რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

გაჭირვებულები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾471,161.20

დონორი

37031

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,205.80

დონორი

7998

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,663.18

დონორი

3413

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

მოსიყვარულე დედისთვის არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ექიმებისგან იმის მოსმენა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასოდეს იქნება! და იმაზე უფრო დიდი სიყვარულიც არ არსებობს, ვიდრე დედის, რომელიც მძიმედ დაავადებული შვილის ცხოვრებით ცხოვრობს!

მერაბი ყოველ საღამოს ეხვეწება დედას, წამალი დაალევინოს. ვერ ხსნის, რა სტკივა, ამბობს, რომ ფეხებზე ცეცხლი ეკიდება! უკვე 14 წელია, დედა შვილთან ერთად იტანჯება, სულ ხელით დაჰყავს. ხანდახან, ეტლში ჯდომისას, ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, დედას ეშინია, ძვლები არ დაემტვრეს.
მადონა: მერაბი დღენაკლული დაიბადა, შვიდთვიანი, ორ კილოგრამსაც არ იწონიდა. ინკუბატორში დააწვინეს და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე კი, რატომღაც მეფიქრებოდა, რომ არაფერი გველოდა კარგი წინ. წლამდე გაუჩერებლად ტიროდა! ექიმებიც კი ვერ იგებდნენ, რა სჭირდა, რა აწუხებდა. მერე კი, დაუსვეს ყველაზე საშინელი დიაგნოზი – ბავშვთა ცერებრული დამბლა. აქ დაგვაიმედეს, რომ ოპერაცია უშველიდა, თურქეთში კი გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ დაამძიმებდა მდგომარეობას, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება. ჩვენც შევეგუეთ ბედს…

შემოწირულია

₾41,141.88

დონორი

2843

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!

38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები პერიოდულად სინჯავდნენ და ამშვიდებდნენ, თან ხელებს შლიდნენ და თითქოს მშვიდად ელოდებოდნენ მის სიკვდილს! ჩვენ კი, ფონდში, მისი საშინელი მდგომარეობის შესახებ შევიტყვეთ თუ არა, მაშინვე გადავწყვიტეთ, ფონდის მეგობრებთან ერთად სასწრაფოდ დავხმარებოდით მას! მას ხომ მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს! ნამდვილი საშინელებაა!

შემოწირულია

₾39,927.37

დონორი

3074

მინდა დავეხმარო
1 22

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

გაჭირვებულები

„გვჯერა რომ ღმერთი არ დაგვტოვებს გასაჭირში“ ხანძრის შემდეგ სახლისგან არაფერი დარჩა, ხოლო ბავშვები შიმშილით გვეხოცებიან!

სასწაულია ცოცხლები რომ გადარჩნენ, და უფრო დიდი სასწაულია, შიმშილით, ავადმყოფობით და უკიდურესი გაჭირვებით რომ არ დაიღუპნენ! ბავშვებმა შეიძლება დედა დაკარგონ. მათ დახმარება სჭირდებათ! სასწაულია, ამ ქოხში რომ კიდევ ცოცხლები ვართ, სამ პატარა ბავშვთან ერთად თვეში 250 ლარად.
წელიწადნახევრის წინ, ფეხი ორ ადგილას მოვიტეხე, ისე ძლიერად, რომ ძლივს ამიწყეს ძვლები და რკინის ფირფიტაც ჩამისვეს. ეს ფირფიტა ერთი წლის წინ უნდა ამოეღოთ, რომ განგრენა არ განვითარდეს და არ მომკლას. მე კი საერთოდ არ მაქვს ფული. ოჯახს მე ვუვლი, მეუღლე კი ავადაა და ვერ მუშაობს.
შიმშილი, ჩვენი ყოველდღიური პრობლემაა. ჯანმრთელობას, ვერც მე, ვერც მეუღლე ყურადღებას ვერ ვაქცევთ. ერთი ზედმეტი ლარიც არ გვაქვს ხოლმე კლინიკამდე მისასვლელად, არამც თუ სამკურნალოდ. ყოველ თეთრს ვუფრთხილდებით, შვილები მშივრები რომ არ დაგვეხოცნონ. ეს რკინის ფირფიტა აუცილებლად უნდა ამოვიღო, თორემ ბავშვები დედას დაკარგავენ. მე არ მაქვს სიკვდილის უფლება, ჩემი შვილები კი უსახლკაროებივით არ უნდა ცხოვრობდნენ: მუდმივ შიმშილში და ელემენტარული ნივთების გარეშე.

შემოწირულია

₾2,995.32

დონორი

136

პროექტი დასრულდა
Project

გაჭირვებულები

შიმშილით რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს…

ციცქნა ბარბარე, უკვე ორი დღეა ტირის სიცივისგან და შიმშილისგან. ბალონში გაზი აღარ არის, ელექტრო გამათბობელს კი ვერ რთავენ – ბევრი დენი იხარჯება და ვეღარ გადაიხდიან კომუნალურს. საჭმლის ფულიც აღარ აქვთ. სოციალური დახმარება თვეში ერთხელ ერიცხებათ, მაგრამ, ერთი კვირაც კი ძლივს ჰყოფნით. როგორ უნდა ეყოს ოთხ ადამიანს 250 ლარი მთელი თვე, როდესაც 100 ლარს მხოლოდ ქირაში იხდიან.
იცით პასუხი? ყველანაირად გადავითვალე – არ გამოდის. მაგრამ, ეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბარბარე, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება როგორ გაუძლოს შიმშილს და სიცივეს, როგორღაც ახერხებს არსებობას.

შემოწირულია

₾2,965.10

დონორი

222

პროექტი დასრულდა
Project

გაჭირვებულები

დედიკო, შეგიძლია დრაკონი მოკლა?

დედა დრაკონს თუ არ მოკლავს, ის პატარა საბას წაართმევს მწვანე თვითმფრინავს და კანფეტს, რომელიც არ აქვს. მწვანე თვითმფრინავი, გემრიელი კანფეტი და სპაიდერმენის ფორმა – ეს ყველაფერი წარმოსახვითია, დრაკონიც მხოლოდ ბიჭუნას ფანტაზიებში არსებობს. ყველაფერს სწორედ მას აბრალებენ: პური არ აქვთ – დრაკონმა წაიღო, დაიხა ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი – ალბათ, სანამ ეძინათ, ბოროტმა დრაკონმა დაღეჭა. სკამი გატყდა – ოჰ, ალბათ, ისევ იმ საძაგელმა დრაკონმა გატეხა სკამი. რა ქნან, აბა? როგორ უნდა აუხსნა ხუთი წლის საბას და ოთხი წლის დავითს, რომ არ გააჩნიათ არაფერი, რაც აქვთ სხვა ბავშვებს? გააგებინებ? ამიტომაც, იძულებულები არიან, ყველაფერი ბოროტ დრაკონს დააბრალონ.

შემოწირულია

₾2,934.49

დონორი

254

პროექტი დასრულდა
277 - 282 of 922 items
1 45 46 47 48 49 154