ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, შეგიძლია დრაკონი მოკლა?

calendar თებერვალი 8, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დედა დრაკონს თუ არ მოკლავს, ის პატარა საბას წაართმევს მწვანე თვითმფრინავს და კანფეტს, რომელიც არ აქვს. მწვანე თვითმფრინავი, გემრიელი კანფეტი და სპაიდერმენის ფორმა – ეს ყველაფერი წარმოსახვითია, დრაკონიც მხოლოდ ბიჭუნას ფანტაზიებში არსებობს. ყველაფერს სწორედ მას აბრალებენ: პური არ აქვთ – დრაკონმა წაიღო, დაიხა ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი – ალბათ, სანამ ეძინათ, ბოროტმა დრაკონმა დაღეჭა. სკამი გატყდა – ოჰ, ალბათ, ისევ იმ საძაგელმა დრაკონმა გატეხა სკამი. რა ქნან, აბა? როგორ უნდა აუხსნა ხუთი წლის საბას და ოთხი წლის დავითს, რომ არ გააჩნიათ არაფერი, რაც აქვთ სხვა ბავშვებს? გააგებინებ? ამიტომაც, იძულებულები არიან, ყველაფერი ბოროტ დრაკონს დააბრალონ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
დედიკო, შეგიძლია დრაკონი მოკლა?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

          დედა დრაკონს თუ არ მოკლავს, ის პატარა საბას წაართმევს მწვანე თვითმფრინავს და კანფეტს, რომელიც არ აქვს. მწვანე თვითმფრინავი, გემრიელი კანფეტი და სპაიდერმენის ფორმა – ეს ყველაფერი წარმოსახვითია, დრაკონიც  მხოლოდ ბიჭუნას ფანტაზიებში არსებობს. ყველაფერს სწორედ მას აბრალებენ: პური არ აქვთ – დრაკონმა წაიღო, დაიხა ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი – ალბათ, სანამ ეძინათ, ბოროტმა დრაკონმა დაღეჭა. სკამი გატყდა – ოჰ, ალბათ, ისევ იმ საძაგელმა დრაკონმა გატეხა სკამი. რა ქნან, აბა?  როგორ უნდა აუხსნა ხუთი წლის საბას და ოთხი წლის დავითს, რომ არ გააჩნიათ არაფერი, რაც აქვთ სხვა ბავშვებს? გააგებინებ? ამიტომაც, იძულებულები არიან, ყველაფერი ბოროტ დრაკონს დააბრალონ.

 „დახუჭე თვალები და დაიძინე, თორემ ბოროტი დრაკონი შენც, ჩემი ფეხსაცმელივით, წაგიყვანს, დაგღეჭავს და გადმოგაგდებს!“

– ნინო, მითხარით რა ხდება თქვენთან? ბავშვები დრაკონით რატომ მაშინებენ?
ნინო: ძალიან სასაცილოები არიან. სტუმრები უყვართ, მაგრამ იშვიათად თუ გვინახულებს ვინმე. განდეგილებივით ვცხოვრობთ. მეუღლე ციხეშია ქურდობის გამო. არ ვამართლებ, მაგრამ კარგი ცხოვრებისგან არავინ ჩაიდენს ასეთ საქციელს. უარესსაც იზავ, როდესაც შენი შვილები განუწყვეტლივ ტირიან შიმშილისგან რამდენიმე დღის მანძილზე. არ გვინდა ამაზე საუბარი. ბავშვების თანდასწრებით მამაზე არ ვლაპარაკობ. დრაკონი კი ჩვენ მოვიგონეთ.
        – ნება თქვენია, ბავშვებს გულს არ დავწყვეტთ. მოყევით, როგორ ცხოვრობთ? რა არის თქვენი საარსებო წყარო?
        ნინო: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა. 380 ლარს ვიღებ. კიდევ, პური და წვნიანი მომაქვს სოციალური სასადილოდან. მართალია, ბავშვებს მისი გემო არ მოსწონთ, მაგრამ როდესაც სხვა არაფერი გვაქვს, იძულებულები არიან ჭამონ. ბევრ პურს ჩავყრით, ვჭამთ და დრაკონზე ვყვებით ზღაპრებს.

 „ხანდახან ქათამი, ბუმბულისგან არ არის კარგად გაწმენდილი. აი გეუბნებით ამას და თან მეშინია, ვინმე რომ წაიკითხავს, არ თქვას: „თუ არ გინდა, ნუ აიღებ“. შიმშილით დავიხოცებით ამის გარეშე, მართლა“.

 „გინდა ჩემი ფაფა გაგიყო? მე ბოლომდე ვერ შევჭამ“

 „მე არ გაგიყოფ, მშია! ჩემი ძმის წილსაც მე შევჭამ“
         – იმას, რაც კანონით თქვენია, ვერავინ წაგართმევთ!
        ნინო: მხოლოდ ჩემი შვილები არიან ჩემი. მათ გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ოღონდ ისინი იყვნენ კარგად. ისინი კი, დიდი ხანია კარგად არ არიან…

 „იმისთვის, რომ კარგად ვიყოთ, ბევრი სათამაშო და კანფეტი უნდა გვქონდეს“

– მაშინ, როდესაც ოჯახი შექმენით, თქვენი მომავალი როგორ წარმოგედგინათ?
ნინო: ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, ასე რომ ვიქნებოდით. იცით, გოგონები, მეოცნებეები არიან და არ შეუძლიათ მდგომარეობის რეალურად შეფასება. 19 წლის რომ ვიყავი, მეგონა, რომ ჩემი უფლისწული შემხვდა და ყველაფერი იქნებოდა როგორც ზღაპარში. მაგრამ, რატომღაც, ზღაპარი უცნაურად გაგრძელდა. ყველა გოგონას გაფრთხილება მინდა, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ისეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორიც არის ოჯახის შექმნა! დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ ეს არის თქვენი ოცნება? უნდა ისწავლოთ! აუცილებლად უნდა გქონდეთ პროფესია! და… დიახ, მარტოხელა ქალი, ძალიან უბედურია.
საბა (5 წლის): მეც უბედური ვარ.
– შენ რატომ?
საბა: რას ჰქვია რატომ? მწვანე თვითმფრინავი არ მაქვს! შენ გაქვს? არა? ესე იგი, შენც უბედური ხარ!
         – მწვანე თვითმფრინავის გარდა, ბედნიერებას კიდევ რა მოგიტანდა?
         საბა: ალბათ, ბევრი ხილი. აი იმდენი, მთელო საწოლი რომ დაიფაროს, ჩავწვებოდი  და ასე ვეტყოდი: „როგორ მიყვარხარ! ხი-ი-ი-ი-ი-ლო!!!“ 

 „საბა ისე მაგრად მეხუტება, გამჭყლიტავს!“

          – ვინ არის თქვენს შორის უფრო დამჯერი?
           დავითი: დედიკო! მაგრამ, როდესაც კანფეტის და ხილის ყიდვას ვთხოვ,  არ მიჯერებს. მეუბნება, რომ ფულს დრაკონი გვპარავს! აუ, მაგას რომ დავიჭერ, მოვკლავ! 

 „დაეხმარეთ დედიკოს დრაკონის მოკვლაში, გთხოვთ!“
– ნინო, პირველ რიგში, რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?
ნინო: პროდუქტით! ამჟამად სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. სასადილოს საჭმელი ბავშვებს არ მოსწონთ. ვაძალებ ჭამას, როდესაც სხვა არაფერი მაქვს. ცარიელი პურით ვერ ნაყრდებიან. რამდენი ხანია, მათთვის გემრიელი არაფერი მომიმზადებია…
კიდევ მაგიდა გვჭირდება, პატარა მაგიდა. ის, რომელზეც ჭამენ, შეიძლება ნებისმიერ წამს გატყდეს. ერთი-ორი სკამიც. ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და კიდევ რამე ისეთი, მულტფილმებს რომ უყურონ. პლანშეტი, ან ტელევიზორი. ბავშვები საჩუქრებს ელოდებოდნენ საახალწლოდ, მაგრამ მერე აქეთ მამშვიდებდნენ, ალბათ გზაში დრაკონი ჩაუსაფრდაო.

 „საწოლი, მაგიდა, სკამი და სათამაშო მოედანი… ოღონდ ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, რომ არ ჩავარდეს“
– შევთანხმდით. საბა, დავით თქვენს ინტერვიუს ბევრი დეიდა და ბიძია წაიკითხავს. იტყვიან: „ვაიმე, რა კარგი ბიჭები არიან, გვინდა მათი ნახვა და მათთვის საჩუქრების მიტანა“. საჩუქრად რას ისურვებდით?

საბა: „კიდევ გაგიმეორო? ვერ იმახსოვრებ? ხილი მინდა და მწვანე თვითმფრინავი. კიდე ხილი, მწვანე თვითმფრინავი და მულტფილმები“

დავითი: „მეც მინდა სათამაშო და სპაიდერმენი!“

***
        საბასთვის და დავითისთვის, არასდროს, არავის არაფერი უჩუქებია. მათ მოიგონეს ბოროტი დრაკონი, და ყველაფერს მას აბრალებენ. არც კეთილი დეიდების და ბიძიების არსებობის სჯერათ. ჰგონიათ, რომ წარმოსახვითი დრაკონი, მათაც საჩუქრებიანად შეჭამს. მაგრამ, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, თუ ერთად დავდგებით, ვერანაირი დრაკონი ვერ შეგვაშინებს. ხომ ვიცით, რომ პატარებს სიკეთის დაჯერება უფრო გაუხარდებათ. მითხარით, მეგობრებო, ნუთუ ბავშვებმა ასე უნდა იცხოვრონ? წარმოიდგინეთ, მათ თვალში ვინ იქნებით, თუ სპაიდერმენის ფორმას და ხილს აჩუქებთ? თქვენ სუპერგმირი იქნებით, რომელმაც ვერაგი დრაკონი დაამარცხა!
ნინოს და მის შვილებს, ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. მადლობელი იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის: პროდუქტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მაგიდა, სკამები, სათამაშოები, ტელევიზორი, პლანშეტი, უზომოდ გაუხარდებათ.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: თბილისი, სანზონა, გუდამაყრის ქ. პირველი შესახვევი 2, ოთახი 214.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნინო კავთუაშვილი).
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
         დალოცვილები ყოფილიყავით!

,,ვაშა-ა-ა, უკვე ჭკვიანი ტელევიზორი გვაქვს, რომელმაც ყოველთვის იცის, რის ყურება გვინდა!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          „დედიკო, ჩვენი ახალი ტელევიზორი ჭკვიანია? და ეს რას ნიშნავს? ფიქრი შეუძლია?“ – ეკითხება გახარებული საბა ნინოს, თან, ხტუნვა-ხტუნვით მოაქვს პულტი. დედა უხსნის, რომ ეს ტელევიზორი ჯადოსნურია და რომელ მულტფილმსაც ბიჭები მოისურვებენ, სწორედ იმას აჩვენებს…
          ჩვენი ფონდის მეგობრებმა, კიდევ ერთ ოჯახს გაულამაზეს დღე, კიდევ ორი არაჩვეულებრივი პატარა გაახარეს, მათ ხომ, როგორც 5 წლის საბამ ,,გაგვიმხილა“,  ჭკვიანი კი არა, სულელი ტელევიზორიც არ ჰქონდათ…

„კიდევ მაჭამე რა… ძალიან გემრიელია…“

         ნინო კავთუაშვილი, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, რომლის ფართობი, სულ რაღაც ოცი კვადრატული მეტრია. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ არ აქვთ არანაირი შემოსავალი და შესაბამისად, არც ნორმალური საცხოვრებელი პირობები.  ნინომ, დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართა. ფონდმა მათ შესახებ პოსტი, 2022 წლის  8 თებერვალს გამოაქვეყნა. იხ. ბმული:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/835-kavtuashvili/

„ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება!“

          – ნინო, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენს შესახებ, სოციალურ ქსელში სტატია გამოაქვეყნა?
         ნინო:  ვისაც მსგავსი გაჭირვება არ უნახავს (უფალმა არც არავის ანახოს), გაუძნელდება იმის წარმოდგენა, რაც ახლა ჩვენს გულებში ხდება. სიხარულისგან დავფრინავთ, მეც, და ჩემი პატარებიც. დიახ, უამრავი საჩუქარი მივიღეთ თქვენი წყალობით, ჩემო კეთილო ადამიანებო! ჩვენთვის ძალიან  საჭირო ნივთები გვაჩუქეთ:  საწოლი, ტელევიზორი, მაგიდა, სკამები, პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები… მაგრამ ყველაზე მთავარი საჩუქარი, იმის შეგრძნებაა, რომ მარტო არ ვართ! ჩვენ გვერდით უამრავი ადამიანია, რომელიც არასდროს „მოგცემს უფლებას“ შიმშილით და უმწეობით რომ დავიხოცოთ! (ცრემლებს იწმენდს.)
         – ყველაზე მეტად რა გაგეხარდათ?
          ნინო:  ყველაფერი ძალიან გვჭირდებოდა, მაგიდა და სკამები განსაკუთრებით. რამდენი ხანია, ადამიანურად არ გვისადილია. წარმოიდგინეთ, როგორ მივირთმევდით საკვებს, მაგიდის და სკამის გარეშე – ფეხზე დგომით… და მერე, ეს არაჩვეულებრივი საწოლი…

„დედიკო, ნახე, შენზე მაღალი ვა-ა-ა-არ!“
          საბა: ორსართულიანი საწოლი ძალიან, ძალიან, ძალიან გვინდოდა მე და დათის. ათჯერ ძალიან. ახლა დათი ავადაა, ნიკაპი გაიტეხა. ბაღში წაიქცა. სად დაწვებოდა? ძალიან სტკივა ნიკაპი! ძირს ხომ არ დაწვებოდა? აბა, ნახე ახლა როგორ ტკბილად სძინავს. 
         – ნინო, სერიოზული ხომ არაფერია?
         ნინო: არა, ისეთი არაფერი, მაგრამ ბევრი ვიტირეთ…
         საბა: სულ ცელქობს, ვეუბნები: არ იცელქო, მეთქი. მაგრამ, არ მიჯერებს
          – შენ არ ცელქობ?
          საბა: მე უკვე დიდი ვარ! ავად რომ გავხდე, არ შეიძლება…დედას ფული არ აქვს და წამლებს ვერ მიყიდის…
          – საბა, შენც ყველა საჩუქარი მოგეწონა?
          საბა: მე ტელევიზორი მომეწონა. ძალიან ჭკვიანია ჩემსავით.
          – როგორი ჭკვიანი? ისიც არ ხდება ავად?
           საბა (იცინის.): ჭკვიანი იმიტომაა, რომ ფიქრი შეუძლია… ფიქრობს, ფიქრობს და მერე მოიფიქრებს ხოლმე. 
           – რას მოიფიქრებს?
           საბა: იმას, რომელი მულტფილმი გვინდა, რომ ვნახოთ.

„გაიცანით, ეს არის ჩვენი ჭკვიანი ტელევიზორი, რომელიც ბევრ საინტერესო მულტფილმს იმახსოვრებს!”

       – ტკბილეული არ გაგეხარდათ შენ და დათუნას?
        საბა: ეგ სულ დამავიწყდა… ისე ძალიან გაგვეხარდა, რომ სულ შევახრამუნეთ. კიდევ, საჭმელები გამეხარდა. ორჯერ უნდა ვჭამო, რომ დიდი გავიზარდო. მე სალათა მიყვარს. 

..ახლა ბევრ ბანანს შევჭამ და ისეთი ღონიერი გავხდები, დრაკონსაც კი მოვერევი“

       – რომელი სალათი?
           საბა: სულ ყველანაირი. სულ ვეუბნები დედას: გამიკეთე! და მან კიდევ… არ გვაქვსო ისინიო… რა ჰქვია? რაღაცას ამბობს, დამავიწყდა…
          – ინგრედიენტებიო?
          საბა: ხო, ეგენი.

„ჯერ ეს ვჭამო, თუ ეს? ნეტა, რომელი უფრო მიყვარს…“

          – დათოს რა მოეწონა, ხომ არ იცი? ახლა სძინავს და მე ვერ ვეკითხები.
          საბა: საწოლი. კიდევ მოეწონა, რომ დრაკონი ავად გახდა, თოვლის ბაბუას კი, ფეხი მოურჩა.
         – ეგ ის დრაკონია, თქვენამდე საჩუქრებს რომ არ უშვებს?
          საბა: კი. 
          – და თოვლის ბაბუას რაღა დაემართა?
           საბა: ახალ წელს, საჩუქრები ვერ მოგვიტანა. დედამ გვითხრა: ფეხი მოიტეხა და ამიტომო. ახლა, ეტყობა მოურჩა…
          – ნინო, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ? კიდევ, ვინ დაგეხმარათ?
           ნინო: დიახ, იყო ერთი ხანში შესული, ძალიან საყვარელი ქალბატონი, რომელმაც საკვები და თავისი ხელით მომზადებული მურაბები მოგვიტანა. ძალიან მოეწონათ ბავშვებს მურაბა. უგემრიელესი იყო. მადლობა მას, ასეთი სითბოსათვის. კიდევ იყო ქალბატონი, ორ ვაჟთან ერთად. მან ხილი მოგვიტანა და ტანსაცმელი ბავშვებისათვის. შეხედეთ ჩემს ბიჭებს. ახლაც მისი მოტანილი ტანსაცმელი აცვიათ… 

„მეორე სართულზე ავიდეთ და ვითამაშოთ, კარგი?“

         – ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ იყო რამე გამოხმაურება?
          ნინო: სამწუხაროდ, არა. ბევრჯერ დავწერე განცხადება, მაგრამ… ჯერ არავინ შემხმიანებია… 
***
          მეგობრებო, ჩვენ ვაჩუქეთ ამ ოჯახს ერთი მშვენიერი დღე, მაგრამ ამით, მათი გაჭირვება არ დასრულებულა. ოჯახს კიდევ ბევრი რამ სჭირდება. არ აქვთ ნიჟარა, ონკანი, შესაკეთებელია ჭერი, კედლები… ბავშვები ოცნებობენ გემრიელ საკვებზე, ფერად ფანქრებზე, გასაფერადებელ წიგნებსა და ახალ სათამაშოებზე. 
          იმედია, ჩვენი კეთილი საქმეც ამით არ დასრულდება და კიდევ შევძლებთ, ნინოს მხარში ამოდგომას და როგორც თავად ამბობს, არ მივცემთ მას საშუალებას დამარცხდეს შიმშილთან ბრძოლაში! 
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
           მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
           მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: კავთუაშვილების ოჯახი).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მარ 22
სამზარეულოს კუთხე
670.00₾
2022 მარ 23
ორ სართულიანი საწოლი
700.00₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
560.00₾
2022 მაი 13
პროდუქტები
299.00₾
2022 მაი 16
ტელევიზორი
600.00₾
2022 აგვ 24
პროდუქტები
105.82₾

სულ ხარჯები:

2934.82₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾3.55
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.06.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2022 23:45:15
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,934.49

254 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,934.49

254 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება