დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ნიკოლოზი, 11 წლის: „ექვსი წლის ვიყავი, როცა პირველად გავედი გარეთ ყავარჯნებით. ძალიან მინდოდა სხვა ბავშვებთან თამაში! და უცებ, ჩემდა გულის დასაწყვეტად, ბინძურ გუბეში ჩავვარდი. მთლიანად ტალახიანმა და საშინლად ფეხნატკენმა ბავშვებს ვთხოვე, შემდეგ კი ვემუდარე, რომ ადგომაში დახმარებოდნენ!!! უნდა გენახათ, როგორ იცინოდნენ და რაღაც გაუგებარი სიხარულით მიყურებდნენ, როგორ ვეგდე უმწეოდ ტალახში. სიცილით რომ გული იჯერეს, გუბეში დამტოვეს და მშვიდად წავიდნენ! ტკივილი, რომელმაც მუხლი და ფეხი მოიცვა, აუტანელი იყო, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მკერდის ტკივილი დამამახსოვრდა! ალბათ, იქ არის გული“, – და ბავშვმა მკერდზე ადგილი მარცხენა ხელთან ახლოს აჩვენა! „ყველაფერი დამავიწყდა მსოფლიოში. თითქოს ვიღაცამ ბლაგვი დანა ჩამარტყა სულში! ძალიან მტკიოდა! და მხოლოდ წყენა დამრჩა! თითქოს სისასტიკის შხამით დამჭრეს! ნუთუ ყველა ბავშვი ასეთია, დეიდა?“ – გულუბრყვილოდ, მაგრამ სერიოზულად მკითხა 11 წლის ნიკოლოზმა!

შემოწირულია

₾5,119.97

დონორი

302

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
13 - 18 of 286 items
1 2 3 4 5 48

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის