ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჯერ ქორწილი იყო, შემდეგ კი 14 ადამიანის გარდაცვალება

calendar აპრილი 28, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ლევანი ქორწილში წავიდა, ლანჩხუთში. ახალგაზრდა, ლამაზი და მხიარული, 18 წლის, უნივერსიტეტში სწავლობდა, მეორე კურსზე. როდისღა უნდა დატკბეს ცხოვრებით? ღამით კი, დედასთან, ოლიასთან მივიდნენ ახლობლები: „ოღონდ არ ინერვიულო, ოლია, რაღაც უნდა გითხრათ. ლევანი…“ – „ვაიმე, რას ამბობს ეს ხალხი! გაჩუმდით, გაჩუმდით! ეს ტყუილია, არ-ა-ა! ჩემი სიკვდილი გინდათ?! რა სჭირს მის ლევანს? სად უნდა წავიდეს, რატომ?!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ჯერ ქორწილი იყო, შემდეგ კი 14 ადამიანის გარდაცვალება
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

იმ საშინელ კატასტროფაში ორი ადამიანი გადარჩა – ლევანი და კიდევ ერთი ქალი

ლევანი ქორწილში წავიდა, ლანჩხუთში. ახალგაზრდა, ლამაზი და მხიარული, 18 წლის, უნივერსიტეტში სწავლობდა, მეორე კურსზე. როდისღა უნდა დატკბეს ცხოვრებით? ღამით კი, დედასთან, ოლიასთან მივიდნენ ახლობლები: „ოღონდ არ ინერვიულო, ოლია, რაღაც უნდა გითხრათ. ლევანი…“ – „ვაიმე, რას ამბობს ეს ხალხი! გაჩუმდით, გაჩუმდით! ეს ტყუილია, არ-ა-ა! ჩემი სიკვდილი გინდათ?! რა სჭირს მის ლევანს? სად უნდა წავიდეს, რატომ?!“
ტრაილერი, ავარია, საავადმყოფო… დედას, ოლიას ყველაფერი ესმოდა და ავტომატურად აკეთებდა. რომ არ მომკვდარიყო, ის „გაშეშდა“. „ხე“ შეეძლო მოესმინა ექიმისთვის, რომელიც ამბობდა, რომ „ლევანს ტვინის ნახევარი აღარ ექნება“, დედას, ოლიას კი – ვერასდროს. ვერასდროს! ვერასდროს!!!
ლევანი ცოცხალია. ის არ არის საბაჟო ფაკულტეტის სტუდენტი. ის ვერ თამაშობს ფეხბურთს. ვეღარ გაიცნობს ლამაზ გოგონებს. ის ისევ პატარა ბიჭია, რომელსაც უყვარს მულტფილმები, კოვზით უნდა აჭამო, აცვია პამპერსი. და მუდმივად სჭირდება დახმარება.

ფოტო სხვა ცხოვრებიდან, როდესაც ყველაფერი კარგად იყო. აქ ლევანი სტუდენტია
– ოლია, ვიცი, რომ მძიმეა თქვენთვის ეს მოგონებები, მაგრამ იქნებ გვიამბოთ თქვენი ტრაგედია.
ოლია: ის, ადრინდელი „ოლია“ მკვდარია. დიდი ხნის „მკვდარი“ ვარ, ჩემო კარგო… ქორწილში კარგად მოილხინეს და უკვე სახლში ბრუნდებოდნენ. კმაყოფილები და მხიარულები, სამარშრუტო მანქანა ხალხით იყო სავსე. მძღოლმა სიბნელეში ტრაილერი ვერ შეამჩნია. დიდი სიჩქარით მიმავალი მას შეეჯახა. თითქმის ყველა ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლმა კიდევ ორი დღე იცოცხლა, მერე კი… თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა. გადარჩნენ მხოლოდ ლევანი და კიდევ ერთი ქალი, რომელმაც როგორღაც მოახერხა ამობრუნებული მანქანიდან გადმოსვლა და ბარბაცით დადგა ტრასაზე. ასე გაიგეს, რომ ეს კატასტროფა მოხდა და ტელევიზორში აჩვენეს… სასწრაფო გამოშვება. ტელევიზორისთვის არ მიყურებია. ახლობლებმა დამიკაკუნეს კარებზე.
ლევანმა თავი დაარტყა. ფართე შინაგანი სისხლჩაქცევა ჰქონდა. სანამ მე გორში ჩავედი, მისთვის ერთი ოპერაციის გაკეთება მოასწრეს. იმ ღამესვე, რეანიმობილით გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. (გორში კომპიუტერული ტომოგრაფია არ იყო) და კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს. თავის ქალას სისხლისგან ასუფთავებდნენ. თავის ტვინის საშინელი დაბეჟილობა ჰქონდა, ნახევარი ამოკვეთეს.
– ღმერთო, ოლია…
ოლია: ტირი, შენც გეცოდება ჩემი ლევანი. ჩემო გოგონა, ასე ვტირი ყოველდღე, უკვე 19 წელია. რომ წამოვაყენებ და ზურგზე მოვიკიდებ და მივათრევ, ხეიბრის ეტლით რომ დავატარებ. რომ არა ის წყეული დღე…

ლევანის ჩათვლის წიგნაკი. ყელში „ბურთი გეჩხირება“.   საგადასახადო და საბაჟო საქმე, ეკონომიკის ფაკულტეტი. არ ეწერა ახდენა…

ლევანი 23 დღე იყო კომაში. მხოლოდ გული მუშაობდა. აპარატიდან გათიშეს, რათა ენახათ, იცოცხლებდა, თუ არა. მან კი, უცებ დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა. ღმერთის სასწაული მოხდა, ღმერთმა გადაარჩინა!

23 დღე იყო კომაში. არავინ იცოდა, გადარჩებოდა თუ ვერა. უფალმა სასწაული მოახდინა.

სამოთახიანი ბინა გავყიდე, ახლა, ჩემი დის ბინაში ვცხოვრობთ. აქ, მე და ლევანი ერთ ოთახში ვართ. მას საწოლზე სძინავს, მე კი იატაკზე, მის გვერდით. ბინა გავყიდე, მაგრამ მკურნალობისთვის მაინც დაგვაკლდა თანხა – 26 000 ლარი, საავადმყოფოში გატარებული ნახევარი წლის საფასური. გინდა იყვირე, და გინდა თავი ჩამოიკიდე.
მაშინ, იქ ახალგაზრდა ბიჭები მიიყვანეს, სპორტსმენები, ისინიც ძალიან იყვნენ დაშავებულები. სანდრა რულოფსმა მოინახულა, მათ სახელმწიფო აფინანსებდა. ექიმებმა მითხრეს: „წადი, სანდრას სთხოვე, გულკეთილი ქალია“. მეც მივედი და ვთხოვე ჩემი ლევანისთვის. (ცრემლებს ყლაპავს, ჩუმდება.) და მართლაც, არაფერი გადაგვახდევინეს.

ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ნაიარევი

         ბევრი კეთილი ადამიანი შემხვდა მას შემდეგ, რაც ჩემს შვილს ეს ტრაგედია შეემთხვა. არასდროს დამავიწყდება, თქვენი ფონდი როგორ დამეხმარა, როგორი თანაგრძნობა გამოიჩინეთ. მაჩუქეთ პროდუქტი, წამლები, საწოლი ლევანისთვის. მადლობა, ყველას გული რომ შეგტკივათ!
ერთმა მდიდარმა გოგონამ, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ლევანს დაუტოვა თავისი ტელევიზორი. ექიმებმა გვირჩიეს ფლეიერი, ან ტელევიზორი, მალე რომ დაბრუნებოდა მეხსიერება. ის ხომ არაფერზე რეაგირებდა.
– ლევანი აცნობიერებს, რა შეემთხვა? რამე მაინც თუ გაიხსენა?
ოლია: არა. მე ვეუბნები, რომ მანქანამ გაიტანა რუსთაველზე გზაზე როდესაც გადადიოდა.
– დღესდღეობით რის გაკეთება შეუძლია?
ოლია: ამბობს, როდესაც შია. მაგრამ, საპირფარეშოში გასვლას არასდროს ითხოვს. პამპერსი სავსე არის, მას კი რეაქცია არ აქვს. სიარული არ შეუძლია – რეაბილიტაცია სჭირდება. ზოგი რამ ესმის, ზოგი – არა. კარტის თამაში გაიხსენა და შეუძლია „დურაკაში“ მოიგოს კიდეც. ხანდახან მაიმუნობს, ჩუსტს ან რამე ნივთს დამალავს და იღიმის, უნდა, რომ ვიპოვო.
ხანდახან მაოცებს. შეიძლება თქვას, ადრე სად სწავლობდა, ან სად ცხოვრობდა. ამ ბოლო დროს, ცრემლებსაც ვამჩნევ, თითქოს რაღაც გაცოცხლდა მის გულში. თავის ეტლს რომ უყურებს, ან ძველ სურათებს რომ ვაჩვენებ, სადაც სტუდენტია, ან ფეხბურთის ფორმა აცვია. (მთელი გულით ამოიოხრა.)

ლევანს კარტის თამაში ახსოვს

– ნათესავებიდან თუ გეხმარებათ ვინმე?
ოლია: მული, რითაც შეუძლია: ხან 10 ლარს მომცემს, ხან 20-ს. ჩემთვის ყველაფერი დიდი დახმარებაა. ლევანს მუდმივად სჭირდება პამპერსი, ეს დიდი პრობლემაა. ეპილეფსიის წამლები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ფსიქოტროპულიც სჭირდება.
ხშირად ვარდება კრუნჩხვებში, იმის გამო, რომ თავში სითხე უგროვდება. კრუნჩხვებს დიაზეპამი აჩერებს. ასევე, თავში კისტების სამკურნალოდ სჭირდება მედიკამენტები.

უნივერსიტეტის გაზეთის დანახვისას, ლევანი გამოცოცხლდება ხოლმე. ეს მოგონებებს აღძრავს, ღიმილს იწვევს

– რომელ საჭმელს ითხოვს ლევანი, ისეთს, რომელსაც თქვენ ვერ აჭმევთ?
ოლია: ჟოლოს იოგურტი უნდა, ლობიანი, „ალადიკები“. ნაყინი. ყოველთვის უყვარდა ტკბილეული. მე კი, იძულებული ვარ სოციალური სასადილოს სადილი ვაჭამო. სუნელებს ვამატებ, ცოტა მაინც რომ მიეცეს გემო. იჯღანება, მაგრამ ჭამს.

ლევანს დამოუკიდებლად არც ჭამა შეუძლია, არც წყლის დალევა. დედა მას პატარა ბავშვივით უვლის 

კბილები და ღრძილები საშინელ მდგომარეობაში აქვს. მაგრამ, ეპილეფსიის გამო, სტომატოლოგთან ვიზიტს ვერ გაუძლებს.

– სახელმწიფოსგან გეკუთვნით რაიმე დახმარება?
ოლია: სამ თვეში ერთხელ, 120 ლარის წამლები მერიისგან. ასევე სოციალური დახმარება – 100 ლარი. დანარჩენს კი, როგორმე ჩვენით უნდა გავუმკლავდეთ. ჩემი პენსიით რა გავაკეთო? რა ვიყიდო? ჩემი შვილი როგორ დავაყენო ფეხზე?
მხოლოდ საფრანგეთში შეუძლიათ, ფეხზე რომ დააყენონ, ხელახლა რომ ასწავლონ სიარული. ჩემი ერთადერთი ოცნებაც ეს არის. იმ დღეს ყველაფერი გაქრა. გაქრა ოცნება, რომ უნივერსიტეტს დაამთავრებს, ოჯახს შექმნის, ისეთივე ბედნიერი იქნება, როგორც, თავის დროზე მე და მამამისი. იმ დღეს, მე და ლევანს თავზე დაგვენგრა ცხოვრება. (ხმით ტირის.)
მე რა ვქნა? შემომხედე. ზურგი აღარ მივარგა. ზურგი, გული, შაქარი… ტვინი აღარ მიმუშავებს. მეც ამნეზია მქონდა, შვილს ეს ყველაფერი რომ შეემთხვა. შოკის, შიშის, სტრესის გამო…
კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე ვერ ხედავს ამას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ვერ ხედავს, რა დაემართა ჩვენს შვილს.

ახლა ოლია მხოლოდ შვილის საფრანგეთში წაყვანაზე ოცნებობს, სადაც მას ფეხზე დააყენებენ

– უფალს რას ეტყოდით, რომ შეგეძლოთ მასთან გასაუბრება?
ოლია: გულში ყოველდღე ვესაუბრები. ვთხოვ, რომ მშვიდობა იყოს დედამიწაზე. დედები არ დაიტანჯონ შვილების გამო. (ხმა უკანკალებს.) დედებმა საკუთარი შვილების ტანჯვას არ უნდა უყურონ. ღმერთო, რამხელა ტკივილია,  როდესაც შვილი ცუდად გყავს, შენ კი ვერაფერს შველი.
– ოლია, მეგობრებს თუ ახსოვთ ლევანი, მოდიან მის სანახავად?
ოლია: კი. კარგი ბიჭები არიან. მოდიან, როდესაც შეუძლიათ. ეტლით გაჰყავთ სასეირნოდ. ჩვენს ეზოში, შვიდი კიბეა ჩამოსასვლელი. ეტლით ვერ ახვალ, რთულია, ძალაა საჭირო.
ეს ეტლი, ლევანს დიდი ხანია დაუპატარავდა, უკვე გაფუჭდა კიდეც. რამდენი ხნის წინ გვაჩუქეს ახლობლებმა. თუ ჩამოწერთ რა გვჭირდება, გთხოვთ, პირველ რიგში ეს დაწერეთ. და კიდევ, ძველი ტელევიზორი რომ შეგვიცვალოთ, თუ შეიძლება. ეს ჩემი შვილისთვის მნიშვნელოვანია, მისმა ტვინმა რომ იმუშაოს.

ამ კიბის და გაფუჭებული ეტლის გამო, ლევანი ოთხ კედელს შუა არის გამოკეტილი

ნეტა, ლევანისთვისაც მოვიდეს გაზაფხული!

– კარგი, ოლია. შიძლება, ლევანსაც რომ გავესაუბრო? 
ოლია: ოღონდ გეხვეწები, შვილო, ავარია არ ახსენო.
– პირობას გაძლევთ.
(ღამით ლევანს ხშირად აწუხებს უძილობა და ოლია დღისით აძინებს ხოლმე. გაიღვიძა და ოლიამ გაჭირვებით გადასვა ეტლში.)

ოღონდ იცოცხლე, შვილო! დედიკო შენთვის ყველაფერს დათმობს: საკუთარ ჯანმრთელობას და გულს, სიცოცხლესაც და სისხლსაც

– გამარჯობა, ლევან. როგორ ხარ?
ლევანი: თავი მტკივა. აი, აქ.
– ახლა რა უნდა აკეთო? 
ლევანი: კარტს ვითამაშებთ. (ჩემკენ იშვერს თითს.)
– კი მაგრამ, შენ ხომ მომიგებ. 
(უხარია, იცინის.)
– ყველაზე მეტად რის ყურება გიყვარს ტელევიზორში?
ლევანი: „ტომი და ჯერის“. ჩართე „ტომი და ჯერი“.
– რომელი საჭმელი მოგწონს ყველაზე მეტად?
ლევანი: „სნიკერსი“. არ მინდა სადილის ჭამა. მოდი, ვითამაშოთ.
***
ლევანის ისტორიის ცრემლის გარეშე მოსმენა შეუძლებელია, გული წუხს და გული ტირის! ეს ტკივილი დედას მუდამ დატანჯავს, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყოველ წამს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემებისგან ვიხსნათ. დარდით გულმოკლული დედისთვის, ესეც დიდი შეღავათი იქნება.
ლევანს მუდმივად სჭირდება პამპერსი, წამლები, პროდუქტი. მას სჭირდება ნორმალური, შესაფერისი ზომის ეტლი, გარეთ რომ გავიდეს, ქვეყანა ნახოს, სხვა სამყაროც დაინახოს თავისი ეზოს გარდა. ასევე სჭირდება ტელევიზორი, რათა ცოტათი მაინც გახალისდეს.
მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ ამ ბიჭისთვის, რომელსაც ცხოვრების ნახვა არ ეღირსა…
შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ სოგომონოვების ოჯახი. ლევანს ძალიან უხარია სტუმრების დანახვა. ოჯახის მისამართი კი ეს არის: თბილისი, ცხრა ძმის ქუჩა, ბინა № 57.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, და რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სოგომონოვების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მძიმედ დაავადებული ბიჭის სიმღერა ქართველი ხალხის სიკეთეზე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ლევანი ხუმრობისა და ცელქობის ხასიათზე მოვიდა

           მეგობრებო, გახსოვთ რა უბედურება დაემართა ამ არაჩვეულებრივ ოჯახს?

ლევანი საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ტვინი იმდენად ჰქონდა დაბეჟილი, რომ ექიმებს მისი ნახევრის მოკვეთა მოუხდათ

ლევანი ბავშვად გადაიქცა, რომელიც ვერ ჭამს და ვერ დადის. პამპერსი სჭირდება და ცალკეული სიტყვებით საუბრობს

ლევანის შესახებ აპრილის თვეში გიამბეთ: (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/865-sogomonovi/).
         „და უცებ, ამხელა ბედნიერება გვეწვია, რომელსაც  ვერც იტევს ჩვენი სახლი! ჩემმა უნარშეზღუდულმა შვილმა კი, სიმღერა დაიწყო! – ოლია მეხვევა და ოთახში მეპატიჟება. – მთელი დღე მუსიკა გვაქვს ჩართული, ყველანაირი, რაც ჩემს ბიჭს უყვარს. „დედა, ქეთა თოფურია ჩართე, დედა „ქვინი“ მინდა, დედა, „სახე“ მინდა…“ ვაიმე, ასეთს რომ ვხედავ, მავიწყდება ჩემი წნევაც, შაქარიც, მიასმაგდება ძალა. ჩემი შვილი მხიარულობს, უხარია ახალი ტელევიზორი, პლანშეტი. გკოცნით და გეხვევით, მიყვარხართ, ასეთ ბედნიერს რომ ვხედავ! ჩემო ახლობლებო და საყვარელო ადამიანებო, გმადლობთ, რომ ჩემი შვილის ამბავი ასე განიცადეთ. გმადლობთ, ჩემი ტკივილი, გულთან ასე ახლოს რომ მიიტანეთ.“
– სწორად აღნიშნეთ ოლია – ახლობლები. პოსტის კომენტარები თუ წაიკითხეთ? იმდენი თბილი სიტყვა ეწერა. უამრავ მკითხველს ერთი სული ჰქონდა, სასწრაფოდ დაგხმარებოდნენ.
ოლია: რწმენა დამიბრუნდა შვილო, სიკეთის რწმენა, გამიჩნდა იმედი, რომ ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები და ყოველთვის გამომიწვდიან ხელს! ჩვენ მარტონი არ ვართ და ეს უდიდესი ბედნიერებაა! ყველასგან მივიღეთ იმხელა სითბო და სიყვარული, რომელიც ჩემს შვილს ასე ძალიან სჭირდებოდა! თქვენი სითბო მმატებს ძალას, რომ გავუმკლავდე ამ ტვირთს და ტკივილს, რომელიც ლევანის ტრაგედიას უკავშირდება.

 „ლევანს სათანადო ზომის ეტლი აქვს“

– როგორ ხარ, ლევანიკო? როგორ არის ჩვენი ცისფერთვალება ბიჭი? 
ლევანი: მიყვარხარ! (ხელს გულზე იდებს.) იმღერე! შენ და მეც!
(ოლიამ ტელევიზორის ხმას აუწია. მე და ლევანმა ერთად ვიმღერეთ „ჩემო თბილის ქალაქო, შენმა დარმაც იდარა…“ ერთდროულად მეტირებოდა და მეცინებოდა…)
ოლია: ეს ტელევიზორი არის ისეთი კარგი და თანამედროვე, ინტერნეტით. შემიძლია რაც მოუნდება, ის ჩავურთო. კომედიებს ვრთავ „მარტო სახლში“, „ოპერაცია „Ы“. როგორ იცინის, ვაიმე, როგორ უხარია! ის ხომ, ტრაგედიამდე ძალიან ხუმარა და გონებამახვილი ბიჭი იყო, თამამი. მომენტებში, თითქოს ისევ ისეთიც არის. ახლა, ზეპირად იცის სიტყვები და ფრაზები ფილმებიდან, სულ იმეორებს.
და როგორ ცეკვავს, იცი? ძალა ჰყოფნის, ეტლიდან რომ წამოდგეს. ცალი ხელით ეყრდნობა, მეორეთი კი, მოძრაობებს აკეთებს. რამდენი წელი გავიდა, ასეთი აღარც მახსოვს. ღმერთი ყველაფერს ხედავს, რაც თქვენ მისთვის გააკეთეთ. ვევედრები, რომ ყველა მკითხველის ოჯახს ჰქონდეს ჯანმრთელობა, სიხარული და კეთილდღეობა. ცალკე მადლობას ვუხდი ჩერნოვეცკის ფონდის თითოეულ თანამშრომელს! ვლოცულობ თქვენთვის!
– ლევანიკო, მაჩვენებ, პლანშეტზე რას უყურებ?
ლევანი: „ტომი და ჯერის“ ახლა მიაუ გამოვა და ვითხა. ბახ! ბახ! მიაუ ტირის. ბახ! (იცინის.)
ოლია: ისიც კი გაახსენდა, უნივერსიტეტში გოგონების გაცნობის რა ხერხი ჰქონდა. წარმოგიდგენიათ? მისი ტვინი მუშაობს, პლანშეტში რომ იქექება.
ლევანი: სიგარეტი ხომ არ გაქვთ? ასე ვამბობდი.
– ოჰ ლევანიკო, ისევ ისე აბრიალებ ამ ლურჯ თვალებს, არ დაგვიწყებია.
(ლევანი იცინის.)

ლევანი იპრანჭება 

– ოლია, ვიცით, რომ უამრავი ადამიანი გამოგეხმაურათ. მაგრამ,  პირადად თქვენ, ვინ დაგამხსოვრდათ ყველაზე მეტად? შეგიძლიათ, მათი სახელები რომ გვითხრათ?
ოლია: კი, ნამდვილად უამრავმა ადამიანმა დამირეკა. გვკითხულობდა, უამრავ თბილ სიტყვას მეუბნებოდა. მერე კი, ფონდის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხას. თქვენი დამსახურებით, ახლა გვაქვს ყველაფერი, რაც ლევანის ასე ძალიან სჭირდებოდა: ახალი ეტლი, დიდეკრანიანი ტელევიზორი, პლანშეტი, ახალი კარ-ფანჯარა, ლევანი სითბოში რომ იყოს. ყველამ ერთად იზრუნეთ ჩვენზე, და უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი.
შეიძლება გითხრათ, თვითონ ლევანი რამ აღაფრთოვანა ყველაზე მეტად? ერთ დღეს მოვიდა ბიჭი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან. თქვენი პოსტის მეშვეობით გაიგო ჩვენზე. ლევანის მოუტანა თაფლი და მისი საყვარელი ტკბილეული. თბილად ვსაუბრობდით. უცებ ადგა, მივიდა ჩვენს პიანინოსთან, რომელიც ამდენი წელია დუმს, დაჯდა და ერთი მელოდიის დაკვრა დაიწყო. ასე უკრავდა ორი საათი, ლევანი კი როგორც შეეძლო, ისე აძლევდა ბანს. ამას რა დამავიწყებს?! საბოლოოდ მაინც არ გვითხრა მისი სახელი. მაგრამ მისი კეთილი თვალები და სახე სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ეს ბიჭი ჩემთვის სიკეთისა და უანგარობის მაგალითია.
იცით, ისეთ დარდიან დედასაც კი, როგორიც მე ვარ, ხანდახან შეუძლია ბედნიერი რომ იყოს. ადრე, ავარიამდე, ვოცნებობდი, რომ ჩემი ლევანი უნივერსიტეტს დაამთავრებდა, ლამაზ გოგოს მოიყვანდა და ბედნიერად ვიცხოვრებდით. მაგრამ, ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. ახლა, უბრალო რამეები მაბედნიერებს – ახალი ეტლი, რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა, მედიკამენტები, რომელიც ჩემს შვილს აცოცხლებს, პროდუქტი, რომელზეც ვოცნებობდით. გამაბედნიერა თქვენმა დახმარებამ და გვერდში დგომამ, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩემს მდგომარეობაში.
წამოდით, ჩემი დღევანდელი სიხარულის მიზეზს გაჩვენებთ. ფონდმა მოგვიტანა მეტალო-პლასტმასის ახალი კარ-ფანჯარა. რომ აცივდა, ძალიან ვდარდობდი. და აი, ესეც კიდევ ერთი სიურპრიზი თქვენგან. მოგწონთ?
         – ძალიან! ესე იგი, ახლა, ლევანის ოთახში აღარ დაუბერავს.
         ოლია: აი, ეს მახარებს. მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიქნები! ნახე, ლევანის ოთახის კარები როგორი ძველია, თან ეზოში გადის. მინები კი, ლურსმნებით არის მიმაგრებული. ღრიჭოებიდან სიცივე შემოდიოდა. ახლა, გული დამშვიდებული მაქვს, თქვენ დამამშვიდეთ.

ახალი და კარგი – ძველი ხის კარების ნაცვლად

– ოლია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ გამოიჩინა აქტიურობა? ჩვენი პოსტი ქმედებისკენ, მათაც ხომ მოუწოდებს.
ოლია: ეეჰ… არა, საყვარელო, არანაირი. პენსიას და დახმარებას ვიღებ. ჯამში იმდენად ცოტა გამოდის, რომ ხორცი, თევზი, ყველი, ნამცხვარი ფუფუნებაა ჩვენთვის, ოცნებად გვაქვს ქცეული. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთებსა და მედიკამენტებს ვერ ვყიდულობთ. ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ გვეხმარება.
ხალხის დახმარებით ჩემს შვილს ახალი, სათანადო ზომის ეტლი აქვს. ძველი უკვე პატარა იყო და ორჯერ, ცუდად დაეცა კიდეც. მაგრამ, გარეთ რომ გავიდეთ, უნდა ჩავიდეთ დანგრეული, ციცაბო კიბით. კიბეზე ეტლით ლევანის მარტო ვერ ჩავიყვან. პანდუსი გვჭირდება. დავწერეთ განცხადება, დახმარება ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. სულ გვპირდებიან, მაგრამ როდის რა იქნება?! რამდენი ხანია, ლევანი გარეთ არ ყოფილა. ისე მეცოდება, მას ხომ მთელი გულით უნდა, თვითონ რომ იაროს ახალი ეტლით.
ლევანი: კი, კი, გარეთ, გარეთ, მინდა! წავიდეთ!
– ლევანიკო, აბა, მაჩვენე როგორ მართავ შენს ახალ ეტლს.
(ბორბალს ატრიალებს იმ ხელით, რომელიც პარალიზებული არ აქვს, ეშმაკური ღიმილით მიახლოვდება და უცებ, სამხედროსავით მესალმება.)
ოლია (ღიმილით): აი, ასე მაიმუნობს და ცელქობს.
– რა მაგარი ხარ, ლევან!
(ჰაეროვან კოცნას მიგზავნის პასუხად.)
– შენ რომელი საჩუქარი მოგეწონა ყველაზე მეტად?
(ლევანი დედას უყურებს – ელოდება კარნახს. ოლიას პლანშეტი მოაქვს, ისიც მაშინვე იწყებს ლაპარაკს.) 
ლევანი: პლანშეტი მიყვარს ძალიან! პლანშეტი ჯიგარია!
ოლია: ადრე, ლევანისთვის მედიკამენტებს ვიღებდი უფასოდ, სამ თვეში ერთხელ. ახლა კი, ესეც შეუძლებელი გახდა, რატომღაც. დიდი მადლობა, რომ შეგვეშველეთ, „ეპიქსი“ და „ფინლეფსინი“ შეგვიძინეთ. მას ხომ, არ შეუძლია წამლების გარეშე: ვერ გამოიძინებს და მაშინვე ეპილეფსიის შეტევები ემართება. ჯერჯერობით მაქვს თქვენი მოტანილი მედიკამენტები და კაი ხანია, ეს შეტევები არ მინახავს. ღმერთმა ქნას, რამე იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც გამოგველევა. უბრალო ხალხის იმედი უფრო მაქვს, ვიდრე ხელისუფლების.

საოცნებო პლანშეტი უკვე ლევანის ხელთაა

უკვე დიდი ტელევიზორის ეკრანზე შეუძლია ნებისმიერი მულტფილმისა და ფილმების ყურება

ლევანს ცეკვა უნდა!

– იგრძნობა, რომ შემდგომი პრობლემების შიში გაქვთ, ოლია. გაგვიზიარეთ, ნუ მოგერიდებათ, გთხოვთ!
ოლია: დიახ, რა თქმა უნდა, მეშინია. ახალგაზრდა არ ვარ, ლევანს ვერ დავტოვებ, სამსახურში რომ გავიდე. პრობლემები იქნება: მედიკამენტები და საკვები გამოგველევა და ისევ წავალთ იგივე წრეზე. უზრუნველი ცხოვრებაც დასრულდება იმიტომ, რომ ვერ ვმუშაობ და მხოლოდ პენსიით ვარსებობთ. მაპატიე, რომ ამ ყველაფერს ისევ თავს გახვევთ, შენც და სხვებსაც. მერიდება ამაზე საუბარი და ისევ დახმარების თხოვნა, ფონდმა ხომ ამდენი სიკეთე გააკეთა ჩვენთვის. აღარ მაქვს რაიმეს თხოვნის უფლება, მხოლოდ ჩვენ ხომ არ გყავართ. არა, არა, ჩვენ თვითონ გავუმკლავდებით, როგორმე.
მხოლოდ ეს კიბე მაწუხებს ძალიან. არც კი ვიცი, როგორ მივაღწიო იმას, რომ ეს პანდუსი გაკეთდეს. ვინ შევაწუხო? ვისთან მივიდე? არ რეაგირებენ. ლევანთან ერთად ჭიშკრამდე მივდივართ და უკან ვბრუნდებით. ძალიან საწყენია. როგორ მინდა, ვაჩუქო მას ეს სიხარული! მეც როგორ გამიხარდება, თუ გავცდებით ჩვენი სახლის ზღურბლს და სასეირნოდ გავალთ.

 „ახალი ეტლი გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს პანდუსი და ჯერჯერობით, მხოლოდ სახლში ან სახლის ჭიშკართან „ვსეირნობ“ ჩემს შვილთან ერთად“

***
მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ და მოუსმინეთ, როგორ მღერის ჩვენი ლევანი! როგორ ცდილობს, თუნდაც ცალი ხელით რომ იცეკვოს! როგორ უნდა, ეტლიდან წამოდგომა! როგორ სწყურია სიცოცხლე! ეს ძალიან ემოციურია, სწორედ ის არის, რაზეც ვოცნებობდით და რაც ვუსურვეთ სულით და გულით! თუ  ასეთი სასწაულების მოხდენა (სხვა რა დავარქვათ ამას?!) შეგვიძლია, რა მოხდება, თუ ერთ ჯადოქრობასაც მოვახდენთ და ამ არაჩვეულებრივი ბიჭისთვის პანდუსს გავაკეთებთ?! ის, რაც გვეჩვენება ძალიან უბრალოდ – პროდუქტი, პამპერსი, მედიკამენტები, პანდუსი, დიდი ბედნიერებაა ლევანის ოჯახისთვის. თავადაც ამღერდებით სიხარულისგან, როდესაც დაინახავთ, რას მივაღწიეთ. ასეთი მომენტები ცხოვრების ბოლომდე გვამახსოვრდება.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სოგომონოვების ოჯახი)
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მაი 13
საფენები
58.00₾
2022 ივნ 16
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1145.00₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
695.00₾
2022 ივლ 20
ეტლი
676.00₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
160.00₾
2022 სექ 21
პლანშეტი
800.00₾
2022 სექ 27
პროდუქტები
119.58₾
2022 ოქტ 18
მედიკამენტები
209.55₾
2023 აპრ 10
გაზის წყლის გამაცხელებელი
740.00₾

სულ ხარჯები:

4603.13₾

დარჩა:

0.34₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.03.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2022 10:24:08
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.11.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2022 20:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.08.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.08.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.08.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.07.2022 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾4,603.47

286 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,603.47

286 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება