რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სახლის, საკვების, ლაღი ბავშვობისა და მომავლის უფლების გარეშე!

calendar ივლისი 11, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ოდესმე გინახავთ ბავშვის სევდიანი თვალები? არა, რა თქმა უნდა! ბავშვების თვალები ხომ ყოველთვის უზომო სიხარულს გამოხატავს! მათ პრობლემები არ აქვთ… თუმცა ეს მათ არ ეხებათ, ვის შესახებაც დღეს მოგიყვებით, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ოდესმე გინახავთ ბავშვის სევდიანი თვალები? არა, რა თქმა უნდა! ბავშვების თვალები ხომ ყოველთვის უზომო სიხარულს გამოხატავს! მათ პრობლემები არ აქვთ… თუმცა ეს მათ არ ეხებათ, ვის შესახებაც დღეს მოგიყვებით, მეგობრებო!

ამ პატარების თვალებში საშინელი უიმედობა იკითხება! თითქოს მათი ბავშვობა სამუდამოდ და საბოლოოდ დასრულდა; თითქოს ცხოვრებამ დროზე ადრე აიძულათ გაზრდა. სწორედ ასეთი თვალებით მიყურებდნენ 11 წლის ხვიჩა, 7 წლის ნათია და 3 წლის გაბრიელი, როცა მათთან სტუმრად მივედი; პატარა კნუტებივით შემომცქეროდნენ, რომლებიც კეთილ ხელებს, ალერსს და სიყვარულს ეძებენ, მაგრამ ამ სასტიკი სამყაროსი ეშინიათ. გული მომიკვდა, ასეთებს რომ ვუყურებდი. ისინი ხომ ჯერ ძალიან პატარები არიან, თუმცა ლაღი ბავშვობა მათთვის უცნობია!

„მე კაცი ვარ! ცოტაც და დიდი კაცი გავიზრდები; მერე ბევრ ფულს ვიშოვი და სიღარიბეში აღარ დავიტანჯებით!“ – ამბობს ხვიჩა და თვალებს მორცხვად ხრის.

ექვსი ადამიანი ერთოთახიან ქოხმახს აფარებს თავს! ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახი, პატარა ბავშვებთან ერთად, საშინელ პირობებში ცხოვრობს. მათი სახლი ქოხს უფრო ჰგავს. ოჯახის მამამ ის საკუთარი ხელით, ყველაზე იაფფასიანი და ხელმისაწვდომი მასალებით – ფიცრებით და თუნუქის ფურცლებით ააშენა… ქოხში მხოლოდ ერთი პაწაწინა ოთახია, 16კვ.მ., რომელშიც ექვსი ადამიანია შეხიზნული. საძინებელიც აქ არის, სამზარეულოც, მისაღებიც და სხვა დანარჩენიც; მაგრამ საცხოვრებელი ფართი ამ მრავალშვილიანი ოჯახის ერთადერთი პრობლემა არ არის. მეუღლეებს არც საკვებისთვის საკმარისი ფული აქვთ.

28 წლის მარიკას ხელში ახალშობილი უჭირავს და გვიყვება, რომ ჩვენი ფონდისთვის მოწერა ბოლო წუთამდე რცხვენოდა, რადგან დახმარების თხოვნას შეჩვეული არ არის; მაგრამ ოჯახის უიმედო მდგომარეობამ აიძულა, რომ კეთილი ხალხისთვის მიემართა. მიხვდა, რომ მისი ოჯახი თავს მარტო ვერ გაართმევდა!

– მარიკა, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

მარიკა: მრავალი წლის განმავლობაში ნაქირავებ ბინებს მუდმივად ვიცვლიდით. თავიდან თბილისში ვცხოვრობდით, შემდეგ აქ გადმოვედით. მთელი ამ დროის განმავლობაში ფულს ვაგროვებდით, რომ ერთ დღეს ჩვენი საკუთარი ბუდე აგვეშენებინა. შედეგად ეს მიწის ნაკვეთი ვიყიდეთ, რომელზეც სახლის მშენებლობა დავიწყეთ, მეზობლად კი ვაგონი ვიქირავეთ, სადაც დროებით ვცხოვრობდით; მაგრამ როდესაც მისმა მეპატრონემ ვაგონის დაცლა გვთხოვა, პატარა ბავშვებთან ერთად ფაქტობრივად ქუჩაში აღმოვჩნდით. წასასვლელი სხვაგან არსად გვქონდა, ამიტომ ჩემმა მეუღლემ, თუნუქისა და ფიცრებისგან, საკუთარი ხელით ააშენა პატარა შენობა, სადაც მთელი ეს წლებია ვცხოვრობთ. გვეგონა სახლის მშენებლობას მალე დავასრულებდით და გადავიდოდით, მაგრამ პანდემიის დასაწყისში მეუღლემ სამსახური დაკარგა, შემოსავალიც შეგვიმცირდა და მშენებლობის შეჩერება მოგვიწია. ახლა ჩემს ქმარს ხერხემლის პრობლემებიც აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ნებისმიერ საქმეს ეჭიდება, რომ ბავშვები როგორმე მაინც გამოვკვებოთ; თუმცა სამსახური არ იშოვება…

– ამ წუთისთვის რა შემოსავალი გაქვთ?

მარიკა: სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 440 ლარს და ბავშვთა კვების ვაუჩერს – 120 ლარს. სულ ეს არის ჩვენი შემოსავალი…

– სოციალური დახმარება რაზე გყოფნით?

მარიკა: სიმართლე გითხრათ, არაფერზე! სამი შვილის გარდა, ახლა ახალშობილიც მყავს… თამარი ჯერ მხოლოდ სამი თვისაა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ძუძუს ვერ ვაჭმევ, ამიტომ ხელოვნური კვების ყიდვა მიწევს. მე და ჩემი მეუღლე სულ იმაზე ვფიქრობთ, ოჯახი როგორ დავაპუროთ და როგორ გადავრჩეთ! წარმოიდგინეთ, ზოგჯერ არჩევანის წინაშე ვდგავართ, რა ვიყიდოთ – საჭმელი თუ ტანსაცმელი? საშინელებაა! ამაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებს მშივრებს ვაძინებ; ვპირდები, რომ ხვალ ვაჭმევ… მაგრამ „ხვალ“ საიდან მოვიტანო საჭმელი?

– როგორია თქვენი ძირითადი კვების რაციონი? ბავშვებს რას აჭმევთ?

მარიკა: თხევად საჭმელს ვაკეთებ: მეტი წყალი, ნაკლები პროდუქტი. მაკარონს და სხვადასხვა ბურღულეულს ვყიდულობ… თუმცა ფული ყოველთვის არ მაქვს, ამიტომ მაღაზიაში ვალები მაქვს. ზოგჯერ ბავშვები ტკბილეულსაც ითხოვენ,  უნდათ და რა ქნან? მაგრამ ყოველი კაპიკი წინასწარ გაქვს გათვლილი და თავს ზედმეტის დახარჯვის უფლებას ვარ ვაძლევთ.

– არავინ გეხმარებათ?

მარიკა: სამწუხაროდ, არა. ჩემი მშობლები ნაკლებუზრუნველყოფილები არიან, ისინიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ძმები მყავს, მაგრამ მათ ჩვენი დახმარება არ შეუძლიათ: კორონავირუსის გამო სამსახური თვითონაც დაკარგეს და ახლა თავი ხან როგორ გააქვთ, ხან როგორ. მეუღლის მხრიდანაც ღარიბი ოჯახი გვყავს. მშობლებს პირიქით, ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, შესაძლებლობა არ გვაქვს.

– ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?

მარიკა: ვთხოვე, მაგრამ უშედეგოდ; დრო ტყუილად დავკარგე. მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებთ.

– მარიკა, ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ?

მარიკა: ენა არ მიბრუნდება, რომ ამას ცხოვრება ვუწოდო. უფრო გადარჩენას ვცდილობთ. ოჰ, ყველაფერი როგორ მოგიყვეთ?.. (ოხრავს.) ეს ქოხი სახლსაც კი არ ჰგავს. სახურავი შენობას ძლივს ფარავს და ძლიერმა ქარმა შეიძლება მოხადოს, ჭერი ჟონავს… ამ კედლებში მხოლოდ ერთი ოთახია. მთელ ოჯახს საერთო საწოლზე გვძინავს, პატარას აკვანში ვაწვენ; მაგრამ თუ ღამით ძალიან ცივა, ჩვენთან წვება. შეშის ღუმელიც აქვე გვაქვს; სახლს როგორღაც კი ვათბობთ, მაგრამ დიდად არ გვშველის, რადგან ფიცრებს შორის ქარი დაძრწის. სამზარეულო, არ გვაქვს. მაგიდა ოთახში დგას, გაფუჭებული მაცივარი კი ეზოში, სახლის გვერდით. წყალიც ეზოშია და ისიც დღეში მხოლოდ 5 საათით მოდის. ვცდილობთ ყველაფრის გაკეთება მოვასწროთ – დავრეცხოთ, ვიბანაოთ… სხვათა შორის, ამავე ოთახში, ტაშტში, რიგრიგობით ვბანაობთ. ძალიან რთულია, ხომ გესმით? მოსასაქმებლად კი მეზობლებთან დავდივართ, ქუჩაში. იქ პატარა ფერმაა, სადაც საპირფარეშოს გამოყენების უფლებას გვაძლევენ. ბავშვებს ღამე მარტო გასვლის ეშინიათ, ამიტომ ხან მე დავყვები, ხან მეუღლე.

– მარიკა, ძალიან ვწუხვართ და გვესმის, როგორ გიჭირთ. პირველ რიგში ახლა რა გჭირდებათ?

მარიკა: თხოვნა ძალიან მიჭირს, ისე მრცხვენია… მაგრამ ყველაზე მეტად საჭმელი, ბავშვთა კვება, საფენები, სასკოლო ნივთები, ბავშვების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გვჭირდება. საწოლებიც გვჭირდება, მაგრამ სად დავაწყო? ოთახში თავისუფალი ადგილი საერთოდ არ არის. თუ საწოლის თეთრეულითაც დაგვეხმარებით, ძალიან გამახარებთ, რადგან არ გვყოფნის. ახალი სარეცხის მანქანაც მინდა; ძველი გაფუჭებულია და მასში რეცხვა ძალიან რთულია – ჭუჭყიანი წყალი გასდის და ირგვლივ ყველაფერს ტბორავს. ხელით რეცხვა კი ძალიან რთულია იმის გათვალისწინებით, რომ სახლში სამი ბავშვი და ახალშობილი მყავს. ჩვენი პირობებით, ისედაც წამდაუწუმ რეცხვა მიწევს. მაცივარიც კარგი იქნებოდა. ზამთარია და საკვები ჯერ არ ფუჭდება, მაგრამ ზაფხულში ალბათ ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება.

– მარიკა, ღმერთის თუ გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

მარიკა: ძალიან მორწმუნე ვარ. მართალია, წირვას ყოველთვის ვერ ვესწრები, მაგრამ სახლში ხატების წინ ვლოცულობ და უფალს ვთხოვ, რომ არ დაგვტოვოს! ღმერთმა შვილების ცუდად ყოფნა არ მანახოს, მაგრამ მეშინია, რომ ასეთ პირობებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს; ამიტომ ვლოცულობ და მამაზეციერს სულ იმას ვევედრები, რომ ამ რთული პერიოდის გადასატანად ჯანმრთელობა და ძალა მოგვცეს.

– უცხო ხალხის სიკეთის თუ გჯერათ?

მარიკა: რა თქმა უნდა, მჯერა! ბევრი მსმენია იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება თქვენი ფონდი გაჭირვებულებს. ეს ნამდვილი სასწაულია! თქვენ ბევრ კეთილ საქმეს აკეთებთ. ვიცოდი, რომ საქართველოში ყველაზე სულგრძელი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ამაში ახლა კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი. ამიტომაც მჯერა, რომ კეთილი და თანამგრძნობი ხალხი დაგვეხმარება – მე თუ არა, ჩემს შვილებს მაინც!

– მარიკა, შეიძლება ბავშვებსაც გავესაუბრო?

მარიკა: დიახ, რა თქმა უნდა! ძალიან გაუხარდებათ! ხვიჩა და ნათია ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ გაბრიელი ცოტა მორცხვია. უცხო ხალხს შეჩვეული არაა.

– კარგი, მარიკა, მაშინ უფროსებს გავესაუბრები. ბავშვებო, დედას ეხმარებით?

ხვიჩა (11 წლის): ყოველთვის ვეხმარები, რადგან ოჯახში უფროსი შვილი ვარ, ანუ პასუხისმგებლობაც უფრო მეტი მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჭურჭელსაც დავრეცხავ და პატარა დასაც მივხედავ.

ნათია (7 წლის): მე კი უფროსი გოგო ვარ და მეც ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს. დედა ძალიან მეცოდება და მეც სულ ვცდილობ, რომ დავეხმარო! მამა ყოველთვის ამხნევებს, ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ დედას მაინც სევდიანი თვალები აქვს.

– ნათია და ხვიჩა, რა ყოჩაღები ხართ! რა გიტაცებთ?

ხვიჩა: დასთან ერთად აჭარულ ცეკვებზე დავდივარ. მართალია, კორონავირუსის გამო ახლა აღარ შეგვიძლია, ჯერჯერობით გაგვათავისუფლეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ცეკვას მალე ისევ გავაგრძელებთ.

– ერთად ცეკვავთ?

ნათია: არა, ჩემი ძმა დიდების ჯგუფშია, მე კი სხვა ცეკვის პარტნიორი მყავს; თუმცა გაკვეთილებზე ყოველთვის ერთად დავდივართ. იცით, უკვე ინტერესებიც კი საერთო გვაქვს. სკოლაში ჩვენი საყვარელი საგანი მათემატიკაა. საერთო ნიჭი გვაქვს: ცეკვა და მათემატიკა.

– მომავალშიც საერთო პროფესია გექნებათ? ვინ გინდათ გამოხვიდეთ?

ხვიჩა: მე მეხანძრე ვიქნები. მათ შეუძლიათ მთელი საქართველო ხანძარს გადაარჩინონ და მეც მინდა ჩემი სამშობლოს გადარჩენა.

ნათია: ხალხს მეც გადავარჩენ, ოღონდ მე ექიმი გავხდები. საუკეთესო ექიმი ვიქნები. ხალხის მკურნალობა კარგია. (იცინის.) თუმცა… შეიძლება სტომატოლოგის პროფესია ავირჩიო. კბილების მკურნალობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

– ნამდვილად კეთილშობილური საქციელია თქვენი მხრიდან! საქართველო ასეთი მშვენიერი სპეციალისტებით ძალიან იამაყებს! კიდევ რაზე ოცნებობთ?

ხვიჩა: მინდა საკუთარი ოთახი მქონდეს. ჩემს მეგობრებს აქვთ, მე კი არასდროს მქონია. ალბათ მაგარია! მაგრამ ჯერ არ ვიცი. აი, გავიზრდები, ბევრ ფულს ვიშოვი და მშობლებს მყუდრო სახლს ავუშენებ. მერე მეც საკუთარი ოთახი მექნება და მშობლებსაც არაფერი მოაკლდებათ!

ნათია: საკუთარი ოთახი მეც მინდა. ალბათ ძალიან ლამაზი იქნება! კიდევ კანფეტებზე ვოცნებობ, ბევრზე ბევრი კანფეტი მინდა… და ტორტი! დედა ვერ გვყიდულობს, ამბობს, ფული არ მაქვსო…

ხვიჩა: ნუ გეშინია, მე შენ ყველაფერს გიყიდი! ძალიან მალე გავიზრდები და…

***

ძვირფასო მეგობრებო, მოდი ნუ ვიქნებით გულგრილი და ვეცადოთ ამ პატარა ბავშვებს ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქოთ. ისინი ისეთივე ბავშვები არიან, როგორებიც ჩვენ ვიყავით. მათ უნდა იცოდნენ, რა არის ბედნიერება, სიხალისე და როგორია, როცა ვიღაცას სჭირდები.

მათ სჭირდებათ: საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი. მოდი დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ბავშვებს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ.

მოინახულეთ ოთარაშვილების ოჯახი, გაიგეთ მათი საჭიროების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ დავტოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. გიგანტი, ზოოვეტის დასახლება.

მეგობრებო,ოთარაშვილების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას! ბავშვების გარეშე ქვეყანას და ერს მომავალი არ აქვს. იზრუნეთ ახალგაზრდა თაობაზე! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ახლობლების სიაში და დარწმუნებულები ვართ, უფალი აუცილებლად დაგლოცავთ!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ოთარაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 20
სარეცხი მანქანა
675.00₾
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
225.00₾
2021 ოქტ 19
მედიკამენტები
225.38₾

სულ ხარჯები:

1125.38₾

დარჩა:

0.27₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ქობულაძე ნიკოლოზ
17.10.2021 20:00:00
₾1.00
ემმანუილი
28.09.2021 20:00:00
₾49.65
კეთილი გული
30.08.2021 11:39:36
₾5.00
მარინე მამულია
26.08.2021 20:00:00
₾5.00
ალექსი ზუხბაია
16.08.2021 20:00:00
₾50.00
ალექს ზუხბაია
14.08.2021 20:00:00
₾50.00
მარიამი ვარდოსანიძე
29.07.2021 20:00:00
₾1.00
მარინა ნებიერიძე
28.07.2021 20:00:00
₾50.00
გულისაბედაშვილი რუსუდან
27.07.2021 20:00:00
₾10.00
ირაკლი გაბაიძე
26.07.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი ჯაჯანიძე
26.07.2021 20:00:00
₾5.00
მანუკიანი ერნესტ
25.07.2021 20:00:00
₾10.00
კახაბერ ილურიძე
25.07.2021 20:00:00
₾10.00
ლელა ბედოშვილი
25.07.2021 20:00:00
₾100.00
ლალიაშვილი მაკა
24.07.2021 20:00:00
₾10.00
ლევან კობაიძე
24.07.2021 20:00:00
₾3.00
პეტრიაშვილი ნანა
23.07.2021 20:00:00
₾10.00
ნიკოლოზ დარჩაშვილი
23.07.2021 20:00:00
₾3.00
ირაკლი გაბაიძე
23.07.2021 20:00:00
₾10.00
მანუკიანი ერნესტ
21.07.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,125.65

59 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,125.65

59 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება