ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, არ მოკვდე, რა! მე აუცილებლად გადაგარჩენ!

calendar მარტი 1, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„დეიდა, ყურადღებით იყავით: დედას მოულოდნელად ტუჩები თუ გაულურჯდა, საშველად ვინმეს უნდა მოვუხმოთ! – ზრდასრული ადამიანის სერიოზულობით მაფრთხილებს 7 წლის ირმა და თვალებში უნდობლად მიყურებს. – მე ნემსის გაკეთება არ ვიცი; თქვენ იცით? აუცილებლად ვისწავლი! მალე!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

     წლინახევრის ვერიკო, 4 წლის ანდრია და 7 წლის ირმა ყოველდღე სიკვდილს უყურებენ თვალებში… როდესაც მათი საყვარელი დედა, ანა, ძირს ეცემა, ლურჯდება და დაჭრილი ჩიტივით ფართხალს იწყებს, პატარები მას შიშისგან ფართოდ გახელილი თვალებით უყურებენ; უფროსი გოგონა, ირმა კი ელვის სისწრაფით გარბის მეზობლებთან. „მთელი ძალით გავრბივარ, გული ლამის საგულედან ამომიხტეს! და ძალიან მეშინია! რომ ვერ მოვასწრო, დედიკო მოკვდება!“ – 7 წლის ასაკში ბავშვმა იცის, როგორ გამოიყურება ეპილეფსიის შეტევა. მისი ყოველი დღე სავსეა შიშით, რომ ის მშველელის მოხმობას ვერ მოასწრებს, რომ დედა დაიძინებს და ვეღარასდროს გაიღვიძებს! გოგონა კალენდარში შეტევების დღეს ინიშნავს და ნემსის გაკეთების სწავლაზე ოცნებობს…

  „ზოგჯერ მიკვირს კიდეც, როგორ ვარ საერთოდ ცოცხალი და თავი როგორ არ მაქვს დარტყმული? მე ხომ შეიძლება ნებისმიერ წამს, ნებისმიერ ადგილას დავეცე. უფალი მოწყალეა; მჯერა, რომ ის ჩემს შვილებს ობლად არ დატოვებს!“ – დედა, ანა ცრემლებს იწმენდს და პირჯვარს ისახავს. საკუთარი შვილების წინაშე სიკვდილის ძლიერმა შიშმა ყოველგვარი გასაჭირი, დანგრეული სახლი, შიმშილი და სიცივე დაჩრდილა…

  „ეს სახლი დიდი ხნის წინათ აშენდა… როდესაც ძლიერი ქარი უბერავს, ბავშვებს ეშინიათ. ჰგონიათ, რომ კედლები ჩამოიშლება; მაგრამ რა ვქნათ? ჩვენ წამლების ფულიც კი არ გვაქვს და ნახევრად მშივრები ვართ“, – მძიმედ ოხრავს ანა.

  ამ საბრალო ოჯახს ყველა უბედურება თავზე ერთიანად დაატყდა, მათ კი საერთოდ არავინ ჰყავთ, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდნენ. მათი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ.

  ანა, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? დაბადებიდანვე ავად ხართ?

  ანა:2016 წელს მშობლები დავკარგე. დედას სიმსივნე დაუდგინეს და ის რამდენიმე თვეში მიილია; სულ რაღაც 50 წლის იყო. მამა ძალიან განიცდიდა და მას უკვე მალევე მიჰყვა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ჩემი უმცროსი ძმები ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს და მოსვენებას არც ეს მაძლევს… ალბათ ყველა ეს განცდა ჩემს ჯანმრთელობაზე აისახა; ეპილეფსიური კრუნჩხვები დამეწყო. ჯერ იშვიათად მემართებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, გახშირდა და ახლა, კვირაში რამდენჯერმე მეორდება. ბავშვებზე ვდარდობ… მათ ძალიან ეშინიათ. 

  ანა, გვითხარით, თქვენზე ვინ ზრუნავს? თქვენი მეუღლე ახლა სად არის?

  ანა:ზურაბი რომ არა, მე დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. ის ძალიან მეხმარება, სულ ჩემ გვერდით არის… ადრე მტვირთავად მუშაობდა, ახლა კი ჩემი დიდხანს, მარტო დატოვების ეშინია. ბავშვების გამოც განიცდის. ძალიან უჭირს… პატარა ვერიკო სულ მამასთან არის. მისი ხელში აყვანაც კი მეშინია, რომ მასთან ერთად არ დავეცე. ზურაბს შეუძლია პირველადი დახმარება გამიწიოს; შეშუპების დასაცხრობად ნემსს მიკეთებს ხოლმე, რომ არ გავიგუდო.  

  და თუკი ის სახლში არ არის?

  ანა:ჩემმა უფროსმა გოგონამ სასწრაფო დახმარების გამოძახება ისწავლა… საბრალო, კალენდარზე ინიშნავს, როდის ხდება დედა ცუდად… თუ მამა სახლში არ არის, დასახმარებლად მეზობლებთან გარბის ხოლმე. მან ჯერ ნემსის კეთება არ იცის, მაგრამ მპირდება, რომ მალე ისწავლის. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, როგორ ვარ საერთოდ ცოცხალი და თავი როგორ არ მაქვს დარტყმული? მე ხომ შეიძლება ნებისმიერ წამს, ნებისმიერ ადგილას დავეცე. ბოდიშს გიხდით დეტალებისთვის, მაგრამ რამდენჯერმე საპირფარეშოშიც დავცემულვარ… (ტირის.)

  ირმა (7 წლის):მე მალე გავიზრდები, ექიმი გავხდები და დედას და ყველას ვუმკურნალებ. ნუ გეშინია, დედა! მე შენთვის საავადმყოფოს ავაშენებ; შენთვის და ყველა დედისთვის.

  ირმა, დედა ძალიან გაშინებთ ხოლმე?

  ირმა:თუ მამა სახლში არ არის, ძალიან გვეშინია. როდესაც დედა ეცემა, ვტირით და ვყვირით, რომ მეზობლებმა გაიგონ; ან გავრბივარ და ვეძახი. მათ ნემსის კეთება იციან; მე ჯერ არ შემიძლია. თუ ვერ მოვასწარი, დედა მთლიანად გალურჯდება და შეიძლება აღარც გაიღვიძოს. იცით, როგორ მეშინია?! საშინელებაა!

  ანდრიას და ვერიკოსაც ეშინიათ?

  ირმა:დიახ, ისინიც ტირიან ხოლმე, მაგრამ მე მათ ვამშვიდებ; ვეუბნები, რომ დედა კარგად იქნება.

  ირმა, რას აკეთებთ ხოლმე, როცა დედა კარგად არის?

  ირმა:დამალობანას და დაჭერობანას ვთამაშობთ ხოლმე; მაგრამ ვცდილობთ, არ ვიხმაუროთ, რომ დედამ არ ინერვიულოს. ასევე, კარგად ვსწავლობ. დედიკოს ძალიან უხარია, როდესაც მასწავლებლები მაქებენ.

  კიდევ რის თამაში გიყვართ? საყვარელი სათამაშოები თუ გაქვთ?

  ირმა:ჩვენ სათამაშოები არ გვაქვს. ძალიან გვინდა, რომ გვქონდეს… (ირმა გაჩუმდა და დედას შეხედა.) ძალიან გვინდა, რომ დედას წამლები ჰქონდეს.

  და თქვენთვის რა გინდათ?

  ირმა:ველოსიპედები გვინდა, მაგრამ იცით, რა ძვირი ღირს?! ვერიკოსთვის ლამაზი თოჯინაც გვინდა!

  ანდრია (4 წლის): მე კი პატარა, ლურჯი ველოსიპედი მინდა! ძალიან, ძალიან მინდა! ქაღალდისგან ფულსაც გამოვჭრი! დედასთვის კი – კურდღელს! რომ გამხიარულდეს!

  ანა, თქვენ მშვენიერი შვილები გყავთ! სწორედ თქვენი დამსახურებაა ის, რომ ისინი ასეთი ზრდილობიანები არიან!

  ანა:ისინი – ჩემი ყველაფერია! ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს; ერთმანეთზე ყოველთვის ვზრუნავთ! ამაში ძალიან გამიმართლა! ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ისინი დიდ სიყვარულში იზრდებიან!

  თქვენი საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ გვიამბეთ. რა შემოსავალი გაქვთ, როგორ ცხოვრობთ, რით იკვებებით? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

  ანა: ეს ნახევრად დანგრეული სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩემი მეუღლის მშობლებს ეკუთვნით. ჯანმრთელობა რომ იყოს, ყველაფერს ავიტანდით! მაგრამ ახლა, ყველაფერი ერთად დაემთხვა: დანგრეული სახლიც, შიმშილიც და ავადმყოფობაც… როდესაც ძლიერი ქარი უბერავს, ბავშვებს ეშინიათ. ჰგონიათ, რომ კედლები ჩამოიშლება.

  ირმა:დიახ, იცით, რა საშინელებაა? ისეთი ხმაა, თითქოს მგლები ყმუიან! ერთმანეთს ჩახუტებულები ვსხედვართ და ვცდილობთ ამ საზარელ ხმებს არ ვუსმინოთ!

  ანა:დაშიმშილზე საუბარიც კი არ მსურს! ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა – 420 ლარის ოდენობით. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცუდი დიასახლისი ვარ, რადგან ამ თანხის მთელ თვეზე გადანაწილება არ შემიძლია. ეს ხომ დღეში 10 ლარზე მეტია?! მაგრამ არ გვყოფნის. წამლები ძვირი ღირს, არც სურსათი იაფდება. დიდი მადლობა მეზობლებს; ისინი გვეხმარებიან.

  ანა, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

  ანა:მე წამლებზე და საკვებზე ვოცნებობ! სარეცხი მანქანაც ძალიან მჭირდება. ჩემი სენის გამო, ხელით რეცხვა ძალიან მიჭირს. საწოლები და სწავლისთვის – პლანშეტიც გვჭირდება. სულ ეს არის! მე მეტს ვერაფერს ვითხოვ. ჩემი ოცნების ზღვარი აქ გადის.  

  ანდრია:დეე, ველოსიპედიც არ დაავიწყდეთ, რა! ჩვენ ისიც ძალიან გვჭირდება! მის გარეშე, აბა, როგორ ვიქნებით?

  თქვენი ოჯახის შესახებ მთელი საქართველო შეიტყობს! დარწმუნებული ვარ, ბევრი მეგობარი გამოგიჩნდებათ. თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება! ნახავთ! ყველაფერი კარგად იქნება! თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ, უკეთ იცხოვროთ!

  ანა: უფალი გფარავდეთ!

***

  ასე დასრულდა ტკივილითა და უიმედობით სავსე კიდევ ერთი ამბავი. ამ საბრალო ოჯახს ვინ ინახულებს? ვინ იზრუნებს მათზე? ახლა თუ მერე?.. საკითხავი აი, ეს არის!

  ოჯახს ყველაფერი სჭირდება: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, სარეცხი მანქანა და სათამაშოები. გვჯერა, რომ ეს ამბავი საჭირო ადამიანებამდეც მიაღწევს; ჩვენ ამის იმედი გვაქვს!

    ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გაიხარეთ იმით, რომ უფალი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

    მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! თითოეული ჩვენგანის სიკეთის მათ გულწრფელად სჯერათ. ნუ დააღალატებთ ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

    ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: ქარელის რაიონი, სოფ. ქვემო ხვედურეთი. თქვენ მათ ძალიან გაახარებთ. მათ სტუმრები ძალიან უყვართ!

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ მათ შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

  #GE15TB7194336080100003

  #GE42LB0115113036665000

  #GE64BG0000000470458000

  (დანიშნულება:ანა ბახტურიძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ანას და მის მშვენიერ შვილებსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

უცებ რომ მოვკვდე, ჩემს შვილებზე ხომ იზრუნებთ?

– დანახვისთანავე იმედიანად მკითხა აცრემლიანებულმა, მძიმედ სნეულმა გმირმა დედამ და ამ კითხვით თითქოს მხოლოდ მე კი არა, მთელ ქვეყანას და ყველა კეთილ ადამიანს მიმართა.

რა პასუხი გავცეთ? დაფიქრდით, მეგობრებო და გვითხარით, რას დავპირდეთ ამ მშვენიერი ბავშვების დედას? თქვენს პასუხს მოუთმენლად ველით!

„მიუხედავად იმისა, რომ სასწაულების მჯერა“, – აგრძელებს ანა. – „და თქვენი გამოჩენა ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ამის დასტურია, განკურნებას არ ველი; თუმცა მჯერა, რომ უფალი აუცილებლად დაგვეხმარება… უბრალოდ ახლა ისე ძალიან აღარ მეშინია. ჩემს შვილებზე ხომ იზრუნებთ, არა?“ – მრავალშვილიანი დედა, ანა ცრემლებს ვეღარ იკავებს და თავის პატარებს გულში იკრავს.

ახალგაზრდა ქალის თვალებში სევდა და ნაღველი იკითხება, მაგრამ ის ცდილობს თემა შეცვალოს და მიჩვენებს საჩუქრებს, რომლებიც ბახტურიძეების ოჯახს ფონდის მეგობრებმა აჩუქეს. „სიტყვები არ მყოფნის! უბრალოდ შეხედეთ, როგორ შეიცვალა ჩვენი ოთახი“, – აგრძელებს ანა.

მე კი შეცვლილ ოთახს კი არა, ბავშვებს ვუყურებ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში პირველად არიან მხიარულები და დანაყრებულები; ვუყურებ დედას, რომელიც სიღარიბემ და ავადმყოფობამ დაღალა და რომლის თვალებშიც სიცოცხლის წყურვილი იკითხება… და ვხვდები, რომ ჩვენ ამ ხალხის უკანასკნელი იმედი ვართ!

რა ბედი ელით ამ მშვენიერ ბავშვებს?!

მეგობრებო, ფონდს ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ევროპული დონის ბავშვთა სახლები გავხსნათ, – როგორც ამას ადრე ვაკეთებდით!

(https://chernovetskyifund.ge/ge/news/fund-news/1361-1/)

ანა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ანა: იცით, ჩემი მძიმე ფიზიკური და მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე მეგონა, რომ სიცოცხლისკენ ვეღარაფერი მომაბრუნებდა და ჩემს შვილებს ბავშვობას ვეღარაფერი გაუფერადებდა. მათ ამ ცხოვრებაში, სიღარიბისა და გაჭირვების გარდა, ბევრი არაფერი უნახავთ; მაგრამ, როგორც ხედავთ, სახლში ბავშვების სიცილი ისევ გაისმა. თქვენი და მზრუნველი ხალხის წყალობით, მედიკამენტოზურ მკურნალობას გავდივარ, რის უფლებასაც თავს მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვაძლევდი, რადგან საჭმელიც კი ძლივს გვყოფნიდა. ეს კი ჩვენი ახალი საწოლია – დიდი და მოსახერხებელი. ახლა დასაძინებელი ადგილი ყველას აქვს! თუმცა მე, როგორც დიასახლისს, ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გამიხარდა! ბოლო დროს ხელით რეცხვა განსაკუთრებით მიჭირდა, რადგან ფეხზე დიდხანს დგომა არ შემეძლო, მაშინვე თავბრუსხვევა მეწყებოდა. პატარა ბავშვებისთვის ტანსაცმლის გამოცვლა კი დღეში რამდენჯერმე მიწევს – დედები კი მიხვდებიან, რამხელა შრომაა… თქვენი საჩუქრის წყალობით თეთრეული მალე შრება, ტანსაცმელი სუფთაა, დედა კი დასვენებული და კმაყოფილია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ყველაზე რთულ დროს ჩვენ გვერდით აღმოჩნდა და დაგვეხმარა!

ახლა ბავშვებს დასაძინებელი და გასართობი ადგილი აქვთ

დედას ნამდვილი დამხმარეები ეზრდება

პატარა ვერიკო ბახტურიძეების ოჯახის მთავარი წევრია

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, ანა. მითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

ანა: ნანიკო ბებია ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მას ჩვენ შესახებ შვილიშვილმა მოუყვა, რომელსაც ნანიკო სამი წლის ასაკიდან მარტო ზრდის. მიუხედავად მატერიალური სირთულეებისა, ამ კეთილმა ხალხმა ბავშვებისთვის სახლში მომზადებული მურაბები, მწნილები და ფუნთუშები გამოგვიგზავნეს. თბილისიდან სტუდენტები ჩამოვიდნენ და უამრავი ტკბილეული ჩამოგვიტანეს. უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული მათგანის!

სარეცხი მანქანა მხოლოდ დედას კი არა, ვერიკოსაც მოეწონა

ანა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ ან დაგეხმარათ?

ანა: მუნიციპალიტეტმა შაქარი, კარაქი, წიწიბურა და ფქვილი გამოგვიგზავნა. ამ დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მადლობელი ვარ, რადგან მესმის, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და მეტის იმედი არც უნდა მქონდეს.

ბავშვებს ამდენი გემრიელი საჭმელი დიდი ხანია არ უნახავთ

მოდი სევდიან თემებზე ნუღარ ვილაპარაკებთ. უცნობი ხალხისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? რა ემოციები გქონდათ?

ანა: ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გამოვიარე; ძალიან ახლობელმა ადამიანებმა, რომლებმაც ჩემი ოჯახი გასაჭირში მიატოვეს, იმედი გამიცრუეს, ამიტომ დავიფიცე, რომ აღარაფრის მოლოდინი აღარ მექნებოდა. ასე გულიც აღარ მეტკინებოდა… მაგრამ თქვენი ფონდის შესახებ ბევრი საოცარი ამბავი გამიგია და გულის სიღრმეში ვოცნებობდი, რომ გამონაკლისი არც მე ვიქნებოდი! უბრალოდ ვერც კი აღგიწერთ, ეს რა გრძნობაა; რამხელა სიხარული და მადლიერება განვიცადე თქვენი ყურადღებისა და სიყვარულის წყალობით… თითოეულმა კეთილმა სიტყვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან როცა ასეთ არაადამიანურ პირობებში ცდილობ გადარჩენას, ჩვეულებრივ, ადამიანურ ურთიერთობებს გადაჩვეული ხარ. აღარც უსაფრთხოების შეგრძნება გაქვს და აღარც იმისი, რომ შენზე და შენს ოჯახზე ვიღაც ზრუნავს და მათხოვრობა და თავის დამცირება აღარ გჭირდება… დიდი მადლობა ყველას!

– ანა, თუ შეიძლება, თქვენს შვილებსაც გავესაუბრები. ირმა, საჩუქრები მოგეწონა?

ირმა (7 წლის): ძალიან! რაც მთავარია, ახლა დედა თავს უკეთ გრძნობს და ჩვენთან თამაშის განწყობაც აქვს. სასუსნავებიც მოგვიტანეს, ბევრი ტკბილეული და სოსისი! ისეთი გემრიელია! ცოტა ნაყინი კიდევ დაგვრჩა, ხომ არ გასინჯავდით? 

    

სანამ დედა არ გიყურებს, შეგიძლია კიდევ ერთი შოკოლადი შეჭამო!

უფროსმა დამ ტკბილეული სამომავლოდ გადაინახა

– დიდი მადლობა, ირმა, ძალიან კეთილი გოგო ხარ! ანდრია, შენც ბევრი შოკოლადი ჭამე?

ანდრია (4 წლის): რა თქმა უნდა! მაგრამ უფრო მეტი გადავმალე, თორემ სხვა დროისთვის აღარ გვექნება. ჩემს დებს ტკბილეულს ისე ვუნაწილებ, რომ ორივეს თანაბრად ერგოს.

ანდრია, როგორც ყველაზე სამართლიანი ძმა, დებს ტკბილეულს უნაწილებს

დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ბავშვები დანაყრებულები და ბედნიერები არიან

– რა ყოჩაღი ხარ! ანა, საუბარს დავუბრუნდეთ. მითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ანა: თქვენც კარგად ხედავთ, რა სიღარიბეში ვცხოვრობთ, ასე რომ ჩვენთვის ნებისმიერი დახმარება ფასდაუდებელი იქნება: საკვები, ტანსაცმელი, ავეჯი… ჩემთვის არაფერს ვითხოვ, ყველაზე მეტად ბავშვები მეცოდებიან. ანდრიას ველოსიპედი უნდა და სულ მეხვეწება, მიყიდეო, მაგრამ ამდენი ფული არ მაქვს; გოგონებს კი არაფერი აქვთ ჩასაცმელი, უფროსი ძმის გამონაცვალი ტანსაცმელი აცვიათ და ასე გაგვაქვს თავი! ჩემო კეთილო ხალხო, ჩემო კარგებო, ჩვენი დახმარება რომც არ შეგეძლოთ, მაინც მადლიერი ვარ თქვენი, რადგან ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანეთ! ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ მე თუ რამე დამემართა, ჩემი შვილები მარტო არ დარჩებიან, როცა თქვენნაირი მოწყალე ხალხი არსებობს! ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი!

***

ძვირფასო მეგობრებო, ბახტურიძეების ოჯახს ძალიან უჭირს. მრავალშვილიანი დედა ძლიერ ავადაა და ძალიან იტანჯება. მას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ოჯახს ფული საკვებზეც კი არ ჰყოფნის. სამი პატარა ბავშვი ნახევრად მშიერია და შოკოლადებზე და სათამაშოებზე ოცნებობს, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისინი შეიძლება საყვარელი დედის გარეშე დარჩნენ, თუ მან სამედიცინო დახმარება დროულად არ მიიღო. ამ ბავშვებისთვის უდარდელი ბავშვობის ჩუქება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ! ბედნიერებას ხომ ყველა ბავშვი იმსახურებს!

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ „ფეისბუქ” პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბახტურიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/696-bakhturidze

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აპრ 05
მედიკამენტები
295.88₾
2021 მაი 21
საწოლი
450.00₾
2021 მაი 21
სარეცხი მანქანა
597.00₾
2021 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
360.00₾
2021 ივნ 15
პროდუქტები
107.00₾
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
175.00₾
2021 სექ 09
საწოლი
400.00₾
2021 სექ 09
გაზის წყლის გამაცხელებელი
310.00₾
2021 სექ 16
პროდუქტები
100.00₾

სულ ხარჯები:

2794.88₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.08.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.07.2021 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.07.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2021 20:00:00
₾21.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2021 20:00:00
₾590.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.07.2021 20:39:20
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2021 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾2,794.48

150 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,794.48

150 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება