რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ჩემს შვილს უდიდესი საშინელება დაემართა, მას ზურგის კუნთოვანი ატროფია აქვს! მაგრამ, თქვენი დახმარებით, იცოცხლებს და ისუნთქებს კიდეც. თქვენი გამოჩენა ღვთისგან მოვლენილი ხსნასავით არის ჩვენთვის!

რას გრძნობს ადამიანი, როდესაც იცის, რომ მისი შვილის დღეები დათვლილია? და ორ წლამდე ასაკში რომც არ მოკვდეს, ვერასდროს იქნება ჯანმრთელი და სიარულსაც ვერასდროს შეძლებს? მაგრამ იმისთვის, რომ დიმამ იცოცხლოს, სულ ცოტა ესაჭიროება – ჩვენი ერთობლივი დახმარება! ექიმებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს: დაუსვეს დიაგნოზი და მკურნალობა დაუნიშნეს. მაგრამ, პატარას სიცოცხლის გახანგრძლივება, მის დედიკოს უჯდება ძალიან ძვირი. დიმა სტომის დახმარებით სუნთქავს, რომელიც ყელში აქვს ჩადგმული და ხშირად სჭირდება წმენდა, მის დედიკოს კი, ახალი სტერილური მილების ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს და იძულებულია, რამდენჯერმე გამოიყენოს ერთი და იგივე. დიმას დასუსტებული ორგანიზმისთვის, ეს ძალიან სახიფათოა.
„ჩემი შვილის დიაგნოზი რომ გავიგე, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. თითქოს, ყინულივით ცივი წყალი გადამავლეს! ცუდად გავხდი და ექიმები მასულიერებდნენ. პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია – მე უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ… ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც შეიძლებოდა დამართნოდა ჩემს დიმას.“

შემოწირულია

₾28,029.03

დონორი

1828

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

„მზად ვარ თვალები დავითხარო, ჩემი შვილების წამებას რომ არ ვუყურო. მტანჯველი დაავადებებისთვის მათ ვერ გავწირავ.”

თუ არ დავეხმარებით, ციცი ნელი სიკვდილით მოკვდება. მისი პატარა ძმა ნიკოლოზი კი, უფლის შექმნილ სამყაროს ვერასდროს ნახავს! ეს თვალები ვერასდროს დაინახავენ სინათლეს. ნიკოლოზი ვერასდროს გაიგებს რა ლამაზი დედა და დაიკოები ჰყავს. ვერ დაინახავს იმ გაჭირვებასაც, რომელშიც ცხოვრობს. ვერ დაინახავს, რა საშინელი გულის შეტევები ემართება მის საყვარელ მამას, როგორ ეცემა მიწაზე და სუნთქვა ეკვრის. ვერ დაინახავს, რა საშინელი ნაწიბური აქვს დარჩენილი სახეზე ოპერაციის შემდეგ მის დას, რომელსაც ორი წლის წინ უშველებელი სიმსივნე ამოკვეთეს თავის ტვინიდან.

ღმერთო! როგორ უმკლავდებიან ეს საბრალო ადამიანები ამდენ განსაცდელს? როგორ ახერხებენ იმას, რომ არ გაბოროტდნენ და ადამიანობა შეინარჩუნონ? ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, საკუთარი თავი ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ლიას ადგილზე. რამდენ ხანს გაუძლებდით ამას და არ შეიშლებოდით ჭკუიდან?

შემოწირულია

₾38,335.76

დონორი

2598

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის “აფეთქდება”, არავინ იცის. ბიჭს იშვიათი დაავადება აქვს – სასის ნაპრალი და შეიძლება, წყლის ერთმა ყლუპმა კი მოკლას. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!

ორი წლის გაბრიელი, შეიძლება ერთმა ყლუპმა წყალმაც კი მოკლას! მისთვის ტირილი საერთოდ არ შეიძლება! ამ ბავშვს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და რბილი სასის შეხორცება. უკვე ორი წელია, დენთის კასრზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს. მისი მარტო დატოვება ერთი წამითაც არ შეიძლება, შესაძლოა, ტირილის დროს ცრემლებმა დაახრჩოს ან გონება დაკარგოს. ღმერთო, ყველა დედა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან!

შემოწირულია

₾8,377.09

დონორი

835

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ამ ოჯახში ავად არის სამივე შვილი. იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვთ. დავეხმაროთ მათ ამ ვერაგი დაავადების დამარცხებაში!

გენეტიკურმა დაავადებამ, რომლისგანაც საშველი არ არის, დაისადგურა ამ ოჯახში. ტკივილი, გაუსაძლისი ტანჯვა და სიკვდილი – ეს არის მათი ცხოვრების სცენარი. ამ დაავდებით სამი „ბავშვი“ იტანჯება და ის მათ სიცოცხლეს ართმევს! უფროსი შვილი, 29 წლის ზაქრო წლებია ვერ დგება საწოლიდან, 22 წლის ანას, გაჭირვებით, მაგრამ ჯერჯერობით, გადაადგილება შეუძლია. მთელი დღის განმავლობაში სკამზე ზის, ხმას არ იღებს, მერე კი მოულოდნელად კივილს იწყებს, ხელებს იშენს თავში. დედა ვერ ხვდება, რა ელანდება მას. ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ დაავადება გვერდს აუვლიდა მის უმცროს შვილს, მაგრამ მასაც უკვე ასტკივდა ზურგი და სიარულიც უჭირს. თამარი მალე იღლება. რა უნდა ქნას საბრალო დედამ? კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს მისი გული საკუთარი შვილების ტანჯვის ყურებას?

შემოწირულია

₾16,671.42

დონორი

1222

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სიცოცხლეს დავემშვიდობე, თქვენ კი ყავარჯნები მომაწოდეთ და სიარული ხელახლა მასწავლეთ!

ორსულობის პერიოდში მაიას ფეხები წაერთვა. ულამაზესი ბიჭუნა გააჩინა, საბა, თავად კი სიარული ვეღარ შეძლო. აღმოჩნდა, რომ ზურგის ტვინის ანთება იყო მიზეზი. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი საბა იზრდებოდა, მე კი დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემეძლო, ამბობს მაია. ფეხზე წინდასაც კი ვერ ვისწორებდი. წამოდგომა არ შემეძლო, არც საპირფარეშომდე მისვლა. უბრალოდ, ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი. კაპიკია ასეთი სიცოცხლის ფასი!“ გაჩვენებთ, რა შედეგი მოიტანა გამოკვლევებმა და მკურნალობამ, რომელიც მაიამ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან მიიღო საჩუქრად. მაიას ყავარჯნების მეშვეობით შეუძლია სიარული, ვარჯიში, მარტივი საქმის კეთება სახლში. მაია გათავისუფლდა შავბნელი პესიმიზმისგან და სჯერა, რომ შეძლებს, შვილი ბაღში თავად წაიყვანოს! მკურნალობის შედეგად მაიამ ბევრს მიაღწია. გმადლობთ, რომ დაეხმარეთ, გაამხნევეთ და პრობლემის წარმატებულად გადაჭრის შესაძლებლობაში დაარწმუნეთ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია პრობლემა და მას კვლავაც სჭირდება თქვენი დახმარება. მაიას არ აქვს იმის საშუალება, რომ აჭამოს და ჩააცვას თავის პატარა შვილს. საწოლების გარდა, სახლში ავეჯი არ დგას, არ არის კომფორტული საცხოვრებელი პირობები. შენც შეუერთდი პროექტის მუდმივ მხარდამჭერებს!

შემოწირულია

₾5,322.53

დონორი

373

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ოჯახი, რომელსაც მზის სინათლე არასდროს უნახავს! უსინათლოები არიან დედა, მამა და მათი ორი პატარა გოგონა. გამოკვლევები და ძვირადღირებული მედიკამენტები სასწრაფოდ სჭირდებათ ამ ბავშვებს!

მაგდა (12 წლის უსინათლოა ორივე თვალით): უსინათლო ცხოვრება, დიდი, ბნელი ლაბირინთისავითაა. მე ვერ ვხედავ სამყაროს, მაგრამ ვგრძნობ მას. მე მესმის, ვგრძნობ შეხებით და ყნოსვით, მაგრამ ვერ ვხედავ იმ სილამაზეს, რასაც სხვები აღწერენ.
გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრება თავისთავად უკვე ძალიან ძნელია, ამას კიდევ უსინათლობას თუ დავუმატებთ, სიტუაცია გამოუვალი ხდება. ყველა ჩვენგანში იმედის ნაპერწკალი გიზგიზებს, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში თვალისმომჭრელი სინათლეც კი ვერ აღწევს.
მეგობრებო, მოდით ამ არაჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას სინათლის ფერები შევმატოთ. სასწრაფოდაა საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვირადღირებული წამლები და ასევე თანხა გამოკვლევებისთვის. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ოჯახში, ერთი ბავშვი მაინც დაინახავს!

შემოწირულია

₾20,982.07

დონორი

1350

დიახ! მსურს დახმარება!
115 - 120 of 128 items
1 18 19 20 21 22

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

„დედა, დედიკო, მიშველე! ვკვდე…“ – და სიტყვის დასრულებაც კი ვეღარ მოასწრო… ამის მერე კი, დამიჯერეთ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, ასზე მეტჯერ სამუდამოდ დავემშვიდობე ჩემს შვილს! უფალმა ასჯერ დაუბრუნა მას სიცოცხლე, როდესაც კომაში იყო! მაგრამ, სიკვდილი მაინც ებღაუჭება და ჩემი სისხლისა და ხორცის წაყვანას ცდილობს! და აი, სწორედ ეს არის სასწაული! ჩემი შვილი დამოუკიდებლად წამოდგა ფეხზე, მაგრამ მყარად რომ დადგეს, ფონდის მეგობრებო, თქვენი კეთილი გულების თანადგომა სასწრაფოდ გვჭირდება!

გიორგი იატაკზე დაეცა. სასწრაფომ საავადმყოფოში რომ მიიყვანა, ის მთელი სამი თვით ჩავარდა კომაში! ერთი წუთითაც არ დამიტოვებია მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ტყუილად ვფლანგავდი დროსა და ფულს! მაგრამ, ექიმების სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც უფალი მე არ მტოვებდა! ჩემი რწმენა ურყევი იყო, დავხარჯე ყველაფერი, რაც კი რამ გამაჩნდა! გიორგიც მოვიდა გონს, ოღონდ უკვე თურქეთში! ჩემი შვილი ასზე მეტჯერ გარდაიცვალა საქართველოში, ადგილობრივ საავადმყოფოებში! და მეც მასთან ერთად! ასე გრძელდებოდა 7 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად! ვისაც შვილი ჰყავს დაკარგული ან საყვარელი ადამიანი, მიხვდება, როგორ ვიტანჯებოდი! “შანსი არ აქვს”, – მეუბნებოდნენ ქართველი ექიმები. „გწამდეს და გამაგრდი!“ პასუხობდა უფალი ჩემს დედობრივ ლოცვას. მან შეისმინა დედის ლოცვა და შვიდი წლის შემდეგ, თურქეთში ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი! მათ ძვირადღირებული ოპერაცია ჩაუტარეს და ახლა, მხოლოდ ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება, რომელიც ასევე ძვირი ღირს! ჩვენ კი, მისი შეძენის საშუალება საერთოდ არ გაგვაჩნია!

შემოწირულია

₾10,005.42

დონორი

646

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

შენ დაეხმარე

შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და აუტანელი ტანჯვა! გმადლობთ, უფალო, ჩვენს ფონდსა და მის მეგობრებს, შესაძლებლობა რომ გვაჩუქე, ჩვენი შენდამი რწმენა წარმოვაჩინოთ! ცხოვრებაში ხომ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტად ღვთისნიერ ადამიანად რომ იგრძნო თავი!

მეუღლემ, რომელმაც ტაძარში, უფლის წინაშე დადო ფიცი, ობოლ გოგონაზე მუდამ რომ იზრუნებდა და ეყვარებოდა, უნამუსოდ მიატოვა იგი მესამე შვილის გაჩენის მერე! უფლის წინაშე, სიცრუე როგორ თქვა?! ნუთუ, კაცს შეშვენის ასეთი საქციელი?! გაჭირვებას ვერ გაუძლო! მაგრამ, გაჭირვება ხომ, სულაც არ არის სამარცხვინო! აი, ღალატი კი!.. მკითხველნო, თქვენი აზრით, რა ეწოდება ასეთ საქციელს?!

შემოწირულია

₾6,276.61

დონორი

549

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

სრულიად უსინათლო ბიჭი, რომელიც ფეხებს ძლივს „დაათრევს“ რამე საჭმელი რომ მოიმზადოს, ძალიან სთხოვა ფონდის კორესპონდენტს, მკითხველი არ დასევდიანებულიყო მისი უღიმღამო ცხოვრების ამბავს რომ წაიკითხავს!

თავად სრულიად უსინათლო და პირველი ჯგუფის ინვალიდი, საკუთარ გასაჭირზე საუბრის დროსაც კი, თქვენზე ზრუნავს. ნათქვამია, როდესაც ადამიანი იბადება, სწორედ იმ დროს, ცაზე მისი ვარკსკვლავიც იბადებაო. 37 წლის წინ, საინგილოს მოღრუბლულ ცაზე, უცებ ვარსკვლავი აინთო, მაგრამ ვერ „აინთო“ იმ პატარა ბიჭის თვალები, რომლის დაბადებაც მისმა ვარსკვლავმა ამცნო დედამიწას. მას შემდეგ, ის ვარსკვლავი ცაზე აღარავის უნახავს… ვინ იცის, იქნებ, ცას მოწყდა და იმ პატარა ბიჭის საძებნელად დაეშვა დედამიწაზე. იქნებ, იმ ვარსკვლავს სურს, რომ თავისი „ვარსკვლავური სინათლე“ დათმოს, რათა იმ უსინათლო ბიჭის სევდიან თვალებში აინთოს… ლევანი მუდმივად უფალს ეძებს! ის ლოცულობს და ესაუბრება შემოქმედს! ჩვენ კი, ფონდში, გვჯერა, რომ უფალი გახსნის ყველა იმ ადამიანის გულს, ვინც წაიკითხავს ამ გულის ამაჩუყებელ ისტატიას, მას დახმარების ხელი რომ გაუწოდოს!

შემოწირულია

₾3,480.50

დონორი

205

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

შენ დაეხმარე

სიბერეში მარტო დარჩენისგან დაზღვეული არავინ არის. მძიმედ სნეული ანა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ სიკვდილი ისე მოაკითხავს, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. ხოლო როდესაც გაიგებენ, არც არავის გაახსენდება!

„ერთხელ მაინც გიგრძვნიათ ცხოვრებაში „შიშის სუნი?“ – ახლა ალბათ, ფიქრობთ, ეგეთი სუნი, სამაყროში არ არსებობსო. მე კი გეუბნებით, რომ არსებობს და იცით, რას აქვს ეგ სუნი? – მარტოობაში გარდაცვალების მოლოდინით გაჟღენთილ ოთხ კედელს.“

65 წლის ანა თევზაძე – პირველი ჯგუფის ინვალიდია. მისი ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ 48 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდა. და ორივე თვალის სინათლე დაკარგა.

„სიბრმავე – ჯოჯოხეთია. ძალიან მინდა თქვენს სულებში თანადგომა დავინახო! და იცით რატომ სულებში? იმიტომ, რომ ჩემი თვალები ვერაფერს ხედავს. ზოგჯერ სიკვდილსაც ვნატრობ“

შემოწირულია

₾1,691.94

დონორი

112

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

თითქოს, ყოველგვარმა უბედურებამ აქ, ჭილაშვილების საბრალო ოჯახში, მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან დაიდო ბინა! უფალო, დაეხმარე!

თითქოს, ყველანაირმა უბედურებამ ჭილაშვილების ოჯახში, ამ მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან დაიდო ბინა! ღმერთო, გადაარჩინე! „ჩემს შვილიშვილებს ეშმაკმა წაართვა ენა,“ – ხმამაღლა ფიქრობს ნინო ბებია. იმდენად დარწმუნებულია ამაში, რომ მეც კი, კორესპონდენტს, წამით მომეჩვენა, რომ ბოროტი სული იქ, იმ ნახევრად დანგრეული ბნელი სახლის კუთხეში იმალებოდა.

ამ ავი სულებისგან დაწყევლილი სახლიდან უსასრულო მოთქმა, გოდება და ტირილი ისმის. აქ სიხარულსა და დღესასწაულს ვერასდროს ნახავთ! აბსოლუტურად ყველა ავად არის და ბავშვები შიმშილობენ! ყველანაირმა უბედურებამ ჭილაშვილების ოჯახში დაიდო ბინა. საქართველოში უამრავი ოჯახის მდგომარეობა ნამდვილად სავალალოა. უამრავი ადამიანი შიმშილობს, ბავშვები ავადმყოფობენ, მაგრამ იშვიათია ასე, ყველანაირი გასაჭირი ერთად რომ იყოს თავმოყრილი. მაგრამ, ხომ მარტონი არ არიან?! არა, მეგობრებო?! მათ ჩვენ ვყავართ! საქართველოში ხომ, ყველაზე გულისხმიერი და კეთილი ადამიანები ცხოვრობენ!

შემოწირულია

₾8,984.23

დონორი

666

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

მოიფიქრე ისეთი რამე, რომ ჩემი მამიკო აღარ მოკვდეს!

დანგრეული სახლის ცარიელი ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში, გატეხილ საწოლში წევს დიდი ოჯახის მამა! მის თვალებში შიშია. შიში მისი ოჯახის თითოეული წევრის მიმართ! მისი ცრემლები, ამ ქვეყნად ყველაზე მწარეა!
უჰაერობის შეტევების დროს, ის სამუდამოდ ემშვიდობება თავის ცოლშვილს! საშინელებაა! მაგრამ მისი ისტორია მხოლოდ პირადი ტრაგედია არაა, ეს ყველა ქართველი უმწეო და ავადმყოფ ადამიანს სულის ამოძახილია! შეუცნობელ არს გზანი უფლისანი! მეგობრებო, ჩვენ ყველამ ვიცით ეს სიბრძნე! და ვერავის იმედად ვერ ვიქნებით საქართველოში – მხოლოდ საკუთარი თავის.დავეხმაროთ ოჯახს! ჩვენ ხომ მათი ბოლო იმედი ვართ!

შემოწირულია

₾25,643.16

დონორი

2062

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
115 - 120 of 1026 items
1 18 19 20 21 22 171