ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დიდ, მშიერ მგელს ხორცი უნდა

calendar იანვარი 25, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მერაბი ყველაზე მტირალა გვყავს. თან, ყველაზე პატარაა, მაგრამ ყველაზე ღორმუცელაც! ხელიდან პურს არ აგდებს, ჰგონია, რომ წავართმევთ… სინამდვილეში, ჩვენ მას ჩვენს სოსისებსაც კი ვაძლევთ! სასადილოდან, კვირაში ერთხელ, დედას სოსისები მოაქვს. მთელი 10 ცალი! მაგრამ ყველაფერს მერაბს ვაძლევთ, ის ხომ პატარაა?! ჩვენ კი დიდები ვართ, გვესმის, რომ დედას ფული არ აქვს. მერაბიკოს კი არ ესმის. მას ჯერ არაფერი ესმის. და ტირის: „ხორცი მინდა, ხორციიი…“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

– ის რა, 10 სოსისს ერთ ჭამაზე ჭამს?

მარიამი (11 წლის): არა, რას ამბობთ?! დღეში ორ-სამ ცალს, რომ სიამოვნება დიდხანს გაიხანგრძლივოს! მაგდენი კი ესმის! წამოდით, ყველას გაგაცნობთ! მერაბს მაშინვე იცნობთ: საჭმელს ვინც ეხუტება, ის არის მერაბი!

ასეც აღმოჩნდა. მერაბი თვალს არ აშორებდა საჭმელს, რომელიც დედამ ახლახან მოიტანა სოციალური სასადილოდან – რაღაც გაუგებარი წვნიანი და პური; ის კი ელოდება, რომ დედა ქვაბიდან ხორცს ამოიღებს.  

ეკა, დღეს სადილად რა გაქვთ?

ეკა:აი, ნახეთ, მგონი, დღეს ლობიოს წვნიანია… მაგრამ ლობიოს პოვნაც უნდა… აი, ახლა, ამ ქვაბით ივლის…

მერაბ, ჭამა გიყვარს?

მერაბი (2 წლის): ხორცი!

ოჯახში ექვსი ადამიანია: დედა – ეკა, მამა – გიორგი და მათი ოთხი არაჩვეულებრივი შვილი: ორი წლის პირმსუქანი მერაბი, ოთხი წლის ლამაზი გოგონა – ნინო, რვა წლის ნიჭიერი გაბრიელი და ყველაზე უფროსი და ჭკვიანი – თერთმეტი წლის მარიამი. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახში სიყვარული და სითბო იგრძნობა. ერთმანეთი ყველას უყვარს და ყველანი ერთმანეთზე ზრუნავენ.

მაგრამ სახლს, რომელშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ, რთულია სახლი უწოდო – საპირფარეშო ეზოშია, აბაზანა საერთოდ არ არის. ბავშვები პირდაპირ ოთახში, ტაშტში ბანაობენ. ჩამოხეული კედლები გარემოს კიდევ უფრო ამძიმებენ, იატაკი ჭრიალებს… და ტექნიკის სრული უქონლობა თავზარდამცემია. ისინი მშივრები არიან! მათ არც ზამთრის ტანსაცმელი აქვთ, არც რვეულები და წიგნები, მაგრამ მათ სწავლა ისე უნდათ… 

– სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობთ, თქვენია?

ეკა: არა, ჩვენ საკუთარი არაფერი გვაქვს. მომთაბარეებივით ვცხოვრობთ, აქეთ-იქით დავეხეტებით… აქ დაახლოებით სამი წელია, ვცხოვრობთ, მაგრამ არ ვიცი, როდის გვეტყვიან, წადითო.

– საკუთარი სახლი არასდროს გქონიათ?

ეკა: გვქონდა. ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ 12 წლის წინ, ჩემს მეუღლეს ფილტვზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ძლივს გადაარჩინეს. ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია, რაც გვებადა. ქუჩაში დავრჩით, მაგრამ რაც მთავარია – გიორგი ცოცხალია. ამის შემდეგ, მას მუშაობა გაუჭირდა და აი, ცხოვრებაც აგვეწეწა. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, რადგან სხვა არავინ გვყავს. გიორგის მშობლები არ ჰყავს, დედაჩემი ძალიან მოხუცია და დახმარება მას თავად სჭირდება.

– კიდევ კარგი, თავს ზემოთ ჭერი მაინც გაქვთ… რა სახსრებით ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

ეკა:დიახ, ამ „ჭერში“ თვეში 200 ლარს ვიხდით. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც მკაცრად გვაქვს გადანაწილებული. საკვებზე ძლივს გვყოფნის. ტრადიცია გვაქვს: ფულის ჩარიცხვის დღეს ბავშვებს ტკბილეულს და ლიმონათს ვყიდულობ. ჩვენთვის ეს პატარა დღესასწაულივით არის, როგორც ახალი წელი.

ეკა, ოდესმე გიმუშავიათ?

ეკა: დიახ. სანამ ბავშვები გაჩნდებოდნენ, მე ექთნად ვმუშაობდი. ახლა, ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, სამედიცინო პერსონალი ძალიან სჭირდებათ. ბავშვების ვინმესთან დატოვების საშუალება რომ მქონდეს, სამუშაოდ წავიდოდი და კორონავირუსს ვებრძოდი. მე ჩემს სამშობლოს ახლა ძალიან ვჭირდები… მაგრამ შვილებსაც ვჭირდები! ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან….

ეკა, ასეთი პირობების მიუხედავად, სიმშვიდის შენარჩუნებას მაინც ახერხებთ. ეს როგორ გამოგდით? 

ეკა: იცით, ჩვენ ასე გაგვზარდეს და ჩვენს შვილებსაც ასე ვზრდით. მათ იციან, რომ ყოველივე ცუდი ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება! მთავარია – კარგად ისწავლო და საკუთარი შესაძლებლობების გჯეროდეს! ჩვენ ღვთის რწმენა გვეხმარება.

მოდით, ახლა ბავშვებსაც გავესაუბრები. ბავშვებო, თქვენთან საუბარი შეიძლება? მარიამ, როგორც უფროსი და – შენგან დავიწყოთ. როგორ ხარ? რის თამაში გიყვარს? რაზე ოცნებობ?

მარიამი (11 წლის): კარგად ვარ. სკოლაში ვსწავლობ, უბრალოდ ახლა, ამ საშინელი ვირუსის გამო, არდადეგები მაქვს, სახლში კი ვერ ვმეცადინეობ. მე და ჩემს ძმას – ორს მხოლოდ ერთი, დედის ტელეფონი გვაქვს. გაკვეთილები კი ერთდროულად გვიტარდება. გაკვეთილებზე დასწრებას მას ვუთმობ, რადგან ეს ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია. მე მეშვიდე კლასში ვარ, გაბრიელი კი – მესამეში. მისთვის გაკვეთილების გამოტოვება არაფრით შეიძლება.

– მარიამ, რის კეთება გიყვარს? ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?

მარიამი: უთუოდ, დამცველი მინდა გავხდე!

იცი, დამცველები ვინ არიან და რას საქმიანობენ?

მარიამი:ვიცი! ერთ გოგო ფილმს ვუყურე, რომელიც დამცველი გახდა. მისი არავის სჯეროდა, მაგრამ შემდეგ ის ძალიან მაგარი გახდა. არ მახსოვს, ფილმს რა ჰქვია, მაგრამ ძალიან მომეწონა. მეც დამცველი გავხდები და ყველას დავეხმარები.

– ეს შენი გეგმებია, მაგრამ რაზე ოცნებობ? მალე, ახალი წელი დადგება და შეგიძლიათ, თოვლის ბაბუას სურვილი ჩაუთქვათ. ხომ კარგად იქცევით?

მარიამი: სიმართლე გითხრათ, თოვლის ბაბუის არ მჯერა. უფრო სწორად, ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ის არ არსებობს. მაგრამ რომ არსებობდეს, მე მას დედისთვის სარეცხ მანქანას, ჩემთვის კი კომპიუტერს ვთხოვდი. მე უნდა ვისწავლო! ისე მინდა, მისი მჯეროდეს…

გაბრიელ, თოვლის ბაბუის შენ თუ გჯერა?

გაბრიელი (8 წლის):რა თქმა უნდა! და მასთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს! კომპიუტერი მინდა, რომ ვისწავლო. სკოლაში სიარული ძალიან მიყვარს. სწავლა ისე მომწონს, ალბათ, არც დაიჯერებთ! არავის სჯერა. ამბობენ, რომ ბავშვებს ახლა სწავლა არ უყვართ. მე და ჩემს დას კი გვიყვარს!

ისეთი ჭკვიანი ხარ, ალბათ მასწავლებლებს ძალიან უყვარხარ…

გაბრიელი: ოოო… დიახ. ვგიჟდები, როდესაც მეუბნებიან, რომ ყოჩაღი ვარ! მინდა, უფრო მეტი ვაკეთო! დედასაც ისე უხარია, როდესაც ესმის, რომ „გაბრიელი ისეთი ჭკვიანი ბიჭია, ისეთი ყოჩაღია“… თვალები საოცრად ბედნიერი უხდება!

ნინო (4 წლის):მე კი უბრალოდ ტკბილეული და ლიმონათი მომიტანეთ! და თოჯინა! და ტანსაცმელი! ტანსაცმელი ჩემთვისაც და თოჯინისთვისაც!

– ნინო, ლექსები იცი? თოვლის ბაბუამ საჩუქრები თუ მოგიტანა, რას ეტყვი?  

ნინო: ლექსები ვიცი, მაგრამ დედაჩემმა უთხრას. მე დავიმალები.

ეკა:ვაი, რა სასაცილოა! მზად ვარ, ვიმღერო კიდეც, ოღონდ ჩემი შვილები ბედნიერები იყვნენ. ხომ გესმით, ჩვენ ბავშვებს ვერაფერს ვთავაზობთ. მათ ბავშვობა არ აქვთ. უბრალოდ საშინელებაა, როდესაც ბავშვს გემრიელი საჭმელი მხოლოდ ესიზმრება. მაგრამ როგორ მოვიქცეთ? თავს ზედმეტის უფლებას ვერ ვაძლევთ.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ეკა:ჩვენ არაფერი გვაქვს. კი ხედავთ, ჩვენი სახლი რა მდგომარეობაშია. არც ავეჯი გვაქვს, არც საყოფაცხოვრებო ნივთები. სურსათის ყიდვაც კი გვიჭირს. ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელი ვიქნები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ საკვები და კომპიუტერი გვჭირდება, ბავშვებისთვის. ასევე, ვოცნებობ სარეცხ მანქანაზე, პატარებისთვის – ტელევიზორზე, მაცივარიც გვჭირდება, გაზქურაც… ოჰ, მაპატიეთ… ოცნებებს შევყევი!

ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? ჩვენთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ?

ეკა: უსაშველობის გამო. მერწმუნეთ, რომ არა უკიდურესი გაჭირვება, არავის შევაწუხებდი. თქვენ იმდენ ოჯახს დაეხმარეთ… მჯერა, რომ ჩემს შვილებსაც დაეხმარებით.

– ფონდის მეგობრების გაცნობა და ახალი მეგობრების შეძენა გინდათ?

ეკა: ყველა გულწრფელად გაგვიხარდება. ეს ჩვენთვის ნამდვილი ხსნაა. ჩვენ მათ ლექსებსაც კი ვეტყვით!  

***

მეგობრებო, შობა მალე დადგება. თქვენ ალბათ მზადება უკვე დაიწყეთ – იყიდეთ ნაძვის ხე, საჩუქრები ბავშვებისთვის… ამ დღესასწაულს ყველანი სადღესასწაულო სუფრასთან შევხვდებით… მაგრამ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ შეხვდება შობას ეს ოჯახი? მათ ხომ ნორმალური მაგიდაც კი არ აქვთ?! ნუთუ ღმერთი ჩვენგან ამას მოელის? ნუთუ მას სურს, რომ ჩვენ სხვისი მწუხარება არ გვესმოდეს? ჩაიხედეთ სულში და მიიღეთ გადაწყვეტილება! შეგიძლიათ, ბედნიერები იყოთ, როდესაც თქვენ გარშემო უბედური ხალხია?

დაე, ბავშვებმა არ დაკარგონ რწმენა, რომ თოვლის ბაბუა მიდის ყველასთან, ვისაც სჯერა!

ამ ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: სოფ. შინდისი, წინანაურის ქ. № 3. ტელ: 558 66 13 67.

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რათა მამულაძეების ოჯახისგასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მამულაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

ჩემო ძვირფასებო, გეხვევით ყველას!

„ახლა კანფეტების წვიმა წამოვა!“ – ყვირის გაბრიელი. – „აბა, მოემზადეთ! ნინო, მერაბიკო, ერთად დადექით! ერთი! ორი! სამი!“

„ვაშა-ა! ოთხი შოკოლადი დამეცა! – ხელისგულებს უჩვენებს ნინო. „მერაბიკოს – უფრო მეტი“.

„დაანებე!“ – ამბობს გაბრიელი. – „აკრეფაში ხელს ნუ შეუშლი! ტკბილეული მას უფრო უყვარს.“

ნინო (შეპარვით):

– მერაბიკო, გინდა დაგეხმარო?

მერაბიკო:

– ნოუ! მაი სვითს, მაი კაკა!

ჩვენ მამულაძეების ოჯახს ვესტუმრეთ, რომლის შესახებაც რამდენიმე თვის წინ დავწერეთ: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/677-mamuladze/

ეკა, ოთხი შვილის დედა, ღიმილით შეგვეგება: „ნახეთ, რა მოიფიქრეს! ბავშვები სიხარულისგან ლამის გაგიჟდნენ. თქვენი პოსტის შემდეგ იმდენი ყურადღება, მზრუნველობა და საჩუქარი მივიღეთ… ემოციებით სავსე არიან! თქვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, ხალხს აბედნიერებთ. მადლობას გიხდით ჩვენი და ყველა იმ ოჯახის სახელით, ვისაც თქვენ ეხმარებით.“

ძვირფასო მკითხველებო, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ახლა, თქვენი შემოწირულობების წყალობით, ოჯახს ახალი გაზქურა და სარეცხი მანქანა აქვს.

„ტელევიზიიდან გვესტუმრნენ; გადამღებმა ჯგუფმა ტკბილეული, სათამაშოები, საფენები და ლოგინის თეთრეული მოგვიტანა“, – გვიყვება ეკა, თუ რა მოხდა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.

მე იმან გამაკვირვა, რომ ბავშვი პასუხს ინგლისურად იძლევა.

ეკა: მერაბიკო ინგლისურენოვანი გვყავს. (იღიმის.) თანაც, პედაგოგთან არავის უტარებია; მისი მასწავლებელი ტელევიზორია. როგორც ჩანს, კარგი სმენითი მეხსიერება აქვს. ყურს მოჰკრავს თუ არა, მაშინვე იმახსოვრებს. ბევრი რამ იცის: ციფრები, ანბანი, ფერები, ანტონიმები (წვრილი – მსხვილი, პატარა – დიდი) ხილ-ბოსტნეულის, ცხოველების სახელები… რომ გაიკითხოთ, გაგიკვირდებათ. (იღიმის). ნეტავ სად არის? უყურე ერთი ამას, მაგიდის ქვეშ შემძვრალა! თქვენ გემალებათ.

– მერაბიკო, როგორ არის ინგლისურად „კარგი ბიჭი“? გვეტყვი?

მერაბიკო: “ნოუ”. (ხმა მაგიდის ქვეშიდან.)

კარგი, არ გვეტყვი და ნუ გვეტყვი…

მერაბიკო: “ბოი”.

კი ვერ გხედავ, მაგრამ ყოჩაღ!

მერაბიკო: “გუდ”.

სუპერ-ყოჩაღი ბიჭი ხარ!

ეკა: ახლა მას ორი დიდი მანქანა „დაუნ-თრაქი“ აქვს – იმედი მაქვს სახელს სწორად ვამბობ. დიდი ხანია ასეთებზე ოცნებობდა. დაბადების დღეზე, 29 დეკემბერს ვერ ვაჩუქეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა ეს სურვილი გადაცემის ჟურნალისტების წყალობით აუსრულდა. ჩვენი ბიჭი უყურადღებოდ არც დაბადების დღეზე დარჩენილა – მეზობელმა ტორტი მოუტანა. კეთილი ადამიანი ბევრია. ახლა ამაში საბოლოოდ დავრწმუნდით.

ეკა, შეგიძლიათ მათ პირდაპირ მიმართოთ, რადგან ისინი ჩვენს პოსტს აუცილებლად წაიკითხავენ.

ეკა: ასეც ვიზამ! ყველა მათგანთან პირადად შეხვედრის არ შესაძლებლობა მექნება და არც დრო, ამიტომ შორიდან მაინც გადავუხდი მადლობას. ჩემო ძვირფასებო, შორიდან გეხვევით ყველას! უფალმა სიხარული, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა მოგცეთ! თქვენ ჩემს შვილებზე, როგორც საკუთარზე, ისე იფიქრეთ და მათზე იზრუნეთ; გული გაგვიხსენით და მხარი დაგვიჭირეთ. დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი, გულითადი და გულწრფელები ხართ. დალხენილი ცხოვრება არ გვაქვს, მაგრამ თქვენი სიკეთის წყალობით, სირთულეებთან გამკლავება უფრო ადვილი იქნება.

გაბრიელი: დედა, დეიდასთან საუბარი უკვე დაამთავრე? მინდა რაღაც ვაჩვენო.

ეკა: ხომ ხედავ, ჯერ კიდევ ვსაუბრობთ! ასე სად გეჩქარება?

გაბრიელი: იცით, გაზქურას ასანთის გარეშე ვანთებთ!

რა მაგარია! თანამედროვე!

გაბრიელი: ღილაკს აჭერ და გაზი დენით ინთება. ძველზე ასე ვერ იზამდი; თანაც მახინჯი იყო, დამწვარი და დასვრილი, ეს კი თეთრია და ლამაზი.

მთავარია, რომ მუშაობს და მისი საშუალებით საჭმლის კეთება შეგიძლიათ…

ეკა: (იცინის.) ოჰ, მას კი ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ მთავარია სურსათი გვქონდეს! ყველაზე ხშირად შემწვარ კარტოფილს, მაკარონის ან ბრინჯის წვნიანს ვაკეთებ… ან სოციალური სასადილოდან მოტანილ საჭმელს ვაცხელებ და იაფფასიან სოსისს ვხარშავ… ძალიან მინდა ბავშვებმა ცოტაოდენი ვიტამინები და ცილები მაინც მიიღონ… მეშინია მწირი საკვების გამო ავად არ გახდნენ. ღუმელიც მშვენიერია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს; ისეთი არაფერი გვაქვს, რასაც მასში შევაწყობდით. ისე კი ყველაფრის კეთება შემიძლია: ღვეზელებსაც გამოვაცხობდი, ტორტსაც, მობრაწულებსაც გავაკეთებდი – ისეთს, რომ თითებს ჩაიკვნეტ! მარის პიცა და ნამცხვრები უნდა – მაინცდამაინც ის, რაც არ გვაქვს. ბავშვები ჭირვეულები არ არიან – რასაც ვაძლევ, ყველაფერს ჭამენ. მარიც ხელმარჯვე გოგოა, რამის გამოცხობას თვითონაც შეძლებდა. შაბათ-კვირას საჭმლის კეთებაში მეხმარება: სადილს ამზადებს – კვერცხს ან კარტოფილს წვავს.

მაგრამ რა მაწუწუნებს? გაზქურის წყალობით ნერვებს აღარ ვიშლი. ადრე საჭმელს შეშის ღუმელზე ვაკეთებდი, ყველა ქვაბი გაფუჭებული იყო. რა შედარებაა!

მარიამი: დიდი მადლობა, რომ ასეთი საჩუქარი გაგვიკეთეთ! რამენაირად სურსათიც გვექნება. ყველაფერი კარგად იქნება, დე! არ ველოდით, რომ ამდენ კანფეტს და პროდუქტს მოგვიტანდნენ. დიდი მადლობა, რომ ჩემი და-ძმები და მშობლები გაახარეთ!

გაბრიელი: ტკბილეული ორი კვირა გვეყო. დღეს კანფეტების წვიმა უკანასკნელად მოვიდა. ჰო-ო, კარგი ორი კვირა იყო! (ამბობს მეოცნებე სახით.) კანფეტებს ვინახავდი და მერე ყველას ვურიგებდი. მერაბიკოს სხვებზე მეტს ვაძლევდი, თორემ ერთ ამბავს ატეხდა.

მაგალითად, ნინოს, ჩემს პატარა დას, კანფეტებზე მეტად ჩიფსები უყვარს. ნამდვილი ჩიფსების მჭამელია. როცა ტელევიზიიდან გვესტუმრნენ, ეკითხება: „ჩემი ჩიფსები სადაა?“ (იცინის.) ერთმა თანამშრომელმა უთხრა, შემდეგ ჯერზე მოგიტანთო.

ბავშვებო, მიხარია, რომ საჩუქრები მოგეწონათ. ახლა დედას შევეკითხოთ. ეკა, სარეცხ მანქანას უკვე იყენებთ?

ეკა: ველოდები, როდის დათბება, რომ აივანზე დავდგა და დავაერთო. ახლა, შინდისში, დილა-საღამოს ცივა. ასეთმა პირობებმა შეიძლება მანქანა გააფუჭოს. ძლივს ნორმალური რაღაც გვეღირსა და გაფრთხილება უნდა. სახლში რომ დავაყენოთ, წყლის გასაყვანად შლანგი და მილებია საჭირო, აქ კი ყველაფერი მოუწყობელია. დაყენება 200 ლარზე ნაკლები არ დაჯდება, ამიტომ დათბობას ველოდები.

იცით, მრავალშვილიან ოჯახში ბევრი საზრუნავია. პრობლემებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ თავისთავად ასე გამოდის…

რა გაწუხებთ, ეკა?

ეკა: მინდა, რომ ჩემი შვილები ხალხში გაერიონ, მაგრამ რა უნდა ვქნა, წარმოდგენა არ მაქვს… ჩემს ბიჭს

ის უფასო გაკვეთილებზე ვატარებ. იქნებ სპორტში მაინც წაიწიოს წინ…

ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაო? ზრდილობის გამო მაინც არ გამოჩნდნენ?

ეკა: დახმარებას არ უნდა ელოდო! დედაქალაქს, მთაწმინდის რაიონს კი ვეკუთვნით, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან მოშორებით ვართ. ქალაქის მერიაში განაცხადი შევიტანე, რომ ან ბინით უზრუნველგვყონ ან ყოველთვიური ქირის ფული მაინც გვიხადონ. გავიგე, რომ ასეც შეიძლება. ცივი უარი გვითხრეს, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. სიარულით და თხოვნით უკვე დავიღალე…

ჩერნოვეცკის ფონდი ჩვენ მიმართ ისეთი ყურადღებიანია… ინტერესდებით, გვეხმარებით… და ფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სამწუხაროდ…

***

მეგობრებო, ამ მშვენიერ ბავშვებს კიდევ ორი ტკბილეულის კვირა რომ მოვუწყოთ, შეგვიძლია? ან გაბრიელს რაგბის ბურთი რომ ვაჩუქოთ, ვარჯიში რომ შეძლოს? ან ეკას ქვაბები რომ ვაჩუქოთ ახალი გაზქურისთვის, რომ საჭმელი ჟანგიან, გამურულ ჭურჭელში აღარ აკეთოს? ისინი კარგს მიჩვეული არ არიან და ამ ყველაფერს შემთხვევით საჩუქრად აღიქვამენ. მოდი, ჩვენს გმირებს მათი პატარა სურვილების ასრულებაში დავეხმაროთ, რომ უფრო დიდზე ოცნებაც შეძლონ. ქართველი ბავშვები მხოლოდ საჭმელზე ოცნებით არ უნდა იზღუდებოდნენ. არა! ჩვენი შვილები უფრო დიდი მიზნებისკენ უნდა ისწრაფოდნენ!

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება – მამულაძეების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/677-mamuladze

ჩვენი ფონდი შეგიძლიათ იხილოთ Instagram https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და Telegram https://t.me/ChernovetskyiFund

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მარ 01
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1180.00₾
2021 მარ 15
თეთრეული
160.00₾
2021 მარ 15
პროდუქტები
316.00₾
2021 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
450.00₾
2021 აპრ 23
პროდუქტები
180.46₾
2021 აგვ 17
პროდუქტები
104.94₾

სულ ხარჯები:

2391.40₾

დარჩა:

0.22₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2021 16:11:39
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.08.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.08.2021 20:00:00
₾21.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.08.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.08.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2021 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2021 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2021 20:00:00
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2021 20:00:00
₾15.00

შემოწირულია:

₾2,391.62

191 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,391.62

191 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება