დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

83 წლის ნანი ბებო: შობას, 54 წლის მამუკას ღრმად მოხუცებულმა დედამ, კეთილი მეზობლებისგან დარეკა ჩერნოვეცკის ფონდში და პატარა ბავშვივით ცხარე ცრემლებით მტირალმა, ჩუმად თქვა: „გემუდარები, გემუდარები, შვილო, ჩემთან სახლში მოდი და ჯოჯოხეთისგან მიხსენი. მეუღლე და ორი ვაჟი დავასაფლავე! ვის რაში სჭირდება ჩემისთანა მარტოხელა მოხუცი ქალი, თუკი ერთადერთი დარჩენილი, უსაყვარელესი შვილი მამუკაც მოკვდება? არ მინდა, მეოთხე მამაკაცის სიკვდილის გადატანა მომიხდეს! სასაფლაომდეც ვეღარ მივალ! მირჩევნია ჯერ მე დამმარხოთ, ისე მტკივა სული! ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს… ღმერთმა აშოროს ყველას!“

შემოწირულია

₾8,827.60

დონორი

524

დიახ! მსურს დახმარება!
1 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

შვიდი ყველაზე ტკბილი, ულამაზესი, ქვეყნის საამაყო ქართველი ბავშვი სრულიად მოკლებულია ნორმალურ ადამიანურ საცხოვრებელ პირობებს! მათი მამა-მარჩენალი ციხეში იხდის სასჯელს! მაგრამ ფაქტობრივად, ამ სასჯელს მისი უდანაშაულო შვილები იხდიან! ისინი დარჩნენ ნორმალური ადამიანური საკვების, ახალი ტანსაცმლის, სათამაშოების, აუცილებელი სასკოლო ნივთების გარეშე და რაც მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ მიტოვებული! მხოლოდ უფალი ღმერთია მათი ქომაგი, ისევე, როგორც ჩვენი! მაგრამ, პატარებმა ჯერ არ იციან, რომ უდიდესია მისი ძალა! არ იციან, გააზრებულად როგორ მიმართონ მას, მისი მოსიყვარულე ხელი როგორ ჩაიკრან გულში! მათ არ იციან, რომ ღმერთმა კეთილ ადამიანებს მისცა სული, სინდისი და პასუხისმგებლობა ჩვენი საერთო ქვეყნის, სიყვარულითა და სიკეთით სავსე დიადი საქართველოს მომავლის გამო, რომლის მოსახლეობაც ყოველწლიურად კატასტროფულად მცირდება!

შემოწირულია

₾3,663.67

დონორი

153

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1129 - 1134 of 1269 items
1 187 188 189 190 191 212

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის