რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, გადარჩენისთვის ვიბრძოდი… ამ წყეულმა სენმა კი გამტეხა და ლუკმა პურის შოვნის შესაძლებლობა წამართვა“, – მძიმედ ოხრავს ლელა (51 წლის).
43 წლის ასაკში, როდესაც საბრალო ქალი მშენებლობაზე მუშაობდა, მას თავში დიდი ფიცარი დაეცა. მალე მას ინსულტმა დაარტყა… მეტყველების უნარი ლელას დიდი ხნით ჰქონდა წართმეული. შედეგად ის შშმ პირია, ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში დახეტიალობს, საშინელ პირობებში ცხოვრობს და მარტოობით, შიმშილითა და სიცივით იტანჯება… მას საერთოდ არავინ ჰყავს, ვისაც ის დახმარებისთვის მიმართავდა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ღმერთმა ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე შემინარჩუნა და ამისთვის მისი მადლობელი ვარ! – პირჯვარს იწერს ლელა. – სირთულეებს დიდი ხანია შეჩვეული ვარ… ბედი არასდროს მანებივრებდა.“
ჩვენ მას უბადრუკ, მუდმივად გაყინულ, პატარა ბინაში ვესტუმრეთ, რომელშიც საძინებელიც ეტევა, სამზარეულოც და აბაზანაც… საბრალო ქალმა თავისი სევდიანი ამბავი გაგვიზიარა.
ლელა: თითქმის მთელი ცხოვრება მარტო ვარ, სიცოცხლეს ვეჭიდები და ვცდილობ გადავრჩე. რვა წლის წინ ინსულტი დამემართა… მადლობა კეთილ მეზობლებს, რომ დროულად მიპოვეს, ჩემი საავადმყოფოში წაყვანა მოასწრეს და გადამარჩინეს. ლაპარაკი საერთოდ არ შემეძლო, მეგონა, მოვკვდებოდი… ექიმები, გაუთავებელი პროცედურები, ნემსები… მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრება უწინდებური აღარასოდეს იქნება. მე შშმ პირის სტატუსი მივიღე. მეტყველების სრული აღდგენა შეუძლებელია და ფიზიკური შრომაც მეკრძალება. ახლა მხოლოდ სოციალური დახმარებით ვარსებობ, ამ სადგომში ვცხოვრობ და ყოველი ახალი დღის დადგომას შიშით ველოდები… ჩემი ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს: მარტოობა, სიცივე და შიმშილი. დღემდე ცოცხალი კეთილი მეზობლების წყალობით ვარ, რომლებსაც ვეცოდები და დროდადრო სადილით მიმასპინძლდებიან, ტანსაცმელს მაძლევენ…
–როგორ მოხდა, რომ ნაქირავებ ბინაში სრულიად მარტო აღმოჩნდით?
ლელა:მე მძიმე ცხოვრება მქონდა… და სიმართლე გითხრათ, გახსენებაც კი არ მსურს… ინსულტის შემდეგ, ჩემს მეხსიერებაში ბევრი რამ წაიშალა და ალბათ, ასეც სჯობს… მე სოფელ ნიჩბისში დავიბადე, ძალიან ღარიბ ოჯახში. სანამ სხვა ბავშვები სკოლაში დადიოდნენ, მე წერაქვს და ნიჩაბს არ ვაგდებდი ხელიდან. ძალიან მძიმე ცხოვრება გვქონდა… შემდეგ, ჩემი ძმა დაქორწინდა. ხომ გესმით, ახალგაზრდა ოჯახი, პატარა სახლი… გადავწყვიტე, რომ ისინი ზედმეტად აღარ შემეწუხებინა და სამუშაოდ თბილისში წამოვედი. ჩემი წილი მიწის ნაკვეთი გავყიდე და აქ ერთოთახიანი ბინა ვიყიდე. საბედნიეროდ, იმ დროს ბინები საკმაოდ იაფი ღირდა. მაშინ 30 წლის ვიყავი. მშენებლობაზე ვმუშაობდი, შემოსავალი საარსებოდ მყოფნიდა. ყველაზე მძიმე, მამაკაცურ საქმესაც კი ვეჭიდებოდი… როგორც ჩანს, ჯანმრთელობა სწორედ იქ შემერყა… ზედიზედ ორი ოპერაცია გამიკეთეს: ჯერ საკვერცხის კისტა ამომკვეთეს, შემდეგ – ბრმა ნაწლავი. მაგრამ რაღაც არასწორად განვითარდა და სეფსისი დამეწყო. მკურნალობა დიდძალ ფულს მოითხოვდა, ამიტომ ბინის გაყიდვა მომიწია. ოჰ, როგორ დამენანა, მაგრამ თავი როგორმე ხომ უნდა გადამერჩინა?! ღვთის წყალობით, გამოვძვერი. მშენებლობაზეც კი დავბრუნდი, მაგრამ მას შემდეგ, უკვე 14 წელია, ბინას ვქირაობ.
–ლელა, ინსულტი როგორ დაგემართათ?
ლელა:როგორც გითხარით, ავადმყოფობის შემდეგ, მშენებლობაზე მუშაობას დავუბრუნდი, იქ კი თავზე დიდი ფიცარი დამეცა. თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა… ცხადია, საშინლად მეტკინა, მაგრამ იმ დროს ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ოსტატები იცინოდნენ კიდეც, რა მაგარი თავი გქონიაო; მაგრამ ზუსტად რამდენიმე დღის შემდეგ, დილით ადრე, ინსულტი დამემართა. არ ვიცი, დაკავშირებულია თუ არა ეს იმ დარტყმასთან… დილაადრიან, მეზობელმა ყავის დასალევად შემოიარა და აღმოაჩინა, რომ საწოლზე ვიწექი, ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი, სხეულის მარჯვენა მხარე და ხელ-ფეხი კი დადამბლავებული მქონდა. მან დასახმარებლად მეზობლებს დაუძახა და საავადმყოფოში მათ წამიყვანეს. ფაქტობრივად, სიკვდილისგან მიხსნეს. ღმერთმა მათ ჯანმრთელობა მისცეს!
– ამჟამად რაიმე წამალს თუ სვამთ? ნუთუ უკვე აღარაფრის გამოსწორება შეიძლება? რას ამბობენ ექიმები?
ლელა: სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობა უიმედოა. მადლობა ღმერთს, ლაპარაკი როგორღაც მაინც შემიძლია! არადა, ხომ შეიძლებოდა, მუნჯი დავრჩენილიყავი?! ეს სიკვდილის ტოლფასია! მთელი დღეები ისედაც სრულიად მარტო ვარ, მაგრამ გამოლაპარაკება მეზობლებთან მაინც შემიძლია. მეტყველების უნარიც რომ წამრთმეოდა… ამის წარმოდგენაც კი არ მსურს… მთელი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მუშაობა უკვე აღარ შემიძლია, სოციალური დახმარება კი საშინლად არ მყოფნის.
–და თქვენი ოჯახი – სოფელში რომ გყავთ, არაფრით გეხმარებათ?
ლელა:ოჰ, რას ამბობთ?! დედა ინფარქტით რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა, მამა – შშმ პირია. ჩემს ძმას საკუთარი საზრუნავიც ბევრი აქვს, ნეტავ როგორმე თავისი ოჯახის გამოკვება შეძლოს…
– ლელა, კადნიერი შეკითხვისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ოჯახი რატომ არ შექმენით? რატომ არ გათხოვდით?
ლელა: რაღაცნაირად არ გამოვიდა… ისეთი ადამიანი არ შემხვედრია, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარებას ვისურვებდი. გადარჩენისა და ლუკმა-პურის შოვნის გაშმაგებულ მცდელობებში წლები გავიდა. მერე ავად გავხდი… როდესაც გამახსენდა, პირადი ცხოვრების მოწყობა უკვე გვიანი იყო…
რა თქმა უნდა, 20 წლის წინ დედაქალაქში რომ ჩამოვედი, ასეთ ბედზე არ ვოცნებობდი, მაგრამ რა ვიზამთ? რაც მოხდა, მოხდა.
–დახმარებისთვის ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?
ლელა:ამ პატარა ოთახში მერია 180 ლარს იხდის. როგორც შშმ პირს – დახმარების სახით 140 ლარს მაძლევს და კიდევ 50 ლარს – როგორც სოციალურად დაუცველს. სულ ეს არის. ყველა სახელმწიფო უწყებაში დიდხანს, დიდხანს ვიარე.ვთხოვდი ჩემთვის თუნდაც ერთი პატარა ოთახი გამოეყოთ. რიგში ჩამწერეს, მაგრამ მას შემდეგ, მათგან აღარაფერი მსმენია… მე მხოლოდ ნორმალურ პირობებს ვითხოვ – იმ თანხაში, რასაც მიხდიან, ამ სადგომზე უკეთესის მოძებნა შეუძლებელია! აქ სულ რაღაც რვა კვადრატული მეტრია – საძინებელიც აქ მაქვს, სამზარეულოც და აბაზანაც! საშინელი სიცივეა. ზამთარში ვცდილობ ბუნებრივი აირით გავთბე, მაგრამ ასე ალბათ მალე მოვიწამლები… გადასახადებიც უზომოდ დიდი მოდის.
–ლელა, თქვენი სოციალური დახმარება რაზე გყოფნით?
ლელა:იმაზე, რომ შიმშილით არ მოვკვდე. წამლების ყიდვა მიწევს და მხოლოდ პურის ფული მრჩება… მეზობლები რომ არა… მათ თვითონაც უჭირთ, მაგრამ მაინც ცდილობენ უყურადღებოდ არ დამტოვონ: ხან საჭმელი შემოაქვთ, ხან ტანსაცმელს მაძლევენ. რაც მაცვია, ყველაფერი სხვისი ნაქონია. აღარც კი მახსოვს, ბოლოს რაღაც როდის ვიყიდე.
–უფლის გწამთ?
ლელა:რა თქმა უნდა! მე ეკლესიაშიც დავდივარ და სახლშიც ვლოცულობ. უფალი მოწყალეა, მან მე სიცოცხლე შემინარჩუნა… და ეს არის მთავარი! ხომ შეიძლებოდა ახლა მკვდარი ვყოფილიყავი?.. როგორც არ უნდა გიჭირდეს, სიცოცხლე ძვირფასია, სიკვდილი არავის უნდა… მე უფლის მადლობელი ვარ, რომ მისი წყალობით გარდაუვალ სიკვდილს გადავურჩი!
–ლელა, გაცვეთილი შეკითხვაა, მაგრამ რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
ლელა:საკუთარი კუთხე რომ მქონდეს და ნაქირავებ ბინებში აღარ დავეხეტებოდე, მე სხვა არაფერი მინდა. მშვიდი ცხოვრება მსურს… და… ჯანმრთელობა. მესმის, რომ მისი დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ მე ჩემს ოცნებებში ისევ ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ვარ… (ბრუნდება, ცრემლებს მალავს.)
–თქვენი აზრით, პირველ რიგში რა გჭირდებათ?
ლელა:სურსათი. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის. სოციალური დახმარება არ მყოფნის, თავი ჩაიზე, პურზე და წიწიბურაზე გამაქვს… ძალიან მჭირდება მაცივარი, რადგან ზოგჯერ მეზობელს სადილი შემოაქვს, რომელსაც ერთი-ორი დღე სიამოვნებით გავიწვდენდი, მაგრამ შესანახი ადგილი არსად მაქვს. ყველაფერი მჟავდება. უბრალო წვნიანიც რომ გავაკეთო, გაფუჭდება. ძალიან მინდა ელექტრო გამათბობელი, თორემ ამ გაზქურის გამო ჩემს პატარა ოთახში სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელია… ტანსაცმელი, ფეხსაცმელი… ოცნებებს შევყევი. მაპატიეთ, ღვთის გულისათვის!..
–ლელა, ჩვენი ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ? ჩვენთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ?
ლელა: სოციალური ქსელებიდან და მეზობლებმაც მირჩიეს; მითხრეს, რომ თქვენ ნამდვილად ეხმარებით მათ, ვინც გასაჭირში აღმოჩნდა. უკიდურესი საჭიროება რომ არა, ცხოვრებაში არავის შევაწუხებდი… მე თქვენი მადლობელი უკვე იმისთვის ვარ, რომ მოხვედით და მომისმინეთ. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ თქვენც და თქვენი ფონდის დიდსულოვან მეგობრებსაც!
***
მეგობრებო, ჩვენს თანამემამულეს, ლელა ოსეფაშვილს ბედი სასტიკად მოექცა. იგი სნეული და მარტოხელაა, მას პურის ფულის შოვნის შესაძლებლობა არ აქვს. ის პაწაწინა ოთახში ცხოვრობს, ყოველგვარი კეთილმოწყობის გარეშე და მხოლოდ ერთ რამეზე – გემრიელად და მაძღრისად ჭამაზე ოცნებობს… მსგავსი ფუფუნება მისთვის მიუწვდომელია.
ლელა ოსეფაშვილს უკიდურესად ესაჭიროება საკვები და წამლები. ასევე, მას ძალიან სჭირდება მაცივარი და გამათბობელი.
შეგიძლიათ ლელა ოსეფაშვილი თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მას. მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, საყვირის ქ. 15
ან დაურეკეთ ლელას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 557 76 18 83.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, ვისაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლია. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ლელა ოსეფაშვილი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად,უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,ლელა ოსეფაშვილსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს– 0901 200 270.
„ძალიან გამიმართლა!..“
„მეგონა მარტოობაში ამომხდებოდა სული… მაგრამ ფონდი ექიმების და ანალიზების საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. მთელი საქართველო ჩემს ახალ ოჯახად იქცა! ძალიან ბედნიერი ვარ! გულში იმდენი სითბო მაქვს, იმდენი რამის თქმა მინდა ყველასთვის, – ყველასთვის, ვინც ჩემს გასაჭირს გამოეხმაურა! მე ახლა ოჯახი მყავს! თანაც ამხელა! მთელი საქართველო!“
ჩვენი მკითხველები მართლაც რომ სულის მკურნალები არიან! მტკიცებულება გჭირდებათ? აი, ბატონო!
უბრალოდ შეხედეთ ლელა ოსეფაშვილს! ნეტავ მასში იმ საბრალო, ნამტირალევ ქალს თუ ამოიცნობთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაგაცანით? https://chernovetskyifund.ge/ge/projects/680-osepashvili
ლელამ თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში – ოპერაციისა და საეჭვო ონკოლოგიური დიაგნოზის შემდეგ მოგვმართა.
მას ცხოვრება არასდროს ინდობდა: ქალი ადრეული ასაკიდანვე დაუღალავად შრომობდა, რადგან არ უნდოდა ოჯახს ზედმეტ ტვირთად დაწოლოდა; ნებისმიერ, ყველაზე რთულ, კაცურ საქმესაც კი ეჭიდებოდა და მთელი ძალებით ცდილობდა გადარჩენას. ლელას იმის დროც კი არ ჰქონია, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა და პირადი ცხოვრება მოეწყო. ამ ყველაფრის გარდა, მას ათასი უბედურება სდევდა თან: თავის უმძიმესი ტრავმა, ინსულტი, მეტყველების უნარის დაკარგვა…
მაგრამ თქვენ, ჩვენო საოცარო მკითხველებო, ბევრი რამის გაკეთებას ახერხებთ! თქვენ შეგიძლიათ ადამიანები სიყვარულით, ალერსით, მზრუნველობით, სიკეთით და სითბოთი გარდასახოთ… და ასეთი გარდასახვა ლელამაც გაიარა.
დაათვალიერეთ სურათები და ლელასთან ერთად თქვენც გაიხარეთ. ეს ქალი დღეს თქვენი სიკეთის წყალობით იღიმის, – ალბათ სიღარიბესა და მარტოობაში გატარებული მრავალი წლის განმავლობაში პირველად.
„თქვენი დაკარგვა არ მინდა – კავშირზე ვიყოთ.“
– ლელა, თქვენი ახალი განწყობა და ღიმილი ძალიან მოგვწონს. ჯერ არ გვიკითხავს, რა ცვლილებები მოხდა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ცხადია, რომ მოხდა…
ლელა: რა კარგია, რომისევ მოხვედით! ისე გელოდით!.. ჩემში შინაგანი ცვლილებები მოხდა: მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რომ მარტო აღარ ვარ და გულიდან თითქოს ლოდი მომეხსნა; რაღაცნაირად დავმშვიდდი. ჩემს დასახმარებლად სწორედ იმ დროს მოხვედით, როცა მეგონა, რომ უკანასკნელი იმედი დავკარგე. თქვენ მე გადამარჩინეთ და გამათბეთ… უკვე მეგონა, რომ აღარავის ვეკუთვნოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენი ვარ! ჩემზე ისე დარდობთ, სიხარულისგან ტირილი მინდა… მაგრამ არ ვიტირებ, ჩემო ძვირფასებო! თქვენი ლელა ახლა უფრო მეტად იღიმის, ვიდრე სევდიანობს.
თქვენი საჩუქრები და მხარდაჭერა უბრალოდ ფასდაუდებელია! თქვენ მე ოცნებაც ამისრულეთ – თქვენი ნაჩუქარი ტელეფონი ჩემი მეგობარი გახდა… მე ხომ საერთოდ არავინ მყავს, ინტერნეტის წყალობით კი მარტოობის გრძელი საღამოები შეუმჩნევლად გადის. სოციალური ქსელები, ფილმები, მუსიკა – ეს ყველაფერი უარყოფით ფიქრებს და ყველანაირ სატკივარს მავიწყებს. თქვენ მე მარტოობისგან გადამარჩინეთ.
„კომფორტში ცხოვრებას ვსწავლობ.“
უი, ჩემი მეურნეობა არ მიჩვენებია! ახალი მაცივარი მაქვს! თურმე ადამიანურად და კომფორტულად ცხოვრება, ნერვების შლის გარეშე, შესაძლებელი ყოფილა. ტანჯვას შეჩვეული ვარ, ახლა კი სიმყუდროვეს ვეჩვევი. თქვენ მაჩვევთ! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ თქვენი!
თუ რამე პროდუქტის ყიდვა მოვახერხე ან მეზობლები გამიმასპინძლდნენ რამით, იმაზე მაინც აღარ ვიდარდებ, რომ საჭმელი ამჟავდება. ეს ძალიან საჭირო და პრაქტიკული საჩუქარია. ისიც ძალიან მსიამოვნებს, რომ კოლექტიური და ეროვნულია. წარმოიდგინეთ, რამდენმა ადამიანმა იფიქრა ჩემზე, რამდენმა წაიკითხა ჩემი ამბავი…
„ახლა აღარ მეშინია, რომ საჭმელი ამჟავდება“
– ახლაც წაიკითხავენ და იმის იმედიც კი არ გქონდეთ, რომ ჩრდილში, მარტო დარჩებით. ჩვენი მკითხველები ამის შესაძლებლობას არ ტოვებენ. სხვათა შორის, ვინმეს განსაკუთრებულად ხომ არ აღნიშნავდით?
ლელა: ძალიან მაგარი მკითხველები გყავთ! საოცარი ხალხია! ნუ დამტოვებენ, – წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით! (იცინის.) ახალი წლის წინა დღეს უამრავი სურსათი მომიტანეს. ალბათ მთელი მაღაზია! ნახევრად შიმშილს შეჩვეული ვიყავი, ამიტომ ეს ჩემთვის ნამდვილი საახალწლო სასწაული იყო… სამწუხაროდ, იმ ადამიანის სახელს ვერაფრით ვიხსენებ. ინსულტის შემდეგ მეხსიერების პრობლემები მაქვს, მაგრამ მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ერთმა უცხოელმაც დამირეკა, რომელიც ქართულად ძლივს ლაპარაკობდა; მცირეოდენი თანხა გადმომირიცხა, რაც ძალიან, ძალიან გამომადგა, რადგან ცოტა ხნის წინ ოპერაცია გავიკეთე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და წამლების ფული კი არ მქონდა…
„ეს უბრალო ტელეფონი არ არის – ეს არის ხსნა მარტოობისგან.“
– ლელა, ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?
ლელა: სამწუხაროდ, არავინ გამოჩენილა… სულ დავდივარ და ვიხვეწები, რომ ყურადღება მომაქციონ, რადგან ჯანმრთელობის გამო ვერ ვმუშაობ; თან საშინელ პირობებში ვცხოვრობ… მაგრამ მხოლოდ ერთმა სახელმწიფო მოხელემ შემიბრალა და 50 ლარი მაჩუქა. დიდი მადლობა მას ამისთვის… სულ ეს იყო მათი დახმარება. (ოხრავს.)
მკითხველების რეაქციას რომ შევადაროთ, იმხელა განსხვავებაა… ისედაც გასაგებია ყველაფერი…
– რას ნიშნავს ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ლელა: მარტოობა საშინელი რამეა, მაგრამ როცა ავად ხარ და ლუკმაპურის ფულის შოვნის საშუალება არ გაქვს, სიცოცხლე ნამდვილ წამებად იქცევა ხოლმე. გგონია, რომ განწირული ხარ. გამიმართლა, რომ ჩემ გვერდით თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს. ოპერაციის შემდეგ წამლები ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, მაგრამ ამხელა ხარჯებს დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებოდი. დასუსტებული და მორალურად განადგურებული ვიყავი. თქვენ რომ არა, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. თქვენ მე გადამარჩინეთ! ნამდვილები ხართ, ადამიანს შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს და არ მინდა დაგკარგოთ. მინდა, რომ თქვენ, ყველანი, ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩეთ.
– ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! ლელა, იქნებ კიდევ გაქვთ პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება? ხომ იცით, მეგობრებს არაფერს უმალავენ…
ლელა: არ მინდა ვიწუწუნო, ძალიან მერიდება, რადგან ჩემთვის ამდენი გააკეთეთ… რთულია, რა თქმა უნდა… ჯანმრთელობამ ძალიან მიმტყუნა. ნახევარი წლის წინ მკერდზე ოპერაცია გამიკეთეს, რადგან ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების საშიშროება იყო… რა თქმა უნდა, პრობლემები სულ მაქვს, რადგან მუშაობა და ფულის დამოუკიდებლად შოვნა არ შემიძლია. ალბათ თქვენც კარგად ხვდებით, როგორია ჩემთვის ამ ნესტიან სოროში მარტო ცხოვრება. ძალიან მჭირდება ლეიბი, თორემ ძველი მთლიანად დალპა. კარგი იქნებოდა, ტანსაცმლის კარადაც რომ მქონდეს… ჰო, რას ვამბობდი?.. უბრალოდ გთხოვთ, რომ არ დამივიწყოთ, მარტოობისთვის ნუ გამწირავთ… კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ზურგი არ მაქცია და ერთი წუთი მაინც დამითმო, ჩემი ამბავი წაიკითხა, თუნდაც ერთი თეთრი გადმომირიცხა ან უბრალოდ თანამიგრძნო. უღრმესი მადლობა ყველას! ღმერთმა დაგლოცოთ!
—-
მეგობრებო, ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ – ლელა ოსეფაშვილს ცხოვრების ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში დავუდექით გვერდზე. ჩვენ მას მარტოობის გრძნობა გავუქარწყლეთ და ცოტათი მაინც გავაბედნიერეთ; მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამჟამად ლელას ერთადერთი შემოსავალი მწირი პენსიაა. მას ჯანმრთელობამ უმტყუნა და ლუკმაპურის შოვნის შესაძლებლობა წაართვა. ლელას ჩვენი დახმარება ყოველდღე სჭირდება.
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ლელა ოსეფაშვილი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/680-osepashvili/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
სულ ხარჯები:
1770.00₾დარჩა:
0.50₾