ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

5 წლის ბარბარე თოჯინაზე ოცნებობს, დედამისი კი მის ასაკში ოცნებობდა, დედინაცვალს არ მოეკლა!

calendar ივნისი 29, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ჰოი, ყოვლადწმინდაო ქალწულო დედა ღმრთისაო, საფარველსა ქვეშე შენსა დაიფარე და იხსენ ჩემი ბარბარე. გადმოაფარე შენი დედობრივი წმინდა კალთა და შეავედრე მამაზეციერსა და შვილსა შენსა… ნუ გასწირავ ჩემს შვილს სიცივითა და შიმშილით სიკვდილისთვის. აცხოვნე და დაიცავ იგი.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ჰოი, ყოვლადწმინდაო ქალწულო დედა ღმრთისაო, საფარველსა ქვეშე შენსა დაიფარე და იხსენ ჩემი ბარბარე. გადმოაფარე შენი დედობრივი წმინდა კალთა და შეავედრე მამაზეციერსა და შვილსა შენსა… ნუ გასწირავ ჩემს შვილს სიცივითა და შიმშილით სიკვდილისთვის. აცხოვნე და დაიცავ იგი.“

დღე ლოცვით იწყება. მანანა ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლებზე დგას და ევედრება, რომ მისი შვილი ყველა განსაცდელისაგან დაიფაროს. არადა, მათ იმდენი განსაცდელი აქვთ – კაცი ვერ მოსთვლის! მუხლმოდრეკილი ქალი თავის ბავშვობას იხსენებს:

„დედინაცვალი ეზოში, ყინვაში, მუხლებზე დგომას მაიძულებდა; გონების დაკარგვამდე მცემდა“, – გვიყვება 40 წლის ქალი; მის თვალებში კი, დღემდე, პატარა გოგონას შიშია აღბეჭდილი.

დედა 5 წლის ასაკში გარდაეცვალა და მას შემდეგ ყველაზე უბედურ ადამიანად იქცა.

ბავშვობის ჭრილობები ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული, რომ წინ უკვე ზრდასრული ცხოვრების მთელი საშინელება ელოდა. ახლა მას აღარ ეშინია, რომ სცემენ; მუხლებზეც ცემის შიშით კი არა, იმის იმედით დგას, რომ მის ხმას შეისმენენ!

ისინი სრულიად მარტონი არიან… ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, ამ სასტიკ სამყაროში უბრალოდ ვერ გადარჩებიან! მოკვდებიან მარტოები და ამის შესახებ ვერც ვერავინ გაიგებს… მათზე არავინ იდარდებს, ცრემლიც კი არავის გადმოუვარდება…

მანანა, თქვენს სიტყვებში იმდენი ტკივილია… გაგვიზიარეთ ეს ტკივილი, იქნებ შვება იგრძნოთ!

მანანა: გული საკუთარი თავის გამო კი არა, ჩემი შვილის გამო მტკივა! ნახეთ, როგორ ვცხოვრობთ! ნესტი, სიცივე… საჭმელად, ფაქტობრივად, არაფერი გვაქვს! იყო დრო, მზის ამოსვლამდე ვდგებოდი, რომ ნაგვის მანქანისთვის დამესწრო; ნაგვის ურნებთან იმ იმედით გავრბოდი, რომ ვიღაცას გამხმარი პური ჰქონდა დატოვებული… ჩვენთან ხომ პურის პირდაპირ სანაგვე ურნაში ჩაგდება მიღებული არაა… მადლობა ღმერთს! უკეთესად არც ახლა ვცხოვრობთ. გარკვეული პერიოდი ბინების და სადარბაზოების დასუფთავებით ვირჩენდი თავს, სანამ ბარბარე საბავშვო ბაღში იყო, მაგრამ უკვე ერთი წელია, უკაპიკოდ დავრჩი. სახლში ვინ შეგიშვებს, როცა პანდემია მძვინვარებს?

სოციალური დახმარება იმაზე ძლივს გვყოფნის, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ; ბინის ქირას კი, უკვე რამდენიმე თვეა, ვეღარ ვიხდი… უფალს ვევედრები, რომ არ გამოგვაგდონ. მეპატრონეები კეთილი ადამიანები არიან, ჩვენს ამბავს გაგებით ეკიდებიან, მაგრამ მოთმინებასაც ხომ აქვს საზღვარი, არა? არ ვიცი, მე და ჩემი გოგონა ასე როდემდე გავძლებთ… (ქალი მწარედ ატირდა.)

ძალიან გთხოვთ, არ იტიროთ. თქვენი დახმარება ძალიან გვინდა. ყველაფერი თანმიმდევრობით მოგვიყევით. ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

მანანა: ხუთი წლის ვიყავი, დედაჩემი სიმსივნით რომ გარდაიცვალა, მამა კი ხელმეორედ დაქორწინდა. მთელი დღე მუშაობდა და სახლში მარტო ვერაფრით ვერ დაგვტოვებდა. საწყალს ეგონა, რომ ჩვენზე დედინაცვალი იზრუნებდა, მაგრამ… მან პირველივე დღიდან შეგვიძულა. გახსენებაც კი მზარავს, რეებს გვიკეთებდა! ცივ ოთახში გვკეტავდა, მხოლოდ გამხმარ პურს გვაჭმევდა, მაგრამ ეგ კიდევ არაფერი… მასხარად გვიგდებდა! იცით, როგორ გვცემდა? იატაკზე გვაგდებდა, ზედ ფეხებს გვადგამდა და თმებით გვათრევდა! ამ ნაიარევს ხომ ხედავთ? ერთხელ თმა ისე მომქაჩა, რომ კანი ამაგლიჯა!  საავადმყოფოშიც ვიწექი, თავიდან შპრიცით სითხე ამომიღეს. ტიკები დღემდე მაქვს… დაზიანებული ნერვული სისტემა სულ თავს მახსენებს…

და მამათქვენი? ნუთუ არ გესარჩლებოდათ?

მანანა: რა მამა? დედინაცვალმა გაგვაფრთხილა, რომ იმქვეყნად გაგვისტუმრებდა, მისთვის რამე რომ გვეთქვა. მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, რაღაც რომ წამომცდა. ღმერთო, რა იყო!.. ყინვაში, ეზოში, შიშველი მუხლებით დამაყენა კენჭებზე… მამას კი ჩვენი დიდად არ სჯეროდა, ეგონა, რომ მე და ჩემს დას უბრალოდ დედა გვენატრებოდა და უცხო ქალის სახლიდან გაგდებას ვცდილობდით. დიახ, დედა მართლა გვენატრებოდა, ძალიან გვენატრებოდა. მე ახლაც მენატრება… სახე კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ მისი ხელების სითბო… მახსოვს, დედა როგორ იწვა და ლოგინიდან ადგომა აღარ შეეძლო, მე კი, მის გვერდით, უზურგო სკამზე ვიჯექი და მეფერებოდა. ისეთი სევდიანი თვალებით მიყურებდა… საწყალმა, იცოდა, რომ ვეღარასდროს მნახავდა..

რომ გაიზარდეთ, ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა ალბათ შეძელით, არა?

მანანა: 15 წლის ვიყავი, როცა მამა გულის შეტევით გარდაიცვალა. სამსახურში წავიდა, სახლში კი უკვე მკვდარი მოიყვანეს. ერთი წლის შემდეგ, დედინაცვალმა სახლი ჩუმად გაყიდა და ამერიკაში გაემგზავრა, მე კი ქუჩაში დამტოვა. ჩემი და მაშინ უკვე გათხოვილი იყო. შორეულმა ნათესავმა შემიფარა; ძალიან კეთილი ქალია. შეიძლება ითქვას, რომ სოფელმა გამზარდა. ყველას ვეცოდებოდი: ზოგი საჭმელს მაძლევდა, ზოგიც ტანსაცმელს მჩუქნიდა… მერე პურის ცხობა ვისწავლე და პურის ფულს საკუთარი შრომით ვშოულობდი. ჩვენი მეზობელი, ოჯახთან ერთად, თბილისში გაემგზავრა, მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და მეც თავისთან მიმიპატიჟა. საცხობიც იქვე იყო, ვმუშაობდი და მასთან ვცხოვრობდი. მერე ჩემი ქმარი გავიცანი, პატარა გოგოსავით შემიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 28 წლის ვიყავი. მეგონა, როგორც იქნა, ბედნიერება ვიპოვე მეთქი! მაგრამ არც აქ გამიმართლა…

თუ გიჭირთ, საუბარს ნუღარ გავაგრძელებთ…

მანანა: არა, არა… ახლავე დავმშვიდდები… რადგან დავიწყე, ყველაფერს ბოლომდე მოგიყვებით. იცით, ჩემი 40 წლის სიცოცხლის მანძილზე ერთი ნათელი დღეც კი არ მახსენდება. ტკივილისა და ტანჯვის მეტი არაფერი მინახავს. დედაზე მოგონებებს გულში სათუთად ვინახავ. მას შემდეგ სრული წყვდიადი და ერთადერთი ნათელი დღეა, როცა ჩემი ბარბარე დაიბადა! მისთვის ასეთი ცხოვრება არასდროს მნდომებია! მე თვითონ სიცივეში, შიმშილში გავიზარდე; კარგი არაფერი მქონია! რატომ, მითხარით, რატომ უნდა იტანჯებოდეს ჩემი გოგონა, ჩემი პატარა ანგელოზი, ჩემ თვალწინ?!

ბარბარეს მამა სად არის? ისევ მარტო როგორ აღმოჩნდით?

მანანა: სხვა ქალთან წავიდა, როცა ბავშვი მხოლოდ ორი წლის იყო; მაგრამ არ გეგონოთ, რომ მასზე გაბრაზებული ვარ. გადავუყვარდი და რა ექნა? ღმერთმა სიხარული არ მოაკლოს. გულწრფელად გამომიტყდა, ნივთები ჩაალაგა, წავიდა და მას შემდეგ აღარც გვინახავს. ოჰ, როგორ გამიჭირდა მაშინ… პურს ნაგვის ურნებში ვეძებდი, ბავშვით ხელში, რადგან დამტოვებელი არავინ მყავდა. მერე ბარბარე ავად გახდა, არც საჭმლის ფული მქონდა და არც წამლის. ის დღეები საშინლად მახსოვს… კეთილი მეზობლები რომ არა, ვერ გადავრჩებოდით! როცა ბარბარე საბავშვო ბაღში მივიდა, ცოტა ამოვისუნთქე. სადარბაზოებს ვრეცხავდი და ვასუფთავებდი და ასე ვშოულობდი ფულს, მაგრამ ამ წყეული ვირუსის გამო ისევ ლუკმაპურის გარეშე დავრჩით…

რა საშინელებაა! თქვენ თქვით, რომ რთულ დროს კეთილი ხალხი დაგიდგათ გვერდში…

მანანა: დიახ, უცნობი ხალხის სიკეთე რომ არა, დღეს თქვენთან ვერ ვისაუბრებდი! ჯერ ნათესავი დამეხმარა, რომელმაც თავშესაფარი მომცა, მერე კეთილი მეზობლები, რომლებიც სოფელში და აქ, თბილისში დამიდგნენ გვერდში. საწყალი ობოლი შეეცოდათ… ახალ წელს კი ნამდვილი სასწაული შეგვემთხვა! ერთმა საყვარელმა გოგონამ, ნაცნობებისგან, ჩვენი სავალალო მდგომარეობის შესახებ შეიტყო, შვილთან ერთად გვესტუმრა და ჩემს ბარბარეს სათამაშოები და ტკბილეული აჩუქა! ჩემი გოგონას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ღმერთმა დალოცოს და ასმაგად დაუბრუნოს სიკეთე!

ნათესავებიდან საერთოდ აღარავინ დაგრჩათ?

მანანა: ორი წლის წინ, ჩემი ერთადერთი და ტრაგიკულად დაიღუპა. ისიც საცხობში მუშაობდა და იქვე ათენებდა ღამეს. ღამე გაზმა გაჟონა და თანამშრომელთან ერთად ისიც გაიგუდა! ვაი, ჩემს თავს! ერთადერთი უახლოესი ადამიანი დავკარგე! სოფელში მას ინვალიდი ქმარი და სამი შვილი დარჩა. მისი უფროსი ბიჭი სიმწრისგან გაგიჟდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოყო თავი და ახლა მუდმივად წამლებს სვამს… საწყალმა დედის სიკვდილი ვერ გადაიტანა.

რა საშინელი ტრაგედიაა… ამდენ ტკივილს გულში როგორ ინახავთ? რა გეხმარებათ, რომ სასოწარკვეთას არ მიეცეთ და რა გაძლევთ ცხოვრების გაგრძელების ძალას?

მანანა: ყოველთვის ძალიან მორწმუნე ვიყავი. უფალი მოწყალეა, თავის შვილს მარტო არ დატოვებს… კვირაობით მე და ბარბარე ეკლესიაში დავდივართ, სახლშიც გამუდმებით ვლოცულობთ. ჩემს შვილს ვასწავლი, რომ იმედი არასოდეს დაკარგოს. წმინდა ბარბარეს ხატთან მიდის, ბავშვურად რაღაცას ეჩურჩულება და სთხოვს… ალბათ საჭმელს და სათამაშოებს სთხოვს… მას რომ ვუყურებ, გული მეწურება. ჩემი თავი მახსენდება, ჩემი შიმშილში და სიცივეში გატარებული ბავშვობა… ისე მინდა, რომ მას ყველაფერი სხვაგვარად ჰქონდეს! ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ოღონდაც კი რაიმე სამუშაო მქონდეს და უკან არაფერზე დავიხევ!

ხელისუფლება არანაირად არ გეხმარებათ?

მანანა: საერთოდ არა! მარტოხელა დედა ვარ; ბევრჯერ მივმართე და ვთხოვე, რომ საცხოვრებლის ქირა მაინც გადაეხადათ ჩვენთვის, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ყურადღებას არავინ გვაქცევს. 140 ლარი გვაქვს დახმარება, რომელიც ბინის ქირაზეც უნდა გვეყოს, სურსათზეც და წამლებზეც… კი მაგრამ, როგორ? დღეში 5 ლარზე ნაკლები გამოდის, არა? ამ თანხით რა უნდა ვჭამოთ? აღარაფერს ვამბობ გათბობაზე და ელექტროენერგიაზე. მართლა არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, თორემ ნამდვილად არ შეგაწუხებდით.

ბავშვთან ერთად აქ როგორ ცხოვრობთ? ეს ხომ თითქმის სარდაფია…

მანანა: აბა, სად წავიდეთ? ამ ბინის ქირის ფულიც კი არ მაქვს, უკეთესზე კი ვერც კი ვოცნებობ. ერთადერთი იმის მეშინია, რომ ჭერი ჩამოიზნიქა და თავზე არ დაგვეცეს. ეს გამათბობელი ნაგავსაყრელიდან მოვათრიე… ეს ხალიჩაც – იატაკის ხვრელები როგორმე მაინც რომ დაგვეფარა… იქიდან თაგვები და ტარაკნები მოძვრებიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აქ მუდმივი ნესტია. გათბობა თითქმის შეუძლებელია.

თუ შეიძლება, თქვენს გოგონასაც გავესაუბრები. ბარბარე, ძალიან გვინდა შენი გაცნობა. მითხარი, ბაღში სიარული მოგწონს?

ბარბარე (5 წლის): დიახ! იქ ფანქრებია, სახლში კი არ მაქვს. არადა, ხატვა ისე მიყვარს!

რას ხატავ ხოლმე?

ბარბარე: ყველაფერს, რასაც მინდა! მინდა, რომ მე და დედას დიდი და ლამაზი სახლი გვქონდეს!

კიდევ რაზე ოცნებობ?

ბარბარე: თოჯინებზე… ეს ჩემი საყვარელი თოჯინაა, ერთმა გოგომ მაჩუქა. ნიცუნა დავარქვი. ხომ ლამაზია?

ძალიან! იცი, რომ შენც ძალიან ლამაზი გოგო ხარ? ყველა სურვილი აუცილებლად აგისრულდება! მანანა, თქვენ რაზე ოცნებობთ ყველაზე მეტად?

მანანა: ჩემი გოგონას გამო ძალიან მეშინია. ღმერთმა ნუ ქნას, რამე დამემართოს – ბარბარე ან ქუჩაში დარჩება, ან ბავშვთა სახლში. ვოცნებობ ფეხზე დავაყენო. მისი ნათელი მომავლისთვის სიცოცხლეს გავიღებ. უფალს სულ იმას ვევედრები, რომ ყველა სატანჯველისგან დაიცვას…

რით შეგვიძლია თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება ახლა?

მანანა: სოციალური დახმარება საკვებზეც კი ძლივს გვყოფნის. მზად ვარ, გამხმარი პური ვჭამო, ჩემთვის ეს უცხო არაა, მაგრამ ბავშვი… იზრდება და იმის გამო, რომ მხოლოდ კარტოფილით და მაკარონით ვიკვებებით და ამ სინესტესა და სიცივეში ვცხოვრობთ, სულ ავადაა. რა ფულით უნდა ვუმკურნალო?

თქვენც კარგად ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ… საწოლი გატეხილია, მალე სულ მთლად დაიშლება. ალბათ იატაკზე მოგვიწევს ძილი, თაგვებთან და ტარაკნებთან ერთად… ძალიან გვჭირდება მაცივარი, თუნდაც სულ პატარა. ზოგჯერ მეზობლებს სადილი შემოაქვთ; ვცდილობ, ერთი-ორი დღე ვიმყოფინოთ, მაგრამ… ყველაფერი მჟავდება! ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებებია… მაპატიეთ, მხოლოდ სურსათი რომ გვქონდეს, სხვას აღარაფერს გთხოვთ…

ნუ გრცხვენიათ, მანანა. დაწვრილებით მოგვიყევით თქვენი ოცნებები და სურვილები. თქვენ შესახებ მთელი საქართველო წაიკითხავს. ერთად – ჩვენ ვართ ძალა! და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას! კიდევ რაზე ოცნებობთ?

მანანა: ბარბარეს ძალიან უნდა, რომ ტელევიზორი გვქონდეს. ადრე მულტფილმებს მეზობლებთან მაინც უყურებდა, ახლა კი, ვირუსის გამო, სტუმრადაც ვეღარავისთან მივდივართ… ჩემი ყველაზე დიდი ოცნება კი სარეცხი მანქანაა. ზამთარში, ცივ წყალში რეცხვისგან, ხელები მერთმევა. საბედნიეროდ, ტანსაცმელი გვაქვს – კეთილი ხალხი გვაძლევს, რაც მათ არ სჭირდებათ. მე და ჩემს შვილს ახალი ტანსაცმელი არასდროს გვქონია. მეც სხვის გამონაცვალში გავიზარდე და ისიც, მაგრამ იმისთვისაც მადლიერები ვართ, რომ საერთოდ გვაქვს ტანსაცმელი! თითოეული პურის ნამცეცისთვის და კეთილი სიტყვისთვის მადლიერები ვართ… და თქვენი თანაგრძნობისთვისაც. ღმერთმა დაგლოცოთ!

***

მეგობრებო, მანანა ნანობაშვილის ცხოვრება დაუსრულებელ საშინელ სიზმარს ჰგავს. ეს მშვენიერი ქალი ვერც რთულმა ბავშვობამ გატეხა, ვერც ობლობამ, ვერც შიმშილმა, სიცივემ და ცემამ. ის მთელი ძალებით ცდილობს გადარჩენას და იბრძვის იმისთვის, რომ მისი პატარა ბარბარე, სხვა თუ არაფერი, დანაყრებული მაინც იყოს. დედა-შვილი საშინელ პირობებში ცხოვრობს, ცივ და ნესტიან სარდაფში, იმის შიშში, რომ ჭერი სადაცაა ჩამოინგრევა და მათ ნანგრევების ქვეშ დამარხავს. მალე კი ისინი შეიძლება საერთოდ ქუჩაში აღმოჩნდნენ, რადგან მათ პურის ფულიც კი არ აქვთ, არათუ ბინის ქირის!

მანანას და 5 წლის ბარბარეს ნებისმიერი სახის დახმარება ესაჭიროებათ! მათ ძალიან სჭირდებათ: საკვები და ყველაზე ძირითადი – საწოლი და მაცივარი. ტელევიზორზე და სარეცხ მანქანაზე კი, საბრალოებს, მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ!

შეგიძლიათ ისინი თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მანანას და ბარბარეს. მათი მისამართია: თბილისი, ინგოროყვას ქ. №3

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მანანა ნანობაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი მანანა ნანობაშვილს და მის პატარა გოგონასაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
230.00₾
2021 აგვ 31
მაცივარი
725.00₾
2021 სექ 30
პროდუქტები
189.47₾
2022 იან 03
პროდუქტები
149.78₾

სულ ხარჯები:

1294.25₾

დარჩა:

0.32₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2022 20:00:00
₾21.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.12.2021 20:00:00
₾35.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾0.10
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2021 20:00:00
₾3.47
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2021 06:29:14
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2021 22:45:53
₾315.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.10.2021 00:03:50
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2021 14:19:44
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2021 12:56:35
₾10.00

შემოწირულია:

₾1,294.57

93 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,294.57

93 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება