ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შიმშილი, სიცივე და მზრუნველი დედის მონური შრომა, საყვარელი შვილის გამოსაკვებად!

calendar იანვარი 24, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ლიკა (6 წლის): დილაობით, დედიკო ძალიან მაგრად მეხუტება, რომ გამათბოს. მერე ჩაის ვსვამთ. მერე მეზობელთან მტოვებს, თვითონ კი ძროხის „საწვალებლად“ მიდის.
– რას ნიშნავს, „საწვალებლად“???
ლიკა: როგორ გითხრა… რძე რომ მოგვცეს… მოსაწველად… შენ იცი, როგორ უნდა? დედამ იცის! ყოჩაღი მყავს. მაგრამ ჯერ არ ვიცი, რამდენი ძროხა უნდა მოწველოს, მე რომ ცეკვაზე მატაროს. „ამდენამდე“ დათვლა ჯერ არ ვიცი. (ყვება პატარა ლიკა და დედიკოს ლოყაზე ნაზად ეფერება.) კანფეტი არასდროს არ მინდა. არ ვთხოვ დედიკოს… მაგრამ, ხანდახან თვითონ მოაქვს ხოლმე. მე არ ვთხოვ. მართლა მართლა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
შიმშილი, სიცივე და მზრუნველი დედის მონური შრომა, საყვარელი შვილის გამოსაკვებად!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! 

ლიკა: „ მუცელი შიმშილისგან შენს თოჯინასაც უბუყბუყებს?“
         ლიკა (6 წლის): დილაობით, დედიკო ძალიან მაგრად მეხუტება, რომ გამათბოს. მერე ჩაის ვსვამთ. მერე მეზობელთან მტოვებს, თვითონ კი ძროხის „საწვალებლად“ მიდის.
          – რას ნიშნავს, „საწვალებლად“???
          ლიკა: როგორ გითხრა… რძე რომ მოგვცეს… მოსაწველად… შენ იცი, როგორ უნდა? დედამ იცის! ყოჩაღი მყავს. მაგრამ ჯერ არ ვიცი, რამდენი ძროხა უნდა მოწველოს, მე რომ ცეკვაზე მატაროს. „ამდენამდე“ დათვლა ჯერ არ ვიცი. (ყვება პატარა ლიკა და დედიკოს ლოყაზე ნაზად ეფერება.) კანფეტი არასდროს არ მინდა. არ ვთხოვ დედიკოს… მაგრამ, ხანდახან თვითონ მოაქვს ხოლმე. მე არ ვთხოვ. მართლა  მართლა!

 „ქვას გავხეთქავ და ოცნებებს აგისრულებ“
         – მარია, მოგვიყევით, რანაირად აწვალებთ ძროხებს?
         მარია: ვაიმე, ხომ იცით, რას არ იზამ, პურის ფული რომ იშოვო. მეზობლებს, ხან ძროხის წველაში მივეხმარები, ხან სახლს დავულაგებ, ხან ეზოს, დღეში 10 ლარი მაინც რომ მქონდეს. რა ვქნა, აბა? ლიკას ჩემს გარდა, არავინ არ ჰყავს. დამხმარეც არავინ გვყავს. მამა არასდროს უნახავს. მან ორსული მიმატოვა და სხვა ქალთან წავიდა. უკვე მივეჩვიე ყველაფერს. ვიცი, ცოცხალი ვიქნები, თუ მკვდარი, ქვა უნდა გავხეთქო, და საჭმლის ფული ვიშოვო შვილისთვის.
         – სოციალურ დახმარებას თუ იღებთ?
         მარია: კი, 100 ლარს, რომელსაც მთლიანად ამ საშინელი ოთახის ქირაში ვიხდით. ფანჯრებში მინაც კი არ არის ჩასმული. ცელოფნის პარკები გავაკარი. ქარია ამინდში, თავი გემზე გეგონებათ. სკოჩით კარგად თუ არ დავაწებე, შეიძლება ქარმა წაგვიღოს.

ქარის დროს ცელოფნის პარკი იალქანივით ფრიალებს

სულ სკოჩით ვაწებებ

 „შპალერსაც სულ სკოჩით ვაწებებ… ხანდახან უბრალოდ ძვრება კედლიდან“
         – კი მაგრამ, აქ როგორ ცხოვრობთ?
         მარია: „ცხოვრება“ ხმამაღალი ნათქვამია. როგორღაც ვახერხებთ, შიმშილითა და სიცივით რომ არ დავიხოცოთ… ვეცდები აგიხსნათ. წელს ლიკა სკოლაში უნდა წამეყვანა, მაგრამ ვერ გავუშვი. არ ჰქონდა არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი, არც ჩანთა, არც რვეული. ბავშვი სკოლაში ასე როგორ უნდა წავიდეს? ვერანაირად. როდესაც ერთადერთი ამოცანაა პურისა და ჩაის საყიდელი ფულის შოვნა, „ფუფუნებაზე“ ზედმეტია ლაპარაკი.
ლიკა: მე კი მომწონს დედიკოსთან ერთად ყოფნა. უთხარით, ნუ იდარდებს. ჩემით ვისწავლი წერას! ნახე! ხატვაც ჩემით ვისწავლე. დედიკოს ვხატავ. მგონი, ბევრად უფრო ლამაზია, მაგრამ მე ასე გამომდის. ფერადი ფანქრები რომ მქონდეს, უკეთესად გამომივა და მთელ ოთახში დედიკოს სურათებს გავაკრავ!

 „ეს არის  ასო „ა“. ეს კი „ი“. ხომ ლამაზია?“

 „ეს კი დედიკოა, ჩემზე ფიქრობს, იმიტომ თავზე გულები ამოუვიდა“
        მარია: იცით, 22 წლამდე ზღაპრული ცხოვრება მქონდა. არაფერი მაკლდა, მშობლები მანებივრებდნენ. ბევრი სათამაშო მქონდა, ყველა ადამიანი კარგი მეგონა, და რომ ამქვეყნად არაფერი არსებობს სიკეთის გარდა. ალბათ, სწორედ ამან დამღუპა. ბრმად მივენდე ადამიანს, მან კი ორსული მიმატოვა. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ  შევძლო ჩემი შვილისთვის იმის ნახევრის მაინც მიცემა, რაც მე მქონდა.

ლიკა: „დედიკო, შეძლებ, ცეკვაზეც რომ მატარო? იქნებ გამოვიდეს? თუ არ გამოვა, არა უშავს“
       მარია: მზად ვარ დღე და ღამე ვიშრომო, ჩემს შვილს სურვილები, ნაწილობრივ მაინც რომ ავუსრულო. არაფერს არ მთხოვს, კანფეტსაც კი. როდესაც ვყიდულობ, ამბობს, რომ ჯობია პური მოვიმარაგოთ… ხვდებით, რამხელა ტრაგედიაა? ის ხომ ჯერ მხოლოდ 6 წლის არის.
         – რაზე ოცნებობ, ლიკა? დედიკოს ბევრი ფული რომ ჰქონდეს, რას სთხოვდი?
         ლიკა: პირველ რიგში, ლამაზი ფანჯრების გაკეთებას ვთხოვდი და კედლიდან, აი იმ საშინელი ქაღალდის ნაგლეჯის მოშორებას. იცით, ერთხელ ზედ დამეცა. გული ისე მიცემდა, მეგონა ამომივარდებოდა. კიდევ როდესაც ქარია ძალიან მეშინია, და დედიკოს მაგრად ვეხუტები, რომ არ წამიღოს. ჩვენთან სახლში ცივა, დედიკო კი თბილია.
მარია: სითბოს თუ დაგვესიზმრება. გამათბობლის ჩართვა მხოლოდ ძილის წინ შემიძლია. როგორც კი აცივდა, დენსა და გაზში მთელი 42 ლარის გადახდა მომიწია! წარმოგიდგენიათ? ეს ხომ ჩემთვის ასტრონომიული თანხაა! ამიტომ, ერთმანეთს ვათბობთ. დილით ლიკას ჩაის დავალევინებ ხოლმე, მეზობელთან წავიყვან, მე კი ძროხების მოსაწველად, ან დასალაგებლად მივდივარ. ხანდახან ხდება, რომ ამ კაპიკებსაც ვერ ვშოულობ და მხოლოდ უფლის იმედად ვრჩებით. 
       – მარია, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ, რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?
        მარია: ფანჯრების დათბილვა, სარეცხი მანქანა და საწოლი, რომელიც არ დაიშლება. თბილი საბნები და ლეიბი… თორემ სახლში რაც კი რამ გაგვაჩნია, ყველაფერს ვიფარებთ. ხანდახან დედას ძველ ლაბადასაც კი. ერთ საწოლზე დავეტეოდით მე და ჩემი გოგონა.

მარიას და ლიკას მაგრად ჩახუტებულებს სძინავთ ამ საწოლზე
         ლიკა: შეიძლება, ტელევიზორი და პლანშეტი რომ „მოვიოცნებო“? და კიდევ ღუმელი, რომ გავთბეთ?
         – შენ შეგიძლია ყველაფერი „მოიოცნებო“, საყვარელო, რაც შენს გულს გაუხარდება. მალე ახალი წელია, ჩვენს კი, ფონდში თოვლის ბაბუას უამრავი მეგობარი გვყავს. ისინი  გადასცემენ შენს სურვილებს.
           ლიკა: აუ რა მაგარია!!! ლამაზი კაბა მინდა, მე და დედიკოს ერთნაირი რომ გვქონდეს. კიდევ ბევრი კანფეტი მინდა და ფერადი ფანქრები. და კიდევ, დედიკომ იმდენი ძროხის მოწველა შეძლოს, რომ ცეკვაზე მატაროს! სულ ეს არის!

 „როგორ ფიქრობთ, ჩემგან კარგი მოცეკვავე დადგება?“
         – შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ, მარია. რაც გულში გაქვთ, ყველაფერი უთხრათ.
         მარია: ყველას ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ. ვიცი, რომ უამრავი კეთილი ადამიანი, საკუთარ შვილს მოაკლებს ლუკმა პურს და მე მიწილადებს. ვიცი, რომ საქართველოში, ბევრია ასეთი გულისხმიერი ადამიანი. კიდევ, მინდა ახალგაზრდა გოგონებს მივმართო, გთხოვთ, არ იჩქაროთ ოჯახის შექმნა! ადამიანი ჯერ კარგად გაიცანით, და მერე გადადგით ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯი. და არასდროს, არასდროს თქვათ უარი საკუთარ ოცნებაზე. მე მინდოდა ჩვილების მასაჟისტად რომ მემუშავა, უზომოდ დიდი სურვილი მქონდა, განვითარების პრობლემების მქონე ბავშვები ფეხზე დამეყენებინა, მაგრამ… ცხოვრება სხვაგვარად აეწყო. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ შევძლებ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ჩემი გოგონა ბედნიერი იყოს.
***
        მეგობრებო, მარია და ლიკა ამ სასტიკ სამყაროში სრულიად მარტონი დარჩნენ. ისინი იყინებიან და შიმშილობენ. მათ ახლა ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, სანამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაუჩნდებათ.
        მათ ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდებათ: პროდუქტი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, საწოლი და თბილი საბნები. პატარა პრინცესა კი პლანშეტსა და ლამაზ კაბაზე ოცნებობს.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭითაწყარი, მშვიდობის ქ. 3 
       ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
 გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარა ლიკას, რომ სასწაულები ხდება! შესაძლებელია, მასაც ჰქონდეს ისეთივე ლამაზი ბავშვობა, როგორც სხვა გოგონებს! მას ჩვენი სჯერა! იმედს ნუ გავუცრუებთ. აჩვენეთ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარია და ლიკა)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ სავსეა მოულოდნელობებით!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 თებ 21
სარეცხი მანქანა
599.00₾
2022 მარ 01
პროდუქტები
199.97₾
2022 მარ 16
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1160.00₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
480.00₾
2022 აპრ 11
პროდუქტები
43.00₾

სულ ხარჯები:

2481.97₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.03.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.03.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,481.39

169 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,481.39

169 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება