რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

კადრები, რომლებსაც ვერ შეხედავთ ცრემლების გარეშე! ლევანს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება, ფეხზე რომ დადგეს

როგორია მეხუთე სართულზე ლიფტის გარეშე ცხოვრება ეტლით მოსარგებლე ხეიბრისთვის? მძიმედ დაავადებული ლევანი საკუთარ სახლში, ფაქტობრივად, ისეა გამოკეტილი, როგორც ციხეში. უკვე რამდენიმე წელია, გარეთ გასასვლელად ბიჭი მუხლის ჩოქებზე, ხოხვით ჩადის კიბეებზე და მერე ისევე ხოხვით ამოდის. გვჯერა, რომ ლევანისა და მისი ტანჯული დედის ისტორიის მოსმენის შემდეგ, უამბობთ მას თქვენს ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს და სოციალურ ქსელებში გააზიარებთ. ლევანს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, ფეხზე დადგეს. მაგრამ ამისთვის, დიდი თანხებია საჭირო, რომელიც ოჯახს არ აქვს. გთხოვთ, დავეხმაროთ!

შემოწირულია

₾22,116.58

დონორი

1443

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ღმერთო, შენ უშველე! 15 წლის გიორგის გერმანიაში ძვირადღირებული ოპერაციისთვის თანხის შეგროვებაში დაეხმარე! 15 წლის გიორგის სიცოცხლის საათები დათვლილია!

უკვე ხუთი თვეა, ქართველი ექიმები ვერ უსვამენ დიაგნოზს საბრალო ბავშვს. 15 წლის გიორგის სიცოცხლის საათები დათვლილია! ხუთი თვის წინ სრულიად ჯანმრთელი ბიჭი მოულოდნელად ავად გახდა და მას შემდეგ ოჩხორაშვილების ოჯახში სიკვდილის ნაბიჯების ხმა სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ისმის. ბავშვი იხრჩობა. იმდენად ხმამაღლა ახველებს, გეგონებათ, ფილტვები დაუსკდა. ვეღარ ლაპარაკობს და ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს გადაჭრილი აქვს ხმის იოგები. საკვებისა და წყლის მიღება მხოლოდ მილის მეშვეობით შეუძლია, მაგრამ ყველაფერს უკან იღებს. ჟანგბადის აპარატი ერთადერთია, რაც ბიჭს სიცოცხლეს უნარჩუნებს. მაგრამ, როდემდე?!!! ბავშვის სიცოცხლის წამზომი ჩართულია. ჩართეთ ვიდეო და მოუსმენთ სიკვდილის ხმას! ნიკოლოზის და გოგას დედა და მამა, რუსუდანი და გიორგი გერმანიაში წასასვლელად თანხის შეგროვებაში ითხოვენ დახმარებას! საბუთების მიღებისთანავე შეგატყობინებთ ოპერაციის ღირებულებას. ღმერთო, შენ უშველე, შენ დაეხმარე მათ! საქართველოში ხომ ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით…

შემოწირულია

₾21,028.65

დონორი

1190

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ოჯახი, რომელსაც მზის სინათლე არასდროს უნახავს! უსინათლოები არიან დედა, მამა და მათი ორი პატარა გოგონა. გამოკვლევები და ძვირადღირებული მედიკამენტები სასწრაფოდ სჭირდებათ ამ ბავშვებს!

მაგდა (12 წლის უსინათლოა ორივე თვალით): უსინათლო ცხოვრება, დიდი, ბნელი ლაბირინთისავითაა. მე ვერ ვხედავ სამყაროს, მაგრამ ვგრძნობ მას. მე მესმის, ვგრძნობ შეხებით და ყნოსვით, მაგრამ ვერ ვხედავ იმ სილამაზეს, რასაც სხვები აღწერენ.
გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრება თავისთავად უკვე ძალიან ძნელია, ამას კიდევ უსინათლობას თუ დავუმატებთ, სიტუაცია გამოუვალი ხდება. ყველა ჩვენგანში იმედის ნაპერწკალი გიზგიზებს, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში თვალისმომჭრელი სინათლეც კი ვერ აღწევს.
მეგობრებო, მოდით ამ არაჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას სინათლის ფერები შევმატოთ. სასწრაფოდაა საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვირადღირებული წამლები და ასევე თანხა გამოკვლევებისთვის. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ოჯახში, ერთი ბავშვი მაინც დაინახავს!

შემოწირულია

₾20,967.07

დონორი

1348

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

კიდევ ერთ ბავშვს ტანჯვისთვის არასდროს გავწირავდი! ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ცერებრული დამბლა არ მეორდება. „გააჩინე, მალე გააჩინე და მშვიდად იქნებიო!“ მეც დავუჯერე! ღმერთო, რამხელა ტკივილია! ღმერთმა აშოროს ყველას!

ანა (დედა): დღეს, ორი მძიმედ დაავადებული შვილი მყავს და ტანჯვით არის აღსავსე ჩემი ცხოვრება! მეც ხომ ყველაფერს ისევე ვგრძნობ, როგორც ჩემი შვილები გრძნობენ! ამქვეყნად ყველა დედას აქვს თავის შვილებთან ასეთი კავშირი. „საბრალო ნიკოლოზს ფეხებზე სამი ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების თქმით, მეოთხეს ვეღარ გადაიტანს! ექიმები არ ურჩევენ… მაგრამ, ვინ იცის?! იქნებ, ფონდის მეგობრები იცნობენ ქირურგებს, რომელთა შეხედულებაც განსხვავებული იქნება?“ 31 წლის ანას ყოველი დღე იწყება ბრძოლით. დაუღალავად შრომობს, უდიდესი სიყვარულით აკეთებს ყველაფერს! მაგრამ ღამის სიჩუმეში, მისი შვილები რომ დაიძინებენ და ირგვლივ სიმშვიდე სუფევს, გული ტკივილისგან უკანკალებს. „ჩემი მეუღლე რომ არა, მეც ლოგინად ჩავვარდებოდი. ამ ბავშვებს ხომ განსაკუთრებით სჭირდებათ სითბო! სულ ხელში აყვანას ითხოვენ. ჩემს მეუღლესაც ძალიან აწუხებს გული. მასაც მკურნალობა სჭირდება! ამ ყველაფერს მარტო ვერ გავუმკლავდები! ძალიან გულკეთილი ადამიანია, ბავშვების გამო ძალიან დარდობს“.

შემოწირულია

₾20,689.09

დონორი

1352

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

„თქვენი შვილი გარდაიცვალა“, — საშინელი ზარი საავადმყოფოდან და სასწაულებრივად გაცოცხლებული პატარა გოგონა. ნიშანი ღვთისნიერი ადამიანებისთვის! აღდგომა! დღეს ღმერთი გვიყურებს, გადავარჩენთ თუ არა ბავშვს?! ახლა მისი სიცოცხლე მხოლოდ ჩვენზე და ჩვენი რწმენის სიძლიერეზეა დამოკიდებული!

ერთი წლის წინ ამ ქვეყანას მოევლინა გოგონა, სიკეთისგან გაბრწყინებული, დიდი, ქართულ ზღვასავით ლურჯი თვალებით! ბოროტმა ძალებმა ვერ აიტანეს ანგელოზის დაბადება და გადაწყვიტეს, რომ გოგონა ნელი და მტკივნეული სიკვდილით მომკვდარიყო: ბავშვს აქვს ჰიდროცეფალია, შოკი, გულის უკმარისობა, ეპილეფსია და თავის ტვინის მძიმე დაზიანება! ნუცა სიცოცხლისთვის იბრძვის! მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ბავშვის სიკვდილი გარდაუვალია

ნუცა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და ასე გრძელდებოდა პირველი თვე. დედა ყოველთვის ამ ლამაზი გოგოს გვერდით იყო! დღეს კი დარწმუნებულია, რომ დაბადების შემდეგ ის ექიმებს საავადმყოფოში ხელიდან დაუვარდათ. მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაშიც კი ახალგაზრდა დედა ადამიანობას ინარჩუნებს და არავის ადანაშაულებს. ოღონდ ნუცა ცოცხალი ჰყავდეს! ოღონდ მან თავი უკეთ იგრძნოს! და არაფერი ეტკინოს!

შემოწირულია

₾19,996.00

დონორი

1871

დიახ! მსურს დახმარება!
25 - 30 of 133 items
1 3 4 5 6 7 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ…

ეკას ცხოვრება მუდმივი ტკივილი, ტანჯვა და სულიერი განსაცდელია. „ტკივილი დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება… თითქოსб ათასობით ლურსმანს მაჭედებენ ჩაქუჩით ზურგში. ტკივილის გამო ვერ ვსუნთქავ. ჩემი ხერხემალი იმდენად გამრუდებულია, რომ დეფორმირებული მაქვს ყველა შინაგანი ორგანო. მიკვირს კიდევაც, როგორ ფუნქციონირებენ დღემდე. სიცოცხლე ნაადრევად რომ არ დავასრულო, სასწრაფო ოპერაცია მჭირდება. ჩემთვის ეს ხელახლა დაბადება იქნება. მაგრამ, ჩვენი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შევაგროვებთ. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. ვიცი, თქვენი დახმარებით უფალი გამომიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც შეძლებს ჩემს გადარჩენას. ეკა სქოლიოზის უმძიმესი ფორმით იტანჯება, მთლიანად დეფორმირებულია მისი სხეული. ადრე დაავადება უბრალოდ დისკომფორტს უქმნიდა, ახლა კი, გოგონას ნელი სიკვდილით კლავს. ამ დაავადებამ არავინ დაინდო და ეკაც არ არის გამონაკლისი. კლავს არა სქოლიოზი, არამედ მისგან გამოწვეული გართულებები. ამჟამად, ეკას უჭირს სუნთქვა, შემდეგ ჭამასაც ვეღარ შეძლებს… მერე რა იქნება?

შემოწირულია

₾15,385.86

დონორი

1032

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
25 - 30 of 944 items
1 3 4 5 6 7 158