სახლში ქურდი რომ შეიპაროს, სიბრალულისგან ატირდება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სახლში ქურდი რომ შეიპაროს, სიბრალულისგან ატირდება

page info icon
2021 აგვისტო 20
ვაზიანი... აქ საცხოვრებლად მაშინ გადმოდიან, როცა საქმე უკვე ძალიან ცუდადაა და რაიმე სახის საცხოვრებელი მაინც სჭირდებათ; ოღონდ კი თავზე ჭერი ჰქონდეთ და აღარაფერს დაეძებენ. სწორედ აქ, ამ სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილას აღმოჩნდა ჟანა ქოქოევა თავის ორ პატარა გოგონასთან - ელენესთან და ანასტასიასთან ერთად. ის აქ უსიყვარულობამ მოიყვანა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,772 ₾
( 537 დონორი )
დასრულებულია

ვაზიანი... აქ საცხოვრებლად მაშინ გადმოდიან, როცა საქმე უკვე ძალიან ცუდადაა და რაიმე სახის საცხოვრებელი მაინც სჭირდებათ; ოღონდ კი თავზე ჭერი ჰქონდეთ და აღარაფერს დაეძებენ. სწორედ აქ, ამ სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილას აღმოჩნდა ჟანა ქოქოევა თავის ორ პატარა გოგონასთან - ელენესთან და ანასტასიასთან ერთად. ის აქ უსიყვარულობამ მოიყვანა.

ეს გზა დიდი ხნის წინ დაიწყო, - ჯერ კიდევ ბავშვობაში... ის ამ გზაზე მისმა ნათესავებმა და ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა დააყენეს. ყველაზე მწარე მოგონება, - მასზე აღმართული ჯოხია. დარტყმა, კიდევ ერთი დარტყმა, მესამე, მეოთხე...

„არა, დე, გეხვეწები!“ - ყვირის რვა წლის ჟანა, მაგრამ მას არავინ უსმენს. დარტყმა... მერე კიდევ ერთი...

ქალი შეჩვეულია, რომ ის არავის ჰყვარებია. ცხოვრების დარტყმებსაც შეჩვეულია. ამ მომაკვდავ სოფელსაც კი ხსნად მიიჩნევს; ამ გაცრეცილკედლებიან, დაბალჭერიან ყუთსაც კი, - რომელიც სადაცაა ყველას ქვეშ მოიყოლებს, - გაუგებარი მავთულხლართებით და ტუალეტით, რომელსაც კარები არ აქვს, თავის სახლად მიიჩნევს; მეზობლის შემოტანილ ერთ თეფშ საჭმელს კი - სადილად. ის თავისით არც ჩვენს ფონდს მიმართავდა - ისე აქვს ფრთები დაჭრილი.

„რაც მთავარია, ცოცხლები ვართ“, - იმეორებს ჟანა და სჯერა, - კეთილი ხალხი არ დაუშვებს, რომ ის და მისი ორი ანგელოზი დაიღუპონ.

„ძალიან მოწყენილი ვარ, დეიდა... ასეთი ღარიბები რატომ ვართ?“

ჟანა ამ პირობით სახლში შვიდი წლის წინ დასახლდა. აქ ყველაფერი პირობითია: კედლებიც, იატაკიც, გაყვანილობაც, ტუალეტიც... ძალიანაც რომ მოინდომო, ამ პირობით სახლში, სადაც ეშმაკიც კი კისერს წაიმტვრევს, ელემენტარულ წესრიგსაც კი ვერ დაამყარებ.

ამ ამბავს „გამოქვაბულის“ აღწერით დავიწყებთ. უკაცრავად, მაგრამ ენა არ გვიბრუნდება, რომ ამას „სახლი“ ვუწოდოთ.   

შესასვლელ კართანვე ხვდები, რომ გამბედაობა უნდა მოიკრიბო, რადგან შიგნით რაღაც საშინელება გელოდება

ალღომ არ მიმტყუნა: ბინაში მთელი არაფერია

საწოლი - ქვეშაგების გარეშე, მაგიდა - სკამების გარეშე, ფანჯრები - შუშების გარეშე, ტუალეტი - კარების გარეშე, ბავშვები - ღიმილის გარეშე... გავაგრძელოთ?

ანდა, რა საჭიროა მოყოლა ან აღწერა? თავად ნახეთ!

პატარა ელენე დივნის ნახვრეტში ისე ზის, როგორც ბუდეში

მაგიდასთან ჭამა მხოლოდ ფეხზე დგომით შეგიძლია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რამე გაქვს საჭმელად. დღეს დედამ ადუღებული წყალი სწრაფი მომზადების მაკარონს დაასხა

ფანჯრებს შუშები არ აქვს და ელენე ფანჯრის რაფაზე ქანაობს

ხოლო ფარდა, რომელიც ნიავის დაბერვაზე ნაზად ირხევა, - ფარდა კი არა, ტუალეტის კარია

ჟანა, აქ როგორ აღმოჩნდით? ასეთი რა დააშავეთ, რომ აქ ცხოვრობთ?

ჟანა: ალბათ ის დავაშავე, რომ დავიბადე... ბავშვობა არ მქონია. დედამ ნათესავებთან დაგვტოვა და წავიდა - სხვა ოჯახი შექმნა. მე ყოველთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი... მერე გავთხოვდი, ვფიქრობდი, ჩემზე ვინმე ახლა მაინც იზრუნებს-მეთქი, მაგრამ არა, შევცდი. ქმარი მასხარად მიგდებდა, მცემდა, მერე კი ორ შვილთან ერთად მიმატოვა. ეს ბინა დედამ მიყიდა. ალბათ ჩემ წინაშე დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა... მაგრამ რაც არის, არის... აღარავინ გამაგდებს მაინც...

აქ არ გეშინიათ? თან პატარა შვილებთან ერთად...   

ჟანა: 28 წლის განმავლობაში იმდენი რამ გადავიტანე, უკვე აღარაფრის მეშინია. ან რის უნდა მეშინოდეს?

„ზოგი ადამიანი ტანჯვისთვის იბადება“

კარი არ იკეტება, ფანჯრებს შუშები არ აქვს, გაყვანილობაც გაუმართავია...

ჟანა: და როგორ ფიქრობთ, ქუჩაში უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით?! აქ კეთილი მეზობლები მყავს. როცა სოციალური დახმარება მიმთავრდება და პურის საყიდელი ფულიც კი აღარ მაქვს, ჩემს შვილებს ისინი აჭმევენ. ზოგჯერ თავიანთი სარეცხი მანქანის ხმარების უფლებასაც მაძლევენ, თორემ ტაშტი რომ ტაშტია, ისიც კი არ მაქვს, რომ საწოლის თეთრეული გავრეცხო.

ჟანა, ალბათ იმის თქმა უფრო ადვილია, რაც გაქვთ, ვიდრე იმის, რაც არ გაქვთ...

ჟანა: დიახ, სწორად შენიშნეთ... საწოლი კი გვაქვს, მაგრამ ირყევა; ბალიშების ნაცვლად ტანსაცმელს და პირსახოცებს ვიყენებთ. ბავშვები აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ძილის შემდეგ თავი სტკივათ... და ერთი საერთო საბანი გვაქვს. მაგიდაც გვაქვს, მაგრამ არ უნდა შეეხო, თორემ ხან ფეხი სძვრება, ხან ყირავდება. ახლაც, როგორღაც ისე დავდგი, რომ კედელს ეყრდნობოდეს. ორი თეფში გვაქვს, ჩანგლები და კოვზი.

გამოქვაბულის ადამიანები უფრო უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ

ელენე (6 წლის): მე ბალიში მინდა - ყავისფერი და ლურჯი!

სათამაშოები არ გინდა?

ელენე: არა, მაქვს! გაჩვენოთ? ვიღაცამ გადააგდო, მე კი ვიპოვე და სახლში მოვიტანე.

„ეს ბაჭია ვიღაცამ პირდაპირ ქუჩაში გადააგდო, მე კი ვიპოვე. ჰოდა, ახლა ვმკურნალობ! ხომ ცოდოა, დეიდა? მისი რა ბრალია, თუ ვიღაცამ ყური მოაგლიჯა?! ისე სტკიოდა...“

რა ჰქვია ამ ბაჭიას?

ელენე: არაფერი. სახელი არ აქვს. შენ თვითონ მოიფიქრე. მე არ შემიძლია.

„ბარბის თოჯინა რა არის, არ ვიცი. ვინ არის ასეთი, რომ სხვები იცნობენ?“

სხვა სათამაშოები გაქვს?

ელენე: კი, მაგრამ სახელები არც მათ აქვთ. წამო, გაჩვენებ!

„აი, ახლა გოგოს ავაწყობ!“

ეს ხომ სარეცხის სამაგრებია! „კუბიკების“ ნაცვლად ესენი გაქვს?

ელენე: „კუბიკები“ რა არის, არ ვიცი...

თოჯინები არ გაქვს? ერთი თოჯინაა, ბარბი ჰქვია... იმდენი ფერად-ფერადი კაბა აქვს...

ელენე: ეგ რა არის, არ ვიცი. მე ბალიში მინდა, საწოლი და ჭიქა.

და შენ დას რა უნდა?

ელენე: არ ვიცი. ლაპარაკი არ შეუძლია. ალბათ მულტფილმები...

პატიმარი სასამართლოს განაჩენის გარეშე! ეს არის ხედი ე.წ. სახლის ფანჯრიდან. იქნებ ადრე აქ პატარა ციხე იყო? მაგრამ რა შუაშია აქ ბავშვი?!

ჟანა: ტელევიზორი ბავშვებს ამ ნაცრისფერ ყოველდღიურობას გაუფერადებდა. რამე ლამაზს მაინც უყურებდნენ...

ჟანა, გვითხარით, რა შეგიმსუბუქებდათ ცხოვრებას?

ჟანა: არც კი ვიცი... ნახეთ: სახლს ვერ ვალაგებ, რადგან რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ჭუჭყიანია ყველაფერი. რომ შემეძლოს, ფანჯრებს შევცვლიდი და ტუალეტში კარს დავაყენებდი; ამ გაყვანილობასაც როგორმე კედელზე მივამაგრებდი, რომ აქ ყოფნა უსაფრთხო იყოს. ეს საშინელი იატაკი ქლორითაც კი აღარ ირეცხება...

კარადაში ყველაფერს ლამაზად დავაწყობდი... და სურსათი რომ გვქონდეს, ბავშვებს მაკარონით კი არ გავტიკნიდი, რამე ნორმალურ საჭმელს გავაკეთებდი.

„დეიდა, სახლში არაფერს არ უნდა შეეხო. შეიძლება რამე დაიშალოს ან დენმა დაგარტყას.“

ოდესმე ლამაზად გიცხოვრიათ? ერთი დღე მაინც თუ გახსენდებათ სიხარულით?

ჟანა: ვერ ვიხსენებ... სურათებიც კი არ მაქვს... პარკში სასეირნოდ არავის დავყავდი. საჩუქრებს არასდროს მჩუქნიდნენ. სათამაშოები არასდროს მქონია და სკოლაშიც სულ დამცინოდნენ. მეგობრები არასდროს მყოლია... გამახსენდა! ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დრო ალბათ ბავშვების დაბადებაა. როცა მეორე შვილზე ვიყავი ორსულად, მეუბნებოდნენ, აბორტი გაიკეთეო, მე კი მაინც გავაჩინე და მიხარია, რომ ახლა ორი შვილი მყავს. ბავშვის მოკვლა როგორ შეიძლება?! ლოყებზე ნაჩვრეტები აქვს. იცით, ეს რას ნიშნავს? რომ ბედნიერი გოგო იქნება! აი, ასე!

ჟანა, აღარ ვიცი, რა გკითხოთ... ჩვენი მკითხველებისთვის რამის მოყოლა ხომ არ გინდათ?

ჟანა: დიახ, რა თქმა უნდა! ერთადერთი, რაც ყველას მინდა გთხოვოთ, - შვილები არასოდეს მიატოვოთ! ბავშვები მშობლებთან ერთად უნდა იზრდებოდნენ! ვერც დეიდებს, ვერც ბიძიებს და ვერც სხვა ნათესავებს შეუძლიათ მათთვის იმის მიცემა, რისი მიცემაც დედას შეუძლია. შეიძლება კარგი დედა არ ვარ, ჩემს შვილებს პრინცესებივით ვერ ვზრდი, მაგრამ მე ისინი ძალიან მიყვარს და მათ არასოდეს მივატოვებ. როგორც არ უნდა მიჭირდეს, მაინც არ მივატოვებ. გესმით? არასოდეს!

– მეგონა, სხვა რამეს ითხოვდით. თქვენს ინტერვიუს ხომ თითქმის მთელი საქართველო წაიკითხავს!

ჟანა: ა-ა-ა, მიხვდი, რასაც გულისხმობთ... ძალიან გვჭირდება ფანჯრები; ასევე, საწოლი და ბალიშები - ორი ცალი მაინც. მე ბალიშის გარეშე ძილს მიჩვეული ვარ. ლოგინს იატაკზე ვიშლი... სარეცხი მანქანაც მჭირდება; გოგონებისთვის კი ტელევიზორი... მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანია... სურსათიც, მაგრამ ბევრი არა, რადგან მაცივარი არ მაქვს...

ანუ მაცივარიც გჭირდებათ...

ჟანა: რას ამბობთ?! ამდენი რამის თხოვნა არ შემიძლია...

კარგი, ჟანა, მაშინ თქვენ მაგივრად ჩვენ ვითხოვთ. თქვენი საცხოვრებელი პირობების და პრობლემების შესახებ მთელი საქართველო შეიტყობს. დღეიდან თქვენ მარტო აღარ ხართ! ჩათვალეთ, რომ მალე ბევრი მეგობარი გეყოლებათ!

ჟანა: ღმერთმა ქნას! სიმართლე გითხრათ, კარგი აღარაფრის მჯერა. ხანდახან მეჩვენება, რომ ზოგი ადამიანი ტანჯვისთვის იბადება, რომ მათ ბედნიერების უფლება არ აქვთ... მე არ მაქვს... მაგრამ ჩემი გოგონები ბედნიერები უნდა იყვნენ!

***

ჩვენს ამბავს აქ დავასრულებთ. მთელი ამ ტკივილის და საშინელების სიტყვებით გადმოცემა ან სურათებით ჩვენება უბრალოდ შეუძლებელია. ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: გარდაბნის რაიონი, ვაზიანის დასახლება. მაგრამ გაფრთხილებთ: ვისაც სუსტი გული გაქვთ, სჯობს არ მიხვიდეთ!

ჟანას და მის გოგონებს დახმარება და მხარდაჭერა კი არა, გადარჩენა სჭირდებათ! ისინი ნელი სიკვდილით იღუპებიან!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ჟანა ქოქოევა).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: