რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾530,396.42

დონორი

40825

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,513.30

დონორი

8006

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

„ხალხმა მომისმინა მე, პატარა ბიჭს, და დაეხმარნენ ჩემს ოჯახს. ბედნიერი ვარ!!!“

მადლობა თქვენ უსასრულოდ, რომ ასეთ მასშტაბურ დახმარებას გაუწიეთ ორგანიზება! ამ სიუჟეტზე ორიათასზე მეტი თქვენი აქტიური გამოხმაურების წყალობით, ბევრი რამის გაკეთება გახდა შესაძლებელი კანთელაშვილების ოჯახისთვის. საოცარი მხარდაჭერაა! ჩერნოვეცკის ფონდის მთელი გუნდის სახელით უღრმეს მადლობას გიხდით, მეგობრებო! დღეისთვის ოჯახს დარჩა გადაუჭრელი პრობლმები – არა აქვთ სააბაზანო და გამათბობელი ზამთრისთვის. არცერთ ჩვენგანს არ სურს, რომ ალექსიმ ისევს დაიწყოს ჯართის შეგროვება. ამას ავირიდებთ, თუ კვლავაც დავეხმარებით ოჯახს. შემოუერთდით პროექტის მუდმივ დამხმარეთა რიცხვს! თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

შემოწირულია

₾42,856.82

დონორი

2308

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,663.18

დონორი

3413

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

შემოწირულია

₾39,935.78

დონორი

2569

დიახ! მსურს დახმარება!
1 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

გაჭირვებულები

You helped

მამას სხვა ოჯახი ჰყავს, ბავშვების და მათი მოსიყვარულე დედიკოს ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა შიმშილისა და სიცივის გამო!

საქართველოში, მარტოხელა დედობა განაჩენია! მდგომარეობა ორმაგად საშინელია, როდესაც პატარა შვილებს მარტოდ ვერ დატოვებ, რომ იმუშავო. პროდუქტი კი იმდენად გაძვირდა, რომ მიზერული სოციალური დახმარება არაფერში გყოფნის. „როდესაც ფული გამომელევა, მათხოვრად ვარ ქცეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ხან მაღაზიაში ვიხვეწები პროდუქტს, ხან მეზობლებთან“, – ამბობს დედა ნათია, და დარცხვენილი, სახეზე იფარებს ხელებს. ბავშვებს ყოველდღე ებოდიშება, რომ არ გამოსდის კარგი დედობა. განა ასეთი ცხოვრება უნდოდა მათთვის, როდესაც უფალს სთხოვდა, შვილი ეჩუქებინა მისთვის!

შემოწირულია

₾2,366.22

დონორი

137

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

You helped

“მე მიზანი მაქვს!”- სასტიკი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, უნარშეზღუდული ქალი, ერთ-ერთი ყველაზე მზრუნველი და მოსიყვარულე დედა აღმოჩნდა საქართველოში

ნინო ამ ნაგებობას „სასახლეს“ უწოდებს. როდესაც ორი წლის შვილი გყავს და არსად გაქვს წასასვლელი, უბრალოდ თავზე ჭერიც შენთვის არის სასახლეც და ციხე-სიმაგრეც. მერე რა, რომ აქ არ ცხოვრება შეუძლებელია. ნინოს საშინელი სიზმარივით ახსენდება, სახლიდან ჩვილთან ერთად როგორ წამოვიდა და მთელი ერთი წელი გაატარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში: „ყველას არ გამოსდის ისეთი ოჯახის შექმნა, როგორზეც ოცნებობენ. დროთა განმავლობაში კი, ოცნებებიც ქრება და თავში გიტრიალებს მხოლოდ ერთი აზრი: შვილს რა ვაჭამო“.

შემოწირულია

₾2,353.02

დონორი

143

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
367 - 372 of 944 items
1 60 61 62 63 64 158