რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!

ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ, ავარიულ სახლში აღმოჩნდებოდა შანხაის დასახლებაში, თბილისთან ახლოს. შვიდი ბავშვი, რომელთაგან უმცროსი ჯერ 4 თვისაც არ არის, ცხოვრობს ვირთხებით სავსე ოთახში, ჩამოვარდნილი ჭერით, სადაც ბუზები და შხამიანი ბზიკები დაფრინავენ, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ წამს უკბინონ საბრალო პატარებს. ექვს ბავშვს ძველ საწოლზე დედასთან ერთად სძინავს, ჩვილი ჟაკი კი კალათაში წევს, რომელიც მას აკვნის მაგივრობას უწევს. სახლში არც აბაზანაა და არც საპირფარეშო.

შემოწირული

₾3,706.49

დონორი

284

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

უბედურება ახლოვდება! ეს პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. აქ, შიმშილისგან დაუძლურებული ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. არ იციან, მომდევნო დილა გაუთენდებათ, თუ ნანგრევებში იპოვნიან მათ ცხედრებს

ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“

შემოწირული

₾1,475.63

დონორი

89

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწაული მოხდა! ახლა ბერძენიშვილების მრავალშვილიან ოჯახში უკვე ბავშვების ჟრიამულის ხმა ისმის. ოთხი და-ძმის თვალები პირველად გაბრწყინდა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, კეთილო ადამიანებო!

სულ ცოტა ხნის წინ საგურამოში, ბერძენიშვილების ოჯახში, 4 მცირეწლოვანი ბავშვის თვალებში სევდა და შიში იყო ჩამდგარი. პატარა ანგელოზები ხმელ პურს ჭამდნენ. 11 წლის დაჩი სკოლაში ძველი ტანსაცმელით დადიოდა. საოცარი გოგონები, მისი დები — ბარბარე, ნინი და ანასტასია, სათამაშოებსა და ახალ კაბებზე ოცნებობდნენ. ბავშვებს დაჟანგებულ საწოლზე ეძინათ და ძვლები სტკიოდათ. ბავშვების მამა ავადმყოფობს და ვერ მუშაობს, დედა კი პატარებს მარტო ვერ ტოვებდა. ამიტომ მათ სახლში სიღარიბეს ისე ღრმად გაედგა ფესვები, რომ ოთხი პატარა ანგელოზის თვალებიდან მხოლოდ უიმედობა გამოსჭვიოდა. დღეს კი მათი თვალები ბედნიერებისგან პირველად ბრწყინავს, რადგან სასწაული მოხდა და მათი ყველა ოცნება ახდა. გიზიარებთ ფოტოკოლაჟს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ადამიანის სიკეთე უფლის მადლია. ყოველი ჩვენი კეთილი საქმით კი სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით უფალს.

შემოწირული

₾6,052.99

დონორი

350

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

როცა საყვარელი შვილი ყვირის, – დედის გული იფლითება! ხოლო თუ ოთხი ბავშვი ყვირის და ყველა იმას კითხულობს “დედიკო რატომ არ გვაჭმევო”?! რა გულმა უნდა გაუძლოს?

„ყურებზე ხელები მაგრად მიიფარე და მალე შემოდი, თორემ ახლა დაიწყება!“ – მეუბნება ექვსი წლის ამირანი. „მორჩა, უკვე დაიწყო! დიდხანს გაგრძელდება, უნდა შეეგუოთ“, – მეუბნება რეზიკო და ხელებს ყურებზე იფარებს. ხუთი თვის ნინო და სამი წლის ლუკა ერთხმად, უნისონში ტირიან. ნინოს შია, ლუკა კი ბანს აძლევს. „ეგ ოღონდ ატირე“. – მეუბნება ამირანი და ბიჭუნა ოთახიდან გაჰყავს, რომ დაელაპარაკოს და დაამშვიდოს.

შემოწირული

₾3,860.39

დონორი

246

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

რას გააკეთებდით, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ? რას მოიმოქმედებდით, ლუკმა პური რომ აჭამოთ? იმათხოვრებდით თუ მოიპარავდით?

იცით, რა ემართება ადამიანს, როდესაც მთელი დღე მშიერია? ორი დღე? სამი? და თუ ეს ადამიანები, ათი წლის გოგონა და მისი ცხრა წლის დაიკო არიან? და თუკი საერთოდ, ხუთ ბავშვზეა საუბარი?! ახლავე გიამბობთ! ჩვენ ხომ, ყველაფერს გიამბობთ, ხოლმე.

მარი (10 წლის): პირველ დღეს კიდევ არა უშავდა, უბრალოდ ძლივს დავიძინეთ. სულ პურის სურნელი გველანდებოდა. მეორე დღეს უკვე თავი და მუცელი მტკიოდა. აღარ მახსოვს, რომელი უფრო. საღამოს ტირილი მინდოდა. მაგრამ, ცრემლებს ვიკავებდი, დედიკოს რომ არ ენახა. მე ხომ, ყველაზე დიდი ვარ! მე რომ ტირილი დამეწყო, ყველა ამყვებოდა. მესამე დღეს კი, უკვე ცუდად მესმოდა ყურში და თვალებშიც რაღაც მუქი ლაქები მქონდა.

შემოწირული

₾12,183.24

დონორი

1071

მინდა დავეხმარო
1 3

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ვირთხები შემოგვირბენენ ხოლმე, ადამიანებს არ ვახსოვართ

კრავჩენკოების ოჯახში საშინელება ხდება! ოჯახის უფროსს, კობას ატროფიამ და გლაუკომამ მხედველობა წაართვა. მისმა მეუღლემ, ირინამ, ორი ჩვილი დაკარგა და მას შემდეგ, გაუთავებლად გლოვობს. მაგრამ, მშობლების თავის ტკივილი – ორი გაზრდილი ბავშვია, რომლებიც ცერებრალური დამბლით იტანჯებიან! 20 წლის დიანას ცერებრალური დამბლის გარდა, აუტიზმიც აქვს. სიარული უჭირს. ფეხებზე ორი ოპერაცია გაუკეთდა და მესამეც სჭირდება. დიანას ძმა, 13 წლის იგორი ბევრად უარეს მდგომარეობაშია. სიარულიც კი არ შეუძლია. ის მთლიანად დამოკიდებულია დედასა და მამაზე.

შემოწირული

₾4,426.00

დონორი

291

პროექტი დასრულდა
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ექიმებმა თქვეს, რომ მათეს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა! მაგრამ, ღმერთმა სხვაგვარად გადაწყვიტა! ეს ბავშვი ცოცხლობს! და იცოცხლებს კიდეც, თუ ძვირადღირებული წამლებით დავეხმარებით!

ეს პატარა ტკბილი ბიჭუნა – მეხუთე შვილია მარკოიძეების მრავალშვილიან ოჯახში და ყველანაირი დაავადება სჭირს, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს! ასე ინება ბედისწერამ. „ღმერთი იდუმალი გზებით მუშაობს“, – იმეორებს დედიკო ბავშვის გაჩენის წამიდან. ბუნებამ ბიჭუნასთვის საშინელი დიაგნოზები არ დაიშურა: წვივების გამრუდება, გონებრივი ჩამორჩენილობა, უსინათლობა, ქვედა ყბის დისფუნქცია, თანდაყოლილი მძიმე სეფსისი. „ვერ გადარჩება.“ – ექიმებმა ასეთი განაჩენი გამოუტანეს. მაგრამ მედიცინის ყველა კანონის მიუხედავად, მათე გადარჩა! ახლა, უკვე ოთხი წლისაა ეს ანგელოზი. ოჯახი ბედნიერია თუნდაც იმიტომ, რომ ის უბრალოდ ცოცხლობს. ვერ დადის, მაგრამ ხოხვა შეუძლია, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აგებინებს, რა უნდა.

შემოწირული

₾13,364.21

დონორი

734

პროექტი დასრულდა
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ერთი კანფეტის გამო, მზად არიან ერთმანეთი დახოცონ!

მათი სახლის სახურავი სულ ხავსით არის დაფარული, კედლებზე იმხელა ღრიჭოებია, რომ შეიძლება „ბუა“ შემოძვრეს და ბავშვები შეაშინოს. „ქარის დროს ასე წუის: „იუუ-იუუუ“. დედა გვეუბნება: კარგად თუ არ მოვიქცევით, თავისთან წაგვიყვანთო“. – ყვება ხუთი წლის ბარბარე და კედლებზე ღრიჭოებს გვაჩვენებს. ის და მისი შვიდი წლის ძმა პაპუნა, ცდილობენ კარგი ბავშვები იყვნენ, არ იტირონ, როდესაც დედას მათთვის საჭმელი არ აქვს. აი პატარა ელენე კი, რომელიც მალე ორი წლის გახდება, სულ ტირის და ტირის… ბავშებს ეშინიათ: უცებ, ბუა რომ ვერ მიხვდეს, ვინ ტიროდა და ყველანი ერთად რომ წაიყვანოს? მათ გარეშე, დედიკომ რა უნდა ქნას? მათ რა უნდა ქნან მის გარეშე?

შემოწირული

₾1,729.72

დონორი

144

პროექტი დასრულდა
115 - 120 of 221 items
1 18 19 20 21 22 37