტფილმი „ქრაი ბეიბის“ მიყვარს: სათამაშოები არიან, პატარა თოჯინები და ბავშვებივით ტირიან. ისეთი პატარები არიან… ჩემს ახალ თოჯინა ბარბის კი ტირილი არ შეუძლია და მის მაგივრად მე ვტირი. ხუმრობით, რა თქმა უნდა… მაგრამ სამაგიეროდ ლამაზია. ბარბი ჩემს მეგობრებსაც აქვთ და ისინი სასეირნოდ ერთად გაგვყავს ხოლმე.

დეიდა, წამო, საწოლს გაჩვენებ! კიბიანია! პირველ სართულზე მე მძინავს, მეორეზე – შოთიკოს, მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთს ადგილი გავუცვალოთ. ასეთი ლოგინი შენც ხომ არ გინდა? შენ სად დაიძინებდი – დაბლა თუ მაღლა?

− მაღლა! მაღლა საინტერესოა, როგორც მატარებელში.

ანანო: მაშინ შოთიკოს ადგილს გავუცვლი. მაღლა მეც მინდა.

„როცა დაბლა ძილი მომბეზრდება, მაღლა ავძვრები.“

  გვანცა: ანანო იმაზე ოცნებობს, რომ მათ ოთახში კედლები „ქვების“ გარეშე იყოს, ანუ შიშველი ბლოკები რომ არ ჩანდეს. თუ ღმერთი ინებებს, დროთა განმავლობაში საკუთარი სახლიც გვექნება.

− შოთიკო, „ბუტიტი“ უკვე მიიღე?“ (ასე ეძახის შოთიკო იოგურტს.)

შოთიკო: ბევრი!

გვანცა: იოგურტის და ნამცხვრების მთელი ყუთი მიიღო. (იღიმის.) ღმერთო, როგორ უხაროდა! მაშინვე იკითხა, შეიძლება „ბუტიტები“ მეგობრებსაც ვაჭამოო? რა თქმა უნდა-მეთქი. რამდენიმე ცალი თავისთვის დაიტოვა, დანარჩენი კი გულუხვად ჩამოარიგა. კეთილი ბიჭია.

სხვა საჩუქრებიც ძალიან გაუხარდა. ზოგ რაღაცას ეხუტებოდა კიდეც და ამბობდა: „ჩვენია, ჩვენია!“ (იცინის.) ორსართულიანმა საწოლმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩამოსვლა აღარ უნდოდა, ბედნიერებისგან ანათებდა; ხან ტიროდა, ხან იცინოდა…

შოთიკოყველასაჩუქარსრიგრიგობითეხუტებოდა

− და ყველაზე უმცროსს – ნატუკას რა მოეწონა?

გვანცა: ტორტი და ბუშტები! ერთ დღეს სიურპრიზი მოგვიწყეს: ვიღაცამ ტორტი მოიტანა და ჭიშკართან დატოვა. ბავშვი თავიდან დაიბნა, მე კი მის გამო ისე მიხაროდა… ძალიან ბედნიერი იყო! გაკვირვებული აქეთ-იქით დარბოდა და კაბაზე მექაჩებოდა: „დე, შეხედე!..“ მღელვარებისგან ძლივს დაწყნარდა და ძლივს დაჯდა საჭმელად.

− მოგვიანებით თუ გაარკვიეთ, ვინ გაგიკეთათ ეს საჩუქარი?

გვანცა: აქ უკვე მამიკომ იყოჩაღა. იოსები, ჩემი მეუღლე, დიდი ხნის განმავლობაში, პანდემიის გამო, უმუშევარი იყო, თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კი ხშირად ეძახიან სამუშაოდ. თანასოფლელები გვეხმარებიან, ყურადღებას იჩენენ… როგორც კი ხელფასი აიღო, გადაწყვიტა ბავშვები გაეხარებინა – მთხოვა ნატუკა ჭიშკართან გამეგზავნა.

− რას ურჩევდით მათ, ვინც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც თქვენ?

„შოთიკო, თუ არ გძინავს, გამოიხედე, აბა! შეგიძლია მომწვდე?“

გვანცა: არასოდეს დანებდეთ, დახმარება და გამოსავალი ეძებეთ! შვილების გამო ბოლომდე უნდა იბრძოლოთ. ამქვეყნად არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე მათი ჯანმრთელობა და ბედნიერი თვალები. არასოდეს იფიქროთ, რომ გასაჭირში მარტო ხართ! ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, იმედი და რწმენა იქონიეთ, ილოცეთ, მოითხოვეთ და მოგეცემათ! საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით, ყველა კარზე დააკაკუნეთ…

− ყველა პრობლემა ერთბაშად არ ქრება. ეს კარგად გვესმის, ამიტომ გვაინტერესებს, კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ?

გვანცა: ძალიან გვინდა ბავშვებისთვის სახლს ერთი ოთახი მივაშენოთ. ანანო ქვის კედლებში თავს უხერხულად გრძნობს. მალე შემოდგომა მოვა, სახლი ნესტიანი და ცივია. სწორად გამიგეთ, არ ვწუწუნებ… უბრალოდ გვინდა ბავშვებს სიმყუდროვე და ელემენტარული პირობები შევუქმნათ. სამშენებლო მასალებით თუ დაგვეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება. გვინდოდა ეს ყველაფერი საკუთარი ძალებით და ფინანსებით გაგვეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვახერხებთ.

***

  მეგობრებო, მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ ოჯახის გასაჭირს გამოეხმაურა, გვერდი არ აუარა, თანაგრძნობა გამოიჩინა, დაურეკა, დაეხმარა, გაამხნევა და მათთვის ილოცა! სიკეთე არის ძალა და უფლის კურთხევა! 

ამ ოჯახის სანუკვარი ოცნება ოთახია ბავშვებისთვის. ამქვეყნად როგორც სულს სჭირდება სხეული, ისე ადამიანს სჭირდება საკუთარი სახლი, საკუთარი კუთხე, – მით უმეტეს, მრავალშვილიან ოჯახს. მოდი გორელი მარხვაშვილების ოჯახის ოცნება რეალობად ვაქციოთ და ბავშვებს ოთახი ავუშენოთ!

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

„ ესეც დედიკოს სათამაშოა, მაგრამ ის მასთან არ მიშვებს “

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: მარხვაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/675-markhvashvili/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 21
პროდუქტები
100.00₾
2021 მარ 01
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1180.00₾
2021 მარ 15
გაზის წყლის გამაცხელებელი
475.00₾
2021 მარ 19
ბლენდერი
180.00₾
2021 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
890.00₾
2021 აპრ 23
პლანშეტი
430.00₾
2021 ივნ 16
საწოლი
720.00₾
2021 ივნ 22
მედიკამენტები
150.01₾
2021 ივლ 03
კარადა
280.00₾
2021 ნოე 26
პურის საცხობი
220.00₾

სულ ხარჯები:

4625.01₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.11.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.11.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.10.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.03.2021 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2021 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾4,625.00

306 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,625.00

306 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება