ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„მეც წამიყვანე, სიკვდილო“. – დაკარგა რა ყველა საყვარელი ადამიანი, ზინაიდა ცხოვრობს საშინელ გაჭირვებაში და ყველაფრის იმედი დაკარგული აქვს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დედაა და დახმარების ხელი გაუწოდეთ მას

calendar სექტემბერი 16, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ზინაიდას მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სიტყვებით ვერ აღვწერთ. ეს საბრალო ქალი, მთელი ცხოვრება მხოლოდ ტირის და იტანჯება. ბავშვობიდან მუდმივად სასაფლაოზე ცხოვრობს და ეხვევა თავისი ყველაზე საყვარელი ადამიანების საფლავის ქვებს. თავისი დედის, მამის, მეუღლის, შვილების: პატარა გოგონას, 20 წლის გაგას და 28 წლის კახას. იმდენი იტირა, რომ აღარც ჩამოსდის ცრემლი. 2 წლის წინ, კინაღამ ცოცხლად დაიწვა საკუთარ სახლში. მეზობელთან იყო გასული, როდესაც სახლი რამდენიმე წუთში ჩაიფერფლა! ახლა კი ფიქრობს, იქნებ ჯობდა, რომ დამწვარიყო? მაგრამ მერე, მისი მიცვალებულების სულებისთვის ვინ ილოცებდა? ის ხომ სრულიად მარტოა ამქვეყნად?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„მეც წამიყვანე, სიკვდილო“. – დაკარგა რა ყველა საყვარელი ადამიანი, ზინაიდა ცხოვრობს საშინელ გაჭირვებაში და ყველაფრის იმედი დაკარგული აქვს. წარმოიდგინეთ, რომ  თქვენი დედაა და დახმარების ხელი გაუწოდეთ მას
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

        ზინაიდას მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სიტყვებით ვერ აღვწერთ. ეს საბრალო ქალი, მთელი ცხოვრება მხოლოდ ტირის და იტანჯება. ბავშვობიდან მუდმივად სასაფლაოზე ცხოვრობს და ეხვევა თავისი ყველაზე საყვარელი ადამიანების საფლავის ქვებს. თავისი დედის, მამის, მეუღლის, შვილების: პატარა გოგონას, 20 წლის გაგას და 28 წლის კახას. იმდენი იტირა, რომ აღარც ჩამოსდის ცრემლი. 2 წლის წინ, კინაღამ ცოცხლად დაიწვა საკუთარ სახლში. მეზობელთან იყო გასული, როდესაც სახლი რამდენიმე წუთში ჩაიფერფლა! ახლა კი ფიქრობს, იქნებ ჯობდა, რომ დამწვარიყო? მაგრამ მერე, მისი მიცვალებულების სულებისთვის ვინ ილოცებდა? ის ხომ სრულიად მარტოა ამქვეყნად?

„ჩემი გოგონას მხოლოდ ეს ფოტო დამრჩა. ჩემს სახლში მხოლოდ ეს არის ფასეული“

         ზინაიდა: ღრმა ბავშვობიდან თან მდევს უბედურება! პატარა  დავობლდი. მამა საშინლად იტანჯებოდა და მოკვდა კიბოთი, დედაც მალევე მიჰყვა. შვიდი წლის ვიყავი, ჩემი მშიერი ბავშვობა და ნათესავებში ხეტიალი რომ დაიწყო. სიტყვებით ვერ აღვწერ, იმხელა ტანჯვა გამოვიარე. ხომ ხვდებით, არავის უნდა ზედმეტი მჭამელი.
        – ზინაიდა, თავი ბედნიერად ოდესმე გიგრძვნიათ?..
        ზინაიდა: რამდენიმე წლის განმავლობაში – „კი“. სულ პატარა გოგო ვიყავი, ნათესავების ოჯახში ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. ცხოვრებაში პირველად, ჩემი ისტორიის მოყოლა მომინდა. თითქოს ღმერთმა მიბიძგა მისკენ! ეს ზუსტად სკოლის დამთავრების შემდეგ მოხდა. ობოლი ვიყავი, გიორგიმ კი იმხელა სიკეთე გამოიჩინა ჩემს მიმართ… მისმენდა, თვალებში მიყურებდა და მითხრა: „მიყვარხარ!“ წარმოგიდეგნიათ, პირველი დანახვისთანავე. გულში ჩამიკრა და ყურში ჩამჩურჩულა: „შენი წყენინების უფლებას არავის მივცემ, მუდამ შენს გვერდით ვიქნებიო“. – ზღაპარია, არა? არც კი დავფიქრებულვარ, დაქორწინება რომ შემომთავაზა, უბედნიერესი ვიყავი. გულში რომ ჩამიკრავდა, მავიწყდებოდა ტანჯვის ყველა ის წელიწადი. უფლის საჩუქარი იყო! სახლი ავაშენეთ, ცხოვრებაში პირველად მყავდა ოჯახი და ყველას ვუყვარდი.

„გამოვალ, დავჯდები კართან, ბავშვებს ვუყურებ და ვფიქრობ, ხომ შეიძლება, შვილიშვილები მეც მყოლოდა…“

         – მართლაც ზღაპარს ჰგავს… რა დასანანია, ბედნიერი დასასრული რომ არ აქვს.
          ზინაიდა: მუდამ ბედნიერი ვერ იქნება ადამიანი. ისე მეშინოდა საკუთარი ბედნიერების. ხანდახან მიფიქრია კიდეც, ნეტა, მეუღლემ იჩხუბოს მაინც, იყვიროს. ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი ჩემთვის. როგორც გაცნობის დღეს, ისე მიყურებდა თვალებში და მიკრავდა გულში. ჯერ ჩემი გოგონა, მთვარისა გაჩნდა, მერე კახაბერი, ერთ წელიწადში კი, გაგაც… რამხელა ბედნიერება იყო!
         – შემდეგ რა მოხდა?
         ზინაიდა: მალე, ჩემი მეუღლეც ისევე, როგორც მამაჩემი მძიმედ დაავადდა და კიბოთი გარდაიცვალა. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ჩემთვის მეუღლის დაკარგვა? ბავშვები რომ მეკითხებოდნენ, მათგან რომელი მიყვარდა ყველაზე მეტად, მე ხუმრობით ვპასუხობდი ხოლმე: მამათქვენი მიყვარს-მეთქი. დღემდე მენატრება.
          – რა ძნელია… 
          ზინაიდა: მაგრამ თურმე, ეს ყველაზე მძიმე განსაცდელი არ ყოფილა. წყეულმა სისხლის სიმსივნემ ჩემი პატარა გოგონა მომიკლა! ჩემი ულამაზესი! ალბათ, სამოთხეში ლამაზი ბავშვები უნდათ. ამის გადატანა ძალიან გამიჭირდა… ორი ბიჭი მყავდა და მათთვის ვცოცხლობდი. 2009 წელს ჩემი შუათანა ბიჭი, გაგა მომისვენეს სახლში… გმირი იყო, სულ მამას ჰგავდა… მთის მდინარეზე, წყალწითელაზე ბავშვის გადარჩენა უნდოდა. და გადაარჩინა კიდეც, თვითონ კი დაიღუპა. დაიხრჩო. დავკარგე ჩემი ბიჭი. დავრჩით მე და კახა. როგორ გვიჭირდა. მისი თანდასწრებით ვცდილობდი არ მეტირა, ის კი, თავის ცრემლს მიმალავდა. ამ ტკივილთან ჯერ არ ვიყავი შეგუებული, ბედისწერამ მორიგი საშინელი დარტყმა რომ მომაყენა.

„მხოლოდ აქ დარჩნენ ჩემი ბიჭები… მხოლოდ ამ სურათით  ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად იყო, რომ ჩემი ბედნიერი ცხოვრება არ დამსიზმრებია…“

          – თუ გსურთ, შევწყვიტოთ საუბარი?
         ზინაიდა: არა. ახლა, ცოტა დავმშვიდდები. მაგრამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ხანდახან რამდენად დაუნდობელია ცხოვრება! წარმოგიდგენიათ, 28 წლის ასაკში ისევ კიბო და უკვე მე-4 სტადია დაუდგინდა ჩემს უფროს შვილს, კახაბერს. როდესაც ექიმებმა  დიაგნოზი დაუსვეს, მუხლებზე დაეცა და ბავშვივით ტიროდა. როგორ არ უნდოდა სიკვდილი! როგორ დარდობდა ჩემზე! მუხლებზე დაჩოქილი მიმეორებდა: „დედა, დედა შენ რა გეშველება, მე რომ მოვკვდები…“ აღარც ფიქრობდა საკუთარ თავზე… როგორ იტანჯებოდა, ჩემი ბიჭი! მე კი ვუყურებდი და ვერაფერს ვშველიდი! 
        ჩემი საბრალო ბიჭი… ხედავდა, როგორ მტკიოდა გული! გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო… ერთ დღეს მთხოვა, მისთვის წყაროს წყალი რომ მომეტანა. მე გავიქეცი, მას ხომ არასდროს არაფერი უთხოვია ჩემთვის. მოვედი სახლში, ის კი, საწოლში აღარ დამხვდა… მეორე ოთახში გავედი… ის კი… იქ იყო ჩამომხრჩვალი… ძლივს ჩამოვხსენი… ხმაც კი არ მქონდა, მეზობლებისთვის რომ დამეძახა… მაპატიეთ… ვეღარ ვლაპარაკობ…
       –  …
      ზინაიდა: 4 საფლავია, გვერდიგვერდ დავმარხე ჩემი ოთხივე სიცოცხლე. იქ არის კიდევ ერთი ადგილი. მე მელოდება! მაგრამ სიკვდილს არ მივყავარ! ალბათ, უნდა ვიცოცხლო და ვილოცო მათთვის. აი, 2 წლის წინ, მეზობელთან ვიყავი გასული, ამ დროს, გაყვანილობის გაუმართაობის გამო, ჩემი სახლი წამებში ჩაიფერფლა! აღარაფერი დამრჩა… მხოლოდ ორი სურათი, რომელიც მუდამ თან დამქონდა. ეს მოგონებებიც კი, სიკვდილმა წამართვა! და იცით, რა ვინანე? რატომ არ ვიყავი სახლში? მაგრამ, მერე ჩემს თავს ვუთხარი: „მერე ჩემი შვილებისთვის ვინ უნდა ილოცოს? მათი საფლავი ვინ უნდა დაალაგოს? მათი სულებისთვის ეკლესიაში სანთელს ვინ დაანთებს?“ და აი, ხედავთ, ვცოცხლობ! აი, ეს ოთახი ამიშენეს. არ ვწუწუნებ, იყოს, რაც არის… უბრალოდ რაღაც მინდა გთხოვოთ, მერიდება…

„სახურავიდან წყალი ჩამოდის, ვერაფერს ვშველი… საწოლსაც კი ვერ გავწევ ვერსად, აქ იმისთანა სივიწროვეა“

„სახლში წყალი არ არის შემოყვანილი და ასე ვწვალობ. ვავსებ, ვაცხელებ, ვიბან… ნამდვილი კოშმარია… ძალიან მოუხერხებელია“

        – მთხოვეთ ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგვიძლია თქვენთვის?
        ზინაიდა: დაწერეთ ჩემი ტელეფონის ნომერი. იქნებ ვინმემ დამირეკოს, დამელაპარაკოს… იზრუნეთ ჩემზე, გთხოვთ. მარტოს ხომ არ დამტოვებთ?! ამქვეყნად არავინ მყავს… 
         – აუცილებლად მივცემთ თქვენს ნომერს ყველას, ვინც კი გვთხოვს! და ამის გარდა? თქვენ ხომ კიდევ ბევრი რამ გჭირდებათ? როგორ უმკლავდებით, რით არსებობთ?
         ზინაიდა: აი, ეს სახლი, სახელმწიფომ ამაშენებინა ხანძრის მერე. მაგრამ აქ, არც საპირფარეშოა, არც სააბაზანო. წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის. საკუთარი ძალებით, ვერანაირად ვერ შევაკეთებ. ნახევარი პენსია ბანკს მიაქვს – სესხი მაქვს გამოტანილი, სახლს რომ აშენებდნენ – სამშენებლო მასალის ფული არ გვეყო. 
         – ჩემი აზრით, აუცილებელია სველი წერტილის მოწყობა. ზამთარი მოდის, როგორ გაუძლებთ?
         ზინაიდა: კი, ეს ძალიან რთული და დამამცირებელია, როდესაც სულ ვინმეს ვთხოვ, დასაბანად რომ შემიშვან, ან პირდაპირ ოთახში, ტაშტში რომ ვწვალობ. ჩემი ოცნებაა. შესაძლებელია? არ ვიცი. ადრე, ძალიან გამახარეთ, ტელევიზორი რომ მაჩუქეთ. ისეთი ბედნიერი ვიყავი. რითაც შეძლებთ, იმით დამეხმარეთ, ჩემო ძვირფასებო.

„ადამიანისთვის ყველაზე საშინელი სასჯელია – გრძნობდეს, რომ არავის სჭირდება!“

* * *
          მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი აქციას იწყებს ზინაიდა ბალანჩივაძის დასახმარებლად. მოგეხსენებათ, ფონდი ერთჯერადი დახმარებით არ შემოიფარგლება. ამ საბრალო ქალის უყურადღებოდ დატოვება კი, ნამდვილად დანაშაულია, პირველ რიგში, უფლისა და საკუთარი სინდისის წინაშე! ჩვენ, მთელი საქართველო, მისი შვილები უნდა გავხდეთ! მასზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ! 
         ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, წამლები, სახურავის სასწრაფოდ შეკეთება და სველი წერტილის სახლში მოწყობა. ახლა, მისთვის  ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. 
          წარმოდგინეთ, რომ თქვენი დედაა და გვჯერა, უფალი დაგლოცავთ.
          და კიდევ, დაურეკეთ ზინაიდას, ეს მისი თხოვნაა! უთხარით, რომ მარტო არ არის და ჩვენ მას არ მივატოვებთ! ნებისმიერ მსურველს მივწერთ მის ტელეფონის ნომერს პირადი შეტყობინების სახით.
         ასევე, შეგიძლიათ პრადად გაიცნოთ, შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მას დახმარება, ღმერთი კი, აუცილებლად დაგლოცავთ და დაგაჯილდოვებთ! მისამართი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზინაიდა ბალანჩივაძე) 
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ოქტ 11
პროდუქტები
100.04₾
2022 ნოე 23
პროდუქტები
100.86₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
150.00₾
2023 იან 29
გაზის გამათბობელი
770.00₾
2023 თებ 10
პროდუქტები
99.99₾
2023 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
95.00₾

სულ ხარჯები:

1315.89₾

დარჩა:

4.75₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2023 03:51:16
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.01.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.01.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.01.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.01.2023 16:18:47
₾270.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.01.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2023 08:41:28
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.11.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2022 05:50:57
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.11.2022 07:20:11
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2022 18:11:48
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2022 14:23:31
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.10.2022 14:42:08
₾41.64
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2022 18:54:56
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2022 12:16:48
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.09.2022 05:59:09
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,320.64

52 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,320.64

52 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება