რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი!

calendar თებერვალი 14, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ხანდახან იცით როგორ ხდება? მიჰყვები ცხოვრების დინებას, მთელი გულით გიყვარს ადამიანი, მასთან მთელი ცხოვრების გატარება გსურს, ჭირსა და ლხინში, მწუხარებასა და სიხარულში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ… მერე კი, უცებ სიკვდილი კი არა, ვიღაც მესამე დგება თქვენს შორის! და რაღა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი როგორ იყო, ან როგორ იქნება, როდესაც იმ წუთში, გინდა, რომ უბრალოდ მოკვდე… იმის გამო, რომ გიღალატეს, თუ იმის გამო, რომ თავს არარაობად გრძნობ, სხვაში გაგცვალეს… ან იმის გამო, რომ აზრი უკვე აღარაფერს აქვს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „დედა, რამაზის ერთი ნაბიჯითაც რომ მოშორდეს, და მას ვერ შეეხოს, გულამოსკვნილი იტირებს“
ხანდახან იცით როგორ ხდება? მიჰყვები ცხოვრების დინებას, მთელი გულით გიყვარს ადამიანი, მასთან მთელი ცხოვრების გატარება გსურს, ჭირსა და ლხინში, მწუხარებასა და სიხარულში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ… მერე კი, უცებ სიკვდილი კი არა, ვიღაც მესამე დგება თქვენს შორის! და რაღა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი როგორ იყო, ან როგორ იქნება, როდესაც იმ წუთში, გინდა, რომ უბრალოდ  მოკვდე… იმის გამო, რომ გიღალატეს, თუ იმის გამო, რომ თავს არარაობად გრძნობ, სხვაში გაგცვალეს… ან იმის გამო, რომ აზრი უკვე აღარაფერს აქვს.
მეუღლემ ლამზირა ორი შვილით რომ მიატოვა, თავის მოკვლა უნდოდა. ის ხომ, წრფელი გულით, შვილებზე, სიცოცხლეზე, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. ეგონა, რომ მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებდა. მაგრამ, გაძლო. თანაც ერთი დღე, ან თვე კი არა, მთელი შვიდი წელიწადი… ახლა, მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის ცხოვრობს. მხოლოდ მათი ცხოვრებით. 10 წლის რამაზი ძალიან ავად არის. დედას რამე რომ მოუვიდეს, მის გარეშე, ნამდვილად ვერ იცოცხლებს, ერთი დღე კი არა, ერთი საათიც კი. სწორედ ეს მატებს ძალას ახალგაზრდა ქალს.
არც კი ვიცი, საიდან დავიწყო ამ ოჯახის უბედური ცხოვრების აღწერა. როგორ გამოვყო ყველაზე მძიმე პრობლემა, ყველაზე მწარე ტკივილი. მარტოხელა დედის ლამზირას, მისი 12 წლის გოგონას რიტას და 10 წლის ბიჭის რამაზის ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მათი მდგომარეობა გამოუვალია. სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია საჭმლისა და პამპერსის საყიდლად ძლივს ჰყოფნით. სოციალურ სასადილოში იკვებებიან. მათი სახლი დაუმთავრებელია და წარმოდგენაც კი არ აქვთ, როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება… და საერთოდ საჭირო არის, თუ არა მისი გაგრძელება.

ისინი სახლს ეძახიან ამ რკინით მოჭედილ კედლებს

სააბაზანოში შესვლა, როგორც მინიმუმ, სახიფათოა

– ამ ყველაფრის შემხედვარე, ალბათ, იმის თქმა უფრო მარტივი იქნება, რა არ გჭირდებათ…
ლამზირა: მართალი ხართ. გარედან ჩვენი სახლი საზარელი სანახავია, შიგნით რა ხდება რომ დაინახავთ, ალბათ, იტირებთ… მეუღლე  ისე წავიდა სხვასთან, შვიდი წლის წინ,  რომ მშენებლობა არ დაუსრულებია. ჩვენ აქედან არ გავუყრივართ, ასე თქვა: „იცხოვრეთო“. იცხოვრეთ – ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. შვიდი წლის მანძილზე, როგორღაც მოვახერხე და ცოტა წესრიგში მოვიყვანე. კედლები გავამაგრე, ჭერი შევაკეთე. დანარჩენი კი, ზოგი რამ სადღაც ვიპოვეთ, ზოგიც კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს.
– ამ ყველაფერს მარტო, ავადმყოფი ბავშვით, როგორ უმკლავდებით?
ლამზირა: ვერანაირად! რამაზის რაც წლები ემატება, სულ უფრო რთულდება მისი ცხოვრება. როდესაც ბავშვი პატარაა, დედებს ამშვიდებენ: „წამოიზრდება და აღარ გაგიჭირდება ასეო“. რამაზიკოს შემთხვევაში, ყველაფერი პირიქით არის. წონაში იმატებს, მძიმდება, ხასიათიც ურთულდება, მე კი არ მემატება ძალა… დამხმარე მეზრდება –  რიტა, სიგიჟემდე უყვარს თავისი ძმა, მაგრამ ვერ ვტოვებ მასთან მარტოს. თუ რამაზი ვერ დამინახავს, ან ჩემს ხმას ვერ გაიგებს, მისი კივილი მთელ უბანს ესმის. ჩემზეა მოჯაჭვული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუ წასასვლელი ვარ სადმე, ზურგზე მოვიკიდებ ხოლმე, და თან დამყავს…

რამაზის მხოლოდ დედიკოს გვერდით, მხოლოდ მასთან ერთად შეუძლია არსებობა
– მოგვიყევით, რა სჭირს რამაზის.
ლამზირა: რთული ორსულობა მქონდა, იყო არასრულფასოვანი ბავშვის გაჩენის საფრთხე. მაგრამ, მე და ჩემმა მეუღლემ ვიცოდით: ვინც არ უნდა გაჩნდეს და როგორიც არ უნდა იყოს, ის ჩვენი საყვარელი შვილი იქნება. რამაზი დღენაკლული დაიბადა, და ექიმებმა დიაგნოზი მაშინვე დაუსვეს – ცერებრალური დამბლა. ვიცი, რომ ვერ განიკურნება, მაგრამ, ერთად ვუვლიდით. ორნი ვიყავით და უფრო ადვილი იყო. ძალიან მეხმარებოდა რამაზის მამა. სულ ხელში აყვანილს ატარებდა. ხანდახან მეფიქრებოდა, რომ ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობდა შვილს. მაგრამ, როდესაც წავიდა და მარტონი დაგვტოვა, მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. რთული იყო, ხანდახან გაუსაძლისიც. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურ მხარეს, მხარდაჭერაა მთავარი.

კედლების ნაცვლად – ფანერა, იატაკის ნაცვლად კი – ძველი ხალიჩა

– კი, მაგრამ როგორ უმკლავდებით?
ლამზირა: დაახლოებით 100 ლარი მჭირდება თვეში, მხოლოდ ბავშვის პამპერსის საყიდლად. მას თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მე ვაჭმევ და მე ვაცმევ. მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი სიტყვაც კი არ აქვს ნათქვამი. მხოლოდ ზმუის, ხმებით ვხვდები, რა უნდა, ჭამა, წყალი, თუ უბრალოდ დასვრილია. იცით, ყველაზე მეტად რის მეშინია? უბრალო გაციების! როდესაც ის ავად არის, დგება სამყაროს აღსასრული. ისე იტანჯება, ისე სტკივა, რომ მისი შემხედვარე, მე და რიტაც ვტირით. თითოეული მისი გაციება, მინიმუმ 200 ლარი მიჯდება!

 „ოღონდაც ავად არ გახდე, დედიკო იქნება ავად შენს ნაცვლად“

– იქნებ გსურთ რამე უთხრათ იმ დედებს, ვინც ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც თქვენ?
ლამზირა: დიახ! ჩემო საყვარელო და ძვირფასო დედიკოებო! ჩვენ ყველაზე ძლიერი ადამიანები ვართ ამ პლანეტაზე! ჩვენ, ავადმყოფი ბავშვების დედიკოები, ყველაზე ამტანები ვართ. რკინაზე უფრო მაგრები. სანამ განსაკუთრებულ შვილებს გვაჩუქებდა, ღმერთმა ათი კაცის და ქალის ძალა გვიბოძა. თუ მარტო დარჩებით, მაშინაც იცოდეთ, რომ თქვენ ფრთები გაქვთ. თქვენი შვილები არიან ეს ფრთები. ისინი დაცემის საშუალებას არ მოგცემენ. გამაგრდით, გაუძელით! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაზე საყვარელმა ადამიანებმა გიღალატეს, იცოდეთ, რომ სრულიად უცხო ადამიანები დაგიდგებიან მხარში.

 „ჩვენ, ავადმყოფი ბავშვების დედიკოები – მთელს პლანეტაზე, ყველაზე ძლიერი არსებები ვართ!“

– ჟრუანტელმაც კი დამიარა! გმადლობთ. ეს სიტყვები ბევრისთვის იქნება სტიმული. ბევრი მარტოსული, მიტოვებული, შეურაცხყოფილი ადამიანისთვის…
ლამზირა: როდესაც სხვა გზა არ გრჩება, სისუსტე სიკვდილის ტოლფასია. ჩემს რიტასაც სულ ამას ვარიგებ.
რიტა (12 წლის): ძალიან მიყვარს დედიკო! ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად იყოს!
 

„ჩემი შვილები ჩემი ფრთებია, ისინი არ მაძლევენ დაცემის საშუალებას“

– ახლა რით ახარებ?
რიტა: ახლახან, 16 ოქტომბერს, დედიკოს დაბადების დღე იყო. ის სკოლაში საჭმლის ფულს მაძლევდა, მე კი მთელი წელი ვაგროვებდი. შევაგროვე და დაბადების დღეზე ვაჩუქე შარფი და ტორტი, სანთლებით. იცით, როგორ გაუხარდა? პატარა გოგოსავით! ხან ტიროდა, ხან იცინოდა. ისე მიკრავდა გულში, კინაღამ დამიმტვრია ყველა ძვალი. აი როგორ მიყვარს ჩემი დედიკო!

 „არ იტირო, პატარავ, დედიკო მალე მოვა, მე შენს გვერდით ვარ“

– შეგიძლია ძამიკოს მიხედო, დედამ რომ დაისვენოს?
რიტა: სიხარულით მივხედავდი, მაგრამ რამაზის მხოლოდ დედა უნდა. დედა თუ სადმე მიდის, ვართობ, როგორც შემიძლია. ვუმღერი, სულ ხელში მიჭირავს. მაგრამ, თუ იგრძნო, რომ დედა შორს არის, ისტერიკა იწყება… ისეთი უსუსურია, როდესაც ტირის.

რამაზისთვის, მთელი სამყარო მისი დედიკოა!

– ლამზირა, მესმის, რომ თქვენი ოჯახის პრობლემებზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ, მოდით, ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეები გამოვყოთ, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს თქვენი დახმარება შეუძლიათ.
ლამზირა: არ ვიცი, თქვენთან როგორი წესებია. სამშენებლო მასალა, გაზის წყლის გამაცხელებელი, გამათბობელი და გაზქურა მჭირდება. ზამთრის სიცივეს ვერ გავუძლებთ. რამაზის ავად გახდომა არ შეიძლება. ნებისმიერი, სულ უმნიშვნელო გაციებაც კი, მისთვის შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. არის კიდევ მეორეხარისხოვანი ნივთები, რომელზეც უბრალოდ ვოცნებობთ: ტელევიზორი, კომპიუტერი რიტასთვის, საწოლი, პროდუქტი, პამპერსი… ეჰ, შორს წავალთ ასე.
რიტა: შეიძლება, მეც ვთქვა რაზე ვოცნებობ? ჩემი ოცნებაა, მქონდეს თმის საშრობი. ხომ იცით? თმას რომ დაიბან, და მერე გაიშრობ. ძალიან მინდა, რომ მეც და დედიკომაც, თავს მოვუაროთ, ნამდვილი გოგონებივით. კიდევ, მინდა სხვადასხვა შამპუნები, ნელსაცხებლები, კარგი სურნელისთვის. თორემ, არავის არ უნდა ჩემთან მეგობრობა. ხანდახან ვფიქრობ, თუ სხვა გოგონებივით მოვუვლი თავს, მეც მეყოლება მეგობრები!
– დარწმუნებული ვარ, რომ წაიკითხავენ და გაიგებენ შენზე, მეგობრები აუცილებლად გეყოლება. ისურვებდი მათთან ტელეფონით საუბარს, ან მიმოწერას?
რიტა: თანატოლებთან? დიდებთან? რა თქმა უნდა! ეს შესაძლებელია? მივწერ! ვაიმე, რა კარგია.

ის თმის საშრობზე ოცნებობს, ამ დროს კი, ნორმალური სააბაზანო ოთახიც არ აქვს!

***
მეგობრებო, ამ ოჯახს სხვა არავინ ჰყავს, დახმარებისთვის რომ მიმართოს. მათი უკანასკნელი იმედი, სრულიად უცხო ადამიანები არიან. ლამზირა ძალიან განიცდის თავისი ავადმყოფი ბიჭის და მოზარდი გოგონას მდგომარეობას. სიცივისა და არასრულფასოვანი კვების გამო, მათ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდეთ.
ამ კეთილ, ქართულ ოჯახს, ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, სამშენებლო მასალა, გაზქურა, გაზის წყლის გამაცხელებელი და გამათბობელი. არაჩვეულებრივი იქნებოდა, მათთვის საწოლების, პლანშეტის, ტანსაცმლის და თმის საშრობის შეძენა რომ მოხერხდეს! ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას ისევე, როგორც სხვა ქართული ოჯახების, რომლებიც იმყოფებოდნენ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ბათუმი, მარკოზ აჭარელის ქ. 16 (მდინარესთან)
 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! რომ ადამიანურად ცხოვრება მათაც შეუძლიათ! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
 გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
 ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლამზირა კირკიტაძე).
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
  ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ Instagram: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

კეთილმა ადამიანებმა ახალი ცხოვრება გვაჩუქეს მე და ჩემს შვილებს

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ყველა ქართველი ბავშვის სახეზე მხოლოდ ღიმილს უნდა ვხედავდეთ!
 
 „სწორედ მაშინ, როდესაც უიმედოდ დარჩენილს სიკვდილი მინდოდა, ღმერთმა თქვენი თავი გამომიგზავნა. შეგცოდე და მაპატიე, ღმერთო, რომ ასეთი ფიქრები გავივლე გულში“ – ლამზირა ყოველდღე ლოცვასავით წარმოსთქვამს ამ სიტყვებს, შვილის სახეზე ღიმილს რომ დაინახავს. არადა, მართლა აღარაფრის სჯეროდა. ჩვენც არ დაგვიჯერა, როდესაც დავპირდით, რომ მთელი საქართველო დაირაზმებოდა მათ დასახმარებლად.
 ცერებრული დამბლით დაავადებული პატარა ბიჭის, რამაზის ისტორია, ფონდის გვერდზე ერთი წლის წინ გამოვაქვეყნეთ. მამამ ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. დედამ რამდენიმეჯერ სცადა თავის მოკვლა. ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილ ლამზირას (რამაზის დედას) ორ შვილთან ერთად დანგრეულ ქოხში უწევდა ცხოვრება. აქ არც სახურავი იყო და არც იატაკი. წვიმაში კედლებზე მოსეირნე ლოკოკინები, სიცხეში შემოსული მღრღნელები გაუსაძლისს ხდიდა ისედაც ტანჯული დედის ყოფას, რომელსაც ავადმყოფი შვილი ზურგით ჰყავდა სატარებელი… რაღა უნდა გაიგოს ან წაიკითხოს ადამიანმა ამაზე საშინელი? ამის იქით ხომ უკვე სიკვდილია? უფალო, დაიფარე ყველა ბავშვი ასეთი უბედურებისგან!

– ლამზირა, როდესაც მოგვმართეთ თქვენი მდგომარეობა აუტანელი იყო. გვიამბეთ, რა მოხდა შემდგომ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
 ლამზირა:
როგორ და საიდან დავიწყო, არც ვიცი… ჩვენს ისტორიას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, როგორზეც ალბათ, ვერც ვიოცნებებდი. საჩუქრები, რაც თქვენმა ფონდმა გაგვიკეთა, რაც კეთილმა ადამიანებმა გაიღეს ჩვენთვის, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო! მარტოდ აღარ ვგრძნობ თავს, თითქოს, მთელი საქართველო მიმაგრებს ზურგს!
 პირველად რომ გვესტუმრა თქვენი სატვირთო, დავინახე ყველაზე მთავარი რამ – გაზის გამათბობელი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა… გავიფიქრე, ნუთუ გავთბებით? მერე გაზქურა, ტელევიზორი, მაცივარი, საოჯახო წვრილი ტექნიკა – ხორცსაკეპი, ბლენდერი და უამრავი საჭირო ნივთი გადმოტვირთეს. ეს ბედნიერების პიკი იყო.
 ღმერთო-ო-ო-ო, არც თმის საკრეჭი მანქანა დაგვიწყებიათ. ადრე, თქვენს ჟურნალისტს ვუთხარი, რომ ჩემი პატარა ბიჭისთვის თმის შეჭრა ძალიან დიდი პრობლემა იყო. უბრალოდ, სიტყვას მოვაყოლე. მისი მდგომარეობა ხომ იცით, საათობით როგორ გავაჩერებდი სკამზე? ის მძიმე დაავადებით იტანჯება. თქვენ ყველაფერს აქცევთ ყურადღებას, ყველა ჩვენს საჭიროებას ითვალისწინებთ. არცერთი სიტყვა, თხოვნა არ გავიწყდებათ… ღმერთო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი…

„ნუთუ გავთბებით?“

– სწორედ ამისთვის ვართ, რომ გავითვალისწინოთ ყველა თქვენი საჭიროება!
 ლამზირა:
და ეს ჯერ ყველაფერი არ არის… მეორედ გვესტუმრა თქვენი ჯგუფი, მესამედ, მეოთხედ… მეორე ჯერზე სახურავისთვის მასალები მოგვიტანეს. ამან საერთოდ დამამუნჯა. მადლობა! მადლობა! – ვლუღლუღებდი… მიხაროდა, რომ ზამთარს უკვე ნამდვილად გავუძლებდით.

„ახლა ჩვენს სახლში აღარ იწვიმებს…“

მერე წყლის გამათბობელი – ჩვენი „საცოდავი“ აბაზანის კეთილმოსაწყობად… შემოსასვლელი კარი? ისიც კი არ დაგვიწყებიათ! ჩვენი კარი უკვე აღარც იკეტებოდა. საკვები პროდუქტით დახმარება? არაერთხელ! უამრავჯერ მოგვიტანეს თქვენი ფონდიდანაც და იმ ადამიანებმაც, ვინც თავად გვესტუმრა და მოგვინახულა.

„ჩვენი სახლის ახალი კარი ძალიან მომწონს, უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. კარგად იკეტება! თუმცა, ის ყოველთვის ფართოდ გაიღება კეთილი ადამიანებისთვის.“

„გაიცანით, ყინულის თეთრი დედოფალი – ჩვენი ახალი მაცივარი! ასეთ მაცივარზე ოცნებასაც ვერ გავბედავდით…“

– როგორც ვიცი, თქვენი მთავარი საჭიროება იყო რამაზისთვის საკმაოდ ძვირადღირებული კვლევების ჩატარება. ამაზე რას იტყვით?
 ლამზირა
: დიახ, ესეც დაგვიფინანსა თქვენმა ფონდმა. მადლობა. უამრავი რამ შევიტყვე. პირველ რიგში, ექიმმა მოგვცა იმის იმედი, რომ რამაზიკოს უწყვეტად თუ ჩაუტარდება მასაჟი, ის სიარულს შეძლებს. მაგრამ რაც შეეხება საუბარს, ეს გამორიცხულია! სამწუხაროდ… თუმცა, ჩემი ოცნებაა, ერთი სიტყვა მაინც, „დედა“ თქვას. თერთმეტი წელია გასული მისი დაბადებიდან და მე მხოლოდ ახლა გავიგე, ამ გამოკვლევების წყალობით, რომ მისთვის დაბადებისთანავე ოპერაცია ჩაუტარებიათ.

 – ეს როგორ? თქვენ არ იცოდით ამის შესახებ?

ლამზირა: რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც თირკმელებში „კენჭის გავლა“ დამემართა. სამკურნალო საშუალებები და ტკივილგამაყუჩებლები გამომიწერეს. ერთ დღესაც საშინელი შეტევა დამეწყო. ოჯახის წევრებს, კენჭის ბრალი ეგონათ, რადგან ჯერ მშობიარობა არ მიწევდა. მაგრამ მოტყუვდნენ. ბავშვი გავაჩინე ნაადრევად. სამშობიარომდე ვერ მივაღწიეთ. სახლში დაიბადა. მე გონება დავკარგე. პატარა თავით დაეცა იატაკზე და ჰემატომა გამოუვლინდა. მერე კი გადაგვიყვანეს სავადმყოფოში, მაგრამ ჩემს დედამთილს და მულს ჩემთვის არ უთქვამთ, რომ რამაზს იქ ჰემატომა ამოკვეთეს. თურმე, თავისით უნდა გაწოვილიყო. ყველა ჩვენი პრობლემაც აქედან დაწყებულა. 


 – მაგრამ ის ამბავი, რომ რამაზიკო ოდესმე შეძლებს დამოუკიდებლად სიარულს, უკვე იმედისმომცემია. ის ხომ, ახლა. თქვენს გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამს და გამუდმებით ტირის გვერდით თუ არ ჰყავხართ?
 რიტა (14 წლის):
ის დედიკოს გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებს. თითქოს, თოთო ბავშვად დარჩა… მე უნდა დავეხმარო დედიკოს ოჯახის საქმეებში. უკვე სადილის მომზადებაც ვიცი, ცხობაც. იცით, როგორ გამიხარდა, გაზქურა რომ მოგვიტანეთ?!

„ახლა, უკვე შემიძლია, ჩაიზეც რომ დაგპატიჟოთ!“

– მე მეგონა, პლანშეტი უფრო გაგიხარდა.
 რიტა:
რა თქმა უნდა, პლანშეტი უზომოდ გამიხარდა. რომ დავინახე, ეგრევე გულში ჩავიკარი. მაგრამ გინდათ, სიმართლე გითხრათ?

„პლანშეტი არასდროს მქონია… ახლა, უკვე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ!

– მითხარი!
 რიტა:
ყველაზე მეტად გაზის გამათბობელი გამიხარდა. როდესაც თითებში ყინვა გაქვს გამჯდარი და ფეხებს ვერ გრძნობ, საშინელებაა… ვფიქრობ, შიმშილს უფრო გავუძლებ, ვიდრე სიცივეს.

 – ლამზირა, რიტა, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
 ლამზირა:
უცხო ადამიანები რეკავდნენ, საჩუქრებით მოდიოდნენ, პროდუქტს გვყიდულობდნენ. ზოგმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მაგალითად, ერთი ქალბატონი იყო, რომელმაც უამრავი საჭირო პროდუქტი მოგვიტანა, მეორემ ტანსაცმელი, მესამემ სათამაშოები და ასე… აქაური, ბათუმელი ცოლ-ქმარიც გვესტუმრა. ამ უსაყვარლესმა წყვილმა თავისი სტუმრობით ძალიან გაგვახარა. ბავშვებისთვის ათასნაირი საჩუქარი ჰქონდათ ნაყიდი. სხვებიც იყვნენ… ბევრის სახელი არ ვიცი, მაგრამ უფალმა ხომ იცის მათი სახელები და ეს საკმარისია! ყოველდღე ვილოცებ მათი ჯანმრთელობისთვის.

 რიტა:
ისეთი ლამაზი ჩანთა, თბილი ჟაკეტი, კაბები მაჩუქე-ე-ე-ე-ეს… ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი საჩუქრები… სამხედრო პირიც იყო ჩვენთან მოსული – ლევანი. ის, მგონი, თბილისიდან ჩამოვიდა, ძალიან დაგვეხმარა. თავისი ნაწილის (დანაყოფის) ჯარისკაცების გულთბილი მოკითხვაც გადმოგვცა.
 ლამზირა: ორჯერ გვესტუმრა ბატონი გოდერძი. პირველად მარტო მოვიდა, მეორედ კი მეუღლესთან და შვილთან ერთად. თავისი ოჯახი გაგვაცნო. ორივეჯერ დიდი პატივი გვცა, პროდუქტი გვიყიდა. არასდროს დაგვავიწყდება მისი სტუმრობა. დაგვპირდნენ, რომ კიდევ შემოგვივლიან. ადამიანები ინტერესდებოდნენ ჩვენი მდგომარეობით. ყველა გვერდში დაგვიდგა, ამ ზამთარს სიცივისგან და შიმშილისგან რომ არ დავხოცილიყავით. და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, თქვენი ფონდის დამსახურებაა. რომ არა სტატია, ვინ გაიგებდა ჩვენს შესახებ?
 თქვენამდე, რამდენიმე სატელევიზიო შოუს დავეკონტაქტე. ვთხოვე, ჩვენი უიმედო მდგომარეობის გაშუქება. უარი მითხრეს. ზოგს ადგილი არ ჰქონდა და რიგში უნდა ჩავმდგარიყავით. სანამ რიგი მოგვიწევდა, ვინ იცის, მანამდე რა დაგვემართებოდა? თქვენგან კი, სოციალური მუშაკები უკუკავშირზე სწრაფად გამოვიდნენ. მოვიდნენ. შეისწავლეს ჩვენი მდგომარეობა. გადაიღეს… მოკლედ, უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი!

„რამდენი წელი გვენატრებოდა ტელევიზორის ხმის გაგონება… თქვენ კი ისიც გვაჩუქეთ, მადლობა ასეთი სიხარულისთვის!

– ბავშვის მამა თუ შეაწუხა სინდისმა? ან ნათესავები თუ შეგეხმიანენ?
 ლამზირა:
რა სინდისმა? ის საერთოდ ქვეყნიდან გაემგზავრა თავის ახალ ოჯახთან ერთად. მე კიდევ თავს ვიკლავდი მისი გულისთვის… კიდევ კარგი, დროზე მოვეგე გონს… ახლა ვიცი, რომ ჩემი შვილების გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლო. არცერთი მოღალატე მამაკაცი არ ღირს არათუ ქალის სიცოცხლის, არამედ ცრემლების ფასადაც კი.
 აი, რაც შეეხება ნათესავებს, ბავშვების ბიძა (მაზლი) მეხმარება ხოლმე, როგორს შეუძლია. იატაკის ლამინატი მან გვაჩუქა. ხომ გახსოვთ, ამ სახლში რა მდგომარეობა იყო? არაფერი არ გვქონდა თუნუქის კედლების გარდა… ელექტროობაც კი არ იყო შემოყვანილი. თავად ჩავყარე კაბელები. როგორც კაცი, ისე ვმუშაობდი. ჰოდა, დენმა დამარტყა. სასწაულად გადავურჩი სიკვდილს. რომ არა ჩემი გოგონა – ჩემი რიტა, ალბათ ახლა აქ არ ვიჯდებოდი.
 მაშინ გავაცნობიერე, როგორ ვჭირდებოდი ჩემს შვილებს. არ მავიწყდება რიტას შეშინებული სახე, ცრემლიანი თვალები და ყვირილი: „დედა შენც ნუ მიგვატოვებ!“

 – ამ ამბავმა, ალბათ, უფრო მეტი ძალა შეგმატათ. ღმერთს ჰყვარებიხართ!
 ლამზირა:
რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. (იცინის.)

 – ლამზირა, ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ იყო რაიმე რეაგირება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
 ლამზირა:
ხელისუფლებისგან არაფერი. ჩვეულებრივი ამბავია უკვე ქართულ სინამდვილეში. იშვიათია, გულუხვები რომ იყვნენ. ჰო, მართლა აქვე ვიტყვი, არ დამავიწყდეს… მინდა, აღვნიშნო კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლის დიდსულოვნება, რომელიც დაგვპირდა, რომ თავისი მასალებით უზრუნველყოფდა ჩვენი აბაზანის გაზმომარაგებას. გამანაწილებელი და მილებია საჭირო ამისთვის. ჩვენ არ დაგვჭირდება მათი შეძენა. თავად მოგვიტანს. მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისთვის.

 – მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისა, თანამემამულეთა მხრიდან ასეთი დახმარებისა, თქვენ კვლავ დაგრჩათ გადაუჭრელი საკითხები. ისეთი, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით…
 ლამზირა:
მე ახლა, მხოლოდ ის ნივთები მაქვს, რაც თქვენ მაჩუქეთ. პროდუქტი მუდმივი პრობლემაა ჩემთვის. რამაზის გამო ხომ, ვერსად ვმუშაობ?! მხოლოდ სოციალური დახმარება და ჩემი პატარას პენსია კი, მარტო წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ძლივს ჰყოფნის. ავეჯი არ გვაქვს. არ გვაქვს მაგიდა, ჭურჭელი, ქვაბები… ჩვენთვის ყოველგვარი დახმარება იქნება უფლის და თქვენი უძვირფასესი საჩუქარი.

ისინი ჩვენი პატარა საქართველოს შვილები არიან! ისინი ჩვენი შვილებიც არიან!

***

მეგობრებო, როდესაც მოზარდი გეტყვით, რომ სიცივეს შიმშილი ურჩევნია, როდესაც ის ამ ორი საშინელი მდგომარეობიდან ერთ-ერთს ირჩევს, რა გრძნობა დაგეუფლებათ? ბავშვების უმეტესობა პლანშეტებზე, კომპიუტერებსა და ტელეფონებზე ოცნებობს, თქვენ კი ხვდებით თინეიჯერს, რომელსაც მხოლოდ ის სურს, რომ გათბეს. სურს მხოლოდ ის, რომ არ შესცივდეს მის პატარა ძმას, რომელიც ისედაც ავადაა, ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს. სურს, რომ ავად არ გახდეს დედა – ოჯახის ერთადერთი იმედი და საყრდენი, რას გააკეთებთ ამ დროს? ჰოდა, ველით თქვენს გამოხმაურებას, ქველმოქმედებას. ჩვენი ფონდის პროექტი კირკიტაძეების ოჯახის დასახმარებლად კვლავ გრძელდება.
 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
 მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
 სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
 მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
 თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
 მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
 ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კირკიტაძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/837-kirakitadze/description/#content
 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.
 ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
 
 შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

 ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მარ 16
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1780.00₾
2022 მარ 29
სამშენებლო მასალა
1586.23₾
2022 აპრ 21
გაზის წყლის გამაცხელებელი
390.00₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
1670.00₾
2022 მაი 19
კარები
400.00₾
2022 ივნ 16
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
530.00₾
2022 ივლ 08
ანალიზები
1019.00₾
2022 სექ 27
მაცივარი
690.00₾
2022 დეკ 08
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
710.00₾
2022 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
195.00₾
2023 იან 17
პროდუქტები
349.92₾
2023 აპრ 26
პროდუქტები
252.02₾

სულ ხარჯები:

9572.17₾

დარჩა:

0.28₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'ი/მ თემურ გიორგაძე
24.04.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
22.04.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
18.04.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
14.04.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
06.04.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
04.04.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
01.04.2023 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
29.03.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
27.03.2023 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
26.03.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
25.03.2023 20:00:00
₾2.20
'ი/მ თემურ გიორგაძე
24.03.2023 20:00:00
₾1.40
'ი/მ თემურ გიორგაძე
22.03.2023 20:00:00
₾2.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
21.03.2023 20:00:00
₾2.25
'ი/მ თემურ გიორგაძე
20.03.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
19.03.2023 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
18.03.2023 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
17.03.2023 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
16.03.2023 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
15.03.2023 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾9,572.45

704 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾9,572.45

704 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება