ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სულ მარტო ვარ, შვილო, არავინ მყავს რომ შევჩივლო, ან ჭიქა წყალი მაინც რომ ვთხოვო…

calendar სექტემბერი 28, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„ნუ გეშინია, ზღაპრის გმირ საშინელ მოხუცებს კი ვგავარ, მაგრამ გულით ახალგაზრდა ვარ. იცი, ცხოვრებაში რამდენი ტკივილი და ტანჯვა მაქვს ნანახი? ჰოდა, ვერ გავუძელი. ამიტომაც გამიჩნდა ეს კუზი. დავდივარ, ძლივს დამაქვს ფეხები, ხანდახან, დღე ისე გავა, რომ ხმასაც არ ამოვიღებ. სულ მარტო ვარ, არავინ მყავს, ერთი ჭიქა წყალი რომ მომაწოდოს, ან გულის ტკივილი რომ გავუზიარო…“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
სულ მარტო ვარ, შვილო, არავინ მყავს რომ შევჩივლო, ან ჭიქა წყალი მაინც რომ ვთხოვო…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
თუ დარდობ შენი ყოველდღიური პრობლემების გამო, უბრალოდ შეადარე ისინი ამ საბრალო, კეთილი მოხუცი ქალის ყოველდღიურობას!

„70 წლის დოდო სრულიად მარტოა… ამ კეთილი ქართველი ქალის თვალებში, მხოლოდ ტკივილი და სასოწარკვეთილება იკითხება“

         „ნუ გეშინია, ზღაპრის გმირ საშინელ მოხუცებს კი ვგავარ, მაგრამ გულით ახალგაზრდა ვარ. იცი, ცხოვრებაში რამდენი ტკივილი და ტანჯვა მაქვს ნანახი? ჰოდა, ვერ გავუძელი. ამიტომაც გამიჩნდა ეს კუზი. დავდივარ, ძლივს დამაქვს ფეხები, ხანდახან, დღე ისე გავა, რომ ხმასაც არ ამოვიღებ. სულ მარტო ვარ, არავინ მყავს, ერთი ჭიქა წყალი რომ მომაწოდოს, ან გულის ტკივილი რომ გავუზიარო…“
        დოდო კაკაბაძის ცხოვრება ნამდვილ კოშმარს ჰგავს… მარტოობაში სიკვდილი ემუქრება… ნათელი მოგონებები უბრალოდ არ აქვს – მხოლოდ გაჭირვება და ლუკმა პურისთვის ბრძოლა! მე-8 კლასიდან ავტომობილების ქარხანაში დაიწყო მუშაობა და დაივიწყა, რა არის ბედნიერება.

„მხარში დავუდგეთ, მეგობრებო! ჩვენთვის, ეს შანსია, მივუახლოვდეთ უფალს“

         დოდო: მამინაცვალთან ერთად გავიზარდე, ძალიან გვიჭირდა. მამინაცვალი ავტომობილების ქარხანაში მუშაობდა, სახლში კი, ყველა ბინძური საქმის კეთება, ბავშვობიდან მე მიწევდა… ეს კონკიას ზღაპარს ჰგავს. მაგრამ, ჩემი ზღაპრის დასასრული არ არის ბედნიერი. არც უფლისწული ყოფილა, არც სასახლე… მხოლოდ ტანჯვა და ტკივილი. მაგრამ, ესეც არ არის ყველაზე დიდი საშინელება ჩემს ცხოვრებაში. ვინ მუშაობდა, ოჯახს ვინ ინახავდა?
        – მუშაობდით კიდეც?
         დოდო: 16 წლიდან! თან, რაღაც ფაბრიკაში კი არა. მხოლოდ 8 კლასი მაქვს დამთავრებული. მერე, დედამ მითხრა, რომ ოჯახს მარტო ვერ აუდიოდა და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. სწავლას თავი დავანებე. არადა, როგორ მინდოდა! უმცროს ძმას ვუვლიდი, სახლს, საქონელს. მერე, სამუშაოდ გამიშვეს რადგან, ფული არ გვყოფნიდა. მდივნის საქმე ავითვისე, მანქანაზე ბეჭდვა ვისწავლე, სამსახურში მოვეწყვე, სადაც 80 მანეთს მიხდიდნენ. მაგრამ, მამინაცვალმა თქვა, რომ ეს ცოტაა და ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მომაწყო. მე, 16 წლის სიფრიფანა გოგო, ავტომობილის ნაწილებს ვაწყობდი, დგუშებს… იცით, რა მძიმეა? ყველა გიჟივით მიყურებდა. კაცივით ვმუშაობდი. 300 მანეთს მიხდიდნენ. დედა და მამინაცვალი კმაყოფილები იყვნენ. მთელ ხელფასს მათ ვაძლევდი. ვინმე ავად თუ გახდებოდა, ან დამატებითი სამუშაო თუ გამოჩნდებოდა, შეუცვლელი ვიყავი, მეუბნებოდნენ: „იმუშავე რა მოგივა, სახლში მაინც არავინ გელისო…“

„ადრეც არავინ მელოდა სახლში… ახლაც, სულ მარტო ვარ – ალბათ, განწირული ვარ მარტოობისთვის“

         – გისმენთ და ყელში ბურთი მეჩხირება… წარმომიდგენია, თავს როგორ გრძნობდით.
         დოდო: ეჰ, რომ მცოდნოდა, ასეთი საშინელი ხვედრი მელოდა – მარტოსული სიბერე… როდესაც არავინ გყავს ერთი ჭიქა წყლის მომწოდებელი, ხმის გამცემი, მთელი დღის განმავლობაში… ალბათ, სხვანაირად ვიცხოვრებდი. საკუთარ თავზე მეტს ვიფიქრებდი, სწავლას არ დავანებებდი თავს და ვირივით არ ვიმუშავებდი. ხანდახან, ჩუმად ამიღია კარაქი სუფრიდან, ხელებზე რომ წამესვა, ისეთი დაკოჟრილი მქონდა, დამსკდარი, სისხლი მდიოდა.
          – მარტოობის გარდა, რა გაწუხებთ?
           დოდო: ყველაფერი მტკივა, შვილო, აბსოლუტურად ყველაფერი! არ მახსოვს ეს ბრძნული სახელები. ამ კუზის გამო, სუნთქვა მიჭირს, ყველაფერი მტკივა: გული, კუჭი, ფეხები, ყველაფერი… განსაკუთრებით, სული… მე ხომ არავის, სულ არავის ვჭირდები. ხანდახან, დაწოლაც კი არ შემიძლია, თითქმის დამჯდარს მძინავს… იმის თავიც კი არ მაქვს, საშველად ვინმეს რომ დავუძახო. მეშინია, აი, ასე, დამჯდარი მოვკვდები, მეზობლები კი, მხოლოდ მეორე დღეს მიპოვნიან.

„სრულიად მარტოა, ამ ძველმანების გროვაში, დაუმთავრებელ სახლში“

         – მეუღლე არასდროს გყოლიათ?
         დოდო: მთელი ცხოვრება მარტო ვიყავი… რაც დედამ მეორე ოჯახი შექმნა, არავის ვუყვარდი. არ ვიცი, რას ნიშნავს სიყვარული. თითქოს, მხოლოდ მუშაობისთვის ვარ დაბადებული. ვერავინ მამჩნევდა, ჩვენი სახლის ყველაზე შორეულ კუთხე-კუნჭულში ვიმალებოდი, ჩუმად ვტიროდი, თვალებს ვხუჭავდი იმის იმედით, რომ ეს უბრალოდ საშინელი სიზმარია, თვალებს გავახელ და ეს კოშმარი გაქრება. კი, გავიზარდე, გავხდი ძლიერი, მაგრამ, სრულიად მარტო დავრჩი. არც ქმარი მყავს, არც შვილები, მყავს ნათესავები მაგრამ, მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ. მოხუცი, კუზიანი ქალი არავის სჭირდება.
         – გამოდის, სულ არავინ გყავთ, რომ მოგეხმაროთ? მარტო როგორ უმკლავდებით ყველაფერს? ვიღაცამ ხომ უნდა გარეცხოს, ან საჭმელი მოამზადოს?
        დოდო: ჯერჯერობით, როგორღაც ვუმკლავდები, ღმერთის წყალობით. ჩემი ხელით ვრეცხავ, ცივ წყალში… ხანდახან, საჭმელსაც ვამზადებ, ძალიან იშვიათად… მეზობლები მაწვდიან საჭმელს, ძალიან გულკეთილი ხალხია. ხან ერთი ნათესავის ოჯახში ვცხოვრობდი, ხან – მეორის, მერე, გადავწყვიტე, ჩემს სახლში გადმოსვლა. არ არის დასრულებული, არც ფანჯრებია ჩასმული, არც კარი. დავიძინებ მარტო, გავიღვიძებ და, ხან მეზობლის ქათამი მაზის, ხან მაწანწალა ძაღლი. ზაფხულში კიდე არა უშავს, სიცივე რომ მოვა, რა მეშველება? მოვკვდები, ალბათ. ავეჯიც კი არ მაქვს. აი, გული ასე ძალიან რის გამო მწყდება! 35 წელი, თავდაუზოგავად ვშრომობდი, თურმე საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის! ეჰ, ღმერთი ყველაფერს ხედავს.

„ამდენი იშრომა და არაფერი შერჩა.“

        – ძალიან გითანაგრძნობთ, დახმარებისთვის თუ მიმართეთ ვინმეს? მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებას?
        დოდო: ვის არ მივწერე, როდესაც ჯერ კიდევ შემეძლო და ასე ძალიან არ მიკანკალებდა ხელები. რითაც შეუძლიათ, მეხმარებიან. ჩვენს რაიონში უამრავი ბავშვი შიმშილობს, როგორ წავართმევ პირიდან ლუკმას? პენსია კი, არაფერში მყოფნის.
        – აქ რანაირად ცხოვრობთ, საერთოდ?
        დოდო: აბა, რა ვქნა? თავზე ჭერი მაინც მაქვს. ბევრი ხატი მაქვს, ხშირად ვლოცულობ… მართალია საკუთარი სიტყვებით, მაგრამ მთელი გულით… ღმერთს ვევედრები, ყველას აშოროს მარტოობა…

„დილით რომ ვიღვიძებ, ხან ქათამი მაზის, ხან მაწანწალა ძაღლი“

          – უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ? 
          დოდო: რა თქმა უნდა… ძალიან კეთილი მეზობლები მყავს, შემოდიან, მკითხულობენ, საჭმელსაც მინაწილებენ. ვიცი, კეთილი ადამიანი ბევრია ამქვეყნად.
        – თქვენ თქვით, რომ არასდროს გიოცნებიათ, და ახლა? ახლა თუ გაქვთ რაიმე ოცნება?
         დოდო: მარტო ვარ, შვილო, სულ მარტო… იცით, რა საშინელებაა?
        – თქვენი აზრით, პირველ რიგში რა გჭირდებათ?
         დოდო: თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ზამთრის მოსვლამდე, სახლი მაქვს შესაკეთებელი. მჭირდება კარ-ფანჯარა… თავად გადახედეთ, არაფერი გამაჩნია. რაღაც ავეჯი მაინც მჭირდება. სასაცილოა, უკვე ორი საათია გელაპარაკებით ჩემს უბედურ ცხოვრებაზე. ალბათ, სიკვდილი უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ, სიცოცხლე ხომ ისეთი ტკბილია! განა რამდენი დამრჩენია, მინდა, უკანასკნელი წლები მაინც გავატარო ადამიანურად.

„მთელი ჩემი სიმდიდრე ეს არის“

         – როგორც ვხედავ, მაცივარი არ გაქვთ, საჭმელს სად ინახავთ?
          დოდო: არსად. აი ამ კარადის ქვედა თაროზე ჭურჭელი მიდევს, ზედა თაროებზე – ტანსაცმელი. თუ საჭმელი მაქვს, იქვე ვინახავ. მაცივარი კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა. ოღონდ, ძალიან, ძალიან პატარა. აი, სარეცხი მანქანა კი, მართლაც ძალიან მჭირდება… აღარ შემიძლია… ვინ გამირეცხავს? ხშირად მიწევს ზეწრების რეცხვა. ცივ წყალში გავავლებ და დავკიდებ, ხოლმე. აბა, რა ვქნა? სარეცხი ფხვნილის ნასახიც არ მაქვს.

„აი აქ, სძინავს დოდოს, თითქმის დამჯდარს, მას ხომ დაწოლა არ შეუძლია“

         – კარგია, დახმარებისთვის ჩვენ რომ მოგვმართეთ…
         დოდო: ჩემმა მეზობელმა მოგმართათ. ძალიან მიხარია, რომ მოხვედით! ამდენ ხანს, არავინ დამლაპარაკებია, წლებია…
         – ჩვენს ფონდს უამრავი კეთილი მეგობარი ჰყავს, დარწმუნებული ვარ, თქვენი გაცნობა მოუნდებათ!
          დოდო: ძალიან გამიხარდება, ვინმეს თუ გავახსენდები… ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს! მთელი გულით გელით და გეძახით. თქვენთვის ვლოცულობ, ფონდის მეგობრებო!

„რით შეგვიძლია, ამ საბრალო ბებოს ტანჯვა რომ შევუმსუბუქოთ?“

*  *  *
       
        ნუ დავტოვებთ მარტოხელა მოხუცს უყურადღებოდ – ჩვენ, მთელი საქართველო, მისი შვილები და შვილიშვილები უნდა გავხდეთ და მასზე ვიზრუნოთ! მარტოსული სიბერე, უმწეობა, ეს ხომ, ყველაზე საშინელი ხვედრია. 
        დოდოს ყველანაირი ტანჯვა ხვდა წილად, რის წარმოდგენაც კი შეიძლება. იქნებ, სწორედ ჩვენ შევძლებთ, ვაჩუქოთ ნანატრი ბედნიერება? მოხუცებიც ხომ ბავშვებივით არიან – მათ მოფერება და სითბო, ადამიანური ურთიერთობა სჭირდებათ, რომ არაფერი ვთქვათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებზე… მოდით, ერთად შევუმსუბუქოთ ცხოვრება საბრალო მოხუცს და შევახსენოთ, რა არის ბედნიერება! 
         ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი და სახლის რემონტი. თუ ზამთრის მოსვლამდე კარ-ფანჯრის ჩაყენებას ვერ მოვასწრებთ, შეიძლება უბრალოდ გაიყინოს. წარმოგიდგენიათ?
         შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მას დახმარება, უფალი დაგლოცავთ! და დაგაჯილდოვებთ! მისამართი: წყალტუბო, სოფელი ბანოჯა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დოდო კაკაბაძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
 შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

დოდო ბებია ყველას გვლოცავს! გახარებულები იყავით, მეგობრებო!

ნუ შეხედავთ იმას, რომ მოხუცი ვარ და მოკრუნჩხული, მეც გულს ამოვიღებ თქვენთვის და მოგცემთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „მოხუცი და მოკრუნჩხული რომ ვარ, იმას ნუ შეხედავთ. მეც გულს ამოვიღებ თქვენთვის და მოგცემთ!“

 – ავტომობილების ქარხანაში ვიმუშავე 35 წელიწადი, ყველა პატივს მცემდა და ყველა კომისიის წინაშე ცდილობდნენ ჩემს წარმოჩენას. მაგრამ, რომ დავბერდი, ქუჩის ძაღლზე უარეს დღეში ჩავვარდი – ამბობს დოდო ბებია. – ვაიმე, რამდენი ცრემლი დავღვარე, როგორ მტკიოდა გული! მთელი შრომა ისე ჩამეყარა წყალში, თითქოს ტყუილად მიცხოვრია ამ ქვეყნად.

 თქვენ დამიბრუნეთ ღირსება და პატივისცემა. ცრემლები შემიშრეთ და დამიცავით ყველანაირი პრობლემისგან. გულიც იმდენად აღარ მტკივა, როდესაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მირეკავენ და მეკითხებიან: „რით დაგეხმაროთ, ბებო? ტკბილო და საყვარელო!“ ყველას „ბებო“ ვარ ახლა, ეს მიხარია და გულს მითბობს. ნუ შეხედავთ იმას, რომ მოხუცი ვარ და მოკრუნჩხული, მეც გულს ამოვიღებ თქვენთვის და მოგცემთ. თუნდაც, ახლავე.

 – ჩვენო ტკბილო ბებიკო! არ გეგონოთ, რომ მხოლოდ თქვენ ტიროდით. ყველანი ვტიროდით, როდესაც თქვენი ამბავი გავიგეთ, როდესაც ვნახეთ, რა პირობებში ცხოვრობდით. ახლა კი, ეს სახლი სულ სხვანაირად გამოიყურება!

 დოდო: რას ამბობთ? რა შედარებაა?! ფონდის სოციალური მუშაკი რომ მოვიდა, შოკში იყო: არც ფანჯრები ჰქონდა ჩემს სახლს, არც კარი, ცხოველები და ფრინველები შემოდიოდნენ სახლში. ახლა, ადამიანის საცხოვრებელს დაემსგავსა აქაურობა, შიგნიდანაც და გარედანაც. უკვე შეიძლება ცხოვრება. კედლები მოაპირკეთეს, კარ-ფანჯარა ჩასვეს, საძინებელ ოთახში ლამინატია დაგებული, შემოსასვლელში კი – ფილები. მაცივარი მომიტანეს და ტელევიზორი, ისეთი ძვირადღირებული! ორი ნორმალური ოთახი მაქვს.

 „სახლი ადამიანის საცხოვრებელს დაემსგავსა! ახლა, უკვე შეიძლება აქ ცხოვრება!“

 „ახლა, უკვე ორი გარემონტებული ოთახი მაქვს“

 ზამთარშიც არ გავიყინე. აი, ნახე, ახლა გამათბობელი მაქვს. კიდევ, ჩექმა მიყიდეს და რეზინის ფეხსაცმელიც, თოვლსა და წვიმაში რომ ვიარო. გოლიათის ფეხი მაქვს და წარმოგიდგენიათ, იშოვნეს 42 ზომა! ეს ხალათიც ძალიან თბილია. მე ხომ წარამარა ეზოში მიწევს გასვლა. ჩემი კუზიანი ზურგით, ერთ ადგილას ჯდომას გამუდმებით მოძრაობაში ყოფნა და საქმის კეთება ჯობია. ახალი ნივთებიც ძალიან გამომადგა.

 რომ დავიღლები, დავჯდები და ტელევიზორს ვუყურებ, ხოლმე. ჩაის მივირთმევ კანფეტით. კბილები კი არ მაქვს, მაგრამ თხილის კანფეტი ძალიან მიყვარს. ისიც მოვიმარაგე, თქვენი დახმარებით. ტკბილეული ისედაც მომიტანეს. გულს ვიხარებ, ცოტათი მაინც, ტელევიზორში ხომ სევდიანი ახალი ამბებია. როგორ უჭირს ხალხს, რამდენი შეჭირვებულია.  მოდი, გაჩვენებ, რამდენი რამე მოვხუფე.  ჯერჯერობით ასე, იატაკზე მაქვს ქილები ჩამწკრივებული.

 „რომ დავიღლები, დავჯდები და ტელევიზორს ვუყურებ, ხოლმე. სერიალის ყურება მირჩევნია, თორემ ახალი ამბები სულაც არაა სასიხარულო“

 – რა მოხუფეთ, დოდო ბებია?

 დოდო: აჯაფსანდალი, უგემრიელესია, სხვათა შორის. თქვენ რომ მომიტანეთ პროდუქტი და ბოსტნეული, დაკონსერვება გადავწყვიტე, სახლში საჭმელი თუ გამომელევა, პურს წავუსვამ და შევჭამ. თქვენი მოტანილი ბრინჯისა და წიწიბურის მარაგიც ჯერ კიდევ მაქვს.

 ყველაფერი მაქვს, მარტოხელა მოხუცს რაც სჭირდება – ახალი ჭურჭელი, სარეცხი ფხვნილის მარაგი, ტახტის ახალი და ლამაზი გადასაფარებელი. ყველაფერი გაითვალისწინეს, სახლში რაც მჭირდებოდა. ყველაფერს ჩამოგითვლი, ჩემო გოგო, რაც მაჩუქეს, გეტყვი როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ხალხს მადლობა ხომ უნდა გადავუხადო! ნამდვილად დასაფასებელია ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩნეს!

 „რაც სახლში მჭირდებოდა, ყველაფერი გაითვალისწინეს: გამათბობელიც მაქვს და ელექტრო ქურაც“

 – სწორედ ახლა შეგიძლიათ გადაუხადოთ მათ მადლობა, დოდო ბებია.

 დოდო: უბრალოდ „მადლობა“ კი არ დაწერო, შვილო. ეს ადამიანები, საზოგადოება, რომელიც მე დამეხმარა, თქვენი მკითხველები, მათ ხომ, ტალახიდან ამოიღეს და „გაასუფთავეს“ ჩემი ღირსება. მათ ხომ, ახალგაზრდობა დამიბრუნეს, ის დრო, როდესაც პატივსაცემი და ღირებული თანამშრომელი ვიყავი, საკუთარი თავის რჩენა შემეძლო და ამით ვამაყობდი კიდეც. გადაბმულად ორი ცვლა შემეძლო მემუშავა და სამაგალითო ვიყავი სხვებისთვის. ისეთ გაჭირვებაში ჩავვარდი, სადაც ყოველგვარი ადამიანური ღირსება იკარგება და ამაში ჩემი ნათესავების ხელიც ურევია, შვილო.

 ღმერთო, რამდენი ხალხის შეწუხება მომიწია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ცხოვრება, ნაკლებად შესამჩნევი რომ ყოფილიყო. მეუხერხულება, რომ ამხელა აურზაური ატყდა ჩემს გამო. მაგრამ, მეორეს მხრივ, მე ხომ, ვიღუპებოდი და ვეღარ გავჩუმდებოდი. შველა ვითხოვე. თქვენ კი, ამხელა ამბავი ატეხეთ, მიიქციეთ იმდენი ადამიანის ყურადღება, რომ არც კი დამესიზმრებოდა.

 ხალხის ამხელა ყურადღება ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება! ნეტავ შემეძლოს, რომელიმე თქვენგანს რამით რომ დავეხმარო! ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს. თქვენთვის ლოცვაში ბევრ დროს ვატარებ, გისურვებთ კეთილდღეობას და ჯანმრთელობას!

 – იქნებ გახსოვთ, ვინ გესტუმრათ, ვინ დაგეხმარათ ჩვენი მკითხველებიდან?

 დოდო: რა თქმა უნდა! მირეკავდნენ, დასახმარებლად თანხას რიცხავდნენ საავტომობილო ქარხნიდან ჩემი ყოფილი თანამშრომლები, ქალაქში მცხოვრები მეზობლები, სკოლის მეგობრები. გაოგნებულნი იყვნენ იმით, რომ ასეთ პირობებში მომიწია ცხოვრება. დიდი ხანი არაფერი სმენიათ ჩემზე და ვერც კი წარმოედგინათ, რომ ასეთ დღეში ვარ… „ეს როგორ მოხდა, დოდო, რომ ამისთანა მშრომელ ქალს, ნორმალური საცხოვრებელიც კი არ გაქვს?!“ მოხდა, ახლობლებმა რომ გამწირეს, იმიტომ. ეჰ…

 უცხო ადამიანებსაც ძალიან შევეცოდე. აბსოლუტურად ყველას უხაროდა, რომ ჩერნოვეცკის ფონდის ასეთი პროექტი არსებობს და ჩემი საცხოვრებელი პირობები უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

 თქვენი მკითხველები უსაზღვრო სიკეთეს აკეთებენ! წარმოგიდგენიათ? მათ ჩემი ხუთი ათას ლარიანი სესხი გადაიხადეს! ადრე მომიწია აღება, ამ სახლის მშენებლობა რომ დამესრულებინა. ვერ მოვხერხე და თანაც, ვალის ორმოში ჩავვარდი. გმადლობთ, რომ მომაშორეთ ამხელა ტვირთი, თქვენ რომ არა, თან გამყვებოდა საფლავში!

 ძალიან დავუმეგობრდი დათოს, ფოტოგრაფს (დავით ოქროფილაშვილი – რედაქციის შენიშვნა.) ჩემს შესახებ რომ გაიგო, ძალიან აქტიურობდა. ინტერნეტის მეშვეობით, ჩემზე უამბო თავის ნაცნობებსა და მეგობრებს. რამდენიმეჯერ თავისი და მათი სახელით მომიტანა საჩუქრები: პროდუქტი, საკვები ჩემი ძაღლისთვის, ფეხსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები.

 ჩემი დათო, რა კარგი მყავს. ყველანი ჩემები ხართ, ვინც დამეხმარეთ. ყველას გლოცავთ! აქ რასაც ხედავ, სულ ნაჩუქარია: რადიო, დენის ქურა, ახალი ფანჯრები… ერთმა კეთილმა ადამიანმა ყველა შტეფსელი შეაკეთა ჩემს სახლში.

 „ახლა, უკვე „კარიან სახლში“ ვცხოვრობ. ღამით ვკეტავ და მშვიდად დაძინება შემიძლია“

 – ეს შეშაც ჩვენმა მკითხველებმა გაჩუქეს, დოდო ბებო?

 დოდო: ეს რაიონის გამგეობამ მაჩუქა, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ მათი. მაგრამ, თურმე რა ჰქონიათ ჩაფიქრებული: თავშესაფარში გადასვლა შემომთავაზეს. არა-ა, ვუთხარი, რომ ასეთი დახმარება არ მჭირდება, თუ დახმარება გინდათ, ჯობია, აქ მომეხმაროთ! – მეთქი. მერე, მუშები გამომიგზავნეს და სახლი დამილაგეს რემონტის შემდეგ. ჩემი სადღაც წაყვანა მოინდომეს! არაფრით არ წავალ!

 – დოდო ბებო, კიდევ რა საკითხები დარჩა მოსაგვარებელი?

 დოდო: ღობეა გასაკეთებელი, ჩემო გოგო, მეზობლის ღორებმა და ქათმებმა ჩემს ეზოში რომ აღარ ისეირნონ. ღობე რომ არ მაქვს, ეზოსაც ვერ ვაწესრიგებ. მავთულის ბადე კი მაჩუქეთ, მაგრამ არავინ მყავს, ღობე რომ დადგას. ჯერჯერობით ეს საქმე არ იძვრის. ჩემი პენსიით კი, ვერაფერს გადავუხდი მუშებს.

 მოუსვენარი რომ ვარ, ორჯერ წავიქეცი ეზოში, მარჯვენა ხელი ვიტკინე. სარეცხს ვერ ვრეცხავ, მაგრამ არა უშავს. სულ მტკივა. არ ვიცი, როგორ მოვიშორო ეს ტკივილი.

„ღობისთვის კარგი მასალა მაჩუქეთ, მაგრამ ჯერ არავინ მყავს, ღობე რომ დადგას“

 ***

 მეგობრებო, ჩვენი პროექტი გრძელდება, კონკრეტული საკითხების მოგვარებაში შეგიძლიათ დაეხმაროთ დოდო ბებიას. ჩვენი სითბო მას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ჩვენი მზრუნველობის ქვეშ, დოდო ბებია ჯანმრთელი უნდა იყოს და უნდა იცოცხლოს ძალიან დიდხანს!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დოდო კაკაბაძე)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ნოე 23
პროდუქტები
100.08₾
2022 ნოე 29
მაცივარი
600.00₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
570.00₾
2023 იან 17
პროდუქტები
200.03₾
2023 თებ 08
სამშენებლო მასალა
574.42₾
2023 თებ 10
კარები
300.00₾
2023 თებ 10
სამშენებლო მასალა
30.93₾
2023 თებ 14
პროდუქტები
152.07₾
2023 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
175.00₾
2023 მარ 01
ტელევიზორი
440.00₾
2023 მაი 14
კარები
550.00₾
2023 ივნ 08
სარეცხი მანქანა
660.00₾
2023 ოქტ 06
ღობე
504.00₾

სულ ხარჯები:

4856.53₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.07.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.07.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾1.86

შემოწირულია:

₾4,856.52

282 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,856.52

282 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება