ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჯადოსნური ნაყინი… ღმერთო, ნუ თუ ეს საქართველოში ხდება?!

calendar ოქტომბერი 25, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ჩემთან უცხო ხალხი რომ მოსულიყო და ჩემს შვილს მათ კითხვაზე, როგორ უყვარს ნაყინი, ეპასუხა, რომ ნაყინი დედაზე და მამაზე მეტად უყვარს, ალბათ დარდისგან მაშინვე მოვკვდებოდი…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ჯადოსნურინაყინიღმერთო, ნუთუესსაქართველოშიხდება?!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს
მეგობრებსაც დაეხმარე!

ჩემთან უცხო ხალხი
რომ მოსულიყო და ჩემს შვილს მათ კითხვაზე, როგორ უყვარს ნაყინი, ეპასუხა, რომ ნაყინი
დედაზე და მამაზე მეტად უყვარს, ალბათ დარდისგან მაშინვე მოვკვდებოდი… 

ხუთი წლის ბარბარე შეხვედრისას სწორედ ასე გვპასუხობს, ისე რომ არც კი წითლდება. იმიტომ კი არა, რომ მას ცუდი დედა ჰყავს. არა, ის საუკეთესოა, – როგორც ყველა ჩვენგანის დედა; მაგრამ, როგორც ჩანს, შიმშილი და ყველაზე ელემენტარული ტკბილეულის ნაკლებობა, რითაც მეგობრები ქუჩაში ბარბარეს და მისი დების თვალწინ იტკბარუნებენ პირს, ყველანაირ ფასეულობას ცვლის.  

განა მათ მამას, ბექას არ უნდა, რომ მის ოთხ ანგელოზს, სიცოცხლეს და სილამაზეს, – ბარბარეს, ნიაკოს, ლილეს და ნიცას, – ყველაზე გემრიელი საჭმელი, საუკეთესო კაბები, ყველაზე მაგარი სათამაშოები და ყველაზე მყუდრო სახლი ჰქონდეთ?! ბარბარე ფიქრობს, რომ არ უნდა; მაგრამ თუ უნდა, – მაშინ რატომ არ მოაქვს? გოგონა მამაზე ძალიან არის განაწყენებული, რადგან ჰგონია, რომ მას რაღაცები მოაკლეს.

არადა, მამა მთელი დღე მზეზე, მინდორშია გაგდებული, რომ რამე დამატებითი სამუშაო იშოვოს და სახლში ზედმეტი კაპიკები მიიტანოს, რადგან ექვსი კაცი 550 ლარიან სოციალურ დახმარებაზე ვერანაირად ვერ გადარჩება. ოჯახს ეს თანხა მხოლოდ იმაზე ჰყოფნის, რომ ფეხები არ გაფშიკონ. დედა, ნათია კი მატყუარა და ჯადოქარი უნდა იყოს, რომ მოიფიქროს, როგორ გააკეთოს ვახშამი არაფრისგან, ჰაერისგან; ან ისევ მაკარონი უნდა შეაპაროს შვილებს და უმეოროს, რომ ის გემრიელია.

აი, ასე ცხოვრობენ ნათია და ბექა, სასოწარკვეთილები და სულიერად განადგურებულები, რადგან ფიქრობენ, რომ თავს ვეღარ ართმევენ და არაფრის შეცვლა შეუძლიათ! მათი პატარა ანგელოზები კი გაბუსხული ტუჩებით დადიან და პატარა გულებში წყენას ინახავენ.

ნუთუ ნაყინის მოყვარულები დღეს ისევ ამ გემრიელობის გარეშე დარჩებიან?!

– ნათია, მოგვიყევით, ამ წუთას თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა რა არის?

ნათია: ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ სოციალური დახმარება საჭმელზე არ გვყოფნის და ბავშვების უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ჩემი გოგოები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულები: მუდმივად ცუდად იკვებებიან, სათამაშოებზე ოცნებობენ… უბრალოდ შეხედეთ, რა აცვიათ! ჩემი ქმარი სულ სამსახურის ძებნაშია, ნებისმიერ საქმეს ეჭიდება, ოღონდ სახლში რამე მოიტანოს. ხან ხნავს, ხან თესავს… ამ სიცხეში მთელ დღეს მზეზე ატარებს, მაგრამ კაპიკებს უხდიან. კი იცით, სამსახური ახლა როგორ ჭირს…

ეზოს იქით ბავშვები არსად ყოფილან და არაფერი უნახავთ

– ესე იგი, გოგონებს მამაში ძალიან გაუმართლათ! მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

  ნათია: რესტორანში ვმუშაობდი და ისიც იქ მუშაობდა. ისეთი ყოჩაღი, დაუზარელი და შრომისმოყვარე იყო, რომ ძნელი იყო, არ შეგყვარებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შორის ნაპერწკალმა გაირბინა. მერე ოჯახი შევქმენით. გვეგონა ვიმუშავებდით, მაგრამ პანდემიის გამო, უმუშევრები დავრჩით და ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა. ექვსი წელია ერთად ვართ. ღმერთმა ოთხი არაჩვეულებრივი გოგონა გვაჩუქა: პატარა ნიცა 9 თვისაა, ლილე – 2 წლის, ნიაკო ახლახან სამი წლის გახდა, ყველაზე უფროსი, ბარბარე კი ხუთი წლისაა.

„ჩემი დები ჯერ პატარები არიან და მათთვის ნაყინი არ შეიძლება, მაგრამ ჩემთვის შეიძლება.“

– ახლა ერთი ბიჭიც და…

  ნათია: დიდ ოჯახზე მართლა ძალიან ვოცნებობდით, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, კიდევ ერთ შვილს ნამდვილად ვერ გავწვდებით. მარტო ნიცას ხელოვნური კვებისთვის თვეში 250 ლარი გვჭირდება. ეს ნარევები ყოველდღე ისე ძვირდება, თითქოს ოქროსგან იყოს დამზადებული… ან მხოლოდ მდიდრებზეა გათვლილი… მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ბავშვები არ უნდა გავაჩინოთ?

– რას ამბობთ?! ყველამ ასე რომ იფიქროს, საქართველოში ხალხი აღარ დარჩება… მაგრამ ისიც მართალია, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს და მრავალშვილიან ოჯახებს მხარს არ უჭერს.

ნათია: მოდი ციფრებს დაგისახელებთ! მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება – თვეში 150 ლარი ოთხ ბავშვზე. დღეში ბავშვზე 1 ლარი გამოდის. ეს ხომ სასაცილოა?! დღეს ერთ ლარად რა უნდა იყიდო? ნახევარი კილო მაკარონი? ჰოდა, მერე მაკარონებზე გაზრდილი თაობა გვეყოლება!

ეს მშვენიერი ბავშვი რომ გაიზარდოს და ქართველი ერი გაამრავლოს, თვეში 250 ლარი მის ხელოვნურ კვებას სჭირდება; ოჯახის შემოსავალი კი (ოთხ ბავშვზე და ორ ზრდასრულ ადამიანზე) მხოლოდ 550 ლარია

  – კიდევ რას აჭმევთ ბავშვებს?

  ბარბარე (5 წლის): ნაყინს და ყველას არასდროს გვაჭმევენ!

  – აბა, რას გაჭმევენ?

  ბარბარე: ჩემი საყვარელი საჭმელი „ყიყლიყოებია“! რეცეპტი თქვენს რვეულში ჩაიწერეთ, ახლავე გეტყვით!

  – კარგი, მზად ვარ!

  ბარბარე: მიდიხარ ქათამთან და ერთ კვერცხს სთხოვ; მერე ამ კვერცხს ტეხავ და თქვეფ, თქვეფ, თქვეფ… და მერე მარილი და ტაფა გჭირდება… და კიდევ რაღაც, დამავიწყდა.  

  – კარაქი ხომ არა?

  ბარბარე: კი, კარაქით გემრიელი გამოდის, მაგრამ არ გვაქვს… ა, ჰო! პური გჭირდება! ტყლუპ – პურს კვერცხში ჩააგდებ და მერე ტაფაზე შეწვავ. ისეთი გემრიელია-ა-ა! შენს შვილებს აუცილებლად გაუკეთე!

„ქათამო, ქათამო, ერთი კვერცხი მოგვეცი.“

აუცილებლად გავუკეთებ. დიდი მადლობა რეცეპტისთვის. ანუ „ყიყლიყო“ შენი ყველაზე საყვარელი საჭმელია, არა?

  ბარბარე: არა, მე ნაყინი მიყვარს! და ყველი!

  და რა უფრო მეტად გიყვარს – დედა თუ ნაყინი?

  ბარბარე: უფფფ, რა თქმა უნდა, ნაყინი! დედა გემრიელი არაა… არც მამაა გემრიელი!

  ნათია: უყურე ერთი ამას! აღიარებს და არც კი წითლდება!

  – და ნაყინი რომ გქონდეს, შენს დებს აჭმევდი?

  ბარბარე: რა ვიცი… ნიცასთვის არ შეიძლება. ლილეც პატარაა და ყელი ეტკინება… აი, ნიაკოს კი არ ვაჭმევდი! სულ ჩხუბობს და მაბრაზებს.

  – და რაზე ოცნებობ?

  ბარბარე: ძალიან მალე, 28 სექტემბერს, დაბადების დღე მაქვს და ფუმფულა კაბა მინდა! აი-ი-ი, ასეთი! და პლანშეტი! უჰ, რა ლამაზი ვიქნები!

  – შენ ახლაც ლამაზი ხარ!

  ბარბარე: ვიცი, მაგრამ კაბაში უფრო ლამაზი ვიქნები!

„დაბადების დღეზე ფუმფულა კაბა მინდა, რომ ლამაზი გოგო ვიყო… და პლანშეტი!“

  – ძალიან კარგი გოგო ხარ, ამიტომ ყველა ოცნება აუცილებლად აგიხდება! ნათია, თქვენ რაზე ოცნებობთ ყველაზე მეტად?

  ნათია: ვოცნებობ, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები იყვნენ, რომ მათთვის ყველაფერზე უარის თქმა არ მიწევდეს, რომ ნიცას კვებაზე აღარ ვდარდობდე… დღედაღამ მხოლოდ ამაზე ვფიქრობ…

ეს პაწაწინა გოგო შეიძლება მშიერი დარჩეს!

– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

  ნათია: მჯერა, რა თქმა უნდა! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არ მოგმართავდით. ჩვენი სავალალო მდგომარეობის დანახვაზე ნაცნობებმა გვირჩიეს, რომ თქვენი ფონდისთვის მოგვეწერა. „ფეისბუქზე“ თქვენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი, რომ საქართველოში ბევრი კეთილი და გულისხმიერი ადამიანია, რომლებიც მზად არიან, დახმარების ხელი სრულიად უცხო ადამიანს გაუწოდონ.

  – თქვენი აზრით, სახლში ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

  ნათია: ღმერთო, რა უხერხულია თხოვნა… ხედავს ღმერთი, დახმარებისთვის მხოლოდ ჩემი პატარების გამო მოგმართეთ. ძალიან გვიჭირს და ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით.

ჩემი გოგონები ცუდად იკვებებიან, სათამაშოებზე და ტკბილეულზე ოცნებობენ… ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს: სურსათი, ტანსაცმელი ბავშვებისთვის… ახალი სარეცხი მანქანის, მაცივრის და ტელევიზორის შეძენაშიც თუ დაგვეხმარებიან, უბრალოდ შესანიშნავი იქნება. ეს ყველაფერი ძალიან გვჭირდება, რადგან სურსათს ვერსად ვინახავთ და წარმოიდგინეთ, რა რთულია ქუჩაში, ცივ წყალში, ხელით რეცხვა. ნახეთ, როგორ ვცხოვრობთ! ჩვენს შვილებს დასაძინებელი ადგილიც კი არ აქვთ. აქ ყველაფერი იშლება, ამიტომ საწოლებიც ძალიან გვჭირდება. თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ!

თუ არ იცი, რომ რეალურ ქართულ ოჯახში იმყოფები, რომელმაც ქვეყანას ოთხი ჯანმრთელი შვილი აჩუქა, შეიძლება იფიქრო, რომ ეს ფოტო საქართველოს მუზეუმიდან არის, სადაც წარმოდგენილია, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი 200 წლის წინ. რა საშინელებაა!

***

მეგობრებო, ძალიან
გთხოვთ, ამ ოჯახს გასაჭირში ნუ მივატოვებთ! ნათიას და მის მშვენიერ გოგონებს ძალიან
ბევრი რამ სჭირდებათ, განსაკუთრებით კი საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები.
სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორი კი მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა.

მათი მონახულება და
შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: მცხეთა, სოფ. ახალუბანი.

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ
ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს
ძალიან მნიშვნელოვანია!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს
– თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ
გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის
ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ჯოხარიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა
შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ
ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ
გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად
უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე
გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის
სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით! 

ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ბედნიერება! რომელსაც ეს ოჯახი თქვენ გიზიარებთ, ფონდის ძვირფასო მეგობრებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ხომ ლამაზად ვდგავართ? გადაგვიღე!“
– გინდა, მოდა გაჩვენოთ?
ბარბარემ და ნიაკომ ახალი კაბები ჩაიცვეს და სათვალეები გაიკეთეს. ახალი ტანსაცმლით უნდათ გავლა-გამოვლა.
– ჩვენ ისინი ვართ, რა ჰქვიათ… – ნიაკოს სიტყვა დაავიწყდა.  – აბა, თუ ვგავართ?
ბარბარემ შეახსენა:
– მოდელები! ტელევიზორში ვნახეთ, როგორ დადიან, – აგრძელებს ბარბარე. – აბა, ვგავართ?
         – ასჯერ სჯობიხართ!
– კიდევ, იცი, ახალი ტელევიზორის გარდა რა მოგვიტანეს? აი ეს რაღაცა გვაჩუქეს! – ბარბარე გაზის ახალი გამათბობლისკენ იშვერს თითს. – შენც გაქვს ასეთი სახლში? ამას შეუძლია ისე გააკეთოს, რომ მაშინ მოვიდეს ზაფხული, ან გაზაფხული, როდესაც მოგინდება. აი ამ მრგვალ ღილაკს დააჭერ, დაატრიალებ, და უცებ დათბება, დაცხება კიდეც. ახლა არ გვჭირდება გათბობა, ისედაც ზაფხულია. ზამთარში კი, მაგარი იქნება! სახლში ქურთუკით აღარ ვივლი და თბილ საბანში გახვეული აღარ ვიწვები ნახევარი დღე, სიცივის გამო. ხშირადაც აღარ გავცივდები.
ბარბარემ იცის, რაზეც ლაპარაკობს. ჯოხარიძეების მრავალშვილიან ოჯახში, ოთხ მშვენიერ გოგონას სციოდა, აკლდათ საჭმელი და გაცვეთილი ტანსაცმლით დადიოდნენ:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/797-dzhokharidze/.
სანამ თქვენ არ ჩაერიეთ და მათ კეთილდღეობაზე არ იზრუნეთ. რა ბედნიერებაა, როდესაც ბავშვებს ბედნიერებას ჩუქნი! რა სასიამოვნოა მათი უდიდესი სიხარულის დანახვა!

„უი, დაგვავიწყდა სათვალეებზე იარლიყის მოხსნა!“

– ნათია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ნათია: მის შეცვლაში სწორედ თქვენ დაგვეხმარეთ! ფაქტია, რომ ახლა, ბევრად უკეთესად გვაქვს საქმე. აღარ ვწვალობთ საყოფაცხოვრებო კუთხით. ჩვენს შვილებს მოსახერხებელ საწოლზე სძინავთ, სუფთა ტანსაცმელი აცვიათ, საღამოობით კი, მთელი ოჯახი, ერთად ვუყურებთ ტელევიზორს – ხან მულტფილმებს, ხან გასართობ გადაცემებს. ისეთი ერთიანობის შეგრძნება მაქვს! ამდენი ნივთის ერთად შეძენაზე ვერც ვიოცნებებდი – სარეცხი მანქანის, ტელევიზორის, გამათბობლის. ალბათ, წლები დაგვჭირდებოდა თანხის შეგროვებისთვის, ამის ნახევარი მაინც რომ გვეყიდა. თითქოს, ლოდი მოგვეხსნა მე და ჩემს მეუღლეს, ბექას.
ამქვეყნად ვერაფერი შეედრება ჩემი შვილების სიხარულს! ახალი ნივთები, უკეთესი  პირობები ძალიან ახარებთ! მთელი გულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი კეთილდღეობისთვის, თუნდაც მცირედი გაიღო. ნამდვილად ფასდაუდებელია თქვენი სიკეთე!!!
თბილისიდან, დედაჩემთან გადმოვედით მცხეთის რაიონში იმიტომ, რომ თბილისის ბინა ძალიან პატარა იყო და ვერ გვიტევდა ამდენ ხალხს. თან, ჩვენთან ერთად ჩემი მაზლი და მისი მეუღლეც ცხოვრობდნენ. ერთ პატარა ოთახში, ჩვენი ადგილი ნამდვილად აღარ იყო. თანაც, შეგიძლიათ მომილოცოთ, მუშაობა დავიწყე,.
შესანიშნავი სიახლეა! სად, ნათია?
ნათია: მეზობლის დახმარებით, რესტორანში, ჭურჭლის მრეცხავად მოვეწყვე. მაინც, ეს სფერო ჩემთვის უცხო არ არის, შეჩვევაც არ გამიჭირდა. კვირაში ხუთი დღე ვმუშაობ, ორი – ვისვენებ. ვიღლები, რა თქმა უნდა, მაგრამ, თუ არ გაიჭირვე, არაფერი გამოდის. დედაჩემი ბავშვებთან რჩება, ხანდახან – მეუღლე. საღამოს შვიდი საათის მერე კი, მეც ვუერთდები. რაღაც შემოსავალი გაგვიჩნდა. ერთი სიტყვით, დაგვეტყო წინსვლა.

 „გედებივით ქათქათა პირსახოცები გვაქვს“

– ხმაც სხვანაირი გაქვთ და განწყობაც.
ნათია: ძალიან მინდა, საქართველოში სამსახური სანატრებელი რომ აღარ იყოს. ის ხომ აუცილებელია! ადამიანს  ისე ცოტა სჭირდება ბედნიერებისთვის – ჩააცვას და აჭამოს საკუთარ შვილებს.
– გეთანხმებით, ნათია! ვინმე თუ გაიცანით პროექტის დაწყების შემდეგ, ახალი მეგობრები თუ გაიჩინეთ? განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
ნათია: როგორც კი პოსტი გამოქვეყნდა,  ძალიან აქტიურად ვადევნებდი თვალყურს კომენტარებს და გული სიამაყისა და სიხარულის გრძნობით მევსებოდა. რამდენმა კეთილმა და გულთბილმა ადამიანმა გამოიჩინა ჩვენს მიმართ ყურადღება! გულაჩუყებული და თვალცრემლიანი ვკითხულობდი. ჩვენ, ქართველებს, ნამდვილად ვერავინ წაგვართმევს იმას, რომ გულთან ახლოს მიგვაქვს სხვის გასაჭირი.
ძალიან გაგვახარა ერთმა ოჯახმა, რომელმაც პირადად გვინახულა. მოგვიტანეს პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი ბავშვებისთვის. ყველაზე მეტად კი, ის მესიამოვნა, რომ შვილებთან ერთად მოვიდნენ. სანამ უფროსები ვსაუბრობდით, ჩვენი შვილები ერთად თამაშობდნენ. ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები! ღმერთმა ნუ გამოლიოს. ეს არის განსაკუთრებული სითბო და ყურადღება, ბავშვებთან ერთად რომ მოხვალ. არ დავიბენი, თამამად მივიღე საჩუქრები. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია შენი ფინანსური მდგომარეობა, მთავარი ხომ ადამიანობაა. მადლობა, ყველაზე მცირეა, რის თქმაც შემიძლია.
იმისთვის, რომ გამოვთქვა ყველაფერი, რასაც თქვენ იმსახურებთ, ძვირფასო მკითხველებო. უნდა გამოიგონონ მანქანა, რომელიც ტვინსა და გულზე იქნებოდა შეერთებული. ზუსტად რომ ასახავდა ფურცელზე იმას, რის გამოხატვასაც ვცდილობ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამომდის. თქვენ იმსახურებთ უდიდეს მადლიერებას. მე კი, მას ისე გამოვთქვამ, როგორც შემიძლია.

„ხელ-პირს დღისითაც ვიბან. ისეთი სასიამოვნოა, ახალი პირსახოცით რომ გაიმშრალებ!“

 „დარბიხარ ეზოში, სულ მტვრიანი ხარ. ხელ-პირი  დავიბანოთ, მერე კი, ფაფა ვჭამოთ“

– ჩვენი მკითხველები ყველაფერს იგრძნობენ და მიხვდებიან. ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ნათია: ვაიმე, ხანდახან მგონია, რომ ჩვენი ფენის წარმომადგენლების პრობლემები სულ არ ადარდებს ხელისუფლებას. მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, ჩვენ  – ჩვენი. მათთვის, ცენტრალური ქუჩების მოპირკეთება უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ, რომ შეწუხებულიყვნენ, გავიგებდით კიდეც. ის დახმარება, რასაც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გვაძლევენ, უბრალოდ სასაცილოა.

„შეხედეთ ჩვენს ოთახს! ახალი საწოლი და ტელევიზორი გვაქვს!“

– რას ნიშნავდა ჩვენი ფონდის მეგობრების დახმარება და თანადგომა პირადად თქვენთვის? 
ნათია: რაღაც მომენტში, ხელი ჩაავლეთ ჩვენს ოჯახს და გადაარჩინეთ. საკუთარ თავზე აიღეთ ჩემი და ბექას მოვალეობა. ისე იზრუნეთ ჩვენს შვილებზე როგორც ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო, მშობლებს. დააპურეთ, ჩააცვით, დაახურეთ, გაათბეთ, სიხარული აჩუქეთ მათ. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი. როდესაც შენი შვილების გადარჩენაში გეხმარებიან, ეს შენს გულსა და მეხსიერებაში სამუდამო კვალს ტოვებს. ამ ადამიანებისთვის ცხოვრების ბოლომდე ვილოცებ. ღმერთო, ყველა გზა დაულოცე! ყველაფერი ცუდისგან დაიფარე!
        მე და ბექა ძალიან განვიცდიდით, რომ ჩვენს შვილებს ვერ ვაძლევდით ყველაზე მიზერულსაც კი, ვიდანაშაულებდით და ვკიცხავდით საკუთარ თავს. ხომ იცით, რამდენი რამ სჭირდებათ ბავშვებს. საშინელებაა, როდესაც ვერაფერს აძლევ! დახმარება გვჭირდებოდა, ცხოვრება რომ გაგვეგრძელებინა. თქვენი და უფლის დახმარებით კი, განვაგრძობთ კიდეც.

ბარბარე: „ამ რაღაცას რომ ჩართავ, ოთხი სვიტერის ჩაცმა აღარ გჭირდება“

– თავად ბავშვები რას იტყვიან, ნათია? გოგონებს თვითონაც უნდათ ჩვენთან გასაუბრება, ჩვენთვის გამოიპრანჭნენ.
ბარბარე (6,5 წლის): გელოდებოდით. მე ვიტყვი პირველი იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ვარ და ყველაზე კარგად ვიცი, ჩემს პატარა დებს რა მოეწონათ. ყველაზე მეტად ტელევიზორი გაგვიხარდა, აი, უზომოდ! ნიაკოს ვუთხარი: „მოდი, ჩავეხუტოთ!“ ჯერ მე ჩავეხუტე, მერე ნიაკო. ლილესაც უნდოდა და თავის რიგს ელოდებოდა, მაგრამ პატარები არ მივუშვით, რომ არ გაეფუჭებინათ. ისედაც, ვერ გაწვდებოდნენ. ლილეს და ნიცას არ აქვთ პულტის ღილაკების დაჭერის უფლება. არ იციან პროგრამების ძებნა, მე კი – ვიცი. შემიძლია, მულტფილმები ვიპოვო და კიდევ მოდა, სადაც ლამაზი მოდელები დადიან. მაგრამ, დედამ თუ დაინახა, რომ ვჩხუბობთ, პულტს გვართმევს და არცერთს აღარ გვაძლევს. „ბასტი-ბუბუს“ ჩაგვირთავს ხოლმე და ჩვენც ჩუმად ვსხედვართ, ყველანი ერთად. დედა კი ამბობს: „რა კარგია, თქვენი წივილ-კივილის ხმა რომ აღარ მესმის.“(იცინის.)
კიდევ ის რაღაც მომეწონა, რომელიც ჩვენს სახლს ზამთარში გაათბობს (გაზის გამათბობელი. – რედ. შენიშვნა). მაგრამ ჩემი დები ვერ მიხვდნენ, რისთვის არის. ლილეს და ნიცას თქვენი მოტანილი ფაფები და ორსართულიანი საწოლი მოეწონათ. (იღიმის.)

„ჩემი დები გიჟდებიან ამ ფაფებზე. მეც გავსინჯე. გემრიელობაა!“

– შენ რა გაგიხარდა, ნიაკო?
ნიაკო (5 წლის): საჭმელი მომეწონა. (დაიმორცხვა.) მე და ბარბარემ დავითვალეთ, ყუთში ფაფის რამდენი კოლოფი იდო და სახლში ფაფა რამდენი დღე გვექნება.
– რამდენი გამოვიდა?
ნიაკო: ჯერ დიდხანს გვექნება. გემრიელია და კარგი სურნელი აქვს. დედა რომ ამზადებს, ყველა ოთახში დგას მაგის სურნელი. კიდევ მოგვიტანთ საჭმელს?
         ბარბარე (სიხარულით ამბობს): დედიკო მოგვიტანს, უკვე მუშაობს. ჩვენი დედიკო უკვე მუშაობს.

„უამრავი სარეცხი დაგროვდა, ალბათ, დღეს გაირეცხება“

– ნათია, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დახმარება?
ნათია: როგორ მერიდება კიდევ რაიმეს თხოვნა. ისედაც მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, იზრუნეთ ჩვენზე. ჯერ, სათანადოდ ამისთვისაც არ მითქვამს მადლობა.
როგორც მეგობრებს, გეტყვით, რა გვაწუხებს ამჟამად. ღმერთის წყალობით, გვაქვს ლუკმა-პური, მუშაობა დავიწყე. მაგრამ ერთი ხელფასით ყველაფრის მოგვარება ვერ ხერხდება. ამ სახლში, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, სახურავიდან წყალი ჩამოდის. წვიმის დროს, ჩვენთანაც სისველეა, კედლები ნესტიანია. გამოსავალი არ იყო – წასასვლელი სხვაგან არსად გვქონდა. ძალიან მერიდება, კიდევ რამე რომ გთხოვოთ, მაგრამ არ ვიცით, რა ვუყოთ სახურავს. დანარჩენს, ყველაფერს გავწვდებით ჩვენი ძალებით. მაგრამ, როდესაც საქმე დიდ ხარჯებს ეხება, ჩვენი ოჯახი ვერ უმკლავდება. ამიტომაც, გაგანდეთ ჩემი სადარდებელი.

 „ინტერნეტში კიდევ „გამოგვაჩენთ“? გამარჯობა ყველას! მადლობა!“

***
მეგობრებო, თქვენი დამსახურებით ჯოხარიძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა დააღწია თავი უკიდურეს გაჭირვებასა და შიმშილს! ცამდე მადლობელი არიან, რომ უმძიმეს მომენტში, თქვენ მათი ძალა და იმედი გახდით. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა –  გაჭირვების ჟამს მრავალშვილიანი ოჯახების გვერდში დგომა, ბავშვების ცხოვრების გზაზე დაყენება! და, რა თქმა უნდა, როგორც ერთგული მეგობრები, მათ დროდადრო მოვიკითხავთ და არ დავივიწყებთ. ჯოხარიძეების ოჯახს დარჩა გადაუჭრელი პრობლემა  – მათი სახლის სახურავი. ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია! ჩვენ ხომ ეს ყოველთვის გამოგვდის! თავად უფალია ჩვენს გვერდით, როდესაც მთელი გულით გვსურს სიკეთის კეთება!
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
           თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
          მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჯოხარიძეების ოჯახი)
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე 0901 200 270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 დეკ 23
ტელევიზორი, სარეცხი მანქანა
1213.00₾
2021 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
640.00₾
2022 იან 26
საწოლი
770.00₾
2022 იან 31
გაზის გამათბობელი
618.00₾
2022 აპრ 11
პროდუქტები
88.93₾
2022 ივლ 19
პროდუქტები
68.40₾
2022 ივლ 29
სათამაშო
144.00₾
2022 აგვ 24
ველოსიპედი
300.00₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
130.00₾

სულ ხარჯები:

3972.33₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.08.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.08.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.08.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.08.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.08.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.08.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.08.2022 20:00:00
₾1.17
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.08.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾3,972.17

230 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,972.17

230 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება