რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

136 ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

გაჭირვებულები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირული

₾448,464.39

დონორი

35825

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირული

₾117,105.80

დონორი

7997

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ ჭკუიდან გადაჰყავს არა მხოლოდ მოსიყვარულე მშობლები, არამედ მთელი საავადმყოფოს პერსონალიც!

პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ ჭკუიდან გადაჰყავს არა მხოლოდ მოსიყვარულე მშობლები, არამედ მთელი საავადმყოფოს პერსონალიც!

შემოწირული

₾43,727.43

დონორი

2537

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

„უკუნეთი სიბნელე“ ჩამოწვა კიდევ ერთ სათნო და კეთილ ქართულ ოჯახში! გაიცანით, მეგობრებო! ამჟამად ისინიც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან! ღმერთი დიდია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ! დიდება უფალს!

ამ ოჯახში ცხოვრობს ხუთი უსაყვარლესი პატარა და მათი დედიკო, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება. კიდევ, რა თქმა უნდა, მისი სადისტი მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში ქალს სასტიკად სცემდა და ამცირებდა ბავშვების თვალწინ! ამჟამად ის ციხეშია, ცოლ-შვილს კი მაინც უყვარს, ხუთი შვილის დაშინებული დედა კი ერიდება ამის შესახებ საუბარს! პოლიციაში ბავშვებმა დარეკეს: ძალიან შეეშინდათ, მამას დედა არ მოეკლა ცემით!

შემოწირული

₾42,830.82

დონორი

2304

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირული

₾41,663.18

დონორი

3413

მინდა დავეხმარო
1 - 6 of 137 items
1 2 3 23

136 ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

არაადამიანური ტკივილი! ამას ვერავინ გაუძლებდა! 11 ურთულესი ოპერაცია! პირველივემ ხეიბრად აქცია მშვენიერი ქართველი გოგონა! ახლოვდება ბოლო ოპერაცია… ის იქნება ყველაზე რთული და გადამწყვეტი!

იცოცხლებს თუ მოკვდება ალიონა?! აი, რა არის საფიქრებელი, მეგობრებო! ჩვენ ვიპოვეთ საუკეთესო პროფესორი საქართველოში. ის შეპირდა ალიონას, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, გერმანიიდან შეუკვეთა ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული პროთეზები, რომელიც მას სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნებს!
წინააღმდეგ შემთხვევაში… ამაზე ფიქრიც კი არ გვინდა. მდგომარეობა ძალიან სერიოზულია! აუცილებლად უნდა ვილოცოთ, მეგობრებო! ღმერთო, ნუ მიატოვებ ალიონას, მიეცი მას ნუგეში! ის ხომ იღუპება! შემდეგი ოპერაცია გადამწყვეტია!

შემოწირული

₾74,042.49

დონორი

2449

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

დაღუპვის პირას ვართ! უკანასკნელი ძალებით ვიბრძვით! მაგრამ, თუ სიკვდილი მაინც არ აგვცდა, გთხოვთ, ჩვენს შვილებს ნუ მიატოვებთ! მოიხსენიეთ ლოცვებში, მოიკითხეთ ხოლმე, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ! ჩვენც ზუსტად ასე მოვიქცეოდით!

ნუთუ, ამ ულამაზეს ბავშვებსაც, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ჰყავდათ ჯანმრთელი და მოსიყვარულე მამა გელა და ბიძა რამინი მემკვიდრეობით ერგოთ პაპისგან ეს საშინელი გენეტიკური დაავადება? ნუთუ, მათაც ელით ნელი და მტანჯველი სიკვდილი?!განახლება! ჩერნოვეცკის ფონდმა უკვე გამოყო თავის მხრივ თანხის ნაწილი – 26 000 ლარი, მეგობრებო, ძალიან ცოტა რჩება! ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვიხსნით ამ ოჯახს სიკვდილისგან!

შემოწირული

₾67,835.21

დონორი

3681

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

არ არსებობს დედისთვის იმაზე დიდი განსაცდელი ვიდრე უყურებდეს შვილის ტანჯვას. ლაზარე თანდაყოლილი ხერხემლის ანომალიით და სქოლიოზით დაიბადა. ასევე მას არ აქვს სამი ნეკნი

არის მწუხარება! არის დიდი მწუხარება!! და ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი დიდი უბედურება დაგატყდება, რომ ცხოვრება აუტანელი ხდება! და ყველაზე დიდი ტკივილი ამქვეყნად არის ყოველწამს საყვარელი შვილის ტანჯვის ყურება და განცდა!!!
უმშვენიერესი ლაზარე დაიბადა ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიით, სქოლიოზით და სამი ნეკნის გარეშე.
მეგობრებო, წინ უფლის სასწაული გველოდება – ოპერაცია, რომლისთვისაც თანხას ვაგროვებთ, 100% დადებით შედეგს იძლევა!
კიდევ ერთი თვე და ჩვენ ვიხილავთ სრულიად გამოჯანმრთელებულ ჯდა მხიარულ ბიჭუნა ლაზარეს!

შემოწირული

₾32,955.20

დონორი

2934

პროექტი დასრულდა
Project

მარტოხელა მოხუცები

ციალა: დიაბეტის გამო, მეხსიერება ძალიან დამიქვეითდა… მხოლოდ ის მახსოვს, რომ ობოლი ვიყავი. მახსოვს, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, როგორ დავმარხე დედა, მეუღლე, ძმა და მისი შვილი. მახსოვს, ჩემს შვილს, ახალგაზრდა გოგოს სიმსივნე რომ აღმოაჩნდა და მკერდი მოჰკვეთეს… ახლა კი, მეც ასეთ დღეში ვარ! და თანაც, ასეთ საშინელ სიღატაკეში!

ციალა: ალბათ, მაქვს, მაგრამ ისეთი ვერაგია ჩემი დაავადება, ყველაფერი მავიწყდება. უფრო სწორად, ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ, არც ყოფილა? მახსოვს, როგორ დავობლდი. როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, მახსოვს დედაჩემის გასვენება… ძმის… მისი შვილის. მახსოვს, რომ ჩემს ახალგაზრდა გოგოს კიბო აღმოაჩნდა და მკერდი მოკვეთეს, ბიჭს კი, დიაბეტი აქვს ჩემსავით. დიაბეტის გამო 2011 წელს ფეხები მომკვეთეს. ერთი რომ მომაჭრეს, ჩემი საყვარელი მეუღლე ისე განიცდიდა, რომ ინფარქტით გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო. მერე კი, მეორე ფეხიც მომკვეთეს.

შემოწირული

₾30,114.10

დონორი

2055

პროექტი დასრულდა
1 - 6 of 904 items
1 2 3 151