პროექტის რეპორტი სახლში ქურდი რომ შეიპაროს, სიბრალულისგან ატირდება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

სახლში ქურდი რომ შეიპაროს, სიბრალულისგან ატირდება

page info icon
2021 აგვისტო 20
page info icon
2317
ვაზიანი... აქ საცხოვრებლად მაშინ გადმოდიან, როცა საქმე უკვე ძალიან ცუდადაა და რაიმე სახის საცხოვრებელი მაინც სჭირდებათ; ოღონდ კი თავზე ჭერი ჰქონდეთ და აღარაფერს დაეძებენ. სწორედ აქ, ამ სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილას აღმოჩნდა ჟანა ქოქოევა თავის ორ პატარა გოგონასთან - ელენესთან და ანასტასიასთან ერთად. ის აქ უსიყვარულობამ მოიყვანა.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
7,772.21 ₾
( 537 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
პურს ვითხოვდი და სიყვარული ვიპოვე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ელენე გულში იკრავს ხილის ფაფას
ადრე, ცხრა თვის წინ, ელენეს და ანასტასიას ჩვენთან ლაპარაკი საერთოდ არ უნდოდათ. წარბშეკრულები უყურებდნენ, მათი დედიკო, ჟანა განუწყვეტლივ როგორ ტიროდა. როდესაც საუზმედ მხოლოდ ქილის ძირში დარჩენილი ორი კოვზი ჯემი ჰქონდათ, სახლი კი, ნანგრევებს უფრო ჰგავდა (არ ჰქონდათ არც ფანჯრები, არც კარი, არანაირი ნივთები), ლაპარაკი საერთოდ არ სურდათ. უბედურებამ დაადუმა.
ძალიან გვინდოდა, მათაც სხვა პატარა გოგონებივით  ეცინათ! ძალიან დიდი სიყვარული, სითბო და მზრუნველობა სჭირდებოდათ. სჭირდებოდით თქვენ ყველანი, რათა მომხდარიყო ეს სასწაული.
ახლა სცადეთ ელენეს გაჩერება! ის „შპაგატშიც“ ჯდება, ხიდზეც გადადის, ლექსსაც ამბობს ქართულად. სტუმრებსაც აღარ გაურბის. გინდათ, თავად აგიხსნათ, რატომ?
 „ყველანაირი სათამაშო მაქვს. ახალი ზურგჩანთაც. ბალიშიც. ტელევიზორიც. კანფეტებიც. და კიდევ, მამიკო მყავს, როგორც სხვა ბავშვებს!“
მეგობრებო, თქვენთვის კიდევ ერთი დაუჯერებელი ახალი ამბავი გვაქვს! ჩვენი პროექტი დაეხმარა ჟანას მეუღლის, ელენეს და ანასტასიას კი - მამის პოვნაში. გადარჩენის ისტორია, სიყვარულის ისტორიად იქცა.
ანასტასიამ აირჩია ორცხობილა ალუბლით
- ჟანა, გილოცავთ! მოულოდნელი ამბავია... მახსენდება თქვენი სიტყვები: „მე არ ვარ ბედნიერებისთვის გაჩენილი“. ახლა რას ფიქრობთ?
ჟანა: მართლაც ბედნიერი ვარ! საოცარი ადამიანი გავიცანი, რომელიც მხარში ამომიდგა და შემპირდა, რომ მარტოს აღარ დამტოვებს ცხოვრების სისასტიკესთან პირისპირ. ჩემი შვილები მიიღო როგორც საკუთარი, ჩემი ბედი კი - საკუთარ ბედად. დროებით, დედაჩემთან ვცხოვრობთ. ბესიკი ყოველდღე დადის ძველ ბინაში, რომ მოაწესრიგოს, საკუთარი ხელით აკეთებს რემონტს. გაგაცნობთ.
გახსოვთ, შარშან ზაფხულში რომ მოხვედით ჩვენთან? როგორი გულგატეხილი ვიყავი, ბავშვები კი - ნამტირალევი. აღარაფრის თავი არ მქონდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება! გეფიცებით, ვერც ვიფიქრებდი! დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრების ბოლომდე ვიქნებოდი ასეთი უბედური და მუდამ გაჭირვებაში ვიცხოვრებდი. თქვენ კი, ყველაფერი გადაატრიალეთ! ეს დახმარება კი არა, ზღაპარია!
        შეიძლება, ახლა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც დაკარგული აქვს იმედი? უნდა მოითმინოთ. სულ ცუდის მოლოდინში ნუ იქნებით. სასწაულები ხდება! ასეთი სასწაული შემემთხვა მე, მას შემდეგ, რაც ფონდის მკითხველები გავიცანი.
 „ასეთი „რაღაცეებითაც“ ვიპოვე ყუთი“
ანასტასია: „ეხლა მეც მათხოვე, დროზე რა!“
- ჟანა, გულიდან წამოსული სიტყვებია! თქვენსა და თქვენი შვილების შესახებ პოსტს, არნახული გამოხმაურება მოჰყვა. ყველას გვინდა ვიცოდეთ, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, როგორ გეხმარებოდათ ხალხი? ყველაზე მეტად, ვინ დაგამახსოვრდათ?
ჟანა: მე და ჩემს გოგონებს, დაგვეხმარა უამრავი ადამიანი. ფონდის ანგარიშზე თანხებს რიცხავდნენ. ვუყურები, როგორ იზრდებოდა ჩვენი „ციფრი“, და მზად ვიყავი, ბედნიერებისგან, პატარა გოგოსავით ხტუნაობა და კივილი დამეწყო! ეს ნიშნავდა იმას, რომ აღარ ვართ მშივრები, მიტოვებულები, რომ ყველაფერს გვიყიდიან. ბავშვებსაც ჩემთან ერთად უხაროდათ.
„ახლა, ახალი მაცივარი გვაქვს“
საწოლები ბავშვებისთვის...
დიდი დივანი მთელი ოჯახისთვის
და აი, ასეთი გაზის გამათბობელი!
მოჰქონდათ ნივთები, საკვები, ჭურჭელი. ბევრი ოჯახთან ერთად მოდიოდა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს! ისეთივე უსაზღვრო, როგორიც ჩვენი სიხარულია! დავინახე, როგორი ერთიანი და მზრუნველია საქართველო. (თვალცრემლიანი იღიმის.)
ზოგი მხოლოდ სახელს მეუბნებოდა, ზოგი - არც ამას.  გექნებათ ადგილი, კარგი ადამიანების შესახებ რომ დაწეროთ? ძალიან მინდა, ვთქვა.
- რა თქმა უნდა!
ჟანა: ჯერ ნათია ზაზიკაშვილი გავიცანი. უბრალოდ პირღია ვიდექი და ვუყურებდი, როგორ როგორ ტვირთავდა მანქანიდან ჩვენს საჩუქრებს. სარეცხი მანქანა მოგვიტანა, სარეცხი ფხვნილის დიდი მარაგი, საცხობი ღუმელი, პროდუქტით სავსე პარკები, ჩანთები, ბავშვების ტანსაცმლით, ჰიგიენური საშუალებები. როგორი გულუხვია! ვაიმე, კიდევ წიგნებიც იყო!
ერთ დღეს, თემო ზაბურაშვილი მოვიდა და „კარფურ“-ში წამიყვანა. წლებია, იქ არც შევსულვარ. ფული თუ არ გაქვს, მანდ რა უნდა აკეთო? თემომ კი მითხრა: „აიღე ყველაფერი, რაც გჭირდება!“ პროდუქტი ავარჩიე, ბავშვებმაც აიღეს ყველაფერი, რაც გულით უნდოდათ.
ხატია დამამახსოვრდა და მისი შეყვარებული. კარგად ვისაუბრეთ. ისედაც ძალიან დაიხარჯნენ - გვიყიდეს პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები. და უცებ, უკვე წასვლას რომ აპირებდნენ, დაინახეს, რომ ნათურებიც კი არ გვაქვს. ჩაირბინეს მაღაზიაში, მოიტანეს და მთელს სახლში შეცვალეს. ძალიან კარგი წყვილია!
ლიკა?! ის სპორტსმენია, ტანმოვარჯიშე. ძალიან მაგარი გოგოა! ჩემი ელენე სტუდიაში უფასოდ მიიწვია სავარჯიშოდ. რამდენ ხანს ნატრობდა ამას ჩემი გოგონა. შეუძლია „შპაგატში“ ჩაჯდომა და „ხიდზე გადასვლა“. მალე წავალთ ლიკასთან.
ჩვენს შესახებ, საბერძნეთშიც კი შეიტყვეს! ელენე სკოლაში ახალი ზურგჩანთით წავიდა. ემიგრანტებმა რამდენიმე ზურგჩანთა გამოგვიგზავნეს, და ყველა სასკოლო ნივთი. რემონტს რომ დავასრულებთ, ახალ ფარდებს დავკიდებ. ძალიან ლამაზია.
ვაზიანის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებიც დაგვეხმარნენ, ისინი ხომ, ჩვენი მეზობლები არიან. ტელევიზორს რომ ვუყურებ, ქეთი მახსენდება. მისი საჩუქარია. მახსოვს მაია და მისი მეუღლე, მახსოვს ლევანი, უჩა, გოგონა რუსთავიდან...
ერთი ქალბატონი, შვილთან ერთად იყო მოსული, ასევე მოგვიტანა საჩუქრები და გამამხნევა: „მთავარია, არ შეგეშინდეს, მეც უიმედო მდგომარეობაში ვიყავი, დღეს კი, სხვებს ვეხმარები.“ მისმა სიტყვებმა მართლაც შემმატა ძალა.
მადლობა, რომ ამდენნი ხართ! არასდროს დამავიწყდება, ყველაფერი როგორ გემეტებოდათ, როგორ გინდოდათ ჩვენი გადარჩენა. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა! ყველაფერი გამოვიდა!
ჩემი მომავალი მეუღლე, ბესიკიც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინც დახმარების გაწევა გადაწყვიტა.
- ეს როგორ მოხდა, ჟანა?
ჟანა: ფონდისაგან სამშენებლო მასალები რომ მივიღე, მაშინვე დავიწყე რემონტი. ამაზე ხომ, იმდენ ხანს ვოცნებობდი. მაგრამ, ამ ბინაში ბავშვებთან ერთად ცხოვრება ძალიან რთული იყო, ვწვალობდით. ბესიკმა თავისი სახლი შემოგვთავაზა ოზურგეთში, სოფელ კანჭკათში, სანამ ჩვენს სახლში რემონტი იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი. მერე, ერთმანეთს დავაკვირდით... (იღიმის.)
ყოფილი სპორტსმენია, ტაიკვონდოს მწვრთნელი. მანაც რთული ცხოვრება გამოიარა. ერთხელ ისე დაიმტვრა, არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა. მაგრამ, მან ეს შეძლო. ბესიკი ამბობს: „თვალები იმისთვის გავახილე, ჩემი ბედი რომ მეპოვნა და ახალი ცხოვრება დაეწყო“. და იპოვა კიდეც! (იღიმის.)
ჩვენმა შვილებმაც კარგად გაუგეს ერთმანეთს. ბესოს გოგონა 12 წლის არის, ანასტასიასთან და ელენესთან მეგობრობს. უნდა ნახოთ, როგორი ბედნიერია, სამივე ბავშვი კუდში რომ დასდევს და „მამა“-ს ეძახის.
ანასტასია და ელენეც უფრო გახსნილები გახდნენ, ყველას ელაპარაკებიან.
- ამას ახლავე შევამოწმებთ. ელენე, გავისაუბროთ?
ელენე: კი, ახლა ყველასთან შემიძლია ლაპარაკი.
- ადრე რატომ არ ლაპარაკობდი?
ელენე: არ მინდოდა. ეზოში ბავშვები არ მეთამაშებოდნენ, ჩემს სათამაშოებზე ეცინებოდათ. არც ნაყინი მქონდა, არც ლამაზი შორტი. მამიკოც არ მყავდა. ისინი კი, საკუთარ მამებზე ყვებოდნენ.
- ახლა?
ელენე: ახლა, ლამაზი თოჯინები მაქვს. დივანიც, ტელევიზორიც, ბალიშებიც. მამაც მყავს! მეც შემიძლია ყველას მოვუყვე მასზე. (ჟანა მზადაა ატირდეს ემოციებისგან.)
- აი ასე! ჩვენს გოგონებს ყველაფერი ექნებათ. ფონდს იმდენი მეგობარი ჰყავს, ყველაფერზე იზრუნეს.
ანასტასია: ბავშვები უკვე გვეთამაშებიან, სტუმრადაც მოდიან ხოლმე. მაგრამ, გვეუბნებიან: „ულამაზო სახლი გაქვთო!“
ელენე: ჯერჯერობით, ულამაზოა, ანასტასია! მერე კი, ძალიან ლამაზი იქნება!
- ყოჩაღ, ელენე! რემონტი დასრულდება, და ყველა ნახავს, როგორი სახლი გექნებათ. ჟანა, ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რა მოიმოქმედეს?
ჟანა: დიახ, ისინიც მოვიდნენ. გვითხრეს, რამე თუ გჭირდებათ, განცხადება დაწერეთ და დაგეხმარებითო.
მაგრამ, მე არც კი ვიცი, პრობლემების ჩამონათვალი საიდან დავიწყო. ჩემი ბინა გაფორმებული არ არის. პირველ რიგში, მინდა, საცხოვრებლის დაკანონებაში რომ დამეხმარონ. ისეთი წვალებით ვაკოწიწებთ ამ ყველაფერს. ერთხელაც, ვინმე რომ მოვიდეს და წამართვას, ვერ გადავიტან... ალბათ, იურისტის დახმარება დამჭირდება. იმდენი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ, რაც მთავარია, დავიწყეთ.
აი, ბესიკიც მოვიდა. (ჩაგვერთო საუბარში.)
ბესიკი: ჟანას ისტორიამ შემძრა. ძალიან მინდა, გავაბედნიერო. თავს არ დავიზოგავ, ბევრი უნდა ვიშრომო იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა თავი სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ და ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ.
ბავშვები მეუბნებიან: „ულამაზო სახლი გაქვთო“
- ძალიან გვიხარია ჩვენი ჟანას და თქვენი ახლადშექმნილი ოჯახის ამბავი! ჟანამ თქვა, რომ ცდილობთ, რემონტი საკუთარი ხელით გააკეთოთ. ვიცით, სამუშაო ძალიან ბევრი გაქვთ, ყველაფერი გასაკეთებელია ნოლიდან. ახლა, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ბესიკი: უკვე ჩავსვით ახალი ფანჯრები, რომელიც ფონდმა გვაჩუქა. რა შედარებაა! ფონდი 2 000 ლარის სამშენებლო მასალით დაგვეხმარა. დიდი მადლობა თქვენ! ახლა, კედლებს და იატაკს „ვებრძვი“. გიპსოკარდონი უნდა გავაკრა, მერე კი, შეღებვა, ან „შპალერის“ გაკვრა მინდა. იატაკს ვასუფთავებ, რომ ლინოლეუმი მაინც დავაგო. მეტლახი და ლამინატი ძალიან ძვირი ღირს. კიდევ, მინდა, ერთი პატარა ოთახი მივაშენო, ბავშვებისთვის მოვაწყო. მეზობლები დახმარებას შემპირდნენ. შრომა არ მეზარება, აი, სამშენებლო მასალაც რომ მიწყობდეს ხელს...
ადრე, როდესაც შუშები ჩასმული არ იყო, ბავშვები 
ფანჯრებზე ქანაობდნენ. ამისთანა ფანჯრებზე კი, ნამდვილად ვეღარ იქანავებენ გარედან, უკვე კარგად გამოიყურება
ჟანა: ისეთი განწყობა მაქვს, რომ მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოგვივა.
- როგორ მიმართავდით ჩვენს მკითხველებს? რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ჟანა: ხანდახან, ისე ხდება, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგიმახინჯებს ბავშვობას და ცხოვრებას ისე, როგორც სიღარიბე. სიღარიბე ადამიანის საშინელი მტერია. არავის ვუსურვებ, რომ გამოსცადოს. თქვენ, სწორედ მასთან ბრძოლაში დამეხმარეთ. თქვენ შეანჯღრიეთ ჩემი ცხოვრება, დამეხმარეთ იმაში, რომ თავი ამეწია და ბედნიერებისკენ გამეხედა! რამდენმა ადამიანმა მოგვიკითხა მე და ჩემი შვილები! რამდენჯერაც დაგვირეკავდნენ, ან მოვიდოდნენ, იმდენჯერ ხელახლა ჩნდებოდა იმედი ჩემს გულში. თქვენ მომეცით ენერგია, სიცოცხლის ძალა. მჯერა, რომ ჩემი ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.
                                         
***
მეგობრებო, თქვენ შთააგონეთ ჟანას ცხოვრების ახლიდან დაწყება. და ამ ახალი ცხოვრების დასაწყებად, ძალიან ბევრი რამ მიეცით. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჟანა და მისი გოგონები გრძნობდნენ თქვენს სიყვარულს. სულ ცოტა დარჩა - რემონტის დასრულებაში დახმარება. რათა წაიშალოს უწინდელი საშინელების კვალი. ეს სულ ახალი, ბედნიერებით სავსე სახლი იქნება. და რა სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ეს ბედნიერება, თქვენ შექმენით. თითოეულ თქვენთაგანს, დიდ მადლობას ვუხდით გამოხმაურებისთვის!
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის  პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან გადახედოთ ჩვენს ვებგვერდზე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს . ყოველ ჯერზე როდესაც ფონდის გვერდზე, გაეცნობით ახალ-ახალი ოჯახების ტრაგედიებს და მათ დახმარების ხელს გაუწვდით, თქვენც იგრძნობთ უფლის ხელს, რადგან ეს არის, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვთისმსახურება.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        სიკეთე არის თითოეული ჩვენგანის მზე, რომელიც უნდა  გავუზიაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. სიკეთე და სიყვარული არასდროს არ იკარგება, ეს კურთხევაა მათთვის ვინც გასცა, და მათთვის, ვინც მიიღო. უფალი გფარავდეთ.
         ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ქოქოევების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help