ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დილით დედა და მამა მიღიმოდნენ, საღამოს კი მათი ცხედრები მოასვენეს სახლში

calendar მარტი 31, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეს პატარა, საყვარელი გოგონა, ცხოვრობს დედიკო ანასტასიასთან და ძამიკო გიორგისთან ერთად რუსთავში, ძველისძველ ერთოთახიანში. ომის დროინდელ ბინაში! სამზარეულოსა და სააბაზანოს შიშველი კედლები დაფარულია ობით, დერეფანში დაბუნდული სარკე, ღრიჭოები ძველ ფანჯრებში. სახლის სადილის ნაცვლად კი – სოციალურ სასადილოს საჭმელი.

„რას ნიშნავს სოციალური სასადილო?“ – ვეკითხები იანას. ბავშვი კი მიხსნის: „იქ ყველა ჩვენნაირი ღარიბი იკრიბება, ვისაც საჭმელი არ აქვს“.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
დილით დედა და მამა მიღიმოდნენ, საღამოს კი მათი ცხედრები მოასვენეს სახლში
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ანასტასია თითქმის არ იღიმის. ის დათრგუნულია, არ იცის, როგორ და რა სახსრებით გაზარდოს შვილები

        თეთრი პერანგი და ნაცრისფერი კაბა. კლასში, არცერთ ბავშვს აღარ აცვია ფორმა. ძალიან ცივა! იანა კი, ყოველდღე ასე დადის.
– ძალიან ლამაზია, – ეუბნება ის თანაკლასელებს. – და კოხტა.
– არ გცივა?
– არა! საერთოდ!
რა თქმა უნდა, ძალიან სცივა! ხელები გაყინული აქვს და ერთიანად კანკალებს, სულ გამათბობელთან ახლოს უნდა ყოფნა.  აბა, სვიტრები და შარვლები რომ ჰქონდეს, ამ სულელურ ფორმას ხო არ ჩაიცმევდა თოვლში?
ეს პატარა, საყვარელი გოგონა, ცხოვრობს დედიკო ანასტასიასთან და ძამიკო გიორგისთან ერთად რუსთავში, ძველისძველ ერთოთახიანში. ომის დროინდელ ბინაში! სამზარეულოსა და სააბაზანოს შიშველი კედლები დაფარულია ობით, დერეფანში დაბუნდული სარკე, ღრიჭოები ძველ ფანჯრებში. სახლის სადილის ნაცვლად კი – სოციალურ სასადილოს საჭმელი.
 „რას ნიშნავს სოციალური სასადილო?“ – ვეკითხები იანას. ბავშვი კი მიხსნის: „იქ ყველა ჩვენნაირი ღარიბი იკრიბება, ვისაც საჭმელი არ აქვს“.

შემოსასვლელში დაკაწრული, დაბუნდული სარკე კიდია

– ანასტასია, არავინ არ გეხმარებათ?
ანასტასია: მხოლოდ მოხუცი დეიდა მყავს, რომელმაც გამზარდა. მშობლები ბავშვობაში დავკარგე. რომ დავობლდი, ხუთი წლის ვიყავი.
– რა მოხდა?
ანასტასია: დედ-მამა ავარიაში დამეღუპა. საშინელი ისტერიკა დამემართა, როდესაც მამიდა შეეცადა აეხსნა ჩემთვის, რა მოხდა. ვერ ვიჯერებდი, ვკიოდი, ვტიროდი. დილით, ერთად ვისაუზმეთ, ერთად ვიცინოდით და ვსაუბრობდით. მერე, სამსახურში წავიდნენ. საღამოს კი, მილიცია მოვიდა. ჯერ დეიდას უთხრეს… ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე: როგორ მოასვენეს ისინი სახლში, როგორ მოდიოდნენ სხვადასხვა ადამიანები. ამ საშინელებას სიტყვებით ვერ აღვწერ, მთელი ცხოვრება მომყვება.
მერე კი, მამიდამ ბაკურიანში წამიყვანა, იქ გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა. რუსთავის ბინა კი, მრავალი წლის მანძილზე დაკეტილი იყო.
იანა: ბებოზე და ბაბუზე ყვები, დედიკო? როგორ მოკვდნენ?
ანასტასია: ხო, საყვარელო.
– ძალიან გითანაგრძნობთ. შოკია, რამხელა ტრაგედია გადაიტანეთ! ეს სწორედ ის ბინაა?
ანასტასია: კი. მას ხომ არავინ უვლიდა. ხის კარი გატეხეს, ყველაფერი გაიტანეს. აქ, ორ შვილთან ერთად დაბრუნება რომ მომიწია, ნულიდან დავიწყეთ. არც დენი იყო, არც გაზი, არც წყალი. არ იყო არც დასაძინებელი, არც დასაჯდომი ადგილი. ნამდვილი საშინელება. მზად ვიყავი, ძირს დავმჯდარიყავი და მეტირა.

ბინა დღემდე ისე გამოიყურება, თითქოს არავინ ცხოვრობს

მეზობლები ძალიან დამიდგნენ მხარში. გვაჭმევდნენ. მოგვიტანეს აუცილებელი ნივთები: საწოლი, ლეიბი, ძველი ტელევიზორიც კი გვაჩუქეს. ძალიან გულკეთილი ხალხია, დიდი სითბო გამოიჩინეს. ვტიროდი, ისე მესიამოვნა ეს მზრუნველობა.

მიტოვებულ საერთო საცხოვრებელს ჰგავს, ან კომუნალურ ბინას

– რატომ დაბრუნდით აქ მარტო, შვილებთან ერთად? არ აეწყო თქვენი ოჯახური ცხოვრება?
ანასტასია: მეუღლემ სხვა ქალი ნახა და ფაქტობრივად, ორი ოჯახი ჰყავდა. ძალიან მტკივნეული იყო ამასთან შეგუება, ვერ ავიტანე. ახლა ლაგოდეხში ცხოვრობს, იმ სხვასთან ერთად. ის მეუღლეა, ჩვენ წამოვედით.
–  ძალიან სამწუხაროა.
ანასტასია: კი, ძალიან. მიყვარდა პაშა. იმედი მქონდა, რომ ის ყოველთვის დამიცავდა. მან ხომ მშვენივრად იცოდა, ქორწინებამდე როგორი მწარე ცხოვრება მქონდა, ხედავდა ჩემს ცრემლებს. მამიდას სახლში, რძალს ერთი სული ჰქონდა, როდის მომიშორებდა თავიდან. სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა, რომ საკუთარი თავი შემენახა და საყვედურები ამეცილებინა თავიდან. მაგრამ, თავს მაინც ზედმეტად ვგრძნობდი იმ სახლში, ძალიან განვიცდიდი და ვტიროდი. პაშას გული გადავუშალე. ინტერნეტით ვმეგობრობდით და ის იყო ადამიანი, რომელსაც ჩემზე გული შესტკიოდა. მასაც ვუყვარდი, თანაც ძალიან! ასე მითხრა: „წამოგიყვან და კარგად ვიცხოვრებთ ერთად“.
ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ. საქორწინო მოგზაურობა მომიწყო – ერთი კვირით წამიყვანა ფოთში.
– ბავშვებთან თუ აქვს ურთიერთობა, რამით გეხმარებათ?
ანასტასია: არ გავბოროტდი. არ შემიძლია, რომ შევიძულო. აქვს ურთიერთობა. ხანდახან პროდუქტი მოაქვს. მაგრამ, ეს სიმბოლური დახმარებაა. სხვა ოჯახი ჰყავს, და ახლა მხოლოდ მასზე ფიქრობს. დიდი ხანია, არანაირ მონაწილეობას არ იღებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თავი შორს უჭირავს. არ აინტერესებს ჩვენი პრობლემები. ჩვენთვის ვართ.

გიორგი: „მე ამას არ შევჭამ, და სულაც არ არის გემრიელი, ნუ მატყუებ!“
– რა არის ამჟამად თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა?
ანასტასია: როდესაც არ გაქვს შემოსავალი, ყველაფერი პრობლემაა. ჯერ ვერ დავიწყებ მუშაობას. პატარები არიან – 4 და 6 წლის. სახლში მარტოს ვერ დავტოვებ. ღმერთმა უწყის, რას იზამენ.
სოციალურ სასადილოში ვჭამთ. ტანსაცმლის, წამლების ყიდვა, რამე წრეებზე ტარება – ვერაფერს ვერ ვუკეთებ ჩემს შვილებს.
იანა: დედა ყოველთვის ამბობს: „არ გვაქვს საშუალება“. მაღაზიაში გვეუბნება: „კანფეტი თავის ადგილზე დადე… ვერაფერს ვერ მოვიზომავთ“.
– რას იყიდიდი მაღაზიაში?
იანა: ლამაზ კაბას. ვიღაცის კი არა, ჩემი რომ იყოს. პარკში რომ ჩამიდონ და მითხრან: „მშვიდობაში“. ასეთი ნივთები არასდროს არ მქონია, მხოლოდ ნაცვამი ტანსაცმელი. სათამაშოები მინდა, სახატავი ალბომი. მზეს დავხატავდი, კაცუნებს, ბალახს და ჩემს ძამიკოს.
– მამას დახატავდი?
იანა: კი. ოღონდ სხვა ფურცელზე, ცალკე. ის ხომ ჩვენთან ერთად კი არა, სხვა დეიდასთან ერთად ცხოვრობს.
– სასადილოსაც დახატავდი?
იანა: რა თქმა უნდა. უი, იცი, რამდენ ბავშვს ვიცნობ იქ? ჩვენსავით ღარიბს. ერთმანეთს ყოველთვის ვესალმებით, ვლაპარაკობთ: „გამარჯობა, როგორ ხარ? რას აკეთებ დღეს?“ თქვენზეც სასადილოში გავიგეთ – დედას ფურცელი მისცეს და უთხრეს: „აი, დარეკეთ, და დაგეხმარებიან“. და თქვენც მოხვედით. (იღიმის.) მე არასდროს არ ვტოვებ საჭმელს, ყველაფერს ვჭამ. გიორგი კი ჭირვეულობს და ბოლომდე არ ჭამს. ხორციან კარტოფილსაც კი! საერთოდ ვერ ხვდება, რომ სახლში მხოლოდ წიწიბურა და ბრინჯი გვაქვს. როგორ შეიძლება, გააკეთო ამხელა სისულელე და საჭმელი დატოვო? გაგიჟდები!
– იქნებ, არ არის გემრიელი?
იანა: რას ამბობ! ჩემთვის გემრიელია, როდესაც მშია. რა დროს ჭირვეულობაა! უხსნიან: „არ გვაქვს სახლში მაცივარი. უცებ გაფუჭდება. წვნიანიც და ფაფაც“. მაინც არ ესმის. (ხელებს შლის.) დედამ იმათ მიწერა… (სიტყვას იხსენებს.)
ანასტასია: მერიას, საყვარელო.
იანა: ხო, მაგათ. ასე თქვეს, არ მოგცემთო მაცივარსო.
– ანასტასია, შეიძლება კიდევ რომ ველაპარაკო იანას? ძალიან გონიერი გოგო გყავთ. იანა, ვინ არის მთავარი – შენ, თუ გიორგი?
იანა: რა თქმა უნდა, ის! ძალიან მიყვარს, ამიტომაც ის არის მთავარი.
– რა გაწუხებს ყველაზე მეტად?
იანა: ის, რომ ჩვენი სახლი ულამაზოა და სევდიანი. შეხედე, როგორი ძველია ფანჯრები. აქ რომ დადგები, გაიყინები. კედლებიც არ მომწონს. მოკლედ, ყველაფერი ულამაზო გვაქვს. კიდევ, ჩემი სკოლის ფორმა მიფუჭებს განწყობას. ერთი და იგივე მაცვია სულ, იმიტომ, რომ დედას საშუალება არ აქვს. იცი, ძალიან მცივა. კიდევ, არ მიყვარს, დედა რომ მოწყენილია.

ეგრევე ცუდ განწყობაზე გაყენებს ასეთი კედლები

– ხშირად არის მოწყენილი დედიკო?
იანა: კი. ის ხომ ჩვენზე დარდობს.
– ანასტასია, სახელმწიფო თუ გეხმარებათ რამით?
ანასტასია: რომ გითხრათ, რამეს გვშველის, ტყუილი გამოვა. სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 370 ლარს. კომუნალურ გადასახადებს ვიხდი და ცოტა მშრალ პროდუქტს ვყიდულობ: წიწიბურას, ვერმიშელს, შვრიას.
 

„აქაც ულამაზოა“, – მაჩვენებს იანა

– უპირველეს ყოვლისა, ოჯახში რა გჭირდებათ?
ანასტასია: ძალიან მჭირდება 4 და 6 წლის ასაკის ბავშვის ტანსაცმელი, ჩემთვისაც, თუ გამოინახება რამე. ჰიგიენური საშუალებები: სარეცხი ფხვნილი, შამპუნი და სხვა. პროდუქტი. მაცივარი რომ გვქონდეს, სოციალური სასადილოდან სახლში რაღაცის წამოღებას შევძლებდი.

ასეთი გამათბობლის გამოყენება, სულაც არ არის უსაფრთხო

იანა: გიორგის კი, ვაფლი და მანქანები სჭირდება.
გიორგი: სასადილოში ვაფლს არ არიგებენ. თქვენ არიგებთ?
– კი, შეგვიძლია, და მანქანებსაც.

 „გიორგი მთავარია, იმიტომ, რომ მიყვარს“
– ყველაზე მეტად რას ნანობთ, ანასტასია?
ანასტასია: იმას, რომ არ მქონია ბედნიერი ბავშვობა. მამიდა ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, ჩემი გულის გათბობას ცდილობდა. მაგრამ, მაინც დამრჩა გულში ტკივილი. ხშირად ვეკითხებოდი ღმერთს: „რატომ დაიღუპნენ ჩემი მშობლები? სად არიან? თუ ვენატრები, ნეტა?“ გული მტკიოდა, ვტიროდი, ვბრაზობდი.
ახლა, ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ჩემმა შვილებმა გაჭირვებაში არ იცხოვრონ, სადილი ყოველთვის რომ ჰქონდეთ. ვხედავ, რომ მას ჩემი ლოცვები ესმის. აქ გადმოსვლისას, მეზობლები მომეხმარნენ. სხვადასხვა ადამიანებს ეცოდებოდათ და აჭმევდნენ ჩემს შვილებს. მოულოდნელად, თქვენ გამოჩნდით ჩვენს ცხოვრებაში. მწამს, რომ უფალი არ მიმატოვებს. (ტირის.)
***
მეგობრებო, ანასტასიას, მძიმე ტრაგედიის გადატანა მოუხდა ბავშვობაში, ახლა კი, დარდობს თავისი შვილების მწარე ბავშვობის გამო. ჯერჯერობით, ის ვერაფერს შეცვლის – ვერც ცუდ საკვებს და ვერც საშინელ საცხოვრებელ პირობებს. ეს პატარა ოჯახი ჩავარდნილია სიდუხჭირის ჭაობში, ანასტასიას კი, აღარ შესწევს იქიდან ამოსვლის ძალა. გავა დრო, ბავშვები წამოიზრდებიან და ანასტასია შეძლებს მუშაობას.
მაგრამ, ახლა ის პერიოდია, როდესაც უნდა გაუძლონ, როდესაც სჭირდებათ მეგობრების მზრუნველობა და თანადგომა. შეგახსენებთ, რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად: პროდუქტი, ბავშვის და ქალის ტანსაცმელი, სათამაშოები, მაცივარი. შესაძლოა, ჩვენი ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ, მათი დახმარების უნივერსალურ ხერხს, თქვენ შემოგვთავაზებთ. ძალიან გაგვიხარდება და მადლობელი ვიქნებით ამისთვის!
შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ტეფნაძეების ოჯახი მისამართზე: რუსთავი, მე-16 მიკრორაიონი, კორპუსი 5, ბინა 25.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავამტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ, სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ ხომ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ტეფნაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

აღარ ვართ ობლები! მადლობა ღმერთს, ამდენი მფარველი ანგელოზი რომ გამოგვიგზავნა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

იანა: „ამ გემრიელობებისთვის და საჩუქრებისთვის, უამრავ ჰაეროვან კოცნას გიგზავნით ყველას! მადლობა, კეთილო ადამიანებო!“

 – სულ პატარა ვიყავი, როდესაც დავობლდი. ერთი წვეთი სითბო და სიყვარული  ოცნებად მქონდა ქცეული. თქვენ კი, იმდენი მაჩუქეთ, რომ ახლა, ბედნიერებისგან ტირილი მინდა – ამბობს მარტოხელა დედა ანასტასია და გულში იკრავს თავის ორ შვილს, იანას და გიოს. – ჩემს ბაჭიებსაც აჩუქეთ და ბედნიერებისგან სულ გათამამდნენ. უფრო მხიარულები და თავდაჯერებულები გახდნენ. ვუხსნი ჩემს პატარებს, რომ მთელმა საქართველომ იზრუნა ჩვენზე და უხარიათ, რომ აღარ ვართ ობლები. შიმშილის, გაჭირვებისა და ღალატის ამ სევდიან ისტორიას ბედნიერი გაგრძელება აქვს.

„ამდენი სითბო და ყურადღება. მთელმა საქართველომ იზრუნა ჩვენზე!“

 –  როგორია თქვენი ცხოვრება ახლა, ანასტასია? არც თქვენს ხმაში, არც გამოხედვაში დეპრესიის კვალიც კი აღარ იგრძნობა და ძალიან გვიხარია ეს. თქვენი პრობლემების მოგვარება თუ შევძელით?

 ანასტასია: ბურთი მეჩხირება ყელში, თვალზე ცრემლები მადგება, მაგრამ ახლა, ეს არის ბედნიერების ცრემლები. ყველა ისეთი კარგი და კეთილია! მარტო ვერასდროს გავუმკლავდებოდი ამდენ საყოფაცხოვრებო პრობლემის. მარტოხელა უმუშევარ დედას ხომ, სახლში ყველაფერი მოუწესრიგებელი, ძველი და გატეხილი აქვს.

 როგორ მიხაროდა, ჩვენი ძველი ტახტი რომ გადავაგდე, მის ადგილას კი, ახალი საწოლი დავდგი! ისეთი კარგი გრძნობა მეუფლება, ჩვენს ახალ, ბედნიერ ცხოვრებას რომ ვუყურებ. მაცივარიც გვაქვს და სარეცხი მანქანაც. ჩვენი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი გახდა.

„დედიკოსია ეს ახალი საწოლი. ძველი ტახტი კი, გადავაგდეთ!“

„მე და ჩემს ძამიკოს კი, ორსართულიანი საწოლი გვაქვს!“

იანა: „ჩემია მეორე სართული, გიო კი ისე, უბრალოდ აძვრა“

„ამ ახალი ნივთებით ჩვენი ახალი ცხოვრება დაიწყო.“

 იანა: ჩემი დათუნიაც ძალიან მაბედნიერებს. გაიცანით, ეს ჩემი „ძილის“ დათუნიაა. ფუმფულაა. ვეხუტები და ტკბილად ვიძინებ. ძალიან კარგმა ადამიანებმა მაჩუქეს. ასე მითხრეს: „გაიზარდე დიდი და ჭკვიანი გოგო, დედიკოს დაუჯერე და არ აწყენინო.“

„გაიცანით, ეს ჩემი „ძილის დათუნიაა“

 გიო: მე კი „ჭამის“ პინგვინი მყავს! ჩემთან ერთად ჯდება და ჭამს, ხოლმე.

 იანა: ჩვენი გიო ხომ, ცუდად ჭამს. პინგვინთან ერთად კი, იცით, რა კარგად! ახლა, თუ ჭირვეულობს, უკვე შეგვიძლია, მისი საჭმელი მაცივარში რომ შევინახოთ და აღარ ვყრით.

 უამრავი სათამაშო გვაჩუქეს: თოჯინები, სატვირთო და პატარა მანქანები.

„როდესაც გიო ჯიუტობს და არ ჭამს, მის სადილს მაცივარში ვინახავთ, ხოლმე“

 – თმა რომ შეიჭერი, ძალიან გიხდება! საყვარელი ხარ!

 იანა: კიდევ, ახალი მაისური, შარვალი და კაბები მაქვს. მთლიანად ახალი ვარ. (იცინის.)

 – სკოლაში თუ შეამჩნიეს, ახალი ტანსაცმელი რომ გაცვია? რას გეუბნებიან მეგობრები?

 იანა: მეგობრებიც და მასწავლებელიც მეუბნებიან: „ძალიან გიხდება, იანა!“ „ძალიან ლამაზი ხარ!“, „მშვიდობაში!“ ერთხელ კი, ყველაფერი ახალი მეცვა სკოლაში და მთელი კლასი ტაშს მიკრავდა. როდესაც ყველაფერი ახალი მაცვია, ვანათებ, ყურებამდე ვიღიმი და „სუპერ“ განწყობაზე ვარ. ბავშვებმაც ეს მაშინვე შეამჩნიეს.

„როდესაც ყველაფერი ახალი მაცვია, ვანათებ!“

 ანასტასია: გიოსაც ძალიან კარგი ჯგუფელები ჰყავს ბაღში. ბევრი სათამაშო გვაჩუქეს მშობლებმა. ერთ-ერთი ბავშვის დედამ კი, საზაფხულო გამოსასვლელი კაბა მაჩუქა. სიხარულით ჩავიცვამ. უფალს მადლობას ვწირავ, ამდენი ანგელოზი რომ გამოგვიგზავნა და გვეხმარებიან!

 – ანასტასია, იქნებ გახსოვთ ჩვენი მკითხველების სახელები, ვინც გესტუმრათ?

 ანასტასია: ძალიან ბევრმა მოგვიტანა პროდუქტი და ტანსაცმელი ისე, რომ ჩვენთვის სახელები არც კი უთქვამთ. გამიხარდა, როდესაც შემეხმიანა ჩემი თანაკლასელი, ბაკურიანის სკოლიდან – მირანდა აბრამიშვილი. იანას დაბადების დღე ჰქონდა 1 აპრილს და მირანდამ უგემრიელესი ტორტი გვაჩუქა. მერე კი, გოგოებმა ბაკურიანიდან მაგიდაზე დასადგამი გაზქურა გამომიგზავნეს. გოგოებო, დიდი მადლობა რომ გახსოვართ და გულით გსურთ, რომ დამეხმაროთ! ძალიან მიყვარხართ!

საჩუქარი ყოფილი თანაკლასელებისგან

 მინდა, მთელი გულით გადავუხადო მადლობა თეა გრიგოლიას. ტანსაცმელი ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია ჩვენთვის. ტაქსის მანქანა სავსე იყო, იმდენი ნივთი გამოგვიგზავნა. სახლში ძლივს ავიტანე, იანა და გიო მეხმარებოდნენ. ხელში ვერ ვიტევდით! ყველაფერი გაითვალისწინა, ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც. ძალიან კარგი ჯემპრები, ქურთუკები, თეთრეულიც კი.

 იანა: დედიკო, ის დეიდა არ დაგავიწყდეს, მტვერსასრუტი რომ მოგვიტანა.

 ანასტასია: იანასაც ახსოვს, ვინ გვესტუმრა. (იღიმის.) იმ დეიდას, დედიკო, ჰქვია მარინა ასათიანი. კიდევ, ტაფები და სამზარეულოს ტილოები მოგვიტანა.

 იანა: და კიდევ, სერგო ძიაზე უთხარი აუცილებლად, ნამცხვრები, მარმელადი და გემრიელობები რომ მოგვიტანა.

 ანასტასია: სერგო მურჯიკნელმა ოთხი ჩანთა პროდუქტი მოგვიტანა, ტკბილეულის დღესასწაული მოუწყო ბავშვებს.

 ისე მოსწონთ ეს ყურადღება ჩემს შვილებს, გამხიარულდნენ, ცელქები გახდნენ, გიო თვითონ მირბის ყველა სტუმართან, რომ დაელაპარაკოს.

გიო ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ ყველას!

 ჩემთვის კი, ეს მეტია, ვიდრე დახმარება და ყურადღება. ეს ახდენილი ოცნებაა! ვიგრძენი ის სიყვარული, რომელიც ბავშვობაში ასე ძალიან მაკლდა.

 იცით, რა სასიამოვნოა (უცებ ცრემლები წასკდა), როდესაც ვიღაცას სჭირდები, როდესაც  შენზე ზრუნავენ. როდესაც გამხნევებენ და გულში გიკრავენ. მეუბნებოდნენ: „ნუ დარდობ, ანასტასია, სიკეთე ყველასთვის არსებობს.“ „ჩვენც გვიჭირდა, საშინელ პირობებში ვცხოვრობდით მაგრამ, როგორღაც გამოვძვერით. შენც ყველაფერი გამოგივა.“ ყველამ, ვინც კი მესაუბრა, იმედი მაჩუქა.

 მიყვარხართ! ვლოცულობ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის! ხვავი და ბარაქა თქვენს ოჯახებს, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!

 იანა: პატარები, მე და გიო რასაც ვიტყვით, იმასაც გადასცემთ მკითხველებს?

 – რა თქმა უნდა, რა გადავცე?

 იანა: უამრავი ჰაეროვანი კოცნა!

 გიო: ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!

 – ანასტასია, სახელმწიფოსგან თუ მიიღეთ რაიმე დახმარება, პროექტის მსვლელობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ? მერიისგან ან გამგეობისგან?

 გიო: სასადილოში პასკები მოგვცეს.

 იანა: გიო, ეს აღარ არის ახალი ამბავი. სასადილოზე ისედაც იციან. „ახალ“ ახალ ამბებზე გვეკითხებიან.

 ანასტასია: მთავრობის მხრიდან ახალი არაფერია.

 – კიდევ რა დახმარება გჭირდებათ, ანასტასია?

 ანასტასია: უკვე მერიდება, თქვენს ფონდს რამე რომ ვთხოვო, გულიანად დამეხმარნენ ადამიანები. უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რა გვაწუხებს.

 ძველი, ხის ფანჯრებია ჩვენს ბინაში. ქარიან ამინდში სახლში ძალიან ცივა, წვიმის დროსაც შემოდის წყალი. სამზარეულოს ნიჟარას წყალი გასდის, ვერ ვხვდები, რომელი შლანგებია დაზიანებული. მეშინია, მეზობლებთან არ ჩავიდეს წყალი. თუ ამის მოწესრიგება მოხერხდა, ამოვისუნთქავ. უფლის ნებაა ყველაფერი. ყველაფრისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!

 ***

 ანასტასიას მოერიდა და არ უხსენებია სხვა პრობლემები. ის, რომ აკლიათ საკვები, გაზის გამათბობელი კი გაფუჭებულია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თქვენ ხედავთ იმაზე მეტს, რაც არის თვალშისაცემი. ისედაც გეცოდინებათ, რა  შეიძლება აწუხებდეს ორი შვილის მარტოხელა დედას.

 საოცარი გული გაქვთ ყველას და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასე უხვად გასცემთ ამ სითბოს! სწორედ მან გადაარჩინა ეს ოჯახი.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ტეფნაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
775.00₾
2022 ივნ 01
ორსართულიანი საწოლი მატრასით
760.00₾
2022 ივნ 02
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1355.00₾
2022 ივნ 18
პროდუქტები
199.99₾
2022 ივლ 21
საწოლი
650.00₾
2022 სექ 16
პროდუქტები
137.92₾
2023 ივლ 28
პროდუქტები
50.00₾

სულ ხარჯები:

3927.91₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2023 17:02:38
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2022 16:50:41
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2022 23:40:51
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2022 20:00:00
₾21.00

შემოწირულია:

₾3,927.76

239 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,927.76

239 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება