ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბავშვები ჩიტები არ არიან და მათთვის პურის ნამცეცები საჭმელი არაა!

calendar მაისი 5, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„კაჭკაჭ–კაჭკაჭუნა ფაფას ხარშავდა და პატარა კაჭკაჭუნებს აჭმევდა. ერთს კოვზით მისცა, მეორეს – თეფშით, მესამეს – ლამბაქით, ნუცას და აჩის კი არაფერი მისცა“, – აი, ასეთ ლექსს გავიმეორებთ დღეს… ნუცა და აჩი ჩიტები არ არიან, მაგრამ როცა პურს ჭამენ, პატარა ხელისგულს უშვერენ, რომ ერთი ნამცეციც კი არ დაუვარდეთ. მათ ნორმალური საკვები სჭირდებათ, კვირაში ერთხელ მაინც!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„კაჭკაჭ–კაჭკაჭუნა ფაფას ხარშავდა და პატარა კაჭკაჭუნებს აჭმევდა. ერთს კოვზით მისცა, მეორეს – თეფშით, მესამეს – ლამბაქით, ნუცას და აჩის კი არაფერი მისცა“, – აი, ასეთ ლექსს გავიმეორებთ დღეს… ნუცა და აჩი ჩიტები არ არიან, მაგრამ როცა პურს ჭამენ, პატარა ხელისგულს უშვერენ, რომ ერთი ნამცეციც კი არ დაუვარდეთ. მათ ნორმალური საკვები სჭირდებათ, კვირაში ერთხელ მაინც!  

უნებლიეთ გეფიქრება, რომ შვილების გამოკვება ცხოველებისთვის უფრო ადვილია ველურ ბუნებაში, ვიდრე მარტოხელა დედებისთვის – საქართველოში!

რამდენი წელია თავს ერთ მარტივ არითმეტიკულ კითხვას ვუსვამთ: ნუთუ შეიძლება, რომ დღეში 3 ლარად გამოკვებო კიდეც, უმკურნალო კიდეც და განათლებაც მისცე? ვიღაცამ ხომ ეს ფასი დაადგინა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად? მათ ალბათ იციან, მაგრამ არ გვეუბნებიან!

ამ დროს კი ბავშვებს მუცელი ხელით უჭირავთ, რომ შიმშილი დააცხრონ. „ხელს მაგრად თუ მიაჭერ“, – ამბობენ ბავშვები. – „ისე ძალიან აღარ გშია.“  

როგორ იბრძვის ეს ოჯახი გადარჩენისთვის, სად ცხოვრობენ და რა მოხდება, თუკი მათ გვერდში არ დავუდგებით,  – ამ ყველაფერს ინტერვიუდან შევიტყობთ.

მანანა, ბავშვებთან ერთად აქ როგორ ცხოვრობთ?

მანანა:პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩენას ვცდილობთ და ვშიმშილობთ! საჭმელი არ გვყოფნის, არც სურსათის საყიდელი ფული გვაქვს. ზოგჯერ მე თვითონ არ ვჭამ და მთელი დღე მშიერი ვარ, რომ ბავშვებს მეტი ერგოთ. ასე ვცხოვრობთ! ყოველდღე ერთი პრობლემა, ერთი და იგივე კითხვა მაწუხებს: რა ვაჭამო შვილებს? საიდან მოვიტანო საჭმელი? მეტი აღარ შემიძლია! ძალა აღარ მაქვს… (ტირის.)

მანანა, გულწრფელად თანაგიგრძნობთ! სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებში გიწევთ შვილებთან ერთად ცხოვრება!

მანანა:ძალიან მიჭირს! მგონია, რომ ეს პრობლემები აღარასდროს დასრულდება. ეს შენობაც… შეხედეთ, განა ეს ის სახლია, სადაც ბავშვები უნდა იზრდებოდნენ? შენობა ავარიულია. ძველი ნაგებობა შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოგვენგრეს თავზე, ფიცრები უკვე დამპალია… და სხვათა შორის, აქ მარტო არ ვცხოვრობთ: მეზობლად კიდევ ორი ოჯახია; საერთო სამზარეულო და საპირფარეშო გვაქვს.

ბავშვებთან ერთად ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობ. აქვე ვბანაობთ, – ტაშტში, რადგან აბაზანა არაა. სახლში მუდმივად ცივა, ბავშვები იყინებიან და ხშირად ცივდებიან. უცებ რომ დამჭირდეს, წამლის ყიდვის საშუალებაც კი არ მაქვს. საბედნიეროდ, ასე თუ ისე, კეთილი ხალხი მეხმარება. სოციალურ სასადილოშიც დავდივართ, მაგრამ ბავშვები იქ ვერაფერს ჭამენ, ამიტომ მხოლოდ პურს ვიღებ. იმასაც ყველასთვის არ გვაძლევენ, რადგან პატარა ნუცა საბავშვო ბაღში დადის და სასადილოში მისვლა არ ეკუთვნის; ამიტომ სახლში მხოლოდ ერთ-ნახევარი პური მომაქვს – ნახევარი პური ერთ ადამიანზე. განა ეს საკმარისია სამი ბავშვის გამოსაკვებად?

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთ პირობებში იცხოვრებდით?

მანანა:ამას ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა! დედა უარს არაფერზე მეუბნებოდა. როგორც კი რამე ახალი გამოჩნდებოდა, მაშინვე მყიდულობდა… კარგად ვცხოვრობდით და ყველაფერი საკმარისად გვქონდა, არასდროს გვიშიმშილია! ახლა კი, როცა ჩემი საკუთარი შვილები ასეთ საშინელ პირობებში იზრდებიან, გული მტკივა, რადგან მათთვის ნორმალური ცხოვრების მიცემა არ შემიძლია! როცა სახლში საჭმელი არაა და ბავშვები ლამისაა ატირდნენ, სიკვდილი მინდა!

შვილებს მარტო ზრდით?

მანანა: (ოხრავს.) დიახ, ასე გამოვიდა. ჩემი ქმარი ახლა ციხეშია – ოჯახში ძალადობისთვის დააპატიმრეს. სვამდა, მეც მცემდა და შვილებსაც. დიდხანს ვითმენდი, მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს! ვითარება აუტანელი გახდა, ძალიან მეშინოდა! მომიწია სამართალდამცავებისთვის მიმემართა… ჩემი ქმარი ერთ წელიწადში გამოვა და არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ისედაც მიჭირს და მერე რა იქნება?

მეუღლე როგორ გაიცანით?

მანანა:დედასთან ერთად ამ ოთახში ვცხოვრობდი, ჩემი მომავალი მეუღლე კი ბინას აქვე, ჩვენ გვერდით ქირაობდა. თავიდან უბრალოდ ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით. მასთან ძალიან საინტერესო იყო და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი გრძნობები შეიცვალა და ახალ ეტაპზე გადავიდა. მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და ოჯახის შექმნა გვინდოდა. აი, ასე რომანტიკულად დაიწყო ყველაფერი! მაგრამ ვინ იცოდა, რას გვიმზადებდა ცხოვრება?!

არ მუშაობთ, არა?

მანანა:სამწუხაროდ, არ ვმუშაობ. ადრე ვალაგებდი და რაღაც შემოსავალი მაინც მქონდა, ახლა კი პატარა შვილები მყავს, მათ ვერავის ვუტოვებ, ამიტომ შესაძლებლობა არ მაქვს, რომ მუშაობა დავიწყო… თან სამსახურის შოვნა არც ისე ადვილია, ხომ იცით?

რა სახსრებით ცხოვრობთ? გაქვთ რაიმე შემოსავალი?

მანანა: სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 300 ლარს და 90 ლარიან ბავშვთა კვების ვაუჩერს. ასევე, 150 ლარს – როგორც მრავალშვილიან დედას. სულ ესაა!

ეს ფული რაზე გყოფნით?

მანანა:საერთოდ არაფერზე! სიღარიბის ზღვარს მიღმა ვცხოვრობთ. ყველგან ვალები მაქვს: სურსათს ვერ ვყიდულობ – ვალად ვიღებ; ზოგჯერ ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება რაღაც და – ფულს მეზობლებისგან ვსესხულობ… კომუნალური დავალიანებებიც მაქვს. მთელი ჩვენი ცხოვრება – ვალია. არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ გავუძლებ და როგორ გავუმკლავდები!  

მითხარით, არავინ გეხმარებათ? მაგალითად, ნათესავები?..

მანანა:მამა ჩვენთან ერთად არ ცხოვრობდა და დედა მარტო მზრდიდა… დედაჩემი ცოცხალი აღარაა, არც და-ძმები მყავს. მეუღლის ნათესავები ძალიან ღარიბები არიან. არავინ მყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავდი! საბედნიეროდ, ზოგჯერ მეზობლები მეხმარებიან; რამდენჯერმე დახმარების ხელი სრულიად უცხო ადამიანებსაც გამოუწვდიათ – საჭმელი მოუტანიათ, ტანსაცმელი მოუციათ…

ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?

მანანა:ბევრჯერ მივსულვარ, განცხადებებიც დამიწერია, მაგრამ სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების გარდა სხვა არაფერი მიგვიღია. მაგალითად, ჩვენს დერეფანში სახურავი ძალიან ჟონავს – ოდნავ გაწვიმდება და მაშინვე თავზე გვეწვეთება. ადმინისტრაციაში მივედი და დახმარება ვთხოვე, რომ სახურავი მაინც შეეკეთებინათ, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევიათ! უარს გვეუბნებიან!

მანანა, რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?

მანანა:ყველაზე მთავარი – საკვებია! ბედნიერებისთვის ცოტა რამ გვჭირდება, ოღონდაც საჭმელი გვეყოს. თუ საჭმელი არაფერია, ავეჯზე და ტექნიკაზე ვინღა ფიქრობს?

და მაინც

მანანა:ერთი საწოლი გვაქვს, რომელზეც ყველას ერთად გვძინავს: პატარები ჩემ გვერდით წვანან, უფროსი ბიჭი კი ფეხებთან მიწევს. უკვე თხუთმეტი წლისაა და წესით, ცალკე საწოლი უნდა ჰქონდეს… ჰქონდა კიდეც, მაგრამ გატყდა. ფული არ მაქვს, რომ ახალი ავეჯი ვიყიდო. ოთახში მაგიდა დგას, მაგრამ სკამები არაა. როცა ვჭამთ, რიგ-რიგობით ვსხდებით. ლეპტოპიც გვჭირდება – ადრე კი გვქონდა, მაგრამ ეგეც გაფუჭდა. სკოლაში ისევ ონლაინ სწავლება თუ დაიწყო, არ ვიცი, ბავშვები გაკვეთილებზე დასწრებას როგორ შეძლებენ.  

საჭმელს ვერსად ვინახავთ, მაცივარი არ გვაქვს. ცოტა ხნის წინ მეზობლებმა თავისი ტელევიზორი და მაცივარი გვათხოვეს: სანამ ქალაქიდან არიან გასულები, ამბობენ, ისარგებლეთო; მაგრამ მალე დაბრუნდებიან, წინ კი ზაფხულია და არ ვიცი, საჭმელი სად უნდა შევინახო. სანამ მეზობლები დროებით თავის საოჯახო ტექნიკას გვათხოვებდნენ, სურსათი მუდმივად მიფუჭდებოდა. არადა, როგორ შეიძლება რაღაცის გადაგდება, როცა საკვები ისედაც არ გვყოფნის?

გაზქურაც ძალიან გვჭირდება; ახლა მეზობლის ტექნიკით ვსარგებლობ. თუ პროდუქტები გვაქვს, ბავშვებს საჭმელს როგორმე მაინც ვუმზადებ, თუ არ გვაქვს და – ვითმენთ…

მანანა, თუ წინააღმდეგი არ ხართ, თქვენს შვილებსაც გავესაუბრები. ბავშვებო, დედა ყველაზე გემრიელს რას აკეთებს?

აჩი (7 წლის):ყველაფერი მომწონს, რასაც დედა აკეთებს, მაგრამ ყველაზე გემრიელი შოკოლადის ტორტი იყო. ერთხელ გამოაცხო, ძალიან ადრე, მაშინ სულ პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს, რა გემრიელი იყო!

ნუცა (4 წლის):მე კიდე ტორტი არასდროს მიჭამია. ერთხელ შოკოლადი გავსინჯე და მომეწონა, მაგრამ აჩი ამბობს, რომ ტორტი უფრო გემრიელია.

ჩემო კარგებო, რის თამაში გიყვართ? საყვარელი სათამაშოები გაქვთ?

ნუცა:მე და ჩემი ძმა სულ დამალობანას ვთამაშობთ. არც სათამაშოები მაქვს, არც თოჯინები…

აჩი:ერთი სათამაშო მაქვს. მაჩუქეს. ბეტმენია. მაგრამ გატეხილია და დედამ წებოვანი ლენტით შეაკეთა. ჩემს დასაც ვაძლევ ხოლმე სათამაშოდ. რიგრიგობით ვთამაშობთ.

უკვე გიფიქრიათ, ვინ გინდათ გამოხვიდეთ, როცა გაიზრდებით?

ნიკა (15 წლის):მინდა ფეხბურთელი გავხდე. ამაზე ძალიან ვოცნებობ! გადავწყვიტე კლუბში ჩავწერილიყავი, რომ სპორტით პროფესიონალურად დავკავებულიყავი, მაგრამ დედას ფული არ აქვს, ამიტომ ფეხბურთი ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებად მრჩება. იმედი მაქვს ოდესმე შევძლებ, რომ კარგი ფეხბურთელი გავხდე და ჩემი ოჯახი უზრუნველვყო! ჩვენ აღარასოდეს ვიშიმშილებთ!

აჩი: მე კი პოლიციელი გავხდები და დედას და ჩემს დას დავიცავ! ვერავინ გაბედავს, რომ ჩემს ოჯახს აწყენინოს!

ნუცა:მე ექიმები მომწონს! მინდა ექიმი გავხდე, ხალხს ვუმკურნალო და ყველას დავეხმარო!

რა არის ყველაზე სანუკვარი, რაზეც ძილის წინ ოცნებობთ?

ნუცა: საჭმელი! წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ხვალ, როცა გავიღვიძებთ, ჩვენს მაგიდაზე ბევრზე ბევრი გემრიელი საჭმელი იქნება.

აჩი:და ბევრი ტკბილეული! შოკოლადის ტორტიც კი იქნება!

მანანა, თქვენ რაზე ოცნებობთ?

მანანა: ჩემი შვილებისთვის მშვიდობიან მომავალზე! პირადად ჩემთვის არაფერი მინდა, ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად. ვოცნებობ ოდესმე ადამიანურად ცხოვრება და ნორმალურად ჭამა შევძლოთ, ხვალინდელი დღის აღარ გვეშინოდეს და ყოველ კაპიკს აღარ ვითვლიდეთ…

უფლის თუ გწამთ?

მანანა:მწამს და ყოველდღე ვლოცულობ! ვგრძნობ, რომ უფალი ჩვენ გვერდითაა. ის ჩვენ არ დაგვტოვებს! თქვენი ფონდი სტუმრად გვეწვია და უკვე ვგრძნობ, რომ მალე ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს!

მანანა, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

მანანა:პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემს ამბავს მოისმენს და გამოეხმაურება! თქვენი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! ასევე, მინდა გითხრათ: თუ საჭმელი გაქვთ და არ შიმშილობთ, იცოდეთ, რომ ბედნიერი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დააფასეთ თქვენი ცხოვრება!..

***

მეგობრებო, მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მანანას სუსტ მხრებზე ყველა საზრუნავი დააწვა. საბრალო ქალი თავზე დატეხილ სირთულეებს მარტო ვერ გაუმკლავდება. არ შეიძლება, რომ გულგრილი დავრჩეთ და მათ არ დავეხმაროთ!

ოჯახს სჭირდება საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი. მოდი დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ბავშვებს ნორმალური ცხოვრების საშუალება მივცეთ!

მანანას ოჯახის მონახულება და მათი დახმარება პირადად შეგიძლიათ. გვერწმუნეთ, მათ ძალიან გაახარებთ!  

მისამართი:თბილისი, ნინოშვილის ქ. 60/11.

მეგობრებო, ამირიანების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ამირიანების ოჯახი.)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივლ 03
პროდუქტები
199.98₾
2021 ივლ 27
პროდუქტები
199.95₾
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
180.00₾
2021 აგვ 31
პროდუქტები
298.98₾

სულ ხარჯები:

878.91₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.06.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.05.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.05.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.05.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2021 20:00:00
₾35.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2021 19:37:53
₾20.00

შემოწირულია:

₾878.00

71 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾878.00

71 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება