ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ცეცხლს გადავურჩით, მაგრამ მალე გავიყინებით!

calendar მაისი 6, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ძილის წინ, პატარა მარიამი ღმერთს ევედრება, რომ არ გაწვიმდეს, სთხოვს, რომ ისევ სველ ლოგინში არ გაეღვიძოს. „ძალიან არასასიამოვნოა სველ ლოგინში გაღვიძება, თანაც თუ ცივა… არც კი სცადოთ“, – ამბობს ის.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ცეცხლს გადავურჩით, მაგრამ მალე
გავიყინებით!

კეთილოადამიანო, დაუყოვნებლივგააზიარეესპოსტი! დაეხმარეშენსმეგობრებსაცმონაწილეობამიიღონღვთისნიერსაქმეში!

  ძილის წინ, პატარა მარიამი ღმერთს ევედრება,
რომ არ გაწვიმდეს, სთხოვს, რომ ისევ სველ ლოგინში არ გაეღვიძოს. „ძალიან არასასიამოვნოა
სველ ლოგინში გაღვიძება, თანაც თუ ცივა… არც კი სცადოთ“, – ამბობს ის.

 „როდესაც ცივა, სველ ლოგინში ფაქტობრივად
შეუძლებელია გათბე, დედას რაც არ უნდა ძლიერად ჩაეხუტო“

  ერთი ჟანგიანი საწოლი, ძველი, ნესტიანი
საბანი, ბალიში, რომელსაც აქვს ობის საშინელი სუნი, და ლეიბი, რომლის გაშრობაც შეუძლებელია,
– ეს არის ლელას და მარიამის მთელი სიმდიდრე. დანარჩენი ყველაფერი დაიწვა…

არც კი ვიცი, მათი ისტორიის მოყოლა საიდან დავიწყო. ის, რის გადატანაც
მათ ხუთი წლის წინ მოუხდათ – კოშმარია, ახლა რა დღეშიც არიან – ჯოჯოხეთი!

აი, რა დარჩა სტუმართმოყვარე სახლისგან, უწინდელი, ლამაზი ცხოვრებისგან
– მხოლოდ შიშველი კედლები

  ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში, დოჩიების
ოჯახს ყველა იცნობდა. კარგად ცხოვრობდნენ. ლელას მამა ბუღალტერი გახლდათ, დედა კი
– პედაგოგი. მათ საკუთარი სახსრებით დიდი სახლი ააშენეს, ბევრი სტუმრის მიღება რომ
შეძლებოდათ. სახლში სამი საძინებელი იყო, დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო, დიდი სააბაზანო.
დოჩიების კეთილ ოჯახში ყველას უყვარდა სტუმრები. ლელას საოცარი ბავშვობა ჰქონდა, არაჩვეულებრივი
ყმაწვილობა, მაგრამ 2017 წლის 5 აპრილს, ზღაპრულ ცხოვრებას ბოლო მოეღო. ყველაფერი ჩაიფერფლა!
ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ იმ სახლში დაიწვა ლელას მამაც.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

ლელა: საქმეზე ვიყავი გასული. სახლში კი, ჩემი შვილი
მარიამი, ძმიშვილი და მამაჩემი დარჩნენ. ხანძარი რომ დაიწყო, მარიამი მეორე სართულზე
იყო. მამაჩემმა ჩემი ძმიშვილი გაიყვანა და ისევ სახლში შევიდა, მარიამი რომ ეპოვნა
და გადაერჩინა. ამ დროს, მარი მეორე სართულზე იყო, ოთხიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და
მეზობლებმა ფანჯრიდან გადმოიყვანეს. მამაჩემი კი, პირველ სართულზე იყო, ცეცხლმოკიდებულ
სახლში დადიოდა და შვილიშვილს ეძებდა. ეგონა, რომ ის რომელიღაც ოთახში იწვოდა. სახლში
დადიოდა და ეძახდა. მეზობლებს მისი გამოყვანა უნდოდათ, მაგრამ მარიამის გარეშე არაფრით
არ წამოჰყვა. ისე დაიწვა, არც გაუგია, რომ მისი საყვარელი შვილიშვილი გადაარჩინეს…

 „ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ დღეში
ჩავარდებოდა ჩვენი ოჯახი? ასეთი ხვედრისგან, დაზღვეული არავინაა. ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა
მისცეს“


 
ეს ყველაფერი როგორ გადაიტანეთ?

  ლელა: სიცოცხლეს, მხოლოდ მარიამის
გამო ვეჭიდებოდი. ის რომ არა, ალბათ, თავს დავიწვავდი.

  მარიამი
(10 წლის):
დედიკო, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. გიყიდი ლამაზ სახლს, ხომ შეგპირდი!

 
შენ თუ გახსოვს ის დღე, ხანძარი რომ გაჩნდა?

  მარიამი: კი, ძალიან კარგად მახსოვს.
ისიც კი მახსოვს, ბაბუ ჩემს სახელს რომ ყვიროდა. იცით, როგორი კარგი მყავდა? ცუდია
რომ, მისი ერთი სურათიც კი არ შემოგვრჩა.

 
ყველაზე მეტად ვინ გენატრება?

  მარიამი: ბაბუა, რა თქმა უნდა. მაგრამ
ერთხელ, დედამ ასე თქვა: ცოცხალი რომ ყოფილიყო და ენახა ახლა როგორ ვცხოვრობთ, მეორედ
მოკვდებოდაო. არ ვიცი, ორჯერ რანაირად უნდა მოკვდე, მაგრამ რადგან დედამ თქვა, ალბათ
შეიძლება.

 „ბაბუს რომ
ენახა, როგორ ვცხოვრობთ, მეორედ მოკვდებოდა“

 

 
როგორ ფიქრობ, ასე რატომ თქვა დედამ?

  მარიამი: ახლა როგორც ვცხოვრობთ,
ხანძარზე უარესია. მაგრამ სულ ასე ხომ არ ვიცხოვრებთ, არა? მახსოვს, ამ ოთახში ადრე
რაღაც მურაბები, კომპოტები და კიდევ ბევრი ქილები გველაგა, გემრიელი რაღაცეებით. ახლა
კი, აქ მე და დედა ვცხოვრობთ. როდესმე, ისეთი დიდი სახლი თუ არა, ერთი თბილი ოთახი
მაინც ხომ გვექნება. მშრალი ლოგინი და ორი საწოლი. და კიდევ მაგიდა და ორი სკამი. და
თეთრი კედლები!

 „ადრე, აქ
ქილებს ინახავდნენ. ახლა კი ჩვენ ვცხოვრობთ. მაგრამ მაშინ, ქილებს ჩვენზე უკეთესი პირობები
ჰქონდათ, არ აწვიმდათ მაინც, და სიმშარალე იყო!“

ლელა: ხედავთ, როგორია? მისი ასეთი ხასიათი რომ არა,
ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი, ან თავს მოვიკლავდი. შეუძლებელია არ გაგიჟდე, ამ დამპალ,
ნაცრისფერ კედლებში რომ ხარ ყოველდღე. თანაც, ნახევრად მშიერი…

  – თქვენი საარსებო წყარო
რა არის?

  ლელა: სოციალური დახმარება –
200 ლარი, და მორჩა. ხომ ხვდებით, რომ ამ თანხით ბინას ვერ ვიქირავებ. ამ „სოროს“ მოწესრიგებაც
შეუძლებელია. სხვა რა დაგვრჩენია? ტანსაცმელს მეზობლები მთხოვნიან. აი ახლაც, მარიამს
მხოლოდ ერთი წყვილი ფეხსაცმელი აქვს, რომლითაც სახლშიც დადის და სკოლაშიც. ორი ზომით
დიდია და ძვრება ხოლმე…

  მარიამი:
მაგრამ კლასში კარგი მეგობრები მყავს, არ დამცინიან, მეუბნებიან, რომ მთავარი ის კი
არ არის, რას ჩავიცმევ, არამედ როგორ ვისწავლი. მე კი კარგად ვსწავლობ, უთხარი, დე!

 „სანამ დაბნელდება,
ყველა გაკვეთილის წაკითხვა უნდა მოვასწრო, შუქი ხომ არ გვაქვს“

 

  ლელა: კი, მასწავლებლები სულ
აქებენ მარიამს. მიუხედავად იმისა, რომ მაგიდა და სკამიც კი არ გვაქვს, რომ დაჯდეს
და იმეცადინოს, როგორღაც ახერხებს სწავლას. ახლა, დედაჩემის ყოფილი მოსწავლე (დედაჩემი
სკოლის მასწავლებელი იყო) მარიამს ინგლისურში სრულიად უფასოდ ამეცადინებს. ასეთია ეს
ცხოვრება – სიკეთე არ იკარგება! ჯერ ჩვენ ვეხმარებოდით სხვებს. ახლა კი ისინი ცდილობენ,
რომ დაგვეხმარონ!

 „მიყვარს სწავლა, გაკვეთილებზე
სიარულიც მიყვარს. მასწავლებლების სახლებში თბილა და ნათელი მაგიდები აქვთ“

 „მთავარია,
არ დავისვარო, სანამ იქამდე მივალ, და ტალახში ბოტები არ დამეკარგოს“

 
რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

  მარიამი: მაპატიეთ, თქვენს საუბარში
რომ ვერევი, მაგრამ თუ შეიძლება, როგორმე ერთი თბილი ოთახი რომ მოგვიწყოთ და მშრალი
საწოლი? არ მაქვს სხვა სურვილები! როგორ არ მაქვს, მაგრამ ეს – პირველ რიგში.

 „ასეთ საშინელ სინესტეშიც კი,
ლელა ცდილობს სიმყუდროვე რომ შექმნას“

 

 
შემდეგი სურვილი რა იქნებოდა?

  მარიამი: სამეცადინო მაგიდა და სკამი.
საჭმელსაც იქ შევჭამდით. ტელეფონი, პლანშეტი, ან ლეპტოპი, სწავლისთვის. კალმები, რვეულები
და სახატავი ალბომი. იცით, რა ლამაზად ვხატავ? მაგრამ ვერ ვახერხებ – ფანქრები არ მაქვს,
ფურცლები კი სულ ნამიანია. კედლებზეც კი ვერ ვხატავ – შეხედე, როგორი ბინძური და ობიანია!
წვიმის მერე, დედა აქედან წყალს ცოცხით ხვეტავს. კიდევ, ლამაზი ტანსაცმელი მინდა. და
ველოსიპედი. დანარჩენი დედამ თქვას, მე კი ვუკარნახებ.

პატიმრებს კარცერში უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე ამ საბრალო დედა-შვილს

   

 
ლელა, საკუთარ პრობლემებზე ასე საუბარს ზოგი დიდი ადამიანიც ვერ მოახერხებს. მარიამი
ნამდვილი საოცრებაა!

  ლელა: კი, ასეთი მყავს. ის ჩემი
მზეა. გარშემო ყველას უყვარს. ძალიან ვდარდობდი, რომ შეიძლება დასცინონ, შეურაცხყოფა
მიაყენონ ჩვენი მდგომარეობის გამო, იმის გამო, რომ მუდამ ნესტიანი, დახეული ტანსაცმლით
დადის. მაგრამ მისი წყენინება შეუძლებელია, ყველას გულში რაღაც დადებით გრძნობას აღუძრავს,
ყველას უყვარს.

 „ჩემი მეგობრები
ნესტიანი და დახეული ტანსაცმლის გამო არ დამცინიან“

 
კი, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველებს ძალიან მოუნდებათ მისი პირადად გაცნობა.

  მარიამი: ვაიმე, იცით, სტუმრები
როგორ მიყვარს?! უბრალოდ,  აქ თუ მოვლენ, სირცხვილია!
მახსოვს, ადრე ჩვენთან სტუმრები რომ მოდიოდნენ, დედიკო იმხელა სუფრას შლიდა! ნამცხვრებიც,
კანფეტიც, ღომიც და ქათამიც იყო. გახსოვს დე, რამდენ გემრიელობას ამზადებდი ხოლმე?

 „საღამოობით
ვსხედვართ, ერთმანეთს ვეხუტებით და ვიხსენებთ, რა კარგი ცხოვრება გვქონდა“

 

ლელა: მიხარია, კარგ ცხოვრებაზე მოგონებები მაინც რომ
დაგვრჩა. მარი ამბობს: „გვექნება კიდევ, თბილი ოთახიც და ცხელი ღომიც.“

 
ცხელი ღომის გარდა, კიდევ რომელი საჭმელი გიყვარს?

  მარიამი: ახლავე მოგიყვები! დედიკო
თვეში ერთხელ დღესასწაულს მიწყობს ხოლმე. დახმარება რომ ჩაირიცხება, იმ დღეს მივყავარ
მაკდონალდსში და მყიდულობს ერთ ცალ ბურგერს და ნაყინს! ეგ დღე სიგიჟემდე მიყვარს! მაგრამ
თავისთვის არასდროს არაფერს ყიდულობს, ამბობს: „არ მიყვარს!“ როგორ შეიძლება, ამისთანა
გემრიელობები არ გიყვარდეს? მე ყველაფერს შუაზე ვყოფ ხოლმე და ვეუბნები, რომ სანამ
თავის ნახევარს არ შეჭამს, მე ჩემსას პირსაც არ დავაკარებ! აი, რა მაგარი დედიკო მყავს!
ძალიან, ძა-ა-ა-ა-ალიან მიყვარს! ის ჩემთვის ყველაფერს აკეთებს. მერე კი, მე რომ გავიზრდები,
მე გავაკეთებ მისთვის ყველაფერს!

 
რა უნდა აკეთო , რომ გაიზრდები?

  მარიამი: მინდა ბავშვთა ექიმი გამოვიდე.
ხელფასს გადამიხდიან და დედიკოს ლამაზ კაბებს და სახლს ვუყიდი. ის ჩემით აუცილებლად
იამაყებს. ჩემზე იტყვიან, რომ კარგი ექიმი ვარ და ბევრი ბავშვი გადავარჩინე! წარმომიდგენია,
დედიკო ტელევიზორში რომ მნახავს, როგორ იტირებს სიხარულისგან.

 „რომ გავიზრდები,
ისევე დავეხმარები ადამიანებს, როგორც ახლა ისინი მეხმარებიან“

***

  აი, კიდევ ერთი ისტორიაც
მიუახლოვდა თავის დასასრულს… უფრო სწორად – კიდევ ერთი ისტორია იწყება! ლელას და
მარიამის ტანჯვა დასასრულს უახლოვდება და იწყება მათი ცხოვრების ახალი თავი! ერთად,
ჩვენ შევძლებთ ბოლო მოვუღოთ მათ ტანჯვას – ჩვენ ხომ ეს ნამდვილად ვიცით. იცით, რა სასიამოვნოა
იმის გააზრება, რომ ეს ადამიანები უკვე გადარჩნენ იმით, რომ მოგვმართეს, რომ ჩვენ მათ
შესახებ გავიგეთ და თქვენ მოგიყევით! საქმის ნახევარი გაკეთებულია. ჩვენ ხომ მათ უკვე
არასდროს დავივიწყებთ, არასდროს მივატოვებთ?!

რით შეგვიძლია დავეხმაროთ? სასწრაფოდ სჭირდებათ
ოთახის კეთილმოწყობა, ერთის მაინც, რომ არ აწვიმდეთ, მშრალ და თბილ ლოგინში რომ გაიღვიძონ,
რომ ჰქონდეთ მაგიდა, სკამები და ლამაზი ტანსაცმელი მაინც. ასევე, ოჯახს სჭირდება პროდუქტი,
პურის საცხობი, გაზქურა, ჭურჭელი, ლოგინის თეთრეული. პირადად ყოჩაღ გოგონას – მარიამს
სჭირდება ლეპტოპი, ტანსაცმელი და ველოსიპედი.

  თუკი ვინმე მოახერხებს ამ ოჯახის მონახულებას
და ამ უსაყვარლესი ადამიანების პირადად გაცნობას, ნამდვილად არ ინანებს! თქვენ სამუდამოდ
დაგამახსოვრდებათ მარიამის გაცნობის დღე! მათი მისამართი კი ეს არის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი დარჩელი, დოჩიების
ოჯახი.
იქ მათ ყველა იცნობს.

ყოველჯერზე, როდესაცვინმესდახმარებაშეგიძლიათ, უბრალოდგააკეთეთესდაგიხაროდეთ, რომღმერთითქვენიმეშვეობითპასუხობსვიღაცისლოცვებს!

  გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ისინი გარდაუვალ
დაღუპვას გადავარჩინოთ.

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათათქვენმამეგობრებმაცშეიტყონ
ამ
ოჯახისგასაჭირისშესახებ! ესძალიანმნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევერთითხოვნაგვაქვსთქვენთან: თუკიშეიტყობთ, რომთქვენსნაცნობსანმეზობელსსჭირდებადახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთგულისხმიერებადამოგვწეროთამისშესახებელექტრონულმისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენიფონდისანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დოჩიების ოჯახი)

  თანხისჩარიცხვაასევეშეგიძლიათჩვენივებგვერდისმეშვეობით

ასევე, თანხისჩარიცხვაშესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთჩვენიფონდიქვეთავშიქველმოქმედება“ (ფონდისდამატებითუფლებამოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).

   ერთად, ჩვენუკვეათასობითგაჭირვებულსდავეხმარეთ. გავუმართოთხელიამოჯახსაც! ვინიცის, იქნებსრულიადუცხოადამიანებისდახმარებაოდესმეთავადაცდაგვჭირდეს?! რადგან
არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ
!

შესანიშნავისიახლეგვაქვს! ახლაშეგიძლიათჩვენიბენეფიციარებისისტორიებისწაკითხვაინსტაგრამზე:
https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/დატელეგრამზე:
https://t.me/ChernovetskyiFund

თქვენსმიერსპეციალურნომერზეგანხორციელებულმხოლოდერთზარსკი, ადამიანისსიცოცხლისგადარჩენაშეუძლია: 0901 200 270!

დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 19
კონსულტაცია
70.00₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
370.00₾
2022 სექ 27
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1210.00₾
2022 ნოე 03
პროდუქტები
192.91₾

სულ ხარჯები:

1842.91₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.07.2022 20:00:00
₾49.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2022 20:00:00
₾7.00

შემოწირულია:

₾1,842.00

153 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,842.00

153 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება