ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ეს ბავშვი სიმსივნით რომ მოკვდეს, ჩვენს თავს ვერ ვაპატიებთ!

calendar მაისი 17, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დიდი ხნის ნანატრმა, უფლისგან ბოძებულმა 3 წლის საბამ მშობლები შეიძლება ნებისმიერ დროს დატოვოს. ჰემანგიომა, იგივე კიბო, რომელიც ყოველ წუთს ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საფრთხეს ქმნის! ასეთი განაჩენი გამოუტანეს ბავშვს ექიმებმა დაბადებისთანავე.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დიდი ხნის ნანატრმა, უფლისგან ბოძებულმა 3 წლის საბამ მშობლები შეიძლება ნებისმიერ დროს დატოვოს. ჰემანგიომა, იგივე კიბო, რომელიც ყოველ წუთს ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საფრთხეს ქმნის! ასეთი განაჩენი გამოუტანეს ბავშვს ექიმებმა დაბადებისთანავე.

სამი წლის შემდეგ ისინი მხოლოდ ხელებს შლიან: დახმარება კი უნდათ, მაგრამ რა ფულით?

„ქირურგიული ჩარევაა საჭირო. სხვაგვარად შეიძლება გართულებები განვითარდეს; მაგრამ სამწუხაროდ, მე და ჩემს მეუღლეს ოპერაციის ფული არ გვაქვს და ეგ მკლავს!“ – 43 წლის დედა, მაია, ღამეებს ტირილში ათენებს. მის პატარა ანგელოზს უმძიმეს დაავადებამდე და შესაძლოა, თვით ნაადრევი სიკვდილისგანაც კი, ერთი ნაბიჯი აშორებს, მაგრამ ქალს დაძინებაში ხელს მხოლოდ ეს უშლის… მას საჭმელი არ აქვს, შვილი რომ გამოკვებოს; არც ტანსაცმელი აქვს მისთვის და არც საბანაო ადგილი… განა ეს ცხოვრებაა?!  

„ჩემი ქმარი ყველგან ვერ იმუშავებს, რადგან ეპილეფსიის შეტევები აქვს და მუდმივად წამლები უნდა სვას; მაგრამ საკუთარ თავზე უკვე აღარ ფიქრობს; ნებისმიერ სამსახურზე თანახმაა, რადგან სასწორზე ჩვენი შვილის სიცოცხლეს დევს. ბავშვი შეიძლება როგორც თანდაყოლილი დაავადებით, ისე ცხოველური შიმშილით მოკვდეს.“

უფლისა და კეთილი ხალხის გარდა, სხვა აღარაფრის იმედი გვაქვს! გვჯერა, რომ ისინი ოჯახს გასაჭირში არ მიატოვებენ!

მაია, თუ შეიძლება, თქვენი შვილის შესახებ მოგვიყევით. რა სჭირს?

მაია:საბა დიდი ხნის ნანატრი შვილია. მის დაბადებამდე სამჯერ ვიყავი ორსულად, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთი მივიყვანე. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ ვდარდობდი. მეგონა შვილის ყოლას ვერასდროს შევძლებდი… მერე კი ჩემი ბიჭი დაიბადა. მე და ჩემს მეუღლეს ისე გვიხაროდა! ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ჩვენთვის რამხელა ბედნიერება იყო! მაგრამ მის ხელზე რაღაც ლაქები მაშინვე შევამჩნიეთ. ექიმების თქმით, ბავშვს თანდაყოლილი ჰემანგიომა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება სიმსივნურ წარმონაქმნს მიეკუთვნება, მაინც კეთილთვისებიან სიმსივნედ ითვლება, თუმცა მისი უყურადღებოდ დატოვება არაფრით შეიძლება. ქირურგიული ჩარევაა საჭირო. სხვაგვარად შეიძლება გართულებები განვითარდეს; მაგრამ სამწუხაროდ, მე და ჩემს მეუღლეს ოპერაციის ფული არ გვაქვს და ეგ მკლავს! ახლა ჩემი ბიჭი სპეციალურ წამლებს სვამს, რომ ჰემანგიომის ზრდა შევაჩეროთ; მაგრამ ხშირად, წამლების ფულიც კი არ გვაქვს…

რა სახსრებით ცხოვრობთ? რა შემოსავალი გაქვთ და თუ გყოფნით?

მაია:სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 200 ლარს. სულ ეს არის მთელი ჩვენი შემოსავალი. აღარ ვიცი, ეს ფული როგორ გავანაწილო: საჭმელი ვიყიდო თუ წამლები? რა უფრო საჭიროა? პანდემიამდე ჩემი ქმარი შეძლებისდაგვარად მუშაობდა, მაგრამ მერე სამსახური დაკარგა; ახლა კი რამის შოვნა ძალიან ჭირს. თან ჩემი ქმარი ყველგან ვერ იმუშავებს, რადგან ეპილეფსიის შეტევები აქვს და მუდმივად წამლები უნდა სვას, მაგრამ საკუთარ თავზე უკვე აღარ ფიქრობს; ნებისმიერ სამსახურზე თანახმაა, ოღონდ ცოტაოდენი ფული მაინც იშოვოს. ძალიან მეშინია! მასზეც ვდარდობ და შვილზეც!.. (ტირის.)

– მაია, გვესმის თქვენი ტკივილი და ძალიან თანაგიგრძნობთ! მგონი აჯობებს იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე…

მაია:ერთმანეთი მეგობრებმა გაგვირიგეს. როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიგრძენი, როგორი კეთილი იყო! და არც შევმცდარვარ! მალევე დავქორწინდით და უკვე შვიდი წელია ერთად ვართ. ჩემი ელდარი არაჩვეულებრივი ადამიანი, საოცარი მამა და შესანიშნავი მეუღლეა!

რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

მაია:მე, პირველ რიგში, შვილზე ვფიქრობ. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ჩემი ბიჭი გამოჯანმრთელდეს; მაგრამ ფული არ გვყოფნის! ზოგჯერ მგონია, რომ მუდმივად იმაზე ფიქრით, ფული სად ვიშოვო, მალე გავგიჟდები… როგორ გავანაწილო თვეში 200 ლარი: საჭმელიც ვიყიდო, წამლებიც და ტანსაცმელიც? კი მაგრამ, როგორ? აგერ, ძროხა და ქათმები შევიძინე, მაგრამ ოჯახის სარჩენად მაინც ცოტაა…

შვილს რას აჭმევთ?

მაია:ძირითადად წვნიანებს და მაკარონს… მაგრამ ბავშვს სრულფასოვანი კვება სჭირდება. მისთვის ტკბილეულსაც კი ვერ ვყიდულობ, ყოველ კაპიკს ვითვლი, რომ ზედმეტი არ დავხარჯო. ასე ვცხოვრობთ დახმარებიდან დახმარებამდე… ამას ჩვენი საცხოვრებელი პირობებიც ემატება – ეს ყველაფერი უბრალოდ გაუსაძლისია!..

მაია, იმ ადგილის შესახებ მოგვიყევით, სადაც ახლა ცხოვრობთ. საცხოვრებლად გამოსადეგი ოთახი რამდენია?

მაია: სახლი საცხოვრებლად მთლიანად უვარგისია, მით უმეტეს, როცა ბავშვი გყავს. სახლში ნესტი და სიცივეა, სახურავიდან წყალი ჟონავს, იატაკი არაა, ბეტონზე დავდივართ. სამი ოთახი გვაქვს: ერთში ყველას ერთად გვძინავს, მეორე შემოსასვლელი ოთახის მსგავსია, მესამეში კი ნივთებს ვინახავთ; წყალს ჭიდან ვეზიდებით, საპირფარეშო გარეთაა, სახლში, ტაშტში ვბანაობთ… ზოგჯერ მგონია, რომ ჭერი ჩამოინგრევა და მერე… ღმერთო ჩემო! ცხოვრება კი არა, ჯოჯოხეთია!

– რა სახის დახმარება გჭირდებათ ახლა?

მაია: პირველ რიგში, ბავშვისთვის წამლები, საფენები და საკვები გვჭირდება. მე და ჩემი ქმარი საკუთარ თავზე უკვე აღარ ვფიქრობთ, მთავარია ჩვენს შვილს საკმარისი საკვები ჰქონდეს! როცა ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობ, ტანსაცმელი ხშირად ჭუჭყიანდება; მაგრამ სარეცხი მანქანა არ მაქვს – ყველაფერს ხელით ვრეცხავ. ძალიან მიჭირს, განსაკუთრებით ზამთარში! ძალიან გვჭირდება მაცივარი და ტელევიზორი. კი გვაქვს, მაგრამ მუდმივად მწყობრიდან გამოდის. გავაკეთებთ და მაშინვე ისევ ფუჭდება… ეს რა ცხოვრებაა?! ყველაფერი თითქოს ჯიბრზე ხდება!.. საბას სათამაშოები არ აქვს; ტელევიზორი რომ ჰქონდეს, მულტფილმებს მაინც უყურებდა. საწოლებიც არ გვყოფნის. სახლში ძველი, რკინის ბადიანი, უკვე დაჟანგული საწოლები დგას. მათზე ძილი უბრალოდ შეუძლებელია!

გვერდში არავინ გიდგათ? იქნებ ნათესავები გეხმარებიან?

მაია:სამწუხაროდ, არა! დედაჩემი გარდაცვლილია, მამა შორს ცხოვრობს; პენსიონერია, რომელსაც პენსია წამლებზე ძლივს ჰყოფნის. მე როგორ დამეხმარება? პირიქით, როგორც შვილი, ვალდებული ვარ, მე დავეხმარო, მაგრამ სამწუხაროდ, შესაძლებლობა არ მაქვს. ძმებიც მყავს, მაგრამ მათაც თავიანთი ოჯახები ჰყავთ და თავადაც ურთულეს პირობებში ცხოვრობენ. ჩემი ქმრის ოჯახშიც იგივე ვითარებაა, ყველას უჭირს. მათთვის დახმარების თხოვნა ძალიან მრცხვენია!

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

მაია:არაერთხელ მიმიმართავს, უამრავი განცხადება დამიწერია, მაგრამ აზრი? არ გვეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახის შესახებ იციან. დახმარების თხოვნით დავიღალე! ჩემი უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ!

მაია, ჩვენს ფონდს რატომ მიმართეთ?

მაია: გამიგია და წამიკითხავს, რომ ბევრ სიკეთეს აკეთებთ და უამრავ ხალხს დახმარებიხართ! იცით, რაღაც მომენტში იმედიც კი დავკარგე, მაგრამ ის თქვენ დამიბრუნეთ!

რის გწამთ?

მაია:უფლის და სიკეთის! მჯერა, რომ გულისხმიერი, მზრუნველი ხალხი არ მიგვატოვებს და ფეხზე დადგომას შევძლებთ. უკვე ვგრძნობ, რომ ჩვენი ოჯახი მარტო აღარაა!..

***

  მეგობრებო, იზორიების ოჯახს კეთილი ხალხის დახმარება ძალიან სჭირდება! ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. არ შეიძლება, რომ გულგრილი დავრჩეთ და არ დავეხმაროთ! მათ სჭირდებათ: საოჯახო ტექნიკა, ტანსაცმელი, წამლები და საკვები. პატარა საბა მუდმივად არასათანადოდ იკვებება, მაგრამ ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ! წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენი შვილია! მოდი მხარი დავუჭიროთ, გულმოწყალება გამოვიჩინოთ და დავეხმაროთ ამ საბრალო ოჯახს!

მეგობრებო, ეწვიეთ იზორიების ოჯახს, გაიგეთ მათი საჭიროების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფ. კირცხი, საიზორიოს უბანი.

იზორიების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას! აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: იზორიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

შვილის ღიმილის გამო, ყველაფერს დავთმობ…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
საბამ ხელი ჩამკიდა და ოთახისკენ მექაჩება. მაგრად მიჭერს პაწაწინა თითებს. (ნეტავ საიდან აქვს ბიჭუნას ამხელა ძალა?) შევრბივართ ოთახში, საბას სახეზე ბედნიერების ღიმილი ბრწყინავს: „ნახე! ნახე, ეს ტელევიზორია! ახლახან ვაფლს ვჭამდი და თან მულტფილმებს ვუყურებდი. ადრე მსგავსი არაფერი ყოფილა!“ მეგობრებო, წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერებით აივსო იზორიების მომცრო, ღარიბული სახლი?!
მაიას და მისი შვილის, საბას ისტორია რამდენიმე თვის წინ გიამბეთ. (მისი წაკითხვა აქ შეგიძლიათ: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/731-izoria/) შემდეგ კი, მათი ცხოვრება შეიცვალა!
 „შეხედეთ ჩემს ხელებს. სულ დახეთქილი მაქვს. ჭრილობები მოშუშებას ვერ ასწრებდა, მუდმივად გაყინულ წყალში ვრეცხავდი. ახლა კი წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი. ფონდისა და გულისხმიერი ადამიანების დამსახურებით, ახლა სარეცხი მანქანა გვაქვს! კიდევ მაცივარი და ღუმელი. როგორც იქნა, შემიძლია გემრიელობებით გავანებივრო ჩემი შვილი. ჯერ ვერ გადამიწყვეტია, პირველად რა მოვამზადო. (იცინის) და რამდენი პროდუქტი და მედიკამენტი მივიღეთ! ღმერთო, არ მჯეროდა, რომ ასე ხდება! ეს ყველაფერი, ახლა, მხოლოდ თქვენი ფონდის წყალობით გვაქვს. ჩვენი გასაჭირი უამრავმა კეთილმა ადამიანმა გაიზიარა. დალოცვილები ყოფილიყვნენ, ოჯახებთან ერთად, ვლოცულობ მათი ჯანმრთელობისთვის“, – მაია ცრემლს იწმენდს და იღიმის…
– მაია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, თქვენს შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მაია: საგრძნობლად… თითოეული თქვენი მეგობარი, უფლის საჩუქარია. ისინი ხომ, ჩვენი მეგობრებიც არიან?! მირეკავენ, მამხნევებენ. ჩვენთან შეხვედრა ბევრს უნდა, მაგრამ ხომ იცით, ამჟამად მსოფლიოში რა მდგომარეობაა?! პანდემია ისევ მძვინვარებს. თანაც, ქალაქიდან შორს ვცხოვრობთ, ძნელია ამხელა გზაზე ჩამოსვლა.
– კიდევ ვინ გინახულათ? ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
მაია: დიახ! დიდი მადლობა ანას თბილისიდან….ფოსტით ახალთახალი მიქსერი და ბლენდერი გამოგვიგზავნა. არასდროს მქონია ასეთი ნივთები. საოცარი ქალბატონი ზუგდიდიდან – მელანო მირცხულავა. მან „ბოშის“ ფირმის არაჩვეულებრივი მაცივარი გვაჩუქა. ჩვენი სულ ფუჭდებოდა. ისედაც რა გვქონდა საჭმელი და ისიც რომ გაფუჭდება უმაცივრობის გამო, ხომ გესმით, რა რთულია ისედაც ხელმოკლე ოჯახისთვის?!
ქალბატონმა მელანომ პროდუქტიც მოგვიტანა. ძალიან მადლობელი ვართ მისი. ვილოცებ, მისი სიკეთე ათმაგად დაუბრუნდეს.
კიდევ ერთმა ქალბატონმა, რომელმაც სახელი არ გვითხრა, გოგონა და ვაჟი გამოგზავნა და პროდუქტები გამოატანა, ასევე, ფულადი თანხაც. ქალს სოფო ჰქვია, მამაკაცის სახელი კი არ ვიცი. ხშირად ადამიანები ვინაობას არ ამჟღავნებენ, ამიტომ, მე მათ სიკეთის ელჩები დავარქვი. დაე ასე იყოს! მთავარი ისაა, რომ არასდროს დაგივიწყებთ, ჩემო სიკეთის ელჩებო!
– საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
მაია: ყველაფერი მომეწონა, თან ძალიან. აქ რაც არის, ყველაფერი ძალიან მჭირდებოდა. ზოგიერთი ნივთი, საერთოდ არასოდეს გვქონია, ისე გვიჭირდა ყოველთვის… (ტირის)

„სარეცხის ხელით რეცხვა აღარ მომიწევს!“
         მომეწონა ტექნიკა: სარეცხი მენქანა შვებაა ჩემთვის, ტელევიზორი კი საბასთვის (იცინის) არა, საბუკა? (მიმართავს შვილს) საბას მულტფილმები უყვარს…

,,yeeeeees! დედამ თქვა, რომ ჩვენი ახალი ტელევიზორი ყველაზე მეტ მულტფილმს აჩვენებს“
        ძალიან გამიხარდა საცხობი ღუმელი, ჩემი საბასთვის რამის გამოცხობას მაინც შევძლებ… მზას ვერ ვყიდულობთ, იმ კაპიკებით რასაც სოციალური სამსახური გვაძლევს, თავის რჩენაც კი წარმოუდგენელია, არათუ ტკბილეულზე ფიქრი… ბავშვს კი ყველაფერი უნდა… 

 „პურსაც გამოვაცხობ და ეკონომიას გავაკეთებ. ეს ნივთი ძალიან გამოგვადგება“

          გამახარა ბენზინზე მომუშავე ხერხმა, რომლითაც უფრო მარტივად დავჭრით შეშას… ღუმელი გვაქვს, სოფელში ასე ვთბებით. შეშას ცულით ვჩეხავდით. ეს კი, მოგეხსენებათ, მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას. ჩემს მეუღლეს ეპილეფსია აქვს, ის ავადაა. რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაოს შესრულება მისთვის რთულია. არც ქალისთვისაა მარტივი…

,,ასეთი ხერხით, შეშის დაჭრა ნამდვილად გაგვიადვილდება…“

         – საბა, შენ რა მოგეწონა?
        საბა:  მე ტკბილეული და კანფეტები… იმდენი მაქვს, როგორც მაღაზიაში…
        მაია: მაღაზიაში ჩემი შეყვანა უყვარს, მექაჩება ხოლმე კალთაზე… მაგრამ რა უნდა ვუყიდო 250 ლარიანი სოციალური დახმარებით, რომელიც მარტო პურის და კარტოფილის საყიდლად გვყოფნის?! 

,,ვაშაააა! აქ იმდენი ვაფლია, როგორც მაღაზიაში… ძალიან მიყვარს!“

,, უფრო მშვიდად ვარ, როდესაც სახლში გვაქვს საბასთვის და ელდარისთვის საჭირო მედიკამენტები!“
            – ჩვენს სტატიას, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? რაიმე სახის დახმარება თუ გაგიწიეს?
           მაია: დიახ, რემონტისათვის ჩაგვირიცხეს  თანხა. მაგრამ იმდენად მცირედი, რომ  ვერაფრის გარემონტება ვერ მოვახერხეთ – მხოლოდ ნაგებობის გასამაგრებელი მასალა ვიყიდეთ.  ამისთვისაც უსაზღვროდ მადლობლები ვართ… ვიცი, ჩვენს გარდა, ხელისუფლებისგან დახმარებას უამრავი ოჯახი ითხოვს. ბიუჯეტი ყველას და ყველაფერს ვერ გასწვდება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? თქვენც იცით, ჩვენი სახლი რა დღეშია – ყველგან წყალი ჩამოდის და ქარი უბერავს. მცირეწლოვანი სნეული  ბავშვის ასეთ პირობებში აღზრდა ძალიან მიჭირს. ჩემი მეუღლეც ავადაა – ეპილეფსია აქვს  –  გაუჭირდება საკუთარი ხელით შეკეთება… მაგრამ ვინღა ჩივის, ოღონდ მასალები იყოს… 
          ძვირფასო მეგობრებო! ფონდის გულშემატკივრებო! ამ გაჭირვებული ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. სახლი, სადაც იზორიები ცხოვრობენ, უწინდებურად საშინელ მდგომარეობაშია. აუცილებელია სახურავის შეკეთება, სწორედ ამის გამო, ოთახების სათანადოდ გათბობა ვერ ხერხდება. საბა ხშირად ცივდება, რაც მის იმუნიტეტს, კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის. 
        ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ მივიტანოთ გულთან ახლოს მათი მდგომარეობა. მცირედით მაინც დავეხმაროთ. მაია ამბობს, რომ თქვენს მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, მათთვის ათასებს უდრის! 
***
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
        სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: იზორიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/731-izoria/.
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
        დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
795.00₾
2021 სექ 20
მედიკამენტები
149.84₾
2021 სექ 20
პროდუქტები
200.00₾
2021 ნოე 01
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1660.00₾
2021 ნოე 17
პროდუქტები
200.00₾
2021 ნოე 17
ბენზოხერხი
470.00₾
2021 ნოე 17
მაგიდა და სკამები
530.00₾
2021 ნოე 19
მედიკამენტები
97.08₾
2022 მარ 18
პროდუქტები
242.01₾

სულ ხარჯები:

4343.93₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.02.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.02.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾4,343.31

313 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,343.31

313 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება