რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სახლში ქურდი რომ შეიპაროს, სიბრალულისგან ატირდება

calendar აგვისტო 20, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ვაზიანი… აქ საცხოვრებლად მაშინ გადმოდიან, როცა საქმე უკვე ძალიან ცუდადაა და რაიმე სახის საცხოვრებელი მაინც სჭირდებათ; ოღონდ კი თავზე ჭერი ჰქონდეთ და აღარაფერს დაეძებენ. სწორედ აქ, ამ სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილას აღმოჩნდა ჟანა ქოქოევა თავის ორ პატარა გოგონასთან – ელენესთან და ანასტასიასთან ერთად. ის აქ უსიყვარულობამ მოიყვანა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ვაზიანი… აქ საცხოვრებლად მაშინ გადმოდიან, როცა საქმე უკვე ძალიან ცუდადაა და რაიმე სახის საცხოვრებელი მაინც სჭირდებათ; ოღონდ კი თავზე ჭერი ჰქონდეთ და აღარაფერს დაეძებენ. სწორედ აქ, ამ სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილას აღმოჩნდა ჟანა ქოქოევა თავის ორ პატარა გოგონასთან – ელენესთან და ანასტასიასთან ერთად. ის აქ უსიყვარულობამ მოიყვანა.

ეს გზა დიდი ხნის წინ დაიწყო, – ჯერ კიდევ ბავშვობაში… ის ამ გზაზე მისმა ნათესავებმა და ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა დააყენეს. ყველაზე მწარე მოგონება, – მასზე აღმართული ჯოხია. დარტყმა, კიდევ ერთი დარტყმა, მესამე, მეოთხე…

„არა, დე, გეხვეწები!“ – ყვირის რვა წლის ჟანა, მაგრამ მას არავინ უსმენს. დარტყმა… მერე კიდევ ერთი…

ქალი შეჩვეულია, რომ ის არავის ჰყვარებია. ცხოვრების დარტყმებსაც შეჩვეულია. ამ მომაკვდავ სოფელსაც კი ხსნად მიიჩნევს; ამ გაცრეცილკედლებიან, დაბალჭერიან ყუთსაც კი, – რომელიც სადაცაა ყველას ქვეშ მოიყოლებს, – გაუგებარი მავთულხლართებით და ტუალეტით, რომელსაც კარები არ აქვს, თავის სახლად მიიჩნევს; მეზობლის შემოტანილ ერთ თეფშ საჭმელს კი – სადილად. ის თავისით არც ჩვენს ფონდს მიმართავდა – ისე აქვს ფრთები დაჭრილი.

„რაც მთავარია, ცოცხლები ვართ“, – იმეორებს ჟანა და სჯერა, – კეთილი ხალხი არ დაუშვებს, რომ ის და მისი ორი ანგელოზი დაიღუპონ.

„ძალიან მოწყენილი ვარ, დეიდა… ასეთი ღარიბები რატომ ვართ?“

ჟანა ამ პირობით სახლში შვიდი წლის წინ დასახლდა. აქ ყველაფერი პირობითია: კედლებიც, იატაკიც, გაყვანილობაც, ტუალეტიც… ძალიანაც რომ მოინდომო, ამ პირობით სახლში, სადაც ეშმაკიც კი კისერს წაიმტვრევს, ელემენტარულ წესრიგსაც კი ვერ დაამყარებ.

ამ ამბავს „გამოქვაბულის“ აღწერით დავიწყებთ. უკაცრავად, მაგრამ ენა არ გვიბრუნდება, რომ ამას „სახლი“ ვუწოდოთ.   

შესასვლელ კართანვე ხვდები, რომ გამბედაობა უნდა მოიკრიბო, რადგან შიგნით რაღაც საშინელება გელოდება

ალღომ არ მიმტყუნა: ბინაში მთელი არაფერია

საწოლი – ქვეშაგების გარეშე, მაგიდა – სკამების გარეშე, ფანჯრები – შუშების გარეშე, ტუალეტი – კარების გარეშე, ბავშვები – ღიმილის გარეშე… გავაგრძელოთ?

ანდა, რა საჭიროა მოყოლა ან აღწერა? თავად ნახეთ!

პატარა ელენე დივნის ნახვრეტში ისე ზის, როგორც ბუდეში

მაგიდასთან ჭამა მხოლოდ ფეხზე დგომით შეგიძლია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რამე გაქვს საჭმელად. დღეს დედამ ადუღებული წყალი სწრაფი მომზადების მაკარონს დაასხა

ფანჯრებს შუშები არ აქვს და ელენე ფანჯრის რაფაზე ქანაობს

ხოლო ფარდა, რომელიც ნიავის დაბერვაზე ნაზად ირხევა, – ფარდა კი არა, ტუალეტის კარია

ჟანა, აქ როგორ აღმოჩნდით? ასეთი რა დააშავეთ, რომ აქ ცხოვრობთ?

ჟანა: ალბათ ის დავაშავე, რომ დავიბადე… ბავშვობა არ მქონია. დედამ ნათესავებთან დაგვტოვა და წავიდა – სხვა ოჯახი შექმნა. მე ყოველთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი… მერე გავთხოვდი, ვფიქრობდი, ჩემზე ვინმე ახლა მაინც იზრუნებს-მეთქი, მაგრამ არა, შევცდი. ქმარი მასხარად მიგდებდა, მცემდა, მერე კი ორ შვილთან ერთად მიმატოვა. ეს ბინა დედამ მიყიდა. ალბათ ჩემ წინაშე დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა… მაგრამ რაც არის, არის… აღარავინ გამაგდებს მაინც…

აქ არ გეშინიათ? თან პატარა შვილებთან ერთად…   

ჟანა: 28 წლის განმავლობაში იმდენი რამ გადავიტანე, უკვე აღარაფრის მეშინია. ან რის უნდა მეშინოდეს?

„ზოგი ადამიანი ტანჯვისთვის იბადება“

კარი არ იკეტება, ფანჯრებს შუშები არ აქვს, გაყვანილობაც გაუმართავია…

ჟანა: და როგორ ფიქრობთ, ქუჩაში უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით?! აქ კეთილი მეზობლები მყავს. როცა სოციალური დახმარება მიმთავრდება და პურის საყიდელი ფულიც კი აღარ მაქვს, ჩემს შვილებს ისინი აჭმევენ. ზოგჯერ თავიანთი სარეცხი მანქანის ხმარების უფლებასაც მაძლევენ, თორემ ტაშტი რომ ტაშტია, ისიც კი არ მაქვს, რომ საწოლის თეთრეული გავრეცხო.

ჟანა, ალბათ იმის თქმა უფრო ადვილია, რაც გაქვთ, ვიდრე იმის, რაც არ გაქვთ…

ჟანა: დიახ, სწორად შენიშნეთ… საწოლი კი გვაქვს, მაგრამ ირყევა; ბალიშების ნაცვლად ტანსაცმელს და პირსახოცებს ვიყენებთ. ბავშვები აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ძილის შემდეგ თავი სტკივათ… და ერთი საერთო საბანი გვაქვს. მაგიდაც გვაქვს, მაგრამ არ უნდა შეეხო, თორემ ხან ფეხი სძვრება, ხან ყირავდება. ახლაც, როგორღაც ისე დავდგი, რომ კედელს ეყრდნობოდეს. ორი თეფში გვაქვს, ჩანგლები და კოვზი.

გამოქვაბულის ადამიანები უფრო უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ

ელენე (6 წლის): მე ბალიში მინდა – ყავისფერი და ლურჯი!

სათამაშოები არ გინდა?

ელენე: არა, მაქვს! გაჩვენოთ? ვიღაცამ გადააგდო, მე კი ვიპოვე და სახლში მოვიტანე.

„ეს ბაჭია ვიღაცამ პირდაპირ ქუჩაში გადააგდო, მე კი ვიპოვე. ჰოდა, ახლა ვმკურნალობ! ხომ ცოდოა, დეიდა? მისი რა ბრალია, თუ ვიღაცამ ყური მოაგლიჯა?! ისე სტკიოდა…“

რა ჰქვია ამ ბაჭიას?

ელენე: არაფერი. სახელი არ აქვს. შენ თვითონ მოიფიქრე. მე არ შემიძლია.

„ბარბის თოჯინა რა არის, არ ვიცი. ვინ არის ასეთი, რომ სხვები იცნობენ?“

სხვა სათამაშოები გაქვს?

ელენე: კი, მაგრამ სახელები არც მათ აქვთ. წამო, გაჩვენებ!

„აი, ახლა გოგოს ავაწყობ!“

ეს ხომ სარეცხის სამაგრებია! „კუბიკების“ ნაცვლად ესენი გაქვს?

ელენე: „კუბიკები“ რა არის, არ ვიცი…

თოჯინები არ გაქვს? ერთი თოჯინაა, ბარბი ჰქვია… იმდენი ფერად-ფერადი კაბა აქვს…

ელენე: ეგ რა არის, არ ვიცი. მე ბალიში მინდა, საწოლი და ჭიქა.

და შენ დას რა უნდა?

ელენე: არ ვიცი. ლაპარაკი არ შეუძლია. ალბათ მულტფილმები…

პატიმარი სასამართლოს განაჩენის გარეშე! ეს არის ხედი ე.წ. სახლის ფანჯრიდან. იქნებ ადრე აქ პატარა ციხე იყო? მაგრამ რა შუაშია აქ ბავშვი?!

ჟანა: ტელევიზორი ბავშვებს ამ ნაცრისფერ ყოველდღიურობას გაუფერადებდა. რამე ლამაზს მაინც უყურებდნენ…

ჟანა, გვითხარით, რა შეგიმსუბუქებდათ ცხოვრებას?

ჟანა: არც კი ვიცი… ნახეთ: სახლს ვერ ვალაგებ, რადგან რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ჭუჭყიანია ყველაფერი. რომ შემეძლოს, ფანჯრებს შევცვლიდი და ტუალეტში კარს დავაყენებდი; ამ გაყვანილობასაც როგორმე კედელზე მივამაგრებდი, რომ აქ ყოფნა უსაფრთხო იყოს. ეს საშინელი იატაკი ქლორითაც კი აღარ ირეცხება…

კარადაში ყველაფერს ლამაზად დავაწყობდი… და სურსათი რომ გვქონდეს, ბავშვებს მაკარონით კი არ გავტიკნიდი, რამე ნორმალურ საჭმელს გავაკეთებდი.

„დეიდა, სახლში არაფერს არ უნდა შეეხო. შეიძლება რამე დაიშალოს ან დენმა დაგარტყას.“

ოდესმე ლამაზად გიცხოვრიათ? ერთი დღე მაინც თუ გახსენდებათ სიხარულით?

ჟანა: ვერ ვიხსენებ… სურათებიც კი არ მაქვს… პარკში სასეირნოდ არავის დავყავდი. საჩუქრებს არასდროს მჩუქნიდნენ. სათამაშოები არასდროს მქონია და სკოლაშიც სულ დამცინოდნენ. მეგობრები არასდროს მყოლია… გამახსენდა! ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დრო ალბათ ბავშვების დაბადებაა. როცა მეორე შვილზე ვიყავი ორსულად, მეუბნებოდნენ, აბორტი გაიკეთეო, მე კი მაინც გავაჩინე და მიხარია, რომ ახლა ორი შვილი მყავს. ბავშვის მოკვლა როგორ შეიძლება?! ლოყებზე ნაჩვრეტები აქვს. იცით, ეს რას ნიშნავს? რომ ბედნიერი გოგო იქნება! აი, ასე!

ჟანა, აღარ ვიცი, რა გკითხოთ… ჩვენი მკითხველებისთვის რამის მოყოლა ხომ არ გინდათ?

ჟანა: დიახ, რა თქმა უნდა! ერთადერთი, რაც ყველას მინდა გთხოვოთ, – შვილები არასოდეს მიატოვოთ! ბავშვები მშობლებთან ერთად უნდა იზრდებოდნენ! ვერც დეიდებს, ვერც ბიძიებს და ვერც სხვა ნათესავებს შეუძლიათ მათთვის იმის მიცემა, რისი მიცემაც დედას შეუძლია. შეიძლება კარგი დედა არ ვარ, ჩემს შვილებს პრინცესებივით ვერ ვზრდი, მაგრამ მე ისინი ძალიან მიყვარს და მათ არასოდეს მივატოვებ. როგორც არ უნდა მიჭირდეს, მაინც არ მივატოვებ. გესმით? არასოდეს!

– მეგონა, სხვა რამეს ითხოვდით. თქვენს ინტერვიუს ხომ თითქმის მთელი საქართველო წაიკითხავს!

ჟანა: ა-ა-ა, მიხვდი, რასაც გულისხმობთ… ძალიან გვჭირდება ფანჯრები; ასევე, საწოლი და ბალიშები – ორი ცალი მაინც. მე ბალიშის გარეშე ძილს მიჩვეული ვარ. ლოგინს იატაკზე ვიშლი… სარეცხი მანქანაც მჭირდება; გოგონებისთვის კი ტელევიზორი… მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანია… სურსათიც, მაგრამ ბევრი არა, რადგან მაცივარი არ მაქვს…

ანუ მაცივარიც გჭირდებათ…

ჟანა: რას ამბობთ?! ამდენი რამის თხოვნა არ შემიძლია…

კარგი, ჟანა, მაშინ თქვენ მაგივრად ჩვენ ვითხოვთ. თქვენი საცხოვრებელი პირობების და პრობლემების შესახებ მთელი საქართველო შეიტყობს. დღეიდან თქვენ მარტო აღარ ხართ! ჩათვალეთ, რომ მალე ბევრი მეგობარი გეყოლებათ!

ჟანა: ღმერთმა ქნას! სიმართლე გითხრათ, კარგი აღარაფრის მჯერა. ხანდახან მეჩვენება, რომ ზოგი ადამიანი ტანჯვისთვის იბადება, რომ მათ ბედნიერების უფლება არ აქვთ… მე არ მაქვს… მაგრამ ჩემი გოგონები ბედნიერები უნდა იყვნენ!

***

ჩვენს ამბავს აქ დავასრულებთ. მთელი ამ ტკივილის და საშინელების სიტყვებით გადმოცემა ან სურათებით ჩვენება უბრალოდ შეუძლებელია. ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: გარდაბნის რაიონი, ვაზიანის დასახლება. მაგრამ გაფრთხილებთ: ვისაც სუსტი გული გაქვთ, სჯობს არ მიხვიდეთ!

ჟანას და მის გოგონებს დახმარება და მხარდაჭერა კი არა, გადარჩენა სჭირდებათ! ისინი ნელი სიკვდილით იღუპებიან!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ჟანა ქოქოევა).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

პურს ვითხოვდი და სიყვარული ვიპოვე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ელენე გულში იკრავს ხილის ფაფას
ადრე, ცხრა თვის წინ, ელენეს და ანასტასიას ჩვენთან ლაპარაკი საერთოდ არ უნდოდათ. წარბშეკრულები უყურებდნენ, მათი დედიკო, ჟანა განუწყვეტლივ როგორ ტიროდა. როდესაც საუზმედ მხოლოდ ქილის ძირში დარჩენილი ორი კოვზი ჯემი ჰქონდათ, სახლი კი, ნანგრევებს უფრო ჰგავდა (არ ჰქონდათ არც ფანჯრები, არც კარი, არანაირი ნივთები), ლაპარაკი საერთოდ არ სურდათ. უბედურებამ დაადუმა.
ძალიან გვინდოდა, მათაც სხვა პატარა გოგონებივით  ეცინათ! ძალიან დიდი სიყვარული, სითბო და მზრუნველობა სჭირდებოდათ. სჭირდებოდით თქვენ ყველანი, რათა მომხდარიყო ეს სასწაული.
ახლა სცადეთ ელენეს გაჩერება! ის „შპაგატშიც“ ჯდება, ხიდზეც გადადის, ლექსსაც ამბობს ქართულად. სტუმრებსაც აღარ გაურბის. გინდათ, თავად აგიხსნათ, რატომ?
 „ყველანაირი სათამაშო მაქვს. ახალი ზურგჩანთაც. ბალიშიც. ტელევიზორიც. კანფეტებიც. და კიდევ, მამიკო მყავს, როგორც სხვა ბავშვებს!“
მეგობრებო, თქვენთვის კიდევ ერთი დაუჯერებელი ახალი ამბავი გვაქვს! ჩვენი პროექტი დაეხმარა ჟანას მეუღლის, ელენეს და ანასტასიას კი – მამის პოვნაში. გადარჩენის ისტორია, სიყვარულის ისტორიად იქცა.
ანასტასიამ აირჩია ორცხობილა ალუბლით
– ჟანა, გილოცავთ! მოულოდნელი ამბავია… მახსენდება თქვენი სიტყვები: „მე არ ვარ ბედნიერებისთვის გაჩენილი“. ახლა რას ფიქრობთ?
ჟანა: მართლაც ბედნიერი ვარ! საოცარი ადამიანი გავიცანი, რომელიც მხარში ამომიდგა და შემპირდა, რომ მარტოს აღარ დამტოვებს ცხოვრების სისასტიკესთან პირისპირ. ჩემი შვილები მიიღო როგორც საკუთარი, ჩემი ბედი კი – საკუთარ ბედად. დროებით, დედაჩემთან ვცხოვრობთ. ბესიკი ყოველდღე დადის ძველ ბინაში, რომ მოაწესრიგოს, საკუთარი ხელით აკეთებს რემონტს. გაგაცნობთ.
გახსოვთ, შარშან ზაფხულში რომ მოხვედით ჩვენთან? როგორი გულგატეხილი ვიყავი, ბავშვები კი – ნამტირალევი. აღარაფრის თავი არ მქონდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება! გეფიცებით, ვერც ვიფიქრებდი! დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრების ბოლომდე ვიქნებოდი ასეთი უბედური და მუდამ გაჭირვებაში ვიცხოვრებდი. თქვენ კი, ყველაფერი გადაატრიალეთ! ეს დახმარება კი არა, ზღაპარია!
        შეიძლება, ახლა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც დაკარგული აქვს იმედი? უნდა მოითმინოთ. სულ ცუდის მოლოდინში ნუ იქნებით. სასწაულები ხდება! ასეთი სასწაული შემემთხვა მე, მას შემდეგ, რაც ფონდის მკითხველები გავიცანი.

 „ასეთი „რაღაცეებითაც“ ვიპოვე ყუთი“

ანასტასია: „ეხლა მეც მათხოვე, დროზე რა!“

– ჟანა, გულიდან წამოსული სიტყვებია! თქვენსა და თქვენი შვილების შესახებ პოსტს, არნახული გამოხმაურება მოჰყვა. ყველას გვინდა ვიცოდეთ, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, როგორ გეხმარებოდათ ხალხი? ყველაზე მეტად, ვინ დაგამახსოვრდათ?
ჟანა: მე და ჩემს გოგონებს, დაგვეხმარა უამრავი ადამიანი. ფონდის ანგარიშზე თანხებს რიცხავდნენ. ვუყურები, როგორ იზრდებოდა ჩვენი „ციფრი“, და მზად ვიყავი, ბედნიერებისგან, პატარა გოგოსავით ხტუნაობა და კივილი დამეწყო! ეს ნიშნავდა იმას, რომ აღარ ვართ მშივრები, მიტოვებულები, რომ ყველაფერს გვიყიდიან. ბავშვებსაც ჩემთან ერთად უხაროდათ.

„ახლა, ახალი მაცივარი გვაქვს“

საწოლები ბავშვებისთვის…

დიდი დივანი მთელი ოჯახისთვის

და აი, ასეთი გაზის გამათბობელი!

მოჰქონდათ ნივთები, საკვები, ჭურჭელი. ბევრი ოჯახთან ერთად მოდიოდა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს! ისეთივე უსაზღვრო, როგორიც ჩვენი სიხარულია! დავინახე, როგორი ერთიანი და მზრუნველია საქართველო. (თვალცრემლიანი იღიმის.)
ზოგი მხოლოდ სახელს მეუბნებოდა, ზოგი – არც ამას.  გექნებათ ადგილი, კარგი ადამიანების შესახებ რომ დაწეროთ? ძალიან მინდა, ვთქვა.
– რა თქმა უნდა!
ჟანა: ჯერ ნათია ზაზიკაშვილი გავიცანი. უბრალოდ პირღია ვიდექი და ვუყურებდი, როგორ როგორ ტვირთავდა მანქანიდან ჩვენს საჩუქრებს. სარეცხი მანქანა მოგვიტანა, სარეცხი ფხვნილის დიდი მარაგი, საცხობი ღუმელი, პროდუქტით სავსე პარკები, ჩანთები, ბავშვების ტანსაცმლით, ჰიგიენური საშუალებები. როგორი გულუხვია! ვაიმე, კიდევ წიგნებიც იყო!
ერთ დღეს, თემო ზაბურაშვილი მოვიდა და „კარფურ“-ში წამიყვანა. წლებია, იქ არც შევსულვარ. ფული თუ არ გაქვს, მანდ რა უნდა აკეთო? თემომ კი მითხრა: „აიღე ყველაფერი, რაც გჭირდება!“ პროდუქტი ავარჩიე, ბავშვებმაც აიღეს ყველაფერი, რაც გულით უნდოდათ.
ხატია დამამახსოვრდა და მისი შეყვარებული. კარგად ვისაუბრეთ. ისედაც ძალიან დაიხარჯნენ – გვიყიდეს პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები. და უცებ, უკვე წასვლას რომ აპირებდნენ, დაინახეს, რომ ნათურებიც კი არ გვაქვს. ჩაირბინეს მაღაზიაში, მოიტანეს და მთელს სახლში შეცვალეს. ძალიან კარგი წყვილია!
ლიკა?! ის სპორტსმენია, ტანმოვარჯიშე. ძალიან მაგარი გოგოა! ჩემი ელენე სტუდიაში უფასოდ მიიწვია სავარჯიშოდ. რამდენ ხანს ნატრობდა ამას ჩემი გოგონა. შეუძლია „შპაგატში“ ჩაჯდომა და „ხიდზე გადასვლა“. მალე წავალთ ლიკასთან.
ჩვენს შესახებ, საბერძნეთშიც კი შეიტყვეს! ელენე სკოლაში ახალი ზურგჩანთით წავიდა. ემიგრანტებმა რამდენიმე ზურგჩანთა გამოგვიგზავნეს, და ყველა სასკოლო ნივთი. რემონტს რომ დავასრულებთ, ახალ ფარდებს დავკიდებ. ძალიან ლამაზია.
ვაზიანის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებიც დაგვეხმარნენ, ისინი ხომ, ჩვენი მეზობლები არიან. ტელევიზორს რომ ვუყურებ, ქეთი მახსენდება. მისი საჩუქარია. მახსოვს მაია და მისი მეუღლე, მახსოვს ლევანი, უჩა, გოგონა რუსთავიდან…
ერთი ქალბატონი, შვილთან ერთად იყო მოსული, ასევე მოგვიტანა საჩუქრები და გამამხნევა: „მთავარია, არ შეგეშინდეს, მეც უიმედო მდგომარეობაში ვიყავი, დღეს კი, სხვებს ვეხმარები.“ მისმა სიტყვებმა მართლაც შემმატა ძალა.
მადლობა, რომ ამდენნი ხართ! არასდროს დამავიწყდება, ყველაფერი როგორ გემეტებოდათ, როგორ გინდოდათ ჩვენი გადარჩენა. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა! ყველაფერი გამოვიდა!
ჩემი მომავალი მეუღლე, ბესიკიც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინც დახმარების გაწევა გადაწყვიტა.
– ეს როგორ მოხდა, ჟანა?
ჟანა: ფონდისაგან სამშენებლო მასალები რომ მივიღე, მაშინვე დავიწყე რემონტი. ამაზე ხომ, იმდენ ხანს ვოცნებობდი. მაგრამ, ამ ბინაში ბავშვებთან ერთად ცხოვრება ძალიან რთული იყო, ვწვალობდით. ბესიკმა თავისი სახლი შემოგვთავაზა ოზურგეთში, სოფელ კანჭკათში, სანამ ჩვენს სახლში რემონტი იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი. მერე, ერთმანეთს დავაკვირდით… (იღიმის.)
ყოფილი სპორტსმენია, ტაიკვონდოს მწვრთნელი. მანაც რთული ცხოვრება გამოიარა. ერთხელ ისე დაიმტვრა, არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა. მაგრამ, მან ეს შეძლო. ბესიკი ამბობს: „თვალები იმისთვის გავახილე, ჩემი ბედი რომ მეპოვნა და ახალი ცხოვრება დაეწყო“. და იპოვა კიდეც! (იღიმის.)
ჩვენმა შვილებმაც კარგად გაუგეს ერთმანეთს. ბესოს გოგონა 12 წლის არის, ანასტასიასთან და ელენესთან მეგობრობს. უნდა ნახოთ, როგორი ბედნიერია, სამივე ბავშვი კუდში რომ დასდევს და „მამა“-ს ეძახის.
ანასტასია და ელენეც უფრო გახსნილები გახდნენ, ყველას ელაპარაკებიან.
– ამას ახლავე შევამოწმებთ. ელენე, გავისაუბროთ?
ელენე: კი, ახლა ყველასთან შემიძლია ლაპარაკი.
– ადრე რატომ არ ლაპარაკობდი?
ელენე: არ მინდოდა. ეზოში ბავშვები არ მეთამაშებოდნენ, ჩემს სათამაშოებზე ეცინებოდათ. არც ნაყინი მქონდა, არც ლამაზი შორტი. მამიკოც არ მყავდა. ისინი კი, საკუთარ მამებზე ყვებოდნენ.
– ახლა?
ელენე: ახლა, ლამაზი თოჯინები მაქვს. დივანიც, ტელევიზორიც, ბალიშებიც. მამაც მყავს! მეც შემიძლია ყველას მოვუყვე მასზე. (ჟანა მზადაა ატირდეს ემოციებისგან.)
– აი ასე! ჩვენს გოგონებს ყველაფერი ექნებათ. ფონდს იმდენი მეგობარი ჰყავს, ყველაფერზე იზრუნეს.
ანასტასია: ბავშვები უკვე გვეთამაშებიან, სტუმრადაც მოდიან ხოლმე. მაგრამ, გვეუბნებიან: „ულამაზო სახლი გაქვთო!“
ელენე: ჯერჯერობით, ულამაზოა, ანასტასია! მერე კი, ძალიან ლამაზი იქნება!
– ყოჩაღ, ელენე! რემონტი დასრულდება, და ყველა ნახავს, როგორი სახლი გექნებათ. ჟანა, ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რა მოიმოქმედეს?
ჟანა: დიახ, ისინიც მოვიდნენ. გვითხრეს, რამე თუ გჭირდებათ, განცხადება დაწერეთ და დაგეხმარებითო.
მაგრამ, მე არც კი ვიცი, პრობლემების ჩამონათვალი საიდან დავიწყო. ჩემი ბინა გაფორმებული არ არის. პირველ რიგში, მინდა, საცხოვრებლის დაკანონებაში რომ დამეხმარონ. ისეთი წვალებით ვაკოწიწებთ ამ ყველაფერს. ერთხელაც, ვინმე რომ მოვიდეს და წამართვას, ვერ გადავიტან… ალბათ, იურისტის დახმარება დამჭირდება. იმდენი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ, რაც მთავარია, დავიწყეთ.
აი, ბესიკიც მოვიდა. (ჩაგვერთო საუბარში.)
ბესიკი: ჟანას ისტორიამ შემძრა. ძალიან მინდა, გავაბედნიერო. თავს არ დავიზოგავ, ბევრი უნდა ვიშრომო იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა თავი სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ და ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ.

ბავშვები მეუბნებიან: „ულამაზო სახლი გაქვთო“

– ძალიან გვიხარია ჩვენი ჟანას და თქვენი ახლადშექმნილი ოჯახის ამბავი! ჟანამ თქვა, რომ ცდილობთ, რემონტი საკუთარი ხელით გააკეთოთ. ვიცით, სამუშაო ძალიან ბევრი გაქვთ, ყველაფერი გასაკეთებელია ნოლიდან. ახლა, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ბესიკი: უკვე ჩავსვით ახალი ფანჯრები, რომელიც ფონდმა გვაჩუქა. რა შედარებაა! ფონდი 2 000 ლარის სამშენებლო მასალით დაგვეხმარა. დიდი მადლობა თქვენ! ახლა, კედლებს და იატაკს „ვებრძვი“. გიპსოკარდონი უნდა გავაკრა, მერე კი, შეღებვა, ან „შპალერის“ გაკვრა მინდა. იატაკს ვასუფთავებ, რომ ლინოლეუმი მაინც დავაგო. მეტლახი და ლამინატი ძალიან ძვირი ღირს. კიდევ, მინდა, ერთი პატარა ოთახი მივაშენო, ბავშვებისთვის მოვაწყო. მეზობლები დახმარებას შემპირდნენ. შრომა არ მეზარება, აი, სამშენებლო მასალაც რომ მიწყობდეს ხელს…

ადრე, როდესაც შუშები ჩასმული არ იყო, ბავშვები 

ფანჯრებზე ქანაობდნენ. ამისთანა ფანჯრებზე კი, ნამდვილად ვეღარ იქანავებენ გარედან, უკვე კარგად გამოიყურება
ჟანა: ისეთი განწყობა მაქვს, რომ მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოგვივა.
– როგორ მიმართავდით ჩვენს მკითხველებს? რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ჟანა: ხანდახან, ისე ხდება, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგიმახინჯებს ბავშვობას და ცხოვრებას ისე, როგორც სიღარიბე. სიღარიბე ადამიანის საშინელი მტერია. არავის ვუსურვებ, რომ გამოსცადოს. თქვენ, სწორედ მასთან ბრძოლაში დამეხმარეთ. თქვენ შეანჯღრიეთ ჩემი ცხოვრება, დამეხმარეთ იმაში, რომ თავი ამეწია და ბედნიერებისკენ გამეხედა! რამდენმა ადამიანმა მოგვიკითხა მე და ჩემი შვილები! რამდენჯერაც დაგვირეკავდნენ, ან მოვიდოდნენ, იმდენჯერ ხელახლა ჩნდებოდა იმედი ჩემს გულში. თქვენ მომეცით ენერგია, სიცოცხლის ძალა. მჯერა, რომ ჩემი ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.
                                         
***
მეგობრებო, თქვენ შთააგონეთ ჟანას ცხოვრების ახლიდან დაწყება. და ამ ახალი ცხოვრების დასაწყებად, ძალიან ბევრი რამ მიეცით. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჟანა და მისი გოგონები გრძნობდნენ თქვენს სიყვარულს. სულ ცოტა დარჩა – რემონტის დასრულებაში დახმარება. რათა წაიშალოს უწინდელი საშინელების კვალი. ეს სულ ახალი, ბედნიერებით სავსე სახლი იქნება. და რა სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ეს ბედნიერება, თქვენ შექმენით. თითოეულ თქვენთაგანს, დიდ მადლობას ვუხდით გამოხმაურებისთვის!
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის  პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან გადახედოთ ჩვენს ვებგვერდზე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს . ყოველ ჯერზე როდესაც ფონდის გვერდზე, გაეცნობით ახალ-ახალი ოჯახების ტრაგედიებს და მათ დახმარების ხელს გაუწვდით, თქვენც იგრძნობთ უფლის ხელს, რადგან ეს არის, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვთისმსახურება.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        სიკეთე არის თითოეული ჩვენგანის მზე, რომელიც უნდა  გავუზიაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. სიკეთე და სიყვარული არასდროს არ იკარგება, ეს კურთხევაა მათთვის ვინც გასცა, და მათთვის, ვინც მიიღო. უფალი გფარავდეთ.
         ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ქოქოევების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 20
დივანი
430.00₾
2021 სექ 20
საწოლი
680.00₾
2021 სექ 20
მაცივარი
735.00₾
2021 ოქტ 11
გაზის გამათბობელი
495.00₾
2021 ოქტ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
1245.00₾
2021 ნოე 10
მომსახურება და მონტაჟი
320.00₾
2021 ნოე 10
კარ-ფანჯრის მასალა
948.48₾
2022 მარ 07
პროდუქტები
299.96₾
2022 მარ 28
პროდუქტები
200.21₾
2022 აპრ 20
სამშენებლო მასალები
2000.00₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
260.00₾
2022 სექ 07
პროდუქტები
159.30₾

სულ ხარჯები:

7772.95₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ჯარჯი ჯაბანიშვილი
03.09.2022 20:00:00
₾1.00
ნინო ობგაიძე
03.09.2022 20:00:00
₾3.00
თეონა მინდიაშვილი
03.09.2022 20:00:00
₾5.00
დავით თურმანიძე
03.09.2022 20:00:00
₾150.00
კიკიანი მარინა
27.07.2022 20:00:00
₾5.00
გოგუაძე თამარ
27.07.2022 20:00:00
₾5.00
'ზურაბ კურტანიძე
27.07.2022 20:00:00
₾5.00
'მარიტა ლეჟავა
27.07.2022 20:00:00
₾3.00
'თეა წილოსანი
27.07.2022 20:00:00
₾3.00
'მჭედლიძე ელენე
27.07.2022 20:00:00
₾10.00
თეიმუროვა ელმირა
26.07.2022 20:00:00
₾10.00
ხოჯანაშვილი გურამ
23.07.2022 20:00:00
₾50.00
ლევან კობაიძე
19.07.2022 20:00:00
₾3.00
თინათინ პაატას-ასული
19.07.2022 20:00:00
₾10.00
გიორგი თურმანიძე
19.07.2022 20:00:00
₾10.00
სვანიშვილი ლაშა
18.07.2022 20:00:00
₾3.00
ლორჩოშვილი იოსები
17.07.2022 20:00:00
₾5.00
ლევან კობაიძე
17.07.2022 20:00:00
₾3.00
გაგანაშვილი მაკა
16.07.2022 20:00:00
₾2.00
ხუციშვილი გიორგი
16.07.2022 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾7,772.21

537 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾7,772.21

537 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება