ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

არაადამიანური ტკივილი! ამას ვერავინ გაუძლებდა! 11 ურთულესი ოპერაცია! პირველივემ ხეიბრად აქცია მშვენიერი ქართველი გოგონა! ახლოვდება ბოლო ოპერაცია… ის იქნება ყველაზე რთული და გადამწყვეტი!

calendar ივლისი 20, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

იცოცხლებს თუ მოკვდება ალიონა?! აი, რა არის საფიქრებელი, მეგობრებო! ჩვენ ვიპოვეთ საუკეთესო პროფესორი საქართველოში. ის შეპირდა ალიონას, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, გერმანიიდან შეუკვეთა ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული პროთეზები, რომელიც მას სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნებს!
წინააღმდეგ შემთხვევაში… ამაზე ფიქრიც კი არ გვინდა. მდგომარეობა ძალიან სერიოზულია! აუცილებლად უნდა ვილოცოთ, მეგობრებო! ღმერთო, ნუ მიატოვებ ალიონას, მიეცი მას ნუგეში! ის ხომ იღუპება! შემდეგი ოპერაცია გადამწყვეტია!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
არაადამიანური ტკივილი! ამას ვერავინ გაუძლებდა! 11 ურთულესი ოპერაცია! პირველივემ ხეიბრად აქცია მშვენიერი ქართველი გოგონა! ახლოვდება ბოლო ოპერაცია… ის იქნება ყველაზე რთული და გადამწყვეტი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
იცოცხლებს თუ მოკვდება ალიონა?! აი, რა არის საფიქრებელი, მეგობრებო! ჩვენ ვიპოვეთ საუკეთესო პროფესორი საქართველოში. ის შეპირდა ალიონას, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, გერმანიიდან შეუკვეთა ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული პროთეზები, რომელიც მას სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნებს!
წინააღმდეგ შემთხვევაში… ამაზე ფიქრიც კი არ გვინდა. მდგომარეობა ძალიან სერიოზულია! აუცილებლად უნდა ვილოცოთ, მეგობრებო! ღმერთო, ნუ მიატოვებ ალიონას, მიეცი მას ნუგეში! ის ხომ იღუპება! შემდეგი ოპერაცია გადამწყვეტია!

„გადამირჩინეთ დედიკო, გთხოვთ!“ – გვემუდარებოდა ჩვენ და სასწრაფო დახმარების ბრიგადას საბრალო ნიკოლოზი, ალიონას მოსიყვარულე შვილი! და მეც(კორ.) ავტირდი …

 „ცხოვრების ბოლომდე არ შევჭამ შოკოლადს, ოღონდ დედამ არ იტიროს…“

„როგორ ვუყვარვარ, ღმერთო! რამდენ ცრემლს ღვრის… როგორ არ მინდა, მარტო დავტოვო ამ დაუნდობელი სამყაროს წინაშე!.. მისი ტანჯვის ყურება აღარ შემიძლია! ყოველდღე, ტკივილი რომ დამეწყება, ხელებს ყურებზე იჭერს, სახლიდან გარბის და ყვირის ისე, რომ მთელ ქუჩას ესმის: „გადაარჩინეთ ჩემი დედიკო!“ – ყვება ალიონა და ცხარე ცრემლით ტირის. ხანდახან ხომ, სულიერი ტანჯვა ფიზიკურზე უფრო მწარეა.

          „ყოველდღე ვფიქრობ, როგორ წავიდე ამ ცხოვრებიდან, რათა დავივიწყო ეს ტკივილი, რომლის გადატანაც მომიხდა მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის 11 უმძიმესი ოპერაციის გამო! წარმოიდგინეთ, ქართველმა ექიმებმა სახსარი 11-ჯერ შემიცვალეს, ჩემზე გაიწაფეს ხელი! თან ისე ჩასვეს, რომ საშინელი ინფექცია განვითარდა, სახსარი კი მაინც არ მუშაობს! ღმერთო ჩემო, არ ჯობდა, მოვეკალი, სულ არ გამეღვიძა ნარკოზის მერე, მაგრამ ნიკოლოზს რა ეშველება? ისეთი ტკბილი ბავშვია. მე კი ემოციებს ვერ ვიკავებ, არ შემიძლია, რომ არ ვიყვირო… მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან დიდი მოთმინების უნარი მქონდა.
           კორ.: 9 წლის ნიკოლოზმა, რომელიც ყურადღებით უსმენდა ჩვენს საუბარს, დიდივით, უარი თქვა შოკოლადზე, რომელიც მივაწოდე! შემომხედა დიდრონი ცისფერი თვალებით, ნერწყვი ჩაყლაპა… და ჩუმად ატირდა.
           ნიკოლოზი: გადაარჩინეთ ჩემი დედიკო! ჩემთვის არაფერი მინდა! ჩემი დედიკო ძალიან ავად არის. ვერ დადის. უთხარით ყველას, ვისაც შენსავით, დეიდა, ჩემთვის კანფეტის ყიდვა მოუნდება… ბევრნი თუ იქნებიან… შოკოლადის მაგივრად, ფულს რომ გამოგვიგზავნონ, დედიკოს ოპერაციისთვის შევაგროვებ და მას სიკვდილისგან გადავარჩენ… ძალიან კარგი დედა მყავს!!!“       
        – ალიონა, გვითხარით, როგორ გრძნობთ თავს?
        ალიონა (36 წლის): ტკივილის მოთმენის ყველა ზღვარი გადალახული მაქვს… ჯოჯოხეთის ყველა წრე გავიარე. მიკვირს, აქამდე როგორ ვარ ცოცხალი, რა მაკავებს ამ ქვეყნად… ალბათ, მხოლოდ ნიკოლოზი. ვცდილობ, შევეგუო იმ აზრს, რომ ერთხელაც ვერ გავიღვიძებ… ხანდახან, სიკვდილი მგონია ერთადერთი ხსნა, ღმერთს ვევედრები,  წამიყვანოს. მაგრამ მერე, ნიკოლოზს ვუყურებ და მრცხვენია ხოლმე. ძალიან ვუყვარვარ, რა ეშველება უჩემოდ? ამიტომ ვითმენ. ბავშვი დღედაღამ ჩემს გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს. საახალწლოდ წერილებს სწერს თოვლის ბაბუას. სანთლებს რომ აქრობს, ან ძილის წინ ლოცვის დროს, ერთადერთ სურვილს ჩაუთქვამს ხოლმე: ისევ ირბინოს ჩემთან ერთად.
 

„დედიკო, მე გასწავლი სიარულს, ოღონდ არ იტირო“.

        – როდის დაიწყო თქვენი ტანჯვა?
        ალიონა: დაბადებიდან. მენჯ-ბარძაყის სახსარი მქონდა ამოვარდნილი. შესაძლოა, ექიმების შეცდომა იყო ან, მუცლად ყოფნის დროს, უკვე ვიყავი ხეიბარი – ვინ იცის? დედას მასაჟებზე დავყავდი, ყურადღება არასდროს მაკლდა. მამინაცვალი, ბებია… ასე, თუ ისე, ნორმალურად ვვითარდებოდი, დავდიოდი, აქტიური ვიყავი, თუმცა, ვკოჭლობდი. სანამ ძვლები არ შეწყვეტდა ზრდას, ექიმები ოპერაციის გაკეთებას არ გვირჩევდნენ. 23 წლის ასაკში ტკივილები რომ დამეწყო, პირველი ოპერაცია გამიკეთეს. მენჯ-ბარძაყის სახსარი მთლიანად შემიცვალეს. მათი თქმით, იმპლანტს სამუდამო გარანტია ჰქონდა.

მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობების, ყოველთვის მუშაობდა, წვალობდა, სანამ მისი მდგომარეობა ამდენად გართულდებოდა…

        – მაგრამ, რაღაც ისე ვერ წავიდა?
        ალიონა: იმპლანტის ჩაყენებისას ნერვი დამიზიანდა. ნორმალურ ცხოვრებას კი დავუბრუნდი, მაგრამ მუხლს ქვემოთ თითქმის ვერაფერს ვგრძნობდი. გადავადგილდებოდი კუნთების ხარჯზე. 2012 წელს გავთხოვდი. 2013-ში ჩემი ნიკა გაჩნდა, ჩემი ანგელოზი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხს ვერ ვგრძნობდი, დავდიოდი, ვმუშაობდი, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი. პერიოდულად ფეხი მტკიოდა, მაგრამ გამაყუჩებელს ვსვამდი და ყურადღებას არ ვაქცევდი.

მეტალის კონსტრუქცია, რომელიც ალიონას ჰქონდა ჩადგმული

         – ექიმს რატომ არ მიმართეთ? 
         ალიონა: უკვე გათხოვილი ვიყავი, მეუღლეს არ აინტერესებდა ჩემი მდგომარეობა, არ უნდოდა ჩემი ჯანმრთელობისთვის ფულის ხარჯვა. დედას კი, ვუმალავდი… ტკივილსაც, ოჯახურ პრობლემებსაც, მეუღლის გულგრილობასაც, ჩხუბსაც. არ მინდოდა, დედას ენერვიულა. ალბათ, სწორედ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. იმ პერიოდში ვმუშაობდი ორ სამსახურში, მინდოდა, ნიკუშას ნორმალური ბავშვობა ჰქონოდა. 2017 წლიდან კი, მუდმივი ტკივილი დამეწყო, გამაყუჩებლებზე საბოლოოდ „შევჯექი“. მაგრამ, უკვე იმდენად აღარ მშველიდა, ბოლომდე ვითმინე, მაგრამ 2019 წლის 17 ივლისს წავიქეცი და უკვე ვეღარაფერს დავმალავდი.

 „მეტალის პროთეზი რომელიც სხეულში მქონდა, სასწრაფოდ შესაცვლელია!“

          – ღმერთო, ამ ყველაფერს როგორ ითმენდით?
           ალიონა: დიდი მოთმინების უნარი მქონია, თურმე! უბრალოდ წარმოუდგენელია, 10 ოპერაცია როგორ გადავიტანე.
          – ვინ გეხმარებოდათ? ეს ყველაფერი ხომ ძალიან ძვირი ღირს?!
          ალიონა: დედა, ჩემი მამინაცვალი, რომელმაც ორი წლის ასაკიდან გამზარდა, ბებია, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ჩემი მეუღლეც კი, ერთობლივი ძალებით, სესხებით, ბანკის კრედიტებით, სახლიდან გაყიდული ნივთებით, ამ 10 ოპერაციის საფასურის გადახდა მოვახერხეთ… მერე კი, მეუღლემ გადაწყვიტა, რომ მისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი. აღარ სჭირდებოდა ხეიბარი ალიონა. ყველაზე მძიმე დროს მიმატოვა. ამის გახსენება ძალიან მიჭირს. იცით, შესაძლებელია ფიზიკურ ტკივილთან როგორღაც გამკლავება, მაგრამ სულიერი იარების მოსაშუშებელი წამალი ჯერ არ გამოუგონიათ.

დედის გარეშე ტკივილი ატანა შეუძლებელია. ის მუდამ ჩემს გვერდითაა.

          – კიდევ ათი ოპერაცია რატომ დაგჭირდათ?
          ალიონა: პროთეზის გამოცვლა არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, მეტალის მოძრაობის გამო, ფოსოში ეგრეთწოდებული „ნახერხი“ დაგროვდა… მწმენდდნენ, მაჭრიდნენ ხორცს, მსვამდნენ მეტალში – „ვინტებით“ მამაგრებდნენ, „მაცემენტებდნენ“… ღმერთო, რამხელა ტანჯვის გამოვლა მომიწია… სამჯერ ამომივარდა სახსარი, გლეჯდა კუნთსაც და კანსაც. ღმერთო, რა საშინელი სანახაობა იყო… ფეხი წარმოუდგენლად გასივდა. დრენაჟებით იღებდნენ უამრავ ჩირქს. კოშმარი იყო. ჩირქი ახლაც ბევრია. პროცედურებს ვაგრძელებთ.

ეს ყველა ოპერაციის საბუთი და სურათია. იმდენია, ბიბლიოთეკას გაავსებს…

ალიონას მედიკამენტები. თვეში დაახლოებით 400-500 ლარის მედიკამენტები სჭირდება. 

 „რომ შემეძლოს, საკუთარ სახსარს მივცემდი ჩემს შვილს და საერთოდ დავივიწყებდით ამ რკინებს…“

           – ახლა რა დაგეხმარებოდათ?
           ალიონა: ოპერაცია რომლის გასაკეთებლად, კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე სახსრებს ვერასდროს  გამოვნახავთ. მინდა, მივმართო მთელ საქართველოს! გთხოვთ, დამეხმარეთ… შვილს ობლად ნუ დამიტოვებთ. ტკივილს ავიტან, ოღონდ ფეხი არ დამიჩირქდეს. ოღონდ ამ ტანჯვაში ცოცხლად არ დავლპე.
           – ოპერაციის დროს ისევ უნდა შეიცვალოს სახსარი?
            ალიონა: დიახ, უნდა ჩასვან სპეციალური, ვერცხლის მეტალისგან დამზადებული სახსარი, ინფექციის გავრცელება თავიდან რომ ავიცილოთ. აუცილებელია ჩირქის მთლიანად მოშორება, მკვდარი ქსოვილების სრულად მოკვეთა. ამიტომ ღირს ეს ოპერაცია ასე ძვირი.
        – ოპერაციის დროულად ჩატარება თუ ვერ მოხერხდა… 
        ალიონა: ტანჯვაში მოვკვდები. ცოცხლად დავლპები. და ამ ყველაფერს უნდა უყუროს ჩემმა შვილმა, ნაწილ-ნაწილ როგორ მომძვრება ხორცი…

 „ჩემი დედიკო ხომ იცოცხლებს?“

* * *
          ჭიშკართან ისევ შემხვდა პატარა ნიკუშა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მორცხვად „იმალებოდა“. ისევ მკითხა თავის წკრიალა ხმით: „დეიდა, ჩემი დედიკო ხომ გადარჩება?“ როგორ შემეძლო თანხმობით არ მეპასუხა ამ კითხვაზე, როდესაც ამდენი კეთილი ადამიანი მიმაგრებს ზურგს?!
          ალიონა ზარიძის მისამართია: ქ. თბილისი, ბუხაიძის ქ. 13.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
         ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ალიონა ზარიძე)
        თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
         სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თქვენი ასეთი სიყვარული რით დავიმსახურე?

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „არაფრით გამოვირჩევი სხვებისგან, ჩვეულებრივი ქალი ვარ უამრავი პრობლემითა და საშინელი ტკივილებით. სანამ თქვენ მოგმართავდით, მხოლოდ სიკვდილზე ვოცნებობდი…“

როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ერთი წამითაც არ გასვენებს ტკივილი, როდესაც შიგნიდან ლპები, შენი შვილი კი ამ ყველაფერს უყურებს, რაზე უნდა იოცნებო კიდევ? ერთადერთი ხსნა იყო რიგით მეთორმეტე ოპერაციის გაკეთება. პირველმა ოპერაციამ ალიონა ხეიბრად აქცია და უბრალოდ არ დაუტოვა სხვა გამოსავალი, ისევ დანის ქვეშ დაწოლის გარდა.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოში საუკეთესო პროფესორს, რომელიც ალიონას სიცოცხლის შენარჩუნებას შეჰპირდა. მან გერმანიიდან გამოიწერა ყველაზე სრულყოფილი და ძვირადღირებული პროთეზები, რომელმაც ამ ქალის ცხოვრებაც უნდა გახადოს სრულფასოვანი. ალბათ, თქვენც გესმით, რომ ამ ოპერაციისთვის საჭირო იყო კოლოსალური თანხა, რომლის შეგროვებასაც ალიონა და მისი მეგობრები მარტო ვერასდროს შეძლებდნენ, მაგრამ ამ დროს, თქვენ – ყველაზე კეთილი ქართველები ამოუდექით მხარში!

 „თქვენ სახსარი კი არა, ბედნიერების ფრთები მაჩუქეთ!“

 ახლა, ალიონას ახალი სახსარი აქვს. წინ რეაბილიტაციის რამდენიმე თვეა და ის კვლავ შეძლებს ტკივილის გარეშე ცხოვრებას. ხელახლა ისწავლის სიარულს, ტვირთად აღარ დააწვება თავის პატარა შვილს და დედას. ისინი იმდენი წლის მანძილზე უვლიდნენ და მისი ოცნებაა, კვლავ ფეხზე დადგეს და აქტიური ცხოვრებით იცხოვროს.

– ალიონა, ახლახან ოპერაცია ჩაგიტარდათ. გვიამბეთ, როგორ გრძნობთ თავს, რა შეგრძნებები გაქვთ?

ალიონა: ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. უფრო სწორად, მთელი დღეც არ მეყოფა ამისთვის. შოკში ვარ! არა, იმის გამო კი არა, რომ ახლა ვწევარ საუკეთესო კლინიკის პალატაში და ყველა ექიმი და მედპერსონალი თავს მევლება. შოკში ვარ იმის გამო, რომ ადამიანებმა ჩემი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანეს, ლუკმა პური მოიკლეს და მაჩუქეს ჯანმრთელობა. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს ჩემთვის? წარმოგიდგენიათ, რას ვგრძნობ? დავფრინავ! გული მღერის!

როდესაც მითხრეს, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხა გროვდება, არ მჯეროდა, ისევ და ისევ ვურეკავდი თქვენს თანამშრომელს და ამ სიტყვების გამეორებას ვთხოვდი. ალბათ ეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე. ყოველდღე მირეკავდა და მამშვიდებდა, ძალიან საყვარელი გოგოა! გულახდილად გეუბნებით, ხმამაღლა ვტიროდი სიხარულისგან და ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ფონდი და ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები სიცოცხლეს მჩუქნიან, ჩემს ბიჭს ჩუქნიან დედას, დედაჩემს კი – შვილს! ხომ გეუბნებით, ჩემს გრძნობებს სიტყვებით ვერ აღვწერ! მეჩვენებოდა, თითქოს ყველანი ჩემი დები და ძმები ხართ! ღმერთო, რით დავიმსახურე ასეთი სიყვარული? მადლობა, ღმერთო!

 „ეს ადამიანები ჩემი და-ძმები გახდნენ“

 – როგორ ჩაიარა ოპერაციამ? ექიმები რას გეუბნებიან?

 ალიონა: აქ უკვე ყველას დავუმეგობრდი. ისეთი კარგები არიან! არ ვიცი, ფონდს სცემენ პატივს, თუ უბრალოდ ამ საავადმყოფოში მუშაობენ ასეთი გულკეთილი ადამიანები, მაგრამ თვალს არ მაშორებენ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, შეხორცების პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულო რომ იყოს. ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი ოპერაცია, და შედეგი, რომელსაც ყველანი მთელი გულით ველოდებით, არა მხოლოდ მათ ძალისხმევაზე და ჩემს სურვილზე, არამედ ჩემს ნატანჯ ორგანიზმზეც არის დამოკიდებული. ასეა თუ ისე, უკვე სამჯერ გამომიცვალეს სახსარი, 12 ოპერაცია გადავიტანე. თავადაც გესმით, რომ შეიძლება რაღაც ისე არ წავიდეს. მაგრამ, მე გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მეტყვიან ექიმები. თუ მეტყვიან, რომ გაუნძრევლად უნდა ვიწვე – დავწვები და არ გავტოკდები, თუ მეტყვიან, რომ უნდა ვირბინო – ვირბენ! ხომ გეუბნებით, სახსარი შემიცვალეს, მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბედნიერებისგან ფრთები შემესხა!

„თქვენი წყალობით, ობლად არ დარჩა ჩემი შვილი“

 – სისტემატიურად მოგინახულებთ და ვუამბობთ ჩვენს ქველმოქმედებს თქვენს ისტორიას. თქვენზე უამრავ ადამიანს შესტკივა გული!

 ალიონა: არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ! ყოველდღე ვლოცულობ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უსასყიდლოდ ეხმარება სრულიად უცნობებს. ღმერთმა ჯანმრთელობა და სიმდიდრე მოგცეთ! თქვენისთანა ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მილიონები ჰქონდეთ! მაშინ, ჩვენს საქართველოში სიღატაკე აღარ იარსებებს!

 აუცილებლად უნდა ვილოცოთ, მეგობრებო! ღმერთო, ღმერთო, ნუ მიატოვებ ალიონას და ჩვენს კეთილ ქართველებს!

 მეგობრებო, თქვენ ძალიან სჭირდებით ალიონას, ის ახლა მხოლოდ თქვენი წყალობით არის ცოცხალი. თქვენ რომ არა, კიდევ ერთი პატარა ბიჭუნა დაობლდებოდა, შავით შეიმოსებოდა კიდევ ერთი დედა. ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს, სიკეთე კი, აუცილებლად დატოვებს თავის კვალს.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მასთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

 მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

 სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

 მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

 თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

 მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

 ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ალიონა ზარიძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

 ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 28
თვითგადასაადგილებელი საშუალება
120.00₾
2022 სექ 04
მედიკამენტები
456.86₾
2022 სექ 19
მედიკამენტები
697.21₾
2022 ოქტ 27
სამედიცინო მომსახურება,მენჯის პროტეზირება
57000.00₾
2023 მარ 11
მედიკამენტები
499.91₾
2023 მაი 27
სამედიცინო მომსახურება
400.00₾
2023 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
14570.00₾
2023 ივლ 09
მედიკამენტები
298.90₾

სულ ხარჯები:

74042.88₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.07.2023 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾8.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾15.00

შემოწირულია:

₾74,042.49

2449 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾74,042.49

2449 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება