როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი!

page info icon
2022 თებერვალი 14
ხანდახან იცით როგორ ხდება? მიჰყვები ცხოვრების დინებას, მთელი გულით გიყვარს ადამიანი, მასთან მთელი ცხოვრების გატარება გსურს, ჭირსა და ლხინში, მწუხარებასა და სიხარულში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ... მერე კი, უცებ სიკვდილი კი არა, ვიღაც მესამე დგება თქვენს შორის! და რაღა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი როგორ იყო, ან როგორ იქნება, როდესაც იმ წუთში, გინდა, რომ უბრალოდ მოკვდე... იმის გამო, რომ გიღალატეს, თუ იმის გამო, რომ თავს არარაობად გრძნობ, სხვაში გაგცვალეს... ან იმის გამო, რომ აზრი უკვე აღარაფერს აქვს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
9,572 ₾
( 704 დონორი )
დასრულებულია
როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „დედა, რამაზის ერთი ნაბიჯითაც რომ მოშორდეს, და მას ვერ შეეხოს, გულამოსკვნილი იტირებს“
ხანდახან იცით როგორ ხდება? მიჰყვები ცხოვრების დინებას, მთელი გულით გიყვარს ადამიანი, მასთან მთელი ცხოვრების გატარება გსურს, ჭირსა და ლხინში, მწუხარებასა და სიხარულში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ... მერე კი, უცებ სიკვდილი კი არა, ვიღაც მესამე დგება თქვენს შორის! და რაღა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი როგორ იყო, ან როგორ იქნება, როდესაც იმ წუთში, გინდა, რომ უბრალოდ  მოკვდე... იმის გამო, რომ გიღალატეს, თუ იმის გამო, რომ თავს არარაობად გრძნობ, სხვაში გაგცვალეს... ან იმის გამო, რომ აზრი უკვე აღარაფერს აქვს.
მეუღლემ ლამზირა ორი შვილით რომ მიატოვა, თავის მოკვლა უნდოდა. ის ხომ, წრფელი გულით, შვილებზე, სიცოცხლეზე, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. ეგონა, რომ მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებდა. მაგრამ, გაძლო. თანაც ერთი დღე, ან თვე კი არა, მთელი შვიდი წელიწადი... ახლა, მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის ცხოვრობს. მხოლოდ მათი ცხოვრებით. 10 წლის რამაზი ძალიან ავად არის. დედას რამე რომ მოუვიდეს, მის გარეშე, ნამდვილად ვერ იცოცხლებს, ერთი დღე კი არა, ერთი საათიც კი. სწორედ ეს მატებს ძალას ახალგაზრდა ქალს.
არც კი ვიცი, საიდან დავიწყო ამ ოჯახის უბედური ცხოვრების აღწერა. როგორ გამოვყო ყველაზე მძიმე პრობლემა, ყველაზე მწარე ტკივილი. მარტოხელა დედის ლამზირას, მისი 12 წლის გოგონას რიტას და 10 წლის ბიჭის რამაზის ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მათი მდგომარეობა გამოუვალია. სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია საჭმლისა და პამპერსის საყიდლად ძლივს ჰყოფნით. სოციალურ სასადილოში იკვებებიან. მათი სახლი დაუმთავრებელია და წარმოდგენაც კი არ აქვთ, როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება... და საერთოდ საჭირო არის, თუ არა მისი გაგრძელება.
ისინი სახლს ეძახიან ამ რკინით მოჭედილ კედლებს
სააბაზანოში შესვლა, როგორც მინიმუმ, სახიფათოა
- ამ ყველაფრის შემხედვარე, ალბათ, იმის თქმა უფრო მარტივი იქნება, რა არ გჭირდებათ...
ლამზირა: მართალი ხართ. გარედან ჩვენი სახლი საზარელი სანახავია, შიგნით რა ხდება რომ დაინახავთ, ალბათ, იტირებთ... მეუღლე  ისე წავიდა სხვასთან, შვიდი წლის წინ,  რომ მშენებლობა არ დაუსრულებია. ჩვენ აქედან არ გავუყრივართ, ასე თქვა: „იცხოვრეთო“. იცხოვრეთ - ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. შვიდი წლის მანძილზე, როგორღაც მოვახერხე და ცოტა წესრიგში მოვიყვანე. კედლები გავამაგრე, ჭერი შევაკეთე. დანარჩენი კი, ზოგი რამ სადღაც ვიპოვეთ, ზოგიც კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს.
- ამ ყველაფერს მარტო, ავადმყოფი ბავშვით, როგორ უმკლავდებით?
ლამზირა: ვერანაირად! რამაზის რაც წლები ემატება, სულ უფრო რთულდება მისი ცხოვრება. როდესაც ბავშვი პატარაა, დედებს ამშვიდებენ: „წამოიზრდება და აღარ გაგიჭირდება ასეო“. რამაზიკოს შემთხვევაში, ყველაფერი პირიქით არის. წონაში იმატებს, მძიმდება, ხასიათიც ურთულდება, მე კი არ მემატება ძალა... დამხმარე მეზრდება -  რიტა, სიგიჟემდე უყვარს თავისი ძმა, მაგრამ ვერ ვტოვებ მასთან მარტოს. თუ რამაზი ვერ დამინახავს, ან ჩემს ხმას ვერ გაიგებს, მისი კივილი მთელ უბანს ესმის. ჩემზეა მოჯაჭვული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუ წასასვლელი ვარ სადმე, ზურგზე მოვიკიდებ ხოლმე, და თან დამყავს...
რამაზის მხოლოდ დედიკოს გვერდით, მხოლოდ მასთან ერთად შეუძლია არსებობა
- მოგვიყევით, რა სჭირს რამაზის.
ლამზირა: რთული ორსულობა მქონდა, იყო არასრულფასოვანი ბავშვის გაჩენის საფრთხე. მაგრამ, მე და ჩემმა მეუღლემ ვიცოდით: ვინც არ უნდა გაჩნდეს და როგორიც არ უნდა იყოს, ის ჩვენი საყვარელი შვილი იქნება. რამაზი დღენაკლული დაიბადა, და ექიმებმა დიაგნოზი მაშინვე დაუსვეს - ცერებრალური დამბლა. ვიცი, რომ ვერ განიკურნება, მაგრამ, ერთად ვუვლიდით. ორნი ვიყავით და უფრო ადვილი იყო. ძალიან მეხმარებოდა რამაზის მამა. სულ ხელში აყვანილს ატარებდა. ხანდახან მეფიქრებოდა, რომ ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობდა შვილს. მაგრამ, როდესაც წავიდა და მარტონი დაგვტოვა, მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. რთული იყო, ხანდახან გაუსაძლისიც. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურ მხარეს, მხარდაჭერაა მთავარი.
კედლების ნაცვლად - ფანერა, იატაკის ნაცვლად კი - ძველი ხალიჩა
- კი, მაგრამ როგორ უმკლავდებით?
ლამზირა: დაახლოებით 100 ლარი მჭირდება თვეში, მხოლოდ ბავშვის პამპერსის საყიდლად. მას თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მე ვაჭმევ და მე ვაცმევ. მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი სიტყვაც კი არ აქვს ნათქვამი. მხოლოდ ზმუის, ხმებით ვხვდები, რა უნდა, ჭამა, წყალი, თუ უბრალოდ დასვრილია. იცით, ყველაზე მეტად რის მეშინია? უბრალო გაციების! როდესაც ის ავად არის, დგება სამყაროს აღსასრული. ისე იტანჯება, ისე სტკივა, რომ მისი შემხედვარე, მე და რიტაც ვტირით. თითოეული მისი გაციება, მინიმუმ 200 ლარი მიჯდება!
 „ოღონდაც ავად არ გახდე, დედიკო იქნება ავად შენს ნაცვლად“
- იქნებ გსურთ რამე უთხრათ იმ დედებს, ვინც ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც თქვენ?
ლამზირა: დიახ! ჩემო საყვარელო და ძვირფასო დედიკოებო! ჩვენ ყველაზე ძლიერი ადამიანები ვართ ამ პლანეტაზე! ჩვენ, ავადმყოფი ბავშვების დედიკოები, ყველაზე ამტანები ვართ. რკინაზე უფრო მაგრები. სანამ განსაკუთრებულ შვილებს გვაჩუქებდა, ღმერთმა ათი კაცის და ქალის ძალა გვიბოძა. თუ მარტო დარჩებით, მაშინაც იცოდეთ, რომ თქვენ ფრთები გაქვთ. თქვენი შვილები არიან ეს ფრთები. ისინი დაცემის საშუალებას არ მოგცემენ. გამაგრდით, გაუძელით! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაზე საყვარელმა ადამიანებმა გიღალატეს, იცოდეთ, რომ სრულიად უცხო ადამიანები დაგიდგებიან მხარში.
 „ჩვენ, ავადმყოფი ბავშვების დედიკოები - მთელს პლანეტაზე, ყველაზე ძლიერი არსებები ვართ!“
- ჟრუანტელმაც კი დამიარა! გმადლობთ. ეს სიტყვები ბევრისთვის იქნება სტიმული. ბევრი მარტოსული, მიტოვებული, შეურაცხყოფილი ადამიანისთვის...
ლამზირა: როდესაც სხვა გზა არ გრჩება, სისუსტე სიკვდილის ტოლფასია. ჩემს რიტასაც სულ ამას ვარიგებ.
რიტა (12 წლის): ძალიან მიყვარს დედიკო! ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად იყოს!
 
„ჩემი შვილები ჩემი ფრთებია, ისინი არ მაძლევენ დაცემის საშუალებას“
- ახლა რით ახარებ?
რიტა: ახლახან, 16 ოქტომბერს, დედიკოს დაბადების დღე იყო. ის სკოლაში საჭმლის ფულს მაძლევდა, მე კი მთელი წელი ვაგროვებდი. შევაგროვე და დაბადების დღეზე ვაჩუქე შარფი და ტორტი, სანთლებით. იცით, როგორ გაუხარდა? პატარა გოგოსავით! ხან ტიროდა, ხან იცინოდა. ისე მიკრავდა გულში, კინაღამ დამიმტვრია ყველა ძვალი. აი როგორ მიყვარს ჩემი დედიკო!
 „არ იტირო, პატარავ, დედიკო მალე მოვა, მე შენს გვერდით ვარ“
- შეგიძლია ძამიკოს მიხედო, დედამ რომ დაისვენოს?
რიტა: სიხარულით მივხედავდი, მაგრამ რამაზის მხოლოდ დედა უნდა. დედა თუ სადმე მიდის, ვართობ, როგორც შემიძლია. ვუმღერი, სულ ხელში მიჭირავს. მაგრამ, თუ იგრძნო, რომ დედა შორს არის, ისტერიკა იწყება... ისეთი უსუსურია, როდესაც ტირის.
რამაზისთვის, მთელი სამყარო მისი დედიკოა!
- ლამზირა, მესმის, რომ თქვენი ოჯახის პრობლემებზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ, მოდით, ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეები გამოვყოთ, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს თქვენი დახმარება შეუძლიათ.
ლამზირა: არ ვიცი, თქვენთან როგორი წესებია. სამშენებლო მასალა, გაზის წყლის გამაცხელებელი, გამათბობელი და გაზქურა მჭირდება. ზამთრის სიცივეს ვერ გავუძლებთ. რამაზის ავად გახდომა არ შეიძლება. ნებისმიერი, სულ უმნიშვნელო გაციებაც კი, მისთვის შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. არის კიდევ მეორეხარისხოვანი ნივთები, რომელზეც უბრალოდ ვოცნებობთ: ტელევიზორი, კომპიუტერი რიტასთვის, საწოლი, პროდუქტი, პამპერსი... ეჰ, შორს წავალთ ასე.
რიტა: შეიძლება, მეც ვთქვა რაზე ვოცნებობ? ჩემი ოცნებაა, მქონდეს თმის საშრობი. ხომ იცით? თმას რომ დაიბან, და მერე გაიშრობ. ძალიან მინდა, რომ მეც და დედიკომაც, თავს მოვუაროთ, ნამდვილი გოგონებივით. კიდევ, მინდა სხვადასხვა შამპუნები, ნელსაცხებლები, კარგი სურნელისთვის. თორემ, არავის არ უნდა ჩემთან მეგობრობა. ხანდახან ვფიქრობ, თუ სხვა გოგონებივით მოვუვლი თავს, მეც მეყოლება მეგობრები!
- დარწმუნებული ვარ, რომ წაიკითხავენ და გაიგებენ შენზე, მეგობრები აუცილებლად გეყოლება. ისურვებდი მათთან ტელეფონით საუბარს, ან მიმოწერას?
რიტა: თანატოლებთან? დიდებთან? რა თქმა უნდა! ეს შესაძლებელია? მივწერ! ვაიმე, რა კარგია.
ის თმის საშრობზე ოცნებობს, ამ დროს კი, ნორმალური სააბაზანო ოთახიც არ აქვს!
***
მეგობრებო, ამ ოჯახს სხვა არავინ ჰყავს, დახმარებისთვის რომ მიმართოს. მათი უკანასკნელი იმედი, სრულიად უცხო ადამიანები არიან. ლამზირა ძალიან განიცდის თავისი ავადმყოფი ბიჭის და მოზარდი გოგონას მდგომარეობას. სიცივისა და არასრულფასოვანი კვების გამო, მათ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდეთ.
ამ კეთილ, ქართულ ოჯახს, ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, სამშენებლო მასალა, გაზქურა, გაზის წყლის გამაცხელებელი და გამათბობელი. არაჩვეულებრივი იქნებოდა, მათთვის საწოლების, პლანშეტის, ტანსაცმლის და თმის საშრობის შეძენა რომ მოხერხდეს! ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას ისევე, როგორც სხვა ქართული ოჯახების, რომლებიც იმყოფებოდნენ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ბათუმი, მარკოზ აჭარელის ქ. 16 (მდინარესთან)
 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! რომ ადამიანურად ცხოვრება მათაც შეუძლიათ! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
 გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
 ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლამზირა კირკიტაძე).
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
  ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ Instagram: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: